განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
140100118002436773
ინსტანცია
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100118002436773

საქმე №1ბ/1269-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი

 

ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----------–--ს

ადვოკატ: ქ----------------ს

გამართლებულ: პ-------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) გამართლებულ პ----------–----------------ის დაბადებულის 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის (პირადი #-----------),დაოჯახებულის, მცხოვრების: კ-----------------------–-------–- მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პ--------------მ ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი).

 

მანვე ჩაიდინა მუქარა, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 4 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე, კ-----------------------–-------–- მდებარე ელ-----------ის საცხოვრებელ სახლში, პ--------------მ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის ნ-----------–--ის მიმართ, მისივე არასრულწლოვანი შვილის - გ---------------ის თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ--------------მ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ-----------–--ეს შეშის ნაპობი ესროლა და მოარტყა მარცხენა ფეხის არეში, რის შედეგადაც ნ-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

2018 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, კ-----------------------–-------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, პ--------------მ განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის ნ-----------–--ის მიმართ, არასრულწლოვანი შვილების - მ------ და გ---------------ეების თანდასწრებით, კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პ--------------მ საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, ნ-----------–--ეს რამოდენიმეჯერ დაარტყა ხელი თავის არეში, ერთხელ დაარტა ხელი სახის არეში და რამოდენიმჯერ მოქაჩა თმაზე, რის შედეგადაც ნ-----------–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება.

 

2018 წლის 9 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე, კ-----------------------–-------–- მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის ეზოში, პ-------------- მეუღლეს ნ-----------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, მათ შორის მის ხელთ არსებული ცეცხლმოკიდებული ქაღალდის გამოყენებით, რის შედეგადაც ნ-----------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენით:

 

პ-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.

 

პ-------------- დაუყონებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-----------–--მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს პ-------------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და პ-------------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით (ორი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 111,1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა პ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა. სასამართლოს მიერ არ იქნა გათვალისწინებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზით დადგენილი გარემოებები. აპელანტი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მხედველობაში არ უნდა მიეღო მოწმე ც-------------–---–-ს მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება, რადგან მან გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას სხვა გარემოებების შესახებ მიუთითა. სასამართლომ უნდა გაიზიაროს გამოძიების დროს დაზარალებულისა და მოწმეების მიერ მიწოდებული ინფორმაცია.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი პ-------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა პ-------------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.

 

სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა ნ-----------–--ემ და მოწმე ელ-----------ემ ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.

 

მოწმე ც-------------–---–-- განმარტა, რომ მან მხოლოდ სიტყვიერი კონფლიქტის შესახებ იცის, ხოლო ძალადობის ან მუქარის ფაქტს არ შესწრებია.

 

საპროცესო წარმომადგენელმა ნ---------------მა არასრუწლოვანი მოწმეების - მ------ და გ---------------ეების დაკითხვაზე უარი განაცხდა. მანვე განმარტა, რომ მცირეწლოვნობის გათვალისწინებით (გ---------------ე, დაბ. თარიღი: 0--------- და მ------ ჩ-------, დაბ. თარიღი: 2---------) მათი დაკითხვა მიზაშეწონილად არ მიაჩნია.

 

პ--------------მ გამოიყენა დუმილის უფლება. საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას აღნიშნა, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებები არ ჩაუდენია, უდანაშაულოა და სხდომის დარბაზიდან გათავისუფლება ითხოვა.

 

ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები მიჩნეული იქნა უდავოდ და მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა. კერძოდ: ნ-----------–--ის და ელ-----------ის ტანსაცმლის დათვალიერების ოქმებით დგინდება, რომ მათი ტანსაცმელი დასვრილი და დაზიანებული არ არის, ნარკოლოგიური ესქპერიზის №3----- დასკვნის მიხედვით, პ--------------ს ნარკოტიკული საშუალების ან ფსიქტროპული ნივთიერების მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოღებულა, მოწმე ე------------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მან მხოლოდ ყვრილის და გინების ხმა გაიგონა, მეუღლისგან - ც-------------–---–-სგან შეიტყო, რომ პ--------------მ სცემა მეუღლეს და ასევე განახორციელა მუქარა გადაწვის ფორმით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 12 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, 2018 წლის 11 აპრილს, 13:00 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის მოქ. ელ-----------ეს სხეულზე, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში მექანიკურ დაზიანებათა რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის მიხედვით, „2018 წლის 11 აპრილს, 12:45 საათზე, პირადი შემოწმების მომენტისათვის მოქ. ნ-----------–--ეს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლჩაქცევების სახით - განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედებით, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად და არ ეწინააღმდეგებიან წინასწარ მოანცემებში მითითებულ თარიღს; წვივის მიდამოში არსებული სისხლჩაქცევა - 04.04.18წ ტუჩის მიდამოში არსებული სისხლჩაქცევა 09.04.18წ“, მოწმე ი-------------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, პ-------------- დააკავეს თავის საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულის საფუძველი იყო ნ-----------–--ის და ელ-----------ის გამოკითხვისას მოპოვებული ინფორმაცია პ-------------ის მიერ ძალადობის და მუქარის ჩადენის თაობაზე. ანალოგიურ შინაარს შეიცავს, მოწმე გ------------–----–---–ის გამოკითხვის ოქმი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა ნ-----------–--ემ (პ-------------ის მეუღლე) და მოწმე ელ-----------ემ (პ-------------ის დედა) რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავის“ დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე და დედა. ნ-----------–--ე და ელ-----------ე არიან ის პირები, რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია პ-------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.

 

გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა ცემამ ან სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი.

მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია იმის შესახებმ რომ სწორედ პ-------------ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო დაზიანება და მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე არ არსებობს დაზარალებულის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მას პ-------------- ნამდვილად დაემუქარა და მან პ------------ის მუქარა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ პ--------------მ პირის ბრალდების შესახებ დადაგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა პ-------------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ-----------–--ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 14 აგვისტოს განაჩენი პ-------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

პ-------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 4 აპრილის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 9 აპრილის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, პ-------------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ხოლოაშვილი