განაჩენი

სისხლის სამართლის 07.02.2019
საქმის ნომერი
330100117002036048
ინსტანცია
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N330100117002036048, №1/ბ-104-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე

 

სხდომის სახე - ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული - ნ---- შა-----ა, დაბადებული 19---–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თბილისი, გა-–-------- ტ----ის ქუჩა N--.

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება.

 

სასჯელი:

 

ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიციები:

 

ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის დამძიმების კუთხით და მსჯავრდებულ ნ---- შა-----ას მიმართ უფრო მკაცრი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო: აღნიშნული განაჩენი სასჯელის ნაწილში არის დაუსაბუთებელი, სასამართლომ გამოიყენა სასჯელის ისეთი ზომა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და საზოგადოებრივ საშიშროებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებული არ აღიარებდა დანაშაულის ჩადენას და მტკიცებულებები გახადა სადავო, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნ---- შა-----ა ანალოგიური დანაშაულის ჩადენისათვის იყო მსჯავრდებული, რისთვისაც დანიშნული პირობითი მსჯავრი და ჯარიმა არ აღმოჩნდა მისთვის შემაკავებელი (იხ. სააპელაციო საჩივარი).

 

დაცვის მხარეს შესაგებელი წარმოდგენილი არ აქვს.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით, ნ---- შა-----ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შემდეგია:

 

2013 წელს, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქ.თბილისში, გა-–-------- ტ----ის ქ. N---ში მცხოვრებმა, ბინათმესაკუთრე ლე-–---უ-–-----მა და მისმა წარმომადგენელმა ლ--–- ქი-----–---–მა, ამავე მისამართზე არსებული საცხოვრებელი სახლის სხვენის ლ--–------უ-–-----ისათვის საკუთრებაში გადასაცემად საჭირო ოფიციალური დოკუმენტის – ამხანაგობის კრების ოქმის დასამზადებლად მიმართეს ამხანაგობა ,,გა-–--------ი----“-ის თავმჯდომარეს - ნ---- შა-----ას. ნ---- შა-----ამ 2014 წლის 23 იანვარს, ქ.თბილისში, გ. ტ----ის N---ში მოიწვია ამხანაგობის წევრთა კრება, რომელსაც ესწრებოდა ამხანაგობის წევრთა არასრული შემადგენლობა. ნ---- შა-----ამ შეადგინა ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა „გა-–--------ი----“-ის N-- კრების ოქმი და ვინაიდან საკითხის დადებითად გადასაწყვეტად საჭირო იყო ბინათმესაკუთრეთა 100 %-ის თანხმობა, კრების ოქმში შეიტანა ყალბი მონაცემები, თითქოს, კრებას დაესწრო ამხანაგობის ყველა წევრი და ხმათა 100%-ით ამხანაგობამ თანხმობა გამოხატა ლე-–---უ-–-----ისათვის 124,45 კვ.მ. ფართის საკუთრებაში დარეგისტრირებაზე. ნ---- შა-----ამ კრების ოქმს ასევე დაურთო ამხანაგობის წევრთა სია ყალბი მონაცემებით და ხელმოწერებით, რის შემდეგაც აღნიშნული ოქმი დაამოწმა სანოტარო წესით და გადასცა ლ--–- ქი-----–---–ს, რომელმაც კრების ოქმის საფუძველზე მოახდინა ქ.თბილისში, გა-–-------- ტ----ის ქ. N---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 124,45 კვ.მ. ფართის სხვენის ლე-–---უ-–-----ის საკუთრებაში დარეგისტრირება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე განაჩენი გასაჩივრებულია მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ და მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნ---- შა-----ას ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ნ---- შა-----ას მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული მტკიცებულებების (მოწმეების: ნა---------------ის, ლე-–---უ-–-----ის, ლე-–---ა------–---ის, მა------------–---–ის, ალ------------------–--ის, ლო---------------ის, ვა---–-----------–---–ის, რუ--------------–---ის, ვა--------------ას, ან--------ის, ეკ-----------------–--ის, კა----------–--------ის, ვე-------------------ის ჩვენებებით, მოწმეების: ლი-–-------–---ის, ნა----–----------–---–ის, ედ-----------–-----ის, ნ---- ჭე-–--ის და ნა--------------ის გამოკითხვის ოქმებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის აღრიცხვის N6--- ფურცლით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გა-–--------ი----“-ის კრების N-- ოქმით, მისი დანართით, სანოტარო მოქმედების აქტით, საჯარო რეესტრიდან ამონაწერით და სხვა) ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა მსჯავრდებულ ნ---- შა-----ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე. პალატას მიაჩნია, რომ განსახილველი საქმე იძლევა შესაძლებლობას, სააპელაციო საჩივარი განხილული და გადაწყვეტილი იქნეს ზეპირი მოსმენის გარეშე.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი------ ნა-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რომლის სანქციის ფარგლებშიც დანიშნული აქვს სასჯელი ნ---- შა-----ას, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ დანიშნული სასჯელი ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას, პალატა ვერ დაეთანხმება და განმარტავს, რომ კონკრეტული დანაშაულისათვის გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში ჯარიმის დანიშვნა ან/და სანქციის მინიმუმთან მიახლოებული სასჯელის დანიშვნა არ გულისხმობს მის უსამართლობას, ისევე, როგორც სასჯელის მაქსიმუმის დანიშვნა ყოველთვის ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების შესრულებას. მოცემულ შემთხვევაში, პალატა ითვალისწინებს ნ---- შა-----ას ასაკსაც - არის 60 წლამდე ასაკის ქალი და დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, მიზანშეწონილად არ მიაჩნია თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, დამნაშავის რესოციალიზაციას და სამართლიანობის აღდგენას. დანიშნული ჯარიმა და მისი ოდენობა ასევე იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.

 

პალატა ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტებს ნ---- შა-----ას ნასამართლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, გაქარწყლებული ან მოხსნილი ნასამართლობა მხედველობაში არ მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, არ არის დადასტურებული, რომ დანაშაულის ჩადენის დროს ნ---- შა-----ა იყო ნასამართლობის მქონე. რაც შეეხება დანაშაულის აღიარებას ან მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, აღნიშნული წარმოადგენს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, ბრალდების მხარის მტკიცებულებების სადავოდ მიჩნევის და დანაშაულის არაღიარების ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრულ არც ერთ კატეგორიაში არ შეიძლება იქნეს მოაზრებული, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტაჟიორ-პროკურორის გი------ ნა-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ნ---- შა-----ას მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი-----ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორის გი------ ნა-------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი.

 

ნ---- შა-----ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ნივთიერი მტკიცებულება:

 

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „გა-–--------ის 2----“ 2014 წლის 23 იანვრის N-- კრების ოქმის დედანი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ბარბაქაძე