განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100118002491230
საქმე №1ბ/86-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
11 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: მაია თეთრაული
სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე
მსჯავრდებული: ა-–----–----------- (პირადი ნომერი: №0----------), დაბადებული 1----–-–---------–--ს, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ-–-–------------------–---–--------–------------ში.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ ა-–----–-----------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ლ--------------–---მ და შ--–-----------–---–მა და ითხოვეს მსჯავრდებულ ა-–----–-----------ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენას.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის 16 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–------------------–---–--------–------------ში, ა-–----–----------- მასთან ერთად მცხოვრებ ბებიას, გ---–---------------ს შეეკამათა წინა დღეს გამოძახებული სასწრაფო დახმარების გამო. აღნიშნული მიზეზით ა-–----–----------მა სამზარეულოდან გამოიტანა ცივი იარაღი - ყვითელტარიანი დანა და სიტყვებით: „არ გაცოცხლებ“, „დაგკლავ ღორივითო“, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა გ---–---------------ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სისხლის სამართლის საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ გ---–---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ვ-–-–------------------–---–--------–------------ში ცხოვრობს შვილთან თ---------–----------თან, შვილიშვილთან ა-–----–----------თან და მის ცოლ-შვილთან ერთად. 2018 წლის 16 მაისს, სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა შვილიშვილთან ა-–----–----------თან, რა დროსაც დანა თავად ეჭირა ხელში და იქვე ეზოში, ხის ძირში დააგდო. კონფლიქტის მიზეზი გახდა წინა დღეს ბრალდებულისათვის გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რამაც ა-–-- გაღიზიანება გამოწვია, ვინაიდან ნასამართლევია და დამატებითი პრობლემები არ ჭირდებოდა. დაზარალებულის განმარტებით, ა-–----–----------- ძალიან აღელვებული იყო, რის გამოც შეეშინდა რამე არ დაეშავებინა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რაც შემდეგ ინანა. დაზარალებულის ჩვენებით, პოლიციელებს თავად შეუძღვა ეზოში, მათ კი ა-–----–----------- დააკავეს. დაზარალებულის განმარტებით, ეს იყო ბრალდებულთან კამათის პირველი შემთხვევა და მანამდე საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტები ვერ გაიხსენა. დაზარალებულმა განაცხადა, რომ ა-–-- ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომელსაც დედა ზრდის, ბავშვი ტირის და მამას ითხოვს, გარდა ამისა ეცოდება შვილიშვილიც.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე ნ------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ ძირითადად ცხოვრობს აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში, თბილისში კი დედას, გ---–---------------ს სტუმრობს ვ-------–---–----------–------------ში. 2018 წლის 11 მაისს, აზერბაიჯანიდან რამდენიმე დღით ჩამოვიდა დედის სანახავად, რომელთან ერთადაც ცხოვრობენ მისი ძმა თ---------–----------ი, ძმისშვილი ა-–----–-----------, მისი მეუღლე მ------ი და 2 წლის შვილი. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 16 მაისს, დღის პირველ ნახევარში, დედასთან და ძმასთან ერთად იმყოფებოდა სახლის წინ ეზოში. ამ დროს სახლიდან გამოვიდა ა-–----–----------- და ბებიას დაუწყო საქმის გარჩევა, „რატომ გამოიძახე გუშინ სასწრაფო, რა გინდა პრობლემებს რატომ მიქმნიო“. შემდეგ ბრალდებული შევარდა სამზარეულოში, გამოიტანა ყვითელტარიანი დანა და წავიდა გ---–---------------ისაკენ, რომელსაც მიმართავდა სიტყვებით „ყელს გამოგჭრი, მოგკლავო“. თ---------–----------ი წინ გადაუდგა ბრალდებულს, თუმცა ა-–----–----------- კვლავ აგრძელებდა მუქარას. დაზარალებული ცუდად გახდა, ბრალდებული კი კვლავ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. გ---–---------------მა ა-–-- უთხრა, რომ ამდენს აღარ მოუთმენდა და დარეკავდა პოლიციაში, რის გამოც ბრალდებული უარესად გაღიზიანდა და კიდევ ერთხელ დაემუქრა ბებიას, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა. საბოლოოდ, ბრალდებულმა ეზოში მდებარე ხის ძირში დააგდო დანა. პოლიცია გამოძახებიდან მალევე მივიდა და ბრალდებული დააკავეს. მიუხედავად ამისა, დაკავებული ა-–----–----------- კვლავ განაგრძობდა მუქარას ბებიის მისამართით და სამართალდამცავების თანდასწრებითაც იმეორებდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა მას. დაზარალებულმა მოწმესა და თ---------–----------ს დაუდასტურა, რომ მათი არყოფნის შემთხვევაში ბრალდებული მას აუცილებლად მოკლავდა. მოწმის ჩვენებით, გარდა დაზარალებულის სუბიექტური განცდისა, ბრალდებულის მხრიდან განხორციელებული მუქარა მისი შეფასებითაც იყო რეალური, რადგან ა-–----–----------- ისეთი გაცოფებული იყო, რომ აუცილებლად მოკლავდა ბებიას, რომ არა შემსწრე პირები (მამიდა და მამა). დაზარალებული ძალიან ცუდად იყო და ამბობდა, რომ ეს ა-–-- მხრიდან არ იყო პირველი შემთხვევა და ეშინოდა, რომ თუ იგი გარეთ დარჩებოდა, აუცილებლად მოკლავდა.
მოწმეების ექსპერტ -კრიმინა-–--ტების ზ--------------–---–ის და ზ---------–----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მაისს, მუქარის ფაქტზე შესული გამოძახების საფუძველზე, დაახლოებით 10-15 წუთში ზ---–----ე და ზ--------–---–ი გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისში, ვ-------–---–----------–------------ში, სადაც დახვდათ საპატრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი, დაზარალებული გ---–---------------ი და მისი შვილები: თ------- და ნ-------. გამომძიებლის მითითებით ჩატარდა ეზოს დათვალიერება, რა დროსაც დაზარალებულმა გ---–---------------მა მიუთითა ხის ძირში დაგდებულ ყვითელტარიან სამზარეულოს დანაზე და განაცხადა, რომ აღნიშნული დანის გამოყენებით დაემუქრა მას შვილიშვილი ა-–----–----------- სიცოცხლის მოსპობით. ექსპერტებმა დაასურათეს შემთხვევის ადგილი, ამოიღეს და სათანადო წესით დალუქეს დანა, რომელიც გადაეცა გამომძიებელს. ზ---–----ემ დამატებით განმარტა, რომ გ---–---------------ი იყო მოზღვავებული ემოციების ქვეშ, იყო ნამტირალევი და აჟიტირებული, რაც განაპირობა შვილიშვილის ა-–----–-----------ს მიერ განხორციელებულმა მუქარამ. მოწმეთა ჩვენებებით, მათი მისვლის დროისათვის, ა-–----–----------- უკვე დაკავებული იყო და შემთხვევის ადგილზე აღარ იმყოფებოდა.
მოწმის - საპატრულო პოლიციის თანამშრომლების გ-----–----ს და ლ-------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მაისს, გამოძახების საფუძველზე, გ-----–---- და ლ-------------ი გამოცხადდნენ ქ.თბილისში, ვ-------–---–----------–------------ში, ეზოს კართან შეეგებათ დაზარალებული გ---–---------------ი. ეზოში პირველი შევიდა ლ-------------ი, გ-----–---- კი კართან ესაუბრებოდა ასაკოვან ქალბატონს. ეზოში შესულმა ლ---------მა დაინახა ა-–----–-----------, რომელსაც ხელში ეჭირა ყვითელტარიანი დანა და მუქარასა და აგრესიას გამოხატავდა ბებიის მიმართ, მის შეკავებას კი ცდილობნენ მამა და მამიდა. ლ-------------მა ბრალდებულს დამშვიდებისა და დანის დაგდებისკენ მოუწოდა, იმავდროულად იარაღზეც მოიკიდა ხელი, რომ შეეშინებინა ბრალდებული და სიტუაცია განემუხტა, რამაც შედეგი გამოიღო და ა-–-- დანა ხის ძირში დააგდო. ეზოში შესულმა გ-–----მაც დაზარალებულის მითითებით, ხის ძირში დაინახა დანა, გ---–---------------ი კი მას უხსნიდა, რომ აღნიშნული დანის გამოყენებით ემუქრებოდა შვილიშვილი, რომ ყელს გამოჭრიდა. მოწმეთა განმარტებით, ასაკოვანი დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული, კანკალებდა და აცხადებდა, რომ შვილიშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ა-–----–----------- გაარიდეს დაზარალებულს, რომელიც აგრესიას გამოხატავდა როგორც ბებიის, ისე სამართალდამცველების მიმართ. ბრალდებულმა, მისმა მამამ და მამიდამ დაუდასტურეს პოლიციის თანამშრომლებს მომხდარი ფაქტი, ა-–----–----------- კი დამატებით აღნიშნავდა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა დაზარალებულს. ბრალდებული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბებიას სიტყვებით, რომ ყელს გამოჭრიდა დანით. პოლიციელებმა ა-–----–----------- ადგილზე დააკავეს და აგრეთვე გამოსცეს შემაკავებელი ორდერი. მოწმე ლ-------------მა დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ ინციდენტამდე სამჯერ არის ნამყოფი ა-–------------ის ოჯახში სხვადასხვა მიზეზით. მოწმის ჩვენებით, ბრალდებული პოლიციის თანამშრომლების თანდასწრებით ემუქრებოდა ბებიას, რომ თუკი დაიჭერდნენ, ციხეს ორი კარი ჰქონდა და იქიდან გამოსული მაინც მოკლავდა. დაზარალებული ძალიან შეშინებული იყო და განმარტავდა, რომ აღარ შეეძლო ასეთი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება, ბრალდებულის მამა და მამიდაც ითხოვდნენ პოლიციის თანამშრომლებისაგან ბრალდებულის წაყვანას, რომ უბედურება არ დატრიალებულიყო და არ მოეკლა ბებია. ლ-------------ის ჩვენებით, ალკოტესტით შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ა-–----–----------- იყო ფხიზელ მდგომარეობაში.
მოწმემ - გამომძიებელმა ვ-----------------–--ემ დაადასტურა მის მიერ და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2018 წლის 16 მაისს, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის თაობაზე შესული შეტყობინების საფუძველზე, ვ-----------------–--ე გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე - ქ.თბილისში, ვ-------–---–----------–------------ში, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ბრალდებული ა-–----–-----------, დაზარალებული გ---–---------------ი და მისი შვილები: ნ------- და თ-------. მოწმის ჩვენებით, დაზარალებული იყო ძალიან შეშინებული, აღელვებული და რამდენჯერმე იტირა, აცხადებდა, რომ შვილიშვილი დანის გამოყენებით ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აღნიშნულ ფაქტს კი ასევე ადასტურებდნენ თვითმხილველი მოწმეები: თ---------–----------ი და ნ------------------ი. დაზარალებულმა გამომძიებელს მიუთითა ეზოში, ხის ძირში დაგდებულ დანაზე, რომლითაც ა-–----–----------მა მის მიმართ განახორციელა მუქარა. მოწმემ დაადასტურა, რომ დაზარალებულთან მისი საუბრის დროსაც ბრალდებული აგრძელებდა მუქარას ბებიის მიმართ, მათ შორის, აზერბაიჯანულ ენაზე, რაც განუმარტა დაზარალებულმა. გამომძიებლის ჩვენებით, დაზარალებულისა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნა იყო ა-–----–-----------ს დაკავება, ვინაიდან ძალიან შეწუხებულები იყვნენ ბრალდებულის ქმედებებით, აგრეთვე ეშინოდათ, რომ თუკი არ დაიჭერდნენ ა-–--, იგი აუცილებლად მოკლავდა ბებიას. მოწმის ჩვენებით, ა-–----–----------- დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე და მის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერიც.
მოწმე თ---------–----------მა (ბრალდებულის მამა) ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება შვილი.
ბრალდებულ ა-–----–-----------ს ჩვენებით, გ---–---------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა არ განუხორციელებია, მით უფრო დანის გამოყენებით. 2018 წლის 16 მაისს მხოლოდ მამასთან მოუხდა კონფლიქტი წინა დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახებასთან დაკავშირებით. მამა-შვილის კონფლიქტის შემხედვარე გ---–---------------მა თქვა, რომ თუ არ გაჩერდებოდნენ, პატრულს გამოიძახებდა, რასაც საერთოდ არ მიაქცია ყურადღება. ბრალდებულის ჩვენებით, დაახლოებით 5-10 წუთში მივიდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები და დააკავეს, ვინაიდან მისთვის მოულოდნელად ბებიამ სამართალდამცველებს უთხრა, რომ შვილიშვილს მასთან ჰქონდა კონფლიქტი.
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 მაისს 13:05 საათზე, ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ა-–-----------ს ძე ა-–-----------.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 16 მაისს, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი - ქ. თბილისში, ვ-–-–-------–-----------–---–--------–-------------ში მდებარე გ---–---------------ის საცხოვრებელი სახლის ეზო, რა დროსაც ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან მოპირდაპირედ ხის ქვეშ მიწის ზედაპირიდან, დაზარალებულის მითითებით, ამოღებული იქნა ერთი ცალი ყვითელტარიანი დანა, წარწერა „STAINLESS STEEL”. გ---–---------------ის განმარტებით, 2018 წლის 16 მაისს, აღნიშნული დანის გამოყენებით, მისი შვილიშვილი ა-–----–----------- დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. ამოღებული ნივთი დაილუქა სათანადო წესით, ხოლო შემთხვევის ადგილი დასურათდა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ-----–-----–--მ დაადასტურა მის მიერ გაცემული კრიმინა-–--ტიკური ექსპერტიზის №1----–- დასკვნის სისწორე, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 2018 წლის 16 მაისს, ქ.თბილისში, ვ-–-–-------------------–---–--------–------------ში შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
შემაკავებელი ორდერის №0----- თანახმად, 2018 წლის 16 მაისს, მოძალადე ა-–----–----------ს, ბებიის გ---–---------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის გამო, 30 დღის ვადით აეკრძალა მსხვერპლთან - გ---–---------------თან, მის სამსახურთან და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-–----–-----------ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
სამართლებრივი შეფასება:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ ა-–----–-----------ს გამართლების თაობაზე, იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდნენ მსჯავრდებულის მიერ მასზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს, რადგან აღნიშნული არ გამომდინარეობს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ თვით დაზარალებულ გ---–---------------ის, მოწმეების ნ------------------ის, ზ--------------–---–ის, ზ---------–----ის, გ-----–----ს, ლ-------------ის, ვ-----------------–--ის ჩვენებებით უტყუარად დასტურდება, რომ ა-–----–-----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულ გ---–---------------ის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა მუქარას.
პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული გ---–---------------ა თავის ჩვენებაში პირდაპირ არ საუბრობს მსჯავრდებულის მიერ მასზედ განხორციელებულ მუქარაზე და მუქარით გამოწვეულ შიშზე, იგი ადასტურებს და ვერ უარყოფს შვილიშვილთან - ა-–----–----------თან მომხდარი კონფლიქტისა და საპატრულო პოლიციის გამოძახების ფაქტს, რათა მისთვის აღელვებულ შვილიშვილს არაფერი დაეშავებინა. პალატას მიაჩნია, სასამართლო სხდომაზე მისი ამგვარი ჩვენება გამოწვეულია შვილიშვილისათვის პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მოტივით, ვინაიდან მას ეცოდება იგი და არ უნდა რომ მისი მცირეწლოვანი შვილი მამის გარეშე დატოვოს. მოწმეების ნ------------------ის, გ-----–----ს და ლ-------------ის ჩვენებებით, უტყუარად დასტურდება, რომ ა-–----–-----------ს მხრიდან ადგილი ჰქონდა დაზარალებულ გ---–---------------ას მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარას. მათ დეტალურად აღწერეს შემთხვევის ფაქტობრივი გარემოებები, დაზარალებულ გ---–---------------ას ფსიქიკური მდგომარეობა, თუ როგორი შეშინებულ და შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი, კანკალებდა და ითხოვდა დახმარებას, ვინაიდან როგორც თავად ამბობდა მუქარა რეალურად აღიქვა. პალატა ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ არა მარტო თვითონ დაზარალებულმა, ფაქტის თვითმხილველმა მოწმემ, ნ------------------მა მუქარა იმდენად რეალურად აღიქვა, რომ იგი პოლიციის თანამშრომელებისაგან ითხოვდა ძმიშვილის დაკავებას, რათა ბებიისათვის არაფერი დაეშავებინა. მისი ჩვენებით დადგენილია, რომ ა-–----–----------- ბებიასთან კონფლიქტის დროს, ბებიას ყვითელტარიანი დანით ემუქრებოდა ყელის გამოჭრით და მოკვლით. მისივე ჩვენებით, იგი სამართალდამცავების მოსვლის შემდეგაც აგრძელებლდა მუქარას. მოწმე ნ------------------ას ჩვენება შესაბამისობაშია, მოწმეების ლ-------------ისა და გ-----–----ს ჩვენებებთან. მათი ჩვენენებებით დადგენილია, რომ მსჯავრდებული მათი თანდასწრებითაც გამოხატავდა აგრესიას ბებიის მიმართ და მას მამიდა და მამა აკავებნენ. კერძოდ, ლ-------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ როდესაც ის და გ-----–---- ოჯახური კონფლიქტის გამო მივიდნენ გამოძახებულ მისამართზე, იგი ეზოში პირველი შევიდა და დაინახა ა-–----–-----------, რომელსაც ხელში ყვითელტარიანი დანა ეჭირა და ემუქრებოდა ბებიას სიცოცხლის მოსპობით, შემდეგ კი ა-–-- დანა ხის ძირში მიაგდო, ბრალდებულის მამა და მამიდა თხოვდნენ პოლიციას ა-–-- წაყვანას, რომ უბედურება არ დატრიალებულიყო და მართლა არ მოეკლა ბებია. გ-----–----ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ ეზოში შესულს დაზარალებულმა მას დაანახა ხის ძირში დაგდებული დანა, რითაც შვილიშვილი მას ემუქრებოდა. ორივე მოწმე ადასტურებს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ასაკოვანი დაზარალებული იყო ძალიან აღელვებული, შეშინებული, კანკალებდა და აცხადებდა, რომ შვილიშვილი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, აცხადებდა, რომ აღარ შეეძლო ასეთი ზეწოლის ქვეშ ცხოვრება. ამასთან, ორივე მოწმე ადასტურებს, რომ მათივე თანდასწრებით ა-–----–----------- განაგრძობდა მუქარას ბებიის მისამართით და ეუბნებოდა რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ აუცილებლად მოკლავდა მას, დანით გამოჭრიდა ყელს. ლ-------------ის ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ იგი აღნიშნულ ინციდენტამდე სამჯერ არის ა-–----–-----------ს ოჯახში ნამყოფი სხვადასხვა მიზეზით.
ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ა-–----–----------მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორცილებების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვა-–--წინებული საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ა-–----–----------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.
ა-–----–-----------ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მის მიერ ახალი დანაშაული ჩადენილია პირობითი მსჯავრის პერიოდში.
სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას სრულად გაითვა-–--წინა დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება და ისე განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც პალატის აზრით სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვა-–--წინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი, ა-–----–-----------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი სამართლიანი. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულება დანა (რომელიც ინახება თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ა-–----–-----------ს ინტერესების დამცველი ადვოკატების ლ--------------–---ს და შ--–-----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 6 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
ა-–----–----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-–--წინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ა-–----–-----------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის და 6 თვის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახალი განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით და ამავე სასამართლოს 2018 წლის 2 მარტის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით, ა-–----–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.
მსჯავრდებულ ა-–----–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომეტიდან - 2018 წლის 16 მაისიდან.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - დანა (რომელიც ინახება თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მაია თეთრაული