განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001864161
საქმე #1ბ/27-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
1 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მურმან ისაევმა
ნანა გიგიტაშვილის, გიორგი სვანიძის და
ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებლების: ნ---------------------------------–---–----------–-------------------------–-–---–--
მსჯავრდებულის: ნ-------- თ--------–---–ის
ადვოკატის: ი---- ი--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---–---- ა----–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): ნ-------- ბ-------- ძე თ--------–---–ის, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი 0----------- ნასამართლობის მქონე, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონე, დაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–---------–---–---–------------–- მიმართ, დანაშაულებისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით.
აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ-------- თ--------–---–მა ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევის მცდელობით, ჩადენილი არაერთგზის, ხოლო მის მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ნ-------- თ--------–---–ი 2017 წლის 19 თებერვალს, დაახლოებით 22:06 საათზე ქ------–------------------------------------------------ის მიმდებარედ არსებულ შპს ,,ქ----.“-ს საწყობიდან შეეცადა მართლსაწინაღღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებოდა იქ არსებულ ნივთებს. შპს ,,-----ს თანამშრომლებმა ნ-------- თ--------–---–ს წაასწრეს ინკრიმინირებული ქმედების ჩადენისას, რის გამოც დანაშაული ვერ იქნა დამთავრებული.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენით ნ-------- თ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ნ-------- თ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ნ-------- თ--------–---–ს სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 თებერვლიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რ---–---- ა----–---–მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მიერ 2017 წლის 15 ნოემბერს ნ-------- თ--------–---–ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი გადაწყვეტილების დადგენა, რადგან აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის ფაქტს. ამასთან, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების მოპოვებისა ბრალდების მხარის მიერ დარღვეული იქნა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმებით დადგენილი მოთხოვნები, შესაბამისად კანონდარღვევის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა განაჩენის დასაბუთების თვალსაზრისით მსჯავრდებული საწინააღმდეგოდ.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ნ-------- თ--------–---–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი---- ი--------ემ მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება;
ბრალდების მხარემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა გასაჩივრებული განაჩენში ნ-------- თ--------–---–ის მიმართ უნდა შევიდეს ცვილება სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში ნ-------- თ--------–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - ნ-------- თ--------–---–ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ-------- თ--------–---–ის მიერ ქურდობის მცდელობის, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით საცავში უკანონო შეღწევით და არაერთგზის სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა, შპს ,,ქ----.“-ს დ------------ა - ლ-–- მ--------იამ განაცხადა, რომ ქ------–--–-------------------------------ში განთავსებული აქვს სასაწყობე კონტეინერი, რომელიც არაერთხელ გაქურდეს. ერთ-ერთი ასეთი ქურდობის ფაქტის შემდეგ ობიექტზე დაამონტაჟეს სათვალთვალო კამერა, თუმცა კონტეინრეიდან კვლავ წაიღეს დაახლოებით 14000-15000 ლარის ღირებულების ნივთი. მომხდარის შესახებ განაცხადეს პოლიციაში, მაგრამ კამერის ჩანაწერებში არ ჩანდა პიროვნების სახე და დამნაშავის დადგენა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ მ-–--–--თან - ლ---- ქ-----–---სთან ერთად დაათვალიერა ვიდეოჩანაწერი და ნახა, რომ 2017 წლის 18 თებერვალს, დაახლოებით 20:45 საათზე, მათთვის უცნობი პირი მივიდა კონტეინერთან და ცდილობდა კარის გაღებას, თუმცა ვერ შეძლო და წვიდა. შემდეგ პ-----------თან - ლ---- ქ-----–---სთან ერთად გადაწყვიტა დარჩენილიყვნენ ოფისში და ეყურებინათ ვიდეოსათვალთვალო კამერის მონიტორზე, რადგან ფიქრობდნენ, რომ შესაძლოა გაქურდვის მიზნით ისევ დაბრუნებულიყო. 2017 წლის 19 თებერვალს, 22:06 საათზე იმყოფებოდნენ სამსახურში და უყურებდნენ ვიდესათვალთვალო კამერის მონიტორს, რა დროსაც მათთვის უცნობი, შავებში ჩაცმული პირი, შავი კაპიშონით, გამოვიდა სასაწყობე კონტეინერის გვერდით არსებული მშენებარე კორპუსიდან, მივიდა კონტეინერთან, დაიხარა და ცდილობდა კარზე არსებული ბოქლომის გაღებას. რამდენიმე წამის შემდეგ, მიანათა ა/მანაქანის ფარების შუქმა, წამოდგა და გაჩერდა კონტეინერის გვერდითა მხარეს. თავიდან ლ---- ქ-----–---, შემდეგ კი თვითონ ჩავიდა ქვევით და შეაჩერეს პირი, რომელსაც ეცვა მუქი ფერის თბილი ქურთუკი, დუტის ჟილეტი, კაპიშონით და ეკეთა შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანები. თან ჰქონდა სახრახნისი, ქანჩის გასაღები, ბრტყელტუჩა და ე.წ. ,,შურუფები“, რითაც სავარაუდოდ აღებდა კარს, ხოლო კორპუსთან ჰქონდა ელექტრო სახრახნისი და ე.წ. ,,---–--. სასაუბროდ გადაინაცვლეს კორპუსის სადარბაზოსთან, სადაც ამ უკანასკნელმა აღიარა ის ფაქტი, რომ წინა დღესაც იყო მისული მოცემულ ადგილას, ასევე ნამყოფი იყო აღნიშნულ საწყობში, წინა პერიოდებში და წაღებული ჰქონდა სხვადასხვა ნივთები, რომლებიც ჩააბარა ე-–----------------ზე. ამ უკანასკნელმა სთხოვა არ წაეყვანათ პოლიციაში, რადგან ჰყავდა ოჯახი და ყველა ნივთს, რაც მის მიერ იყო წაღებული დაუბრუნებდა უკან. მათ მოსთხოვეს ეთქვა სახელი, გვარი და იმ პირების მონაცემები ვისთანაც კონტეინერიდან მოპარული ნივთები ჩააბარა, რაზეც უარი განაცხადა. აღნიშნულის გამო წავიდნენ პო-–-–--------------–---ში, სადაც დაწერა განცხადება და გამოიკითხა მოწმის სახით. მან ასევე მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რა დროსაც ექსპერტების მერ ამოღებული იქნა კოჭა, რომელზეც მავთული იყო დახვეული, ე.წ. ,,---–--, სახრახნისი, ა/მანქანიდან ამოღებული იქნა სახრახნისი და ბრტყელტუჩა. 2017 წლის მარტის თვეში გამომძიებელს სასამართლოს განჩინების საფუძველზე გადასცა ვიდეოჩანაწერები, რა დროსაც მოხდა მისი დალუქვა სათანადო წესით. ასევე მონაწილეობა მიიღო ვიდეოჩანაწერის დათვალიერებაში. ვიდეოჩანაწერში ნახა ნ-------- თ--------–---–ი, რომელიც ცდილობდა მათი კუთვნილი კონტეინერის კარის გაღებას. ასევე მიუთითა, რომ ნ-------- თ--------–---–ის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას, მათ შორის იარაღით მუქარას ადგილი არ ჰქონია არც მისი და არც ლ---- ქ-----–---ს მხრიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ლ---- ქ-----–---მ განაცხადა, რომ 2017 წლის თებერვლის თვეში, შპს ,,ქ----.“-ს დ----------- ლ-–- მ--------იასთნ ერთად იმყოფებოდა კომპანიის ოფისში და აკვირდებოდა სათვალთვალო კამერების მონიტორს, რა დროსაც მონიტორზე გამოჩდა, რომ კონტეინერთან მივიდა უცნობი პიროვნება, რომელიც ცდილობდა სასაწყობო კონტეინერის კარის საკეტის გახსნას და შიგნით შესვლას. თავდაპირველად თვითონ ჩავიდა ქვევით, ხოლო ლ-–- მ--------ია დარჩა ოფისში. კონტეინერის გვერდითა მხარეს მივიდა პირთან, რომელსაც ეცვა შავი ფერის ქურთუკი, ხელზე ეკეთა ხელთათმანები, თან ჰქონდა ბრტყელტუჩა, სახრახნისი და ჰკითხა, თუ რას აკეთებდა აქ. მათთან ასევე მივიდა ლ-–- მ--------იაც, რომელთან ერთადაც სასაუბროდ გადაინაცვლეს კორპუსის სადარბაზოში. ნ-------- თ--------–---–მა უთხრა, რომ რამდენიმე დღის წინათაც იყო მისული მითითებულ ადგილას და წაიღო მათი კუთვნილი სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომლებიც ჩააბარა ე-–----------------ზე და თუ გაუშვებდნენ ყველაფერს დააბრუნებდა. საბოლოო ჯამში ლ-–- მ--------იასთან და ნ-------- თ--------–---–თან ერთად მისი კუთვნილი ა/მანქანით მივიდა პო-–-–--------------–---ში. ასევე მიუთითა, რომ ნ-------- თ--------–---–ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და იარაღით მუქარას ადგილი არ ჰქონია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში კ------- ნ-----–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 19 თებერვალს, განცახდების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლით. მოწმის სახით გამოკითხა განმცხადებელი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ქურდობის ფაქტი. ნ-------- თ--------–---–მა საუბრისას განუცხადა, რომ ნამდვილად ცდილობდა ქურდობის ჩადენას, თუმცა გამოკითხვის დროს გამოიყენა დუმილის უფლება. სავარაუდოდ, როგორც ახსოვს ბრალდებულს ეტყობოდა ფიზიკური დაზიანებები. ნ-------- თ--------–---–ს გაეცნო დადგენილება პირადი ჩხრეკის შესახებ, ჩატარებული პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა ხელთათმანები, ჭანჭიკები, ბრტყელტუჩა და სახრახნისი, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით და დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. ბრალდებულს შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა, რაზედაც უარი განაცხადა. ასევე მიუთითა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხა ლ---- ქ-----–--- და საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი გამომძიებლები. ასევე შესაბამისი ობიექტიდან გამოითხოვა ვიდეოჩანაწერები, რის შემდეგაც ლ-–- მ--------იასთან“ ერთად მოახდინა აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მ-----– მ-----–-–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 20 თებერვლის მდგომარეობით მუშაობდა საქართველოს შ-------------------–-------------------–---–--------------------------------ლის თანამდებობაზე. 2017 წლის 20 თებერვალს, ხელმძღვანელობისგან მიღებული დავალების საფუძველზე, ღამის საათებში, ე------------------–------ის და შპს ,ქ----.“-ს დ-----------ის - ლ-–- მ--------იას მონაწილეობით დაათვალიერა ქ------–--–----------------------------------------------ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილი. ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ბოქლომი, გასაღები; პირველი სართულის აივნიდან ამოღებული იქნა ე.წ. ,,---–--, ელექტრო ბურღი და ელექტროსადენების კოჭა. ექსპერტების მონაწილეობით და ლ-–- მ--------იას მითითებით მოხდა მშენებარე კორპუსის უკანა მხარეს გაჩერებული ნ-------- თ--------–---–ის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერება, საიდანაც ამოღებული იქნა 4 ცალი სახრახნისი, 1 ცალი ,,მკვნეტარა“, 1 ცალი ბურღი, ა/მანქანის გასაღები და ა/მანქანა, რის შემდეგაც ა/მანქანა და ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით და შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები. ოქმებში დაფიქსირებული იქნა საგამოძიებო მოქმედებების მიდინარეობა და შედეგები. ასევე განმარტა, რომ ნ-------- თ--------–---–ს პ---–-–--------------–------------------–---ლ შენობაში გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის კუთვნილი ა/მანქანის დათვალიერების შესახებ, რის შემდეგაც ჩატარდა აღნიშნული ა/მანქანის დათვალიერება.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ა-–---------- ნ-----–---–მა განაცხადა, რომ მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე - ნ----- მ------–---–თან ერთად მივიდა ქ-------–--–----------------------------ე მდებარე შემთხვევის ადგილზე, სადაც სასაწყობე კონტეინერის მესაკუთრის და გამომძიებლის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. დათვალიერებისას მოახდინა შემთხვევის ადგილის დასურათება, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ბოქლომი, გასაღები და ა.შ. ხოლო კონტეინერის გვერდით საცხოვრებელი კორპუსის პირველი სართულიდან -,,დრელი” და ე.წ. ,,---–--. აღნიშნულის შემდეგ, დაათვალიერეს მითითებული კორპუსის უკანა მხარეს გაჩერებული ა/მანქანა, საიდანაც ამოღებული იქნა სახრახნისები, ე.წ. ,,სვერდლოები“ და ა.შ. ასევე მიუთითა, რომ ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით და გადაეცა გამომძიებელს.
პირველი ინსტანციის სასამართლოში ნ----- მ------–---–მა განაცხადა, რომ 2017 წლის 20 თებერვალს საქართველოს შ-------------------–-------------------–-----ან მიღებული შეტყობინების საფუძველზე მეწყვილე - ა-–---------- ნ-----–---–თან ერთად შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით გამოცხდდა ქ-------–--–-----------------------------------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილის დასურათების შემდეგ სასაწყობე კონტეინერის კარიდან ამოღებული იქნა ბოქლომი. მშენებარე ობიექტის პირველი სართულის აივნიდან ამოღებული იქნა ელექტროკოჭა, ელექტრო ბურღი და ე.წ. ,,---–--. დათვალიერებული იქნა დაკავებული პირის ა/მანქანა. ამოღებული იქნა 3 ცალი სახრახნისი, 1 ცალი ე.წ. ,,მკვნეტარა“, 1 ცალი მცირე ზომის ე.წ. ,,სვერლო“ და ა/მანქანის გასაღებები, რის შემდეგაც ა/მანქანა დაილუქა და გადაყვანილი იქნა სპეციალურ ავტოსადგომზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთები დაილუქა სათანადო წესით სპეციალურ პაკეტებში, გაკეთდა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირების ხელმოწერები, ხოლო საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობა და შედეგები გამომძიებლის მიერ ასახული იქნა შესაბამის ოქმებში, რომლებზეც მოაწერა ხელი.
2016 წლის 30 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის განაჩენით დგინდება, რომ ნ-------- თ--------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცვლელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 44-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 250 საათის ვადით.
2017 წლის 20 თებერვლის საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს თ---–------------–------------- ნომერი MOC 5---------- წერილით დგინდება, რომ ნ-------- ბ-------- ძე თ--------–---–ი (დაბადებული 1----–-–---------------ს, პ/ნ 0----------) თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენის საფუძველზე 2017 წლის 10 იანვრიდან დღემდე აღრიცვხაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში. ამასთან, ამავე განაჩენის დანიშნულ სასჯელს - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას იხდის მ-------------------------------ზე.
2017 წლის 20 თებერვლის ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩრეკის ოქმით დგინდება, რომ ქ------–--–----------------------ში ბრალდებულის სახით 2017 წლის 20 თებერვლის 00:59 საათზე დაკავებული იქნა ნ-------- თ--------–---–ი. ჩატარებული პირადი ჩხრეკისას, ნ-------- თ--------–---–ის შავი ფერის ჟილეტის მარჯვენა გარეთა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის 1 წყვილი ნაქსოვი ხელთათმანი, მოლურჯო ფერის ტარის მქონე სახრახნისი, ვერცხლისფერი ქანჩი, 4 ცალი ვერცხლისფერი ჭანჭიკი და სტაფილოსფერი ტარის მქონე ბრტყელტუჩა. იმავე ჟილეტის გარეთა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი ფერის საფულე მასში მოთავსებულ ნივთებთან ერთად. პირადი ჩხრეკის შედეგად ნ-------- თ--------–---–ისგან ზემოაღნიშნული ნივთებთან ერთად ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის კაპიშონიანი ჟილეტი.
2017 წლის 20 თებერვლის შემთხვევის ადგილის და ა/მანქანის დათვალიერების ოქმით და მასზე დართული ფოტოცხრილით დგინდება, რომ დათვალიერებული იქნა ქ------–--–----------------------------------------------ის მიმდებარე ტერიტორია, შემდეგ კორპუსის უკანა მხარეს მდგარი ,,-------- ფირმის, სახ. ნომრით W----------/მანქანა. შემთხვევის ადგილის და ა/მანქანის დათვალიერების დროს ე------------------–------ის მიერ ამოღებული იქნა: 1) საკეტი და გასაღები, 2) 1 ცალი ე.წ. ,,---–--, 3) 1 ცალი ელექტრო ბურღი, 4) 1 ცალი ელექტროსადენის კოჭა, 5) 3 ცალი სახრახნისი, 6) 1 ცალი ე.წ. ,,სვერლო“, 7) 1 ცალი მკვნეტარა, 8) ა/მანქანის გასაღები და 9) ა/მანქანა. ამოღებული ნივთები და საგნები დაილუქა სათანადო წესით.
2017 წლის 9 მარტის ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმით დგინდება, რომ შპს ,,ქ----“-ს წარმომადგენელ - ლ-–- მ--------იასგან სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი იქნა 2017 წლის 19 თებრვლის შპს ,,ქ----“-ს ვიდეოჩანაწერი, რომელიც ჩაწერილი იქნა DVD+RW დისკზე, მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა საქართველოს შსს ვ---------------–-------------------–-----------/6 ლუქით.
2017 წლის 9 მარტის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ შპს ,,ქ----“-ს წარმომადგენლის მონაწილეობით დათვალიერებული იქნა 2017 წლის 19 თებერვალს შპს ,,ქ----“-ს სასაწყობო კონტეინერზე გადაღებული ვიდეოჩანაწერი, სადაც დაფიქსირებულია ნ-------- თ--------–---–ის ქუდრობის მცდელობის ამსახველი ვიდეოკადრები, კერძოდ, ვიდეოფაილის გახსნისას ეკრანზე მარჯვენა მხარეს ჩნდება წარწერა ,,----------------------------------------------- ვიდეოჩანაწერის გაშვებისას კადრში ჩანს შპს ,,ქ----“-ს სასაწყობო კონტეინერი, რომლის მარჯვნივ, ღობის მეორე მხარეს დაპარკინგებულია სხვადასხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებები. აღნიშნული კონტეინერის კარების მხრიდან კადრში ჩნდება მაღალი, სრული აღნაგობის, მუქ ფერებში ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც აცვია შავი ფერის კაპიშონიანი ზედა ე.წ. ,,ჟილეტი“. იგი პირდაპირ მიდის კონტეინერის კარის შუაში არსებულ საკეტთან, ჩაიცუცქება და ცდილობს ბოქლომის გახსნას. აღნიშნული პიროვნება ცოტახნით ჩერდება და იხედება კამერის მიმართულებით და ათვალიერებს იქაურობას. ამ დროს კონტეინერის მარჯვენა მხარეს გზაზე შემოდის შუქებანთებული მსუბუქი ა/მანქანა, რა დროსაც მითითებული პირი ძირიდან იღებს რაღაც ნივთს და დგება ფეხზე. ლ-–- მ--------იას განმარტებით აღნიშნული პიროვნება არის ნ-------- თ--------–---–ი.
2017 წლის 5 აპრილის ს----------–----–--------------------------------------------------------–----------------------------- ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, სს N0----------- საქმეზე წარდგენილ: 1) სახრახნისის ზედაპირზე აღმოჩენილ მუქი ნაცრისფერ აკრილიკის ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ერთი წყვილი ხელთათმანის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მუქი ნაცრისფერ აკრილიკის ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება, 2) ბრტყელტუჩას ზედაპირზე აღმოჩენილ მოყავისფრო/მოშავო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ერთი წყვილი ხელთათმანის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ მოყავისფრო/მოშავო ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება და 3) ბოქლომის ზედაპირზე ერთი წყვილი ხელთათმანის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შ--------------- სა------------------------------------–----------------------------------------ა ი----- მ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე. განმარტა, რომ მისთვის გამოსაკვლევად წარდგენილ ბოქლომს ჰქონდა პრიალა ზედაპირი, რის გამოც მასზე ძალიან რთულია ბოჭკოს გადასვლა და შეკავება, ანუ ძალიან ადვილად არის შესაძლებელი, რომ შემხებლობის შემდეგ დაიკარგოს ბოჭკოები.
2017 წლის 13 ოქტომბრის ს----------–----–------------------------------------------------------------------------------------- ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის N------------ დასკვნის თანახმად, 1) სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამებზე არ აღენიშნება რედაქტირების ან მონტაჟის ნიშნები, 2) გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამა ხარისხის ამაღლების მიზნით დამუშავებული და გაწმენდილი იქნა სპეციალური პროგრამის უზრუნველყოფით - ,,-----------------------------------ის საშუალებით. ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული მოქმედებების, მათი თანმიმდევრულობის და შინაარსის ხასიათის სახეცვლილების გარეშე და 3) ვიდეოგრამიდან ამოღებული ფოტოსურათები დამუშავებული და გაწმენდილი იქნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით ,----------------ის საშუალებით. ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული მოქმედებების და შინაარსობრივი ხასიათის სახეცვლილების გარეშე.
პირველი ინტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა, საქართველოს შ--------------- ს--------------------------------------–----------------------------------------ა დ----- თ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნა არის კატეგორიული ხასიათის.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად ცნობილი მტკიცებულებები, კერძოდ, გამოკვლეული იქნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზაზე დართული 2 ცალი დისკი. ვიდეოჩანაწერში და ფოტოსურათებში გამოსახულია, რომ 2017 წლის 19 თებერვალს 22:06 საათზე, მშენებარე კორპუსებთან მდებარე სასაწყობო კონტეინერთან მიდის შავებში ჩაცმული პიროვნება, რომელიც ცდილობს აღნიშნული სასაწყობო კონტეინერის კარზე არსებული ბოქლომის გახსნას რამდენიმე წამის განმავლობაში, რის შემდეგაც კადრში ჩანს, რომ შემთხვევის ადგილისკენ მიემართება ა/მანქანა, რის გამოც აღნიშნული პიროვნება, რომელსაც აცვია კაპიშონიანი ზედა, ჟილეტი და ხელებზე უკეთია ხელთათმანები იღებს ნივთებს და ბრუნდება უკან. ასევე გამოკვლეული იქნა ნ-------- თ--------–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული 1 წყვილი ხელთათმანი, 1 ცალი სახრახნისი, ქანჩი, 4 ცალი ჭანჭიკი, პტყელტუჩა და შავი ფერის კაპიშონიანი ჟილეტი. შემთხვევის ადგილის და ა/მანქანის დათვალიერების დროს ამოღებული ა/მანქანის და სასაწყობე კონტეინერის კარის გასაღებები, ბოქლომი (რომელსაც, აღენიშნება თვალით ხილული დაზიანებები), 1 ცალი ელექტრობურღი, 1 ელექტროდრელი, 1 ცალი ე.წ. ,,---–-- - ძალაყინი, 4 ცალი სხვადასხვა ზომის სახრახნისი, 1 ცალი ე.წ. ,,სვერლო“, 1 ცალი მკვნეტარა და 1 ცალი ელექტროდამაგრძელებელი. აღნიშნული ნივთმტკიცებები დათვალიერების შემდეგ დაილუქა კანონით დადგენილი წესით.
მსჯავრდებულმა ნ-------- თ--------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ 2017 წლის 19 თებერვალს, შპს ,,-----ს ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე აგროვებდა შეშას, რა დროსაც მასთან მივიდა პიროვნება გვარად ,,მ--------ია“, მკლავში გაუყარა ხელი და გამოიყვანა ტერიტორიიდან. გამოსვლისას მათთან მიირბინა შეიარაღებულმა პი---- და დაუწყო ცემა და გინება. ასევე ნებართვის გარეშე გაჩხრიკეს მისი ა/მანქანა, შემდეგ ჩაიყვანეს შენობის სარდაფში, სადაც 4-5 პი---- მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩასვეს ა/მანქანაში და მიიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში.
დაცვის მხარე თავის დასკვნით სიტყვაში არგუმენტებს აყალიბებს მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგების საეჭვოობაზე, რადგან მიაჩნია, რომ არსებობს ეჭვი იმისა, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთები შესაძლოა გამოცვლილიყო ლ-–- მ--------იას და ლ---- ქ-----–---ს მხრიდან მათი განყოფილებაში მიყვანამდე. პალატა მოცემული არგუმენტების გაანალიზებისას უპირველეს ყოვლისა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ნოვთმტკიცებების გამოცვლის შესახებ რაიმე სახის დასაბუთებული პრეტენზიები დაცვის მხარეს პირველი ინსტანციის სასამართლო განხილვების მსვლელობისას დაფიქსირებული არ ჰქონია. უფრო მეტიც, ამ ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები დაცვის მხარის მიერ არც სააპელაციო სასამართლო სხდომაზე ყოფილა წარმოდგენილი, რაც ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ იგი დაფუძნებულია მხოლოდ მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი ადვოკატის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაზე, რა დროსაც თავად მსჯავრდებულსაც არ აღუნიშნავს ის გარემოება, რომ ლ-–- მ--------იამ და ლ---- ქ-----–---მ პო-–-–--------------–---ში მიიტანეს ისეთი ნივთიერი მტკიცებულებები (რომელიც შემდეგ საქმეს დაერთო) რაც მას არ გააჩნდა. აღნიშნული საპირისპიროდ ბრალდების მხარის მიერ მსჯავრდებულის პირადი ჩხრეკის და შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად დამდგარი შედეგების თაობაზე წარმოდგენილი იქნა არაერთი მტკიცებულება (ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, საგამოძიებო მოქმედებების ჩამტარებელი პირები, ნივთიერი მტკიცებულებები და ა.შ.), რომლებიც საქმეზე კონკრეტული მოქმედებების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებების წარმომავლობასთან დაკავშირებით იძლევიან ერთ საერთო სურათს, რა დროსაც ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით გამოირიცხება ყოველგვარი ეჭვის ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის შესახებ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ როგორც ზემოთ აღინიშნა დაცვის მხარე საეჭვოდ მიიჩნევს ნივთიერი მტკიცებულებების მსჯავრდებულის კუთვნილების ფაქტს, თუმცა თავის დასკვნის სიტყვაში ასევე უთითებს, რომ საქმეზე წარმოდგენილ გარკვეულ ნივთმტკიცებებზე არ არის დაფიქსირებული მსჯავრდებულის ანაბეჭდები, რომელიც აპელანტის არგუმენტებით მსჯავრდებულს ამათლებს წარდგენილ ბრალდებაში (კერძოდ, დაცვის მხარე ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები საერთოდ არ უნდა იქნეს გაზიარებული (რადგან იგი შეიძლება გამოიცვალა), ხოლო მორე შემთხვევაში აღნიშნავს, რომ იგივე მტკიცებულებების ის ნაწილი, რომელზედაც არ გამოვლენილა მსჯავრდებულის ანაბეჭდები უნდა იქნეს გაზიარებული). აღნიშნულ გარემოებების შეფასება ცხადყოფს, რომ დაცვის მხარის არგუმენტები ნივთიერი მტკიცებულებების შესაძლო გამოცვლის შესახებ არათუ წინააღმდეგობაში მოდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, არამედ აპელანტის არგუმენტები ატარებენ ურთიერთწინააღმდეგობრივ ხასიათს, რა დროსაც ნათლად იკვეთება, რომ დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული არგუმენტები არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, რაც პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ საქმეზე არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც დაადასტურებდნენ მსჯავრდებულის ბრალეულობას, ხოლო ვიდეოჩანაწერში ასახული ინფორმაცია არ არის სანდო მტკიცებულება. მოცემული გარემოებების გაანალიზებისა და შეფასებისას პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის დასაბუთებას მითითებულ გარემოებებთან მიმართებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერე მკაფიო ფორმით და ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის თვალსაზრისით ჩამოყალიბებულია კონკრეტული გარემოებების ნამდვილად არსებობის დასაბუთება და არგუმენტები, რა დროსაც ნათლად არის გამოკვეთილი ის კონკრეტული გარემოებები, თუ რომელი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე, დეტალურად არის მიმოხილული ვიდეოჩანაწერის მოპოვებისათვის დადგენილი კანონიერების ჩარჩოები, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმების დაცვით არის განხორციელებული, შესაბამისად წარმოდგენილ მტკიცებულებათა გაანალიზებით ნათელია, რომ საქმეზე წარმოდგენილია არაერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომელიც დამაჯერებლობის მაღალი ხარისხით მიუთითებს მასზედ, რომ სახეზეა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული პირის ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ყველა ობიექტური და სუბიექტური გარემოების ერთობლივად არსებობის ფაქტი, რის გამოც აპელანტის არგუმენტები თითქოსდა მსჯავრდებულს ბრალად წარდგენილი დანაშაული არ განუხორციელებია, ეწინააღმდეგება საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ის, რომ ნ-------- თ--------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.
რაც შეეხება მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ის მიმართ საბოლოოდ განსაზღვრულ სასჯელს, პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული სასჯელი უნდა შემცირდეს, რადგან სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათს და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირადი და ეკონომიკური პირობებს, ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულების შესაძლებლობას, რაც უკავშირდება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, რა დროსაც დანიშნული სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და აგრეთვე, გათვალისწინებულ უნდა იქნეს მსჯავრდებულის პიროვნება. სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და უნდა გახდეს მომავალში მსჯავრდებულის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მსჯავრდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედებები ჩადენილი იქნა პირობით მსჯავრად დადგენილი სასჯელის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, მიუხედავად ამისა პირველი ინსტანციის მოსამართლეს საქმის მასალების მიხედვით, ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის განესაზღვრა უფრო მსუბუქი სასჯელი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა სასჯელის მიზნების განხორციელება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოება, რომ ნ-------- თ--------–---–ის მიერ ადგილი ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების მცდელობას (სახეზეა დაუმთავრებელი დანაშაული). ამასთან, მსჯავრდებულის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებას არ გამოუწვევია მატერიალური ზიანი, ყოველივე აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის ხერხის, საშუალების და მისი პიროვნების გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ნ-------- თ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ნ-------- თ--------–---–ს სასჯელად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ისთვის დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულების შინაარსს, ხასიათს და მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენში ნ-------- თ--------–---–ი მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება სასჯელის შემცირების თვალსაზრისით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის რ---–---- ა----–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 15 ნოემბრის განაჩენში ნ-------- თ--------–---–ის მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება;
ნ-------- თ--------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქ/პუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქ/პუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის 2016 წლის 30 დეკემბრის განაჩენით ნ-------- თ--------–---–ის მიმართ დანიშნული სასჯელი პირობითი მსჯავრი - 3 წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ნ-------- თ--------–---–ს სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ ნ-------- თ--------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 20 თებერვლიდან.
მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მსჯავდებულ ნ-------- თ--------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - პატიმრობა გაუქმებულია.
ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
,,-------- მარკის ა/მანქანა და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საკეტი და გასაღები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ნ-------- თ--------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის კაპიშონიანი ჟილეტი და ხელთათმანები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ნ-------- თ--------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სახრახნისები, ჭანჭიკები და ბრტყელტუჩა. ასევე, ლ-–- თ--------–---–ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები - 2 (ცალი) კომპიუტერული დისკი, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მურმან ისაევი