განჩინება/გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.02.2019
საქმის ნომერი
010210018001517107
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
27.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 010210018001517107

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №2/ბ-304-2018 5 თებერვალი, 2019 წელი

ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა პალატა

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა

 

სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე

 

აპელანტი - ი------ თ----------ე, მ------- მ----–--ე, ა----- თ----------ე, ნ------- თ----------ე, ან------ მ----ე, მ------ მ----ე

წარმომადგენელი - ჯ-----------------–-–---–ი

მოწინააღმდეგე მხარე - სს ს----------–--------ი

წარმომადგენელი - ჯ---------–----ე

 

დავის საგანი - გამოსახლება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება

 

1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

 

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. აღკვეთილ იქნა ი------ თ----------ის, მ------- მ----–--ის, ა---------– თ----------ის, ა----- თ----------ის, ნ-----–---- თ----------ის, ნ------- თ----------ის, ან------ მ----ის და მ------ მ----ის მიერ, სს ს----------–--------ის კუთვნილი უძრავი ქონების ხელყოფა და ამ მიზნით ისინი გამოსახლებულნი იქნენ ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში მდებარე, 0----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონებიდან. გამოთვისუფლებული ქონება თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა სს ს----------–--------ს. გადაწყვეტილება მიქცეული იქნა დაუყონებლივ აღსასრულებლად და ამ მიზნით მასზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი. ი------ თ----------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2008 წლის 17 აპრილს სს ს----------–--------სა და შპს თ-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა შპს თ-----ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ლიმიტით. 2.2. სს ს----------–--------სა და შპს თ-----ს შორის 2008 წლის 17 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ი------ თ----------ესა და სს ს----------–--------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სს შპს თ-----ს ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ი------ თ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში. 2.3. 200 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 11 სექტემბერს სს ს----------–--------სა და შპს თ-----ს შორის დაიდო იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა შპს თ-----ს 60 თვის ვადით სესხად გადასცა 115 790 აშშ დოლარი. 2.4. შპს თ-----მ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც სს ს----------–--------მა ცალმხრივად შეწყვიტა მასთან დადებული ხელშეკრულება. სარჩელი აღძრა მის წინააღმდეგ და მოითხოვა დარჩენილი დავალიანების 97 967.05 აშშ დოლარის შპს თ-----სა და თავდებ პირებზე დაკისრება, ასევე მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. 2.5. საქმის განხილვაში ი------ თ----------ე მონაწილეობდა წარმომადგენლის ვ-----–-----–--ის მეშვეობით. ვ-----–-----–--ე ი------ თ----------ის უფლებებს იცავდა ნოტარიუსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 2.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს თ-----ს და თავდებ პირებს - და------------ს, ჯუ-------------ს და მზ-----------ს ბანკის, სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 67 967.05 აშშ დოლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ხარჯზე, მათ შორის ი------ თ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში. 2.7. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიქცეული იქნა აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულებს მიზნით ი------ თ----------ის კუთვნილი ქონება აუქციონზე გაიყიდა და იგი 2013 წლის 30 იანვარს 125 000 ლარად შეიძინა სს ს----------–--------მა. 2.8. საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში სს ს----------–--------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მასში ცხოვრობენ ი------ თ----------ე, მ------- მ----–--ე, ა---------– თ----------ე, ა----- თ----------ე, ნ-----–---- თ----------ე, ნ------- თ----------ე, ან------ მ----ე და მ------ მ----ე. 2.9. მხარეთათვის სადაო არაა ის ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი------ თ----------ე აღიარებული იქნა მხარდასაჭერ პირად და მას მხარდამჭერად დაენიშნა მ------- მ----–--ე. 2.10. ასევე უდაო ფაქტობრივი გარემოებაა ის, რომ ი------ თ----------ე 2016 წლის 24 აგვსტომდე ქმედუუნაროდ ან მხარდასაჭერ პირად აღიარებული არ ყოფილა. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სარჩელი აღიარებითია, ამ ტიპის სარჩელებზე ვრცელდება საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მოთხოვნები, ანუ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას. კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. 2.11.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიზნებისათვის აღიარებითი სარჩელი დასაშვებია თუ მასში გამოკვეთილია იურიდიული ინტერესი, რაც უფლებასა თუ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებით მხარეთა შორის არსებულ დავასთანაა დაკავშირებული. მოპასუხე მოსარჩელეს უნდა ეცილებოდეს უფლებაში და ასეთი დავა მომავალში უნდა ქმნიდეს დარღვეული უფლების აღდგენის ან უფლების დარღვევის თავიდან აცილების წინაპირობას. ამასთან აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, ამ გადაწყვეტილებას მოსარჩელისათვის გარკვეული სარგებელის მოტანა უნდა შეეძლოს. 2.11.2. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ისიც, რომ აღიარებით სარჩელზე მიღებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის უნდა დადგეს რეალური სამართლებრივი შედეგი. მოსარჩელემ უნდა მიუთითოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომლიც კანონიერად დადგება სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში და რომლითაც აღსდგება მისი კანონით დაცული ინტერესი. დავის ზოგადი ინტერესი არაა აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის წინაპირობა. ზოგადად მოსარჩელეს სარჩელში აღძრული მოთხოვნის ინტერესი გააჩნია (და ეს ბუნებრივიცაა), მაგრამ ეს ინტერესი უნდა იყოს კანონისმიერი. იურიდიულ ინტერესში დარღვეული უფლების აღდგენის კანონისმიერი გზა იგულისხმება (მოთხოვნის მატერიალური საფუძველი), ამასთან აღიარებითი სარჩელი უფლების დაცვის გამონაკლისი და ერთადერთი გზა უნდა იყოს. 2.11.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე სარჩელით დაყენებული საკითხები არ გამოიწვევდა მოსარჩელის მიზნის მიღწევას. ამ ფორმით წარმოდგენილი სარჩელით არ მიიღწეოდა ი------ თ----------ისათვის საინტერესო იურიდიული შედეგის დადგომა. ხელშეკრულების გაბათილების შემთხვევაშიც კი მოსარჩელე ვერ მიიღებდა ვერანაირ სარგებელს. 2.11.4. გარიგების ბათილად აღიარება არ წარმოშობდა ი------ თ----------ის საკუთრების უფლებას, შესაბამისად გარიგების გაბათილება არ გამოიწვევდა ი------ თ----------ის საკუთრების უფლების აღდგენას. 2.12. სს ს----------–--------ის მოთხოვნა გამომდინარეობდა საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრეს ი------ თ----------ემ, მ------- მ----–--ემ, ა----- თ----------ემ, ნ------- თ----------ემ, ან------ მ----ემ და მ------ მ----ემ: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. სასამართლომ სწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა დადგენილ გარემოებებს მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება, კერძოდ: სასამართლომ უადო გარემოებად სცნო ის ფაქტი, რომ იბარიმ თ----------ე იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების დროს ვერ აცნობიერებდა თავისი მოქმედებას და მის შედეგებს და ამიტომ ასეთ პირობებში დადებული გარიგება ბათილია გარიგებაა, რადგან სახეზეა ნების გამოვლენის ნაკლი, რაც არსებითია გარიგების დასადებად. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულების შესწავლა-გაანალიზების შემდეგ მართებულად ცნო სადაო გარიგება ბათილად, თუმცა რატომღაც არ დააკმაყოფილდა სარჩელი, რაც დაუსაბუთებელია. 3.3. თუ არ გაბათილდება ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც განხორციელდა ჯერ სასამართლოში მიმართვა და ქონების რეალიზაციის დადგენა ხოლო, შემდეგ ამავე ქონების აუქციონზე გაყიდვა და ბანკის მიერ შეძენა, აზრს კარგავს სხვა დავები; ანუ სახეზეა ნამდვილი იურიდიული ინტერესი იმისა, რომ ბათილად იქნას ცნობილი სადაო გარიგება. 3.4. გარიგების ბათილად ცნობა შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოში მიმართვის გზით.

 

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2008 წლის 17 აპრილს სს ს----------–--------სა და შპს თ-----ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა შპს თ-----ს გაუხსნა საკრედიტო ხაზი 300 000 აშშ დოლარის ლიმიტით. 4.2. სს ს----------–--------სა და შპს თ-----ს შორის 2008 წლის 17 აპრილს დადებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ი------ თ----------ესა და სს ს----------–--------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც სს შპს თ-----ს ვალდებულებების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა ი------ თ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში. 4.3. 200 წლის 17 აპრილის ხელშეკრულების ფარგლებში 2009 წლის 11 სექტემბერს სს ს----------–--------სა და შპს თ-----ს შორის დაიდო იპოთეკური კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა შპს თ-----ს 60 თვის ვადით სესხად გადასცა 115 790 აშშ დოლარი. 4.4. შპს თ-----მ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც სს ს----------–--------მა ცალმხრივად შეწყვიტა მასთან დადებული ხელშეკრულება. სარჩელი აღძრა მის წინააღმდეგ და მოითხოვა დარჩენილი დავალიანების 97 967.05 აშშ დოლარის შპს თ-----სა და თავდებ პირებზე დაკისრება, ასევე მოითხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. 4.5. საქმის განხილვაში ი------ თ----------ე მონაწილეობდა წარმომადგენლის ვ-----–-----–--ის მეშვეობით. ვ-----–-----–--ე ი------ თ----------ის უფლებებს იცავდა ნოტარიუსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე. 4.6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით სს ს----------–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა. შპს თ-----ს და თავდებ პირებს - და------------ს, ჯუ-------------ს და მზ-----------ს ბანკის, სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 67 967.05 აშშ დოლარის გადახდა. დაკისრებული თანხის ამოღება განხორციელდა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის ხარჯზე, მათ შორის ი------ თ----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, მდებარე ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში. 4.7. გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მიქცეული იქნა აღსასრულებლად. გადაწყვეტილების აღსრულებს მიზნით ი------ თ----------ის კუთვნილი ქონება აუქციონზე გაიყიდა და იგი 2013 წლის 30 იანვარს 125 000 ლარად შეიძინა სს ს----------–--------მა. 4.8. საქმის განხილვის მომენტისათვის ქ. ბათუმში ქ---------ის I შესახვევი №---ში მდებარე უძრავი ქონება საჯარო რეესტრში სს ს----------–--------ის საკუთრებადაა რეგისტრირებული. მასში ცხოვრობენ ი------ თ----------ე, მ------- მ----–--ე, ა---------– თ----------ე, ა----- თ----------ე, ნ-----–---- თ----------ე, ნ------- თ----------ე, ან------ მ----ე და მ------ მ----ე. 4.9. მხარეთათვის სადაო არაა ის ფაქტი, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი------ თ----------ე აღიარებული იქნა მხარდასაჭერ პირად და მას მხარდამჭერად დაენიშნა მ------- მ----–--ე. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. 4.10.1. ეს ნიშნავს, რომ შეგებებული სარჩელის დასაშვებობის საკითხი სარჩელისათვის დადგენილი საერთო წესების საფუძველზე უნდა გადაწყდეს. 4.10.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს. 4.10.3. აღიარებითი სარჩელი იმგვარი სარჩელია, როცა მოსარჩელე ბუნებაში ისედაც, უკვე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის (ჩვეულებრივ - ნამდვილობის) ან არარსებობის (ჩვეულებრივ - ბათილობის) სასამართლოსაგან აღიარებას ითხოვს. 4.10.4. დადგენილია, რომ შეგებებული სარჩელით ი------ თ----------ემ ხელშეკრულების ბათილად ცნობა მოითხოვა, ე.ი. მან აღძრა აღიარებითი სარჩელი. 4.10.5. როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე გამოტანილ განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა: „აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე. განსახილველ შემთხვევაში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პირველი მოპასუხის (კასატორის) წარმომადგენელმა საქმის პირველი ინსტანციის სამართალწარმოების ეტაპზე, მოსამზადებელ სხდომაზე, წარადგინა ვრცელი მოსაზრება აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის და ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მოხმობით, კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე მითითებით და იშუამდგომლა საქმის წარმოების შეწყვეტა სსსკ-ის 272-275-ე მუხლებით დადგენილი წესით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე № ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: №ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; № ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; № ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; № ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; № ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; № ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; №ას-407-390-2016, 10.06.2016წ; № ას-375-359-2016, 17.06.2016წ.). აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში... ბათილად ცნობა მოსარჩელეთა დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა კონკრეტული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში... ...საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად აღიარებითი სარჩელები, რომელთა ავტორები რაიმეს აღიარების იურიდიულ ინტერესს არ ასახელებენ/ასაბუთებენ და არც რაიმეს მიკუთვნებას ითხოვენ, განუხილველად რჩება (იხ. სუსგ-ები №ას-324-307-2017, 03.11.2017 წ., №ას-196-185-2017, 05.05.2017 წ.,№ას-623-582-2017, 20.12.2017 წ., №ას-1151-1071-2017, 23.02.2018 წ.). საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ - სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ. საკასაციო სასამართლო... განმარტავს, რომ პროცესუალური საკითხები, რომლებიც სსსკ-ით დადგენილი წესებითაა მოწესრიგებული სავალდებულოა, როგორც მხარეებისათვის, ასევე - სასამართლოსათვის. შესაბამისად, საპროცესო საკითხები (მათ შორის სარჩელის განუხილველად დატოვება) ყველა შემთხვევაში უნდა გადაწყდეს ისე, როგორც ეს საპროცესო კანონმდებლობითაა მოწესრიგებული, მისი შეცვლა სასამართლოს მიხედულებაზე არ არის დამოკიდებული და კანონით სავალდებულოა. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმის წარმოების პირველივე ეტაპზე“ - (იხ. სუსგ. 2018 წლის 18 მაისს Nას-1357-1277-2017). 4.10.6. ამ განმარტების შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ შეგებებული სარჩელი დასაშვები არ არის. 4.10.7. პირველ ყოვლისა, პალატა აღნიშნავს, რომ მოსარჩელეს აღიარებითი მოთხოვნის მიმართ იურიდიული ინტერესი, კერძოდ ის, თუ რა ფაქტობრივი შედეგის მიღება სურს სარჩელის დაკმაყოფილებით, არ მიუთითებია. 4.10.8. გარდა ამისა, როგორც აღინიშნა, აღიარებითი სარჩელი იმგვარი სარჩელია, რომლითაც მოსარჩელე ფაქტობრივად არსებული ან არარსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებას ითხოვს. 4.10.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 61-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგო გარიგება მისი დადების მომენტიდან ბათილია და გარიგებით გათვალისწინებულ სამართლებრივ შედეგებს არ იწვევს. 4.10.10. ამის შესაბამისად, თუ სადავო გარიგება ფსიქიური აშლილობის მქონე პირის მიერაა დადებული, იგი თავისთავად ბათილია და სასამართლოს მიერ ამ გარემოების დადასტურების აუცილებლობა არ არსებობს. 4.10.11. პალატა ეთანხმება საქალაქო სასამართლოს, რომ სასამართლოს მიერ მხოლოდ გარიგების ბათილად აღიარების შემთხვევაში, იბარიმ თ----------ე ვერანაირ ფაქტობრივ შედეგს მიიღებს და ქონების დასაბრუნებლად მას მოუწევს ახალი სარჩელის აღძვრა ქონების დაბრუნების თაობაზე კონდიქციური ან დელიქტური ნორმების საფუძველზე. 4.10.12. ეს ნიშნავს, რომ აღიარებითი სარჩელი მხარეთა შორის არსებული დავის გადაწყვეტის საშუალება არ არის. 4.10.13. ამიტომ, პალატის აზრით, სარჩელი დაუშვებელი იყო და საქალაქო სასამართლომ შეცდომით განიხილა იგი. 4.10.14. ამრიგად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 178-ე მუხლის 1 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტისა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და შეგებებული სარჩელი უნდა დარჩეს განუხილველი. 4.10.15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოხსენებული განმარტებიდან გამომდინარე, შეგებებულ სარჩელთან დაკავშირებით, დავის არსებით გარემოებებზე მხარეთა მიერ გამოთქმული პოზიციებს პალატა ვერ შეაფასებს. 4.11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით. 4.11.1. პალატას მიაჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სავსებით სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად გადაწყვიტა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე, აპელანტები ვალდებულნი იქვნენ დაუბრუნებინათ მესაკუთრისათის კუთვნილი ქონება. 4.11.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. 4.11.3. დადგენილია, რომ სადავო ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ს----------–--------ის საკუთრებად. 4.11.4. აპელანტები არც საჯარო რეესტრის ამ ჩანაწერს და არც მისი წარმოშობის საფუძველს სასარჩელო წესით არ შედავებიან. 4.11.5. მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად აღიარების შემთხვევაში, აპელანტებს სადავო ქონების ფლობის უფლება არ წარმოეშვებათ, სხვა სახის მოთხოვნა კი მათ არ დაუყენებიათ. 4.11.6. ამის გამო, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის საფუძვლები არ არსებობს და, ამ ნაწილში, იგი უცვლელი უნდა დარჩეს.

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს ი------ თ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი. ი------ თ----------ის შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ი------ თ----------ის, მ------- მ----–--ის, ა----- თ----------ის, ნ------- თ----------ის, ან------ მ----ის, მ------ მ----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება ი------ თ----------ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში;

3. დანარჩენ ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

4. ი------ თ----------ის შეგებებული სარჩელი ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე დარჩეს განუხილველი;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;

6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, ასევე იმ პირებისათვის, ვინც არ ესწრება განჩინების გამოცხადებას ან განჩინების გამოცხადების თარიღი უცნობია, განჩინების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

7. ამ პირებმა განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გაასაჩივრონ საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

8. იმ პირებმა, ვინც არ არის გათვალისწინებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით, ასევე პატიმრობაში მყოფმა იმ პირებმა, რომლებსაც ჰყავთ წარმომადგენელი განჩინება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გაასაჩივრონ განჩინების მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;

9. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

10. განჩინება, სარჩელის განუხილველად დატოვების ნაწილში, შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით საქართველოს უზენაეს სასამართლოში დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე

მოსამართლეები ნანა კალანდაძე

ლაურა მიქავა