განაჩენი

სისხლის სამართლის 29.01.2019
საქმის ნომერი
330100118002662810
ინსტანცია
თარიღი
29.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002662810

საქმე №1ბ/1337-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

29 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - გი------------–--ის

ადვოკატების - მა-----------–-–---–ის, ილ----–----ას

მონაწილეობით,მსჯავრდებილ - სა---------------ის დასწრების გარეშე

 

მსჯავრდებულ სა---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: შა-–--------------ის და ილ----–----ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

სა---------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 23 ივლისი, პასპორტის Nc--------, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ა------------------------–-------------------------------------, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენით:

ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორის გი------------–--ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ სა---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება.

 

სა---------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 100 (ათი ათას ასი) ლარის ოდენობით, რაშიც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სა---------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა დანაშაულის საგანი - 20 487, 45 ლარის საბაჟო ღირებულების 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8” მოდელისა და 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8+” მოდელის მობილური ტელეფონი.

 

სა---------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევა, კერძოდ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისაგან მალულად გადმოტანა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 4 ოქტომბერს, დაახლოებით 14:30 საათზე, სა---------------მა, საბაჟო გამშვები პუნქტის - ,,თბილისის აეროპორტი და თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად, გადმოიტანა დიდი ოდენობით მოძრავი ნივთები - 20 487, 45 ლარის საბაჟო ღირებულების, 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8” მოდელისა და 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8+” მოდელის მობილური ტელეფონი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ სა---------------მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა: შა-–--------------ემ და ილ----–----ამ და ითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენის გაუქმება, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტებს მიაჩნიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სა---------------ის მიმართ უკანონოა, რადგან საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ასევე მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, კერძოდ, ადვოკატები, რომლებიც საქმეში იღებდნენ მონაწილეობას არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ მოუწვევიათ და არც დღემდე იციან საიდან გაჩნდნენ ისინი საქმეში. ამასთან, ადვოკატებმა სა---------------ს აღუთქვეს, რომ სასჯელის სახით შეეფარდებოდა ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარი, ხოლო ტელეფონების ღირებულების 40%-ის გადახდის შემდგომ ტელეფონები უკან დაუბრუნდებოდა, რის შემდგომაც განაბაჟებდნენ. ხსენებული არცერთი პირობა არ შესრულებულა და სა---------------ი აღმოჩნდა მოტყუებული.

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა გი------------–--ემ წარმოადგინა სააპელაციო საჩივრის შესაგებელი, სადაც იგი არ დაეთანხმა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენის ძალაში დატოვება.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაცვის მხარემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

სახელმწიფო ბრალმდებელმა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს აპელანტის პოზიციას, რომ პროკურორსა და სა---------------ს შორის საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით და მას შეეზღუდა დაცვის უფლება, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში არსებული მასალებით და არც აპელანტებს წარმოუდგენიათ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად რაიმე მტკიცებულება, კერძოდ:

საქმეში წარმოდგენილია განცხადება, რომლის თანახმადაც 2018 წლის 05 ოქტომბერს ბრალდებულმა სა---------------მა მიმართა საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს გ--------–--ეს და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება იმ პირობით, რომ იგი ცნობილ იქნებოდა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრებოდა ჯარიმა 10 000 ლარის ოდენობით, ხოლო დამატებითი სასჯელის სახით სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმეოდა კონტრაბანდული საქონელი 20 487, 45 ლარის საბაჟო ღირებულების ,,APPLE IPHONE 8” მარკის 12 ცალი მობილური ტელეფონი, დანარჩენი ნივთმტკიცებების ბედი კი გადაწყდებოდა კანონის შესაბამისად. სა---------------ი განცხადებაში ასევე აღნიშნავს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ დანაშაულს, ადვოკატისაგან მიღებული აქვს იურიდიული დახმარება, აღნიშნულ პირობებზე ნებაყოფლობით აცხადებს თანხმობას, სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. მოცემულ განცხადებას ხელს აწერს თარჯიმანიც.

2018 წლის 05 ოქტომბრის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმიდან ირკვევა, რომ ბრალდებულმა სა---------------მა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, რითაც ითანამშრომლა გამოძიებასთან. მან თავისი ინტერესების დამცველი ადვოკატისაგან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, ნებაყოფლობით თანხმობა განაცხადა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, რომლის საფუძველია ბრალდებულის აღიარება და შეთანხმება სასჯელზე. ბრალდებულს განემარტა, რომ პროკურორი იშუამდგომლებს სასამართლოს წინაშე საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, რომლის მიხედვითაც სა---------------ი ცნობილ იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომა განესაზღვრება ჯარიმა 10 100 (ათი ათას ასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქდება და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთმევა დანაშაულის საგანი - 20 487, 45 ლარის საბაჟო ღირებულების 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8” მოდელისა და 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8+” მოდელის მობილური ტელეფონი.

საქართველოს სსკ-ის 201-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად, ბრალდებული /თარჯიმნის მონაწილეობით/ გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების თაობაზე და განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნება მტკიცებულებების უშუალო და ზეპირად გამოკვლევის გარეშე. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ აღნიშნული საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან და საპროცესო შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, რომ ბრალდებულს და ადვოკატს უფლება აქვთ გამოთქვან შენიშვნა საპროცესო შეთანხმების ოქმზე.

ბრალდებულმა განაცხადა, რომ მისთვის გასაგები იყო აღნიშნული შეთანხების არსი და იგი დაეთანხმა მასში არსებული ყველა პირობის შესრულებას; აღნიშნა, რომ საპროცესო შეთანხმების შინაარსი მისთვის გასაგები იყო, რაც ფორმდებოდა ყოველგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ და იგი თანახმა იყო შეთანხმების გაფორმებაზე.

აღნიშნული ოქმიდან ასევე ირკვევა, რომ ოქმი წაიკითხა ბრალდებულმა და მისმა ადვოკატმა, მათი მხრიდან რაიმე შენიშვნა, დამატება ან განცხადება არ გაკეთებულა და საპროცესო შეთანხმების ოქმში ასახული საპროცესო შეთანხმების შინაარსის სისწორე დაადასტურეს ხელმოწერით. აღნიშნულ ოქმს ასევე ხელს აწერს თარჯიმანი.

 

საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას /როგორც სხდომის ოქმის ჩანაწერიდან ირკვევა/, პირველი ინსტანციის სასამართლომ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, თარჯიმნის მონაწილეობით, დეტალურად გამოიკვლია ყველა საკითხი და დარწმუნდა, რომ ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა, სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება, ასევე სრულად აცნობიერებდა იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს. ბრალდებულისთვის ცნობილი იყო საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

აპელანტები აღნიშნავენ, რომ ადვოკატები არ ყოფილან ოჯახის მიერ აყვანილნი და მათთვის უცნობია რატომ ახორციელებდნენ ისინი ბრალდებულის დაცვას, რაც ასევე გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან როგორც საქმის მასალებით დასტურდება ბრალდებულს შეთანხმებით იცავდა ოთხი ადვოკატი და რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მათ კომპეტენციაში ეჭვის შეტანის საფუძველი შეიძლება გამხდარიყო, წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და საქმის არსებითი განხილვის გარეშე გამოტანილი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ სა---------------ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების: შა-–--------------ის და ილ----–----ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და საქმის არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 05 ოქტომბრის განაჩენი, რომლითაც დაკმაყოფილდა ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორ გი------------–--ის შუამდგომლობა და დამტკიცდა პროკურორსა და ბრალდებულ სა---------------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, დარჩეს უცვლელად.

 

სა---------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 100 (ათი ათას ასი) ლარის ოდენობით, რაშიც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ჩაეთვალოს დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 4 ოქტომბრიდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვას დანაშაულის საგანი - 20 487, 45 ლარის საბაჟო ღირებულების 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8” მოდელისა და 6 ცალი ,,APPLE IPHONE 8+” მოდელის მობილური ტელეფონი.

 

ნივთმტკიცება:

 

ერთი ცალი დისკი, რომელიც ერთვი საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ბრალდებულ სა---------------ის პირადი ნივთები, რომელიც ინახება საგამოძიებო ორგანოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე