განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-----------------
საქმე №1ბ/56-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ
მსჯავრდებულ შ--------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
შ-------–-----------–-–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------რს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბ-------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენით:
შ--------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
შ--------–-–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთ) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ შ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
შ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის აეთვალა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 აპრილიდან;
შ--------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;
მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 16 აპრილს ქ-----------–-------------------ის მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის ეზოში, შ--------–-–---–მა ქვის დარტყმით განზრახ დააზიანა დის, ვ--------–-–---–-ს კუთვნილი - ,,NISSAN-SKYLINE” მოდელის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით: R--------, კერძოდ დააზიანა უკანა საქარე მინა, უკანა მარცხენა უკუსვლით მაჩვენებლის მაშუქი, საბარგულის სახურავის ზედაპირი, წინა ბამპერის მარცხენა ნაწილის, უკანა ბამპერის მარჯვენა მხარე და შუა ნაწილი, წინა მარცხენა კარების სახელურთან და ჩარჩოს ზედაპირი, წინა მარცხენა კარების მინა და უკანა მარცხენა კარის საქარე მინა, რითაც დაზარალებულს მიაყენა 715 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
2018 წლის 03 მარტს, ქ-----------–--------------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში შ--------–-–---–მა შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი დ---------–-–---–-ს თანდასწრებით მის დედას, ვ--------–-–---–ს, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ რამდენჯერმე დაარტყა ხელი სახისა და თავის არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე ბოლო სამი წლის განმავლობაში სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა, რის გამოც ვ--------–-–---–- განიცდიდა ტანჯვას.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა შ--------–-–---–მა, რომელმაც ითხოვა მასში ცვლილების შეტანა. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. მან როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე საქმის არსებითი განხილვისას აღიარა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა და უდავოდ მიიჩნია ბრალდების ამ ნაწილში სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რაც არ გაითვალისწინა პირველი ინსტანციის სასამართლომ და მის მიმართ გამოიყენა ყველაზე მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. რაც შეეხება მსჯავრდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, იგი თავს არ ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტავს, რომ ვ--------–-–---–-სათვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეებს, რომლებმაც მიუთითეს მასზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე, გააჩნიათ მისდამი პირადი ინტერესი, ვინაიდან არ სურთ მის მეზობლად ცხოვრება. უშუალოდ ვ--------–-–---–-სა და დ---------–-–---–-ს ჩვენებებთან დაკავშირებით კი აპელანტი განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვისას დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ ხსენებულ მოწმეებს არ განუმარტა, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულნი, ახლო ნათესავის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ვ--------–-–---–-ს და დ---------–-–---–-ს დაკითხვა განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის არსებით დარღვევით, მათთვის უფლებების განმარტების გარეშე და მათ ჩვენებებს არ გააჩნიათ მტკიცებულებითი ძალა. აღნიშნულის საფუძველზე დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა შ--------–-–---–-ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხომაზე მოწმე ვ--------–-–---–მა განაცხადა, რომ შ--------–-–---–- არის მისი ძმა, რომელიც სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე აგრესიულ დამოკიდებულებას იჩენს ვ--------–-–---–-ს შვილების მიმართ. შ--------–-–---–- არის ალკოჰოლდამოკიდებული და მისი მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი მის (ვ--------–-–---–-ს) მიმართ ფიზიკურ ძალადობას, სულიერ ტანჯვას, ასევე სახლში არსებული ნივთების დაზიანებას ან განადგურებას. ვ--------–-–---–მა მისი ძმის სისტემატიური აგრესიისა და შეურაცხყოფის გამო დატოვა საკუთარი ბინა და ქირით გადავიდა საცხოვრებლად, მოგვიანებით კი საერთოს დატოვა ქალაქი და ხაშურში ცხოვრობდა. 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში. მისი არასრულწლოვანი შვილი დ---------–-–---–- თამაშობდა ეზოში, როდესაც მასთან მივიდა შ--------–-–---–- და ჩხუბი დაუწყო. მეზობელმა, რომლებსაც აქვთ ინფორმაცია და-ძმის ურთიერთობის შესახებ, ბავშვი სახლში აუყვანეს. რამდენიმე წუთის შემდეგ თავად შ--------–-–---–- მივიდა მათთან და მოითხოვა სიგარეტი. მან მისცა სიგარეტის რამდენიმე ღერი და ასევე 2 ლარი მის შესაძენად. შ--------–-–---–მა გამოხატა აგრესია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თანხა საკმარისი არ იყო, არასარულწლოვანი დ---------–-–---–-ს თანდასწრებით თმებით გაათრია სადარბაზოში და ხელს ურტყავდა თავის არეში. ბავშვის ყვირილზე გამოვიდნენ მეზობლები და დაეხმარნენ მისი ძმისაგან თავის დაღწევაში, ხოლო ბავშვი მეზობელმა გ--------–----ემ შეიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში. აგრეთვე, მალევე მივიდა მისი უფროსი შვილი ს-----------ე. გარდა აღნიშნულისა, ვ--------–-–---–მა ასევე მიუთითა, რომ 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა თავისივე საცხოვრებელ სახლში ს-----------------–-, სადაც დაახლოებით 10:50 საათზე მათთან მივიდა ტაქსის მძღოლი გ-------------ე. მან აღელვებული ხმით უთხრა, რომ შ--------–-–---–მა მოსთხოვა მის საცხოვრებელ სახლში წაყვანა და მისვლისას მისი (ვ--------–-–---–-ს) ავტომანქანა ქვით დაამტვრია. მან (ვ--------–-–---–მა) დაურეკა შვილს ს-----------ეს და სთხოვა 112-ში დაერეკა. შემთხვევის ადგილზე მისვლისას ნახა, რომ მათი ავტომანქანა იყო ძალიან დაზიანებული, რის შედეგედაც მიადგა დაახლოებით 2000 ლარის მატერიალური ზიანი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე ს-----------ემ განაცხადა, რომ მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ქ.ბორჯომში ქირით. საკუთრებაში აქვს ბინა ქ.ბორჯომში, ს-----------------–-, თუმცა მისი ბიძის - შ--------–-–---–-ს მხრიდან მომდინარე სისტემატური აგრესიისა და სიტყვიერ შეურაცხყოფის გამო შეუძლებელი იყო მასთან ერთად ცხოვრება და მოუწა ქირით გადასვლა. 2018 წლის 03 მარტს დაურეკა დედამ - ვ--------–-–---–მა და უთხრა, რომ შ--------–-–---–- ისევ ეჩხუბა. როდესაც დედასთან მივიდა ს-----------------–-, იგი დახვდა ატირებული, ხოლო მისი ძმა - დ---------–-–---–- მეზობელს ყავდა თავისთან გაყვანილი. მოწმემ მიუთითა, რომ დ---------–-–---–ს ძალიან ეშინია შ--------–-–---–-ს. ამ უკანასკნელის აგრესიული დამოკიდებულება როგორც მისი, ასევე დედისა და ძმის მიმართ გრძელდება მისი ბავშობიდან - დაახლობით თხუთმეტი წელია. ბებიის სიცოცხლის პერიოდში მასაც აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, თუმცა იმის გამო, რომ ის იყო მათი ოჯახის წევრი, თავს იკავებდნენ პოლიციაში დარეკვისაგან. 2018 წლის 16 აპრილს დედამ ისევ დაურეკა და უთხრა, რომ შ--------–-–---–მა დაამტვრია მისი კუთვნილი ავტომანქანა. როდესაც მათ საცხოვრებელ სახლში მივიდა, ნახა, რომ ავტომანქანა ძალიან იყო დაზიანებული, შ--------–-–---–- კვალავ შიგნით იჯდა და მუშტებს ურტყამდა. მათ დარეკეს პოლიციაში, თუმცა სამართალდამცავების ადგილზე მისვლისას შ--------–-–---–- იქ აღარ იმყოფებოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე დ---------–-–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ. ბორჯომში, ს-----------------–- დედასთან ერთად. მათ გვერდით ასევე ცხოვრობს მისი ბიძა - შ--------–-–---–-, რომელიც მუდმივად არის კონფლიქტური და ხშირად ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს მის დედას - ვ--------–-–---–ს. 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდნენ თავის საცხოვრებელ სახლთან ეზოში, რა დროსაც მასთან მოვიდა შ--------–-–---–- და ჩხუბი დაუწყო. იგი მეზობელმა აიყვანა დედასთან სახლში, სადაც რამდენიმე წუთში მივიდა შ--------–-–---–-. კარის გაღებითანავე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ვ--------–-–---–ს და ასევე ცემა, მკლავით გაათრია სადარბაზოში და თავში ურტყავდა ხელებს. ხმაურზე გამოვიდნენ მეზობლები, რომელთაგან ერთ-ერთმა - გ----------–---მ შეიყვანა თავის საცხოვრებელ ბინაში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ შ--------–-–---–ს ხელი არასოდეს დაურტყამს მისთვის, თუმცა ხშირად შესწრებია როგორ სცემდა იგი დედას - ვ--------–-–---–ს. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა-------------------მა დაადასტურა, რომ ესწრებოდა არასრულწლოვან დ---------–-–---–-ს დაკითხვას, რა დროსაც მის მიმართ ძალადობას ან რაიმე სახის კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმე გ--------–----ემ განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-----------–-----------------------------ში. შ--------–-–---–- არის მისი მეზობელი. ასევე მათ მოპირდაპირე მხარეს ცხოვრობდა შ----------------------–-–---–ი თავის შვილებთან ერთად, რომელიც დაახლოებით ორი წელია საცხოვრებლად გადავიდა ქირით, რადგან გაუსაძლისი იყო მათთვის შ--------–-–---–თან ერთად ცხოვრება. მოწმემ დაადასტურა, რომ 2018 წლის 03 მარტს იმყოფებოდა სახლში, რა დროსაც შემოესმა ყვირილი, როდესაც სადარბაზოში გავიდა, დაინახა, რომ შ---------–-–---–ს ცალი ხელით ყავდა დაჭერილი თავისი და ვ--------–-–---–-, ხოლო მეორე ხელით ურტყავდა თავის არეში. ბინიდან ასევე გამოვიდნენ ხ----------- და მისი ცოლ-შვილი.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ--–---------ემ განაცხადა, რომ იგი არის შ--------–-–---–-სა და ვ--------–-–---–-ს მეზობელი. შ--------–-–---–- მუდმივად არის ნასვამ მდგომარეობაში, რის გამოც იქცევა აგრესიულად. 2018 წლის 03 მარტს მასთან მივიდა ვერას შვილი დ---------–-–---–- და უთხრა, რომ შ---ი სცემდა დედას. მაშინვე გავიდა სადარბაზოში და დაინახა, რომ შ--------–-–---–- თმებით ითრევდა მის დას ვ--------–-–---–ს და ხელს ურტყავდა თავის არეში. ლ--–---------ემ დაადასტურა, რომ ამ ფაქტს შეესწრნენ აგრეთვე მისი მეუღლე და სხვა მეზობლებიც - ჯ-------------ა, გ--------–----ე და სხვები.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ხ-----------მ განაცხადა, რომ არის ვ--------–-–---–-სა და შ--------–-–---–-ს მეზობელი. მოწმის განმარტებით, შ--------–-–---–- მუდმივად ამცირებდა დას და აყენებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. შ--------–-–---–ს მეზობლებთანაც ცუდი დამოკიდებულება აქვს, ვინაიდან სისტემატურად იმყოფება არაფხიზელ მდგომარეობაში. შემთხვევის დღეს მან გაიგო ჩხუბის ხმა და გავიდა გარეთ, სადაც ნახა, რომ შ--------–-–---–- ყვიროდა, თავის დას ვ--------–-–---–ს სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებდა და სცემდა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ მსგავს ქმედებას ადგილი ქონდა სისტემატურად. ამის გამო ვ--------–-–---–- სხვა მისამართზე გადავიდა საცხოვრებლად.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ-------------ამ განაცხადა, რომ არის შ--------–-–---–-სა და ვ--------–-–---–-ს მეზობელი. მისი განმარტებით, ბოლო პერიოდში შ--------–-–---–- გახდა ალკოჰოლდამოკიდებული, როდესაც სახლში ბრუნდებოდა მის დას მუდმივად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. 2018 წლის 03 მარტს შ--------–-–---–ს სადარბაზოში თმებით ჰყავდა დაჭრილი ვ--------–-–---–- და თავში ურტყავდა ხელს. ამ ფაქტს შეესწრო აგრეთვე დაზარალებულის შვილი - დ---------–-–---–-, რომელიც გ--------–----ემ დაამშვიდა და შეიყვანა თავისივე სახლში.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------ემ განაცხადა, რომ საკუთარი ავტომობილით მუშაობს ტაქსის მძღოლად. 2018 წლის 16 აპრილს, დაახლოებით 10:30 საათზე სადგომზე მივიდა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი შ--------–-–---–-, უთხრა, რომ ვ--------–-–---–ს სჭირდებოდა დახმარება და სთხოვა მის ნაქირავებ სახლში აყვანა, რაზეც დათანხმდა და ავიდნენ ვ--------–-–---–-ს საცხოვრებელ სახლში. როდესაც შ--------–-–---–- ეზოში შევიდა, დაიწყო ყვირილი და უძახდა დას, თუმცა მას შემდეგ, რაც არავინ გამოხედა, შ--------–-–---–მა აიღო მოზრდილი ქვა და რამდენჯერმე დაარტყა იქ მდგომ თეთრი ფერის ავტომანქანას. შ---ის შეჩერებას ცდილობდა ერთი პიროვნება, თავად კი წავიდა ვ--------–-–---–თან და შეატყობინა აღნიშნულის შესახებ.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----------–---–მა განაცხადა, რომ ცხოვრობს ქ-----------–--------------ში. იგი დაზარალებულ ვ--------–-–---–ს არ იცნობს, იგი მის მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა ქირით. შემთხვევის დღეს, დაახლოებით თერთმეტ საათზე, სახლიდან გამოსულმა ნახა, რომ შ--------–-–---–- იყო ქუჩაში და ყვიროდა - მანქანა დანაღმულია და არ გაეკაროთო, ეტყობოდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში იყო. მათი მეზობელი ცდილობდა მის გაყვანას. თავად სახლში შებრუნდა და უკან გამოსვლის შემდეგ დაინახა, რომ ავტომანქანა უკვე დამტვრეული იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ--------------მ განაცხადა, რომ 2018 წლის 16 აპრილს იმყოფებოდა საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც გაიგო შ--------–-–---–-ს ხმა, იგი თავის დას ეძახდა. რამდენიმე წუთში ბრახუნის ხმაც გაისმა და გარეთ გაიხედა. დაინახა, რომ შ--------–-–---–- ქვიან ხელს ურტყამდა მანქანას. მან ქვა დააგდებინა და როდესაც შ---ი დაწყნარდა, გზაზე გააცილა, თუმცა ისევ დაბრუნდა შემთხვევის ადგილზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა ბ--------------–-------------------–------------------–-----------------------------------------------------–-------------მ დაადასტურეს მათ მიერ და მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ-----------–-----------------ში და წარმოადგენს ვ--------–-–---–-ს საცხოვრებელი სახლის ეზოს, სადაც ეზოში შესასვლელი კარების პირდაპირ, ავტოფარეხის წინ გაჩერებულია თეთრი ფერის ავტომანქანა ,,NISSAN-SKYLINE", სახ.N R--------, მისი დათვალიერებით აღმოჩნდა, რომ ა/მანქანას გატეხილი აქვს უკანა საქარე მინა, უკანა მარცხენა მაშუქი (უკუსვლის), ჩაღუნვის სახით დაზიანებები აღენიშნება საბარგულის სახურავს (მრავლობითი), უკანა ბამპერს (მარჯვენა მხარეს), წინა ბამპერს (მარცხენა კუთხეში), წინა მარცხენა კარებს (სახელურთან და მინის კანტთან), ნაკაწრები აღენიშნება წინა მარცხენა კარების მინას. ავტომანქანის უკან, მისგან დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით, ნიადაგის ზედაპირზე დაგდებულია ავტომანქანის საქარე მინა, დამტვრეულ მდგომარეობაში. ავტომანქანის გვერდით მარცხენა მხარეს, ნიადაგის ზედაპირზე დაგდებულია ბრტყელი ფორმის უსწორმასწორო გვერდების მქონე 31x23 ზომის ქვა.
2018 წლის 17 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის N------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „N---------------------------“ მოდელის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით: R--------, უკანა საქარე მინაზე, უკანა მარცხენა უკუსვლითი მაჩვენებლის მაშუქის მინაზე, საბარგულის სახურავის ზედაპირზე, წინა ბამპერის მარცხენა ნაწილში, უკანა ბამპერის მარჯვენა მხარეს და შუა ნაწილში, წინა მარცხენა კარების სახელურთან და ჩარჩოს ზედაპირზე, წინა მარცხენა კარების მინისა და უკანა მარცხენა კარის საქარე მინაზე აღენიშნება დაზიანებები ტეხვის, ჩაღუნვებისა და გაფხაჭნების სახით, არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებული საქმის გარემოებას და თავისი ფორმითა და ხასიათით განვითარებულია დეტალებზე რაიმე მკვრივი და მყარი ზედაპირის მქონე საგნის შეხება-ურთიერთქმედებით, როგორიც შეიძლება იყო ქვა, გარედან მოქმედი ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. დასკვენის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ელგუჯა კეღოშვილმა.
2018 წლის 17 აპრილის საქონელმცოდნეობითი N---- ექსპერტიზის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი „NISSAN“-ის მარკის, “SKYLINE“ მოდელის ა/მანქანის, სახელმწიფო ნომრით: R-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეესაბამება 715 (შვიდასთხუთმეტ) ლარს. დასკვენის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა გ------------------მ.
2018 წლის 30 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- დასკვნის თანახმად, შ--------–-–---–-ს ქმედებით მისი და - ვ--------–-–---–- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. დასკვენის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა მ-------------–---–მა.
ამდენად, პალატა აფასებს რა ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თვალსაზრისით, ასევე ითვალისწინებს, თუ რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს წარდგენილ ბრალდებებთან მიმართებით, მიდის დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა ადასტურებს შ--------–-–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენას.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული დაზარალებულის ვ--------–-–---–-ს გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება; დეტალურად და ლოგიკური წყობით ისაუბრა შ--------–-–---–-ს მხრიდან მის მიმართ როგორც 2018 წლის 3 მარტს, ასევე მანამდეც სისტემატურად განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტების შესახებ. მისივე განმარტებით, შ--------–-–---–-ს მხრიდან არაერთხელ ჰქონია ადგილი მოწმის მიმართ ფიზიკურ ძალადობას და სულიერ ტანჯვას. მან სწორედ მისი ძმის გამუდმებული აგრესიისა და შეურაცხყოფის გამო დატოვა საკუთარი საცხოვრებელი ბინა და სხვაგან გადავიდა ქირით, მოგვიანებით კი საერთოდ საცხოვრებელი ქალაქი შეიცვალა. რაც შეეხება 2018 წლის 03 მარტს განვითარებულ მოვლენებს, მოწმემ მიუთითა, რომ შ--------–-–---–- მივიდა მათთან და მოითხოვა სიგარეტი, ხოლო იმით განაწყენებულმა რომ დაზარალებულის მიერ მიცემული ორი ლარი არ ეყოფოდა სიგარეტის საყიდლად, არასარულწლოვანი დ---------–-–---–-ს თანდასწრებით თმებით გაათრია სადარბაზოში და ხელს ურტყავდა თავის არეში. მოძალადისაგან თავის დაღწევა დაზარალებულმა მხოლოდ მეზობლების დახმარების შემდეგ მოახერხა.
დაზარალებულ ვ--------–-–---–-ს ჩვენება ურთიერთთავსებადი და გამყარებულია აგრეთვე მოწმეების დ---------–-–---–-ს, გ--------–----ის, ლ--–---------ის, ხ-----------ს, ჯ-------------ას და ს-----------ის ჩვენებებით, რომლებიც დამაჯერებლად და შინაარსობრივად იდენტურად აღწერენ როგორც 2018 წლის 3 მარტს შ--------–-–---–-ს მიერ ვ--------–-–---–ზე ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტს, ასევე უთითებენ რომ მსჯავრდებულის მხრიდან სისტემატურად აქვს ადგილი დაზარალებულისათვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმეთა ჩვენებების შეფასებაზე და განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე დაკითხულ მოწმეებს გააჩნიათ მისდამი პირადი ინტერესი, ვინაიდან არ სურთ მის მეზობლად ცხოვრება. ხოლო მის დას - ვ--------–-–---–ს და დისშვილს - დ---------–-–---–ს დაკითხვის დაწყებამდე მოსამართლემ არ განუმარტათ, რომ ისინი არ იყვნენ ვალდებულნი მათ ახლო ნათესავის წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ამდენად, მსჯავრდებული მიიჩნევს, რომ აღნიშნული პირების დაკითხვა განხორციელდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის არსებით დარღვევით, მათთვის უფლებების განმარტების გარეშე და მათ ჩვენებებს არ გააჩნიათ მტკიცებულებითი ძალა.
პალატა ვერ დაეთანხმება მსჯავრდებულის ხსენებულ პოზიციას და მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოწმეების: გ--------–----ის, ლ--–---------ის, ხ-----------ს და ჯ-------------ას მხრიდან რაიმე სახის ინტერესის არსებობას მსჯავრდებულების მიმართ, რის გამოც მათ იცრუეს სასამართლოს წინაშე და ამოძრავებდათ შ--------–-–---–-ს უმიზეზოდ დასჯის სურვილი. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მოწმეები ვ--------–-–---–- და დ---------–-–---–- დაიკითხნენ 2018 წლის 10 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე, რა დროსაც მოსამართლემ ვ--------–-–---–ს დაკითხვის დაწყებამდე სრულად განუმარტა მოწმის უფლება-მოვალეობები და მათ შორის უფლება - არ მისცეს ჩვენება საკუთარინ თავის ან ახლო ნათესავის წინააღმდეგ (იხ. 2018 წლის 10 ოქტომბრის სხდომის ოქმი 16:44:10 სთ.). რაც შეეხება მოწმე დ---------–-–---–ს, პალატის შეფასებით განსახილველ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობის არსებით და უხეშ დარღვევას არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ დ---------–-–---–-ს (როგორც არასრულწლოვანს) არ განემარტა უფლება - არ მიეცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 115-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დაკითხვის დაწყებამდე სასამართლო მოწმეს განუმარტავს, რომ იგი ვალდებული არ არის, მისცეს დანაშაულის ჩადენაში თავისი თავის ან ახლო ნათესავის მამხილებელი ჩვენება. ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავი არის მშობელი, მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული). დ---------–-–---–- კი დაიკითხა მისი ბიძის სისხლის სამართლის საქმეზე და ამ უკანასკნელის წინააღმდეგ აქვს ჩვენება მიცემული. ამდენად, დ---------–-–---–ს ჩვენება არ მიუცია ახლო ნათესავის წინააღმდეგ და ამასთან, მისი ჩვენება არ წარმოადგწენს ერთადერთ და გადამწყვეტ მტკიცებულებას შ--------–-–---–-ს ბრალეულობის თვალსაზრისით.
პალატა ასევე განმარტავს, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების სისწორეს ადასტურებს ასევე 2018 წლის 30 მაისის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, შ--------–-–---–-ს ქმედებით მისი და ვ--------–-–---–- განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, შეფასებისა და საერთო ანალიზის საფუძველზე, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია შ--------–-–---–-ს მიერ საქართველოს სისლხის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ბარალად წარდეგნილი ქმედებების ჩადენა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას.
რაც შეეხება შ--------–-–---–-ს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულის მიერ ბრალად შერაცხული ზემოაღნიშნული დანაშაულების ჩადენა, გარდა მისი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ საქმის არსებითი განხილვისას გამოკველულ და გამოკვლევის გარეშე უდავოდ მიჩნეულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი საერთო ანალიზი გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ, რომ შ--------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელის შემცირებასთან დაკავშირებით კი პალატა მიიჩნევს, რომ არც ამ ნაწილში არსებობს მსჯავრდებულ შ--------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს; დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, სასამართლომ სასჯელის სამართლიანობა უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის მიხედვით; ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპირციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სასჯელის განსაზღვრისას სრულყოფილად იქნა შეფასებული და გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, მათ შორის ისინიც, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებს დაცვის მხარე. სააპელაციო პალატა ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს/ხერხს (ქვის აეაერთჯერადი გამოყენებით დააზიანა ავტომობილი), მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას, მისი და დაზარალებულის ურთიერთობის ხასიათს და მიიჩნევს, რომ შ--------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული სასჯელის შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს. ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ შ--------–-–---–-სათვის როგორც თითოეული ბრალად წარდეგნილი ქმედებისათვის, ასევე დანიშნულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი და ადეკვატური, მისი პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი შ--------–-–---–-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ შ--------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 04 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
შ--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
შ--------–-–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთ) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით შ--------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით;
შ--------–-–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია;
შ--------–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობასა და დაკავებაში ყოფნის პერიოდი და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 16 აპრილიდან;
ნივთიერი მტკიცებულებები:
- “N---------------------------” მოდელის ა/მანქანა, სახელმწიფო ნომრით R--------, რომელიც ინახება ბორჯომში და ჩაბარებული აქვს დაზარალებულ ვ--------–-–---–ს, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- დამტვრეული საქარე მინა და ქვა, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.
მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძე