განაჩენი

სისხლის სამართლის 12.02.2019
საქმის ნომერი
330100114438734
ინსტანცია
თარიღი
12.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100114438734

საქმე №1ბ/951-2018წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,პროკურორ - სა-–-------------ას

ადვოკატ - ნა--------------ას

მონაწილეობით,მსჯავრდებულ სა----------------ის მონაწილეობის გარეშე

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ სა-–-------------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

სა----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 21 მარტს, საქართველოს მოქალაქის (პირადი ნომერი 0----------), ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების თ--------------------–--------–---------------------------------------------------------–---------------ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილებით სა----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში;

მანვე ჩაიდინა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება, რაც გამოიხატა შემდეგში:

1. ბრიტანეთში - ვ-------------------–--ზე დარეგისტრირებულმა „A--------------------“-მა 2009 წლის შემოდგომაზე გაიმარჯვა ტენდერში და მიიღო უფლება განეხორციელებინა თამბაქოს პროდუქციის ექსპორტი ჩრდილოეთ ერაყში. თამბაქოს შეძენისა და მისი შემდგომი ექსპორტის განხორციელების მიზნით „A--------------------“-ის წარმომადგენელი რო------------ვი 2010 წლის თებერვალში, ნი----–-------------–---–ის და ი-----------ის დახმარებით დაუკავშირდა სა----------------ს, რის შემდეგაც მათ შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სა----------------ი ყოველთვიურად განახორციელებდა 5000 ყუთი სიგარეტის - „მარლბოროს“, „პარლამენტის“, „ვინსტონის“, „კენტის“, და „როტმანსის“ მიწოდებას „A--------------------“-ისათვის. შეთანხმების თანახმად, „A--------------------“-ი სა----------------ის მოთხოვნით, ავანსის სახით ძირითადად რიცხავდა ფულად თანხებს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოების - შპს „მა-----–--------------ს“ და „A----------------------“-ს საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც ხდებოდა თამბაქოს ნაწარმის მიწოდება. მას შემდეგ რაც სა----------------მა დაამყარა საქმიანი ურთიერთობა „A--------------------“-თან და მოიპოვა ფირმის წარმომადგენლების, მათ შორის რო------------ვის ნდობა, განიზრახა ნდობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „A--------------------“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა.

 

განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2010 წლის 9 ნოემბერს სა----------------მა შპს „მა-----–--------------ს“ სახელით „A--------------------“-ს გადაუგზავნა მისაწოდებელი თამბაქოს პროდუქტის სამი ცალი ინვოისი №9-------, №9-------, №9-------. წარდგენილი ინვოისების თანახმად, სა----------------ს ორ ეტაპად უნდა განეხორციელებინა 406.300 ევროს ღირებულების თამბაქოს პროდუქტის მიწოდება, რისთვისაც ავანსის სახით საჭირო იყო 205 000 ევრო, ხოლო დარჩენილი თანხა დაიფარებოდა პროდუქციის მიწოდების შემდგომ, რასაც თავის მხრივ გამოაკლდებოდა „A--------------------“-ის მიერ საქმიანობის პროცესში ავანსის სახით წინასწარ გადახდილი 106 000 აშშ დოლარი. „A--------------------“-სა და სა----------------ს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობიდან და ნდობიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის მითითებით 2010 წლის 18 ნოემბერს „A--------------------“-ის მიერ შეთანხმებისამებრ, შპს „მა-----–--------------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 205 000 ევრო, საიდანაც 11 000 ევრო სა----------------ის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე უკან იქნა დაბრუნებული რო------------ვისთვის. საქონლის მიწოდება „A--------------------“-ისათვის უნდა მომხდარიყო 2010 წლის დეკემბერში, თუმცა სა----------------ს განზრახული ჰქონდა რა „A--------------------“-ის მიერ, მათ შორის საქმიანობის პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული 194 000 ევროს და 106 000 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, განაცხადა რომ ვერ ახერხებდა საქონლის მიწოდებას და 2010 წლის 11 და 17 დეკემბრით დათარიღებული ინვოისებით, „A--------------------“-ს შპს „U-----------------“-ის სახელით შესთავაზა 433 752 ევროს ღირებულების თამბაქოს პროდუქტის მიწოდება, კერძოდ: პირველ ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო 605 ყუთის, ხოლო მეორე ეტაპზე კი დარჩენილი 950 ყუთი თამბაქოს მიწოდება. „A--------------------“-დან თანხმობის მიღების შემდეგ, განზრახვის შენიღბვის მიზნით, სა----------------მა „A--------------------“-ს გადაუგზავნა 2011 წლის 27 იანვრით დათარიღებული სატრანსპორტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „A--------------------“-ს ეგზავნებოდა 605 ყუთი სიგარეტი, თუმცა დოკუმენტში არ იყო მითითებული თუ რა დასახელების თამბაქო ეგზავნებოდა ადრესატს. ვინაიდან სა----------------მა „A--------------------“-ს ინვოისებში მითითებული პროდუქციის ნაცვლად განზრახ მიაწოდა დაბალი ხარისხისა და ღირებულების სიგარეტი, რაც არ იყო გათვალისწინებული „A--------------------“-სა და სა----------------ს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, „A--------------------“-მა უარი განაცხადა იმ პროდუქციის მიღებაზე, რომელიც მას არ ჰქონდა შეკვეთილი, შესაბამისად სა----------------ს „A--------------------“-ის მიერ უკან დაუბრუნდა ზემოხსენებული პროდუქცია. ამის შემდეგ სა----------------ი ნაცვლად იმისა, რომ „A--------------------“-თვის მიეწოდებინა ინვოისებში მითითებული ოდენობისა და ხარისხის პროდუქცია, ან შეთანხმების დარღვევის გამო უკან დაებრუნებინა ავანსის სახით მიღებული ფულადი თანხა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ორგანიზაციის კუთვნილ 194 000 ევროს და 106 000 აშშ დოლარს;

 

2. 2009 წლის 11 დეკემბერს თბილისის საგადასახადო ინსპექციის მიერ დარეგისტრირებულ იქნა შპს „მა-----–--------------“ და მიენიჭა საიდენტიფიკაციო კოდი - 2--------. საწარმოს საქმიანობის ძირითად საგანს წარმოადგენდა თამბაქოსგან წარმოებული პროდუქციის შეძენა და რეალიზაცია. კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელად და დირექტორად 2010 წლის 15 ივნისამდე რეგისტრირებული იყო სა----------------ის ცოლის და - ნი----------ა, რომლის მიერაც შპს „მა-----–--------------ს“ დარეგისტრირება განხორციელდა სა----------------ის თხოვნით და შესაბამისად კომპანიის საქმიანობას წარმართავდა ეს უკანასკნელი. 2010 წლის 15 ივნისიდან 2010 წლის 28 ოქტომბრამდე შპს „მა-----–--------------ს“ 100 პროცენტიანი წილის მფლობელად და დირექტორად რეგისტრირებული იყო ალ--------------------ი, 2010 წლის 28 ოქტომბრიდან მოყოლებული დღემდე, კომპანიის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი და დირექტორი გახლდათ სა----------------ი, რომელიც შპს „მა-----–--------------ს“ დარეგისტრირების დღიდანვე არაოფიციალურად აწარმოებდა კომპანიის მართვას;

 

შპს ,,მა-----–--------------ს“ საქმიანობის ძირითად საგანს შეადგენდა რა თამბაქოსგან წარმოებული პროდუქციის შეძენა და რეალიზაცია, ძირითადად თამბაქოს ნაწარმის მიწოდებას ახდენდა საზღვარგარეთ რეგისტრირებულ კომპანიებზე - „A--------------------”-ზე, შპს „M-------------------------”-ზე, შპს „k--------------”-ზე და შპს „c-------------------------”-ზე და ჯამში შპს „მა-----–--------------ს“ მიერ 2010 წელს საქონლის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის ოდენობამ შეადგინა 5 138 884 ლარი, ხოლო გაწეულმა ხარჯებმა 1 858 374 ლარი და საბოლოოდ დადგინდა, რომ შპს „მა-----–--------------ს“ სუფთა შემოსავალმა, ანუ დასაბეგრმა მოგებამ შეადგინა 3 280 510 ლარი, რაც უნდა დაბეგრილიყო 15 პროცენტით, მაგრამ სა----------------ს განზრახული ჰქონდა რა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდება, 2011 წლის 26 მარტს საგადასახადოში წარადგინა ე.წ. „ნულოვანი“ დეკლარაცია, რომლის მიხედვითაც შპს „მა-----–--------------ს“ 2010 წელს რაიმე სახის შემოსავალი, მოგება ან ხარჯები არ უფიქსირდება. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „მა-----–--------------ს“ (ს/კ 2--------) საგადასახადო შემოწმება, რომელიც დაიწყო 2014 წლის 24 თებერვალს და დასრულდა 2014 წლის 28 ნოემბერს. კომპანიის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2009 წლის 11 დეკემბრიდან 2014 წლის 20 თებერვლამდე და 2014 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს „მა-----–--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 738 115 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 492 077 ლარი და ჯარიმა 246 038 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხაზე 2014 წლის 3 დეკემბერს, გამოცემულ იქნა №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ორჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით შპს „მა-----–--------------ს“, თუმცა სა----------------ისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა, ვინაიდან სა----------------ი იმყოფებოდა მიმალვაში და 2014 წლის 10 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე, რაც ითვლება ჩაბარებად და საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-20 დღეს იწყება 45 სამუშაო დღის ათვლა. მიუხედავად აღნიშნულისა, ს--------–--------------------ის მიერ არ მომხდარა კანონით დადგენილ 45 სამუშაო დღეში საგადასახადო შემოწმებით დარიცხული თანხების გადახდა, ანდა საგადასახადო შემოწმების აქტის გასაჩივრება. რითაც განზრახ თავი აარიდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადის გადახდას.

 

აღნიშნული ქმედებებისათვის სა----------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენით:

სა----------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

სა----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, სა----------------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა იურიდიულ პირებში (ორგანიზაციებში) წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-18 მუხლების თანახმად, სა----------------ს დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები გაუნახევრდა და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - 1 წლით იურიდიულ პირებში (ორგანიზაციებში) წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

სა----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

სა----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ:

ბრიტანეთში - ვ-------------------–--ზე დარეგისტრირებულმა „A--------------------“-მა 2009 წლის შემოდგომაზე გაიმარჯვა ტენდერში და მიიღო უფლება განეხორციელებინა თამბაქოს პროდუქციის ექსპორტი ჩრდილოეთ ერაყში. თამბაქოს შეძენისა და მისი შემდგომი ექსპორტის განხორციელების მიზნით „A--------------------“-ის წარმომადგენელი რო------------ვი 2010 წლის თებერვალში, ნი----–-------------–---–ისა და ი-----------ის დახმარებით დაუკავშირდა სა----------------ს, რის შემდეგაც მათ შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ სა----------------ი ყოველთვიურად განახორციელებდა 5000 ყუთი სიგარეტის - „მარლბოროს“, „პარლამენტის“, „ვინსტონის“, „კენტის“, და „როტმანსის“ მიწოდებას ,,A--------------------“-ისათვის. შეთანხმების თანახმად, ,,A--------------------“-ი სა----------------ის მოთხოვნით, ავანსის სახით ძირითადად რიცხავდა ფულად თანხებს ამ უკანასკნელის მიერ დაფუძნებული და ფაქტობრივი მართვის ქვეშ მყოფი საწარმოების - შპს „მა-----–--------------ს“ და „A----------------------“-ს საბანკო ანგარიშებზე, რის შემდეგაც ხდებოდა თამბაქოს ნაწარმის მიწოდება. მას შემდეგ რაც სა----------------მა დაამყარა საქმიანი ურთიერთობა „A--------------------“-თან და მოიპოვა ფირმის წარმომადგენლების, მათ შორის რო------------ვის ნდობა, განიზრახა ნდობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული „A--------------------“-ის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა. „A--------------------“-სა და სა----------------ს შორის არსებული საქმიანი ურთიერთობიდან და ნდობიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელის მითითებით 2010 წლის 18 ნოემბერს „A--------------------“-ის მიერ შეთანხმებისამებრ, შპს „მა-----–--------------ს“ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა 205 000 ევრო, საიდანაც 11 000 ევრო სა----------------ის მიერ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებამდე უკან იქნა დაბრუნებული რო------------ვისთვის. საქონლის მიწოდება „A--------------------“-ისათვის უნდა მომხდარიყო 2010 წლის დეკემბერში, თუმცა სა----------------ს განზრახული ჰქონდა რა „A--------------------“-ის მიერ, მათ შორის საქმიანობის პერიოდში ავანსის სახით გადარიცხული 194 000 ევროს და 106 000 აშშ დოლარის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, განაცხადა რომ ვერ ახერხებდა საქონლის მიწოდებას და 2010 წლის 11 და 17 დეკემბრით დათარიღებული ინვოისებით, „A--------------------“-ს შპს „U-----------------“-ის სახელით შესთავაზა 433 752 ევროს ღირებულების თამბაქოს პროდუქტის მიწოდება, კერძოდ: პირველ ეტაპზე უნდა განხორციელებულიყო 605 ყუთის, ხოლო მეორე ეტაპზე კი დარჩენილი 950 ყუთი თამბაქოს მიწოდება. „A--------------------“-დან თანხმობის მიღების შემდეგ, განზრახვის შენიღბვის მიზნით, სა----------------მა „A--------------------“-ს გადაუგზავნა 2011 წლის 27 იანვრით დათარიღებული სატრანსპორტო დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც „A--------------------“-ს ეგზავნებოდა 605 ყუთი სიგარეტი, თუმცა დოკუმენტში არ იყო მითითებული თუ რა დასახელების თამბაქო ეგზავნებოდა ადრესატს. ვინაიდან სა----------------მა „A--------------------“-ს ინვოისებში მითითებული პროდუქციის ნაცვლად განზრახ მიაწოდა დაბალი ხარისხისა და ღირებულების სიგარეტი, რაც არ იყო გათვალისწინებული „A--------------------“-სა და სა----------------ს შორის მიღწეულ შეთანხმებაში, „A--------------------“-მა უარი განაცხადა იმ პროდუქციის მიღებაზე, რომელიც მას არ ჰქონდა შეკვეთილი, შესაბამისად, სა----------------ს „A--------------------“-ის მიერ უკან დაუბრუნდა ზემოხსენებული პროდუქცია. ამის შემდეგ სა----------------ი ნაცვლად იმისა, რომ „A--------------------“-თვის მიეწოდებინა ინვოისებში მითითებული ოდენობისა და ხარისხის პროდუქცია, ან შეთანხმების დარღვევის გამო უკან დაებრუნებინა ავანსის სახით მიღებული ფულადი თანხა, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ორგანიზაციის კუთვნილ 194 000 ევროს და 106 000 აშშ დოლარს.

 

განზრახ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ნაწილში კი პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა სა----------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორმა სა-–-------------ამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და მსჯავრდებულ სა----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტების განმარტებით, საგადასახადო ორგანოს მიერ კანონის სრული დაცვით განხორციელდა 2014 წლის 03 დეკემბრის №0------ მოთხოვნის საჯაროდ გავრცელება შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებ გვერდზე, შესაბამისად, გასული იყო მხარის მიერ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა. აპელანტის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უნდა გაეზიარებინა სასამართლო განხილვის სტადიაზე დაცვის მხარის მიერ დამატებითი მტკიცებულების სახით წარდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება, რომლითაც წარმოებაში იქნა მიღებული შპს „მა-----–--------------“-ს სარჩელი შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ, შპს-ს მიმართ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოტანილი ყველა სამართლებრივი აქტისა და მათ საფუძველზე დარიცხული გადასახადების გაუქმების მოთხოვნით. ასევე არ უნდა გაეზიარებინა დაცვის მხარის მოწმის ჩვენება, რომლის თანახმად, დასახელებული განჩინება ცვლიდა სა----------------ის სამართლებრივ მდგომარეობას, რაც მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი იყო. აპელანტმა თავისი მოსაზრება დაასაბუთა იმით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, აღნიშნული გარემოებებიდან არც ერთს ჰქონია ადგილი და არც სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაში ყოფილა მითითებული ამის შესახებ.

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულ სა----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში.

პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის სა----------------ის მსჯავრდების ნაწილში სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილი არ ყოფილა. მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელი ასაჩივრებს განაჩენს სა----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლების ნაწილში და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტი თავის მოთხოვნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში სა----------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ აფუძნებს ორ გარემოებაზე: პირველ რიგში მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაირღვა გადასახადის გადამხდელის მიერ, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის განჩინება შემოსავლების სამსახურის წინააღმდეგ შპს „მა-----–--------------“-ს სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე და დაცვის მხარის მოწმის ჩვენება არ შეიძლებოდა გამხდარიყო სა----------------ის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს არგუმენტაციას და დამატებით განმარტავს:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „მა-----–--------------ს“ ფაქტობრივი მმართველი, ხოლო, 2010 წლის 28 ოქტომბრიდან - დირექტორი იყო სა----------------ი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შპს „მა-----–--------------ს“ საგადასახადო შემოწმება, რომელიც დაიწყო 2014 წლის 24 თებერვალს და დასრულდა 2014 წლის 28 ნოემბერს. კომპანიის შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2009 წლის 11 დეკემბრიდან 2014 წლის 20 თებერვლამდე და 2014 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტით შპს „მა-----–--------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა 738 115 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 492 077 ლარი და ჯარიმა 246 038 ლარი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო შემოწმებით დარიცხულ თანხაზე 2014 წლის 3 დეკემბერს, გამოცემულ იქნა №0------ საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც ორჯერ გაეგზავნა საფოსტო დაწესებულების მეშვეობით შპს „მა-----–--------------ს“, თუმცა სა----------------ისთვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა და 2014 წლის 10 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო მოთხოვნა საჯაროდ გამოქვეყნდა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილების თანახმად, შემოსავლების სამსახურს ან აღსრულების ეროვნულ ბიუროს უფლება აქვს, დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები: ა) პირს 2-ჯერ მაინც გაეგზავნა/წარედგინა დოკუმენტი წერილობითი ფორმით და ადრესატისათვის მისი ჩაბარება ვერ მოხერხდა; ბ) პირი არ არის შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ვებგვერდის ავტორიზებული მომხმარებელი ან ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში ადრესატი დოკუმენტს არ გასცნობია. დოკუმენტის საჯაროდ გავრცელება ხორციელდება მისი შემოსავლების სამსახურის ან აღსრულების ეროვნული ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებით და ჩაბარებულად ითვლება განთავსებიდან მე-20 დღეს. ამავე კოდექსის 299-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, გაასაჩივროს საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.

 

პალატა ყურადღებას ამახვილებს შპს „მა-----–--------------ს“ სახელზე ორჯერ გაგზავნილ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებასა და შეტყობინების საჯაროდ გავრცელების კანონიერების საკითხზე და მიიჩნევს, რომ საქმის მასალებით სრულად დადასტურდა 2014 წლის 10 დეკემბერს საგადასახადო მოთხოვნის საჯაროდ გამოქვეყნების კანონშეუსაბამობა, რადგან არ იყო დაცული საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-10 ნაწილით გათვალისწინებული პირობები. ორჯერ გაგზავნის კანონით გათვალისწინებული წესი რომ არ იყო დაცული შემოსავლების სამსახურის მიერ, აღინიშნა ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილებაში და დადგინდა წერილობითი კორესპოდენციის უკუგზავნილებიდან. შესაბამისად, გასაჩივრების ვადა შპს „მა-----–--------------ს“ გაშვებულად არ ჩაეთვალა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებული საგადასახადო დავალიანება არის საგადასახადო დავალიანება, თუ: ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია; ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა; გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება; დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში; ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე.

 

საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 20 ივნისის №3-------- განჩინების თანახმად, 2017 წლის 8 მაისს სასამართლოს მიმართა შპს „მა-----–--------------ს“ წარმომადგენელმა და, სხვა აქტებთან ერთად, მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 28 ნოემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის, მის საფუძველზე გამოცემული გადასახადებისა და სანქციის დარიცხვის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 3 დეკემბრის №4---- ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 03.12.2014 წლის №0------ საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და შპს „მა-----–-----------------ვის“ უკანონო აქტებით დარიცხული გადასახადის გაუქმება. სასამართლოს მიერ შპს „მა-----–--------------ს“ სარჩელი მიღებულ იქნა წარმოებაში და დასაშვებად იქნა ცნობილი.

 

პალატა განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების და ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ შპს „მა-----–--------------სათვის“ საგადასახადო შემოწმების სადავო აქტით განხორციელებული დარიცხვის კანონიერებასთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს სასამართლოში, რაც იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო დავალიანება არ არის აღიარებული.

 

საგადასახადო მოთხოვნის მხარისათვის ჩაბარებისა და გასაჩივრების წესის შესახებ განმარტებები გააკეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აუდიტორმა დი-------------–--ემ, რომელმაც მიუთითა, რომ შპს „მა-----–--------------ს“ საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი, საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრების წესი არ დაურღვევია. შემოსავლების სამსახურმა დაარღვია ადრესატისთვის გზავნილის ორჯერ გაგზავნის წესით. მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ ბრალდებულის მეუღლის - ლ------------–--ის თხოვნით, შემოსავლების სამსახურში გაასაჩივრა ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი - საგადასახადო მოთხოვნა შპს „მა-----–-----------------ვის“ თანხის დარიცხვის თაობაზე. შემოსავლების სამსახურმა გასაჩივრების ვადის გასვლის მოტივით მისი საჩივარი განუხილველად დატოვა. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა ზემდგომ ორგანოში - ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭომ არგუმენტი რის გამოც შემოსავლების სამსახურმა საჩივარი განუხილველად დატოვა, დაუსაბუთებლად ცნო, დაუბრუნა საქმე შემოსავლების სამსახურს და დაავალა მისი შინაარსობრივი განხილვა. საგადასახადო ორგანომ წარადგინა მხარისთვის მხოლოდ ერთხელ გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც ჩაითვალა რომ გამოქვეყნება არ იყო კანონის შესაბამისად განხორციელებული. დავების განხილვის საბჭომ განმარტა, რომ საგადასახადო მოთხოვნა არ უნდა ჩათვლილიყო გამოქვეყნებულად და აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მიერ გასაჩივრების ვადა დარღვეულად არ მიიჩნია. სწორედ ამიტომ დაავალა დავების განხილვის საბჭომ საჩივრის შინაარსობრივი განხილვა შემოსავლების სამსახურს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ თუ მხარეს გასაჩივრების ვადა არ დაურღვევია, დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები არ ითვლება აღიარებულად და სისხლის სამართლის წესით დევნა ან აღსრულების ღონისძიებების განხორციელება დაუშვებელია. ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს დავების განმხილველმა საბჭომ მიიჩნია, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამოქვეყნება მოხდა კანონმდებლობის დარღვევით, შინაარსობრივი განხილვისთვის დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, მათ ავტომატურად მიიჩნიეს, რომ საგადასახადო აღრიცხვის ბარათზე მითითებული საგადასახადო ვალდებულებები არ ჩაითვალა აღიარებულად და ის იქცა არაღიარებულ საგადასახადო ვალდებულებად. დღეის მდგომარეობით მხარეს გასაჩივრებული აქვს აღნიშნული გადაწყვეტილება პირველი ინსტანციის სასამართლოში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის თანახმად, პირს ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე „საგადასახადო მოთხოვნის“ მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. სასამართლოში მიმდინარე დავის საბოლოო გადაწყვეტამდე კი სა----------------ის მსჯავრდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით შეუსაბამოა ამავე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილის დანაწესთან.

 

აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, თითქოს ადმინისტრაციული სარჩელის წარმოებაში მიღების განჩინებაში მითითებული უნდა იყოს საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნის მეორე ნაწილში ჩამოთვლილი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამორიცხვის რომელიმე გარემოებაზე, სააპელაციო პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია, ვინაიდან კანონმდებელი უშვებს შესაძლებლობას ადმინისტრაციული დავის ფარგლებში გადამოწმდეს დარიცხული თანხის ოდენობა ან თანხის დარიცხვის კანონიერება. ასეთი გადამოწმების მექანიზმი კი ერთგვარ პრევენციულ ღონისძიებას წარმოადგენს უკანონო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად. პალატას ასევე დაუსაბუთებლად მიაჩნია აპელანტის მოთხოვნა, დაცვის მხარის მოწმის ჩვენების გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან მას არ წარმოუდგენია რაიმე სახის წონადი არგუმენტი, რაც მოწმე დი-------------–--ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს შექმნიდა. პირიქით, მის მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია დადასტურებულია საქმეზე წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებითაც.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 მაისის განაჩენი სა----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ სა-–-------------ას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს პროკურორ სა-–-------------ას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 მაისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

სა----------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სა----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, სა----------------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს იურიდიულ პირებში (ორგანიზაციებში) წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლის ვადით.

 

2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12, მე-18 მუხლების თანახმად, სა----------------ს დანიშნული ძირითადი და დამატებითი სასჯელები გაუნახევრდეს და მას საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და დამატებითი სასჯელი - 1 წლით იურიდიულ პირებში (ორგანიზაციებში) წარმომადგენლობითი და ხელმძღვანელობითი საქმიანობის უფლების ჩამორთმევა.

 

სა----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

სა----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები - ელექტრონული დისკები, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე