განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100116001363506
საქმე №1ბ/859-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 იანვარი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები: ვ------------------ე, ზ-------------–ია.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ----------------ია, დაბადების თარიღი: 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ--–----------–---------------ი, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–------------------------------------.
გამართლებული: ვ----–--------–--ე, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი ნომერი: 0----------, ნასამართლობის არმქონე, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, წ----------------–--–------------------.
ადვოკატები - მ-------------, გ------------------–---–-.
კვალიფიკაცია წარდგენილი ბრალდების მიხედვით:
გ----------------ია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტები.
ვ----–--------–--ე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
გ----------------ია - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
ვ----–--------–--ე - წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
სასჯელი:
გ----------------ია - დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის გათვალისწინებით, საბოლოოდ ჯარიმა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორმა ვ------------------ემ. წარმოდგენილი საჩივრით აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენის გაუქმება და ვ----–--------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ----------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ ზემოხსენებული განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან სასამართლომ არ გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდენ ვ----–--------–--ის და გ----------------იას მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულების ჩადენას. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა ბ----------------–---მა განმარტა, რომ მან შპს „ე-------------ის“ სახელით მასალა შეიძნა გ----------------იასგან, რომელმაც გამოწერა სასაქონლო ზედნადებები და მისცა საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები. ფინანსურ პოლიციაში დაბარების და დაკითხვის შემდეგ კი, მივიდა წე------–--------ში, სადაც შეიძინა ხის მასალა. იქ მას უთხრეს, რომ გ----------------ია იყო ბუღალტერი, თუმცა მოწმის ჩვენებით უტყუარად დადასტურდა, რომ მან ფასი და დეტალები შეათანხმა უშუალოდ გ----------------იასთან, როგორც საქონლის მეპატრონესთან. ს--------------–-ს ჩვენებით კი დადასტურდა, რომ შპს ,------- სახელით შესყიდვებს ახორციელებდა დ------–----–-–---–ი, რომლის ჩვენებითაც დასტურდება, რომ მას მასალას სხვადასხვა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების და ინდმეწარმეთა სახელით აწვდიდნენ ს-------------–---- და ზ----, ამასთან, მის მიერ მითითებული კომპანიებიდან ხის მასალის შეძენა განხორციელდა რეალურად. შ--------------–---–ის განმარტებით დადასტურდა, რომ მან უცნობი პიროვნებებისგან შეიძინა ხის მასალა, ხოლო თანხა გადაუხადა მძღოლს - კ------------ას, თანხის ნაწილი კი დღემდე აქვს მისაცემი. თანხა კი ამ დრომდე მისაცემი აქვს. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადასტურდა გ----------------იას და ვ----–--------–--ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ დადგენილ იქნა, რომ შპს „მ-----------“-ის და შპს „გრ----------“-ის სახელით ხდებოდა ხე ტყის რეალიზაცია, ამასთან, სასაქონლო ზედნადებებში წარმოშვების დოკუმენტად მითითებულია, გ----------------იას მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს და 14 აგვისტოს დამზადებული სასაქონლო ზედნადებები, რომლითაც მოხდა დაუსაბუთებელი ხის მასალისათვის კანონიერი სახის მიცემა. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით კი დადასტურდა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს და 14 აგვისტოს შედგენილი სასაქონლო ზედნადებები არის ყალბი, ვინაიდან შპს „დ--–------------ს“ ამ დროისათვის რაიმე სახის შეძენები და ხის მასალის აქტივი არ გააჩნდა, რაც დაფიქსირდა შპს „გ-----------“, შპს „გრ----------“, შპს „მ-----------“ და შპს „ხ-----------“ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. მას შემდეგ რაც ცვლილება შევიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებაში და ხე-ტყის ტრანსპორტირების დოკუმენტში სავალდებულო გახდა წარმოშვების დოკუმენტის მითითება, სწორედ აღნიშნული ზედნადებების გამოყენება და მითითება ხდებოდა წარმოშვების დოკუმენტად. 2015 წლის 29 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შპს „გ-----------“, შპს „გრ----------“, შპს „მ-----------“ და შპს „ხ-----------“ სასაქონლო ზედნადებების გამოწერას ახდენდნენ 1------------- აიპი მისამართიდან. შპს „კა------------–----ს“ 2015 წლის 18 აგვისტოს წერილით კი ირკვევა, რომ მითითებული მისამართი ეკუთვნის გ----------------იას, რომლის მისამართია გ-–-------------------–-------------------------------------------–-----------, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ სწორედ გ----------------იას მიერ ხდებოდა ყალბი ზედნადებების დამზადება. სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემისას გ----------------იამ უარყო მისი მიერ სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტი და განმარტა, რომ იგი იყო ბუღალტერი და დოკუმენტებს ადგენდა სხვადასხვა პირების მითითებით და 2015 წლის 13 და 14 აგვისტოს ზედნადებები გამოწერა სწორედ ვ--------–---ს მითითებით, აღნიშნული ზედნადებები კი იყო რეალური. გ----------------ის ჩვენება არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ემსახურება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას, რადგან იგი ცდილობს დანაშაული გადააბრალოს გარდაცვლილ ადამიანს. აპელანტის განმარტებით, სასაქონლო ზედნადები არის ტრანსპორტირების დოკუმენტი და იწერება ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებისას. დოკუმენტში მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების და დასრულების ადგილი. იმაზე მითითება, რომ თითქოსდა შპს „დ--–------------მ“ განახორციელა საქონლის მიწოდება, არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, რადგან ამ კომპანიას არ გააჩნდა არანაირი ნაშთი, რაც დადასტურებულია შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების დათვალიერებით. 2015 წლის 29 ოქტომბერს, გ----------------იას ბინის ჩხრეკისას სხვა ნივთებთან და დოკუმენტებთან ერთად ამოღებული იქნა შპს „დ--–------------ს“ და შპს „გრ----------“-ის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, თანდართული სალაროს აპარატის ქვითრებით. აღნიშნული კი ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ხის მასალის რეალიზაციას ახდენდა თავად გ----------------ია, რომელიც თანხას და თანხის გადახდის დამდასტურებელ ჩეკს მყიდველისაგან იღებდა თავად. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ადასტურებს დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციაში გ----------------იას მონაწილეობას. რაც შეეხება ვ----–--------–--ის და გ----------------იას მიერ ჯგუფურად ყალბი სასაქონლო ზედნადებების ფაქტს, აღნიშნული დადასტურებულია შემოსავლების სამსახურიდან მიღებული წერილებით, რომლის თანახმად შპს „მ------“ სვანეთის ტერიტორიიდან ბორჯომის რაიონში რაიმე სახის ხის მასალა არ გადაუზიდია და არაც ბორჯომის რაიონის ტერიტორიაზე ფიქსირდება შეძენის ფაქტი. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ვ----–--------–--ე გ----------------იას აწვდიდა მონაცემებს და გ----------------იამ სწორედ მასთან შეთანხმებით მოახდინა ყალბი ზედნადებების დამზადება, რომლებშიც წარმოშვების დოკუმენტად მიუთითეს, გ----------------იას მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს დამზადებული ზედნადებები, შემდეგ კი ამ ყალბი დოკუმენტებით მოახდინეს 29,2 მ3 აღურიცხავი ხის მასალის რეალიზაცია და ამ გზით მისცეს მას კანონიერი სახე. ამ ოპერაციის განხორციელებით კი მიიღეს 14016 ლარის შემოსავალი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვ----–--------–--ემ განმარტა, რომ იგი იყო შუამავალი და მას ხის მასალის რეალიზაცია არ მოუხდენია, რაც არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან ფარული საგამოძიებო მოქმედებით მოპოვებული სატელეფონო საუბრებით და მოწმეთა ჩვენებებით დადასტურდა, რომ სწორედ ვ----–--------–--ემ მოახდინა ხის მასალის რეალიზაცია და გ----------------იასთვის ზედნადებების შესადგენად შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. შემოსავლების სამსახურიდან მიღებული დოკუმენტებით კი დასტურდება, რომ აღნიშნული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები არ ახდენდნენ დეკლარაციების საგადასახადო ორგანოში წარდგენას და გადახდას. ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ სვანეთის რეგიონიდან ხე-ტყის საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაზიდვა და რეალიზაცია ხდებოდა გ----------------იას მიერ შედგენილი ყალბი სასაქონლო ზედნადებებით და შპს ,,გ-----------“-ის, შპს ,,გრ----------“-ის, შპს ,,მ-----------“-ის და შპს „დ--–------------ს“ მიერ ხე-ტყის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ მოიპოვება. გ----------------ია და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირები ახდენდნენ აღნიშნული პირის სახელით დაუსაბუთებელი ქონების, ხე-ტყის რეალიზაციას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენის გაუქმება და ვ----–--------–--ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ხოლო გ----------------იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა და მათთვის კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.
ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე მსჯავრდებულ გ----------------იას მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლთაც ითხოვა საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორ ვ------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ----------------იამ. აპელანტმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. პირველი ინსტანციის სასამართლო თვლის, რომ მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მოწმეების: ი-–-----–------------------------------------–-------–---------------------–---–----–--------------–---–-------------------–-----------------–-----–---–-----–-----–--–-–---–---------------------–--------–------–---–-----------------–----–---–--------------–--------–---–-----------------------------------–-–---–-- ჩვენებებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით და საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ვინაიდან გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა მის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენა. იგი 2005 წლიდან ეწეოდა ფიზიკური და იურიდიული პირების ბუღალტრულ და იურიდიულ მომსახურებას და 24 საათიანი სამუშაო გრაფიკით ახორციელებდა საქმიანობას როგორც თბილისში, ა--–-------–-----------------ში მდებარე ხე-ტყის ბაზრობის ტერიტორიაზე, ასევე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან. გადამხდელების, საწარმოების ხელმძღვანელი პირების ან მათი წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნის შესაბამისად ახდენდა სასაქონლო ზედნადებების და სხვა სახის საგადასახადო დოკუმენტაციის შედგენას და გადაგზავნას. ინფორმაციის მიწოდება ხდებოდა პირადად, წერილობითი ფორმით, ტელეფონით ან სხვადასხვა ელექტრონული სერვისების გამოყენებით. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა დ---------------მა ისაუბრა მხოლოდ ვერსიებზე და კითხვებს არგუმენტირებული პასუხები ვერ გასცა. საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის ინსპექტორებმა ქ------–-------–----მ და გ-------------–---–მა განმარტეს, რომ მათ განახორციელეს კომპანიების მიერ მხოლოდ ბაზებში რეალიზებულად ნაჩვენებ საქონელზე გამოწერილი ზედნადებების განხილვა და შედარება. კითხვაზე - ჰქონდათ თუ არა დავალება შეესწავლათ საწარმოების მიერ განხორციელებული შესყიდვები, განაცხადეს, რომ ამგვარი დავალება მათ არ ჰქონიათ, რაც მიუთითებს საგამოძიებო სამსახურის ცალმხრივობასა და ტენდენციურობაზე. მოწმეებმა კ--------------–-----------------–-----–---–-----–-----–--–-–---–-- კი განმარტეს, რომ არ ახსოვთ ვისგან შეიძინეს 2015 წელს ხის მასალა, თუმცა მათ დაადასტურეს მიწოდებული პროდუქციის ნამდვილობა. ასევე განმარტეს, რომ გ----------------იას იცნობენ როგორც ბუღალტერს და არ უნახავთ ბუღალტერს საკუთარი ინიციატივით გამოეწეროს სასაქონლო ზედნადები ან სხვა რაიმე სახის საბუღალტრო დოკუმენტი. ბ----------------–---მა დაადასტურა, რომ იგი წ-------–-------ში მდებარე ბაზრობაზე მივიდა ნათესავის - თ-----------------–----ს დავალებით, სადაც შეარჩია მისთვის მისაღები ხის მასალა, რომლის ფასიც შეათანხმა დაბალი აღნაგობის ჯიჯგვ პიროვნებასთან. მას შემდეგ კი, რაც დაიტვირთა მანქანა სასაქონლო ზედნადების გამოსაწერად იგი დოკუმენტებთან ერთად გააგზავნეს გ----------------იასთან. საგამოძიებო სამსახურში დაკითხვის შემდეგ კი, ვითარებაში გასარკვევად მივიდა ბაზრობაზე იმ პირთან, რომლისგანაც შეიძინა ხის მასალა. მას აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ ხის მასალა იყო მისი და ყველანაირი დოკუმენტაცია ჰქონდა წესრიგში, ასევე უთხრა, რომ გ----------------ია იყო ბუღალტერი. მოწმებმა ა---------–--------–---–მა და მ------------მ კი განმარტეს, რომ მათ გ----------------ია უწევს ბუღალტრულ მომსახურებას, კერძოდ იგი მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე ადგდენს და აგზავნის საგადასახადო დოკუმენტაციას. მ------------მ ასევე განმარტა, რომ 2015 წელს განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით უშუალო მოლაპარაკება ჰქონდა და ხის მასალა შეიძინა ვ----–--------–---სგან. აპელანტის განმარტებით სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა ა--------------–-–---–ის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება. მისივე მოსაზრებით, გამოკვლეული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით დადასტურდა რომ მისი ინიციატივით არ შედგენილა არცერთი საბუღალტრო დოკუმენტაცია, სასაქონლო ზედნადებების შედგენა და გადაგზავნა ხდებოდა სხვადასხვა კომპანიების ხელმძღვანელი პირების ან მათი წამომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის გადამოწმების ვალდებულება და შესაძლებლობა მას არ გააჩნდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მოითხოვა მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას გამართლებულმა ვ----–--------–--ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ------------------–---–მა მხარი არ დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა გ----------------იამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ-------------მ მხარი დაუჭიეს გ----------------იას სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკლაყოფილებაზე უარის თქმა.
წარდგენილი ბრალდება:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ----------------იას ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება. მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა-შენიღბვა, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, ჩადენილი ჯგუფურად. ხოლო ვ----–--------–--ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით. მანვე, ჩაიდინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, ესე იგი დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, მასზე საკუთრების და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა-შენიღბვა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წელს გ--------------------მ, ვ----–----------–--ესთან და დაუდგენელ სხვა პირებთან ერთად დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების, დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემისა და სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადებისაგან თავის არიდების მიზნით, განიზრახა ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების დამზადება. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2015 წლის სხვადასხვა პერიოდში გ----------------იამ და ლ-–--------მ დააფუძნეს შპს ,,გ-----------“, ხოლო გ----------------იამ ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით, მ--------------ას, დ------–-----ს და ვ-–-----------ს დააფუძნებინა შპს ,,გრ----------“, შპს ,,მ-----------“ და შპს ,,დ--–------------“, რომლებიც არის გ----------------იას ფაქტობრივ მფლობელობაში.
გ----------------იამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, ხე-ტყის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, 2015 წლის 13 და 14 აგვისტოს შპს ,,დ--–------------ს“ სახელით შპს ,,გ------------ს“, ,,გრ-----------ს“, შპს ,,მ------------ს“ და შპს ,,ხ------------ს“ გამოუწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები: N------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, სადაც რეალიზებულად აჩვენა 1316554 ლარის ხე-ტყე. ასევე, ხე-ტყის ყალბი აქტივის შექმნის მიზნით 2015 წლის 29 სექტემბრიდან 2015 წლის 14 ოქტომბრის პერიოდში შპს ,,გ------------ს“ სახელით შპს ,,გრ-----------ს“, შპს „მ------------ს“ და შპს ,,ხ-------------ს“ გამოუწერა 37 ერთეული ყალბი სასაქონლო ზედნადები თანხით 1737514 ლარი.
გ----------------იამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, 2015 წლის 08 სექტემბრიდან 02 ოქტომბრის ჩათვლით შპს ,,ე--------------ს“, შპს ,,გ------------ს“ სახელით N0------------------------------------------------ ყალბი სასაქონლო ზედნადებებით მიაწოდა 17მ3 ხე-ტყე, რა დროსაც წარმოშვების დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა თითქოსდა შპს ,,გრ-----------სგან“ მიღებული ხის მასალა.
გ----------------იამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, შპს ,,გ-------------ის“, შპს ,,გ--------------ის“ და შპს ,,მ-------------ის“ სახელით შპს ,------- გამოუწერა ყალბი სასაქონლო ზედნადებები N------------------------------------------------------------------------------------------------------. სასაქონლო ზედნადებებში წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებად კი მიუთითა შპს ,,გ-------------სგან“ და შპს ,,დ--–-------------სგან“ თითქოსდა შეძენილად ნაჩვენები ხე-ტყე.
გ-------------------მ 2015 წლის 17 ოქტომბერს, შპს ,,მ--------------ის“ სახელით გამოწერა N0--------- ყალბი სასაქონლო ზედნადები 20მ3 ხე-ტყის მიწოდებაზე, რა დროსაც წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა თითქოსდა შპს ,,გ------------სგან“ შეძენილი ხე-ტყე.
გ----------------იამ, ამ ეტაპზე დაუდგენელ პირებთან წინასწარი შეთანხმებით, 2015 წლის 08 სექტემბრიდან 24 ოქტომბრამდე პერიოდში შპს ,,გ------------ის“ სახელით შპს ,,c----------ზე“ გამოწერილი ყალბი N-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- სასაქონლო ზედნადებით მოახდინა 221მ3 ხე-ტყის მიწოდება.
სასაქონლო ზედნადებებში წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიუთითა თითქოსდა შპს ,,გ------------სგან“ და შპს ,,დ--–------------სგან“ შეძენილი ხე-ტყე. გ----------------იამ და ვ----–---------–--ემ წინასწარი შეთანხმებით 2015 წლის 02 ოქტომბერს დაამზადეს N0--------- სასაქონლო ზედნადები თითქოს შპს ,,მ------------მა“ შპს ,,კ------------------–-----------–---------“ მიაწოდა 6120 ლარის 12,75 კუბური მეტრი ხის მასალა. 2015 წლის 04 ოქტომბერს დაამზადეს N0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც თითქოს შპს ,,მ-------------მა“ შპს ,,კ------------------–-----------–---------“ მიაწოდა 5496 ლარის 11,45 კუბური მეტრი ხის მასალა. 2015 წლის 24 ოქტომბერს დაამზადეს N0--------- სასაქონლო ზედნადები, რომლის მიხედვითაც თითქოს შპს ,,მ------------მა“ შპს ,,ინ-----ს’’ მიაწოდა 2400 ლარის 5 კუბური მეტრი ხის მასალა. მითითებული ყალბი დოკუმენტები ვ----–--------–--ემ გამოიყენა აღურიცხავი ხის მასალის რეალიზაციისას.
2015 წლის სხვადასხვა პერიოდში გ----------------იას მიერ, დაუსაბუთებელ ქონებაზე წარმოშობის წყაროს დამალვისა და შენიღბვის მიზნით, დაფუძნებული იქნა შპს ,,გ-----------“, სადაც დამფუძნებლად ფიქტიურად დაფიქსირებული იქნენ გ----------------იასთან დაახლოებული პირი ლ-–---------, გ-------------------ს მიერ ანალოგიური ხერხით მ----------------ს, დ-------–-----ს და ვ-–------------ს დააფუძნებინა შპს ,,გრ----------“, შპს ,,მ-----------“ და შპს ,,დ--–------------“. საზოგადოების დაფუძნების დღიდან საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას წარმართავს და მიღებულ შემოსავლებს განკარგავს გ----------------ია, სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად. გ----------------იამ, ვ----–--------–--ემ და სხვა დაუდგენელმა პირებმა განიზრახეს დაუსაბუთებელი შემოსავლების, ხე-ტყისათვის, კანონიერი სახის მიცემა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ----------------ია, ვ----–---------–--ესთან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, მათ მიერ დაფუძნებული ზემოაღნიშნული საზოგადოების სახელით, ერთმანეთს უწერდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებებს, სადაც აფიქსირებდნენ ხე-ტყის მიწოდების ფაქტს. მითითებულ შპს-ებს ხე-ტყის კანონიერი მოპოვების რაიმე დოკუმენტი არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, საზოგადოებებს ყალბად შეუქმნეს ხე-ტყის მიწოდების აქტივი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ყალბი დოკუმენტების საფუძველზე შექმნილ აქტივს იყენებდნენ უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რეალიზაციისას, რითაც კანონიერ სახეს აძლევდნენ დაუსაბუთებელ ქონებას (ხე-ტყეს) და მალავდნენ მისი წარმოშობის წყაროს. მითითებული ხერხით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ განხორციელდა 1412268 ლარის ღირებულების 3289,53 მ3 უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის რეალიზაცია.
გ----------------იამ და ვ----–--------–--ემ განიზრახეს დაუსაბუთებელი შემოსავლების, ხე-ტყისათვის, კანონიერი სახის მიცემა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით გ----------------იამ, ვ----–--------–--ესთან წინასწარი შეთანხმებით შპს ,,მ-----------“-ის სახელით, რომელსაც ხე-ტყის კანონიერი მოპოვების რაიმე დოკუმენტი არ ჰქონდა, სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებს მიაწოდეს 14016 ლარის ღირებულების 29,01მ3 ხე-ტყე, წარმოშვების დოკუმენტებად მიუთითეს ყალბი მონაცემები, რითაც კანონიერი სახე მისცეს დაუსაბუთებელ ქონებას (ხე-ტყეს) და შენიღბეს მისი წარმოშობის წყარო.
ამდენად, გ----------------იამ და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.
სასამართლომ დაადგინა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენით სასამართლომ აღნიშნა, რომ ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდებოდა გ----------------იას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ხოლო ვ----–--------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გ----------------იამ ჩაიდინა დახმარება ჯგუფურად, ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის გამოყენების მიზნით დამზადებაში და გამოყენებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენით გ----------------ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
გ-------------------ს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტზე.
გ------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30400 (ოცდაათიათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 09 დეკემბრიდან 2015 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, გ----------------იას დანიშნული სასჯელი შეუმცირდა 400 (ოთხასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ----–---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
გ----------------იამ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი 2004 წლიდან ეწევა ბუღალტრულ და იურიდიულ საქმიანობას სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხე-ტყის მასალის რეალიზაციის სფეროში. 2008-2010 წლებში, მან რამდენიმე მეწარმეს გაუწია ბუღალტრული მომსახურება წე------–--------ში. იგი 2010 წლის დეკემბრიდან 2013 წლის 1 მარტამდე პერიოდში დანაშაულის დაფარვისთვის იხდიდა სასჯელს. გათავისუფლების შემდეგ კი, ძველმა კლიენტებმა წე------–--------ში გაუკეთეს სამუშაო ოთახი და დაუდგეს კომპიუტერი. მითითებულ ადგილას იგი ემსახურებოდა რამდენიმე პირს, შემდეგ კი ემსახურებოდა თითქმის მთელი ბაზრობის თანამშრომლებს. მანვე განმარტა, რომ სასაქონლო ზედნადების გამოწერის გარეშე ხე-ტყის რეალიზება არ ხდებოდა, ხოლო ინფორმაციის გაცვლა და დასკანერებული ინვოისების გადაგზავნა ხდებოდა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. იგი ბუღალტრულ მომსახურებას უწევდა, როგორც ადგილზე მოვაჭრეებს, ისე შემომტანებს, მათ შორის შპს ,,მ------------ს“, ,,გ------------ს“, ,,გრ-----------ს“ და ,,დ--–------------ს“, თუმცა იმის გამო, რომ კანონმდებლობა არ ავალდებულებდა, მას კლიენტებისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ მოუთხოვია. ვ----–--------–---ს ჰქონდა ცალკე კომპანია და ხე-ტყის მოპოვებასა და რეალიზებაზე 10 წლიანი ლიცენზია. მან 2015 წლის გადამხდელებთან ერთად შეისწავლა ახალი კანონი, თუმცა შემოსავლების სამსახური ახალ რეგულაციებში თავად არ იყო ბოლომდე გარკვეული, ამიტომ ზედნადებების გადაგზავნასთან დაკავშირებით შეიქმნა მთელი რიგი პრობლემები. კანონის მიღების პერიოდში სვანეთის რეგიონში და მთელ საქართველოში დამზადებული იყო მასალა, თუმცა ვერ ახერხებდნენ ჩამოტანას, ამიტომ შეიძინეს ხე-ტყის მასალა, რათა შემდეგ მოეხდინათ მისი ტრანსპორტირება, მან სწორედ ამიტომ გამოწერა მილიონიანი ზედნადებები. 2015 წლის 15 ოქტომბერს, მიღებული იქნა ახალი კანონი, რომლის თანახმად აუცილებელი გახდა მასალის წარმომავლობის და საწარმოს ნომრის მითითება, ამიტომ წინა პერიოდში შეძენილ საქონელზე, ხე-ტყის წარმომავლობაში უთითებდნენ იმ ზედნადებში მითითებულ ნომერს, რომლითაც რეალურად შეძენილი ჰქონდათ წინა პერიოდში. მის მიერ გამოწერილი ზედნადებებით ნამდვილად ხდებოდა მასალის მიწოდება, იგი არ წერდა ფიქტიურ ზედნადებებს. შპს ,,მ------------ს“ მასალა ჰქონდა ბორჯომში, რაც გადამოწმა პოლიციამ და დარწმუნდა, რომ შპს ,,მ------------ს“ ჰქონდა მასალის მითითებულ ადგილზე განთავსების უფლება, შესაბამისად მასალის რეალიზაცია მოხდა შემდეგ. მას ვ----–--------–--ემ თხოვა დახმარებოდა მასალის მოძიებაში, ამიტომ მან ვ----–ს აცნობა, რომ ბორჯომში არსებობდა სარეალიზაციო მასალა და იმავდროულად შეუთანხმდა შპს ,,მ------------ის“ წარმომადგენელს, რომ მის მეგობარს უნდოდა მასალა და წაიღებდა. ვ----–--------–--ემ შპს ,,მ------------ისგან“ მასალა შეიძინა ორჯერ და თანხა ერთხელ ჩაურიცხა, ხოლო მეორედ გადაუხადა ხელზე. ვ----–--------–--ეს დოკუმენტებთან შეხება არ ჰქონია, რადგან კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჰქონდა თავად, თავადვე წერდა ზედნადებებს, რომლებიც იგზავნებოდა ელექტრონულად. ვ----–--------–--ის მიერ მოთხოვნილი მასალა ბორჯომში ჰქონდა შპს ,,მ------------ს“ და სურდა მისი გაყიდვა, ვ----–--------–--ე კი თანახმა იყო მასალა შეეძინა მოთხოვნილ ფასად. ამის შემდეგ მას ვ----–--------–--ემ ტელეფონით მიაწოდა მყიდველი კომპანიის რეკვიზიტი და ავტომაქანის და მძღოლის მონაცემები, რაც მის მიერ იქნა ატვირთული, თუმცა ვ----–---------–--ე გამყიდველი კომპანიის ნაშთის ან მასალის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა, ამის შესახებ იცოდა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენელმა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით გამოწერა ზედნადები, რომლითაც შპს ,,მ------------მა“ შპს ,,კ------------------–-----------–---------“ მიაწოდა 12,75მ3 მასალა, ხოლო წარმოშვების დოკუმენტად დაფიქსირდა შპს ,,დ--–------------ასა“ და შპს ,,მ------------ს“ შორს გაფორმებული სასაქონლო ზედნადები, რადგან სვანეთის ტერიტორიაზე 13-14 აგვისტოს გამოწერილი ოცდაცამეტი ზედნადებიდან ნაწილი იყო ტრანსპორტირებით, ხოლო ნაწილი ტრანსპორტირების გარეშე. მათ საქართველოს ტერიტორიაზე შიდა გადაზიდვით მესტიაში სასაქონლო ზედნადებით შეიძინეს მასალა, ხოლო შიდა გადაზიდვა განახორციელეს ბორჯომში. შესაბამისად მან წარმოშვების დოკუმენტად მიუთითა არა შიდა გადაზიდვის ნომერი, არამედ საწყისი შეძენის დოკუმენტის ნომერი - მესტიაში შეძენის მონაცემი. იგივენაირად იქნა მითითებული 4 და 24 ოქტომბერს დამზადებულ ზედნადებში, თუმცა შიდა გადაზიდვის დოკუმენტები სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი არ არის. მისივე განმარტებით, ვ----–--------–--ე იყო შუამავალი და დოკუმენტებთან შეხება არ ჰქონდა, კომპანიებთან კავშირი და გამოწერის საშუალება ჰქონდა თავად მას. საშუამავლო მომსახურების ფასი იყო 5-დან 20 ლარამდე. მყიდველები თანხას რიცხავდნენ შპს-ს ანგარიშზე, საიდანაც გადადიოდა ბიზნეს ბარათზე და ნაღდდებოდა. სს ,,თიბისი ბანკში“ ბიზნეს ბარათებს ლიმიტი აქვთ 10000-დან 12000 ლარამდე, შესაბამისად, დღე-ღამის განმავლობაში ამაზე მეტ თანხას ვერ გაიტანდნენ. თანხა ვის გამოჰქონდა არ იცის, თუმცა რიგ შემთხვევაში გამოუტანია დირექტორების დავალებით და გადაუცია მათ მიერვე მითითებულ პირისთვის, თუმცა არ ახსოვს კომპანიების ბარათებიდან ზუსტად რა თანხა აქვს გამოტანილი. მანვე აღნიშნა, რომ კომპანიებს მართავდა ვა---–----------–--ა, ინფორმაციას კი აწვდიდა კონკრეტული კომპანიის წარმომადგენელი და უთითებდა მასალის ოდენობას, თანხას, მისამართს, შეძენის ადგილს და რის რეალიზაციას ახდენდნენ. 2015 წლის 13-14 აგვისტოს შპს ,,დ--–------------ს“ სახელით გამოწერილი 33 ზედნადებით სვანეთიდან თბილისის მიმართულებით უნდა მომხდარიყო მასალის ტრანსპორტირება. იგი მიწოდებულ ინფორმაციას აფიქსირებდა ზედნადებებში, თუმცა მართლა ახდენდნენ თუ არა მასალის გადატანას მისთვის ცნობილი არ არის, რადგან დატვირთვას და დაცლას არ ესწრებოდა. ზედნადებების გამოწერით კომპანიებს: შპს ,,მ------------ს“, ,,გ------------ს“, ,,გრ-----------ს“ და ,,ხ------------ს“ შეექმნათ აქტივი. მას მასალის მიწოდების შემდეგ არ გამოუწერია ზედნადები, რადგან სასაქონლო ზედნადები იწერება მიწოდებისთანავე ან ტრანსპორტირების დაწყებამდე. მას ჰქონდა დაახლოებით 60-70 კომპანიის სახელი და პაროლი, რომლითაც 24 საათიან რეჟიმში მუშაობდა. ხანდახან წინასწარ ატყობინებდნენ, რომ მასალა იყო გზაში და აეტვირთა ზედნადები. დანიშნულების ადგილთან მიახლოებისას მძღოლები ურეკავდნენ და მის მიერ ზედნადებში ატვირთვის შესხებ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში იწყებდნენ მასალის დაცლას. მისი განმატებით, სასაქონლო ზედნადებში მიეთითება ბევრი ციფრი და შესაბამისად არსებობს მექანიკური შეცდომის დაშვების შანსიც, ამიტომ შესაძლოა მის მიერ ზედნადებებში ერთი ციფრის შეცდომით მითითების შემთხვევაში პროგრამას ამოეგდო ,,ტკ---–--------ს“ ან სხვა კომპანიის მომწოდებლის ნომერი. მიუხედავად კომპანიის აქტივებისა ყველა კომპანიას მიეწოდა მასალა. მას გასაყიდი მასალა არ ჰქონდა და არც გაუყიდია, კომპანიებიდან მასალის იაფად შესყიდვაში ეხმარებოდა სხვებს.
ვ----–--------–--ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი 2015-2016 წლებში იყო უმუშევარი, რა დროსაც მის მეგობარს დასჭირდა ხე-ტყის მასალა. იგი გაყვა მეგობარს და ნახა ბუღალტერი გ----------------ია, რომელსაც იცნობდა მეუღლისგან. მან ამ უკანასკნელს თხოვა მასალის იაფად შოვნაში დახმარება და ისიც დაეხმარა. შემდეგ მან დაიარა მშენებლობები და შეთავაზა მისი შუამავლობით ხე-ტყის მასალის შეძენაში დახმარება. იგი შუამავლობას ახორციელებდა პირადად და არა კომპანიის წარმომადგენლის სახელით. ვინაიდან იგი არ იყო მეწარმედ რეგისტრირებული არ ახდენდა შემოსავლის დეკლარირებას, რადგან აღნიშნული ვალდებულებების შესახებ არაფერი იცოდა. იგი გ----------------იას მყიდველის შესახებ ინფორმაციას აწვდიდა სხვადასხვა გზით ტელეფონით ან წერილობითი ფორმით. თითო გაყიდულ კუბურ მეტრზე ხან მყიდველისგან, ხან გამყიდველისგან, ხელზე იღებდა ხუთიდან ოცდაათ ლარამდე თანხას. მას არანაირ დოკუმენტთან არ ჰქონია შეხება და არც ყოფილა ოფიციალური თანამშრომელი. შუამავლობით გაყიდა დაახლოებით 1000მ3 ხე-ტყის მასალა. იგი გ--------ის აწვდიდა ინფორმაციას საჭირო მასალის შესახებ, რის შემდეგაც ან თავად ნახულობდა ტრანსპორტს, ან გ--------ი. მიმღები და გამყიდველი ერთმანეთს არ ხვდებოდნენ, მათი ურთიერთობა ხდებოდა მისი შუამავლობით, რა დროსაც მხარეები მას აძლევდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის მოწმე ი-–------–---ის ჩვენებით დასტურდება, რომ მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის ინფორმაციის მოპოვება ელექტრონული ბაზის და სხვა წყაროების საშუალებით. მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მის მიერ გადამოწმებული იქნა ხე-ტყის დამამზადებელი საწარმოები, რა დროსაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოქმედი იურიდიული პირები, შპს-ები და ინდმეწარმეები შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის გარეშე ახდენდნენ ხე-ტყის მოპოვებას, გადამუშავებას და საქართველოს მასშტაბით რეალიზაციას. ანგარიშფაქტურები არ იყო აღწერილი სწორად, არ ირიცხებოდა დავალიანება, არ ფიქსირდებოდა მიღებული შემოსავალი, არ დეკლარირდებოდა გაწერილი ზედნადებები, ბიუჯეტში კი გადახდილი იყო მინიმალური თანხები 100-200 ლარის ოდენობით. ხე-ტყის მოპოვების ადგილად კი უთითებდნენ ისეთ ადგილს, სადაც საერთოდ არ იყო ხე-ტყე. ამასთან, არასწორად ჰქონდათ მითითებული IP მისამართები. მის მიერ შემოწმებულ კომპანიებს შორის იყო ,,დ--–------------“, ი-------–-------------------–---–-------------–----- ,,------------------------–--------------------------–-----–-------------–---------------–----------------- და სხვა. კომპანიებს წარდგენილი ჰქონდათ ნულოვანი დეკლარაციები, მათ უფიქსირდებოდათ მხოლოდ გაწერა და არ ფიქისრდებოდა არანაირი მიღება. შესაბამისად, გაჩნდა ეჭვი, რომ დიდი ალბათობით, ადგილი ჰქონდა ყალბი დოკუმენტების დამზადებას, რის შესახებაც პატაკით აცნობა ხელმძღვანელობას.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის უფ--------------------–-ს, მოწმე დ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-–-----–---ემ პატაკით აცნობა ელექტრონული ბაზების საშუალებით მოძიებული და დამუშავებული ინფორმაცია რამდენიმე ათეული საწარმოს მიერ ხე-ტყის უკანონო მოჭრის, რეალიზების და გადასახადების გადახდისაგან თავის არიდების შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით. აღნიშნულის შემდეგ ჩატარდა არაერთი საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის ფარული საგამოძიებო მოქმედება, ტელეფონების მოსმენა და ვიდეო გადაღება. ისინი ასევე აკონტროლებდნენ და სურათებს უღებდნენ იმ ავტომობილებს, რომლებიც ახდენდნენ ხე-ტყის გადაზიდვას. საბოლოოდ დადგინდა, რომ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის რეალიზაციას ხელმძღვანელობდნენ გ----------------ია და ბ-------–--–--. ამასთან, გ----------------იასთან დაკავშირებით გამოვლინდა რამდენიმე საწარმო ,,გ------------“, ,,გრ----------“, ,,მ-----------“, ,,დ--–------------“ და სხვა, სადაც ხდებოდა ყალბი აქტივების შედგენა, რომელთა საფუძველზეც ხდებოდა ხე-ტყის მოჭრა. 2015 წლის 15 აგვისტოს ძალაში შევიდა კანონი, რომლითაც შეიცვალა ხე-ტყესთან დაკავშირებით სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი და აუცილებელი გახდა ხე-ტყის მასალის წარმოშობის მითითება. თავდაპირველად გ----------------ია და ბ-------–--–-- კომპანიების მეშვეობით, სხვა არ არსებულ კომპანიებზე აფორმებდნენ საბუთებს, ახდენდნენ მასალის ტრასპორტირებას და აყალბებდნენ ზედნადებებს, რომლებშიც წერდნენ მასალის წარმოშობას. 2015 წლის 15 აგვისტომდე გაკეთებული ზედნადებებით გაირკვა, რომ გ----------------იას ფაქტობრივი მისამართიდან და IP მისამართიდან ხდებოდა ზედნადებების სხვადასხვა მისამართებით გამოწერა. ზედნადებებში კი ეწერა, რომ გამოიწერა სამი მილიონის ზედნადები და რომ 300000 ლარის ღირებულების ხე-ტყის მასალების მიწოდება მოხდა ბორჯომში, ახალციხეში, ჭუბერში და ქუთაისში. ბ-------–--–-- წინასწარ აქტივებს არ ქმნიდა, მისი კომპანიები ახდენდნენ მასალის თბილისში ტრანსპორტირებას, თუმცა ზედნადებები უქმდებოდა და ჩნდებოდა სხვა კომპანიებზე, რაც დაფიქსირდა ფარული ვიდეო გადაღებით, კერძოდ, მასალის ტრანსპორტირებისას ნახეს თუ როგორ ხდებოდა ზედნადებების გაუქმება და ახლის შექმნა. 2015 წლის 15 აგვისტომდე და კანონის ძალაში შესვლამდე ერთი საათით ადრე ხდებოდა 3-4 მილიონის ზედნადებების გამოწერა, რაც იყო შეუძლებელი. შეუძლებელი იყო ასევე ზედნადებებში მითითებული ოდენობის ხე-ტყის მასალის რომელიმე საწყობში დატევა. ასევე გაირკვა, რომ იგივე საქმიანობას ბორჯომში აწარმოებდა და------------–--ე, რომელიც ასაღებდა უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს. ვინაიდან სასაქონლო ზედნადების გარეშე არავინ იყიდდა მასალას, ამიტომ და------------–--ე ურეკავდა გ----------------იას და თხოვდა ზედნადებების გამოწერას. ზედნადების სიყალბე გამოიხატა იმაში, რომ ამ ფირმებს არ განუხორციელებიათ ხე-ტყის მოჭრა და რეალიზაცია. ზედნადებებში ტექნიკური შეცდომა დაშვებული არ იყო, მონაცემები სპეციალურად იყო არასწორად მითითებული. ხე-ტყის მოჭრა ხდებოდა ლიცენზიის გარეშე, მაგრამ ფინანსთა სამინისტრო მხოლოდ ამისთვის ადამიანებს პასუხისგებაში არ აძლევს. უკანონოდ მოჭრის შემდეგ ხდებოდა ყალბი დოკუმენტების შედგენა. ვ----–--------–--ეს ხე-ტყის შეძენის და გაყიდვის ლიცენზია არ ჰქონდა, ის უკავშირდებოდა გ----------------იას, რომელსაც აწერინებდა ყალბ ზედნადებებს, რათა შემდეგ თვითონ გაეყიდა მასალა. დოკუმენტებში სიყალბეს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ მასალის ყიდვა, გაყიდვა ან გადაზიდვა ამ ფირმების მეშვეობით არ განხორციელებულა. ვ----–--------–--ე იყო ხე-ტყის მასალის გამყიდველი, რომელიც ახდენდა დაუსაბუთებელი ქონების გაყიდვას. გამოძიების მიერ არ არის დადგენილი, ვისგან და რამდენად შეიძინა ვ----–--------–--ემ მასალა. მოცემულ შემთხვევაში მასალა რეალურად არ ჰქონდათ შეძენილი და მის ტრანსპორტირებას ახდენდნენ ყალბი დოკუმენტებით. საიდან ჰქონდა ვ----–--------–--ეს ხე-ტყის მასალა უცნობია, თუმცა მის მიერ მასალის გაყიდვის ფაქტი არის დასაბუთებული. ვ----–--------–--ემ გაყიდა დაუსაბუთებლად მოპოვებული ხე-ტყის მასალა.
მოწმე ქ------–-------–----ს ჩვენებით დადგენილია, რომ იგი მთავარ ინსპექტორად მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტში. 2016 წლის 10 მაისს, მას და გ-------------–---–ს დაევალათ გამოძიების მიერ წარდგენილი მასალების საფუძველზე ჩაეტარებინათ თემატური შემოწმება, რათა დაედგინათ შპს ,,გრ-----------ის“, შპს ,,გ------------ის“, შპს ,,მ------------ის“, შპს ,,დ--–------------ს“, შ---------------–---------–------------–------–------–------–----------------–-------------------- სახელით რეალიზებული ხე-ტყის ღირებულება და მოცულობა. მოკვლევა ჩატარდა წარდგენილ მასალებზე და ფინანსთა სამინისტროს ერთიან მონაცემთა ელექტრონულ ბაზებზე დაყრდნობით. მოწმის განმარტებით, 2012 წლის აპრილიდან, ყველა ზედნადები აღირიცხება ელექტრონულად და მათი გამოწერაც ელექტრონულად ხდება. მათ განიხილეს ზემოხსენებული ფირმების მიერ ბაზებში რეალიზებულად ნაჩვენებ საქონელზე გამოწერილი ზედნადებები, შეადარეს და დაადგინეს, თუ რა მასალა იქნა რეალიზებული. 2015 წელს ამ საწარმოების მიერ სხვადასხვა პირებზე მთლიანობაში რეალიზებული არის 2222733 ლარის ღირებულების 5132,57 მ3 ხის მასალა და 2300 ლარის ღირებულების 1000 ცალი დახერხილი ხის მასალა, სულ 2225053 ლარის ღირებულების. კონკრეტულად ფირმების მიხედვით: ინდ. მეწარმე ,,მ------------ს“ რეალიზებული აქვს - 1000 ცალი და 613,98 მ3 ღირებულებით - 254569 ლარი, შპს ,,მ------------ს“ 572,17 მ3 ღირებულებით - 240 205 ლარი, შპს ,,ბ-----ს“ 687,77 მ3 ღირებულებით - 306 861 ლარი, შპს ,,გ------------ს“ 320,27მ3 ღირებულებით - 135 274 ლარი, შპს ,,გ---------------ს“ 1502,98 მ3 ღირებულებით - 692 037 ლარი, შპს ,,დ--–------------ს“ 894,11 მ3 ღირებულებით - 344 752 ლარი, შპს ,,მ–------–-“ 541,3 მ3 ღირებულებით - 251335 ლარი.
ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დე---------------------------------------ა გ-------------–---–მა.
2016 წლის 13 მაისის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სპეციალურ გამოკვლევათა და ექსპერტიზის დეპარტამენტის მთ----------------------ს გ-------------–---–ის და ქ------–-------–----ს ცნობით დასტურდება, რომ მათ დაევალათ გამოძიების მიერ წარდგენილ მასალაზე დაყრდნობით, მოწმის სახით დაკითხული პირების ჩვენებების საფუძველზე თემატური შემოწმების ჩატარება, რათა დაედგინათ შპს ,-----------------------------------–----------------------------------------–--------------------------------------------–----------–------------------------------------–-------------------------------–---------–------------–-----------------–------–------–-----------------------------------–--------------------------------------------- სახელით რეალიზებული ხე-ტყის ღირებულება და მოცულობა. ზემოხსენებული პირები ფიქტიურად დაფუძნებული საწარმოების სახელით გამოწერილი სასაქონლო ზედნადებებითა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ახდენდნენ უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყის რეალიზაციას. წარმოდგენილი დოკუმენტებით, კერძოდ, საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებისა და ამ საწარმოების მიერ ხე-ტყის რეალიზაციაზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ერთიან მონაცემთა ელექტრონული ბაზების მიხედვით, შპს ,,გ-------------ს“, შპს ,,გრ-----------ს“, შპს ,,მ------------ს“, შპს ,,დ--–------------ს“, შპს ,,ბ-----ს“, შპს ,,დ--–------------–ს“, შპს ,,მ–------–-“ და ინდ. მეწარმე ,,მ------------ს“ 2015 წელს სხვადასხვა პირებზე რეალიზებული აქვთ - 2222733 ლარის ღირებულების - 5132,57 მ3 და 2300 ლარის ღირებულების 1000 ცალი დახერხილი ხის მასალა (ფიცარი, ძელი და სხვა) სულ - 2225033 ლარის, მათ შორის: ინდ. მეწარმე ,,მ------------ს“ რეალიზებული აქვს - 1000 ცალი და 613,98მ3 ღირებულებით - 254569 ლარი, შპს ,,მ------------ს“ 572,17 მ3 ღირებულებით - 240205 ლარი, შპს ,,ბ-----ს“ 687,77 მ3 ღირებულებით - 306861 ლარი, შპს ,,გ------------ს“ 320,27მ3 ღირებულებით - 135 274 ლარი, შპს ,,გრ-----------ს“ 1502,98 მ3 ღირებულებით - 692 037 ლარი, შპს ,,დ--–------------ს“ 894,11 მ3 ღირებულებით - 344 752 ლარი, შპს ,,მ–------–-“ 541,3 მ3 ღირებულებით - 251335 ლარი. რაც შეეხება შპს ,,დ--–------------–ს“, წარმოდგენილი დოკუმენტებით (დაკითხვის ოქმები), ხე-ტყის რეალიზაცია სხვა პირებზე არ უფიქსირდება.
მოწმე შ--------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2015 წელს ძირითადად საქმიანობდა ,,ელ------ე“, საიდანაც შეეძლოთ ფიცრის შეძენა. ფირმას ერქვა შპს ,,ჯე---------ი“. იგი არ იცნობს მა-–----------–--ს, მ--------------ას, ვ----–--------–--ეს და არც რაიმე ინფორმაცია აქვს მათი საქმიანობის შესახებ.
მოწმე კ--------------–---ს ჩვენებით დასტურდება, რომ აქვს ხე-ტყის რეალიზაციის ბიზნესი, ინდ.მეწარმე ,,კ--------------–--ე“ და შპს ,,კ-------ი“, სადაც ხე-ტყე შედის საქართველოს ყველა კუთხიდან, კერძოდ: რაჭიდან, სვანეთიდან, აჭარიდან, ასევე რუსეთიდან. 2015 წლის ზაფხულში კონკრეტულად ვისგან შეიძინა მასალა არ ახსოვს, რადგან მასთან მასალით მიდის სხვადასხვა ადამიანი, საბუთი იტვირთება საიტზე და აძლევენ ქვითარსაც. რიგ შემთხვევებში შუამავლთანაც აქვს ურთიერთობა. პიროვნებას, რომელსაც გასაყიდი აქვს მასალა, ეუბნება თავის საიდენტიფიკაციო კოდს, უსვამს კუბატურის ფასს და აძლევს ქვითარს ან ჩგდ-ს. იგი თანხას არ გასცემს მანამ, სანამ არ აიღებს ქვითარს ან ჩგდ-ს. იგი არ იცნობს ვ----–--------–--ეს, მ--------------ას და მა-–----------–--ს, თუმცა გ----------------იას, როგორც ბუღალტერს იცნობს წე------–--------დან.
მოწმე დ---------–-----–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი საქმიანობს შპს ,,იმ----------–-----ს“ სახელით და მისთვის უცნობი პირებისგან ხე-ტყის მასალას ძირითადად ყიდულობდა ნაღდი ანგარიშსწორებით. მას დირექტორებთან არ ჰქონდა ურთიერთობა, რადგან მიდიოდნენ დატვირთული მანქანები და თანხას გადასცემდნენ მძღოლებს. მოწმემ განმარტა, რომ შუამავლების სახელები არ ახსოვს და არც ვ----–--------–--ეს იცნობს. მანვე დაადასტურა, რომ არცერთ ბუღალტერს თავისი ინიციატივით ზედნადები არ გამოუწერია.
მოწმე ლ------–--–-–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობს წე------–--------ში მდებარე სამშენებლო მასალების ბაზრობაზე, შპს ,,ი-–-––ი“, კერძოდ იგი სხვადასხვა პირებისგან ყიდულობს და ყიდის დახერხილ და დამუშავებულ ხე-ტყის მასალას. მას შპს ,,დ--–---------------სთან“ და შპს ,,გრ-----------თან“ შეხება არ ჰქონია და არც მათ ხელმძღვანელებს იცნობს, თუმცა ერთხელ ხე-ტყის მასალით დატვირთული ხსენებული კომპანიის ავტომობილი შევიდა ბაზრობაზე და მან შეიძინა მასალა, თანხა გადაიხადა ხელზე, თუმცა გაფორმდა ზედნადებები და მისცეს ჩეკიც. იგი იცნობს გ----------------იას და იცის რომ იგი არის ბუღალტერი.
მოწმე ბ----------------–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობს ტაქსის მძღოლად. მისი ნათესავი თ-----------------–---- კი, მუშაობს შპს ,,ე--------------ში“, რომელთან ერთადაც 2015 წლის ზაფხულში მივიდა წე------–--------ში მდებარე ბაზრობაზე, სადაც თ-----------------–---მა (შპს ,,ე-------------“) შეიძინა მასალა, თუმცა ფასზე მოსალაპარაკებლად გამყიდველმა გაუშვა უფროსთან, ბუღალტერ - გ----------------იასთან. მასალის შეძენის შემდეგ კი თანხა გადარიცხულ იქნა ანგარიშზე.
მოწმე ა-–-------------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მას დ--------–--–------–---–---------------- აქვს კერძო ბიზნესი, კერძოდ შპს ,,ს----------------------“ და იგი ბათუმსა და თბილისში ახდენს სამშენებლო მასალის - ხის მასალის, ცემენტის და სხვა რეალიზაციას. 2015 წელს შეიძინა ,,დ-----“ მარკის სატვირთო ავტომობილი, წე------–--------ში კი, შეიძინა ხის მასალა, რომელიც დატვირთა დიღომში. იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა დ--------------სთან. მან შეძენილი ხის მასალის ღირებულება გადაიხადა ნაღდი ანგარიშსწორებით, ზედნადებში კი მითითებული იყო უცნობი დასახელება და მისცეს ქვითარიც. მოწმემ განმარტა, რომ შპს ,,გრ-----------ის“ შესახებ არ სმენია და არც მის ხელმძღვანელს იცნობს. მან მასალა იმავე ტერიტორიაზე, იმავე ტრანსპორტით, შეიძინა ნოემბერშიც. ზედნადები კი დაიწერა მა--------ს სახელზე, რადგან მასალა შეძენილი იყო ეკლესიის მშენებლობისთვის.
მოწმე ც-------–--–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მშენებლობის ზედამხედველად მუშაობს შპს ,,კ-------ში“. 2015 წლის ივლისის ბოლოს კი მუშაობდა შპს ,,ტ---–-“. დაახლოებით 2015 წლის სექტემბერში მათ ობიექტზე მიიღეს შეთავაზება შესაბამისი ფიცრის სასურველ ფასში მიწოდებასთან დაკავშირებით. მასალის მიმწოდებელი იყო ვ----–--------–--ე. მან შეთავაზება და ფასი გააცნო დირექტორს და შეიძინა 37მ3. ამის შემდეგ, კონკრეტული მასალის საჭიროებამდე ერთი კვირით ადრე იგი უკავშირდებოდა ხოლმე ვ----–--------–--ეს და ეუბნებოდა კონკრეტულად რა მასალა და რა რაოდენობით სჭირდებოდა. მასალა დათქმულ დროს მიდიოდა მათთან, რის შემდეგაც კიდევ დასჭირდათ 20 მ3 მასალა, თუმცა ვ----–--------–--ეს დაუზიანდა მანქანა და მასალა ვერ მიაწოდა, რის გამოც იძულებული გახდა სხვა კომპანია მოეძებნა. ვ----–--------–--ე მასალას აწვდიდა შპს ,,მ-----ის“ სახელით.
მოწმე გ----------------–--ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის 24 ოქტომბერს მან მეგობრის ვ----–--------–--ის თხოვნით, კუთვნილი ავტომანქანით 150 ლარად, წაღვერიდან ბორჯომში გადაზიდა სასაქონლო ზედნადებით გამოწერილი 5 მ3 ხე-ტყის მასალა - დახერხილი ხის მასალა. წაღვერში ავტომანქანა მასალით დატვირთეს მუშებმა და დაცალეს ბორჯომში, თუმცა ზედნადებში ეწერა, რომ მანქანა მასალით დაიტვირთა ბორჯომში და დაიცალა ბორჯომშივე, რადგან წაღვერიც არის ბორჯომი. მან ვ----–--------–--ეს ზედნადებში ჩასაწერად მისცა საკუთარი პირადი ნომერი და ავტომანქანის სახელწიფო ნომერი. მანვე განმარტა, რომ მისი ავტომანქანით სარგებლობდა სხვა პირიც, რომელსაც შპს ,,მ-----ის“ დაკვეთით გადაზიდული აქვს 12 მ3 ხე-ტყის მასალა. მისთვის ვ----–--------–--ისგან და სხვა პირებისგან ცნობილია, რომ მასალა არ ეკუთვნოდა ვ----–--------–--ეს, იგი იყო შუამავალი, ხოლო მასალა ეკუთვნოდათ მეგრელებს.
მოწმე ა-–----------–--ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2005 წელს იგი იყო შპს ,,---------“ დირექტორი და ბორჯომში აშენებდნენ კორპუსს, რა დროსაც მას საქმის მწარმოებელმა სე--------------მ უთხრა, რომ მისული იყო სამი უცნობი პირი, რომლებიც მისაღებ ფასად სთავაზობდნენ ხის მასალას. მათ შეიძინეს 5 მ3 ხის მასალა და სე--------------ს 1 მ3-ში გადასცა 450 ლარი, მათ კი მისცეს ქვითარი, მანქანის ნომერი და მძღოლის გვარი. მან მასალა შეიძინა შპს-ს სახელით, თუმცა ვინ იყო გამყიდველი არ იცის და არც შპს ,,მ-----ის“ დირექტორს იცნობს. მან საბუთები ჩააბარა ბუღალტერს.
მოწმე ლ------–---–----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2015 წლის ზაფხულის და შემოდგომის პერიოდში მას თბილისში, გლ-------------ს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ჰქონდა შპს ,,გ-–-----–---------“, რომელიც ეწეოდა დამუშავებული ხე-ტყის მასალით ვაჭრობას. მასთან მიდიოდნენ რეალიზატორები და სხვადასხვა ფასად სთავაზობდნენ მასალას, თუმცა გამყიდველებს არ იცნობს. იგი ასევე არ იცნობს ვ----–--------–--ეს და გ----------------იას.
მოწმე ო--------–----–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი ფლობდა შპს ,,ო------ს“. 2015 წლის შემოდგომაზე იგი წ-------–-----------------ში ყიდულობდა და ყიდდა ხის მასალას. გასაყიდი მასალა მისთვის მიჰქონდათ ადგილზე. 2015 წლის შემოდგომაზე მას ძირითადად ურთიერთობა ჰქონდა ,,ლ----------------სთან“ და მის წარმომადგენელთან ზ----------–---თან, თუმცა ერთჯერადად სხვადასხვა გამყიდველებისგანაც ყიდულობდა მასალას, მათ შორის იყო შპს ,,გრ----------“. იგი შეძენამდე ელექტრონულად ყოველთვის ამოწმებდა მასალაზე გამოწერილი იყო თუ არა დღგ და საბუთების გარეშე მასალა არასდროს შეუძენია. მასთან დახერხილ დამუშავებულ მდგომარეობაში შედიოდა ადგილობრივი წიწვოვანი მასალა. მისთვის ცნობილია, რომ გ----------------ია იყო ბუღალტერი, რომელიც აწარმოებდა საბუთების ატვირთვას, ხოლო ვ----–--------–--ეს არ იცნობს.
მოწმე ა---------–--------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი ფლობს შპს ,--------- და 2015 წლის მაისიდან შემოდგომის ბოლომდე, წ-------–-----------------ში ეწეოდა ხე-ტყის მასალის რეალიზებას, კერძოდ, ყიდულობდა მასთან მიტანილ მასალას და შემდეგ ყიდდა. მასალის შეძენისას იგი საბუთებს ამოწმებდა ბუღალტერ გ----------------იასთან. მას არ ახსოვს ვინ იყვნენ შპს ,,გრ-----------ის“ და შპს ,,მ-----ის“ ხელმძღვანელი პირები. შეძენილი მასალის ღირებულებას იხდიდა ხან ხელზე, ხან რიცხავდა ანგარიშზე. თანხის ხელზე გადახდისას მას ქვითარს აძლევდნენ.
მოწმე მ------------ს ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2004 წლიდან ამუშავებს ხე-ტყის მასალას. თავდაპირველად იგი მუშაობდა მუშად, შემდეგ გამყიდველად, ბოლოს კი გახდა ინდ. მეწარმე და მუშაობდა წ-------–-----------------ში, სადაც ყიდულობდა და ყიდდა ხე-ტყის მასალას. გ----------------ია იყო ბუღალტერი და ეხმარებოდა ბუღალტრულ საქმიანობაში, უვსებდა - ზედნადებებს და დეკლარაციებს. გ----------------იას ოფისიც მდებარეობდა წ-------–-----------------ში და მას შესრულებულ სამუშაოში უხდიდა ფულს. მან ,,დ--–------------სგან“ და შპს ,,მ-----ისგან“, რომელთა წარმომადგენელი იყო ვ----–--------–---, რამდენჯერმე შეიძინა მასალა. იგი მასალას ყიდულობდა კომპანია ,,შ-------–--------ის“ სახელით. ვ----–--------–---ს დახერხილი მასალა მიჰქონდა შეკვეთის შესაბამისად და არ ყოფილა შემთხვევა ვ----–--------–---ს ზედნადები გამოეწერა და მასალა არ მიეტანა. მასალის შესყიდვა ხორციელდებოდა წ-------–-----------------ში. იგი გ----------------იას აწვდიდა ზედნადებში ჩასაწერ ინფორმაციას და აძლევდა თავის კოდს, გ----------------ია კი აგზავნიდა საბუთებს. როდესაც მასალა მივიდოდა ადგილზე, იგი ურეკავდა გ----------------იას და ეკითხებოდა მისული იყო თუ არა საბუთი ელექტრონულად, თუ გ----------------ია განუცხადებდა თანხმობას იწყებდა მასალის დაცლას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე ს----------------ს გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2015 წლის სექტემბერში საქმის მწარმოებლად მუშაობდა შპს ,,-------–--, რა დროსაც ხშირად მიდიოდნენ სამშენებლო ობიექტზე პირები და სთავაზობდნენ ხის მასალის შეძენას. დაახლოებით 2015 წლის ოქტომბერში მივიდა გ-----------–--ე ვინმე ვ-----თან ერთად და შეთავაზა მასალა. მოლაპარაკებიდან რამდენიმე დღეში ობიექტზე მიიტანეს ფიცარი და მას გ-----------–--ემ მისცა მხოლოდ სასაქონლო ზედნადები, რომელზეც არ იყო ქვითარი. მან ქვითრის მიტანამდე თანხის გადახდაზე უთხრა უარი, ამიტომ მას მეორე დღეს გ-----------–--ემ მისცა ქვითარი, რის შემდეგაც მან გადაუხადა თანხა. ამ დროს გ-----------–--ეს კვლავ ახლდა ვინმე ვ----, თუმცა მისთვის უცნობია ამ პირს გ-----------–--ემ მისცა თუ არა თანხა.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმე ა--------------–-–---–ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ იგი მუშაობდა შპს ,,C---------–-------------“ (ს-------------) დირექტორის თანამდებობაზე. 2015 წლის აგვისტოში მან გაიცნო პ---------------ი, რომელმაც დააკავშირა გ----------------იასთან. მას გ----------------იამ უთხრა, რომ შესაძლებელი იყო მიწოდების დროისათვის არსებულ ფასში, მისთვის მიეწოდებინათ საჭირო რაოდენობის დახერხილი ხის მასალა. შპს ,,გრ-----------მა“ დახერხილი ხის მასალის შპს ,,C---------–-------------თვის“ მიწოდება დაიწყო 2015 წლის სექტემბერში. იგი მასალის საჭირო რაოდენობასთან დაკავშირებით უკავშირდებოდა პ---------------ს ან გ----------------იას, რომელმაც შპს ,,გრ-----------ის“ მეშვეობით 10-ჯერ მიაწოდა ხის მასალა. საქონლის მოწოდებისას მას ხან პ---------------ი უკავშირდებოდა, ხან კი გ----------------ია, რომლებიც ატყობინებდნენ, რომ ზედნადები იყო გამოწერილი და ავტომანქანა ადგილზე იყო მისული, რის შემდეგაც იგი შპს ,,გრ-----------ის“ მიერ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებით ადასტურებდა ხის მასალის მიღებას. მას თანხა ნაღდი ანგარიშსწორებით აქვს გადახდილი ოთხჯერ და იგი თანხას ხელზე აძლევდა პ---------------ს. მისი ჩვენებით, გამოძიებისთვის საინტერესო სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული სასაქონლო ოპერაცია არის რეალური და ზედნადებში მითითებული დახერხილი ხის მასალა შპს ,,გრ-----------ის“ მეშვეობით გ----------------იამ და პ---------------მა რეალურად მიაწოდეს შპს ,,C--------–-----–---------“.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით, ასევე გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ რიგ მტკიცებულებებზე, როგორც უდავო მტკიცებულებებზე და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ისინი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სააპელაციო პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ გ----------------იას გამართლების თაობაზე, რომ თითქოსდა მას დანაშაული არ ჩაუდენია. პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის პოზიცია არ დასტურდება გამოკვლეული მტკიცებულებებით და ემსახურება გ----------------იას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამასთან, ნაწილობრივ იზიარებს ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით კრიმინალიზებულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ‘‘ საქართველოს კანონში უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია განმარტებულია, როგორც უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა, აგრეთვე, მისი ნამდვილი წარმოშობის, მესკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა და შენიღბვა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, როგორც წესი, შედგება რამდენიმე ოპერაციისგან, რა დროსაც ხდება ფულის ,,გარეცხვა‘‘, კვალის წაშლა და შემდეგ ბრუნვაში დაბრუნება. აღნიშნული დანაშაულის საგანია უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემაში დაუსაბუთებელი (უკანონო) წარმოშობის დაფარვის მიზნით (ქონებით სარგებლობა, შეძენა, ფლობა, კონვერსია, გადაცემა და სხვა), ანდა სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების გაწევის მიზნით, აგრეთვე მისი ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების, მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლებების დამალვა ან შენიღბვა. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია არალეგალური გზებით მიღებული ფულადი სახსრების ან საკუთრების სხვა ფორმების ლეგალიზებას გულისხმობს, ანუ მათი ჩრდილოვანი, ???????????? ???????????? ფორმალურში გადაყვანას იმისათვის, რომ ამ სახსრებით ღიად სარგებლობა გახდეს შესაძლებელი, რის შედეგადაც უკანონო გზით შეძენილი ქონება, ფაქტიურად კანონიერი ხდება. დანაშაულის სუბიექტური მხარე, გამოიხატება განზრახვაში და მისი ამსრულებელი შესაძლოა იყოს, როგორც ფიზიკური პირი ასევე იურიდიული პირი. ლეგალიზაცია მოიცავს ოპერაციათა რთულ ერთობლიობას, რომლის მიზანია ფინანსური აქტივების წყაროს იმგვარად შენიღბვა, რომ შემდეგში ასეთი აქტივების გამოყენება კომპრომეტაციის გარეშე იყოს შესაძლებელი. დანაშაულებრივი გზით ქონების მოპოვება ავტომატურად არ გულისხმობს დანაშაულის - ფულის გათეთრების არსებობას, მის ჩასადენად საჭიროა დამატებითი მოქმედების/მოქმედებების განხორციელება. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზანია შემოსავლის უკანონო წარმოშობის დაფარვა, რისთვისაც დამნაშავემ შეიძლება განახორციელოს არაერთი, მრავალ ეტაპიანი ქმედება და გამოიყენოს არაერთი საშუალება. ამასთან, დამნაშავეს უნდა ჰქონდეს სპეციალური მიზანი - დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების კანონიერ ბრუნვაში ჩაბმა. ამისთვის კი პირველ რიგში იმალება დანაშაულის შედეგად მიღებული ფულის წარმომავლობა, შემდეგ კი ქონებიდან გარკვეული შემოსავლის მიღება ხდება. აღნიშნული დანაშაული თავისი ხასიათიდან გამომდინარე წარმოადგენს სხვა დანაშაულის დაფარვის ერთ-ერთ საშუალებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით აღნიშნული დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედების ჩადენა ჯგუფურად, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქმედება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილში მითითებულია, რომ ამ მუხლის მიზნებისთვის განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება შემოსავალი ორმოცდაათი ათასი ლარის ზევით.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ბრალდების ფორმულირება ამ ნაწილში არის ბუნდოვანი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ იძლევა ქმედების ამ კვალიფიკაციით შეფასების შესაძლებლობას.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დასტურდება ვ----–--------–--ის და გ----------------იას მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი, კერძოდ, არ დადასტურებულა, რომ ხსენებული პირები ახდენდნენ დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემას, მისი უკანონო წარმოშობის დაფარვის მიზნით, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ გამოკვეთილა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა ნიშანი. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას და თვლის, რომ გ----------------ია ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, ხოლო ვ----–--------–--ე ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით კრიმინალიზებულია ყალბი საკრედიტო ან საანგარისწორებო ბარათის დამზადება, გასაღება ან გამოყენება. მოცემული დანაშაულის საგანია საკრედიტო, საანგარიშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო დოკუმენტები, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი, ხოლო სხვა საგადასახადო დოკუმენტი შესაძლებელია იყოს საგადასახადო დავალება, ჩეკი და ა.შ. აღნიშნული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოაღნიშნული საგადასახადო დოკუმენტების დამზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში, ხოლო ყალბი დოკუმენტების დამზადება გულისხმობს როგორც მათი ნაწილის გაყალბებას, ისე მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადებას. ამასთან, ხსენებული დოკუმენტების გასაღება მდგომარეობს როგორც მათ უშუალოდ გამოყენებაში ნებისმიერ საანგარიშსწორებო ოპერაციაში, ასევე მათ გადაცემაში ნებისმიერი პირისათვის სასყიდლით თუ უსასყიდლოდ.
ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული განეკუთვნება ფორმალურ დანაშულს, შესაბამისად, დანაშაული დამთავრებულად ითვლება მითითებული მოქმედებების ჩადენის მომენტიდან, ხოლო სუბიექტური მხრივ აღნიშნული დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, რა დროსაც დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ ამზადებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტს ან ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს და სურს მათი დამზადება გასაღების მიზნით, ანდა შეგნებული აქვს რომ იყენებს ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს და სურს ეს ქმედება.
პალატას პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ გ----------------იამ და ლ-–--------მ 2015 წლის სხვადასხვა პერიოდში დააფუძნეს შპს ,,გ-----------“, ხოლო მ--------------ას, დ------–-----ს და ვ-–-----------ს დააფუძნებინეს შპს ,,გრ----------“, შპს ,,მ-----------“ და შპს ,,დ--–------------“. როგორც გამოკვლეული მტკიცებულებებით, ასევე უდავოდ ცნობილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით დადგენილია, რომ გ----------------ია როგორც ბუღალტერი, სხვა პირებთან ერთად მოცემულ კომპანიებს უმზადებდა ყალბი ინფორმაციის შემცველ საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელ დოკუმენტს, რაც მათ მიერ გამოყენებული იქნა შემდგომში ხის მასალის რეალიზაციისათვის. რაც შეეხება გ----------------იას განმარტებას იმასთან დაკავსირებით, რომ იგი სასაქონლო ზედნადებებს წერდა საწარმოს ხელმძღვანელთა მითითებით და მისთვის ცნობილი არ იყო რეალურად ხორციელდებოდა თუ არა საქონლის მიწოდება, წინააღდეგობაშია, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციასთან, საიდანაც ნათლად იკვეთება, რომ გ----------------იამ იცოდა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების არარსებობის შესახებ, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად იგი მაინც ახორციელებდა სასაქონლო ზედნადებებში არასწორი ინფორმაციის შეტანას.
ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი სასაქონლო ზედნადებებით დადგენილია ის ფაქტი, რომ 33 სასაქონლო ზედნადები გ----------------იას გამოწერილი აქვს ტრანსპორტირების გარეშე, რაც წინააღმდეგობაშია მის ჩვენებასთან, თითქოსდა მან სვანეთის ტერიტორიაზე არსებულ მასალაზე 2015 წლის 13-14 აგვისტოს გამოწერილი 33 ზედნადებიდან ნაწილი გამოწერილი იყო ტრანსპორტირებით, ნაწილი კი ტრანსპორტირების გარეშე, რადგან ადგილი ჰქონდა შიდა გადაზიდვას, თუმცა მანვე აჩვენა, რომ 2015 წლის 13-14 აგვისტოს შპს ,,დ--–------------ს“ სახელით გამოწერილი 33 ზედნადებით უნდა მომხდარიყო მასალის სვანეთიდან თბილისის მიმართულებით ტრანსპორტირება. გ----------------იამ ასევე დაადასტურა, რომ ზედნადებების გამოწერით კომპანიებს: შპს ,,მ-------------ს“, ,,გ------------ს“, ,,გრ-----------ს და ,,ხ------------ს“ შეექმნათ აქტივი. გ----------------იამ აღნიშნა, რომ სასაქონლო ზედნადები იწერებოდა მიწოდებისთანავე ან ტრანსპორტირების დაწყებამდე. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ ზედნადებები გამოწერილი იქნა 2015 წლის 15 აგვისტომდე, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე, ნაჩქარევად 13 და 14 აგვისტოს, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ზედნადებებში მითითებული ინფორმაცია არ იყო სწორი და გ----------------იასთვის ცნობილი იყო, რომ მითითებულ ფირმებს რეალურად არ გააჩნდათ ამ ოდენობით გასაყიდი ხე-ტყის აქტივი, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ მას ჰქონდა დაახლოებით 60-70 კომპანიის სახელი და პაროლი, რომლითაც მუშაობდა 24 საათიან რეჟიმში. შესაბამისად მას ჰქონდა წვდომა ამ ფირმების ელექტრონულ ბაზებთან, სადაც მითითებული და დაცული იყო ინფორმაცია ფირმების მიერ განხორციელებული ტრანზაქციების და აქტივების შესახებ. გ----------------იას მიერ ფირმების ბუღალტრული მომსახურების გაწევა და მისი კუთვნილი IP მისამართიდან ზედნადებების ელექტრონულად ატვირთვა დადასტურებულია როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ასევე, საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას დადასტურებულად მიაჩნია, გ----------------იას მიერ ყალბი სასაქონლო ზედნადებების შედგენის და ელექტრონულად ატვირთვის ფაქტი. თუმცა ვერ გაიაზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით თითქოსდა გ----------------ია საერთო სქემაში რეალურად წარმოადგენდა დამხმარეს, რადგან იგი მოქმედებდა სხვა პირთა მითითებით და მათ დასახმარებლად, რითაც თანამონაწილეობით ჩადენილ დანაშაულში, ქმედების ტექნიკური მხარდაჭერით, ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას, შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურიდან მიღებული წერილებით დადგენილია, რომ შპს „მ------“ სვანეთის ტერიტორიიდან ბორჯომის რაიონში რაიმე სახის ხის მასალა არ გადაუზიდია. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით კი დადგენილია, რომ გ----------------იამ მოახდინა ყალბი ზედნადებების დამზადება, სადაც წარმოშვების დოკუმენტად მიუთითა, მის მიერ 2015 წლის 13 აგვისტოს დამზადებული ზედნადებები. 2015 წლის 29 ოქტომბერს ჩატარებულ გ----------------იას ბინის ჩხრეკისას კი, სხვა ნივთებთან და დოკუმენტებთან ერთად ამოღებულ იქნა შპს „დ--–------------ს“ და შპს „გრ-----------ის“ მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები. მოწმე ბ----------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ მისმა ნათესავმა თ-----------------–---მა შპს „ე-------------ის“ სახელით შეიძნა მასალა. ფასი და დეტალები შეათანხმა უშუალოდ გ----------------იასთან, როგორც საქონლის მეპატრონესთან. შემოსავლების სამსახურის ელექტრონული ბაზების დათვალიერების ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით კი დადასტურდა, რომ 2015 წლის 13 აგვისტოს და 14 აგვისტოს შედგენილი სასაქონლო ზედნადებები არის ყალბი, ვინაიდან შპს „დ--–------------ს“ ამ დროისათვის რაიმე სახის შეძენები და ხის მასალის აქტივი არ გააჩნდა, რაც დაფიქსირდა შპს „გ-----------“, შპს „გრ----------“, შპს „მ-----------“ და შპს „ხ-----------“ გამოწერილ სასაქონლო ზედნადებებში. 2015 წლის 29 სექტემბრის დათვალიერების ოქმით დადგინდა, რომ შპს „გ-----------“, შპს „გრ----------“, შპს „მ-----------“ და შპს „ხ-----------“ სასაქონლო ზედნადებების გამოწერას ახდენდნენ 1------------- აიპი მისამართიდან. შპს „კა------------–----ს“ 2015 წლის 18 აგვისტოს წერილით კი ირკვევა, რომ მითითებული მისამართი ეკუთვნის გ----------------იას. ხსენებული ცალსახად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ გ----------------ია ახდენდა ყალბი სასაქონლო ზედნადებების შედგენას და მათ ელექტრონულად ატვირთვას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 24-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დამხმარეა ის, ვინც ხელი შეუწყო დანაშაულის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, გამოკვლეული მტკიცებულებებით კი უტყუარად დადასტურდა ის გარემოება, რომ გ----------------იამ უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული და შეადგინა ყალბი სასაქონლო ზედნადებები.
პალატა დადასტურებულად თვლის, რომ გ----------------იამ ზემოაღნიშნული დანაშაული ჩაიდინა ჯგუფურად. მსჯავრდებულ გ----------------იას ჩვენებით დასტურდება, რომ იგი იყო არაერთი ფირმის ბუღალტერი და დოკუმენტებს ადგენდა სხვადასხვა პირების მითითებით. 2015 წლის 13 და 14 აგვისტოს შედგენილი ზედნადებები, კი გამოწერა ვ--------–---ს მითითებით. გ----------------იას ბინის ჩხრეკისას სხვა ნივთებთან და დოკუმენტებთან ერთად ამოღებული იქნა შპს „დ--–------------ს“ და შპს „გრ----------“-ის მიერ გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები, თანდართული სალაროს აპარატის ქვითრებით. აღნიშნულით დასტურდება, რომ ხსენებული ფირმების საქმიანობაში აქტიურად ჩართული იყო გ----------------ია და მისთვის ცნობილი იყო მათი აქტივების შესახებ. ზემოაღნიშნული მიუთითებს, რომ იგი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებისას და გამოყენებისას მოქმედებდა სხვა პირებთან ერთად, რაც ქმედების ჯგუფურად ჩადენის დაკვალიფიცირების წინაპირობას წარმოადგენს.
ამასთან, პალტა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ვ----–--------–--ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხულ არც ერთ მოწმეს არ უთქვამს, რომ ვ----–--------–--ე, რაიმე სახით მონაწილეობდა კონკრეტული ყალბი დოკუმენტების დამზადებაში. გ----------------იას ჩვენებით დასტურდება, რომ ვ----–--------–--ეს არ ჰქონდა წვდომა დოკუმენტებთან, რადგან კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობა ჰქონდა თავად და თავადვე წერდა ზედნადებებს და აგზავნიდა ელექტრონულად. ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ვ----–--------–--ის მიერ მოთხოვნილი მასალა შპს ,,მ------------ს“ ჰქონდა ბორჯომში, რომლის გაყიდვაც უნდოდა და თავის მხრივ ვ----–--------–--ე თანახმა იყო, შეეძინა მოთხოვნილ ფასად, ამ უკანასკნელმა მიაწოდა ტელეფონის საშუალებით ინფორმაცია, კერძოდ - მყიდველი კომპანიის რეკვიზიტი და ავტომანქანის და მძღოლის მონაცემები, რაც გ----------------იამ ატვირთა, ვ----–--------–--ემ არ იცოდა გამყიდველი კომპანიის ნაშთი, ან მასალის წარმომავლობა, ეს ინფორმაცია იცოდა მხოლოდ კომპანიის წარმომადგენელმა. ანალოგიური დადასტურდა ვ----–--------–--ის ჩვენებით, რომელმაც განმარტა, რომ იგი ეწეოდა საშუამავლო საქმიანობას, რასაც ახორციელებდა პირადად და არა რომელიმე კომპანიის წარმომადგენლის სახელით. მას არანაირ დოკუმენტთან არ ჰქონდა შეხება და არასდროს ყოფილა ოფიციალური თანამშრომელი, იგი დაინტერესებულ კომპანიებს აკავშირებდა ერთმანეთთან და შუამავლობით გაყიდული ხე-ტყიდან იღებდა მცირე სარგებელს.
პალატა თვლის, რომ გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადგინდა კონკრეტულად, რა ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი დაამზადა ვ----–--------–--ემ გამოყენების მიზნით, ან კონკრეტულად რა სახის მონაწილეობა მიიღო ასეთი დოკუმენტის დამზადებაში, მიაწოდა თუ არა მან გ----------------იას რაიმე სახის ცრუ ინფორმაცია. იგი იყო შუამავალი და მას კონკრეტულ დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონდა, არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა გ----------------აის მიერ შედგენილ და ელექტრონულად გაგზავნილ დოკუმენტში ასახული ინფორმაცია. ზედნადებებში მითითებული ინფორმაციის სისწორეზე კი, პასუხისმგებელია მყიდველი და გამყიდველი მხარე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატას მიაჩნია, რომ ვ----–--------–--ე წარდგენილ ბრალდებაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გ----------------იას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ გ----------------იამ ჩაიდინა, ყალბი საგადასახადო და სხვა ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით და გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2015 წლის სხვადასხვა პერიოდში გ----------------იამ და ლ-–--------მ დააფუძნეს შპს ,,გ-----------“, ხოლო გ----------------იამ ამ ეტაპზე დაუდგენელი პირების დახმარებით, მ--------------ას, დ------–-----ს და ვ-–-----------ს დააფუძნებინა შპს ,,გრ----------“, შპს ,,მ-----------“ და შპს ,,დ--–------------“, რომლებიც იყო გ----------------იას ფაქტობრივ მფლობელობაში. გ----------------იამ, ზემოაღნიშნული შპს-ის სახელით, სხვა პირებთან ერთად 2015 წლის აგვისტო - ოქტომბრის თვის პერიოდში გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი სასაქონლო ზედნადებები, რაც გამოიყენებული იქნა ხე-ტყის მასალის რეალიზაციისას.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ----------------იას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით. პალატა თვლის, რომ გ----------------აის პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია, ამიტომ მისი შეცვლა პალატას მიზანშეუწონლად მიაჩნია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ----------------იას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ ვ------------------ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ----------------იას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირებს.
4 (ოთხი) ცალი CD დისკი, რომლებზეც განთავსებულია IP მისამართების შესახებ ინფორმაცია, 4 (ოთხი) ცალი CD დისკი ფარული ფოტო და ვიდეო გადაღების ამსახველი მასალით, 1 (ერთ) ცალი CD დისკი ბანკი ,,რესპუბლიკადან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერით, 3 (სამი) ცალი CD დისკი ,,თიბისი“ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 1 (ერთ) ცალი CD დისკი ,,ბაზის“ ბანკიდან გადაგზავნილი მასალებით, 6 (ექვსი) ცალი CD დისკი სატელეფონო საუბრის ფონოგრამებით - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სახელმწიფო ბრალმდებლის, საქართველოს მთავარი პროკურატურის ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროს პროკურორ ვ------------------ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
მსჯავრდებულ გ----------------იას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 07 ივნისის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
გ----------------ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
გ------------------- ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 30400 (ოცდაათიათას ოთხასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, პატიმრობაში ყოფნის ვადის (2015 წლის 09 დეკემბრიდან 2015 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით, გ----------------იას დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს 400 (ოთხასი) ლარით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 30000 (ოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით.
გ----------------იას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
ვ----–---------–--ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ვ----–--------–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმებულია.
განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში გირაოს შემტანს დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი თანხა.
ვ----–--------–--ეს უფლება აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
გ----------------იას საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და პასპორტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირებს.
4 (ოთხი) ცალი CD დისკი, რომლებზეც განთავსებულია IP მისამართების შესახებ ინფორმაცია, 4 (ოთხი) ცალი CD დისკი ფარული ფოტო და ვიდეო გადაღების ამსახველი მასალით, 1 (ერთ) ცალი CD დისკი ბანკი ,,რესპუბლიკადან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერით, 3 (სამი) ცალი CD დისკი ,,თიბისი“ ბანკიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, 1 (ერთ) ცალი CD დისკი ,,ბაზის“ ბანკიდან გადაგზავნილი მასალებით, 6 (ექვსი) ცალი CD დისკი სატელეფონო საუბრის ფონოგრამებით - შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოტანისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე