განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210115704590
№2ბ/1295-2018
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - გელა ქირია
მოსამართლეები - მაია სულხანიშვილი, გოგიტა თოთოსაშვილი
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
აპელანტი (მოპასუხე) - თ----- ლ------ე
წარმომადგენელი - დ----- ლ-----ა
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) – პ----- ო-----------–-–---–ი
წარმომადგენელი - დ-------- გ------ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-- 25 სექტემბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-- 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით, პ----- ო-----------–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს თ-----ა ლ------ეს, ა-----– ო-----------ეს, შ------- გ---------ესა და მ--–---- ა-–-----ეს მოსარჩელე პ----- ო-----------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 34 415 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს თ-----ა ლ------ეს, ა-----– ო-----------ეს, შ------- გ---------ესა და მ--–---- ა-–-----ეს, მოსარჩელე პ----- ო-----------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 2045 ლარის ოდენობით. მოსარჩელე პ----- ო-----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდა სარჩელის უზრუნველყოფაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარს ოდენობით.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
უდავოდ მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები:
2.1. 2007 წლის 11 სექტემბერს, ბ------ ჭ--–--ეს, ა-----– ო-----------ეს, მ--–---- ა-–-----ეს და თ-----ა ლ------ეს შორის, დაიდო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება, რომლითაც დაფუძნდა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,ქ-----------ი”.
ამხანაგობის წევრთა შენატანების მიხედვით, ამხანაგობაში მათი წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: ბ------ ჭ--–--ე - 24,5%, ა-----– ო-----------ე - 25,5%, მ--–---- ა-–-----ე - 24,5%, თ-----ა ლ------ე - 25,5%.
ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ა-----– ო-----------ე.
ხელშეკრულების მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის განხორციელება.
ამხანაგობის მმართველ ორგანოებად განისაზღვრა ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრება; გამგეობა; გამგეობის თავმჯდომარე.
ამხანაგობის წევრთა კრების კომპეტენციას სხვა საკითხებთან ერთად განეკუთვნებოდა ამხანაგობის წევრთა მიღება და გარიცხვა, შენატანის ოდენობისა და კვოტების განსაზღვრა, გაუნაწილებელი ფართების განაწილების შესახებ შესაბამისი წესების დადგენა და ა.შ.
ამხანაგობის გამგეობის ერთ-ერთ ფუნქციებად მიეთითა ამხანაგობის ახალი წევრთა მიღების ორგანიზაცია. ამხანაგობის გამგეობის თავჯდომარე, კი, გამგეობის სხვა წევრებთან შეთანხმებით ახორციელებდა იგივე საქმიანობას, რასაც გამგეობა. ამასთან, თავჯდომარეს მიენიჭა წარმომადგებლობითი უფლებამოსილება, იმ საკითხებთან მიმართებაში, კი, რაც განეკუთვნებოდა წევრთა საერთო კრების კომპეტენციას გამგეობის თავჯდომარე საჭიროებდა ამ ორგანოს თანხმობას.
2.2. თ-----ა ლ------ე, ა-----– ო-----------ე, შ------- გ---------ე და მ--–---- ა-–-----ე არიან ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების (ამხანაგობა ,,ქ-----------ი”) მონაწილეები;
2.3. 2008 წლის 19 თებერვალს, პ----- ო-----------–-–---–სა და ამხანაგობა ,,ქ-----------ის” თავმჯდომარის - ა-----– ო-----------ეს შორის დაიდო ამხანაგობა ,,ქ-----------ში” ფულადი შენატანის განხორციელების სანაცვლოდ უფლებების გადაცემის და საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ №24 ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მოსარჩელესათვის ამხანაგობის წევრის უფლების გადაცემა და ამხანაგობის მიერ მოსარჩელესთან ერთად ერთობლივი საქმიანობის წარმოება. ქ.თბილისში, ბ---------------------ში ასაშენებელ მრავალბინიან სახლში მ-----ართულზე, ფართით პერიმეტრზე 5---- კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მოსარჩელესათვის კერძო საკუთრებაში გადაცემა. დასაშვებად იქნა მიჩნეული ცვლილება 1% ფარგლებში. მოსარჩელეს, ასევე, უნდა გადაცემოდა ერთი ავტოფარეხი. მოსარჩელის ამხანაგობაში უნდა განეხორციელებინა ფულადი თანხის შეტანა 1კვ.მ. ფართზე 5----–– დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ამხანაგობა ვალდებული იყო გადაეცა მოსარჩელესათვის ამხანაგობის წევრობა და მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლება, ასევე, მშენებლობის დაწყებიდან ორი წლის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2010 წლის 1 ივლისამდე გადაეცა წევრისათვის ამხანაგობის მიერ ქ.თბილისში, ბ----------------------ში ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში 5---- კვ.მ. ფართი, მ-----ართულზე ხელშეკრულებით განსაზღვრულ მდგომარეობაში.
მოსარჩელეს ვალდებულებას წარმოადგენდა ამხანაგობის საბანკო ანკარიშზე ერთობლივი საქმიანობის განხორციელების მიზნით შეეტანა 29 915 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და ავტოსადგომის თანხა 4500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ამასთან, მოსარჩელეს შენატანი 34 415 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში უნდა შეეტანა 2008 წლის 25 თებერვლამდე;
2.4. პ----- ო-----------–-–---–მა 2008 წლის 22 თებერვალს ამხანაგობა ,,ქ-----------ის” პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა თანხა 34 415 აშშ დოლარის ოდენობით;
2.5. ამხანაგობა ,,ქ-----------ის” წევრთა კრებას არ მიუღია გადაწყვეტილება პ----- ო-----------–-–---–ის ამხანგობაში წევრად მიღების თაობაზე;
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
2.6. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, ხოლო 327-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
ამ ნორმების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების დადების უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა ნება, კერძოდ მხარეები თავად იღებენ გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დადების თაობაზე და თავად განსაზღვრავენ მის პირობებს. იმ შემთხვევაში, თუ მხარეებს შორის ვერ ხორციელდება შეთანხმება ხელშეკრულების პირობების თაობაზე, ხელშეკრულება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას დადებულად. ამდენად, ხელშეკრულების დადების ძირითად პირობას წარმოადგენს მხარეთა ნების თანხვედრა.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში, 2008 წლის 19 თებერვალს შედგენილი დოკუმენტით უდავოდ დგინდებოდა, რომ პ----- ო-----------–-–---–ის მხრიდან სახეზე იყო ნების გამოვლენა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებაზე მიერთების, ე.ი. ამხანაგობა ,,ქ-----------ში” გაწევრიანების თაობაზე. ამასთან, აღსანიშნავი იყო, რომ შესაბამისი სამართლებრივი შედეგი შესაძლოა დამდგარიყო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახეზე ასევე იქნებოდა მეორე მხარის მხრიდან ნების გამოვლენა. სასამართლომ აღნიშნა, რომ 2008 წლის 19 თებერვალს შედგენილ დოკუმენტზე ამხანაგობის სახელით ხელს აწერდა მისი თავმჯდომარე, თუმცა სახეზე არ იყო ამხანაგობის სხვა წევრების ნება, რაც შესაძლოა გამოვლენილიყო ამხანაგობა ,,ქ-----------ის” წევრთა კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით. 2007 წლის 11 სექტემბერს დადებული ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების პირობების მიხედვით, მხოლოდ ამხანაგობის წევრთა კრების კომპეტენციას განეკუთვნებოდა ამხანაგობის წევრთა მიღება და გარიცხვა, შენატანის ოდენობისა და კვოტების განსაზღვრა, გაუნაწილებელი ფართების განაწილების შესახებ შესაბამისი წესების დადგენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობის თავჯდომარე არ იყო უფლებამოსილი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ამხანაგობის წევრად მიეღო მესამე პირი, მათ შორის მოსარჩელე და განესაზღვრა ამხანაგობაში გასაწევრიანებელი პირის წილი, ასევე შენატანის ოდენობა.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სახეზე იყო მოსარჩელეს ნება, ვინაიდან, ამხანაგობა ,,ქ-----------ის” წევრთა კრებას არ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება პ----- ო-----------–-–---–ის ამხანგობაში წევრად მიღების თაობაზე, არ განუსაზღვრია შენატანის და წილის ოდენობა, შესაბამისად, ამხანაგობა ,,ქ-----------ის”, ანუ მოპასუხეთა მხრიდან სახეზე არ იყო ნების გამოვლენა მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების თაობაზე. ამდენად, 2008 წლის 19 თებერვალს შედგენილი დოკუმენტი არ შეიძლება მიჩნეულ ყოფილიყო, როგორც მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების საფუძველი, რაც თავის მხრივ გულისხმობდა, რომ მას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყოლია.
2.7. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტზე, რომ თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლოს განმარტებით, მითითებული ნორმის ანალიზით უსაფუძვლო გამდიდრების სწორი კვალიფიკაციისათვის კანონმდებელი აუცილებლად მიიჩნევს რამდენიმე პირობის ერთდროულად არსებობას, სახელდობრ: ადგილი უნდა ქონდეს შესრულების მიღებას; შესრულების მიმღები უნდა იყოს არა ის პირი, რომელსაც გააჩნდა მოთხოვნის უფლება ე.ი. მიმღები უნდა გამდიდრდეს სხვა პირის ხარჯზე და მას არ უნდა გააჩნდეს შესრულების მიღების კანონიერი საფუძველი. რადგანაც კანონისმიერი ამ ვალდებულებითი ურთიერთობის ძირითად საფუძველს არაუფლებამოსილი პირის მიერ შესრულების მიღება წარმოადგენს, რაც მსგავსად ვინდიკაციური სარჩელისა, არაუფლებამოსილი პირის მიერ მიღებული შესრულების უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნების უალტერნატივო წინაპირობაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მითითებული გარემოებები უტყუარად არ იქნება დადგენილი, სამართლებრივი ურთიერთობის უსაფუძვლო გამდიდრებად კვალიფიკაციის წინაპირობა არ იარსებებს.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამავე კოდექსის 932-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.
სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილი იყო, რომ პ----- ო-----------–-–---–მა 2008 წლის 22 თებერვალს ამხანაგობა ,,ქ-----------ის” პირად საბანკო ანგარიშზე გადარიცხა თანხა 34 415 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, თანხა გადარიცხულ იქნა მოპასუხეთა საერთო საკუთრებაში არსებულ ანგარიშზე. ამასთან, როგორც უკვე აღინიშნა, მხარეებს შორის არ არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც შესაძლოა ყოფილიყო მოსარჩელის მხრიდან თანხის გადარიცხვის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე იყო არაუფლებამოსილი პირის მხრიდან შესრულების მიღება, ხოლო, რამდენადაც შესრულება გამოიხატა მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვით, შესაბამისად, სახეზე იყო მათი მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი. მოპასუხის განმარტებით, ჩარიცხული თანხა განკარგულ იქნა მხოლოდ ერთი პირის, კერძოდ, ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ, რაც თავის მხრივ გამორიცხავდა ურთიერთობის სხვა მონაწილეებზე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივ საფუძველს.
მოცემულ საკითხთან მიმართებაში, სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. ამასთან, ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები უფლებამოსილნი არიან, ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთერთ მონაწილეს.
კონკრეტულ შემთხვევაში, 2007 წლის 11 სექტემბერს დადებული ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით, მოპასუხეებმა თავად აღჭურვეს თავჯდომარე ამხანაგობის სახელით საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნისა და მათი განკარგვის თაობაზე. ამდენად, თუ თავმჯდომარემ არაკეთილსინდისიერად ისარგებლა ამხანაგობის წევრთა ნების გამოვლენის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილებით, აღნიშნული არ შეიძლება გამოყენებულ ყოფილიყო მესამე პირის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
2.8. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. სასამართლომ აღნიშნა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხეთა მხრიდან უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტს ადგილი ჰქონდა 2008 წლის 22 თებერვალს განხორციელებული გადარიცხვის საფუძველზე და სარჩელი კმაყოფილდებოდა უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებიდან გამომდინარე, მოთხოვნაზე უნდა გავრცელებულიყო ათწლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მოთხოვნის ხანდასმულობის გასვლის ფაქტი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.9. სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი. 976-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, კი, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო ის გარემოება, რომ მოპასუხემ სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე, მოპასუხეთა საერთო საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშზე 2008 წლის 22 თებერვალს გადარიცხა თანხა 34 415 აშშ დოლარის, რასაც შედეგად მოჰყვა აღნიშნული თანხის ოდენობით მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრება, მითითებული, კი, უდავოდ წარმოადგენდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
3.1. აპელანტის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. მოსარჩელეც და მოპასუხეც მიუთითებდნენ, რომ მათ შორის დაიდო ხელშეკრულება, შესაბამისად, გაუგებარია, თუ რის საფუძველზე დაადგინა სასამართლომ არასახელშეკრულებო ურთიერთობა და რატომ იხელმძღვანელა უსაფუძვლო გამდიდრების მუხლებით. ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენების შემთხვევაში, სასამართლოს ისიც უნდა დაედგინა, თუ ვინ გამდიდრდა უსაფუძვლოდ;
3.2. აპელანტის განმარტებით, პირველმა ინსტანციის სასამართლომ მიუთითა, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეებს სოლიდარული პასუხისმგებლობა მაინც დააკისრა;
3.3. აპელანტის მტკიცებით, თუ ამხანაგობას მოსარჩელე წევრად არ მიუღია (როგორც ეს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში აისახა), მაშინ არც ამხანაგობის დანარჩენი წევრებისთვის იქნებოდა ცნობილი, რომ მხარეთა შორის რაიმე სამართლებრივი გარიგება არსებობდა, ამდენად, უსაფუძვლოდ გამდიდრდა მხოლოდ ის პირი, ვინც უშუალოდ მიიღო თანხა. აპელანტის მითითებით, განსახილველ დავაში პასუხისმგებელ პირს მხოლოდ ამხანაგობის თავმჯდომარე წარმოადგენდა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მან მიითვისა ამხანაგობის ანგარიშზე არსებული თანხები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების დასაბუთება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით, თ----- ლ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-- 25 სექტემბრის გადაწყვეტილება თ----- ლ------ისათვის პ----- ო-----------–-–---–ის სასარგებლოდ 34 415 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით, 2 045 ლარის დაკისრების ნაწილში. პ----- ო-----------–-–---–ის სარჩელი ბმა „ქ-----------ის“ წევრ თ----- ლ------ის მიმართ არ დაკმაყოფილდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებაზე, საკასაციო საჩივარი შეიტანა პ----- ო-----------–-–---–მა, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 16 იანვრის განჩინებით, პ----- ო-----------–-–---–ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და გარკვეული მითითებებით საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. 2007 წლის 11 სექტემბერს, ა-----– ო-----------ემ, თ-----ა ლ------ემ, მ--–---- ა-–-----ემ და ბ------ ჭ--–--ემ გააფორმეს წერილობითი შეთანხმება, რომელიც დასათაურებულია, როგორც „ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) შესახებ“. შეთანხმების მიხედვით, ერთობლივ საქმიანობაში ზემოაღნიშნული პირების წილები განისაზღვრა შემდეგნაირად: ა-----– ო-----------ის - 25,5%-ით, თ-----ა ლ------ის - 25,5%-ით, მ--–---- ა-–-----ის - 24,5%-ით, ბ------ ჭ--–--ის - 24,5%-ით.
ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ა-----– ო-----------ე, მასვე მიენიჭა ამხანაგობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება;
4.2. ბ------ ჭ--–--ეს, 2007 წლის 22 ნოემბრის წილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩაენაცვლა შ------- გ---------ე;
4.3. ერთობლივი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აშენება, ხოლო მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის განხორციელება;
4.4. 2008 წლის 19 თებერვალს, პ----- ო-----------–-–---–მა ამხანაგობასთან დადო შეთანხმება ფულადი შენატანის სანაცვლოდ, უფლების გადაცემისა და საცხოვრებელი ფართის გამოყოფის შესახებ, რომლის მიხედვითაც, ამხანაგობას მისთვის 2010 წლის 1 ივლისამდე უნდა აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ბ------------------ში მდებარე ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში 5---- კვ.მ საცხოვრებელი ბინა ავტოსადგომთან ერთად;
4.5. 2008 წლის 22 თებერვალს, მოსარჩელემ ამხანაგობის ანგარიშზე 34 415 აშშ დოლარი ჩარიცხა;
4.6. შეთანხმებული მშენებლობა არ დაწყებულა, ხოლო მოსარჩელეს ამხანაგობის სახელზე შეტანილი თანხა უკან არ დაბრუნებია;
4.7. 201--–-–-- 23 იანვარს, პ----- ო-----------–-–---–მა სარჩელი აღძრა ა-----– ო-----------ის, თ-----ა ლ------ის, მ--–---- ა-–-----ის და ბ------ ჭ--–--ის მიმართ, 34 415 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
4.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით თავმჯდომარე ა-----– ო-----------ე დაუსწრებლად ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლისკოდექსის 1----------–-------------------–--–----- სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1--–-–-- ვადით, ხოლო დამატებით სასჯელად 5-------–----- გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მითითებულ სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებულად ცნობილია მოსარჩელე;
4.9. ა-----– ო-----------ეს პირველი ინსტანციის სასამართლოში შესაგებელი არ წარუდგენია, რის გამოც, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მის მიმართ მოთხოვნის ნაწილში დამტკიცებულად იქნა მიჩნეული. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-- 25 სექტემბრის გადაწყვეტილება ა-----– ო-----------ის, მ--–---- ა-–-----ის და შ------- გ---------ის მიერ მიერ არ გასაჩივრებულა და გადაწყვეტილება მათ მიმართ სოლიდარულად 34 415 აშშ დოლარის გადახის დაკისრების ნაწილში, შესულია კანონიერ ძალაში.
4.10. სააპელაციო პალატა იზიარებს თ----- ლ------ის აპელირებას, რომ წინამდებარე სარჩელზე იგი არ წარმოადგენს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ თანხის გადახდაზე სოლიდარულად პასუხისმგებელ პირს.
პალატა მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის სოლიდარული ვალდებულების დაკისრების საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით, უნდა შეფასდეს ამხანაგობის დაფუძნების შესახებ 2007 წლის 11 სექტემბრის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. ამ მიზნით, პალატა ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლით, რომელიც იძლევა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) სამართლებრივი ურთიერთობის ცნებას, და რომლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.
სსკ-ის 932-ე მუხლის თანახმად, მონაწილეებმა უნდა შეიტანონ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესატანები. თუ ხელშეკრულებით არ არის განსაზღვრული შესატანის ოდენობა, თითოეული მონაწილე მოვალეა შეიტანოს იგი თანაბრად. შესატანი შეიძლება შეტანილ იქნეს როგორც ქონებით, ასევე მომსახურების გაწევით. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, შესატანები წარმოადგენს მონაწილეთა საერთო საკუთრებას. მონაწილეთა საერთო საკუთრებას შეადგენს ისიც, რაც შეძენილია საერთო საკუთრებაში არსებული უფლების საფუძველზე, ანდა მიღებულია ანაზღაურების სახით საერთო ქონების განადგურების, დაზიანების ან ამოღების გამო.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი ცხადყოფს მის ბუნებას, რომელიც ეფუძნება შემდეგი სახის მნიშვნელოვან თავისებურებებს - პირველი, საყურადღებოა დისპოზიცია, რომ ხელშეკრულების მონაწილეებს შეთანხმებული, ურთიერთთანმხვედრი საერთო მიზნისკენ მიმავალი ნება გააჩნიათ მათი ერთობლივი მონაწილეობით (შესატანის რეალიზაცია - ქონება-მომსახურება) იურიდიული პირის შეუქმნელად და მეორეც ის, რომ ამხანაგობა არის პირთა გაერთიანება, ხელშეკრულების მონაწილეები ერთმანეთთან არ არიან ხელშეკრულების მხარეები - კრედიტორები და მოვალეები, მათი პასუხისმგებლობა დაკავშირებულია საერთო მიზანთან. ამასთან, ასეთი გაერთიანება განპირობებულია ხელშეკრულების მონაწილეთა ურთიერთნდობით, კეთილსინდისირებით და მიზნის მიღწევისათვის შესაბამისი პროფესიული უნარიანობით (ფიდუციური ბუნება).
პალატას მიაჩნია, რომ ნორმების დეფინიციიდან გამომდინარე, 2007 წლის 11 სექტემბრის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება ზოგადი დებულებიდან და მთლიანი ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს სსკ-ის 930-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობას. ამხანაგობის შექმნის საერთო მიზანს წარმოადგენს მასში მონაწილე პირებისათვის ბინების მშენებლობა და განაწილება შენატანიდან გამომდინარე წილობრივი მონაწილეობის თანახმად.
სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ 2007 წლის 11 სექტემბრის ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობა) ხელშეკრულებით მხარეები (ზუსტი ტერმინით მონაწილეები) შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ,,ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი“ - ამ ხელშეკრულების ხელმომწერი პირი. ,,ამხანაგობის წევრი“ - პირი, რომელმაც შენატანი განახორციელა მომსახურების გაწევით. ,,ამხანაგობის ჩვეულებრივი წევრი“ - სხვა პირი, რომელიც გაწევრიანდება ამხანაგობაში საცხოვრებელი და/ან არასაცხოვრებელი ფართის აშენების მიზნით. ,,შენატანი“ - მოძრავი ან უძრავი ქონება მომსახურების გაწევა, ან უფლებების ერთობლიობა, რომლებსაც ამხანაგობის წევრები გადასაცემენ საკუთრებაში ამხანაგობას. ხელშეკრულების პირველ მუხლში გაიწერა ამხანაგობის მიზანი, სადაც მიეთითა, რომ ამხანაგობის მიზანია იურიდიული პირის შეუქმნელად განსაზღვრული წესით და ვადებში ერთობლივად იმოქმედონ მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის განსახორციელებალად (მათი წილის შესაბამისად). ხელშეკრულების 1.2 მუხლში დადგინდა, რომ ,,ამხანაგობაში“ გაწევრიანების მიზნისათვის და ,,პროექტის“ განსახორციელებლად ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები განახოცილებენ შენატანებს ამხანაგობაში, როგორც ფულადი, ისე არაფულადი სახით. აღნიშნული შენატანები წარმოადგენს ამხანაგობის საკუთრებას და უნდა მოხმარდეს მხოლოდ ამხანაგობის საერთო მიზნის განხორციელებას. 2.3 მუხლის თანახმად, შენატანები ამხანაგობაში წარმოადგენს ამხანაგობის წევრთა საერთო წილობრივ საკუთრებას, რომელშიც თითეული წევრის წილი განისაზღვრება ამ ხელშეკრულებით დადგენილი წესითდა პირობებით. საყურადღებოა, რომ ხელშეკრულების მე-3.1 მუხლის თანახმად, სამართლებრივი უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით ამხანაგობის წევრები იყოფიან ორ ჯგუფად: გამგეობის წევრები და ჩვეულებრივი წევრები. 3.2 მუხლის თანახმად, გამგეობის წევრებს განეკუთვნებიან ამ ხელშეკრულების ხელმომწერი პირები, რომლებიც საერთო კრების მიერ არჩეულ არიან გამგეობაში დარომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამხანაგობის საქმიანობის სისწორეზე და ორგანიზაციულ ფინანსურ მართვაზე. 3.3 მუხლის თანახმად, ,,ჩვეულებრივი წევრები არიან ის პირები, რომლებიც ხელს აწერენ ამ ხელშეკრულებას ან რომლებიც ამხანაგობის წევრები გახდებიან შემდგომში მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. 3.4 მუხლით ამხანაგობის მართვის ორგანოებია: ა) ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრება, გ) გამგეობა, დ) გამგეობის თავმჯდომარე.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ხელშეკრულების პირობების თანახმად, სახეზე არის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაციული სტრუქტურა: დამფუძნებელი წევრები, რომლიდანაც ირჩევა გამგეობის წევრები ამ შემთხვევაში - თავჯდომარე, როგორც ამხანაგობის წარმომადგენელი მე-3 პირებთან ურთიერთობაში და ამხანაგობის ერთობლივი საქმიანობის განხორციელებისათვის ორგანიზების ხელმძღვანელი ანუ საქმეების მმართველი, რომლის საქმიანობის თავისუფლება შეზღუდლია ამხანაგობის საერთო კრების მიხედულებით და გამოხატული ნებით (თანხმობა - უარი). ხელშეკრულების პირობებში ნათლად ჩანს ის ფაქტი, რომ ამხანაგობის როგორც ,,დამფუძნებელი“, ისე ,,წევრები“ და ,,ჩვეულებრივი წევრები“ არიან ერთობლივი ხელშეკრულების მონაწილე პირები ერთობლივი საქმიანობით საერთო მიზნის მიღწევისთვის და მათი პასუხისმგებლობა საერთო მიზანთან განისაზღვრება. შესაბამისად, ხელშეკრულებაში წევრების სტატუსობრივი დაყოფა არ ემსახურება ერთობლივი საქმიანობის მონაწილეების ერთმანეთთან ხელშეკრულების მხარეებად აღიარებას და ერთობლივი საქმიანობის ურთიერთობის სამართლებრივ სახეცვლილებას.
პალატას მიაჩნია, რომ 2008 წლის 19 თებერვალს, მოსარჩელეს და ამხანაგობას შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით ფულადი შენატანის სანაცვლოდ ფართის გამოყოფის შესახებ, მოსარჩელე გახდა ერთობლივი საქმიანობის მონაწილე და მისი პასუხისმგებლობა განისაზღვრა საერთო ქონებით შენატანის შესაბამისად სხვა თანამონაწილეებთან ერთად.
ამდენად, საქმის მასალებით არ იკვეთება მოსარჩელე მხარის ამხანაგობასთან ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში ყოფნა.
პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ანალოგიურ საქმეზე პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრის კუთხით, 24.11.2017 წლის განჩინებით, არ გაიზიარა კასატორის მიერ წარმოდგენილი შედავება და მოიხმო ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტება, რომლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას, პასუხისმგებლობის სუბიექტის განსაზღვრის მიზნით, ერთმანეთისაგან იმიჯნება ერთობლივი საქმიანობისა (ამხანაგობისა) და ნარდობის სამართალურთიერთობები (იხ. სუსგ Nას-482-458-2013, 16 იანვარი, 2014 წელი).
სასამართლოს განმარტებით: „ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებისთვის დამახასიათებელია შემდეგი: ამხანაგობის მონაწილე უნდა იყოს არა ნაკლებ ორი პირი, რომლებიც მოქმედებენ ერთობლივად, შესაბამისად, ერთმანეთის მიმართ არ წარმოეშობათ დაპირისპირებული ინტერესები, ხელშეკრულების ინტერესებიდან გამომდინარე, მის მონაწილეებს შორის შეიძლება, განაწილდეს უფლება-მოვალეობები, თუმცა, ეს ხორციელდება არა, როგორც დამოუკიდებელ პირთა შორის, რომელთაც ერთმანეთის საწინააღმდეგო ინტერესები და მოვალეობები გააჩნიათ, არამედ, როგორც სუბიექტებს შორის, რომელთა შორის უფლება-მოვალეობები ნაწილდება ამხანაგობის ხელშეკრულების პირობების შესრულების მიზნით. ამხანაგობის მონაწილეთა შეთანხმება და ერთიანობის გამოვლენა უნდა მოხდეს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად, რაც გარიგების მთავარ წინაპირობას წარმოადგენს. მონაწილეები ერთობლივი მიზნის მისაღწევად მოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით მათ მიერ განხორცილებული შენატანების საფუძველზე და იურიდიული პირის შეუქმნელად. ამასთან, ერთობლივი საქმიანობის მართვა ყველა მონაწილის მიერ ერთობლივად ხორციელდება, რაც ამ საქმიანობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების ყველა მონაწილის თანხმობით მიღებას გულისხმობს. იმავდროულად, გადაწყვეტილებათა განხორციელება შეიძლება ერთ-ერთ მონაწილეს ან სხვა მესამე პირსაც დაევალოს, რაც გარიგების შინაარსს არ ცვლის. ამხანაგობის საქმიანობიდან მიღებული სარგებელი და ზიანი მონაწილეთა წილების შესაბამისად გადანაწილდება, რისთვისაც რაიმე მნიშვნელობა არა აქვს შენატანი ქონებით თუ მომსახურების გაწევით იქნა განხორციელებული (იხ, სუსგ Nას-839-890-2011, 8 ნოემბერი, 2011 წელი).
ერთობლივი საქმიანობა, რომლის მიზანია სახლის აშენება, შეიცავს ნარდობის ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელ კომპონენტებს, რომლის მიზანია კონკრეტული ნაკეთობის დამზადება. როგორც ნარდობის შემთხვევაში, იგი ორიენტირებულია კონკრეტული შედეგის მიღწევაზე. უფრო მეტიც, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ერთ-ერთი წევრი შეიძლება, იყოს მენარდე, რომელიც თავისი საქმიანობით მონაწილეობს ერთობლივ საქმიანობაში, მაგრამ, როდესაც რამდენიმე პირი (ორი ან მეტი) თანხმდება ერთობლივი ძალებით თუნდაც სახლის აშენებაზე ან სხვა ნაკეთობის დამზადებაზე (რაც შეიძლება, განხორციელდეს ნარდობის ხელშეკრულებით), ერთმანეთს შორის და, ასევე, მესამე პირებთან ურთიერთობები მოითხოვს ნარდობის ხელშეკრულებისაგან განსხვავებულ მოწესრიგებას. შესაბამისად, ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების საფუძველზე იდება არაერთობლივად ან ცალ-ცალკე ნარდობის ხელშეკრულება, არამედ ისეთი ერთეული ყალიბდება, რომლითაც წესრიგდება ერთმანეთთან, ასევე, მესამე პირებთან არსებული ურთიერთობები და, საბოლოოდ, უზრუნველყოფილია, კონკრეტულ შემთხვევაში, ნარდობის ხელშეკრულებაში ერთობლივი მონაწილეობა. ამ ხელშეკრულების მონაწილეების მიერ დასახულ მიზნის მისაღწევად აუცილებელი იყო ე.წ. „ინვესტორი“ წევრების მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, რის შედეგად, ისინი მიიღებდნენ დანარჩენ ფართს. ხელშეკრულებაში მითითებული ტერმინი „ინვესტორი“ არ ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ერთობლივი საქმიანობის მონაწილე (წევრი). ხელშეკრულებაში მონაწილეების დაყოფა „მესაკუთრეებად“ და „ინვესტორებად“ განპირობებულია ხელშეკრულებით დასახული მიზნის მისაღწევად მონაწილეთა მიერ განსახორციელებელი საქმიანობის სპეციფიკით. ამის სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს სსკ-ის 932-ე მუხლის მე-2 ნაწილი. ის, რომ მხარეთა შორის დადებულია ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება და „ინვესტორები“ წარმოადგენენ ერთობლივი საქმიანობის მონაწილეებს, ასევე, მიუთითებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლება-ვალდებულებები, რომლებიც დამახასიათებელია ერთობლივი საქმიანობისათვის და არა ნარდობის ხელშეკრულებისათვის. ამავე საქმეში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა შეფასდა ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) სამართალურთიერთობად, ხოლო მოპასუხე ე.წ. „წევრ-ინვესტორად“, რომელიც ანგარიშვალდებული და პასუხიმგებელი იყო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ამხანაგობის მესაკუთრე წევრების მიმართ.“
საკასაციო პალატამ გაიზიარა მოსაზრება, რომ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) წევრების ინტერესები მიმართული იყო საერთო მიზნის მიღწევისაკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ერთმანეთის მიმართ ისინი არ შეიძლება, ყოფილიყვნენ, როგორც კრედიტორი და მოვალე. საკასაციო პალატის მოსაზრებით უნდა გამიჯნულიყო საერთო საქმიანობის მიზნის მისაღწევად ამხანაგობის წევრების უფლებები და ნაკისრი ვალდებულებები იმ უფლება-ვალდებულებებისაგან, რომელიც შემდეგ მათ წარმოეშობათ ერთმანეთის მიმართ, კერძოდ, ერთ შემთხვევაში, საერთო საქმიანობასთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერად შესრულების მოთხოვნის უფლება აქვს თითოულ მონაწილეს ერთობლივი საქმიანობის ყოველი მონაწილისაგან (სსკ-ის 935-ემუხლის მე-2 ნაწილი) არა უშუალოდ თავისი, არამედ მხოლოდ საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა სასარგებლოდ. მეორე შემთხვევაში, ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს (სსკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადება).
ამ უკანასკნელ შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებულია დანაწესი, რომლის თანახმად, პასუხისმგებლობის საკითხი დგება ერთმანეთის მიმართ. საერთო საქმიანობის შედეგად მიღებული ქონების განაწილება (მაგალითად, საერთო საქმიანობის შედეგად აშენებული მრავალბინიანი სახლის ბინები) წარმოადგენს საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) მონაწილეთა იმ უფლებების დაკმაყოფილებას, რომლისთვისაც იქმნება ამხანაგობა, ასევე, ერთმანეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით ამხანაგობის მონაწილეებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებლობა განისაზღვრება ერთმანეთან მიმართებით. ამდენად, საერთო საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულება საშუალებაა, რომლის მეშვეობითაც ყველა მონაწილის უფლებები დაკმაყოფილდება. ამ შემთხვევებში, ამხანაგობის მონაწილეები ერთმანეთის მიმართ გამოდიან, როგორც კრედიტორი და მოვალე და მონაწილეობენ სასამართლოში არა ამხანაგობის, არამედ თავისი სახელით (იხ. სუსგ Nას-885-831-2012, 28 იანვარი, 2014 წელი).“
4.11. საქართველოს სსკ-ის 934-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში, გარიგება არ დაიდება. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთ-ერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია.
საქართველოს სკ-ის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამდენად, ნორმის დეფინიციაც ნათლად წარმოაჩენს იმ პოზიციას, რომ ამხანაგობის წევრთა შორის პასუხისმგებლობის განაწილების სტრუქტურა განსხვავებულია ამხანაგობის ვალდებულებებისათვის კრედიტორების წინაშე. ამხანაგობის წევრთა შორის პასუხისმგებლობა, ჩვეულებრივ, წილობრივია, თუ ამხანაგობის ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს. ამხანაგობის ვალდებულებებზე მესამე პირებთან ურთიერთობაში კი პასუხისმგებლობა ნაწილდება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო ქონებიდან. თუმცა, კანონით ამხანაგობის წევრები ამხანაგობის ვალდებულებებისათვის მხოლოდ საერთო ქონებით არ არიან პასუხისმგებელნი და მათი პირადი პასუხისმგებლობა დგება მაშინ, როცა, ამხანაგობის ქონება ამხანაგობის მიერ ნაკისრ ვალდებულების დაფარვას ვერ უზრუნველყოფს მესამე პირებთან ურთიერთობაში.
დადგენილია, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით თავჯდომარე წარმოადგენდა ამხანაგობას და უძღვებოდა საერთო მიზნის განხორციელებისათვის საქმეთა მართვას. სსკ-ის 934-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად. ამავე კოდექსის 719-ე მუხლის თანახმად, თუ რწმუნებული უსასყიდლოდ ასრულებს მისთვის დავალებულ მოქმედებებს, იგი პასუხს აგებს მხოლოდ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამოწვეული ზიანისათვის.
4.12. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება უსასყიდლო ხელშეკრულებაა და მისი თავმჯდომარე, როგორც ამხანაგობის ხელმძღვანელი პირი საქმიანობას ახორციელებდა უსასყიდლოდ. დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით ამხანაგობა ქ-----------ის თავჯდომარე დაუსწრებლად ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1----------–-------------------–--–-----, ხოლო მოსარჩელე ცნობილ იქნა დაზარლებულად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილია ამხანაგობის ხელმძღვენილი პირის ბრალეულობა, ხოლო აპელანტის მართლსაწინააღდმეგო ქმედება არ დადასტურებულა. აპელანტი არ წარმოადგენს სკ-ის 719-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს, ის არ არის ამხანაგობის თავჯდომარე, არ არჩეულა ხელმძღვანელ პირად და წარმოადგენს მხოლოდ ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილე პირს. უფრო მეტიც, მოსარჩელეს მიმართ მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედება არ დადასტურებულა, შესაბამისად, ის ვერ იქნება თავმჯდომარესთან ერთად სოლიდარულად პასუხისმგებელი პირი მიყენებული ზიანისათვის.
4.13. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იდენტური დავა განიხილა და გადაწყვიტა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ და მის მიერ მიღებული 22.12.2015წლის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 14.06.2016 წლის განჩინებით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში განმარტებულია შემდეგი: „...განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს ამხანაგობის წევრებს შორის სამართალურთიერთობას. შესაბამისად, მათი პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ განისაზღვრება მათი წილის შესაბამისად. წილის შესაბამისი პასუხისმგებლობა კი ზიანის ანაზღაურების შემთხვევაში გულისხმობს წილს ბრალეულობაში. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, დ------- მ--–--------მა, როგორც ამხანაგობის წევრმა, ამხანაგობაში შენატანი ვერ დაიბრუნა იმის, გამო, რომ დადგენილია ამხანაგობის ერთ-ერთი წევრის ბრალეული მოქმედება, რაც მითითებული თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში მდგომარეობს. შესაბამისად, ამხანაგობის შიდა ურთიერთობებში დ------- მ--–--------ის თანხის დაბრუნებაზე ვალდებული სუბიექტი ამხანაგობის ის წევრია, რომელმაც მასზე დაკისრებული ვალდებულება არ შეასრულა, უფრო მეტიც, ამხანაგობის ანგარიშზე არსებული თანხები მიითვისა. ... საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებაში, კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ გამოტანილ კანონიერ ძალაში შესულ განაჩენში მითითებულია, რომ ამხანაგობა იმთავითვე ფიქტიურად შეიქმნა. მართალია, ამავე მტკიცებულებით არ დასტურდება აპელანტის მონაწილეობის მოჩვენებითობა, თუმცა, მხოლოდ მისი ნამდვილი ნება ერთობლივი საქმიანობის წარმოების თაობაზე, აღნიშნული გარიგების „ფიქტიურ ხასიათზე“ ზეგავლენას არ ახდენს და მითითებულ გარიგებას ნამდვილად არ აქცევს. შესაბამისად, სახეზეა ე.წ. „ფიქტიური ამხანაგობა“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამხანაგობა, იმთავითვე არ არსებობდა, ხოლო მისი სახელით მოქმედი წარმომადგენელი, თავმჯდომარე, არარსებულ სუბიექტს წარმოადგენდა. „ფიქტიური ამხანაგობის“ შემთხვევაში, არ არსებობს ერთობლივი საქმიანობის მიზანი და გარიგება მოჩვენებით ხასიათს ატარებს, ან დასახული მიზანი იმთავითვე მართლსაწინააღმდეგოა. წარმოდგენილ განაჩენში მითითებულია, რომ „2007 წელს თავმჯდომარემ, გამოძიებისათვის ამ ეტაპზე დაუდგენელ პირთან ერთად განიზრახა ფიქტიურად შეექმნა სამშენებლო კომპანია და მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ფართების შეძენის მსურველ მოქალაქეთა ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაუფლებოდა მათ კუთვნილ თანხებს”. ამდენად, აღნიშნული ამხანაგობის მიზანი იმთავითვე მართლსაწინააღმდეგო იყო. მართლსაწინააღმდეგო მიზნით დადებული გარიგება კი უცილოდ ბათილია. ...ამდენად, მართლსაწინააღმდეგო გარიგების ფარგლებში გადაცემული თანხა უკან გამოთხოვას, სსკ-ის 976-ე მუხლის კონტექსტში იმ პირისაგან ექვემდებარება, ვინც აღნიშნული თანხა, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, მიიღო. თუ მიმღები, ამავდროულად, „ფიქტიური ამხანაგობის“ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირიცაა, ასეთ შემთხვევაში, მისგან თანხის გამოთხოვა სხვა სამართლებრივი საფუძვლითაც შესაძლებელია, კერძოდ, „ფიქტიური ამხანაგობის“ სახელით მოქმედმა სუბიექტმა უნდა დაიცვას „უფლებამოსილების არსებობის პრეზუმფციის“ ზოგადი პრინციპი და პირადად უნდა აგოს პასუხი არარსებული ამხანაგობის მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის. მითითებული დასკვნა შეესაბამება სსკ-ის 113-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს, რომლის მიხედვითაც, თუ პირი, რომელიც დებს ხელშეკრულებას, როგორც წარმომადგენელი, თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას ვერ დაადასტურებს, ვალდებულია მეორე მხარის სურვილით ან შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ან აანაზღაუროს ზიანი, თუკი წარმოდგენილი პირი ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემას უარყოფს. შესაბამისად, არც წარმოდგენილ სამართლებრივ მოტივაციაზე დაყრდნობით არ შეიძლება მივიჩნიოთ აპელანტი „ფიქტიური ამხანაგობის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებებისათვის პასუხისმგებელ სუბიექტად (იხ.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა 22.12.2015წ. გადაწყვეტილება საქემზე №2ბ/167-15 (N 330210114432317)).
პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო საასამართლოს ზემოაღნიშნული განმარტებები და დამატებით მიუთითა: ,,ხელშეკრულება ძალაში შედის, თუ ორი ან მეტი მხარე ნებაყოფლობით შეთანხმდება, რომ ისინი იქნებიან ურთიერთვალდებული იმ საგანზე, რაზეც შეთანხმდნენ, ამიტომ, იმის გადაწყვეტისას, დადებულია თუ არა ხელშეკრულება, უნდა დადგინდეს, ერთმა მხარემ შეთავაზებით გამოავლინა თუ არა იურიდიულად შებოჭვის ნება (სსკ-ის 329.1-ე მუხლი) და გამოთქვა თუ არა მეორე მხარემ ამაზე თანხმობა (სსკ-ის 331-ე და 327-ე მუხლები), ანუ შემოთავაზებული წინადადების შინაარსით იურიდიულად შებოჭვის ნება, ამიტომ, ხელშეკრულება, თავისებურად ორი თანმხვედრი აზრის იურიდიული დამთხვევაა, რასაც მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არ ჰქონია. საქმის მასალებით უტყუარადაა დადგენილი, რომ არარსებული, ანუ ფიქტიური ამხანაგობისსახელით პირველი მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება, ნამდვილი არ იყო. 2012 წლის 6 ივლისის განაჩენით დადგენილ ფაქტებს მართალია, პრეიუდიციული ძალა არ გააჩნიათ (სსსკ-ის 106-ე მუხლი), მაგრამ მათზე მითითება, როგორც სამართლებრივად მნიშვნელოვანი გარემოების დამადასტურებელ ერთ-ერთ მტკიცებულებაზე, არ ეწინააღმდეგება სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნებს. მით უფრო, რომ ამ კუთხით დასაბუთებისა და მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელემ განაჩენით დადგენილი ფაქტები ვერ გააქარწყლა და ვერ დაამტკიცა საპირისპირო. ამრიგად, დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ პირველი მოპასუხის მიერ, რომელიც თავიდანვე მართლსაწინააღმდეგო მიზნით მოქმედებდა, ამხანაგობის სახელით მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულების დასადებად გამოვლენილი ნება სამართლებრივად უვარგისი იყო და აქედან გამომდინარე, სახელშეკრულებო მოთხოვნის წარმოშობის საფუძველიც ვერ იარსებებდა. კასატორის ძირითადი პრეტენზია (კასაციის საფუძვლები) მეოთხე მოპასუხისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრება იყო. პალატამ მოიხმო ერთ-ერთი საქმიდან ამონარიდი, რომლის მიხედვითაც: „დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის“ (იხ. სუსგ ას-N521-494-2015, 23.10.2015). დასახელებულ საქმეზე სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დადგენილი იყო მხოლოდ პირველი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედება, ამ მოქმედებით დაზარალებულის ქონებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტი და მიყენებული ზიანის ოდენობა (სსსკ-ის 992-ე მუხლი). რაც შეეხება მეოთხე მოპასუხეს, მასზე მითითებას განაჩენი არ შეიცავდა. აქედან გამომდინარე, სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სწორედ მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დასაშვები მტკიცებულებებით დამტკიცება, რაც მან ვერ შეძლო (იხ. სუსგ 14.06.2014 საქმეზე №ას-251-239-2016).
4.14. ზემოაღნიშნული მსჯელობებიდან და მითითებებიდან გამომდინარე დადგენილია, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენით დადასტურდა მხოლოდ თავმჯდომარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული მოქმედება ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების მონაწილეთა მიმართ, ასევე დადგინდა ბრალეული მოქმედებით დაზარალებულთა ქონებრივი სიკეთის ხელყოფის ფაქტი და მიყენებული ზიანის ოდენობა. აპელანტ თ----- ლ------ის დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობაზე რაიმე მითითებას განაჩენი არ შეიცავს (სსსკ-ის 992-ე მუხლი).
შესაბამისად, აპელანტ თ----- ლ------ის სოლიდარული პასუხისმგებლობა თავმჯდომარის ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანისათვის მოსარჩელის მიმართ ვერ დადგება.
4.15. საქართველოს სსკ-ის 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მოპასუხე თ----- ლ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ჩ-------------------, ბ------. საკადასტრო კოდი: 0-------------------------; ქობულეთი, რ---------–-------------, საკადასტრო კოდი: 2-----------; მცხეთა, სოფელი წ--–--------- კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 7----------- მცხეთა, სოფელი წ--–-------- კვ.მ საკადასტრო კოდი: 7-----------;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
5.1. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თ----- ლ------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-- 25 სექტემბრის გადაწყვეტილება და პ----- ო-----------–-–---–ის სარჩელი ბმა „ქ-----------ის“ წევრ თ----- ლ------ის მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არსებობს თ----- ლ------ის პასუხისმგებლობის წინაპირობები ამავე ამხანაგობის წევრ პ----- ო-----------–-–---–ის მიმართ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, თ----- ლ------ის წარმომადგენელმა, დ----- ლ-----ამ, წარმოდგენილი განცხადებით უარი განაცხადა საპროცესო ხარჯის (სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3306,86 ლარის) პ----- ო-----------–-–---–ისათვის დაკისრებაზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ----- ლ------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 201--–-–-- 25 სექტემბრის გადაწყვეტილება თ----- ლ------ისათვის პ----- ო-----------–-–---–ის სასარგებლოდ 34 415 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის სახით, 2045 ლარის დაკისრების ნაწილში;
3. პ----- ო-----------–-–---–ის სარჩელი ბმა „ქ-----------ის“ წევრ თ----- ლ------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
4. თ----- ლ------ის მიერ გადახდილი ბაჟის ანაზღაურება, 3 303.56 ლარის ოდენობით, პ----- ო-----------–-–---–ს არ დაეკისროს;
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნას მოპასუხე თ----- ლ------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: თბილისი, ჩ-------------------, ბ------. საკადასტრო კოდი: 0-------------------------; ქობულეთი, რ---------–-------------, საკადასტრო კოდი: 2-----------; მცხეთა, სოფელი წ--–--------- კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი 7----------- მცხეთა, სოფელი წ--–-------- კვ.მ მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: 7-----------;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: გელა ქირია
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
გოგიტა თოთოსაშვილი