განაჩენი

სისხლის სამართლის 27.02.2019
საქმის ნომერი
330100118001888408
ინსტანცია
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118001888

საქმე №1ბ/05-18

PP

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

ნინო სანდოძე

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: დ----------------ის

მსჯავრდებულის: ბ--------–------–ის

ადვოკატის: ნ---------–-----ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ბ--------–------–ის ინტერესების დამცველი ადვოკატების ნ---------–-----ის და გ---- მ----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №007090317001) ბ--------–------–ის მიმართ. ბ---------------------–------–ი დაბადებულია 1--- წლის 11 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ. თ---–------------------------------–---------------------–--

 

აღწერილობით–სამოტივაციო ნაწილი:

 

ბ--------–------–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა სამსახურებრივი საქმიანობასთან დაკავშირებით. მანვე ჩაიდინა ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა.

 

ბ--------–------–ს ბრალი წარედგინა დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 5 თებერვლის განაჩენით ბ--------–------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. ბ--------–------–ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სხვა უფლებებთან ერთად, 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლება.

 

2016 წლის 10 ივლისს ქ. თბილისში, დ-----------------------–-------------თან ბ--------–------–ი მართავდა ,,სუბარუს“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით S------, რა დროსაც იგი გამოვლენილი იქნა პატრულ-ინსპექტორების მიერ.

 

2017 წლის 8 მარტს, დაახლოებით 23:20 საათზე შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს მ--- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, დაკითხვის მიმდინარეობისას მოწმე ბ--------–------–ი თავს დაესხა და ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენა იმავე განყოფილების თანამშრომლებს მ-----–-------–---–სა და დ---------------ეს, რომლებიც ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. მიღებული დაზიანებების საფუძველზე მ-----–-------–---–ს და დ---------------ეს სამედიცინო დახმარება გაეწია ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენით:

 

ბ--------–------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.

 

ბ--------–------–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ბ--------–------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით ბ--------–------–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 8 (რვა ) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბ--------–------–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზრვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ავდით.

 

ბ--------–------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2017 წლის 8 მარტიდან.

 

ბ--------–------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინეტერესების დამცველმა ადვოკატებმა ნ---------–-----მა და გ---- მ----მ და მოითხოვეს ბ--------–------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

2019 წლის 25 თებერვალს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სახელმწიფო ბრალმდებლის - თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის პროკურორის დ----------------ის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულ ბ--------–------–ის მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა დ----------------ემ ითხოვა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა და მსჯავრდებულ ბ--------–------–ის მიმართ წერილობით წარმოდგენილი პირობებით საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

შუამდგომლობის თანახმად, მსჯავრდებულმა ბ--------–------–მა ადვოკატ ნ---------–-----თან იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ ნებაყოფლობით მიმართა პროკურატურას განცხადებით და სურვილი გამოთქვა, მასთან გაფორმდეს საპროცესო შეთანხმება.

 

საპროცესო შეთანხმების ოქმს ხელს აწერენ და ეთანხმებიან დაზარალებულები დ---------------ე და მ-----–-------–---–ი.

 

სახელმწიფო ბრალდება ითხოვს მსჯავრდებულ ბ--------–------–თან მიღწეული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას და მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგი პირობებით:

 

ბ--------–------–ი ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ბ--------–------–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრება ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ბ--------–------–ი ცნობილი იქნება დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრ სასჯელს და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------–------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით ბ--------–------–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი - 6 (ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა შთანთქავს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთას და საბოლოოდ, ბ--------–------–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ავდით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვრება პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვლება პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრება ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე სასამართლომ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა მსჯავრდებულ ბ--------–------–თან დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისა და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის შესახებ საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად და პალატა უფლებამოსილია, იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე. სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულის მიმართ ძალადობას, წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულის ადვოკატთან შესაბამისი იურიდიული კონსულტაციის მიღების შემდეგ, მსჯავრდებული ბ--------–------–ი სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების სამართლებრივ, მათ შორის ნასამართლობის, შედეგებს.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებული ბ--------–------–ი სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ. მსჯავრდებული აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მისთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ. გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლო დარწმუნდა, რომ საქმეში მოიპოვება ბ--------–------–ის ბრალის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულების დ---------------ის, მ-----–-------–---–ის, მოწმეების გი-----------–-----------------–------------------------------ს ჩვენებებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმით, დათვალიერების ოქმებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რასაც ეთანხმება თავად ბ--------–------–ი, უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულის მიერ მითითებული დანაშაულების ჩადენის ფაქტი.

 

პალატა მიიჩნევს, რომ ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაცია საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით კანონიერია. შუამდგომლობა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე წარმოდგენილია საქართველოს სსსკ–ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით და წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–3 მუხლის მე–111 ნაწილით გათვალისწინებულ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებების სტანდარტს იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული აღიარებს დანაშაულს, სადავოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ზემდგომი პროკურორის მ--------------–---–ის და საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილის მ-------------ს თანხმობით 2019 წლის 19 თებერვალს დადებული საპროცესო შეთანხმება თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის სტაჟიორ ა----------–--ლს, მსჯავრდებულ ბ--------–------–ს და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ნ---------–-----ს შორის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 22 ნოემბრის განაჩენში ბ--------–------–ის მიმართ შეტანილი იქნას ცვლილება;

 

ბ--------–------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე ბ--------–------–ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ბ--------–------–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ბ--------–------–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით მოსახდელად განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით ბ--------–------–ის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და ბოლო განაჩენით 6 (ექვსი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ბ--------–------–ს, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრეოს ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ბ--------–------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა ბ--------–------–ს დაეწყოს დაკავებიდან - 2017 წლის 8 მარტიდან;

 

თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ პირობით მსჯავრდებულის ბ--------–------–ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

სისხლის სამართლის საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ბ--------–------–ის ქურთუკი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები პაკეტებში, მ-----–-------–---–ის პოლიციის ფორმის ჟილეტი, დ---------------ის სამსახურებრივი უნიფორმის ქურთუკი, დ---------------ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში, ბ--------–------–ისგან ამოღებული ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ ოქმი თანდართულ 1 (ერთი) ცალი DVD დისკთან ერთად, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე თანდართული 1 (ერთი) ცალი CD დისკი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განემარტოს მსჯავრდებულს, რომ განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში შეიტანოს საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ ა) საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით; ბ) მსჯავრდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება: გ) საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა: დ) საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.

 

თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთ თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია, ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში შეიტანოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლო განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

ნ. სანდოძე