განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210116001471456
დამატებითი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1075-2017 01 თებერვალი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე (მომხსენებელი): ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოპასუხე) წარმომადგენლები მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) წარმომადგენლები - - - - სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-" დ-------------, დ-----–--------- ნუ------ გო------- რ---------------------, თ------------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლომ განიხილა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
1. ფაქტობრივი გარემოებები:
1.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნუ------ გ---------- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნუ------ გ---------- სარჩერლი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს ნუ------ გ---------- სასარგებლოდ დაეკისრა 148 123.88 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს ნუ------ გ---------- სასარგებლოდ დაეკისრა პირველ ინსტანციაში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 ლარისა და 150 ლარის ოდენობით; ნ-------------------- სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა სააპელაციო ინსტანციაში აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის გადახდა 1015 ლარის ოდენობით; სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს ნუ------ გ---------- სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური - 5924,95 ლარის ოდენობით;
1.2. 2019 წლის 09 იანვარს სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს წარმომადგენლებმა დ-----–---------მ და დ-------------მ მომართეს სააპელაციო სასამართლოს და ითხოვეს დამატებით გადაწყვეტილების გამოტანა საადვოკატო მომსახურებისა და ექსპერტიზის ხარჯებთან დაკავშირებით;
1.3. პალატა წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
1.4. დადგენილია, რომ აპელანტის - სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს წარმომადგენლები დ-----–--------- და დ------------- შუამდგომლობდნენ მოწინააღმდეგე მხარისათვის (მოსარჩელისათვის) - ნუ------ გ----------ათვის საადვოკატო მომსახურებისა და ექსპერტიზის ხარჯების დაკისრებას (იხ. ტ. III, ს/ფ.: 164);
1.5. დადგენილია, რომ აპელანტის - სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს ადვოკატებთან - დ-------------სთან (პ/ნ.: 6----------, ადვოკატის სიითი №6---) და დ-----–---------სთან (პ/ნ.: 6----------, ადვოკატის სიითი №2---) 2017 წლის 01 ოქტომბერს დადებული აქვს ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე და ამავე მიზნით 2017 წლის 09 დეკემბერს სს ,,თ-----------’’-ს მეშვეობით (სალაროს შემოსავლის ორდერი №---------- ) გადახდილი აქვს 10 000 ლარი (იხ. ტ. III, ს/ფ.: 165-171);
1.6. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს ნუ------ გ---------- სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურების საფასური, მოგებული თანხის - 148 123,88 ლარის 4%-ის ოდენობით;
1.7. დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 23 მარტის განჩინებით, პელანტის წარმომადგენლების - დ-----–---------- და დ-------------- შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და №2/ბ-1075-2017 სამოქალაო საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა, ამავე განჩინებით ექსპერტიზის ხარჯები გადახდა დაეკისრა სს ,,ი-------------------------– თუ------ თ---------’’-ის წა-------------–----ს სა---------–--–-;
1.8. დადგენილია, რომ აპელანტის - სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს წარმომადგენელს დ-----–---------ს 2018 წლის 02 აგვისტოს სს ,,თ-----------’’-ს მეშვეობით განსახილველ საქმეზე გადახდილი აქვს ს--- ლ----------------–--------–-----------------–-- ე------------------------–- ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური - 1500 ლარის ოდენობით (იხ.ტ. III, ს/ფ.:182);
1.9. დადგენილია, რომ სასამართლოს ზემოთ მითითებული განჩინებით ერთხელ უკვე გადაწყვეტილია ექსპერტიზის ხარჯების საკითხი, რომლის მიხედვით მისი გადახდა დაეკისრა აპელანტ მხარეს, შესაბამისად ამჯერად აღნიშნულ საკითხს პალატა ხელმეორედ ვერ შეეხება და ექსპერტიზის ხარჯების მეორე მხარისათვის დაკისრების მოთხოვნა მიაჩნია უსაფუძვლოდ;
1.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი. ამავე მუხლის 31 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას;
1.11. პალატა ნაწილობრივ იზიარებს განმცხადებლის მოთხოვნას და მიიჩნევს, რომ არსებობს დამატებითი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა;
1.12. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე;
1.13. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016);
1.14. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტმა წარმოადგინა მტკიცებულება მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის 10000 (ათი ათასი) ლარის რეალურად გაწევის თაობაზე;
1.15. სასამართლოს მხარის მოთხოვნის საფუძველზე თვითონაც შეუძლია, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, თუკი აშკარაა, რომ პირის უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, ხარჯი გაღებულია (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „პინკოვა და პინკი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ“). სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“). ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (სუსგ 30.10.2015წ. საქმე №ას-444-423-2015);
1.16. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს სააპელაციო საჩივრის ფასია 438.036 ლარი (დავის საგანი), აქედან აპელანტს მოწინაარმდეგე/მოსარჩელე მხარისათვის გადასახდელად დაეკისრა 148.123,88 ლარი. აღნიშნული თანხების სხვაობაა - 289912,12 ლარი, რაც აპელანტის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების შედეგად მოგებულია. მოგებული თანხის (289912,12 ლ.) 4% არის 11596,48 ლარი. პალატა თვლის, რომ მითითებული თანხა (11596,48 ლ.) გადასახდელად უნდა დაეკისროს მოწინააღმდეგე/მოსარჩელე მხარეს ნ-------------------- სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-’’-ს სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ 26.12.2018 წლის გადაწყვეტილებით ანალოგიური მეთოდით დაეკისრა აპელანტ მხარესაც მოსარჩელე მხარისათვის ნ. გ----------ათვის გადასახდელად იურიდიული მომსახურების ხარჯები;
1.17. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ადვოკატის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე დამატებითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და ნ-------------------- სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- საქართველოს” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 11596,48 ლარის ანაზრაურება, ხოლო დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს;
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 261-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 397-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- საქართველოს” წარმომადგენლების დ-------------- და დ-----–---------- შუამდგომლობა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარისათვის ადვოკატის მომსახურებისა და ექსპერტიზისათვის გაწეული ხარჯების დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ნ-------------------- სს ,,ი-------------------------– თუ------ თი---------- წა-------------–---- სა---------–--–-”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 11596,48 ლარის ანაზრაურება;
3. დანარჩენ ნაწილში შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს;
4. დამატებითი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩის №32). საკასაციო საჩივარი შემოტანილ უნდა იქნეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩის №32), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.
თავმჯდომარე ლაურა მიქავა
მოსამართლეები: თამარ სვანიძე
ირმა პერანიძე