განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100116001417797
საქმე №1ბ/973-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
08 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
პროკურორ - ნ---------------ის
ადვოკატ - გ-----------–--ის
მსჯავრდებულ - ვ------გ ჯ-------ის
მონაწილეობით,ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ისა და მსჯავრდებულ ვ------- ჯ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----------–--ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ვ------- ჯ-------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 16 აგვისტოს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №1----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. გ-----------------------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართის კოდექსის 122-ე მუხლით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ვ------- ჯ-------ეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა:
ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ე. ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის; მანვე, ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.
რაც გამოიხატა შემდეგში:
2016 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ------- ჯ-------ემ შელაპარაკების ნიადაგზე გამართული ჩხუბის დროს, ნ--------------ეს ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანების განზრახვით, ცივი იარაღი დაარტყა მუცლის არეში. აღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია ნ--------------ის ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის;
მანვე, 2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, გ--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვ------- ჯ-------ემ შელაპარაკების ნიადაგზე გამართული ჩხუბის დროს, ცივი იარაღის გამოყენებით დაზიანება მიაყენა ლ-–-----------ეს, რომელსაც მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.
აღნიშნული ქმედებებისათვის ვ------- ჯ-------ეს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლითა და 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (2016 წლის 2 აპრილს მოქმედი რედაქცია).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის განაჩენით ვ------- ჯ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (დაზარალებულ ლ-–-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.
ვ------- ჯ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.
ვ------- ჯ-------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2016 წლის 3 აპრილიდან 2016 წლის 7 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ვ------- ჯ-------ეს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით (დაზარალებულ ნ--------------ის ეპიზოდი), დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:
2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთი მხრივ, ვ------- ჯ-------ესა და მეორე მხრივ, ძმებს - ნ--------------ესა და ლ-–-----------ეს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე გამართული ჩხუბის დროს, ვ------- ჯ-------ემ, აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით, ნ--------------ეს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ლ-–-----------ეს - ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ, მსჯავრდებულმა ვ------- ჯ-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-----------–--ემ.
წარმოდგენელი სააპელაციო საჩივრით ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ---------------ემ მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, ვ------- ჯ-------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და მისთვის კანონით დადგენილი წესით სამართლიანი და ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ ცალმხრივი შეფასება მისცა როგორც მსჯავრდებულის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, ასევე დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებს, რაც აისახა კიდეც შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში კვალიფიკაციის ცვლილების სახით. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას, რომ ვ------- ჯ-------ე მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით, რა დროსაც ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიაყენა დაზარალებულებს, აპელანტის აზრით, არ წარმოადგენს საქმის სიღრმისეულ შეფასებას, რადგან მოცემულ შემთხვევაში ლ-–-----------ის მიერ მიცემული ჩვენების თანახმად, ბრალდებულის მხრიდან დანის დარტყმა მოხდა იმ მომენტში, როდესაც უკვე კონფლიქტი ამოწურული იყო და მათ შორის ჩხუბი აღარ მიმდინარეობდა. აღნიშნული ფაქტი, ასევე, დასტურდება იმ გარემოებით, რომ ჩხუბის მიმდინარეობის დროს ბრალდებულის მეგობარი გ---------------–---–ი ცდილობდა მათ გაშველებას. შესაბამისად, ვ------- ჯ-------ემ კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ, განზრახ დააზიანა ძმები. შესაბამისად, მართალია, სასამართლო სრულად დარწმუნდა, რომ ვ------- ჯ-------ეს ჩადენილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, თუმცა არასწორი შეფასება მისცა საქმეზე არსებულ მტკიცებულებებს.
მსჯავრდებულმა ვ------- ჯ-------ემ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ-----------–--ემ თავიანთი სააპელაციო საჩივრით ითხოვეს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ვ------- ჯ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა შემდეგი საფუძვლებით:
დაცვის მხარის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გამორიცხა შემთხვევის ადგილზე ვ------- ჯ-------ისა და დაზარალებულების გარდა, სხვა ადამიანების ყოფნა, რაც არ შეესაბამებოდა მოწმეთა ჩვენებებს. ამასთან არ იქნა გათვალისწინებული, რომ დაზარალებულ ლ-–-----------ის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიცემულ ჩვენებებს შორის იყო წინააღმდეგობა, როდესაც ერთ შემთხვევაში დაზარალებულმა განმარტა, რომ არ ახსოვდა, ხელი მოუქნია თუ არა ვ------- ჯ-------ეს, ხოლო სხვა შემთხვევაში მიუთითა, რომ მუშტი დაარტყა სახეში. ასევე, არასწორია ლ-–-----------ის ჩვენება იმის თაობაზე, რომ ის გაჰყვა ე------------–--–---–ს და ნ--------------ეს საავადმყოფოში, რადგან ე------------–--–---–ის ავტომანქანაში მხოლოდ ორი ადამიანის ადგილია და ფიზიკურად ვერ მოთავსდებოდა მესამე პირი. ლ-–-----------ემ სასამართლოში ვერ მიუთითა, თუ რა საგნის მეშვეობით და რა ვითარებაში დაიჭრა მისი ძმა, არც ავტომანქანის დაზიანება ახსოვს და არც ის, ვ------- ჯ-------ე გაიქცა თუ არა შემთხვევის ადგილიდან. დაზარალებულ ნ--------------ის ჩვენებებით კი საერთოდ ვერ დადასტურდა ისეთი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რაც თანხვედრაში იქნებოდა მოცემული საქმის სხვა მასალებთან. აპელანტის აზრით, ასევე წინააღმდეგობრივია მოწმე ე--------------ის ჩვენებები ჩხუბის შესახებ ინფორმაციის შეტყობის ნაწილში. ერთგან მან განმარტა, რომ სახლში მისვლისას გაიგო მომხდარის შესახებ, ხოლო სასამართლოში ჩვენების მიცემისას მიუთითა, რომ სამსახურში შეიტყო. მოწმე ა----–-----ის ჩვენებით დასტურდება, რომ გარდა დაზარალებულებისა შემთხვევის ადგილზე მოქმედებდნენ სხვა პირებიც, რაც დადგინდა კიდეც საქმის სასამართლოში გამოკვლევის შედეგად. ამ მიმართებით აპელანტს დამაჯერებლად მიაჩნია მოწმე გ---------------–---–ის ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ მან დაინახა, თუ როგორ ურტყამდა ფეხებს და ხელებს ვ------- ჯ-------ეს სულ მცირე 5-6 ადამიანი, ხოლო დანა ან რაიმე სხვა საგანი ვ------- ჯ-------ის ხელში მას არ დაუნახავს. დაცვის მხარის განმარტებით, შემთხვევის დღეს ვ------- ჯ-------ის ნაცემ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმე გ-------------–---ემ, რომელმაც ჩხუბის მოტივიც ისე აუხსნა სასამართლოს, როგორც მსჯავრდებულმა განუმარტა. ამდენად, მოწმეების - გ---------------–---–ის, გ-------------–---ის, ვ------- ჯ-------ის და ქ---------------ის ჩვენებები სრულ თანხვედრაში იყო ერთმანეთთან და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან, რაზეც არ იმსჯელა პირველი ინსტანციის სასამართლომ. მოწმის სახით დაკითხული პოლიციის მუშაკების მხრიდან კი ვერ იქნა მიღებული პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც ვ------- ჯ-------ის ბრალეულობას დაადასტურებდა. აპელანტმა ასევე მიუთითა ტრასოლოგიური, სატრანსპორტო-ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებსა და ექსპერტების ჩვენებებზე, რომლებითაც, დასტურდება ვ------- ჯ-------ის ტანსაცმელზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი და მისი ავტომანქანის მექანიკური დაზიანების კვალი. სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარემ ასევე ყურადღება გაამახვილა ვ------- ჯ-------ის მხრიდან დაზარალებულებისათვის სხეულის დაზიანების მიყენების პირდაპირი განზრახვისა და მოტივის არარსებობაზე, რომლის არსებობა, მისივე განმარტებით, ვერც სასამართლო გამოძიებისას დადგინდა.
სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ხოლო, დაცვის მხარემ ვ------- ჯ-------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში განიხილა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება. რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ------- ჯ-------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
პალატა აღნიშნავს, იმისათვის რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: კონფლიქტში მონაწილე მხარეები იყვნენ ერთ მხარეს ძმები: ლ-–-----------ე და ნ--------------ე და მეორე მხარეს - ვ------- ჯ-------ე. მათ შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადავიდა, კერძოდ, პირველად ლ-–-----------ემ დაარტყა მუშტი ვ------- ჯ-------ეს ცხვირში, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, მათ გაშველებას და მეგობრის - ვ------- ჯ-------ის, დახმარებას კი ცდილობდა გ---------------–---–ი. ასევე დადგენილია, რომ სამივე მათგანმა მიიღო სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები. პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ კონფლიქტში ვ------- ჯ-------ის წინააღმდეგ მონაწილეობას იღებდა 5-6 პირი, ასევე არ იზიარებს ბრალდების მხარის მოსაზრებას, რომ ვ------- ჯ-------ემ ჭრილობები ძმებს კონფლიქტის ამოწურვის შემდეგ მიაყენა, კერძოდ, პალატა მხედველობაში იღებს სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:
დაზარალებულ ნ--------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ცხოვრობს გ---------------ში. 2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 17-18 საათზე, ძმასთან ლ-–-----------ესთან და ორ მეგობართან - დ--------------–---–თან და ე--------------თან ერთად უბანში სვამდა ლუდს. საკმაოდ ბევრი დალიეს, მოგვიანებით კი ძმასთან ერთად გაემართა სახლისკენ. გზად შეხვდათ მათთვის უცნობი ორი პირი - ბრალდებული და მისი მეგობარი. დაზარალებულის განმარტებით, მათსა და ბრალდებულს შორის შელაპარაკება მოხდა სიგარეტთან დაკავშირებით, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და დაახლოებით 40 წამი გაგრძელდა. ხელი პირველად ვინ ვის დაარტყა არ ახსოვს, თუმცა ჩხუბი იყო ორმხრივი, ჩხუბობდნენ მხოლოდ სამნი - ვ------- ჯ-------ე, ნ--------------ე და ლ-–-----------ე, სხვა არავინ ჩარეულა, ამასთან თავად მხოლოდ ხელს ურტყამდა ვ------- ჯ-------ეს. დაზარალებულის ჩვენებით, ბრალდებულის მეგობარი კონფლიქტში არ ჩარეულა, მხოლოდ აშველებდა მათ. დაზარალებულის განმარტებით, ვ------- ჯ-------ემ სავარაუდოდ ამოიღო დანა, დარწმუნებული არ არის, რადგან დანა არ დაუნახავს, თუმცა იგრძნო სიცივე და სისხლი რომ დაინახა, დაიძახა დამჭრესო. მეგობრის ავტომანქანით გადაიყვანეს კლინ---ში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, მოგვიანებით შეიტყო, რომ მისი ძმაც დაჭრილი იყო.
იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა დაზარალებულმა ლ-–-----------ემ და დამატებით განმარტა, რომ სიტყვიერი შეურაცხყოფის საპასუხოდ, მან პირველმა დაარტყა ვ------- ჯ-------ეს ცხვირში. დაზარალებულის ჩვენებით, თავად და ნ--- შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, ვ-------მა კი დანა გამოიყენა, ბრალდებულის მეგობარი კონფლიქტში საერთოდ არ ჩარეულა და არც გაშველება უცდია. ლ-–-----------ემ აღნიშნა, მან დანის გაელვება მაშინ დაინახა, როდესაც გარიდებას აპირებდნენ. ვ------- ჯ-------ემ დანა მის ძმას - ნ---ს დაარტყა მუცლის არეში, შემდეგ კი მანაც მიიღო მკლავში დაზიანება. დაჭრილი ძმა ლ-–-მ გაარიდა ბრალდებულს, გზაზე შემთხვევით გამვლელ მეზობელს, ე------------–--–---–ს ჩაუსვა ავტომანქანაში და მიაყვანინა კლინიკაში, რამდენიმე წუთში კი თავადაც მივიდა. დაზარალებულის ჩვენებით, მისი ძმის ნ--------------ის მდგომარეობა უფრო მძიმე იყო, ჭრილობა მუცელში ჰქონდა და ოპერაციის შედეგად 16 ნაკერი დაადეს, მას კი შედარებით მსუბუქი დაზიანება აღენიშნებოდა მხრის არეში. დაზარალებულის ჩვენებით, ის დარწმუნებულია, რომ დაზიანებები მას და მის ძმას მიაყენა სწორედ ვ------- ჯ-------ემ, ვინაიდან მათ სამის გარდა ჩხუბში არავინ ჩარეულა და დანაც მის ხელში დაინახა. ვ------- ჯ-------ე შემთხვევის ადგილიდან არ გაქცეულა, ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით კი ინფორმაციას არ ფლობს.
ორმხრივი დაპირისპირების ფაქტი ასევე დადასტურებულია მოწმე გ---------------–---–ის და თავად მსჯავრდებულ ვ------- ჯ-------ის მიერ მიცემული ჩვენებებით, კერძოდ, მათი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2016 წლის 2 აპრილს, ვ------- ჯ-------ემ მიიღო ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც არ სურდა ავტომანქანის მართვა და დახმარებისთვის მიმართა მეგობარს, გ---------------–---–ს. გ-------მ მას მიაკითხა ისანში და მისივე ავტომანქანით წავიდნენ გ-------ს სახლში. მეგობრებმა გადაწყვიტეს ლუდის დალევა, რაც მეზობლად მდებარე მაღაზიაში შეიძინეს. მაღაზიიდან გამოსულმა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვ-------მა გზად შემხვედრ უცნობ პირს გაუწოდა ხელი და მიესალმა, იმანაც ჩამოართვა ხელი, თუმცა აღმოჩნდა რომ ერთმანეთს არ იცნობდნენ, რის გამოც სიტუაცია დაიძაბა და ხმამაღალ საუბარზე სხვა პირებიც მიუახლოვდნენ. სიტუაცია განიმუხტა და გ------- და ვ-------ი წავიდნენ სახლში. რამდენიმე წუთში კვლავ გავიდნენ ეზოში, ავტომანქანიდან სიგარეტის ასაღებად, რა დროსაც იქვე მდებარე მშენებლობიდან გამოვარდა 8-10 ადამიანი, მივარდნენ ვ----ს, „შენ არ იყავი რომ მომესალმეო“ - ჰკითხა ერთმა და ვ----ს მიერ დადასტურებისთანავე, პირდაპირ დაარტყა ხელი, ძირს დააგდო და შემდეგ 5-6 ადამიანი ხელებითა და ფეხებით სცემდა, ვ---- წინააღმდეგობასაც კი ვერ უწევდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე რამდენიმე წუთი ურტყამდნენ ვ----ს, გ------- კი ცდილობდა მათ გაშველება-დაწყნარებას, როგორღაც წამოაყენა იგი და ორივემ თავს გაქცევით უშველა. გაშველების დროს გ-------საც მოხვდა ხელ-ფეხი, მაგრამ მნიშვნელოვანი დაზიანება არ მიუღია, მხოლოდ ტანსაცმელი ჰქონდა დახეული. რაც შეეხება ვ----ს, ცხვირი ჰქონდა გატეხილი, გასიებული და შეუჩერებლად მოსდიოდა სისხლი, ტანსაცმელიც დახეული ჰქონდა. მეტრო „300 არაგველებთან“ ერთმანეთს დაშორდნენ და მეორე დღეს შეიტყვეს ვ----ს მანქანის დაზიანების ამბავი. ვ------- ჯ-------ის განმარტებით, იგი ფიზიკურად კარგად მომზადებული ჯარისკაცია და დანა არასოდეს უტარებია, რაც ასევე დაადასტურა გ---------------–---–მაც.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხნენ სხვა მოწმეებიც თუმცა უშუალოდ კონფლიქტის ფაქტს არცერთი მათგანი შესწრებია, მოწმე ე------------–--–---–ი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მან დაჭრილი ნ--------------ე გადაიყვანა საავადმყოფოში, მოწმე ე--------------ი კი ადასტურებს მხოლოდ კონფლიქტამდე ძმებთან ერთად ყოფნის ფაქტს, მომხდარის შესახებ კი მხოლოდ გადმოცემით იცის, მოწმე გიორგი ბ--–---ე კი ადასტურებს იმ ფაქტს, რაც მისთვის ვ------ ჯ-------ისგან გახდა ცნობილი, რაც შეეხება მოწმეებს: ქ---------------ესა და ა----–-----ს, ისინი მხოლოდ ავტომანქანის დაზიანების ფაქტს ადასტურებენ, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხული ე------------–--–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2016 წლის 2 აპრილს, სახლიდან სამსახურისაკენ მანქანით მიმავალმა, გზად, გ------- ქუჩაზე შენიშნა ნ--------------ე, რომელიც ძირს იწვა, მისი ძმა ლ-–- კი თავზე ადგა. მის კითხვაზე თუ რა ხდებოდა, ლ-–-მ უპასუხა, რომ ნ--- დაჭრილი იყო. მოწმის განმარტებით, სისხლიანი ნ--- ჩაისვა ავტომანქანაში (მანქანა ორკარიანია და ლ-–- ადგილზე დატოვა) და მიიყვანა კლინიკაში, სადაც რამდენიმე წუთში მივიდა ლ-–-ც, რომელმაც მხარზე აჩვენა ჭრილობა. მოწმის ჩვენებით, ძმების გარდა შემთხვევის ადგილზე არავინ უნახავს, გარდა ერთი პირისა, რომელიც ქვემოთ გარბოდა. მოწმის ინფორმაციით ჩხუბის მიზეზი იყო ურთიერთშელაპარაკება, თუმცა კონფლიქტის დეტალებით არ დაინტერესებულა. ასევე, არაფერი იცის ავტომანქანის დაზიანებასთან დაკავშირებით.
აქვე პალატა მიუთითებს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება, თითქოს ლ-–-----------ე ვერ გაჰყვებოდა თავის ძმას საავადმყოფოში, რადგან ე------------–--–---–ის მანქანაში მხოლოდ ორი პიროვნება ეტეოდა, არ წარმოადგენს არსებით ფაქტობრივ გარემოებას ვ------- ჯ-------ის ბრალის დასადასტურებლად ან უარსაყოფად, შესაბამისად, ამ ეპიზოდს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია და ვერც ლ-–-----------ის ჩვენების სანდოობას დააყენებს ეჭვქვეშ. მითუმეტეს, რომ ლ-–-----------ის საავადმყოფოში უმოკლეს დროში მისვლის ფაქტს ადასტურებს ე------------–--–---–იც.
მოწმე ე--------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ ის ცხოვრობს გ---------------ში და ბავშვობიდან მეგობრობს ძმებთან - ლ-–-----------ესთან და ნ--------------ესთან. 2016 წლის 2 აპრილს, საღამოს საათებში, იგი უბანში ლუდს მიირთმევდა ლ-–-სთან, ნ---სთან და დ--------------–---–თან ერთად. როდესაც დაიშალნენ, მასთან ერთად დ--------------–---–იც წავიდა. მეორე დღეს კი შეიტყო, რომ მათთან დაშორების შემდეგ ძმებს ჩხუბი მოსვლიათ და ლ-–- დაიჭრა, ვინ მიაყენა დაზიანება არ იცის. მეორე დღეს ასევე შეიტყო მათ უბანში ავტომანქანის დაზიანების თაობაზეც, თუმცა ვის ეკუთვნოდა ავტომობილი ან ვინ დააზიანა, არ იცის.
დაცვის მხარე სააპელაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ მოწმე განსხვავებულად აღწერს იმ გარემოებას, თუ როდის და რა ვითარებაში გახდა მისთვის ცნობილი მომხდარის შესახებ. რაც პალატას არსებითად არ მიაჩნია, ვინაიდან ბუნებრივია ის თუ მოწმემ როდის შეიტყო მომხდარი სახლში მისვლისას თუ სამსახურში ყოფნის დროს, გავლენას ვერ მოახდენს განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე და მით უფრო კვალიფიკაციაზე.
მოწმე გ-------------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ ვ------- ჯ-------ე მისი მეგობარია. 2016 წლის 2 აპრილს, დაურეკა ვ-------მა და დასახმარებლად მისვლა სთხოვა მეტრო „300 არაგველებთან“. ტაქსით მიაკითხა მას და წაიყვანა საკუთარ სახლში, ქალაქ რუსთავში. ვ-------ისგან შეიტყო, რომ შელაპარაკება მოუვიდა უცნობ პირებთან, 6-7 ადამიანმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ცხვირი გაუტეხეს, რა დროსაც თავად წინააღმდეგობა ვერ გაუწევია. ვ-------ის მეგობრის - გ-------ს დახმარებით, როგორღაც დააღწიეს თავი და გაიქცნენ. მოწმის განმარტებით, მომხდარის თაობაზე ვ-------მა შეატყობინა სამხედრო ნაწილს და პოლიციასაც ნებაყოფლობით მიუთითა თავისი ადგილსამყოფელი.
მოწმეების - ქ---------------ისა და ა----–-----ის ჩვენებებით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გ------- ქუჩაზე, ა----–-----ს გაქირავებული აქვს ოთახები რამდენიმე ოჯახზე, მათ შორის ქ---------------ეზე და გ---------------–---–ზე. გაქირავებული ფართები მდებარეობს ერთ ეზოში, რომელსაც აქვს ჭიშკარი. ვ------- ჯ-------ე არის გ---------------–---–ის მეგობარი, ხშირად სტუმრობდა მას და იცნობენ, როგორც დადებით პიროვნებას. 2016 წლის 2 აპრილს, საღამოს საათებში, ქ-------ს შემოესმა ქუჩიდან ჩხუბის ხმა, თუმცა არავინ დაუნახავს. დაახლოებით 10-15 წუთში ჭიშკარზე გაისმა უხეში დაბრახუნების ხმა, ა---მ გაიხედა და დახვდა 2 უცნობი მამაკაცი, რომლებიც დაინტერესდნენ, თუ ვის ეკუთვნოდა ჭიშკართან მდგომი ავტომანქანები, რაზეც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ერთი იყო მისი მდგმურის გ---------------–---–ის, ხოლო მეორე ავტომობილის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობდა. აღნიშნულის შემდეგ ქ-------მა კვლავ გაიგონა ხმაური (ლეწვის ხმა), რისი დასრულების შემდეგაც ა---სთან ერთად გარეთ გაიხედა და ქალბატონებმა ნახეს ვ------ ჯ-------ის კუთვნილი, „მერსედესის“ მარკის ვერცხლისფერი ავტომანქანა სრულიად დალეწილ და განადგურებულ მდგომარეობაში. ქ-------მა დარეკა 112-ში და ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიცია.
პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოსაზრებას, რომ ჩხუბში დაზარალებულებისა და მსჯავრდებულის გარდა, სხვა პირების მონაწილეობის შესახებ, მითითებას აკეთებენ მხოლოდ თავად მსჯავრდებული ვ------- ჯ-------ე და მისი მეგობარი - გ---------------–---–ი, რომლებიც მოცემულ საქმეზე შედეგით დაინტერესებული პირები არიან, მათი ჩვენების სანდოობა ამ ნაწილში არ არის გამყარებული საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. ამასთან, ის ფაქტი, რომ ვ------- ჯ-------ეზე განხორციელდა თავდასხმა, ძმების - ნ--------------ისა და ლ-–-----------ის მხრიდან, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რამაც იქონია კიდეც გავლენა ვ------- ჯ-------ის ქმედების კვალიფიკაციაზე.
მოწმეთა ჩვენებების გარდა პალატა ასევე ითვალისწინებს, რომ სასამართლოში გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით, დათვალიერების ოქმებით, დასტურდება ლ-–-----------ის, ნ--------------ის და ვ------- ჯ-------ის ტანსაცმელზე დაზიანებების არსებობის ფაქტი კერძოდ, დათვალიერების ომების თანახმად დადგენილია შემდეგი:
2016 წლის 2 აპრილს დათვალიერდა ლ-–-----------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმელი (შავი ფერის ტყავის ქურთუკი, სერი ფერის სპორტული შარვალი და სპორტული ბოტასები), რომელიც ეცვა 2016 წლის 2 აპრილს, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ. თ---–--–------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს, როდესაც ის და მისი ძმა ნ--------------ე დანით დაჭრა უცნობმა პირმა. ტყავის ქურთუკს მარცხენა მკლავზე აღენიშნება 2-3 სმ-მდე სიგრძის ჰორიზონტალური დაზიანება როგორც ტყავის ზედაპირზე, ისე სარჩულზე. დათვალიერების შემდეგ ნივთები დაილუქა სათანადო წესით;
2016 წლის 3 აპრილს დათვალიერდა ვ------- ჯ-------ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (ყავისფერი სპორტული გრძელმკლავიანი მაისური, შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისური, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ტყავის ქამარი, ლურჯ და თეთრ ფერებში გაწყობილი სპორტული ფეხსაცმელი), რომელთაც ვიზუალურად რაიმე დაზიანების კვალი ან ლაქა არ აღენიშნებოდა;
2016 წლის 13 აპრილს დათვალიერდა ვ------- ჯ-------ის შავი ფერის გრძელმკლავიანი მაისური, რომელსაც საყელოსთან უკანა მხარეს აღენიშნება დაზიანება, ასევე მარჯვენა მხარზე აქვს მცირედი დაზიანება. დათვალიერების შემდეგ მაისური დაილუქა სათანადო წესით;
2016 წლის 3 აპრილს დათვალიერდა მოწმე გ---------------–---–ის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ტანსაცმელი (შარვალი და ზედატანი). შარვალს მარცხენა ფეხის ბარძაყის არეში აღენიშნება გახევის კვალი, მარჯვენა ფეხის მუხლის მიდამოში და მარჯვენა წინა ჯიბის მიდამოში - მუქი ფერის ლაქები. ზედატანს წინა მხარეს გულმკერდისა და მუცლის არეში აღენიშნება მოყავისფრო ლაქები. დათვალიერების შემდეგ ნივთები დაილუქა სათანადო წესით;
2016 წლის 5 აპრილს დათვალიერდა ექთნის თანაშემწის ირინე კ------ის მიერ წარმოდგენილი ნ--------------ის ტანსაცმელი (შარვალი, მაისური) და სპორტული ფეხსაცმელი, რომელთაც აღენიშნება დაზიანებები და მოწითალო ფერის ლაქები. დათვალიერების შემდეგ ნივთები დაილუქა სათანადო წესით.
ის ფაქტი, რომ ვ------- ჯ-------ემ კონფლიქტის დროს მიიღო დაზიანებები, მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე დასტურდება დროებითი მოთავსების იზოლატორის მიერ 2016 წლის 3 აპრილს გაცემული, დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმით, რომლის თანახმად, ვ------- ჯ-------ეს ცხვირზე ადევს თაბაშირის ნახვევი ცხვირის ძვლების მოტეხილობის გამო, მარცხენა ლოყაზე ტუჩის არესთან ნაკაწრი და სისხლნაჟღენთი, მარჯვენა მტევანზე საჩვენებელ და შუა თითზე მცირე ზომის სისხლმდენი ჭრილობა 0,5სმ-მდე, მარჯვენა მხრის არეში ლურჯი ფერის უბნები, მარჯვენა თეძოს არეზე მრავლობითი დიდი ზომის წითელი ნაკაწრები.
აღნიშნული ასევე დასტურდება კლინიკის მიერ გაცემული ცნობებით, კერძოდ:
შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის მიერ 2016 წლის 3 აპრილს გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ვ------- ჯ-------ეს დაუდგინდა დიაგნოზი - ცხვირის ძვლების მოტეხილობა.
შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური კლინიკის მიერ 2016 წლის 5 აპრილს გაცემული, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ვ------- ჯ-------ეს დაუდგინდა დიაგნოზი - ცხვირის ძვლების მოტეხილობა. სისხლნაჟღენთები მარცხენა ლოყის არეში. პაციენტის განმარტებით, ტრავმა მიიღო 2016 წლის 2 აპრილს ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად.
სასამართლოში გამოკვლეული იქნა ასევე სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა თანახმად დასტურდება ლ-–-----------ისათვის და ნ--------------ისათვის მიყენებული დაზიანებების ლოკალიზაცია და სიმძიმის ხარისხი, კერძოდ:
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს „პ------–-----------------“-ს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №3---) ცნობის გაცემის თარიღი 02.04.2016წ) და სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №3----ის ასლები) მონაცემების მიხედვით: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით, მოქ. ლ-–-----------ე აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 02.04.2016წ 21:00სთ და გაეწერა - 02.04.2016წ 23:20სთ-ზე, დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა ზემო კიდურის მხრის ღია ჭრილობა - დიაგნოზი დაუზუსტებელია, ამდენად, სხეულის დაზიანების სიმძიმის ხარისხის განსაზღვრისას მას ექსპერტიზა მხედველობაში ვერ მიიღებს.
ამავე დოკუმენტებში არსებული ჩანაწერების თანახმად, მოქ. ლ-–-----------ეს მარცხენა მხრის ზემო მესამედის ლატერალურ ზედაპირზე აღენიშნებოდა დაზიანება მცირედ სისხლმდენი ჭრილობის სახით, რომელიც ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით. აღნიშნული ჭრილობის მიმყენებელი საგნის განსაზღვრა შეუძლებელია, ვინაიდან წარმოდგენილ დოკუმენტებში არ არის მითითებული მისი (ჭრილობის) მორფოლოგიური სურათი.
მოცემული დასკვნის სისწორე დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ზ------ გ-------–-–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, შპს პ------–-----------------ს ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი №3----ის ჩანაწერების თანახმად, ნ--------------ე მოუთავსებიათ აღნიშნულ კლინიკაში 02.04.2016წ-ს 23:50სთ-ზე (გაეწერა - 06.04.2016წ-წ 14:00სთ-ზე). დაუდგინდა დიაგნოზი: მუცლის მარცხენა გვერდითი კედლის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა, შემავალი მუცლის ღრუში, დასწვრივი კოლინჯისა და ბადექონის დაზიანებით - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
მოცემული დასკვნის სისწორე დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ ნათია ჯ------ის მიერ მიცემული ჩვენებით.
ის ფაქტი, რომ დაზარალებულებსა და მსჯავრდებულს შორის ადგილი ჰქონდა ხელჩართულ ჩხუბს ასევე დასტურდება ქიმიური ექსპერტიზის №2----- დასკვნით, რომლის თანახმად, ვ------- ჯ-------ის შავი ფერის მაისურზე (Emporio Armani) ზედაპირზე აღმოჩენილ წითელი ფერის პოლიმერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ნ--------------ის პულოვერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ წითელი ფერის პოლიმერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარეობრივი კუთვნილება. ვ------- ჯ-------ის ტანსაცმლის ზედაპირზე ლ-–-----------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა. ნ--------------ის და ლ-–-----------ის ტანსაცმლის ზედაპირზე ვ------- ჯ-------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ბოჭკოს მსგავსი მიკრონაწილაკები არ აღმოჩნდა.
მოცემული დასკვნის სისწორე დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ თ--------ის მიერ მიცემული ჩვენებით.
აღნიშნული ასევე დასტურდება ბიოლოგიური ექსპერტიზის №2----- დასკვნით, რომლის თანახმად:
· ლ-–-----------ის სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· ნ--------------ის სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· ვ------- ჯ-------ის სისხლი მიეკუთვნება Oab/I/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· ნ--------------ის პერანგზე, მაისურზე, ორ პულოვერზე, შარვალზე და ფეხსაცმელებზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· ლ-–-----------ის ქურთუკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· ვ------- ჯ-------ის მაისურზე (EMPORIO ARMANI), შარვალზე და მარჯვენა ბოტასზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება Oab/I/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს. მარცხენა ბოტასზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, ჯგუფზე გამოკვლევა არ ჩატარებულა ობიექტის სიმცირის გამო.
· ე------------–--–---–ის ა/მანქანიდან (სახ№LEX-727) ამოღებულ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვბნება AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ:
- ანაფხეკზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
- ორ ანაწმენდზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
- ლ-–-----------ის და ნ--------------ის სისხლი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ანაფხეკი და ლ-–-----------ის ქურთუკზე, ნ--------------ის მაისურზე, პერანგზე, ორ პულოვერზე, შარვალზე და ფეხსაცმელებზე, ე-----------–--–---–ის ა/მანქანიდან და შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ანაწმენდებზე არსებული სისხლი მიეკუთვნება AB/II/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
· ვ------- ჯ-------ის სისხლი და ვ------- ჯ-------ის მაისურზე, შარვალზე და მარჯვენა ბოტასზე არსებული სისხლი მიეკუთვნება Oab/I/ ჯგუფს და Rh(D+) რეზუს დადებით ფაქტორს.
ბიოლოგიური ექსპერტიზის განყოფილებაში სისხლის იდენტურობაზე გამოკვლევა არ ტარდება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ვ--------–-----–--ემ.
დაცვის მხარე სადავოდ ხდის იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ვ------- ჯ-------ეს ხელში ეჭირა რაიმე სახის მჩხვლეტავ-მჭრელი საგანი, რასაც პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, დაზარალებულთა ჩვენებების გარდა, ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულმა დაზარალებულებს ჭრილობები მიაყენა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით, რაც არ არის გამორიცხული ყოფილიყო დანა, დასტურდება ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად ნ--------------ისა და ლ-–-----------ის ტანსაცმელზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, რომელიც ნ--------------ის შემთხვევაში, შესაძლებელია იყოს დანა, კერძოდ:
ტრასოლოგიური ექსპერტიზის №4------- დასკვნით დადგენილია, რომ:
· ვ------- ჯ-------ის შავი ფერის მაისურის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია რაიმე მკვრივ ბლაგვ საგანთან კონტაქტის და ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
· ვ------- ჯ-------ის მაისურის (წარწერით EMPORIO ARMANI) ზედაპირზე არსებული დაზიანება ნაკერის განარღვევის და გახევის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქნედების შედეგად.
· ნ--------------ის ტანსაცმლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №00257016-ში მითითებულ ნ--------------ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
· ნ--------------ის პულოვერის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს დანა.
· ნ--------------ის შარვლის ზედაპირზე არსებული დაზიანებები წარმოქმილია რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის და ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
· ლ-–-----------ის ქურთუკის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად და თავისი ადგილმდებარეობით დაახლოებით შეესაბამება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა №0---------ში მითითებულ ლ-–-----------ის სხეულზე არსებულ ჭრილობას.
· გ---------------–---–ის შარვლის ზედაპირზე არსებული გამჭოლი დაზიანება წარმოქმნილია რაიმე მჭრელი თვისებების მქონე საგნის ზემოქმედების შედეგად.
· გ---------------–---–ის სვიტერის ზედაპირზე არსებული დაზიანებები ღილების ნაწილობრივ განცალკევების და ძაფების დაძენძის სახით წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ-–- ს---–------ემ.
სასამართლოში ასევე გამოკვლეული იქნა ავტომანქანის დათვალიერების ოქმი, რაც ადასტურებს მოწმეთა ჩვენებებს, რომ შემთხვევის დღეს ნამდვილად იყო დაზიანებული ვ------- ჯ-------ის კუთვნილი ავტომანქანა, კერძოდ, ოქმის თანახმად:
2016 წლის 3 აპრილს, ქ. თბილისში, გ------- პ------–-----------თან, დათვალიერდა „მერსედესის“ მარკის, C280 მოდელის ვერცხლისფერი ავტომანქანა, სახ. №A--------, რომელიც არის დაზიანებულ მდგომარეობაში, კერძოდ: ჩამტვრეულია მაშუქები, ფარები, საქარე მინები, მოტეხილია უკანა ხედვის ორივე სარკე, გარედან რკინის ზედაპირზე აღენიშნება ჩაღრმავებები და თეთრი ფერის ნაკაწრები. დათვალიერების დროს ამოღებული დნმ-ის ნიმუშები, ტანსაცმელი, ბეტონის საგანი, ხელის კვლები და თავად ავტომანქანა დაილუქა სათანადო წესით. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა დასურათდა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ.
სატრანსპორტო-ტრასოლოგიური ექსპერტიზის №8------ დასკვნით დადგენილია, რომ ავტომობილზე „მერსედესი“ სახ. №A-------- არსებული მექანიკური დაზიანებები თავიანთი ფორმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელნი არიან მათი რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის. როგორიც შესაძლებელია იყოს ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ბეტონის საგანი, ხოლო ოთხივე მაშუქის, უკანა საქარე მინის, ოთხივე კარის მინის, უკანა მარჯვენა კარის სტაციონარული მინის მსხვრევა შესაძლებელია განვითარებულიყო მასზე როგორც რაიმე მკვრივი (ბეტონის საგანი), ასევე რბილი საფარის მქონე სხეულთან ურთიერთქმედების შედეგად.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დ----------–----ის მიერ მიცემული ჩვენებით.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №1------ დასკვნის თანახმად: ავტომანქანის „მერსედესი“ სახ. №A-------- დათვალიერებისას ამოღებული ხელის 3 კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია, ხოლო 2 კვალი - უვარგისი. №2 კვალი იდენტურია ვ------- ჯ-------ის მარჯვენა ხელის უსახელო თითის ანაბეჭდის ნიმუშისა; №1 და №3 კვალი არ არის იდენტური ვ------ ჯ-------ის, ლ-–-----------ისა და ნ--------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათებზე არსებული ხელის ანაბეჭდების ნიმუშების. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული №1 და №3 კვალის იდენტური ხელის ანაბეჭდები და შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვლები მონაცემთა ერთიან ბაზაში არ მოიპოვება.
აღნიშნული დასკვნის სისწორე დადასტურებულია სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ რ--------------–------–---–ის მიერ მიცემული ჩვენებით.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას, რომ ვ------- ჯ-------ე არ იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და მან დაზარალებულებს მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებები, სააპელაციო პალატა არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას. ამასთან, დამატებით განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებისათვის აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით. ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით განზრახი (არაპირდაპირი განზრახვა), ძალადობრივი დანაშაულია, რომლისგანაც სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა ადგილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელმყოფთა რაოდენობა, მათი შეიარაღება, სქესი, ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა, შემთხვევის დრო, ადგილი და ა. შ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების უფლება პირს აქვს იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მას თავიდან აიცილოს ხელყოფა ან საშველად მოუხმოს სხვას.
აუცილებელი მოგერიების დროს თავდასხმა უნდა იყოს ობიექტურად, რეალურად საშიში და მომგერიებელს სუბიექტურად უნდა ჰქონდეს თავდაცვის მიზანი. აღნიშნული სტრუქტურულად გამოიხატება უკიდურეს მდგომარეობაში, უკიდურესობით გამოწვეულ მოქმედებასა და თავდაცვის სურვილში. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელყოფა, გარდა იმისა, რომ უნდა იყოს რეალური, ამავე დროს უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, იმწუთიერი, რელევანტური ანუ სოციალურად მნიშვნელოვანი და სამართლებრივი სიკეთის დაცვის სურვილით განხორციელებული. ასევე გადაცილებული არ უნდა იქნეს აუცილებელი მოგერიების ფარგლებს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილება ნიშნავს მომგერიებლის მიერ თავდაცვის აშკარა შეუსაბამობას მასზე თავდასხმის ხასიათთან ან საშიშროებასთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი დარტყმა მუშტით სახის არეში ვ------- ჯ-------ის მიმართ განხორციელდა დაზარალებულ ლ-–-----------ის მხრიდან, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ამდენად, მას შეექმნა დაზარალებულების აგრესიისაგან თავის დაცვის საჭიროება და თავდასხმის მოგერიების ვითარება, რომელიც იყო იმწუთიერი, არ შეწყვეტილა, ვიდრე დანა არ დაარტყა, რეალური და მართლსაწინააღმდეგო, რადგან მან თავადაც მიიღო დაზიანებები და დარტყმის გაგრძელების შემთხვევაში ჯანმრთელობის კიდევ უფრო დაზიანების რისკი რეალური იყო. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, რომ თავდასხმის მოგერიების დროს ვ------- ჯ-------ემ გადაამეტა მოგერიების ფარგლებს და მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის /სავარაუდოდ დანის/ გამოყენებით მიაყენა ჭრილობა მუცლის არეში, რაც თავდასხმის ხასიათთან და საშიშროებასთან აშკარად შეუსაბამო იყო.
შესაბამისად სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ ვ------- ჯ-------ეს ობიექტურად ჰქონდა თავდაცვის მიზანი, თუმცა გამოყენებული საშუალება აშკარად შეუსაბამო აღმოჩნდა მასზე თავდასხმის ხასიათსა და საშიშროებასთან. მოცემულ შემთხვევაში, მის მიერ თავდაცვის მიზნით განხორციელებული მოქმედება - დაზარალებულისათვის მჩხვლეტავ-მჭრელი საგნით ჭრილობის მიყენება წარმოადგენს ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაცილებით, შესაბამისად, ვ------- ჯ-------ის ქმედება დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სავსებით სამართლიანად გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 122-ე მუხლზე და მას მსჯავრი დაედო აღნიშნული კვალიფიკაციით, ხოლო ლ-–-----------ის ნაწილში კი გამართლდა მისთვის მიყენებული მსუბუქი ხარისხის დაზიანების გამო.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ------- ჯ-------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ვ------- ჯ-------ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმების საფუძველი და ის უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ ნ---------------ისა და მსჯავრდებულ ვ------- ჯ-------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ-----------–--ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
ვ------- ჯ-------ე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (დაზარალებულ ლ-–-----------ის ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ვ------- ჯ-------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (დაზარალებულ ნ--------------ის ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლზე.
ვ------- ჯ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 122-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და 2016 წლის 3 აპრილიდან 2016 წლის 7 აპრილის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინება ყადაღის დადების თაობაზე და ვ------- ჯ-------ის მიმართ შეფარდებული - 4 000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს თანხის უზრუნველსაყოფად დადებული ყადაღა მოეხსნას ი----- ჯ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას, მდებარე: გ-----------------------------–-------, საკადასტრო კოდი №5-.01.6-.0--.0--5--.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- 3 (სამი) ცალი დისკი (ერთვის სისხლის სამართლის საქმეს) შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
- მოწითალო ფერის ლაქები, 5 ცალი დაქტილოფირი ხელის კვლებით, ბეტონის საგანი, ბიოლოგიური ნიმუშები, სისხლის ნიმუშები და მიკრონაწილაკები (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში) განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
- ვ------- ჯ-------ის, გ---------------–---–ის, ნ--------------ისა და ლ-–-----------ის ტანსაცმელი (ინახება ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში) დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი სათანადო ნდობით აღჭურვილ პირებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხდებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე