განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 06.11.2018
საქმის ნომერი
820310017001958665
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
მიწის კანონმდებლობიდან გამომდინარე
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 820310017001958665 (3/ბ-234-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი (მომხსენებელი)

გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი

 

სხდომის მდივანი ეკატერინე სილაგაძე

 

აპელანტები - ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე), ს------- და მ-----– ბ-----ეები (მესამე პირები)

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ჭ----ო ბ-----ე

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება, ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინება

 

1.1. აპელანტის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ჭ----ო ბ-----ის სარჩელის უარყოფა.

 

1.2. აპელანტების ს------- და მ-----– ბ-----ეების მოთხოვნა: ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ჭ----ო ბ-----ის სარჩელის უარყოფა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის საოქმო განჩინების (საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის შესახებ) გაუქმება.

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

 

2017 წლის 07 ივნისს ჭ----ო ბ-----ემ, სარჩელით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ და მოითხოვა სოფელ ა---––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმის არარა აქტად ცნობა და მისი თანმდევი შედეგის გაუქმება, ჭ----ო ბ-----ეზე საკომლო წიგნის ჩანაწერით მიწის გამოყოფის შესახებ.

 

სარჩელი ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ჭ----ო ბ-----ის მამის, რ----- ბ-----ის ოჯახი ხელვაჩაურის რაიონი სოფელ ს-----ში (ა---––--ი) წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომლის უფროსი 1982-1997 წწ იყო ბ-----ე რ-------–ი, ხოლო ამ პერიოდში კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ 1. მეუღლე - უ---- ბ-----ე, შვილები - გ------–-, ჭ----ო, მ-----–ი, ტ------- ბ-----ეები, მოგვიანებით კი მიკრულია ბ-----ე. მ-----–ის შვილი - ბ-----ე სოფია და მეუღლე - ბ-----ე ნ----. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს.

 

1992 წელს გარდაიცვალა უ---- ბ-----ე, 1994 წელს კი - რ----- ბ-----ე. კომლის წევრი გ------–- ბ-----ე გასული იყო კომლის შემადგენლობიდან (გათხოვდა). შესაბამისად, კომლში დარჩა მოსარჩელე ჭ----ო ბ-----ის ოჯახი და მისი ძმა მ-----– ბ-----ე თავისი ოჯახით. 2014 წლის 2-----–--ს მ-----– ბ-----ემ და ს------- ბ-----ემ საარქივო ცნობის საფუძველზე კომლის მთელი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრებად დაირეგისტრირეს.

 

არქივიდან საკომლო ამონაწერების ამოღების შემდეგ აღმოჩნდა, რომ საკომლო წიგნში ჭ----ო ბ-----ის ჩანაწერი იყო გადახაზული მინაწერით - გამოყოფილია ცალკე კომლად, რის საფუძვლადაც მითითებულია 1988 წლის ოქმი №-. საკომლო წიგნში მოსარჩელე ცალკე კომლად დაარეგისტრირეს და მიაწერეს თითქოს გამოეყო მიწის ნაკვეთიც.

 

აღნიშნული ფაქტი მოსარჩელისათვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც სასამართლოდან მიუვიდა შეტყობინება აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან მისი ოჯახის გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით.

 

რ----- ბ-----ის კომლის შემადგენლობიდან ჭ----ო ბ-----ის ამოწერა იმ საფუძვლით, რომ გამოიყო ცალკე კომლად და მის შესახებ ჩანაწერის გადახაზვა, მოსარჩელის აზრით, არის ბათილი რამდენადაც ის დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის კომლში. ჭ----ო ბ-----ე ცალკე კომლად რომ ყოფილიყო გამოყოფილი აუცილებლად უნდა არსებობდეს გამოყოფის საფუძველები - განცხადება და სასოფლო საბჭოს გადაწყვეტილება, ასევე მას უნდა მოზომვოდა მიწის ნაკვეთის ზღრული ნორმა, რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ამდენად, მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მის ნაწილში სოფელ ა---––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმი უკანონოა და აყენებს ზიანს, რამდენადაც ის კომლიდან არ გამოყოფილა და არც მიწის ნაკვეთი მიუღია, შესაბამისად ითხოვს მის ბათილად ცნობას.

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 14 აგვისტოს საოქმო განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ - ს------- და მ-----– ბ-----ეები.

 

12.09.2017 წელს ჭ----ო ბ-----ემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სოფელ ა---––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმი ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში და გაუქმდეს მისი თანმდევი შედეგი - საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწის გამოყოფის შესახებ.

 

მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და მესამე პირების ს------- და მ-----– ბ-----ეების წარმომადგენლებმა პირველი ინსტანციის სასამართლოში სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ გასაჩივრებული რწმუნებულთა კრების N- ოქმი მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს არ აყენებს ზიანს და არ ზღუდავს მის უფლებებს, რამდენადაც გასაჩივრებული აქტი მიღებულია თვით ჭ----ო ბ-----ის მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რწმუნებულთა კრების ოქმი ყალბია დოკუმენტის სიყალბის დადგენა უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების საფუძველზე და მითითებული დოკუმენტის სიყალბის შეფასებისას სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ განმარტებას. ამასთან, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილებაში პირდაპირაა მითითებული, რომ რწმუნებულთა კრების N- ოქმი ყალბი არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარჩელიდან გაუგებარია გასაჩივრებული აქტი მოსარჩელეს ყალბად მიაჩნია თუ ბათილად, რადგან ისინი სხვადასხვა შინაარსის მატარებელია. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ჭ----ო ბ-----ე კომლიდან გამოყოფილია ჯერ კიდევ 1988 წლის 2-----–--ის ა---––--ის საკრებულოს N--- გადაწყვეტილებით, ხოლო მიწის ნაკვეთი მას გამოეყო 08 (რვა) წლის შემდეგ 1996 წლის 1--------–ს, ამდენად გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებაზე რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია და იგი ზიანს ვერ მოაყენებს მოსარჩელეს. მეტიც მესამე პირები ს------- და მ-----– ბ-----ეები სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან 0-----2014 წლის Nნაა2----------03 საარქივო ცნობის საფუძველზე, რომელსაც ჭ----ო ბ-----ის მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან და აქედან გამომდინარე გასაჩივრებულ აქტთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებით ჭ----ო ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმი ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში. ამასთან გაუქმდა მისი თანმდევი შედეგი - საკომლო წიგნის ჩანაწერი მიწის გამოყოფის შესახებ.

 

ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისრა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება ჭ----ო ბ-----ის სასარგებლოდ.

 

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

სასამართლომ დაადგინა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 2-------------ის N AA 2----------03 ცნობის მიხედვით, ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ა---––--ის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ა---––--ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ბ-----ე რ-------–ი მ-------ის ძე არის კომლის უფროსი და კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: მეუღლე უ---- ბ-----ე, შვილები: ბ-----ე გ------–-, ბ-----ე ჭ----ო, ბ-----ე მ-----–ი, რძალი- ბ-----ე ტ-------, შვილიშვილი ბ-----ე სოფია და რძალი ბ-----ე ნ----. კომლის სარგებლობაში არსებული ნიწის ნაკვეთი შეადგენს 1986-1996 წლებში 0.19 ჰა. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს 110 კვ. მეტრი ფართობით.

 

ცნობაში ჭ----ო ბ-----ის გასწვრივ აღნიშნულია - გამოეყო ცალკე კომლად, ოქმი N-. 1988 წ.

 

ხელვაჩაურის არქივის 2016 წლის 1-----------ის N AA 2----------03 ცნობის მიხედვით, ა---––--ის თემის საკრებულოს (სასოფლო საბჭოს) 1986-1996 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით ჭ----ო ბ-----ეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ აწერია.

 

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა---––--ში მდებარე 2128 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადრე წარმოადგენდა ბ-----ე რ-------–ის კომლის საკუთრებას, ამჟამად რეგისტრირებულია მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის სახელზე. აღნიშნულ სახლში რეგისტრირებულ მესაკუთრეებთან ერთად ცხოვრობს მოსარჩელე ჭ----ო ბ-----ეც.

 

სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმით დამტკიცდა კომისიის მიერ წარმოდგენილი შერჩევის აქტი: "გამოეყოს ჭ----ო ბ-----ეს N- ბრიგადაში აღნიშნული 0.20 ჰა მიწის თავისუფალი ფართობი საკარმიდამოდ სარეფორმო სარეზერვო ფონდიდან. დაევალოს სარეზერვო სარეფორმო მიწების ფონდის გამანაწილებელ კომისიას 15 დღის ვადაში წარმოადგინოს საკარმიდამო ნაკვეთის მიზომვის აქტი სათანადო გამიჯვნით მიწის სარგებლობის წესების ზუსტი დაცვით’’.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2-----2016 N0------ წერილით ირკვევა, რომ ჭ----ო ბ-----ე დაბადებიდან დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის რ----- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში, ასევე სოფელ ს-----ში მიწის ნაკვეთი არ გააჩნია.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ს-----სა და ზედა ს-----ში 2----- 2016 წ. წერილით დგინდება, რომ ჭ----ო ბ-----ე დაბადებიდან ცხოვრობს ოჯახთან ერთად სოფელ ს-----ში მამის რ----- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში და საკუთრებაში არ გააჩნია მიწის ნაკვეთი.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 1-----------ის წერილის მიხედვით საჯარო რეესტრის მონაცემებში ჭ----ო ბ-----ის საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე რეგისტრირებული არ არის. ჭ----ო ბ-----ის მეზობლები აქტზე ხელწერით ადასტურებენ, რომ ჭ----ო ბ-----ეს მიწის ნაკვეთი საკუთრებაში არ გააჩნია.

 

ხელვაჩაურის არქივის ცნობით, სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის 1996 წლის 1--------–ის რწმუნებულთა კრების ოქმის თანდართული დოკუმენტები (განცხადება, შერჩევა დათვალიერებისა და მიზომვის აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შემოსულა.

 

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების მე-4 პუნქტის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების გავრცელების გათვალისწინებით იყოფა სახელმწიფო მიწის ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად. ამავე დადგენილების მე-11 პუნქტის მიხედვით, მიწის გაცემას ახდენს სოფლის (დაბის) სამმართველოს ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებს რაიონის (ქალაქის) სამმართველოს ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდება სანოტარო წესით და რეგისტრირდება მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის 24 თებერვლის №148 დადგენილებით დამტკიცებული დებულების, «საქართველოს რესპუბლიკის ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის წესის შესახებ» 1-ლი მუხლის თანახმად, მიწის რეფორმის რაიონული კომისია შეარჩევს მიწის ნაკვეთებს ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში (დაბებში) მცხოვრებთათვის საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემად. კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ შესაბამისი სოფლის გამგეობა (გამგებელი) და მეურნეობის (სასოფლო- სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელები. აღნიშნული დადგენილების მე-2 მუხლის თანახმად, თითოეულ კონკრეტულ მიწათმოსარგებლეზე ადგენენ მიწის ნაკვეთის აქტს 5 ცალად, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა წევრი, აგრეთვე შესაბამისი სოფლის გამგეობისა და მეურნეობის (სასოფლო სამეურნეო საწარმოს) ხელმძღვანელი. რაიონული კომისია მიწის შერჩევის მასალებს 3 დღის ვადაში წარუდგენს რაიონის გამგეობას განსახილველად. დადგენილების შესაბამისი მუხლებით განსაზღვრულია მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის შედგენის პროცედურები საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ კანონის ამოქმედების თაობაზე» მე-5 მუხლის თანახმად, საკუთრების უფლება არ ვრცელდებოდა იმ მიწებზე, რომლებიც მიღებული ჰქონდათ დადგენილი წესის დარღვევით, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ საკანონმდებლო ორგანომ მკვეთრი ზღვარი გაავლო დადგენილი წესის (პროცედურის) დარღვევით მიღებულ მიწებთან დაკავშირებით, რითაც გამოირიცხა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ პროცედურის დაცვის გარეშე გაცემულ მიწებზე საკუთრების უფლების გადაცემის შესაძლებლობა. ადმინისტრაციული ორგანოები შებოჭილი არიან საკანონმდებლო ორგანოს მიერ განსაზღვრული სამართლებრივი პოლიტიკით, რის გამოც ვალდებული იყვნენ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეემოწმებინათ მიწის გადაცემის ფორმალური მხარე.

 

ჭ----ო ბ-----ის მიმართ მიწის გამოყოფა მოხდა დასახელებულ ნორმათა დარღვევით, რადგან უდავოდ დგინდება, რომ ჭ----ო ბ-----ეს არ მიუმართავს კომისიისათვის მიწის გამოყოფის შესახებ, არ განხორციელებულა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარება და არ გაცემულა შესაბამისი აქტი, გასაჩივრებული კრების ოქმი არ შეესაბამება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ადმინისტრაციული აქტის მიღების წესებს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს ამ კოდექსის VI თავით დადგენილი წესის შესაბამისად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 108-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო აცნობებს ყველა დაინტერესებულ მხარეს ფორმალური ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ და უზრუნველყოფს მათ მონაწილეობას ადმინისტრაციულ წარმოებაში, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, დაინტერესებულ მხარეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა წარადგინოს თავისი მოსაზრება ან შუამდგომლობა ადმინისტრაციული წარმოების ყველა გარემოებასთან დაკავშირებით. 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. 96-ე მუხლი კი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ - დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიმღებმა რწმუნებულთა კრებამ არ გამოიკვლია, არ შეაფასა და არ შეაჯერა ისეთი გარემოებები, რომლებიც მნიშვნელოვანი იყო საკითხის გადასაწყვეტად, საკითხის განხილვაზე არ იყო მოწვეული ჭ----ო ბ-----ე, ვის მიმართაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება. მოპასუხე მხარის მიერ ვერც სასამართლოს სხდომაზე ვერ იქნა დასაბუთებული მის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფაქტობრივი და სამართლებრივი არგუმენტაცია, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიუთითა მხოლოდ ის გარემოება, რომ ოქმი კანონიერია და არ არსებობს ბათილად ცნობის საფუძველი, მესამე პირები კი მხოლოდ გასაჩივრების ვადის გასვლაზე მიუთითებენ.

 

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა ჭ----ო ბ-----ის მიერ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში, რამდენადაც იგი გამოცემულია იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზე იყო ამ აქტის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

 

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ, ისე ს------- და მ-----– ბ-----ეების წარმომადგენელმა მ------- ხ---–------ემ, რომლებმაც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ჭ----ო ბ-----ის სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

 

აპელანტის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებით, ა---––--ის კორპორაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრება წარმოადგენდა უფლებამოსილ პირს გადაწყვეტილების მისაღებად და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ჭ----ო ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ ფაქტს ადასტურებს საკომლო წიგნის ჩანაწერები, სადაც ჭ----ო ბ-----ეს ხაზი აქვს გადასმული კომლის შემადგენლობაში და მიწერილია საფუძველი, რომ არის ცალკე კომლად გამოყოფილი. გამოყოფის საუძვლად კი მითითებულია, რომ აღნიშნული განხორციელდა 1988 წლის N- ოქმის შესაბამისად.

 

აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ჭ----ო ბ-----ე ცალკე კომლად რომ ყოფილიყო გამოყოფილი უნდა არსებობდეს შესაბამისი განცხადება და გადაწყვეტილება და მას უნდა მიზომვოდა მიწის ნაკვეთი ზღვრული ნორმით, რასაც მერია არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ხდებოდა ისეც, რომ კომლი გამოიყოფოდა, მაგრამ არ ხორციელდებოდა მიწის ნაკვეთის მიზომვა, აღნიშნულსაც არ ავალდებულებდა იმდროინდლელი კანონმდებლობა, შესაბამისად მოსაზრება იმის შესახებ, რომ კრების ოქმი ჭ----ო ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ მიღებულია კანონმდებლობის დარღვევით, მცდარი და არ არსებობს სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები.

 

აპელანტების, ს------- და მ-----– ბ-----ეების წარმომადგენლის მ------- ხ---–------ის განმარტებით, სადავო ადმინისტრაციული აქტი მიღებულია 1996 წლის 1--------–ს, ხოლო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის ნორმების დარღვევაზეც მიუთითებს სასამართლო, ამოქმედდა 4 წლის შემდეგ 2000 წლის იანვრიდან, ამდენად ა---––--ის კოოპერაციული მეორნეობის რწმუნებულთა კრება აქტის მიღებისას ვერ დაიცავდა იმ დროისთვის არ არსებულ სამართვებრივ ნორმებს, ხოლო თუ სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიღებულია არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ასეთ შემთხვევაში სარჩელი სასამართლოში შემოტანილი უნდა ყოფილიყო არა აქტის ბათილად ცნობაზე, არამედ მის არარა აქტად ცნობის შესახებ, რაც არ მომხდარა.

 

აპელანტის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 7.6 პუნქტში მითითებულია, რომ ,,მოცემულ შემთხვევაში არსებობს ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმის ბათილად ცნობის საფუძველი ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში, რამდენადაც იგი გამოცემულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით და სახეზეა ამ აქტის შედეგად მოსარჩელის კანონიერი უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი’’- სასამართლოს აღნიშნული მითითება არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან და საქმის მასალებიდან. პირველყოვლისა გაუგებარია, როგორ დაადგინა სასამართლომ ის ფაქტი, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ზიანს აყენებს ჭ----ო ბ-----ეს, მაშინ, როდესაც მოსარჩელეს სასამართლოსთვის ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება არც კი წარუდგენია და სასამართლოს იგი თვალითაც არ უნახავს. მართალია გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გასაჩივრებული აქტი ზიანს აყენებს მოსარჩელეს, მაგრამ არ მიუთითებს თუ რაში გამოიხატა ამ აქტით ჭ----ო ბ-----ეზე ზიანის მიყენება. ამდენად ზიანის მიყენების ფაქტი რაიმე მტკიცებულებით დადგენილი არ არის. ამასთან ყურადსაღებია ის გარემოება, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ამოქმედდა 2000 წლის 01 იანვრიდან, ხოლო სადაო აქტი მიღებული იქნა 1996 წლის 1--------–ს ე.ი. სზაკ-ის ამოქმედებამდე.

 

აპელანტის განმარტებით, რწმუნებულთა კრების N- ოქმი მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესს არ აყენებს ზიანს და უკანონოდ არ ზღუდავს მის უფლებებს, რამდენადაც გასაჩივრეული აქტი მიღებულია თვით ჭ----ო ბ-----ის მოთხოვნის საფუძველზე. როგორც აღნიშნულ ოქმშია მითითებული, ჭ----ო ბ-----ემ განცხადებით მიმართა რწმუნებულთა კრებას, სადაც მიუთითა, რომ განიცდის საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს და ოჯახური პირობების გაუმჯობესების მიზნით, მოითხოვა სამოსახლო მიწის ფართობის გამოყოფა N- ბრიგადაში. ჭ----ო ბ-----ის თხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა და გამოეყო 0.20 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთი. ამდენად მის სასარგებლოდ მიღებულმა ადმინისტრაციულმა აქტმა, შეუძლებელია ჭ----ო ბ-----ის უფლებებსა და ინტერესს მიაყენოს რაიმე ზიანი, ხოლო თუ მოსარჩელეს მიაჩნია, რომ რწმუნებულთა კრების ოქმი გაყალბებულია დოკუმენტის სიყალბის დადგენა უნდა მოხდეს კანონით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედებების საფუძველზე და მითითებული დოკუმენტის სიყალბის შეფასებისას სასამართლო ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის ზეპირსიტყვიერ განცხადებას.

 

აპელანტის განმარტებით სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დააფუძნა არა ჭ----ო ბ-----ის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ფაქზე, არამედ საარქივო ცნობებზე და სხვა მტკიცებულებებზე, როლითაც დასტურდება, რომ ჭ----ო ბ-----ე გამოყოფილია კომლიდან. ჭ----ო ბ-----ე კომლიდან გამოყოფილია 1988 წლის 2-----–--ს, ა---––--ის საკრებულოს N--- გადაწყვეტილებით, ხოლო მიწის ნაკვეთი მას გამოეყო 8 წლის შემდეგ- 1996 წლის 1--------–ს. ამდენად, ადმინისტრაციული-სამართლებრივ აქტს ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფის შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რაიმე გავლენა არ მოუხდენია და იგი ზიანს ვერ მიაყენებს მოსარჩელეს, უფრო მეტიც, მესამე პირები მ-----– და ს------- ბ-----ეები სადაო უძრავი ქონების მესაკუთრეებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არიან საარქივო (Nნაა 2--------4-03, 0-----2014წ) ცნობის საფუძველზე, რომელსაც ჭ----ო ბ-----ეზე მიწის ნაკვეთის გამოყოფასთან და აქედან გამომდინარე გასაჩივრებულ აქტთან არავითარი კავშირი არ გააჩნია.

 

რაც შეეხება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების მოთხოვნას მომჩივნის განმარტებით გასულია მოსარჩელის მიერ სასამართლოსადმი სარჩელით მიმართვის ერთთვიანი ვადა და სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ ,,სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს მხარეზე ადმინისტრაციული აქტის მიმღები ორგანოს მიერ აქტის ოფიციალურად ჩაბარებიდან’’. სასამართლოს აღნიშნული მითითება მხოლოდ მისი მოსაზრებაა, არ არის გამყარებული რაიმე სამართლებრივი აქტით და ეწინააღმდეგება საქართველოს ადინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მოთხოვნას, სადაც პირდაპირაა მითითებული, რომ სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს შესაბამისად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან 1 თვის ვადაში. სადავო ადმინისტრაციული აქტის სრული ვერსია მოსამართლე ლეილა გურგუჩიანმა სამოქალაქო საქმის განხილვისას მოსარჩელე ჭ----ო ბ-----ეს ჩააბარა 2017 წლის 31 იანვარს სასამართლო სხდომაზე და შესაბამისად იგი მას გაეცნო 2017 წლის 31 იანვარს, ხოლო სარჩელი აქტის ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოში შეიტანა 7 თვის და 14 დღის შემდეგ, 2017 წლის 14 სექტემბერს, ამდენად სარჩელი ხანდაზმულია, რაც საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება სააპელაციო სასამართლო, გამოცხადებული მხარეების მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის და ს------- და მ-----– ბ-----ეების სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (სსსკ) 377.1 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სსსკ-ის 377.2 მუხლით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სსსკ-ის 393.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია. სსსკ-ის 393.3 მუხლით, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული. იმავე კოდექსის 385.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს. სსსკ-ის 385.2 მუხლით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი.

 

სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმით ირკვევა, რომ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის მიერ დადგენილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთის სარევიზიო - სარეფორმო ფონდის განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილმა კომისიამ შემოსული განცხადების საფუძველზე წარადგინა შერჩევის აქტი, რომელიც ეკუთვნის მოქალაქე ჭ----ო რ-----ის ძე ბ-----ეს. კომისიის მიერ წარმოდგენილი შერჩევის აქტში აღნიშნულია, რომ მოქალაქე ჭ----ო რ-----ის ძე ბ-----ე ა---––--ის საკრებულოს 1988 წლის 2-----–--ის N--- გადაწყვეტილებით სამი სულის შემადგენლობით გამოყოფილია ცალკე კომლად უმიწოდ, ცხოვრობს მშობლებთან და განიცდიან საცხოვრებელი ფართის სივიწროვეს. ოჯახური პირობების გაუმჯობესების მიზნით მოითხოვს სამოსახლო მიწის ფართობის გამოყოფას N- ბრიგადაში. ამავე ოქმში მითითებულია, რომ კომისიამ შეურჩია N- ბრიგადაში ც--------–----------------–ის გვერდით ბრიგადის საავტომობილი გზის მარჯვენა მხარეს ძლიერი დახრილობის თავისუფალი ფართობი, რომელსაც სამი მხრიდან ეკვროდა კოოპერაციული მეურნეობის ჩაის ფართობი, ხოლო ერთი მხრიდან საბრიგადო გზა. აღნიშნულ საკითხზე გააჩნდათ ხელვაჩაურის რაიონის აგროსამრეწველო სამმართველოს უფროსის გ. ც--–--ის დასკვნა, რომლითაც მიზანშეწონილად ჩათვალა აღნიშნულ საკითხზე იმსჯელოს ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრებამ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კომისიამ მიზანშეწონილად ჩათვალა წარმოდგენილი შერჩევის აქტი მიწათსარგებლობისა და მიწათმოწყობის კანონმდებლობის დაცვით სხვა მასალებთან ერთად განიხილოს კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრებაზე. კრებამ ერთხმად დაადგინა: ,,1) დაკმაყოფილდეს კომისიის მიერ წარმოდგენილი შერჩევის აქტი და გამოეყოს ჭ----ო რ-----ის ძე ბ-----ეს N- ბრიგადაში აღნიშნული 0.20 ჰა. მიწის თავისუფალი ფართობი საკარმიდამოდ სარეზერვო სარეფორმო ფონდიდან. 2) დაევალოს სარეზერვო-სარეფორმო მიწების ფონდის გამანაწილებელ კომისიას 15 დღის ვადაში წარუადგინოს საკარმიდამო ნაკვეთის მიზომვის აქტი სათანადო გამიჯვნით მიწათსარგებლობის წესების ზუსტი დაცვით. 3) დაევალოს კოოპერაციული მეურნეობის ინჟინერ მიწათმომწყობს მ.ე------ეს შეიტანოს სათანადო ცვლილებები კოოპერაციული მეურნეობის მიწების ზ/გ. წიგნში. 4) დაევალოს ა---––--ის საკრებულოს გამგეობას შეიტანოს სათანადო ცვლილებები კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების საფუძველზე და დააწეროს ჭ----ო რ-----ის ძე ბ-----ეს 0.20 ჰა მიწის ნაკვეთი (ს.ფ. 20-35, ტ.1).

 

2-----2016 წლის NAA2----------03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ა---––--ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ა---––--ის 1986-1996 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ბ-----ე რ-------–ი მ-------ის ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-----ე რ-------–ი მ-------ის ძე - ოჯახის უფროსი. გადახაზულია. მიწერილია ამოეწერა 2-----1994 წ. 2. ბ-----ე უ---- რ-----ის ასული - ცოლი. გადახაზულია. მიწერილია გარდაიცვალა 2---------წ. 3. ბ-----ე გ------–- რ-----ის ასული -შვილი. გადახაზულია. მიწერილია გამოიყო ცალკე კომლად. ოქმი N5. 4. ბ-----ე ჭ----ო რ-----ის ძე - შვილი. გადახაზულია. მიწერილია გამოიყო ცალკე კომლად. ოქმი N-. 1988წ. 5. ბ-----ე მ-----– რ-----ის ძე - შვილი. 6. ბ-----ე ტ------- ი-----ის ასული - რძალი. გადახაზულია. მიწერილია გამოეყო ცალკე კომლად. ოქმი N5. 7. ბ-----ე ს------- მ-----–ის ასული - შვ/შვილი. 8. ბ-----ე ნ---- ხ----ის ასული - რძალი. შენიშვნა: კომლის წევრები ს------- და ნ---- ბ-----ეები ჩაწერილია საკომლო წიგნში დამატებით ჩაკეცილ ფურცელზე. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1986-1996 წლებში 0.19 ჰა. კომლს ერიცხება საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს, 110 კვ/მ. ფართის ოდენობით. შენიშვნა: საკომლო წიგნები შედგენილია 1986-1996 წლების პერიოდში (ს.ფ. 36).

 

0-----2016 წლის NAA2----------03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ხელვაჩაურის არქივში დაცული ხელვაჩაურის რაიონის ა---––--ის თემის საკრებულოს დოკუმენტებით, სოფელ ს------ 1996-2000 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ბ-----ე ჭ----ო რ-----ის ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-----ე ჭ----ო რ-----ის ძე - ოჯახის უფროსი. 2. ბ-----ე ტ------- ი-----ის ასული - ცოლი. მიწერილია წასულია ოჯახიდან. 3. ი----- ი--- ვ--–---ის ასული-გერი. გადახაზულია. 4. ბ-----ე ჯ--- ჭ----ოს ძე - შვილი. 5. ბ-----ე მ------ი ჭ----ოს ასული - შვილი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 1996-2000 წლებში 0.20 ჰა. აქვე მიწერილია მიწა დაეწერა კოლმეურნეობის 1996 წლის 1--------–ის სხდომის ოქმი N--ით. მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ გრაფაში შევსებული არ არის. სოფელ ს------ 2001-2006 წლების საკომლო წიგნით დასტურდება, რომ ბ-----ე ჭ----ო რ-----ის ძე არის კომლის უფროსი. კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან: 1. ბ-----ე ჭ----ო რ-----ის ძე - ოჯახის უფროსი. 2. ბ-----ე ტ------- ი-----ის ასული - ცოლი. მიწერილია წასულია ოჯახიდან. 3. ბ-----ე ჯ--- ჭ----ოს ძე - შვილი. 4. ბ-----ე მ------ი ჭ----ოს ასული- შვილი. კომლის სარგებლობაში არსებული მიწის ფართის რაოდენობა შეადგენს 2001-2006 წლებში შეადგენს 0.20 ჰა. მონაცემები საცხოვრებელი სახლის შესახებ - გრაფა შევსებული არ არის (ს.ფ. 43).

 

1-----2016 წლის NAA2----------03 საარქივო ცნობით ირკვევა, რომ ა---––--ის თემის საკრებულოს (სასოფლო საბჭოს) 1986-1996 წლების საკომლო წიგნების მონაცემებით ჭ----ო რ-----ის ძე ბ-----ეს საკარმიდამო მიწის ნაკვეთი არ აწერია (ს.ფ. 40).

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის 29.12.2016 N0------ წერილით ირკვევა, რომ ჭ----ო ბ-----ე დაბადებიდან დღემდე ოჯახთან ერთად ცხოვრობს მამის რ----- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში. ამავე წერილით ირკვევა, რომ ჭ----ო ბ-----ეს სოფელ ს-----ში მიწის ნაკვეთი არ გააჩნია (ს.ფ. 46).

 

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 1-----2016წ N------ წერილით ირკვევა, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, რომელიც მოქმედებს 2009 წლის მაისიდან, ჭ----ო ბ-----ის (პ/ნ. 6----------) საკუთრების უფლება უძრავ ნივთებზე რეგისტრირებული არ არის (ს.ფ. 49).

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის სოფელ ს-----სა და ზედა ს-----ში 2----- 2016 წ. წერილით ირკვევა, რომ ჭ----ო ბ-----ე დაბადებიდან ცხოვრობს ოჯახთან ერთად სოფელ ს-----ში მამის რ----- ბ-----ის საცხოვრებელ სახლში და საკუთრებაში არ გააჩნია მიწის ნაკვეთი.

 

ხელვაჩაურის არქივის ცნობით, სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის 1996 წლის 1--------–ის რწმუნებულთა კრების ოქმის თანდართული დოკუმენტები (განცხადება, შერჩევა დათვალიერებისა და მიზომვის აქტები ხელვაჩაურის არქივში სახელმწიფო დაცვაზე შესანახად არ შემოსულა (ს.ფ. 54, ტ.1).

 

საქმეში დაცული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 24.05.2017წ გადაწყვეტილებით (სამოქალაქო საქმე N820210016001503705(2-339/2-16)) მ-----– ბ-----ისა და ს------- ბ-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეები ც-–---- მ---–--ე და ჯ--- ბ-----ე გამოსახლებულ იქნენ მოსარჩელე მ-----– და ს------- ბ-----ის კუთვნილი შენობა-ნაგებობიდან, საერთო ფართით 233,45 კვ.მეტრი, საკადასტრო კოდი N2-----------, მდებარე ხელვაჩაური, ა---––--ი, ს----- 21-ე ქუჩა, N26 და მ-----– და ს------- ბ-----ეებს ჩაბარდა თავისუფალ მდგომარეობაში. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ჭ----ო ბ-----ის სარჩელი საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 1988-1996 წლებში გაცემული საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი ჭ----ო ბ-----ის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, ოქმი N-, 1988 წელი ბათილად ცნობის, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა---––--ში, მ-----– ბ-----ის და ს------- ბ-----ის სახელზე N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2128.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 233.45 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრედ - ცნობისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების შეტანის თაობაზე (ს.ფ. 200-216).

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06.03.2018წ გადაწყვეტილებით (საქმე № 2\ბ- 634) ჭ----ო ბ-----ის, ც-–---- მ---–--ის, ჯ--- ბ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, - გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება _ მ-----– და ს------- ბ-----ეების სარჩელი ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის გამოსახლების თაობაზე მ-----– და ს------- ბ-----ეების საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობიდან, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი ა---––--ი, ს--------- №21 ბ.26-ში - არ დაკმაყოფილდა; დაკმაყოფილდა ჭ----ო ბ-----ის სარჩელი და ბათლად იქნა ცნობილი 1988-1996 წლებში, საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის მიერ საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერი ჭ----ო ბ-----ის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, ასევე გაუქმდა საჯარო რეესტრში მ-----– და ს------- ბ-----ეების სახელზე არსებული საკუთრების რეგისტრაციის ჩანაწერი (ს.კ. 2-----------) 2128.00კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 233.45 კვ.მ. საცხოვრებელი ფართის 1/6 ნაწილზე; შევიდა შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა---––--ში მ-----– და ს------- ბ-----ეების სახელზე №2-----------. კოდით რეგისტრირებული სახლთმფლობელობის 1/6 ნაწილი აღირიცხა ჭ----ო ბ-----ის საკუთრებად (გადაწყვეტილება არ არის შესული კანონიერ ძალაში).

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკოლმეურნეო კომლიდან გამოყოფა, საკოლმეურნეო კომლის ქონებაზე უფლების დაკარგვა, კომლის გაყრა და ა.შ. ხდებოდა იმ დროისათვის (განსახილველ შემთხვევაში 1988 წელს) მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის რედაქცია) 126-ე, 127-ე, 128-ე მუხლების საფუძველზე. თითოეული ზემოაღნიშნული მოქმედება ხორციელდებოდა გარკვეული პროცედურების დაცვით, რაც შემდგომში საკომლო ჩანაწერებში ჰპოვებდა ასახვას. ანუ, ყოველი საკომლო ჩანაწერი გარკვეული წინაპირობებიდან გამომდინარეობდა. შესაბამისად, იურიდიული შედეგი მოჰყვებოდა საკომლო წიგნის ჩანაწერს, მაგრამ არა ისეთი ზოგადი ხასიათისას, აბსტრაქტულს, როგორიც მოცემულ შემთვევაში არსებობს, სადაც არის მხოლოდ მითითება, რომ ჭ----ო ბ-----ე გამოეყო ცალკე კომლად 1988 წელს. კომლიდან გამოყოფას შესაბამის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი სჭირდებოდა, - გამოსაყოფი პირის ნება, თანხმობა/განცხადება გამოყოფის მოთხოვნით და უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება.

 

ჭ----ო ბ-----ის კომლიდან გამოყოფის შესახებ არც ერთი ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტი არ არსებობს, რის გამო მხოლოდ ჩანაწერი არ არის საკმარისი იმ ფაქტის დასადასტურებლად, რომ ის სწორედ 1993 წლამდე (1988 წელს) გამოეყო ცალკე კომლად, მაშინ როცა მხარეებიც არ დავობენ რომ დღემდე, ჭ----ო ბ-----ე ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობს მამისეულ სახლში.

 

საკოლმეურნეო კომლის საოჯახო ქონებრივი გაყოფა ძირითადად დაკავშირებული იყო კომლის შემადგენლობის შეცვლასთან, რის შედეგადაც კომლი, როგორც საოჯახო შრომითი გაერთიანება, ან მთლიანად წყვეტდა არსებობას და მის ბაზაზე იქმნებოდა ორი ან მეტი ახალი კომლი, ან იგი რიცხობრივად მცირდებოდა კომლიდან წევრის გასვლის გამო. პირველ შემთხვევაში საქმე ეხება კომლის გაყრას, ხოლო მეორე შემთხვევაში – კომლიდან გამოყოფას. საქმის მასალებით არ დასტურდება ჭ----ო ბ-----ის კომლიდან გასვლა, თუ გამოყოფა, სახელდობრ: არ არსებობს განცხადება ჭ----ო ბ-----ის კომლიდან ამოწერის შესახებ, ან სასოფლო საბჭოს აღმასკომის შესაბამისი გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილებისა და ჭ----ო ბ-----ის კომლიდან ამოწერის შესახებ. ამდენად, მხოლოდ ის გარემოება, რომ საკომლო წიგნში ჭ----ო ბ-----ე გადახაზულია და გაკეთებულია ჩანაწერი მისი ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე, _ არ ადასტურებს ამ უკანასკნელის კომლიდან ამოწერისა და ცალკე კომლად გამოყოფის ფაქტს.

 

მოცემული დავის არსიდან გამომდინარე მხედველობაშია მისაღები, რომ „საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის N29 დეკრეტის საფუძველზე, 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. შესაბამისად, ქონება, რომელიც კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ ეკუთვნოდა კომლს და გახდა იმ პირთა საერთო საკუთრება თანაბარ წილში, რომლებიც კომლის წევრებს წარმოადგენენ. აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი. საქართველოს სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964 წლის) 123-ე და 128-ე მუხლების თანახმად, კომლის წევრს წარმოადგენდა პირი, რომელიც ფლობდა, სარგებლობდა და განკარგავდა საკოლმეურნეო ქონებას კომლის ყველა წევრის თანხმობით. კომლის შრომისუნარიანი წევრი კარგავდა უფლებას კომლის ქონების წილზე, თუ იგი სამი წლის განმავლობაში ზედიზედ არ მიიღებდა მონაწილეობას თავისი შრომით ან სახსრებით კომლის საერთო მეურნეობის წარმოებაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საკომლო ჩანაწერში არსებობს მითითება, რომ ჭ----ო ბ-----ე კომლიდან გასულია 1988 წელს, თუმცა უდავოდაა დადგენილი, რომ იგი ამ პერიოდამდე (1988 წლამდე) და მას შემდეგაც, დღემდე ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში. ზემომოხმობილი სამართლებრივი რეგულაციების თანახმად, მას შემდეგ, რაც გაუქმდა საკოლმეურნეო კომლი და მას სამართლებრივი საფუძველი გამოეცალა, ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, აღარ წარმოადგენს საკოლმეურნეო კომლის ქონებას და არის კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრება თანაბარწილად, რომელზეც ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სამოქალაქო წესით მიმდინარეობს დავა საარქივო სამმართველოს ხელვაჩაურის არქივის მიერ 1988- 1996 წლებში გაცემული საკომლო წიგნის ამონაწერში არსებული მინაწერის ((ც/კ) ჭ----ო ბ-----ის საკოლმეურნეო კომლიდან ცალკე კომლად გამოყოფის შესახებ, ოქმი N-, 1988 წელი) კანონიერებასა და ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ა---––--ში, მ-----– ბ-----ის და ს------- ბ-----ის სახელზე N2----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების 2 128.00 კვ.მ. მიწის ნაკვეთსა და 233.45 კვ.მ. საერთო ფართის შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრედ ჭ----ო ბ-----ის ცნობისა და საჯარო რეესტრის მონაცემებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელების შესახებ.

 

აღნიშნულ სარჩელს ჭ----ო ბ-----ე აფუძნებს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რასაც წინამდებარე საქმეზე აღძრულ სარჩელს, კერძოდ იმას, რომ საარქივო ცნობის თანახმად, ჭ----ო ბ-----ის ოჯახი ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ს-----ში (ა---––--ი), წარმოადგენდა საკოლმეურნეო კომლს, რომლის უფროსი 1982-1997 წლებში იყო ბ-----ე რ-------–ი. ამ დროისათვის კომლის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ: მეუღლე - უ---- ბ-----ე, შვილები: ბ-----ე გ------–-, ბ-----ე ჭ----ო, ბ-----ე მ-----–ი, ბ-----ე ტ-------. მოგვიანებით კი მიკრულია ბ-----ე მ-----–ის შვილი - ბ-----ე სოფია და მეუღლე ბ-----ე ნ----. კომლს ერიცხებოდა საცხოვრებელი სახლი აგებული 1961 წელს, ზომით 10X11-ზე. 1991 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის დედა - ბ-----ე უ----ი. 1994 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა - რ----- ბ-----ე. კომლის წევრები: ბ-----ე გ------–- გასული იყო კომლის შემადგენლობიდან, გათხოვდა. შესაბამისად კომლში დარჩა ჭ----ო ბ-----ე ოჯახით და მისი ძმა- მ-----– ბ-----ე თავისი ოჯახით. აღმოჩნდა, რომ 2014 წლის 2-----–--ს, მ-----– ბ-----ემ და ს------- ბ-----ემ კომლის მთელი ქონება საჯარო რეესტრში დაირეგისტრირეს საკუთრებად საარქივო ცნობის საფუძველზე. არქივიდან საკომლო ამონაწერების ამოღების შემდგომ აღმოჩნდა, რომ საკომლო წიგნში გადასმული აქვს ხაზი ჭ----ო ბ-----ეს კომლის შემადგენლობაში და მიწერილია საფუძველი, რომ არის ცალკე კომლად გამოყოფილი. ცალკე კომლად გამოყოფის საფუძვლად მითთებულია 1988 წლის ოქმი N-. აღნიშნული ფაქტი ჭ----ო ბ-----ისათვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, როდესაც სასამართლოდან მიუვიდა შეტყობინება აღნიშნული საცხოვრებელი სახლიდან მისი ცოლ - შვილის მოპასუხეების ც-–---- მ---–--ისა და ჯ--- ბ-----ის გამოსახლების საკითხთან დაკავშირებით. მიუთითებს, რომ რეალურად არ მომხდარა (მისი) ჭ----ო ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფა რ----- ბ-----ის კომლიდან და იგი დაბადებიდან დღემდე ცხოვრობს ოჯახთან ერთად, ეწევა მეურნეობას რ----- ბ-----ის კომლში. სხვა საცხოვრებელი ადგილი და მიწის ნაკვეთი მას არ გააჩნია. მან მიმართა განცხადებით ხელვაჩაურის ცენტრალურ არქივს და ა---––--ის საბჭოს, მიეწოდებინათ თავისი ცალკე კომლად გამოყოფის საფუძველი. აღნიშნულზე არქივმა მისწერა, რომ ცნობას ვერ გასცემდა, ვინაიდან საარქივო მასალა ცენტრალურ არქივში შესანახად არ შესულა, ხოლო ა---––--ის საბჭოს ცნობით ჭ----ო ბ-----ეს უნდა მიემართა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობისათვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან ჭ----ო ბ-----ემ მიიღო ცნობა, რომ ცალკე კომლად გამოყოფის ყველა დოკუმენტი გადაცემულია ცენტრალური არქივისათვის. მოსარჩელემ ითხოვა რ----- ბ-----ის კომლის შემადგენლობიდან ჭ----ო ბ-----ის ცალკე კომლად გამოყოფის თაობაზე არსებული ჩანაწერის ბათილად ცნობა, რადგან ის არასოდეს გამოყოფია მამის, რ----- ბ-----ის კომლს, დღემდე ცხოვრობს ამავე კომლში, სადაც ეწევა საოჯახო მეურნეობას.

 

ამ პირობებში სოფელ ა---––--ის კოოპერაციული მეურნეობის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმის ბათილად ცნობისადმი მოსარჩელის კანონიერი ინტერესის არსებობა სააპელაციო პალატამ საქმის განხილვისას დამატებით შეამოწმა.

 

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო იმ შემთხვევაში მიიღებს გადაწყვეტილებას აქტის ბათილად ცნობის თაობაზე, თუ ეს აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-25-ე მუხლებით განსაზღვრულია ადმინისტრაციული სარჩელის სახეები და დასაშვებობის კრიტერიუმები, რაც პირის სუბიექტური უფლების ეფექტიანი რეალიზაციის მიზანს ემსახურება, სწორედ ამ სტანდარტის დაკმაყოფილების პირობებშია დასაშვები სასამართლო წესით დავა.

 

ამდენად, როგორც ზემოაღიშნული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, პროცესუალური უფლება სარჩელზე უშუალოდ უკავშირდება სარჩელზე უფლებას მატერიალური თვალსაზრისით. სარჩელის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო სარჩელის წარმოებაში მიღების ეტაპზე წყვეტს სარჩელის შესაბამისობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის დასაშვებობის მოთხოვნებთან, როგორიცაა მოსარჩელის, როგორც დაინტერესებული მხარის უფლებადამცავი ინტერესი და პირდაპირი და უშუალო ზიანის არსებობის ფაქტი.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინიატრაციულ საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე N ბს-574-574 (კს-18) „სასამართლო წესით სარჩელის აღძვრის შესაძლებლობა სუბიექტური უფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც იცავს უფლებას გაქარწყლებისგან, არარად ქცევისგან. ამიტომაა, რომ საპროცესო სამართალში სარჩელის აღძვრის უფლების (სარჩელზე უფლების) არსებითი ელემენტია, უპირველეს ყოვლისა, თავად უფლების არსებობა მატერიალური შინაარსით, რომლის დაცვის ღირსი ინტერესიც მოსარჩელეს გააჩნია. თუკი გაცხადებულ მოთხოვნაზე უფლება ნამდვილად ეკუთვნის მოსარჩელეს და მას ნამდვილად აქვს ამ უფლების დაცვაზე კანონიერი ინტერესი, ხოლო სადავოდ გამხდარ უფლებაზე ვალდებულ პირს ნამდვილად წარმოადგენს მოპასუხე, მაშინ საქმის განხილვისათვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა _ მხარეთა ლეგიტიმური შემადგენლობა სახეზეა“.

 

პალატა განმარტავს, რომ დაინტერესებული მხარის ცნება უკავშირდება პირის უფლებას - წარმოდგენილ იქნეს მხარედ სასამართლოში. დაინტერესებულ მხარედ ითვლება ის პირი, რომლის კანონიერ ინტერესზეც პირდაპირ და უშულო (ინდივიდუალურ) გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება (სზაკ-ის მე-2 მუხ. “ბ” ქვეპუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენს დაამტკიცოს მისი უფლების დარღვევის ფაქტი, დავაში მისი უფლებადამცავი ინტერესი და ამასთან, მან უნდა დაამტკიცოს, რომ მისი ინტერესების სფერო სწორედ მიღებული ზომების შედეგად დაირღვა. გარდა ამისა, მოსარჩელის უფლება და ინტერესი კანონით უნდა იყოს დაცული ანუ სახეზე უნდა იყოს პირდაპირი და უშუალო (ინდივიდუალური) ზიანი პირის სამართლებრივად დაცულ უფლებებსა და ინტერესზე. აღსანიშნავია, რომ ინტერესის არსებობა გულისხმობს მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს თეორიული ინტერესის დაშვების შესაძლებლობას.

 

სააპელაციო პალატა კვლავ მიუთითებს, რომ სარჩელის აღძვრის საფუძველს წარმოადგენს არა ნებისმიერი, არამედ იურიდიული, კანონიერი დაინტერესება. კანონიერი ინტერესის არსებობა ობიექტურ მონაცემებზე უნდა იყოს დამყარებული. ასეთ მონაცემებს უპირველეს ყოვლისა წარმოადგენს სარჩელის აღძვრის საბაბის ფაქტები, მაგ. უფლების დარღვევა ან დარღვევის საშიშროება, რომლებზედაც მოსარჩელემ უნდა მიუთითოს. კანონმდებლობა სავალდებულოდ მიიჩნევს მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დადასტურებას. ინტერესის არსებობისათვის არ კმარა მის შესახებ მხოლოდ მოსარჩელის განცხადება. თუ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირის სამართლებრივ მდგომარეობაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ იწვევს, მაშინ სარჩელი არის დაუშვებელი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ჭ----ო ბ-----ის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სოფელ ა---––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმის ნაწილობრივ (ჭ----ო ბ-----ისთვის მიწის ნაკვეთის გამოყოფის ნაწილში) ბათილად ცნობა და მისი თანმდევი შედეგის - საკომლო წიგნის ჩანაწერის, მიწის გამოყოფის შესახებ გაუქმება. ა---––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმი ეხება ჭ----ო ბ-----ის სასარგებლოდ N- ბრიგადაში 0.20 ჰა მიწის თავისუფალი ფართობის საკარმიდამოდ გამოყოფას. ამდენად პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელის მტკიცება, რომ 17.04.1996წ. N- ოქმით მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ზიანი.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. ამდენად, სასამართლოსადმი მიმართვა უკავშირდება უფლების ან თავისუფლების დაცვის რეალურ საჭიროებას, რის გამოც სასამართლოში სარჩელის აღძვრის პროცესუალური უფლებით სარგებლობს მხოლოდ საამისო, ნამდვილი ინტერესის მქონე პირი. შესაძლებელია, თავისთავად, პირს ჰგონია, რომ ასეთი ინტერესი აქვს და მიმართავს სასამართლოს, თუმცა პირის ასეთი სუბიექტური განწყობა არ ნიშნავს, რომ ობიექტურად იგი მართლაც დაინტერესებულია პროცესის წარმოების თვალსაზრისით. ამასთან, ინტერესის არსებობის საკითხს წყვეტს სასამართლო, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ დაეყრდნობა მხოლოდ მოსარჩელის მოსაზრებას და ვარაუდს.

 

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარემ ვერ დაასაბუთა თუ რა იურიდიული ინტერესი გააჩნია მას სადავო ოქმის ბათილობის მიმართ, ამასთან ოქმის ბათილად ცნობის შემთხვევაში მოსარჩელის სასარგებლო სამართლებრივი შედეგის მიღწევა შეუძლებელია.

 

სასამართლო კოლეგია აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მართალია, სარჩელი დაიშვა განსახილველად, რადგან აღნიშნულ პროცესუალურ ეტაპზე საკმარისი იყო ვარაუდი, რომ ირღვეოდა მოსარჩელეთა სუბიექტური უფლება, თუმცა საქმის არსებითად განხილვით - სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმებისას, საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების სრული და ყოველმხრივი განხილვა-გამოკვლევით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არ დასტურდება მოსარჩელეთა კანონიერი უფლების ან/და ინტერესის დარღვევის ფაქტი, რაც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ამ კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ სარჩელის უარყოფის საფუძველია.

 

რაც შეეხება ს------- და მ-----– ბ-----ეების მოთხოვნას ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინების გაუქმების შესახებ, სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ გასაჩივრებული განჩინებით არ დაკმაყოფილდა მხარის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ. საქმის წარმოების შეწყვეტას მ-----– და ს------- ბ-----ეები ითხოვდნენ იმ დასაბუთებით, რომ ჭ----ო ბ-----ეს გაშვებული ჰქონდა ა---––--ის რწმუნებულთა კრების 1996 წლის 1--------–ის N- ოქმის გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. სწორედ ამ თვალსაზრისით იმსჯელა ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ საქმის წარმოების შეწყვეტის მართებულობაზე და არ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი 17.04.1996წ N- ოქმის ჭ----ო ბ-----ისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი, - სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს დასაბუთებას, რომ არ არსებობდა სარჩელის შეტანის ვადის გაშვების მოტივით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393.2 მუხლისა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

6. საპროცესო ხარჯები

 

ს------- და მ-----– ბ-----ეების მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს ჭ----ო ბ-----ეს, თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-12 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე, 389-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს; ს------- და მ-----– ბ-----ეების სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. გაუქმდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილება;

 

3. ჭ----ო ბ-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

4. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

5. დაეკისროს ჭ----ო ბ-----ეს ს------- და მ-----– ბ-----ეების სასარგებლოდ ამ უკანასკნელთა მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 ლარის ოდენობით.

 

6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა №32), მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32).

 

მოსამართლეები: ხათუნა ხომერიკი

გოჩა აბუსერიძე

მურთაზ მეშველიანი