განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №050210118002433949
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1071-18 22 თებერვალი, 2019 წელი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ბექა გიორგაძე
აპელანტი (მოსარჩელე) წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხე) წარმომადგენელი - - - - - სა----- ჯი-------- კ--- ჩ---–--–---–ი ვა------ მა---–---, ილ-- მა---–--- ე------ უ----–--ე
დავის საგანი - ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და მესაკუთრედ აღრიცხვა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა: გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
- სა----- ჯ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
- გაუქმდა ო------------ რაიონული სასამართლოს 2018 წლის 11 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც სა----- ჯ--------ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ვა------ მა---–---ს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქ------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ო-----------, ს---------–------ გარე ს---------–---, ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- და ო-----------, ს---------–------ გარე ს---------–--- ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0--;
- მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა ჩაითვალა სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.1. საქმეზე სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მოპასუხეები - ვა------ მა---–--- და ილ-- მა---–--- წარმოადგენენ ოჯახის წევრებს, მამა-შვილს;
2.2. საქმეში წარმოდგენილი 04/10/20-- წლის ამონაწერით ს-------- რეესტრიდან უძრავი ქონება მდებარე: ო------------ რაიონი, ს---------–------ გარე ს---------–---, ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- და ო-----------, ს---------–------ გარე ს---------–--- ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- წარმოდგენდა მოსარჩელე - სა----- ჯ--------ის საკუთრებას. ს-------- რ--------- ამონაწერის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს წარმოადგენს - საქართველოს ე-------------- გ------------- ს------------- ო------------ სახელმწიფო ქ------- ა-----–----- და პ-------------- ს-----------–--- მიერ 19.0-.2006 წელს გაცემული მიწისა და სხვა უძრავი ქ------- შეძენის დამადასტურებელი N--- და N--- ოქმები;
2.3. დადგენილ--, რომ 2--- წლის 23 მარტს, სა----- ჯი--------მ მინდობილობის საფუძველზე მოპასუხე ილ-- მა---–---ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს მიანიჭა - საკუთარი შეხედულებისამებრ უძრავი ქონების, ფართით 13.44 ჰა, (ორ ნაკვეთად) სარეგისტრაციო ნომერი N--.2-.0-.1-- და N--.2-.0-.1-- მდებარე, ო------------ რაიონი, სოფ.ა----- (ლ------) ტერიტორიაზე, მართვისა და განკარგვის (გაჩუქების, გაყიდვის, სხვადასხვა ვალდებულებებით დატვირთის) უფლებამოსილება, საკუთრების მიმნდობის მიერ ქონება შეფასებულ-- 10 000 (ათი ათას) ლარად და მინდობილობა გაცემულ-- განუზაღვრელი ვადით;
2.4. დადგენილ--, რომ 2--- წლის 12 ოქტომბერს ილ-- მა---–---მ, როგორც სა----- ჯ--------ის წამომადგენელმა, ვა------ მა---–---ს 1815 (ათას რვაას თხუთმეტ) ლარად მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე, ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ ,,ლ------ს’’ ტერიტორიაზე 24402 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 2-.3-.0-.0-- (ნაკვეთის წინა ნომერი 2-.2-.0-.1--);
2.5. დადგენილ--, რომ 2--- წლის 12 ოქტომბერს ილ-- მა---–---მ, როგორც სა----- ჯ--------ის წამომადგენელმა, ვა------ მა---–---ს 8185 (რვაათას ასოთხმოცდახუთ) ლარად მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე, ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ ,,ლ------ს’’ ტერიტორიაზე 110002 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 2-.3-.0-.0-- (ნაკვეთის წინა ნომერი 2-.2-.0-.1--);
2.6. საქმეში წარმოდგენილი 27/04/2018 წლის ამონაწერით ს-------- რეესტრიდან უძრავი ქონება მდებარე: ო------------ რაიონი, ს---------–------ გარე ს---------–---, ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- და ო-----------, ს---------–------ გარე ს---------–--- ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- წარმოდგენს მოპასუხის - ვა------ მ----–---- საკუთრებას. ს-------- რ--------- ამონაწერის შესაბამისად, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს - 12.10 2009 წელს საქართველოს ი------–--- ს------------- ს-------- რ--------- ეროვნულ სააგენტოში დამოწებული ნასყიდობის ხელშეკრულება;
2.7. შპს ,,მ------ და კ--------" დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნის თანახმად, სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, 2018 წლის 04 ივნისის მდგომარეობით ეროვნულ ვალუტაში განისაზღვრა შემდეგი სახით, კერძოდ უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- საბაზრო ღირებულებაა 41 500 ლარი, ხოლო უძრავი ქონების, საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- საბაზრო ღირებულებაა 187 000 ლარი;
2.8. შსს გ------- პ---–-–--- დეპარტამენტის ო------------ რაიონულ სამმართველოდან გამოთხოვილი საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 18 ოქტომბრის გასაუბრების ოქმით, სა----- ჯი-------- განმარტავს, ილ-- მა---–---მ გადაიხადა 13.44 ჰა მიწის გამოსყიდვის საფასური 9000 ლარი, რაც ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე დადასტურებულ იქნა მის მიერ;
2.9. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია, უძრავ ქონებაზე საკადასტრო კოდით: N--.3-.0-.0-- და N--.3-.0-.0--, 2009 წლის 12 ოქტომბერს სა----- ჯ--------ის წარმომადგენელ - ილ-- მა---–---სა და ვა------ მა---–---ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე, მასზე მითითებით, რომ მოპასუხის მიერ უძრავი ქონება გასხვისებულ-- რეალურ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად და რომ არ გადასცემია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა და რომ ილ-- მ----–---- მიერ სადავო ხელშეკრულებები დადებულ-- ნდობის ბოროტად გამოყენებით;
2.10. მოცემულ დავაში მტკიცების საგანს წარმოადგენს ის გარემოება, იმოქმედა თუ არა ილ-- მა---–---მ მარწმუნებლის (მოსარჩელის) ნების საწინააღმდეგოდ, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად აკისრია მოსარჩელეს; ასევე, შესაფასებელ-- რწმუნებულის მიერ მარწუნებლის ქონების გასხვისება საბაზრო ღირებულებზე გაცილებით დაბალ ფასად არის თუ არა უფლების ბოროტად გამოყენება და გამოიწვევს თუ არა გარიგების ბათილად ცნობას;
2.11. დადგენილ--, რომ მოსარჩელე მხარეს გარდა საკუთრი ასხნა-განმარტებისა (რომელიც გაქარწყლებულ-- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით), არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ილ-- ჯი-------- 2009 წლის 12 ოქტომბერს ნასყიდობის გაფორმებისას მოქმედებდა მისი ნების საწინააღმდეგოდ;
2.12. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოპასუხე ვა------ მ----–---- მიერ უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: N--.3-.0-.0-- და N--.3-.0-.0-- შეძენისას უძრავი ქონებასთან დაკავშირებით დავის არსებობის მიმართ კეთილსინდისიერების ფაქტი; ასევე, საქმეზე არ დასტურდება 12.10.20-- წლის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისას მყიდველის ვა------ მ----–---- ნების ნაკლის არსებობა;
2.13. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს, კერძოდ პაექროების ეპატზე მითითებული გარემოება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ, რადგან საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს მოთხოვნის ხანდაზმულობა სადავოდ არ გაუხდია, რაც სსკ-ის 201-ე და 219-ე მუხლებიდან გამომდინარე გამორიცხავს მისი შემდგომში შეფასების შესაძლებლობას.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.14. სასამართლომ განმარტა, რომ განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს 2009 წლის 12 ოქტომბერს სა----- ჯ--------ის წარმომადგენელ - ილ-- მა---–---სა და ვა------ მა---–---ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების უძრავ ქონებაზე, საკადასტრო კოდით: N--.3-.0-.0-- და N--.3-.0-.0-- ბათილად ცნობა, რომლის საფუძველზეც უძრავი ქონება საკუთრების უფლებით დარეგისტრირდა ვა------ მ-----–--ის სახელზე;
2.15. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ნასყიდობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის განმსაზღვრელ--, რომ ნივთის გამყიდველი იყოს მისი მესაკუთრე და შესაბამისად, გარიგების დადებისას გამოხატული იყოს მისი ნება ქონების გასხვისებასთან დაკავშირებით. გარიგების ნამდვილობაც დამოკიდებულ-- მესაკუთრის ნების ნამდვილობაზე;
2.16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე;
2.17. დადგენილ--, რომ სა----- ჯი--------მ 2007 წლის 23 მარტს გაცემული მინდობილობის საფუძველზე მოპასუხე ილ-- მა---–---ს მიანიჭა - საკუთარი შეხედულებისამებრ სადავო უძრავი ქონების, ფართით 13.44 ჰა, (ორ ნაკვეთათ) სარეგისტრაციო ნომერი N--.2-.0-.1-- და N 2-.2-.0-.1-- მდებარე, ო------------ რაიონი,სოფ.ა----- (ლ------) ტერიტორიაზე, მართვისა და განკარგვის (გაჩუქების, გაყიდვის, სხვადასხვა ვალდებულებებით დატვირთის) უფლებამოსილება, ასევე დადგენილ-- რომ ქონება ამავე მინდობილობით მის მიერვე შეფასებულ-- 10 000 (ათიათას) ლარად და მინდობილობა გაცემულ-- განუსაზღვრელი ვადით;
2.18. ასევე დადგენილ--, რომ 2009 წლის 12 ოქტომბერს ილ-- მა---–---მ ვა------ მა---–---სთან გააფორმა უძრავი ქონების ნასყიდობის ორი ხელშეკრულება, რომელთა საფუძველზეც ეს უკანასკნელი საჯარო რეესტრში აღირიცხა უძრავი ქონება მდებარე: ო------------ რაიონი, ს---------–------ გარე ს---------–---, ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- და ო-----------, ს---------–------ გარე ს---------–--- ა----- (ლ------), საკადასტრო კოდი: №--.3-.0-.0-- მესაკუთრედ, ნასყიდობის ხელშეკრულებების დადებისას ილ-- მა---–--- მოქმედებდა, როგორც სა----- ჯ-------ის მიერ 2007 წლის 23 მარტს გაცემული მინდობილობის საფუძველზე და ხელშეკრულებას, გამყიდველი ილ-- მა---–---მ მხრიდან ხელი, როგორც წარმომადგენელმა მოაწერა;
2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს;
2.20. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილ-- ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. ამავე კოდექსის 106-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენის ნაკლის გამო გარიგების საცილოობისას გადამწყვეტია წარმომადგენლის ნება;
2.21. სასამართლომ განმარტა, რომ ნების გამოვლენა გარიგების აუცილებელი ელემენტია და მისი (ნების) არარსებობა გარიგების ბათილობის საფუძველ--. ნების გამოვლენა არის სამართლებრივი შედეგის დადგომის სურვილის გარეგნული გამოხატვა კანონით დადგენილი ფორმით. ნების გამოხატულებით გარიგების მონაწილენი აფიქსირებენ იმ მიზანს, რომლის მიღწევაც სურთ და ამისათვის კანონით განსაზღვრულ სამართლებრივ საშუალებებს იყენებენ. ამასთან, სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა, რაც გულისხმობს ნების შესაბამისობას კანონმდებლობის მოთხოვნებთან;
2.2-. სასამართლომ განმარტა, რომ წარმომადგენლის მეშვეობის ხელშეკრულების დადების შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა დასაშვებად მიიჩნევს. მაგრამ იმისათვის, რომ წარმომადგენლის საშუალების დადებულ გარიგებას შესაბამისი სამართლებრივი შედეგი მოჰყვეს, საჭიროა, რომ წარმომადგენელი მოქმედებდეს მარწმუნებლის მიერ გაცემული უფლებამოსილების ფარგლებში და მისი ნების შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაშიც, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი იყო დადგენილიყო - გამოავლინა თუ არა ნება მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებულ ორივე უძრავ ქონებასთან მიმართებით. იმ შემთხვევაში თუ დადგინდებოდა, რომ მოსარჩელემ ორივე ქონების გაყიდვის ნება გამოავლინა, მაშინ მოპასუხის მოქმედებები ჩაითვლებოდა მართლზომიერად, წინააღმდეგ შემთხვევაში წარმომადგენლის მოქმედებები უნდა ჩაითვალის მარწმუნებლის ნებასთან შეუსაბამოდ, რაც მის ბათილად ცნობის საფუძველ--;
2.23. წარმოდგენილი სარჩელით და სასამართლოს მთავარ სხდომაზეც მოსარჩელემ დაადასტურა გარემოება მასზედ, რომ სადავო უძრავი ქონების გასხვისების სურვილი ჰქონდა და სწორედ ამ მიზნით გასცა მინდობილობა ილ-- მა---–---ზე, მოსარჩელე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობას ითხოვს მოპასუხის მხრიდან ნდობის ბოროტად გამოყენების საფუძვლით, რომ მან რეალურ საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასში გაასხვისა სადავო უძრავი ქონება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე 523-ე მუხლები) არ შეიცავს იმპერატიულ დანაწესს იმის შესახებ, რომ ქონება უნდა გასხვისდეს მის საბაზრო ღირებულებასთან მიახლოებულ ფასით, ასევე, სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის საფუძველზე მხარეებს გააჩნიათ ხელშეკრულების ფასის თავისუფალი განსაზღვრის უფლებამოსილება. ამდენად, ის გარემოება, რომ მხარეებმა თავად დათქვეს ხელშეკრულების ფასი არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლით გათვალისწინებულ გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს. შესაბამისად 2009 წლის 12 ოქტომბერს ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი ვერ გახდება მხლოდ ის ფაქტი, რომ ნასყიდობის ფასი მნიშვნელოვნად ნაკლებია ნასყიდობის საგნის საბაზრო ღირებულებზე, მითუფრო როდესაც მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი აუდიტორული დასკვნა ასახავს სადავო უძრავი ქონების არა გასხვისების დროისათის არსებულ საბაზრო ღირებულებას (2009 წლის), არამედ 2018 წლის მდგომარეობით უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებას;
2.24. რაც შეეხება სარჩელში მითითებულ გარემოებებს თანხის გადახდასა და მის ოდენობასთან დაკავშირებით, სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული წარმოადგენს ფულადი ვალდებულბის შესრულების მოთხოვნის და არა ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლებს, რაც განსახილველ საქმეზე არ წარმოადგენდა მოსარჩელის მოთხოვნას;
2.22. მოსარჩელემ ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძვლად მიუთითა, რომ ეს გარიგება წარმოადგენს მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებას, რომელიც დაიდო ნდობის ბოროტად გამოყენებით და სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებზე;
2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილ-- გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. იმავე კოდექსის სკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილ-- გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ხოლო იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება);
2.24. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულ-- ნამდვილობას და იგი კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება, მოჩვენებითი გარიგების დროს ხელშეკრულების მონაწილეებს არ სურთ იმ შედეგის დადგომა, რაც პირდაპირ ამ გარიგებათა დანიშნულებიდან გამომდინარეობს არამედ, მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა და ამ დროს მხარეთა ნამდვილი ნების გამოვლება თვალთმაქცური გარიგებით იფარება. მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების ნების გამომვლენი ყველა სუბიექტი. ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება. თვალთმაქცური გარიგების ბათილობის შემთხვევაში უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები;
2.25. მოსარჩელემ მოითხოვა რა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ბათილად ცნობის ერთ-ერთ საფუძვლად ასევე მიუთითა ამ გარიგების თვალთმაქცურობაზე. თუმცა რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც სადავო გარიგების თვალთმაქცურობას დაადასტურებდა მოსარჩელეს არ მიუთითებია. ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდებოდა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურად დადების ფაქტი;
2.26. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თვალთმაქცურია გარიგება თუ ის მიმართულ-- სხვა გარიგების დასაფარად. აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ-- გარიგების მონაწილეთა ნება დაფარონ სხვა გარიგებით. მხარეთა ნება, მათი სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. თვალთმაქცური გარიგების დადების დროს მხარეები აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულ-- მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება;
2.27. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი არ არის ილ-- მა---–---სა და ვა------ მა---–---ს შორის რაიმე დაფარული გარიგების არსებობის ფაქტი. მოსარჩელე ვერ მიუთითებს კონკრეტულად რომელი გარიგების დასაფარად გამოიყენეს მოპასუხეებმა ნასყიდობის ხელშეკრულება. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით მხარეთა შორის რაიმე სხვა გარიგების არსებობის ფაქტი, რომლის გადაფარვასაც ისინი ცდილობდნენ ნასყიდობის ხელშეკრულებით, არ დასტურდება. შესაბამისად, სახეზე არ არის გარიგების მოჩვენებით და თვალთმაქცურად დადების ფაქტი, რის გამოც ამ საფუძვლით მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებელ--;
2.28. სასამართლომ ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნია სადავო გარიგების ბათილად ცნობის მოთხოვნა სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ მიუთითა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რაც დაასაბუთებდა მოდავე მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობის ფაქტს და სადავო გარიგების დადებას მოპასუხის მხრიდან მათზე გავლენის ბოროტად გამოყენებით. ამდენად, უდავოა, რომ ამ ნაწილშიც მოსარჩელემ ვერ შეძლო მასზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დაკისრებული მტკიცების ტვირთის ჯეროვნად რეალიზება და სასამართლოსათვის იმ ფაქტობრივი გარემოებების და მათი დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით განსაზღვრული საფუძვლით, სადავო გარიგების ბათილობის წინაპირობა გახდებოდა;
2.29. სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლები მითითებულ-- სამოქალაქო კოდექსის 55-59-ე მუხლებში. ასევე, ბათილ-- შეცდომის, მოტყუების ან იძულებით დადებული გარიგებები. მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძვლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაზე უთითებს და მოითხოვოს უკვე გადაცემული ქონების დაბრუნებას. თუმცა მათი რეალიზაცია დამოკიდებულ-- იმ ფაქტზე, ვალდებულების შესრულება ვალდებულების დარღვევის მიუხედავად, შესაძლებელ-- თუ არა. იმ პირობებში, როდესაც შესასრულებელ-- ფულადი ვალდებულება, მხარემ ეს მოთხოვნა უნდა დააყენოს და არ გადავიდეს ისეთ მეორად მოთხოვნაზე, როგორიც ხელშეკრულებიდან გასვლაა.
3. გადაწყვეტილება გაასაჩივრა სა----- ჯი--------მ
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
3.1. აპელანტის განმარტებით, მინდობილობის ტექსტის მიხედვით საკუთარი შეხედულებიმისამებრ რწმუნებულს შეეძლო გარიგების ტიპის შერჩევა. საქმის წარმოებისას დადასტურდა, რომ ილ-- მა---–---მ 04.10.2009 ისე გადაუფორმა თავის შვილს ვა------ მა---–---ს მიწის ნაკვეთი, რომ მისგან თანხა არ მიუღია, ასევე გაყიდვის შემდეგ არანაირი თანხა არ გადაუცია მისთვის;
3.2. სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა შემდეგი - ,,შსს გ------- პ---–-–--- დეპარტამენტის ო------------ რაიონულ სამმართველოდან გამოთხოვილი საქმის მასალების თანახმად, 2016 წლის 18 ოქტომბრის გასაუბრების ოქმით, სა----- ჯი-------- განმარტავს, ილ-- მა---–---მ გადაიხადა 13.44 ჰა მიწის გამოსყიდვის საფასური 9000 ლარი“. აღნიშნული ასევე სასამართლოს მთავარ სხდომაზე დადასტურებულ იქნა მოპასუხე მხარის მიერ. საქმის მასალებით დგინდება და ამას არც მოპასუხე არ უარყოფს, რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს უნდა გამოესყიდა სახელმწიფოსაგან, სწორედ ამ გამოსყიდვის თანხაზეა აქ საუბარი, ამის შემდეგ უნდა გაეყიდა ორივე მიწა, რის შედეგადაც მოპასუხე მიწის გაყიდვიდან მიიღებდა თანხის 20%-ს;
3.3. მინდობილობაში მითითებულ-- შემდეგი ტექსტი: ,,საკუთრების მიმნდობის მიერ აღნიშული ქონება შეფასებულ-- 10 000 (ათი ათასი) ლარად,, აღნიშნული ტექსტი ისე, რომც იყოს გაგებული, რომ საკუთრების მიმნდობი მოპასუხეს ავალებდეს ქონების 10 000 ლარად გაყიდვას, მინიმუმ მას უნდა ჰქონოდა ამ თანხის მიღების უფლება. რაც შეეხება ტექსტის შინაარს, მოცემულ შემთხვევაში, საუბარი გახლდათ ქონების ღირებულებაზე, რაც არ გამორიცხავდა ქონების განსხვავებულ ფასად გაყიდვას, მაგალითად, უფრო მაღალ ფასად. თუმცა, მოპასუხემ ამავე მინდობილობის გაცემიდან ორი წლის შემდეგ ქონება გადასცა თავის შვილს;
3.4. მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ იგი მიწას მინდობილობის გაცემიდან თავისად თვლიდა. პროკურატურიდან გამოთხოვილ საქმის მასალებში არის უძრავი ქონების მოქირავნეების განცხადებები, რომელთა მიხედვითაც ილ-- მა---–--- განკარგავდა ქონებას როგორც გაყიდვამდე, ისე მისი გაყიდვის შემდეგ, რაზეც ილ-- მა---–--- განმარტავს, რომ მისი შვილი ცხოვრობდა და ცხოვრობს გერმანიაში და ამის გამო თავად უვლის და პატრონობს ქონებას;
3.5. ამდენად, იმის ნაცვლად, რომ ილ-- მა---–---ს ქონება გაესხვისებინა ანუ დაედო ნასყიდობის ხელშეკრულება, რეალურად მან მის შვილს ფიქტიურად გადაუფორმა სადავო ქონება. მან რეალურად მიითვისა ქონება, ანუ გახდა ქონების ფაქტობრივი მესაკუთრე, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, კერძოდ მას არ ჰქონდა საკუთარ თავთან დაედო გარიგება და მიეღო ქონება საკუთრებაში;
3.6. რამდენად კეთილსინდისიერი შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში შემძენი, რომელიც პირადად იცნობდა ქონების მესაკუთრეს, ასევე ის გახლდათ მარწმუნებლის შვილი (რომლის მხრიდან მამისათვის ფულის გადახდის ფაქტი ვერ დასტურდება) მას შეეძლო დამატებით გადაემოწმებინა საქმესთან დაკავშირებული გარემოებები, ან/და გარკვეული სახის ინფორმაცია მიეწოდებინა ქონების მესაკუთრისათვის, რაც არ გაუკეთებია;
3.7. ილ-- მა---–--- იყო სოფლის გამგებელი, ასევე მის ოჯახთან იყო ძალ--ნ ახლო ურთიერთობაში, რის გამოც იგი ენდო მას და გაუფორმა მინდობილობა. მან კი ბოროტად ისარგებლა ამ განსაკუთრებული ნდობით მინიჭებული უფლებამოსილებით და საკუთარ შვილთან დადებული გარიგებით მიითვისა მისი ქონება. სწორედ ამაში გამოიხატება - ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით გარიგების დადება, როცა ქონების მესაკუთრის ნდობა დაფუძნებული იყო მათ განსაკუთრებულ ურთიერთობაზე;
3.8. სასამართლომ არასწორად შეაფასა და გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 55-ე, 102-ე და 115-ე მუხლები.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 386-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ და წინამდებარე განჩინებაში 2.1-2.13. პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ სამართლებრივ შეფასებებს და დამატებით აღნიშნავს შემდეგს:
4.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობას და უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღრიცხვას და მიუთითებს, რომ მოპასუხემ ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და მის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე საკუთარ შვილს ფიქტიურად, დაბალ ფასში მიყიდა სადავო უძრავი ქონება, ამასთანავე მისთვის არ გადაუცია გაყიდული ქონებით მიღებული თანხა;
4.3. დადგენილ--, რომ 2007 წლის 23 მარტს, სა----- ჯი--------მ მინდობილობის საფუძველზე მოპასუხე ილ-- მა---–---ს, როგორც მინდობილ მესაკუთრეს მიანიჭა - საკუთარი შეხედულებისამებრ უძრავი ქონების, ფართით 13.44 ჰა, (ორ ნაკვეთათ) სარეგისტრაციო ნომერი N--.2-.0-.1-- და N--.2-.0-.1-- მდებარე, ო------------ რაიონი, სოფ.ა----- (ლ------) ტერიტორიაზე, მართვისა და განკარგვის (გაჩუქების, გაყიდვის, სხვადასხვა ვალდებულებებით დატვირთის) უფლებამოსილება, საკუთრების მიმნდობის მიერ ქონება შეფასებულ-- 10 000 (ათი ათას) ლარად და მინდობილობა გაცემულ-- განუსაზღვრელი ვადით;
4.4. სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად, უფლებამოსილების (რწმუნებულების) მიცემა ხდება რწმუნებულის ან იმ მესამე პირის მიმართ ნების გამოვლენით, რომელთანაც უნდა შედგეს წარმომადგენლობა;
4.5. დადგენილ--, რომ 20-- წლის 12 ოქტომბერს ილ-- მა---–---მ, როგორც სა----- ჯ--------ის წამომადგენელმა, ვა------ მა---–---ს 1815 (ათას რვაას თხუთმეტ) ლარად მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე, ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ ,,ლ------ს’’ ტერიტორიაზე 24402 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 2-.3-.0-.0-- (ნაკვეთის წინა ნომერი 2-.2-.0-.1--); დადგენილ--, რომ 2009 წლის 12 ოქტომბერს ილ-- მა---–---მ, როგორც სა----- ჯ--------ის წამომადგენელმა, ვა------ მა---–---ს 8185 (რვაათას ასოთხმოცდახუთ) ლარად მიჰყიდა უძრავი ქონება მდებარე, ო------------ მუნიციპალიტეტის სოფელ ა------ ,,ლ------ს’’ ტერიტორიაზე 110002 კვ.მ მიწის ნაკვეთი ს/კ 2-.3-.0-.0-- (ნაკვეთის წინა ნომერი 2-.2-.0-.1--);
4.6. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ მოცემული დავის ფარგლებში ადგილი არა აქვს უფლების ბოროტად გამოყენებას, რადგან სადავო უძრავი ქონება გაყიდული იქნა წარმოდგენილი მინდობილობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მასში მითითებული მოთხოვნების სრული დაცვით. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ აპელანტი სადავოდ არ ხდის იმას, რომ მას არ სურდა ქონების გაყიდვა. მოცემულ შემთხვევაში, ადგილი არა აქვს წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, რადგან რწმუნებულმა მითითებული ქონება გაყიდა 10000 ლარად, სწორედ იმ ფასად როგორც მიმნდობს/სა----- ჯი--------ს ჰქონდა ქონება შეფასებული. შესაბამისად, უსაფუძვლოა აპელანტის მითითება, რომ ქონება გაიყიდა დაბალ ფასად, რაც არ წარმოადგენდა მის ნებას, რადგან აღნიშნული ფასი მინდობილობის გაცემის დროისათვის სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული. აღსანიშნავია, რომ მხარეთა შორის სადავო არაა მინდობილობის გაცემის ფაქტი, აპელანტის მიერ კი წარმოდგენილი არაა მტკიცებულება, რაც გააბათილებდა საქმეში წარმოდგენილ მინდობილობაში მითითებულ ნათლად და გასაგებად გამოხატულ მის (საკუთრებს მიმნდობი პირის) ნებას - სადავო უძრავი ქონების 10000 ლარად შეფასების თაობაზე;
4.7. აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ მამა-შვილს შორის ფიქტიურად დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ქონებას რეალურად დაეუფლა არა ვა------ მა---–---, არამედ ილ-- მა---–---, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნას ცნობილი;
4.8. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილ-- გარიგება, რომელიც დადებულ-- მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).;
4.9. აღნიშნული მუხლით სამართლებრივი ურთიერთობის კვალიფიკაციისათვის აუცილებელ--, გარიგების მონაწილეებმა ნამდვილი ნება დაფარონ სხვა გარიგებით. მათი ნება-სურვილი მიმართული უნდა იყოს სხვა გარიგებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევისაკენ. მხარეები ასევე აცნობიერებენ, რომ მათ მიერ დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება და იგი დადებულ-- მხოლოდ სხვა გარიგების დასაფარავად, ამასთან, მხარეებს სურთ სხვა გარიგების შესრულება;
4.10. თვალთმაქცური გარიგების ნორმატიულ შინაარსს განსაზღვრავს სსკ-ის 56-ე მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება);
4.11. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების დადასტურება, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ მხარეთა „ურთიერთშეთანხმებაზე“, მათ საერთო მიზანზე, თუმცა ასეთი მტკიცება მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 21.12.2018წ. #ას-1305-2018 გადაწყვეტილება);
4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების დროს ნების გამომვლენი სუბიექტების ნება შეთანხმებულ-- და მათ განზრახული აქვთ განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის მიღება, თუმცა, შინაგანი ნება და გამოვლენილი ნება არ ემთხვევა ერთმანეთს. დადებული გარიგებით ისინი ფარავენ სხვა გარიგებას, რომლის დადების ნებაც რეალურად გააჩნიათ. თვალთმაქცური გარიგების დროს განხილვის საგანია გარიგების მხარეთა მიერ შინაგანი და გამოვლენილი ნების ურთიერთმიმართება. განსახილველ შემთხვევაში კი, საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოპასუხეები გარიგების სხვა შინაარსზე იყვნენ შეთანხმებულნი, რაც გამორიცხავს მოსარჩელის მითითების გაზიარების შესაძლებლობას;
4.13. სააპელაციო პალატა ასევე ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელე სადავო გარიგების ბათილობას ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის საფუძვლითაც ითხოვდა. სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი და ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი ნორმები არ ითვალისწინებს გარიგების ბათილობას ვალდებულების შეუსრულებლობის სამართლებრივი საფუძვლით. ასეთ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე უფლებამოსილ-- სასამართლოს მიმართოს სარჩელით ვალდებულების შესრულების დაკისრების თაობაზე. ამდენად, მოცემული საფუძვლითაც სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა;
4.14. მოცემული გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან პალატას უსაფუძლოდ მიაჩნია სასარჩელო მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო აღარ იმსჯელებს მის თანმდევ მოთხოვნებთან დაკავშირებით. სადავო ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმა თავისთავად გამორიცხავს უძრავ ქონებაზე მოსარჩელის მესაკუთრედ ცნობას;
4.15. ზემოაღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით პალატა მიუთითებს, რომ სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლო და დაუსაბუთებელ--, რაც გამორიცხავს სა----- ჯ--------ის სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
4.16. ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, პალატა მიიჩნევს, რომ სა----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს; უცვლელი უნდა დარჩეს ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივრებში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და ასკვნის, რომ იგი უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს (აპელანტს) გადახდება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რა ნაწილშიც არ დაკმაყოფილდა სარჩელი, ხოლო მოპასუხეს (მოწინააღმდეგე მხარეს), სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული; თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, იგი შესაბამისად შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც;
6.2. ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი, არ არსებობს სსსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო წარმოებისათვის წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მხარეთა შორის განაწილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სა----- ჯ--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელად ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილ--;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საკასაციო წესით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილ-- განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე: ლაურა მიქავა