განაჩენი

სისხლის სამართლის 08.02.2019
საქმის ნომერი
330100115704805
ინსტანცია
თარიღი
08.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 33-100115704805

საქმე №1ბ/1548-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 იანვარი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–--ის

მსჯავრდებულის: ჯ----–-----–--ის

ადვოკატის: ალ------------ას

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ჯ----–-----–--ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ალ------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) ჯ----–-----–--ის მიმართ. ჯ----–-----–--ე დაბადებულია 1----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე (პირადი №6----------), ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. ბ------–----–----------------------–------------–-- მსჯავრდებულია დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

წარდგენილი ბრალდების თანახმად ჯ----–-----–--ის მიერ ჩადენილი იქნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რაც გამოიხატა შემდეგში:

2008 წლის 5 აპრილს თურქეთის მოქალაქე ჰ-–----------------------ის, ლ--------------ისა და მ---------------იას მიერ ჩამოყალიბდა შპს ,--–--------------–-----ი‘‘, რომლის დირექტორადაც დაინიშნა თურქეთის მოქალაქე ი-–-------------ა გ------. შპს ,--–------------–-----მა‘‘ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფი--------------------------------------------------------–-–--------------------------------–------------ნ აუქციონზე შეიძინა ქ.ბ------–--------------------–---–- მდებარე 20 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, რომლის გასაყიდმა ფასმა შეადგინა 810 720 ლარი. სააუქციონო პირობების მიხედვით: 1) საპრივატიზებო თანხის გადახდა უნდა მომხდარიყო აუქციონის ჩატარებიდან 3- კალენდარული დღის ვადაში; 2) აუქციონის ჩატარებიდან 36 თვის ვადაში უნდა შექმნილიყო საწარმო და განხორციელებულიყო 3 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიცია; 3) ინვესტიციის განხორციელებიდან ორი წლის განმავლობაში მუდმივად უნდა დასაქმებულიყო საქართველოს არანაკლებ 100 მოქალაქე.

 

2011 წლის დეკემბერში შპს ,--–-------------–-----ის‘‘ წარმომადგენელმა მიმართა შპს ,,დ------------ის‘‘ დირექტორ ჯ----–-----–--ეს, რომელსაც სთხოვა განხორციელებული ინვესტიციის შესახებ აუდიტორული დასკვნის მომზადება და წარუდგინა მხოლოდ შესრულებული სამუშაო აქტები. ჯ----–------–--ემ არ შეასრულა მისი მოვალეობა, არ შეამოწმა პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია და განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, დაამზადა ყალბი აუდიტორული დასკვნა, სადაც მიუთითა, თითქოს მის მიერ შემოწმებულ იქნა საბუღალტრო დოკუმენტაცია, ინვესტიციის მოცულობა და, ნაცვლად განხორციელებული 2 643 845 ლარის ინვესტიციისა, მიუთითა 5 075 148 ლარის (3 079 020 აშშ დოლარი) ინვესტიციის განხორციელება. აღნიშნული ყალბი დასკვნა შპს ,--–------------–-----ის‘‘ დირექტორმა ი-–-------------ა გ-----მა წარუდგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

ჯ----–------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ჯ----–-----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ჯ----–-----–--ე გათავისუფლდა დანიშნული სასჯელისგან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ჯ----–-----–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ალ------------ამ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, ასევე სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვებში დაცვის მხარემ მოითხოვა ჯ----–-----–--ის მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ჯ----–-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელი უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–9 მუხლის თანახმად, „სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.“ აგრეთვე, ამავე კოდექსის 25–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა“.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ ჯ----–-----–--ეს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული და რომ საქმეში არ არსებობს სადავო აუდიტორული დასკვნის სიყალბის დამადასტურებელი მტკიცებულებები. პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმის სახით დაკითხული დაზრალებულ მა--------------–-ძის, მოწმეების ი-–-------------ა გ----------–------–-------------------------------------------------------–-ს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის 2008 წლის 23 ივლისის №4---ე ბრძანებით, ამავე სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი №9- ოქმით, 2008 წლის 7 ოქტომბრის საკუთრების დამადასტურებელი №8-- -პ მოწმობით, მინისტრის 2012 წლის 19 დეკემბრის №5-- ბრძანებით, 2013 წლის 4 თებერვლის №3- ბრძანებით, 2013 წლის 20 ნოემბრის შეთანხმების აქტით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსწერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით, თემატური რევიზიის 2014 წლის 24 ოქტომბრის ცნობით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების და გაანალიზების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ----–-----–--ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ჯ----–-----–--ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში. ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ჯ----–-----–--ის მიერ ზემოხსენებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ როდესაც პირი ამზადებს, იძენს ან ინახავს ყალბ პირადობის მოწმობას ან სხვა ოფიციალურ დოკუმენტს, ბეჭედს, შტამბს ან ბლანკს მისი გასაღების ან გამოყენების მიზნით, ასევე თუ განახორციელა ჩამონათვალიდან ყალბად დამზადებული ერთ-ერთი მათგანის გასაღება ან გამოყენება, სახეზეა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - გონივრულ ეჭვს მიღმა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. გამამტყუნებელ განაჩენში უნდა აღინიშნოს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებსაც სასამართლოს დასკვნა ემყარება. მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება არის ინფორმაცია, ამ ინფორმაციის შემცველი საგანი, დოკუმენტი ან სხვა ობიექტი, რომელმაც შეიძლება, დაადასტუროს ან უარყოს პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლომ, სხვა გარემოებებთან ერთად უნდა დაადგინოს, დამნაშავეა თუ არა კონკრეტული პირი ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში, რაც უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა და გამოირიცხოს ყოველგვარი ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება ჯ----–------–--ის დანაშაულებრივი ქმედება - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმით დასტურდება, რომ 2008 წლის 25 აგვისტოს ჩატარებული პირობიანი აუქციონით ქ.ბ------–----------------------–---–- მდებარე 20 018 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შეიძინა შპს ,--–---------–-----მა‘‘ იმ პირობით, რომ 3- დღის ვადაში დაფარავდა უძრავი ქონების საფასურს და სამი წლის ვადაში განახორციელებდა 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციას და დაასაქმებდა საქართველოს 100 მოქალაქეს.

 

2011 წელს აუდიტორული დასკვნის გაცემის მიზნით შპს ,--– &---------–-----მა‘‘ მიმართა შპს ,,დ------------ს‘‘, რომლის დირექტორ ჯ----–-----–--ის მიერ იმავე წლის 14 დეკემბერს გაიცა დასკვნა, რომლის თანახმადაც შპს ,--–---------–-----ის‘‘ მიერ განხორციელებული ინვესტიცია შეადგენდა 5 075 148 ლარს (3 079 020 აშშ დოლარს). დასკვნის შეგდენისას ჯ----–-----–--ეს არ უწარმოებია რეალური კვლევა, მან მხოლოდ შესრულებული სამუშაოს აქტებში მითითებული ჯამური ღირებულებების დაჯამების გზით მოახდინა განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის განსაზღვრა, რაც შემდგომში შპს ,--–---------–-----მა‘‘ წარადგინა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად ჩასათვლელად.

 

მოწმე ლ--------–-------მ, რომელიც იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პასუხისმგებელი პირი და რომელსაც ევალებოდა შპს ,--–--------------–-----ის‘‘ მიერ შესრულებული ვალდებულების მონიტორინგი, განმარტა, რომ 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ინვესტიციის განხორციელება სახელმწიფოს მიერ შესრულებულად ჩაითვალა სწორედ ,,დ------------ის‘‘ მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს გაცემული დასკვნის საფუძველზე.

 

პირველი ინსტანციის სასამრთლოში საქმის განხილვისას ჯ----–-----–--ემ უარყო ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების ფაქტი. მისი ჩვენების თანახმად, არ ჰქონია არანაირი განზრახვა, რაიმე მოტივი და ინტერესი, დაემზადებინა ყალბი აუდიტორული დასკვნა. მას არ მოუძიებია არავითარი დოკუმენტი აუდიტორული კვლევის ჩასატარებლად და არც ევალებოდა აღნიშნული. იგი სრულად დაეყრდნო დამკვეთის მიერ მისთვის წარდგენილ შესრულებულ სამუშაოთა აქტებს და დასკვნა გასცა ამ დოკუმენტების, ასევე ობიექტზე პირადად გასვლისა და შემოწმების საფუძველზე. ის, რომ დასკვნის გაცემისას ეყრდნობოდა წარდგენილ დოკუმენტაციას, ჯ----–-----–--ეს მითითებული აქვს გაცემულ დასკვნაშიც, რომლის თანახმადაც, შპს ,--– &-----------–-----ის‘‘ მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2008 წლის 25 აგვისტოს #9- ოქმით მყიდველზე დაკისრებული ვალდებულებების შესასრულებლად მყიდველის მიერ 2011 წლის 25 აგვისტოს მდგომარეობით განხორციელდა 5 075 148 ლარის, ანუ დამრგვალებით 3 079 000 აშშ დოლარის ინვესტიციები (1 აშშ დოლარი - 1.6483 ლარი), მაგრამ საწარმო ექსპლუატაციაში გაშვებული არ იყო.

 

აღნიშნულის საპირისპიროდ, ბრალდების მხარის მიერ წამოდგენილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 25 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნა, რომლითაც დადგენილია, რომ ქ. ბ------–---------------------–---–- მდებარე 20 018 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე შპს ,--–------------–-----ის‘‘ მიერ 2008 წლის 25 აგვისტოდან კვლევების პერიოდამდე (05.07 და 10.08.2014) ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 643 845,10 ლარს დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით. დოკუმენტალურად ასახული სამუშაოების ნაწილი და მათი ღირებულება განსხვავდება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოებისა და მათი ღირებულებისგან. ექსპერტმა კ---------------–მა სასამართლოს განუმარტა, რომ კვლევისას მან დაათვალიერა და შეისწავლა ობიექტი, მასზე შესრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები, მოცულობა. შეისწავლა ასევე 2011 წლის 14 დეკემბრის აუდიტის დასკვნა, წარდგენილი სხვა დოკუმენტები და გაირკვა, რომ დასკვნაში იყო რიგი შეუსაბამობები დარიცხვების კუთხით, ასევე, შეცდომები იყო შესრულებული სამუშაოს აქტებში. შესაბამისად, ის, რომ ჯ----–-----–--ე დაეყრდნო მისთვის წარდგენილ, შესრულებული სამუშაოს აქტებს, რომლის სისწორეზეც ის პასუხისმგებელი არ არის, არ ნიშნავს, რომ მას არ ჰქონდა ვალდებულება, გადაემოწმებინა პირველადი დოკუმენტები, როგორიცაა ზედნადებები და ა.შ., რაზეც მსჯავრდებული უთითებს.

 

პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ ჯ----–-----–--ე იყო სახელმწიფოსგან ცოდნისა და გამოცდილების გამო შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი. მას ჰქონდა არა მარტო უფლება, არამედ - ვალდებულება, მოეთხოვა დოკუმენტები, თუკი მას საკვლევად არასრულყოფილად წარედგინა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მას არ ჰქონდა საკმარისი ცოდნა, შეეფასებინა ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა, უარი უნდა ეთქვა დასკვნის გაცემაზე. ჯ----–-----–--ის ჩვენების თანახმად, ძირითადი დოკუმენტი შესრულებული სამუშაოს აქტია, რომელიც მიაწოდა დამკვეთმა. ამიტომ აღარ ჩათვალა საჭიროდ დამატებითი დოკუმენტების მოძიება და მიიჩნია, რომ ეს საკმარისი იყო აუდიტორული დასკვნის გასაცემად. დასკვნაში მითითებული აქვს, თითქოს, კვლევისას ის დაეყრდნო პირველად სააღრიცხვო დოკუმენტებს, რაც არ წამოადგენს სინამდვილეს და უტყუარად მოწმობს, რომ ჯ----–-----–--ეს ყალბად აქვს დასკვნაში მითითებული პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გამოკვლევის საფუძველზე დასკვნის გაცემა, ვინაიდან მას შპს ,--– &---------–-----ის‘‘ მიერ შესრულებული სამუშაოების მხოლოდ 9 ცალი აქტი გადაეგზავნა, რომელთა დაჯამებაც მოახდინა მსჯავრდებულმა.

 

ექსპერტ კ--------------–-ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად მის მიერ შესწავლილი და გამოკვლეული იქნა მთლიანი ობიექტი, მასზე შესრულებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები, მოხდა მოცულობების დადგენა და ამ მოცულობების გადატანა შესრულებული სამუშაოების ფორმა აქტებში. კვლევისას ექსპერტი დაეყრდნო პირველად დოკუმენტაციას, მათ შორის, ზედნადებებს, რა დროსაც გამოვლინდა მრავალი ხარვეზი და დარღვევა, რაც არ იყო ასახული შპს ,,დ------------ის‘‘ დასკვნაში. ექსპერტმა ასევე დაადასტურა დასკვნაში დაშვებული სხვადასხვა სახის - ტექსტობრივი, მათემატიკური შეცდომები, რაც იწვევს ცდომილებას. ექსპერტმა ასევე დაადასტურა 2014 წლის 25 აგვისტოს საინჟინრო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის სისწორე, რომელშიც ამომწურვადაა გაცემული პასუხი შპს ,--–---------–-----ის‘‘ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. დასკვნის თანახმად შპს ,--– &---------–-----ის‘‘ მიერ 2008 წლის 25 აგვისტოდან კვლევების პერიოდამდე (05.07 და 10.08.2014) შესრულებული სამუშაოების ღირებულება შეადგენს 2 643 845,10 ლარს დარიცხვებისა და დღგ-ს ჩათვლით, რაც აბსოლუტურად განსხვავდება და სრულ შეუსაბამობაშია შპს ,,დ-------------ის‘‘ დირექტორ ჯ----–------–--ის მიერ 2011 წლის 14 დეკემბერს გაცემულ დასკვნასთან. პალატა განმარტავს, რომ აუდიტორული დასკვნა წარმოადგენს ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის გამცემ პირს სახელმწიფოსგან მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გარკვეული სამუშაოს განსახორციელებლად, კონკრეტულ შემთხვევაში, როგორიცაა კვლევის ჩატარება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებაში იგულისხმება როგორც მთლიანად ფიქციური დოკუმენტის დამზადება, ისე - ნამდვილი დოკუმენტის მონაცემების შეცვლა. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შექმნა/დამზადება ფაქტების, გარემოებების დამახინჯებულად გადმოცემაში ვლინდება, რაც შეიძლება იყოს გამოსაკვლევი ფაქტის ან, მოცემულ შემთხვევაში, ქონებაზე განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის წინასწარი განზრახვით არასწორი შეფასება, რაც არ ეფუძნება სრულ მასალებს, მისი დამახინჯება და ა.შ. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულის მოტივს ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არ აქვს, დადგენილია, რომ ჯ----–-----–--ის მიერ ყალბი აუდიტორული დასკვნის მომზადება და გაცემა მოხდა შპს ,,დ------------სა‘‘ და შპს ,--– &---------–-----ს‘‘ შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და აღნიშნული დასკვნა შემკვეთის მიერ წარდგენილ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში, რის თაობაზეც ცნობილი იყო მსჯავრდებულისთვის.

 

პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე შემდეგ გარემოებას: ჯ----–-----–--ეს დასკვნაში ხაზგასმით აქვს მითითებული, რომ კვლევა ჩაატარა შეფასების საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით. აღნიშნული სტანდარტების თანახმად, ,,შემფასებელი‘‘ ფლობს აუცილებელ კვალიფიკაციას, უნარებს და გამოცდილებას იმისათვის, რომ ჩაატაროს ობიექტური, კომპეტენტური და მიუკორძოებული შეფასება. ამავე სტანდარტების მიხედვით მსჯელობები, რომლებიც გამოყენებულია შეფასების დროს, აუცილებლად უნდა მიიღებოდეს ობიექტურად, რათა თავიდან იქნას აცილებული მიკერძოებული ანალიზი, მოსაზრება, დასკვნა თუ ნებისმიერი სხვა. სწორედ ეს არის პრინციპული მოლოდინი იმისა, რომ ამ სტანდარტებისა და კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნების გამოყენება, შესაბამისი კონტროლის მექანიზმები და პროცედურები შეფასების პროცესში უზრუნველყოფენ ობიექტურობის აუცილებელ მაღალ ხარისხს იმისათვის, რომ საბოლოო შედეგები იყოს თავისუფალი მიკერძოებისგან. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ჯ----–-----–--ე, იყო რა შპს ,,დ------------ის‘‘ დირექტორი, შპს ,--–---------–-----ის‘‘ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობის შეფასებისას უნდა ყოფილიყო ობიექტური და კეთილსინდისიერი, რაც სახეზე იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ის სრულად შეამოწმებდა როგორც წარდგენილ დოკუმენტებს, ისე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი სამსახურის მიერ პირობით გადაცემულ მიწის ნაკვეთს და მასზე მიმდინარე პროცესებს. მიღებული ინფორმაციის სწორი ანალიზითა და შეფასებით კი საბოლოოდ შეადგენდა მიუკერძოებელ და ობიექტურ ოფიციალურ დოკუმენტს.

 

დაცვის მხარემ ჯ----–-----–--ის ბრალეულობა ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში გამორიცხა შემდეგ არგუმენტებზე მითითებით:

_ წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორეზე სწორედ დამკვეთი იყო პასუხისმგებელი, რის გამოც ჯ----–-----–--ემ არ გადაამოწმა მისთვის მიწოდებული სამუშაოთა შესრულების აქტის სისწორე, ვინაიდან იგი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის თანახმად წარმოადგენს ძირითად საგადასახადო დოკუმენტს. ამიტომ იმის განსაზღვრა, განხორციელდა თუ არა ინვესტიცია სრული მოცულობით, მოხდა მხოლოდ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე.

_კვლევის ჩატარებისას ობიექტზე რამდენჯერმე იყო მისული, აღრიცხა იქ არსებული დანადგარები, რომლებიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ექსპერტიზის ჩატარების მომენტისთვის ადგილზე აღარ იყო. აშენებული ფართის მოცულობა კი განისაზღვრა საჯარო რეესტრის ამონაწერის მონაცემებზე დაყრდნობით.

_საინჟინრო ვალდებულებების შესრულება დაადასტურა მისთვის წარდგენილი საინჟინრო დასკვნით და დამკვეთის ახსნა-განმარტებით. სხვაგვარად აღნიშნულს ვერ შეამოწმებდა ჩატარებული სამუშაოების ფარული ხასიათის გამო. თვითონ არ არის ინჟინერი.

_ჯ----–-----–--ეს დასკვნა განზრახ არ გაუყალბებია, მას ამისათვის რაიმე მოტივი არ გააჩნდა. მის ქმედებაში შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მხოლოდ ეთიკის ნორმების დარღვევას.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

აუდიტორული დასკვნა წარმოადგენს აუდიტორის ან აუდიტორული ფირმის მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომელშიც იგი გამოთქვამს მოსაზრებას, თუ რამდენად არის ფინანსური ანგარიშგება მომზადებული ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით ან უარს განაცხადებს მოსაზრების გამოთქმაზე. ჯ----–-----–--ესთვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა დამკვეთს ესაჭიროებოდა იმის დასადასტურებლად, რომ კონკრეტული მოცულობის ინვენსტიცია იყო განხორციელებული. ამისთვის კი, ბუნებრივია, არ იქნებოდა საკმარისი მხოლოდ დამკვეთის - დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მონაცემების გამოყენება და მათში ნაჩვენები ხარჯის მარტივი დაჯამება. ასეთ შემთხვევაში საერთოდ ეჭვის ქვეშ დგება აუდიტორული შემოწმების ჩატარების საჭიროება - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო დაეყრდნობოდა უშუალოდ სამუშაოთა შესრულების აქტში დაფიქსირებულ მონაცემებს.

 

აუდიტორული დასკვნით უნდა დადასტურებულიყო კონკრეტული მოცულობის ინვენსტიციის განხორციელების ფაქტი რეალურად და არა მხოლოდ წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული მონაცემების მიხედვით და თუ ამგვარი კვლევისთვის აუდიტს კომპეტენცია არ გააჩნდა, მას უარი უნდა განეცხადებინა დასკვნაში მოსაზრების დაფიქსირებისაგან, რის საშუალებასაც მას აძლევდა კანონმდებლობა.

ლ---------–--ემ შესავალ და დასკვნით სიტყვებში დაადასტურა, რომ არ არის ინჟინერი და ამ ნაწილში დაეყრდნო მისთვის წარდგენილ საინჟინრო დასკვნას, ასევე დამკვეთის განმარტებებს ჩატარებული ფარული სამუშაოების მოცულობის შესახებ. უდავოა, რომ ასეთ სპეციფიკურ საკითხებზე შეუძლებელია კომპეტენტური მოსაზრების ჩამოყალიბება, თუ კვლევას არ ატარებს შესაბამისი კვალიფიკაციისა და ცოდნის მქონე პირი. მაგ: შეუძლებელია ფარული სამუშაოს - საძირკვლის აშენებასთან დაკავშირებული ხარჯის გამოთვლა, თუ არ იქნა შეფასებული მონაცემები საძირკვლის ტიპის (წერტილოვანი, ლენტური, ბალიში) შესახებ. ეს კი დამოკიდებულია როგორც შენობის მოცულობაზე, ასევე გრუნტის ტიპზე. ამისთვის, თავის მხრივ, საჭირო ხდება არქიტექტურული პროექტის კონსტრუქციული ნაწილის შესაბამისობის დადგენა ნიადაგის გეოლოგიური გამოკვლევის მონაცემებთან და ა.შ.

 

ჯ----–-----–--ემ მიუთითა, რომ ობიექტზე მისვლისას დააფიქსირა იქ არსებული დანადგარების ღირებულება, თუმცა შემდგომში დანადგარები ადგილზე არ იყო. გასათვალისწინებელია, რომ როგორც თვითონვე აღნიშნა, არ მოუთხოვია დოკუმენტაცია დანადგარების კუთვნილების შესახებ. ასევე მიუთითა, რომ შენობის ფართობი დასკვნაში დააფიქსირა საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით. ბუნებრივია, აღნიშნულიც საჭიროებდა გადამოწმებას - სათანადო საამზომველო სამუშაოების ჩატარებას, ვინაიდან საჯარო რეესტრში მონაცემები დაფიქსირებულია სწორედ იმ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც იყო ჯ----–-----–--ის დამკვეთი.

 

ამდენად, ჯ----–-----–--ის მიერ აუდიტორული დასკვნის გაცემა ყალბი მონაცემებით არ შეიძლება შეფასდეს, როგორც მხოლოდ ეთიკური ნორმების დარღვევა, ვინაიდან მისი ქმედება გამოიხატა პირდაპირ განზრახვაში - მას გაცნობიერებული ჰქონდა, რომ გამოყენების მიზნით ამზადებდა ყალბ აუდიტორულ დასკვნას. რაც შეეხება მსჯავრდებულის მითითებას დანაშაულის მოტივის არარსებობის შესახებ, უნდა აღინიშნოს, რომ კანონი ქმედების მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობას არ ანიჭებს. ქმედების სუბიექტური მხარისთვის დამახასიათებელია მიზნით დაფუძნებული დელიქტი - ყალბი დოკუმენტის გასაღების ან გამოყენების მიზანი.

 

პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდების მხარის მიერ ჯ----–-----–--ის ინკრიმინირებული ქმედება დაკვალიფიცირებული იქნა საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით, რომლითაც კრიმინალიზებულია ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება, რომლის დამამძიმებელ ნიშნად მითითებულია მნიშვნელოვანი ზიანი. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნული კვალიფიკაციით ჯ----–-----–--ის ქმედება დაუსაბუთებულად მიიჩნია, რასაც ასევე ეთანხმება პალატა და განმარტავს, რომ ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მსჯავრდებულის ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რომლის გარეშე ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტით ვერ დაკვალიფიცირდება.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაიკითხა დაზარალებულის წარმომადგენელი მა--------------–-ძე, რომელმაც განმარტა, რომ აჭარის მთავრობის შესაბამისი სამინისტროას 2011 წლის 14 დეკემბერს გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტს დაეყრდნო, როდესაც შპს ,--–---------–-----ს‘‘ ინვესტიციის ნაწილში ვალდებულება შესრულებულად ჩაუთვალა. მას კონკრეტულად არ განუცხადებია, რაში გამოიხატა სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი. უფრო მეტიც, ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი არ არსებობს, რამდენადაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ მოშალა მყიდველთან ხელშეკრულება მინისტრის 2015 წლის ბრძანების საფუძველზე და დღეისთვის ქონება ისევ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებას წარმოადგენს. მან ასევე მიუთითა, რომ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი #9- ოქმის მე-9 პუნქტის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ჩაითვლებოდა გამყიდველის - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ მათი დადასტურების მომენტიდან. მოწმე ლ--------–------ის ჩვენების თანახმად კი, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ვალდებულების დადასტურების საბუთი იმ პერიოდში არ გაცემულა და ვერც გაიცემოდა, რამდენადაც ვალდებულების დასადასტურებლად მიჩნევისთვის აუცილებელი იყო ყველა ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ასევე ჯ----–-----–--ის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჯ----–-----–--ის მსჯავრდება, მის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში დადასტურებულია და მისი ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია სწორია. ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ჯ----–-----–--ემ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით დანიშნულ სასჯელს და 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით დანიშნული სასჯელისგან ჯ----–-----–--ის გათავისუფლებას, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა საბოლოო სასჯელი. ასევე სწორად იქნა გამოყენებული 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. პალატის დასკვნით განაჩენი არის სამართლიანი და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ჯ----–-----–--ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 29--ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 3-2-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ჯ----–-----–--ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ალ------------ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი ჯ----–-----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

ჯ----–------–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ‘‘ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

ჯ----–-----–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

,,ამნისტიის შესახებ‘‘ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის მე-3 მუხლის საფუძველზე ჯ----–-----–--ე გათავისუფლდეს დანიშნული სასჯელისგან.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ჯ----–-----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 აპრილის #1/321-15 განჩინებით გირაოს სახით განსაზღვრული 3-00 (სამი ათასი) ლარის შეტანის ნაცვლად ჯ----–-----–--ის (პ/ნ6----------) საკუთრებაში არსებულ, ბ------–----------------------–-------------–----------ე უძრავი ქონების ½ ნაწილიდან (ს/კ 0-----------) გირაოს ოდენობის ეკვივალენტურ დაყადაღებულ ნაწილს მოეხსნას ყადაღა.

 

ნივთიერი მტკიცებულება - სამი ცალი CD დისკი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ვ. ლომიძე