განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001647699
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე № 2/ბ- 949-2018წ.
27 დეკემბერი 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: თამარ სვანიძე
მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე, ლაურა მიქავა
აპელანტი: ხ------- ს--–------ე
მოწინააღმდეგე მხარე: შპს „ბ------------------------“
დავის საგანი: თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება: ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმება და საქმის ასებითად განსახილველად დაბრუნება პირველი ინსტანციის სასამართლოში
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენის გარეშე
აღწერილობითი ნაწილი:
2016 წლის 16 დეკემბერს შპს ”ბ---------------------------” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების ბ--–- მ-------ის და ხ------- ს--–------ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2----–-–-------------ს შპს ”ბ-------------------------” და მოპასუხე ბ--–- მ-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №-------, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ მოპასუხეს 24 თვის ვადით ასესხა 2900 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, წლიური 36%-ად (თვეში 3%). სესხის დაფარვის ვადის გადაცილების (გადაუხდელობის) შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო (ჯარიმა) სესხის ძირი თანხის 0.2 %-ის ოდენობით, ყოველ სრულ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2----–-–-------------ს მოპასუხის ბ--–- მ-------ის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ხ------- ს--–------ემ. სესხის დაფარვა ბ--–- მ-------ის უნდა განეხორციელებინა სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად 2018 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოპასუხეები 2016 წლის 10 მარტიდან დღემდე არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად 2016 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ბ--–- მ-------ს გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა 2765 აშშ დოლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი 702 აშშ დოლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 1521 აშშ დოლარი, ხოლო საერთო ჯამში დავალიანება შეადგენს 4988 აშშ დოლარს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა ითხოვა: მოპასუხეებს: ბ--–- მ-------სა და ხ------- ს--–------ეს მოსარჩელე შპს ”ბ------------------------ს” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ 4988 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 399.33 ლარის გადახდა.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი: გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, მოპასუხეებს: ბ--–- მ-------სა და ხ------- ს--–------ეს მოსარჩელე შპს ”ბ------------------------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 4988 აშშ დოლარის გადახდა. მოპასუხეებს: ბ--–- მ-------სა და ხ------- ს--–------ეს შპს ”ბ------------------------ს”-ის სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ 399.33 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები: სარჩელი და თანდართული მასალები მოსარჩელის მიერ მოპასუხეებს ჩაბარდათ. კერძოდ, სარჩელი ბ--–- მ-------ს ჩაბარდა 30.12.16 წ., რაც დადასტურებულია მისი ხელმოწერით. ხ------- ს--–------ეს კი 30.12.16 წ., რაც ასევე დადასტურებულია პირადი ხელმოწერით. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეებს გზავნილი ჩაბარდათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-75-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხეებს აღნიშნული გზავნილით განემარტათ, რომ ისინი ვალდებული იყვნენ წერილობითი პასუხი (შესაგებელი) სარჩელსა და მასში დასმულ საკითხებზე თავის მოსაზრებებთან ერთად წარედგინათ სასამართლოსათვის სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში სასამართლო გამოიტანდა დაუსწრებელ გადაწყვეტილებას ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხეებს შესაგებელი მითითებულ ვადაში არ წარუდგენიათ. ამასთან, მოპასუხეებს არ უცნობებიათ სასამართლოსათვის შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის საპატიო მიზეზების შესახებ. დაუსწრებელი გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ჩათვალა და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-418-ე, 623-ე, 463-464- ე, 891-ე, 893-ე, 895-ე, 898-ე მუხლების თანახმად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც გამოტანილი უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით, საჩივრის ავტორმა ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითი განხილვა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა ხ------- ს--–------ის წარმომადგენელი ლ--------------, რომელმაც მხარი დაუჭირა საჩივარს და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება ითხოვა. კვლავ მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ბ------------------------ს“ სარჩელის შესახებ ხ------- ს--–------ისთვის ცნობილი არ იყო. სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარის, შპს „ბ------------------------ს“ წარმომადგენელი, რომელმაც საჩივარს მხარი არ დაუჭირა და განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მიღებულია კანონის სრული დაცვით, რის გამოც იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული. ხ------- ს--–------ის საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც საჩივრით იქნა გასაჩივრებული ხ------- ს--–------ის მიერ. იმ საფუძვლით, რომ მისთვის შპს „ბ------------------------ს“ სარჩელის შესახებ ცნობილი არ იყო და საქმის წარმოების შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინება სააპელაციო წესით იქნა გასაჩივრებული ხ------- ს--–------ის (წარმომადგენელი ნ------- ბ---–----ის) მიერ, რომელმაც გასაჩივრებული სასამართლო აქტების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ითხოვა. აპელანტის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ხ------- ს--–------ეს სარჩელი და თანდართული მასალები არ ჩაბარებია. ჩაბარების ხელწერილი არ არის მისი ხელმოწერით. შესაბამისად, მოპასუხეზე სარჩელი არ იქნა ჩაბარებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სამოტივაციო ნაწილი
გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება დადგენილია, რომ შპს ”ბ------------------------ს” წარმომადგენელმა სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოპასუხეების: ბ--–- მ-------ის და ხ------- ს--–------ის მიმართ და ითხოვა მოპასუხეებს მოსარჩელე შპს ”ბ------------------------ს” სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისროთ 4988 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 399.33 ლარის გადახდა. 2----–-–-------------ს შპს ”ბ-------------------------” და მოპასუხე ბ--–- მ-------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №-------; 2----–-–-------------ს მოპასუხის, ბ--–- მ-------ის, მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ხ------- ს--–------ემ. მოპასუხეები 2016 წლის 10 მარტიდან არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად, 2016 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ბ--–- მ-------ს გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა 2765 აშშ დოლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი 702 აშშ დოლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 1521 აშშ დოლარი, ხოლო საერთო ჯამში დავალიანება შეადგენს 4988 აშშ დოლარს. სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხე ხ------- ს--–------ეს ჩაბარდა 2016 წლის 30 დეკემბერს, რაც დასტურდება საფოსტო გზავნილზე მისი ხელმოწერით. ხოლო, ბ--–- მ-------ს ჩაბარდა 2016 წლის 30 დეკემბერს, რაც დასტურდება გზავნილზე მისი ხელმოწერით. მოპასუხეებს სასამართლოში უნდა წარედგინათ შესაგებელი, სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, 2017 წლის 09 იანვრის ჩათვლით. მითითებულ ვადაში მოპასუხეებს შესაგებელი არ წარუდგენიათ. სააპელაციო საჩივარში მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხ------- ს--–------ეზე ჩაბარების ხელწერილი არ არის მისი ხელმოწერილი, აღნიშნულზე მითითება არ ყოფილა გაკეთებული დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ხ------- ს--–------ის მიერ წარდგენილ საჩივარში. სამართლებრივი დასაბუთება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის საფუძველზე, მართებულად გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. პალატა განმარტავს, რომ, სსსკ-ის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის შემდეგი წინაპირობების არსებობის სავალდებულობაა დადგენილი, კერძოდ: ა) მოპასუხეს სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა ჩაჰბარდეს სარჩელი და თანდართული მასალები. მასვე უნდა განემარტოს სსსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დანიშნული საპროცესო ვადის (შესაგებლის წარდგენის ვადის) არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; ბ) მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა; გ) სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს მოთხოვნას. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მთავარი წინაპირობა ისაა, რომ მოპასუხე კანონით დადგენილი წესით იყოს ინფორმირებული მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელის, შესაგებლის წარდგენის საპროცესო ვადისა და მისი არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შედეგების შესახებ. ეს პირობა, მოცემულ შემთხვევაში, შესრულებულია სასამართლოს მიერ. პალატა არ იზიარებს და თავის მხრივ დაუშვებელ ფაქტზე მითითებად მიიჩნევს აპელანტის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ხ------- ს--–------ეზე ჩაბარების ხელწერილი არ არის მისი ხელმოწერილი, რადგან აღნიშნულ ფაქტზე მითითებას არ შეიცავს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე ხ------- ს--–------ის მიერ წარდგენილი საჩივარი. აღსანიშნავია ისიც, რომ აპელანტს სასამართლოსათვის მის მიერ მითითებული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია, არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსთვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე, 206-ე მუხლები ზღუდავს მხარეს მიუთითოს ახალ გარემოებებზე ან წარადგინოს ახალი მტკიცებულებები, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა და შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მათ შესახებ საპატიო მიზეზით არ იყო ცნობილი. დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორს ჩაბარდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ.54), სადაც სასამართლო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს იმას, რომ სარჩელი და თანდართული მასალები მოპასუხეებს ჩაბარდათ (კერძოდ ბ--–- მ-------ს) 2018 წლის 30 დეკემბერს, ხოლო ხ------- ს--–------ეს 2016 წლის 30 დეკემბერს, რაც დადასტურებულია მისი პირადი ხელმოწერით (ს.ფ. 32). ამდენად, ხ------- ს--–------ისათვის იმთავითვე გახდა ცნობილი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ ის, რომ მას ჩაბარებული ჰქონდა სარჩელი, თანდართული მასალებით, რაც დასტურდებოდა მისი პირადი ხელმოწერით. ამისდა მიუხედავად, იგი წარდგენილ საჩივარში (ს.ფ. 61) არ მიუთითებდა კონკრეტულად ამ ფაქტზე, შემოიფარგლებოდა ზოგადი მითითებით, რომ სარჩელის თაობაზე მისთვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ჩაბარების დროს გახდა ცნობილი. ზემომითითებული სამართლებრივი რეგულაციების გამო (206; 219 მუხლები) სააპელაციო საჩივარში გაკეთებული მითითება - ვერ იქნება დაშვებული და არსებითად შეფასებული სასამართლოს მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 და 230–ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტები, კანონის ძალით, დამტკიცებულად ითვლება. ამის შესაბამისად, დამტკიცებულად ჩაითვალა მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ მოპასუხეები 2016 წლის 10 მარტიდან არ ასრულებენ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. შესაბამისად, 2016 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით ბ--–- მ-------ს გააჩნია შემდეგი დავალიანება: სესხის ძირი თანხა 2765 აშშ დოლარი, გადაუხდელი სესხის პროცენტი 702 აშშ დოლარი, ჯარიმა (პირგასამტეხლო) – 1521 აშშ დოლარი, ხოლო საერთო ჯამში დავალიანება შეადგენს 4988 აშშ დოლარს. ხოლო, 2----–-–-------------ს მოპასუხის ბ--–- მ-------ის მიერ ნაკისრ სასესხო ვალდებულების შესრულებაზე სოლიდარული თავდებობა იკისრა მოპასუხე ხ------- ს--–------ემ.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.
საპროცესო ხარჯები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს სააპელაციო საჩივრისათვის დავის საგნის ღირებულების 4%-ს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე განისაზღვრება - გადასახდელი თანხით. საქმის მასალების თანახმად, დავის საგნის ფასია 4988 აშშ დოლარი, რომლის 4% შეადგენს 199.52 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. აპელანტს ბაჟის სახით გადასახდელი თანხის გადახდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით გადავადებული ჰქონდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ვინაიდან, მოცემულ დავაზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აპელანტს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 199.52 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რაც უნდა ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300183150 და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედნის სახით) სააპელაციო სასამართლოში.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ხ------- ს--–------ის (წარმომადგენელი ნ------- ბ---–----ე) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2018 წლის 09 ივლისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ;
3. აპელანტს, ხ------- ს--–------ეს, დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟი 199.52 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით, რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22, სახაზინო კოდი: 300183150 და წარმოადგინოს გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები (დედნის სახით) სააპელაციო სასამართლოში.
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: / თამარ სვანიძე/
მოსამართლეები: / სიმონ ჩხაიძე/
/ლაურა მიქავა/