განაჩენი

სისხლის სამართლის 13.02.2019
საქმის ნომერი
200100118002667904
ინსტანცია
თარიღი
13.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 200100118002667904

საქმე №1ბ/113-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

გი----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-------------ს, პირადი ნომერი: 2----------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, დაოჯახებულის, ნასამართლევის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: თელავის რაიონი ს------–-----------, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენით:

გი----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

გი----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი----------–---–ს დაენიშნა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გი----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო - 84 (ოთხმოცდაოთხი) დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 420 (ოთხასოცი) საათს და გი----------–---–ს დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორასორმოცი) საათი - ჩაეთვალა მოხდილად.

 

გი----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით;

2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) 2018 წლის 05 ივნისიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით, თელავის რაიონის ს------–---------–-, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, გი----------–---–ი სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ლანძღავდა და აგინებდა მამას ალ------------------–---–ს. მის მიმართ განხორციელებული სისტემატური შეურაცხყოფის შედეგად ალ------------------–---–ი განიცდიდა სულიერ ტანჯვას.

2) 2018 წლის 06 სექტემბერს N------ შემაკავებელი ორდერით გი----------–---–ს ერთი თვის ვადით აეკრძალა იმ სახლთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი - ალ------------------–---–ი ცხოვრობს, ასევე აეკრძალა მსხვერპლთან კონფლიქტში შესვლა და მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, მის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა.

2018 წლის 08 სექტემბერს, თელავის რაიონული სასამართლოს დადგენილებით გი----------–---–ი ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752-ე მუხლის პირველი ნაწილით და ადმინისტრაციული სახდელი სახით შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა ექვსი დღე-ღამის ვადით.

2018 წლის 19 სექტემბერს, შუადღის საათებში, თელავის რაიონის ს------–---------–-, გი----------–---–მა დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მივიდა მამის ალ------------------–---–ის საცხოვრებელ სახლში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნა---------------–---–მა და ითხოვა თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი----------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის დაუსაბუთებელი და უსამართლო, რადგან სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ არ გაითვალისწინა დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება. გი----------–---–ი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას მამის მიმართ და არ აძლევდა ნორმალური ცხოვრების საშუალებას, რის გამოც დაზარალებული განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას. მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ გი----------–---–ი სისტემატურად მოიხმარს ალკოჰოლურ სასმელს, რა დროსაც ხდება აგრესიული ალ------------------–---–ის მიმართ და ხშირად აქვს კონფლიქტი მასთან. გი----------–---–ის მიმართ გამოცემულია დროის მცირე მონაკვეთში არაერთი შემაკავებელი ორდერი. ადგილი ჰქონდა აღნიშნული შემაკავებელი ორდერის დაარღვევის ფაქტს. სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების დროს დაზარალებული არაერთხელ დაუკავშირდა სამართალდამცავ ორგანოს და ითხოვდა დახმარებას, განცხადება დაწერა თელავის რაიონულ პროკურატურაში და ითხოვა მკაცრი ღონისძიებების გატარება.

ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ 2018 წლის 05 ივნისის თელავის რაიონული სასამართლოს განაჩენით გი----------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11’, 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რა დროსაც მას ბრალი ედებოდა მამის ალ------------------–---–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისათვის, კერძოდ, მან ბეისბოლის ჯოხის გამოყენებით ცემა დაზარალებული. აღნიშნული განაჩენიდან მცირე დროის შემდეგ გი----------–---–მა კვლავ განახორციელა ძალადობა მისი მამის მიმართ.

ოჯახური დანაშაულის და კონკრეტულად გი----------–---–ის მიერ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებების შეფასების შედეგად, ნათელია, რომ გი----------–---–ი წარმოადგენს საშიშროებას მისი ოჯახის წევრების, კონკრეტულად კი დაზარალებული ალ------------------–---–ი ჯანმრთელობისათვის. მითუმეტეს ასეთი მსუბუქი სასჯელის პირობებში, რაც დანაშაულის მსხვერპლში, გამოიწვევს დაუცველობის განცდას, ხოლო მსჯავრებულის შემთხვევაში არ იქნება შემაკავებული ხასიათის.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: შ--–---–--–----–-–---–ის და გ--------------–---–ის ჩვენებებით, ასევე საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ალ------------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: მზ----------–---–ის და ლა-–---------–---–ის გამოკითხვის ოქმები და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

პალატა აღნიშნავს, რომ გი----------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. ამასთან, პალატა თვალისწინებს, რომ დაზარალებული შეურიგდა მსჯავრდებულს და მის მიმართ ითხოვს ისეთი სასჯელის გამოყენებას, რაც არ უკავშირდება თავისუფლების შეზღუდვას, ვინაიდან გი----------–---–ი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პატიმრობაში გატარებული პერიოდი დამაფიქრებელი იქნება მსჯავრდებულისთვის და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

თელავის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნა---------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თელავის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

გი----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ას ორმოცდაათი) საათი.

 

გი----------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, გი----------–---–ს დაენიშნოს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გი----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2018 წლის 19 სექტემბრიდან 2018 წლის 11 დეკემბრის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო (84 ოთხმოცდაოთხი დღე, რაც იძლევა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის 420 ოთხას ოც საათს) და გი----------–---–ს დანიშნული სასჯელი - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 240 (ორას ორმოცი) საათი - ჩაეთვალოს მოხდილად.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე