განაჩენი

სისხლის სამართლის 01.02.2019
საქმის ნომერი
160100118002448669
ინსტანცია
თარიღი
01.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 160100118002448669

საქმე №1ბ/699-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - გი------------–---–ის

ადვოკატ - სუ-–------------–---ის

გამართლებულ - ალ----–---ის

თარჯიმან - ას--------–--------ის

მონაწილეობით

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ალ----–---ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------ს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქის, დაოჯახებულის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: მარნეულის რაიონი, ს------–---------------–ი, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენით ბრალდებული ალ----–---ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ალ----–---ს ბრალი ედებოდა მასზედ, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის ს------–---------------–ში, ალ----–---მა ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე, ყელის არეში ხელის წაჭერით, თმებით თრევისა და ბარძაყების არეში ფეხის დარტყმის გზით ფიზიკურად იძალადა თავისი მეუღლის - რუ-------–---ას მიმართ, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი, რასაც ასევე ესწრებოდნენ მათი არასრულწლოვანი შვილები - ფი--------------------–----–---ები.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის 3 აპრილს, დაახლოებით 20:00 საათზე, მარნეულის რაიონის ს------–--------------–ში, ალ----–---ს, რუ-------–---ას მიმართ, მათი არასრულწლოვანი შვილების ფი--------------------–----–---ების თანდასწრებით, ძალადობა არ განუხორციელებია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და ალ----–---ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ალ----–---ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, კერძოდ, საქმეში არსებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით რუ-------–---ას აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები მარცხნივ კისერზე და წინამხარზე, მარჯვენა ბარძაყის არეში. სასამართლო სხდომაზე გამოკითხულმა გამომძიებელმა თე-----------------–---–მა დაადასტურა, რომ დაზარალებულმა მას განუცხადა ალ----–---ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ. მეუღლეებს შორის კონფლიქტის არსებობის ფაქტი დაადასტურა შემაკავებელი ორდერის გამომწერმა გამომძიებელმა ბა-------–-–-----------მა.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

დაცვის მხარემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის პოზიციას, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება ალ----–---ის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ფაქტი, პალატა არ იზიარებს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისი იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით არ იქნა დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ალ----–---მა მეუღლის - რუ-------–---ას მიმართ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით განახორციელა ძალადობა, კერძოდ:

ბრალდების მხარემ თავისი პოზიციის დასასაბუთებლად სასამართლოს წარუდგინა შემდეგი მტკიცებულებები: დაზარალებულ რუ-------–---ას გამოკითხვის ოქმი, მოწმე სო-----–---ას გამოკითხვის ოქმი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეები: ბა-------–-–-----------ი და თე-----------------–---–ი.

დაზარალებულმა რუ-------–---ამ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა მეუღლის - ალ----–---ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, ხოლო ალ----–---მა თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებულის მიერ ჩვენების მიცემაზე უარის თქმა, რა თქმა უნდა ცალსახად არ შეიძლება გახდეს გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძველი, თუ პირის ბრალეულობა დასტურდება სასამართლოში გამოკვლეული სხვა მტკიცებულებებით, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

ამასთან, პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება. ხოლო, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად მოწმეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. მოცემულ შემთხვევაში მოწმის გამოკითხვის ოქმის/ჩვენების გამოქვეყნების კანონით გათვალისწინებული საფუძველი არ არსებობს, შესაბამისად, პალატა ვერ დაეყრდნობა მოწმის მიერ გამოძიების ეტაპზე დაფიქსირებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და სასამართლო პროცესი უნდა გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის აღნიშნული დათქმის მიხედვით, როცა მსხვერპლი უხეშად ერევა მართლმსაჯულების განხორციელებაში მისი პოზიციით, არ მისცეს ჩვენება ბრალდებულის წინააღმდეგ, ამის საპირწონედ, უნდა არსებობდეს მკაფიო და წონადი მტკიცებულებები ბრალდებულის ბრალეულობის დასადასტურებლად. რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა სო-----–---ა, რომელიც არის ალ----–---ის და რუ-------–---ას მეზობელი. მოწმის განმარტებით, დაახლოებით დღის 6-7 საათზე იგი მივიდა სტუმრად ალ----–---ის სახლში, რუ-------–---ას ბავშვი (ბიჭი) ეჭირა ხელში და მიდიოდა, რა დროსაც მას მამამთილმა უთხრა არ წასულიყო, მას არავინ ეჩხუბებოდა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მისმა მეუღლემ რ------ და ბავშვი წაიყვანა მამამისის სახლში, რუ-------–---ას სახლიდან წასვლის მიზეზი მოწმისათვის უცნობია. სო-----–---ას განმარტებით რუ-------–---ას და ალ----–---ს ერთმანეთთან აქვთ კარგი ურთიერთობა.

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად პირადი გასინჯვის მონაცემებით (04.04.2018 წელი) რუ-------–---ას აღენიშნება სისხლჩაქცევები მარცხნივ კისერზე და წინამხარზე, მარჯვენა ბარძაყის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.

პალატა აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასკვნა არის პირდაპირი სახის მტკიცებულება, რაც ადასტურებს დაზიანებების მიყენების ფაქტს, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დასკვნაში მოცემული ინფორმაცია, თუ ვინ მიაყენა დაზარალებულს დაზიანებები, არ დაადასტურა ამ უკანასკნელმა.

 

რაც შეეხება ბრალდების მოწმეების, პოლიციის თანამშრომლების: ბა-------–-–-----------ის და თე-----------------–---–ის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაზარალებულის და სხვა პირთა მონათხრობს ეფუძნება და ძალადობის ფაქტების მიმართ წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის კონსტიტუციურ-სამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც ასეთი ჩვენება საფუძვლად არ უნდა დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების ერთობლიობის არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს უქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც /იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება N561აპ-15 საქმეზე/.

მოცემულ შემთხვევაში კი ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარდგენილი ორი პირდაპირი მტკიცებულება.

რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ უნდა აღინიშნოს, რომ არცერთი მათგანი საქმისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ალ----–---ის ბრალეულობასთან დაკავშირებით არ შეიცავენ.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში არ ყოფილა წარდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ალ----–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების და გამამართლებელი განაჩენის გაუქმების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 17 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ბრალდებული ალ----–---ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;

 

ალ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.

გაუქმდეს ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 10 აპრილის განჩინება ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა მოეხსნას ბ---------–---ის უძრავ ქონებას საკადასტრო კოდით 8------------

 

ალ----–---ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე