განაჩენი

სისხლის სამართლის 06.02.2019
საქმის ნომერი
130100118002442993
ინსტანცია
თარიღი
06.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N130100118002442993

საქმე №1/ბ 27-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე, მსჯავრდებულ გი---------------------–----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მსჯავრდებულ გი-------–----------ს მიმართ, დაბადებული 1----–-–--------------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 4----------- საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-------–---------–-–---–--------- დანაშაული გათალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით გი-------–---------- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1(ერთი)წელი და 4(ოთხი) თვე.

მსჯავრდებულ გი-------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან, 2018 წლის 7 თებერვლიდან.

ამავე განაჩენით, გი-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის საფუძველზე გაუქმდა ხაშურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი და საბოლოოდ, გი-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ გი-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 7 თებერვლიდან.

გი-------–---------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, საცავში უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად. აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 7 თებერვალს ქ.ქ-----––------------------------–---------------–---–-–------ საწყობში უკანონო შეღწევის გზით გი-------–---------- და გი-------------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების ნივთებს, რის შემდეგ ნაქურდალი ნივთები გადამალეს ქ.ქა----––----------------------------------------------------------ში მდებარე გ--–------------–---–-- საცხოვრებელ სახლში. ქურდობის შედეგად გ--–---–-–------ მიადგა 432 ლარის და 20 თეთრის მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გი-------–---------მა, რომელმაც მოითხოვა განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ დანიშნული სასჯელის შემსუბუქება.

სააპელაციო პალატამ საქართველოს სსსკ 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გიორგო შარიფოვის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მსჯავრდებულის აღიარებისა, უტყუარად დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: გ--–---–-–-------------------–------------–-----------–---–-- გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, გე-–-----------–---–-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმს, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებებით, ასევე, საქმეში არსებული სხვა წერილობით მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და მათ, თანახმად საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მოთხოვნას სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლომ მას მუხლის სანქციით გათვალისწინებული ისედაც მინიმალური სასჯელის ვადა განუსაზღვრა და იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაზეც აპელანტი მიუთითებს სააპელაციო საჩივარში, დანიშნულ სასჯელზე გამოიყენა სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული საშეღავათო პირობებები.

ამდენად, პალატა სამართლებრივად მოკლებულია შესაძლებლობას მსჯავრდებულს კიდევ უფრო შეუმსუბუქოს დანიშნული სასჯელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ გი-------–----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი გი-------–----------ს მიმართ არის კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მსჯავრდებულ გი-------–----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენი გი-------–----------ს მიმართ დარჩეს უცვლელად;

3. გი-------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 2(ორი)წელი და 8(რვა)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 1(ერთი)წელი და 4(ოთხი)თვე.

4.მსჯავრდებულ გი-------–---------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 7 თებერვლიდან.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ გი-------–----------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა - გაუქმებულია;

6. პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულ გი-------–----------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

7. ნივთიერი მტკიცებულებები

- ერთი ცალი მუყაოს ყუთით მწვანე ფერის ერთჯერადი ყავა „ჯაკობსი“, 11 ცალი 330 გრამიანი შპს „კულას“ წარმოების თაფლის მინის ქილა, ერთი ცალი ორ კილოგრამიანი ყუთი ე.წ. „მარილიანი ჩხირები“, უკრაინული წარმოების ვაფლი „შედრიკი“ 4,5 კილოგრამიანი მუყაოს ყუთით, 100 ცალი ჩინური წარმოების 60 ვატიანი ნათურა, 1 ცალი 10 ცალად შეფუთული ერთჯერადი ხელსახოცი „სელპაკი“, 39 ცალი საბავშვო სველი სალფეტკი “BABY ROZE”, 72 ცალი ხელის დასაბანი საპონი „შოკი“, 21 ცალი 450 გრამიანი შეფუთვით მწვანე ფერის მუყაოს შეფუთვით სარეცხი საშუალება „არიელი“, 8 ცალი 1,350 კილოგრამიანი წითელის ფერის პოლიეთილენის შეფუთვით სარეცხი საშუალება „ტაიდი“, რომლებიც ინახება შ---------–-- რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულ გ--–---–-–------.

8. პალატის განაჩენი დადგენისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი დადგენიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ.მაჭავარიანი