განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
330100113002402426
ინსტანცია
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100113002402426

საქმე #1ბ/560-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევის

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილის

ვეფხია ლომიძის

 

ნანა გიგიტაშვილის და გ------- სვანიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლების: მ-----– ს-------ის და ი-----–- მ---–----–--ას

გამართლებულების: ვ-–- ა---------–---–-ს და გ--- რ------–---–ის

ადვოკატების: გ--–- ნ-----–--–---–ის და გ------- ფ-------ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------------: გ--- რ------–---–ის, დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებულის: ქ------–--------------------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------------–---------–ი მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით;

 

ვ-–- ა---------–---–-ს, დაბადებულის 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: გ------------------------------–---------ში მიმართ, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქ/პუნქტით;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს ბრალი დაედოთ მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღებაში, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენოს თავისი სამსახურეობრივი ავტორიტეტი და განახორციელოს სამსახურეობრივი მფარველობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2013 წლის 12 ივნისს, გ---------ის მ----–----–-------------------------–-----------–ის სოფელ კ--------სა და სოფელ ზემო კ--------ს ტერიტორიული ორგანოს რ–---------–ებმა ვ-–- ა---------–---–მა და გ--- რ------–---–მა გ---------ის მ----–----–-------ს სოფელ ზ-------------ში მდებარე 50 ჰა მიწის ნაკვეთისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის მასივის დროებითი ფაქტობრივ სარგებლობაში გადაცემის სანაცვლოდ ნ--- ც------–---–ისა და ფ---------ი ა-–-------------აგან ქრთამის სახით აიღეს 10 000 ლარი, აღნიშნული თანხის სანაცვლოდ ვ-–- ა---------–---–- და გ--- რ------–---–ი ნ.ც------–---–სა და ფ---–----------ვს პირდებოდა მათი სამსახურეობრივი ავტორიტეტის გამოყენებით მფარველობას.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენით:

 

ვ-–- ა---------–---–- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--- რ------–---–ი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა პროკურორმა მ-----– ს-------ემ და სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გაუქმდეს გ--- რ------–---–ის და ვ-–- ა---------–---–-ს მიმართ დადგენილი გამამართლებელი განაჩენი და მის მაგივრად აღნიშნული პირების მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სააპელაციო საჩივარში მითითებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოახდინა წარდგენილი მტკიცებულებების სრული იგნორირება, ხოლო კონკრეტული დასკვნები, რომელიც ასახული იქნა განაჩენში არათუ დაუსაბუთებელია არამედ უკანონოც, რადგან როდესაც არსებობს ფარული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი, უტყუარი პრეზუმციის მატარებელი საკადასტრო ამონეწერები და რუკები, რ–---------–ების ფუნქცია-მოვალეობების შესახებ საკანონმდებლო რეგულაციები, არ არსებობდა და ვერ იარსებებს გამამართლებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი, მით უმეტეს მტკიცებულებითი და სამართლებრივი საფუძვლები. აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, საქმეზე მათი უტყუარობის და დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ გამართლებულებმა ჩაიდინეს მოხელის მიერ პირდაპირი ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა ამ მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ გამოიყენა თავისი სამსახურეობრივი ავტორიტეტი და განახორციელა სამსახურებრივი მფარველობა, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა მ-----– ს-------ემ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გამართლებულების წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობა.

 

გამართლებულებმა ვ-–- ა---------–---–მა და გ--- რ------–---–მა და მათმა ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა გ--–- ნ-----–--–---–მა და გ------- ფ-------ემ მხარი არ დაუჭირეს პროკურორის სააპელაციო საჩივარს, მათ კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნიეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი და მოითხოვეს მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენი გ--- რ------–---–ის და ვ-–- ა---------–---–-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. სავსებით დასაბუთებულად და კანონიერად იქნა გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–- გამართლებული მათზე წარდგენილ ბრადებებში;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე–31 მუხლის მე–7 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუციური დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვენლოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ, ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. პალატა აანალიზებს რა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს და ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს პირველი ინსტანციის სასამართლომ ჯეროვნად ვერ მოახდინა სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებათა შეფასება, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში იქნა გამოკვლეული ირკვევა შემდეგი:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ფ---------ი ა-–----------ვმა განაცხადა, რომ 2013 წლის პერიოდში მივიდა ქვემო კ--------ს რ–---------–თან გ--- რ------–---–თან საძოვრებთან დაკავშირებით, მას ესაჭიროებოდა დაახლოებით 1000 სული ცხვრისთვის საძოვრები. გ--- რ------–---–ი დაპირდა დახმარებას და მფარველობას, შესთავაზა ზ-------------ში მდებარე საძოვრები. მას გ--- რ------–---–ი პირდებოდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან პრობლემები არ შეექმნებოდა, ასევე გ--- რ------–---–თან ერთად დახმარებას და მფარველობას პირდებოდა ზემო კ--------ს რ–---------–ი ვ-–- ა---------–---–-. როდესაც მან გ--- რ------–---–თან და ვ-–- ა---------–---–თან საუბარში შეამჩნია, რომ საქმე ეხებოდა უკანონო გარიგებას, მან მიმართა მის მეგობარს ნ--- ც------–---–ს, რომელიც იყო სამართალდამცველი და მუშაობდა ფ--------------–-–--ში. შემდეგ ის და ნ--- ც------–---–ი შეხვდნენ გ--- რ------–---–ს, რომელმაც მათ აჩვენა 100 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის სანაცვლოდ მოითხოვა 10 000 ლარი. გ--- რ------–---–ი აცხადებდა, რომ სახელმწიფოს მხრიდან არავითარი გართულება და პრობლემა არ შეექმნებოდათ. 2013 წლის ივნისის თვის შუა რიცხვებში, ის და ნ--- ც------–---–ი შეხვდნენ გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს. ნ--- ც------–---–მა გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს გადასცა 10 000 ლარი, სანაცვლოდ კი მას და ნ--- ც------–---–ს ზაფხულის პერიოდამდე პრობლემა არ შეექმნებოდათ 100 ჰა მიწის ნაკვეთზე. მას არ უნახავს მიწის ნაკვეთი, ნ--- ც------–---–ისგან შეიტყო, რომ მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ტყის მასივში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ--- ც------–---–მა განაცხადა, რომ 2013 წლის ზაფხულის პერიოდში მუშაობდა ფ------------------------------------------------------ში, უფროსი ი-----------------------–ის თანამდებობაზე. მასთან მივიდა პირადი კონტაქტი ფ---------ი ა-–----------ვი, რომელთანაც სამსახურიდან გამომდინარე აქვს მეგობრული ურთიერთობა, რომელაც უთხრა, რომ საქმე ჰქონდა სოფელ ქვემო კ--------ს და სოფელ ზემო კ--------ს გ------–ებთან, რომლებიც პირდებოდნენ ავტორიტეტისა და ფულის სანაცვლოდ გადაეცათ მიწის ნაკვეთი. იგი შეხვდა გ--- რ------–---–ს, რომელსაც ლეგენდის თანახმად განუცხადა, რომ იყო ი-------–----------ის წარმომადგენელი თითქოსდა ჰყავდა 1200 სული ცხვარი და ესაჭიროებოდა მიწის ნაკვეთი, დაახლოებით 100 ჰექტრამდე. მას გ--- რ------–---–მა შესთავაზა 10 000 ლარის სანაცვლოდ 100 ჰა მიწის ნაკვეთის გადაცემა. შეხვედრის შემდეგ რამდენიმე დღეში, ის სპეციალური ტექნიკით აღჭურვილი შეხვდა გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს. მას გ--- რ------–---–მა და ვ-–- ა---------–---–მა ანახეს მიწის ნაკვეთი, რომელიც მისთვის უნდა გადაეცათ. ადგილი მდებარეობდა სოფელ ზ-------------ში. მიწის ნაკვეთს მან გადაუღო სურათები, ასევე აჩვენეს მომიჯნავე ტყის მასივები, სადაც ცხვარი საჭიროების შემთხვევაში შეეძლოთ შეეყვანათ და მოეფარებინათ. შემდეგ მან ფ---------ი ა-–------------- თანდასწრებით გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს გადასცა ფულადი თანხა 10 000 ლარის ოდენობით, რითიც იმ დღეს ამით დასრულდა ყველაფერი. მანვე განმარტა, რომ 100 ჰა მიწის ნაკვეთი, რომლის გადაცემასაც გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–- პირდებოდნენ, 50 ჰა ეკუთვნოდა კერძო პირს, ხოლო 50 ჰა ეკუთვნოდა სახელმწიფოს. ცხვარი ამ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო 3 თვის განმავლობაში. თუ რაღაც პრობლემა შეიქმნებოდა, მათ შორის საჯარო უწყებასთან, ისინი მოაგვარებდნენ ყველაფერს. მან გამოძიებას აჩვენა ადგილი, რომლის გამოყენებასაც თავაზობდნენ, ნაკვეთი N 5------------ და ნაკვეთი N 5------------- ასევე გარშემო და გვერდით არსებული ტყის ფონდი. თუ რაიმე პრობლემა წამოიჭრებოდა ტყესთან დაკავშირებით მას შეეძლო მიემართა მათთვის (გ--- რ------–---–ი, ვ-–- ა---------–---–-).

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ჯ----– შ--–-–---–მა განაცხადა, რომ იგი მუშაობს გ---------ის მ----–----–-----------------აში, ქ--------------------------------------------------------------------------–------------------–---–-----დ. გ-------–ს მოსთხოვეს სპეციალისტი, რომელიც სოფლის მეურნეობის საკითხებში ერკვეოდა. გ------–ის დავალებით, მან დახმარება აღმოუჩინა სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებს, მან დაათვალიერა ადგილი, რა დროსაც ,,ჯიპიესით” აიღეს წერტილები. მიწის ნაკვეთამდე გზა გადიოდა ტყის მასივზე, იყო რთული რელიეფი. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა სოფელ ზემო კ--------დან საკმაოდ მოშორებით, დაახლოებით 12 კილომეტრში. მიწის ნაკვეთი მდებარეობდა ს-----------------------ის კუთვნილ ტერიტორიასთან, იქ მდებარეობს საძოვრები, ასევე ტყის ფონდი. საძოვრები არის კერძო პირების საკუთრებაში, იქ არის მასიური ფართობი, რომელიც კერძო პირების საკუთრებაშია. დიდი ფართობები, ერთი ე-------- ეკუთვნოდა, ხოლო მეორე ვინმე კ----–------–---–ს. ეს ტერიტორიები იქ არის და შესაბამისი ,,ჯიპიესებით” იქნა აღებული წერტილები. ტყის მასივი ს-----------------------ის კუთვნილი ფართობია და სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. საძოვრები კი, რაც ჩამოთვალა, დაახლოებით 4-5 დიდი ნაკვეთი წარმოადგენს კერძო საკუთრებას. ტყის მასივში ცხვრის მოძოვება შეუძლებელია, ვინაიდან ტყე არის ხშირი, სადაც ბალახი არ არის, ასევე ტყის მასივში საფრთხეა მტაცებლის, რის გამოც ყველა ერიდება პირუტყვის ტყეში შეყვანას. მანვე დამატებით განმარტა, რომ საძოვრები, რაც დაათვალიერეს ეკუთვნოდა ე-------- და კ----–------–---–ს, ხოლო ტყის მასივი სახელმწიფოს. მათგან გამოძიებამ მოითხოვა სპეციალისტის გამოყოფა, რომელიც დაეხმარებოდა ადგილის დათვალიერებაში, შედგებოდა ელექტრონული ვერსია, შემდეგ კი საჯარო რეესტრი გასცემდა პასუხს მიწის ნაკვეთი იყო კერძო თუ სახელმწიფო საკუთრება. მისივე განმარტებით, ის საძოვრების დასათვალიერებლად წაიყვანეს და არა ტყის მასივის.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ა---- ო---–---–ის ჩვენების მიხედვით, გ---------ის მ----–----–----------------–ის თანამდებობაზე მუშაობდა 2012 წლის დეკემბრის თვიდან 2013 წლის შემოდგომის პერიოდამდე. როდესაც მან შეიტყო რ–---------–ების გ--- რ------–---–ის და ვ-–- ა---------–---–-ს დაკავების თაობაზე, რომელიც ეხებოდა ქრთამის აღებას, მას გაუკვირდა, ვინაიდან რ–---------–ს არ აქვს არაფრის განკარგვის უფლება. მან ჯ----– შ--–-–---–თან გადაამოწმა გამგეობას გააჩნდა თუ არა ისეთი ტერიტორია, რომლის განკარგვის უფლება შეეძლო რ–---------–ს, რაზედაც ჯ----– შ--–-–---–ისგან მიიღო უარყოფითი პასუხი. შემდეგ ჯ----– შ--–-–---–ს დაავალა წაეღო ,,ჯიპიესი” და სამართალდამცველებისთვის ენახებია ადგილი, რომელიც აინტერესებდათ. როდესაც ისინი დაბრუნდნენ ჯ----– შ--–-–---–მა მას უთხრა, რომ ნახეს ორი ნაკვეთი. ტერიტორია, რომლის თაობაზე დაკავებულები იყვნენ გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–-, იყო კერძო საკუთრებაში, ეკუთვნოდა მიწის ერთი ნაწილი ადგილობრივ ე--------, ხოლო მიწის მეორე ნაწილი კერძო პირს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- ბ----–-ანმა დაადასტურა, რომ მუშაობს სა---–-–--------------------------------–--------–--------------–-. კანონის მიხედვით სახელმწიფო ტყის ფონდი პრივატიზირებას არ ექვემდებარება და შესაბამისად ტყის ფონდიდან ფართობის ამორიცხვა ხორციელდება გარკვეული დანიშნულებით, თავდაპირველად ხდება ტყის ფონდის სტატუსის მოხსნა და შემდეგ ხდება ტერიტორიის პრივატიზირება. ტყის ფონდში არსებული ფართობის სარგებლობით გაცემა ხორციელდება აუქციონით, ინიციატორი შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი ან შეიძლება იყოს ტყის ფონდის მმართველი ორგანო. აუქციონში გამარჯვებულ პირთან იდება ხელშეკრულება და შესაბამისად მიწის ნაკვეთი რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. სახელმწიფო ქონების მმართველი არის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. გ---------ის მ----–----–-----------------ას ტერიტორიის გაცემის უფლება არ ჰქონდა. თუ ტყის ფონდის ფართობის გაცემას ვინმე დააპირებდა, აღნიშნული დარეგისტრირებული იქნებოდა საჯარო რეესტრში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე შ----- ო-----–-–---–ის განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში მასთან იმყოფებოდნენ გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–-, რომლებსაც აინტერესებდათ თავისუფალი მიწა, ვინაიდან დაინტერესებულნი იყვნენ მწყემსები საძოვრებით. იმ პერიოდში იგი განკარგავდა ადგილობრივი მონასტრის კუთვნილ 50 ჰექტარ მიწის ნაკვეთს, რომელიც შემდგომ გადავიდა საპატრიარქოს კუთვნილებაში. მას შეუთანხმდნენ გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–- და მიწის ნაკვეთის სარგებლობისათვის მას გადასცემდნენ გარკვეულ თანხას. მან გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს განუცხადა, რომ რაც უფრო დიდ თანხაში გაასხვისებდნენ მიწის ნაკვეთს მით უფრო კარგი იქნებოდა. მათ შორის საუბარი თანხის ოდენობაზე არ ყოფილა, საუბარი იყო თანხის წინსწრებით გადახდაზე, ვინაიდან იყო შემთხვევები, როდესაც ნაკვეთით სარგებლობის შემდეგ თანხას აღარ უხდიდნენ და მოსარგებლეები იმალებოდნენ. მას დღეის მდგომარეობითაც აქვს გაქირავებული მიწები მწყემსებზე. მას მეუფისგან აქვს კურთხევა მიღებული და იგი განკარგავს ადგილობრივი ეკლესიის მიწის ნაკვეთს, რომელიც არის 50 ჰექტარი. მანვე განმარტა, რომ შაბათ დღეს მისულები იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები, რომლებმაც ჰკითხეს, რომ ქრთამის აღების ფაქტზე, რომელიც საძოვრებს ეხებოდა დაკავებული ჰყავდათ გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–- და ის თუ იყო საქმის კურსში. მან განუმარტა, რომ დაინტერესებული პირი იყო, მისი ნებართვის საფუძველზე გასცეს მათ (გ--- რ------–---–ი, ვ-–- ა---------–---–-) ნაკვეთი, რომლიდანაც აღებული თანხა ესაჭიროებოდა წმ. ნ-----–--------------ს მშენებლობისთვის. მისივე განმარტებით, გ--- რ------–---–ი არის მისი მრევლი, ორივენი რ–---------–ები, რომ იყვნენ არ იცოდა, იცოდა, რომ აღმსარებლები იყვნენ მისი. ერთად გაიზარდენ და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე კ--- ო-----–-–---–მა განაცხადა, რომ ვ-–- კ----–------–---–ი იყო მისი თანამშრომელი. 50 ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელიც ვ-–- კ----–------–---–მა იყიდა მოსავლელად ჩააბარა მას. სთხოვა, რომ ყურადღება მიექცია და თუ მსურველი იქნებოდა გაექირავებინა. როდესაც გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–- მასთან მივიდნენ უთხრეს, რომ ვ-–- კ----–------–---–ს ეძებდნენ და ვერ იპოვეს, აინტერესებდათ მიწის ნაკვეთი ჩაბარებული ჰქონდა თუ არა მას. მან დაუდასტურა, რომ მიწის ნაკვეთი, რომელიც ვ-–- კ----–------–---–ის საკუთრება იყო მას ჰქონდა ჩაბარებული. გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს მიწის ნაკვეთის დაქირავება სურდათ. კონკრეტული საუბარი მათ შორის არ ყოფილა თუ ვინ უნდა შესულიყო ნაკვეთში. მასთან იმიტომ მივიდნენ, რომ მას ჰქონდა ჩაბარებული. ვ-–- კ----–------–---–მა უთხრა მას, რომ ნაკვეთისთვის მიეხედა. ვ-–- ა---------–---–- და გ--- რ------–---–ი მასთან ზაფხულის პერიოდი იყო, რომ მივიდნენ. საბოლოოდ მიწის ნაკვეთის გაქირავება არ მოხდა. ვ-–- კ----–------–---–ი ხშირად დადიოდა უცხოეთში, მაშინ როგორც ახსოვს ყ--------–ი იყო, ხოლო ამჟამად თ--------–-ა.

 

გამართლებულებმა გ--- რ------–---–მა და ვ-–- ა---------–---–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს არ მისცეს ჩვენება, ხოლო სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე თავი უდანაშაულოდ მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ მათ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები არ ჩაუდენიათ.

 

საქართველოს ს----–-----–---------------–-------------–-----------–-----–----ს, გ---------ის და ვ--–--–---ს ე------ის მიერ გაცემული მინდობილობის თანახმად, მინდობილობა ეძლევა გ---------ი-ვ--–--–---ს ე------ის სოფელ კ--------ს წ----------------------–---------–--------------–------ შ-----ს (ო-----–-–---–ს), რომ ე------ის სახელით შეიძინოს, დაარეგისტრიროს და განკარგოს სოფელ კ-------ში მდებარე სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი-საძოვარი 50 ჰექტარი ფართობი.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2013 წლის 12 ივნისს დათვალიერებული იქნა გ---------ის მუ--–----–----------------–------- კ--------ს საძოვრებისა და ტყის მასივის ტერიტორია. დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით მზიან, მშრალ ამინდში, ბუნებრივი განათების პირობებში. ნ--- ც------–---–ის ავიდნენ სოფელ კ--------ს ტერიტორიაზე მდებარე საძოვრებისა და ტყის მასივის ტერიტორიაზე, სადაც ზ------ ს------–---–ის მიერ, ,,ჯიპიესით” დადგენილი იქნა კოორდინატები სხვადასხვა ადგილებიდან კერძოდ აღებული იქნა რამდენიმე ადგილიდან წერტილოვანი კოორდინატები რომელთა ნომრებია : Y4---------------------------------------------------------------------------------------- აღნიშნული ადგილები ზოგი უნდა იყოს

სახელმწიფო მიწები ზოგიც უნდა იყოს გ---------ი ვ--–--–---ს ე------ის საკუთრება

 

ელექტრონული მონაცემთა ბაზების დათვალიერების ოქმის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ მისამართის () დათვალიერების შედეგად დადგენილი იქნა, რომ გ---------ის რაიონის სოფელ კ-------ში მდებარე გ---------ისა და ვ--–--–---ს ე------ის სახელზე ირიცხება ამავე მ----–----–-------ს სოფელ კ-------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, 2008 წლის 23 ოქტომბრის გარიგების საფუძველზე. დასახელებული მიწის ნაკვეთის საკადასტრო კ--------------------. ზემოაღნიშნულ მიწის ნაკვეთზე, 2008 წლის 24 ოქტომბრის შემდგომ დღემდე პერიოდში, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან არ განახლებულა. დათვალიერების შემდეგ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინტერნეტ მისამართიდან (http://napr.gov.ge/) ამობეჭდილი იქნა საჯარო რეესტრის ამონაწერი, ,,02“ (ორი) ფურცლად და დაერთო ოქმს.

 

ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ნ--- ც------–---–ი შეხვდა გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს. ნ--- ც------–---–ი გ--- რ------–---–თან და ვ-–- ა---------–---–თან საუბრის დროს გამოხატავს აშკარა დაინტერესებას ასი ჰექტარი მიწის ფართობის მიმართ. იგი საუბარში ხაზს უსვამს ვითომდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომლის სარგებლობაში გადაცემას აპირებენ გ--- რ------–---–ი და ვ-–- ა---------–---–- ეროვნებით ი------–ი პირის მიმართ. შემდეგ ნ--- ც------–---–ი უღებს სურათებს ბალახს და ვ-–- ა---------–---–ს ეკითხება თუ სად მდებარეობს მიწის ფართობი. შემდეგ ნ--- ც------–---–ი ინტერესდება თუ სად მდებარეობს წყალი. შემდეგ ნ--- ც------–---–ი აცხადებს ,,ეს არის სახელმწიფოს მიწები რა კერძო პირის არ არის ხომ, რომ თქვას მომიძოვა ბალახი ან რამე ეგეთი?“. აღნიშნულ კითხვაზე არც გ--- რ------–---–ი და არც ვ-–- ა---------–---–- პასუხს არ სცემენ. შემდეგ ნ--- ც------–---–სა და ვ-–- ა---------–---–ს შორის მიმდინარეობს საუბარი, ნ--- ც------–---–ი - ,,ამათ სურათებს, რომ ვაჩვენებ შეიძლება იყიდონ კიდეც“. ვ-–- ა---------–---–- ,,არა მიყიდვით ნუ ვეცდებით თორე ისე დამუშავებით პაჟალუსტა“, ნ--- ც------–---–ი ,,დამუშავებით პრობლემა არ არის“, ,,მიყიდვით ალბათ ეს აუქციონით იყიდება სახელმწიფო“, გ--- რ------–---–ი ,,შენ იყიდე ნ--- თუ გინდა იცი რამხელა მიწას გაყიდინებ კ-------ში“, შემდეგ ნ--- ც------–---–ი ეკითხება გ--- რ------–---–ს და ვ-–- ა---------–---–ს, ,,ვინც არ უნდა მოვიდეს რაც არ უნდა მოვიდეს ზარი თქვენთან ხომ?“ გ--- რ------–---–ი - ,,ხო რა თქმა უნდა კაცო“. ნ--- ც------–---–ი - ,,პრობლემა რომ არ ქონდეთ თვითონ მწყემსებს და ამათ არ წამოცდეთ იმისია ამისია მაგიც დავარიგოთ“. ვ-–- ა---------–---–- - ,,ჩვენ დავარიგოთ ვინმე რომ შეეკითხება ვისია და თუ შარზე წავიდა შარი სუყველგან არის და იმას კიდე მიეხედება, მაგრამ ადგილზე ვერ იტყვიან რომ ჩემია ან რაღაცა, ეგ ადგილია არის და მანდ იმიტომ მივედით რომ ეგ არის” გ--- რ------–---–ი - ,,კერძო საკუთრებაა“. ნ--- ც------–---–ი - ,,ეს კერძო საკუთრებაა თუ მწყემსებს უნდა ვათქმევინოთ მასე“. გ--- რ------–---–ი - ,,სულ კერძო საკუთრებებია ეგენი“, ,,ნ--- სადაც ბინა უნდა განთავსდეს ის არის კერძო საკუთრება, ის ორმოცდაათი სამოცი ჰექტარი გამიგე“. ნ--- ც------–---–ი - ,,ეგ ჩვენიანის არის ხომ ვიღაცის?“ გ--- რ------–---–ი - ,,აბა ეხლა ახლობლები ვართ ეგრე არ არის“. ნ--- ც------–---–ი - ,,კი ბატონო და ვინმე ინტრიგანი არ მოვიდეს და არ დაიწყოს ეს ჩემი მიწაა ჩემი საძოვარია“. ვ-–- ა---------–---–- - ,,არა მიწა სადაც თქვენ იდგებით იქ ვერავინ ვერ მოვა და ვერ გეტყვით ჩემს მიწაზე ბინა გაქვს შენ გაკეთებული, აი გადახედე ჩვენ საცა გავჩერდით იმის გაგრძელება არის აი ეს მინდორი“. გ--- რ------–---–ი - ,,ჩვენ იქ ხომ ფეხით არ ჩავედით აი ეს ორმოცდაათი ჰექტარია მთლიანად, ორმოცდაათი კუნძულის იქით და აქეთ კიდე ორმოცდაათია გაიგე შენა დანარჩენი კიდე სულ გასაშლელია“. ნ--- ც------–---–ი - ,,ადგილი შესანიშნავია სხვა ადგილებშიც მე რომ დავდიოდი ესეთი რაღაც არ მინახია“. შემდეგ ნ--- ც------–---–ს, გ--- რ------–---–სა და ვ-–- ა---------–---–ს შორის საუბარი მიმდინარეობს, მიწის ფართობის ოდენობის თაობაზე. ვ-–- ა---------–---–- - ,,ჩვენ ახლა პირობით ვამბობთ ას თორე ასზე გაცილებით მეტია, აი ახლა ხომ უყურებ პატარა პატარა ადგილები ხუთ ჰექტრიანი ათ ჰექტრიანი, მაგრამ რახან იმათმა თქვეს რომ ასიც გვეყოფაო, ასშიც მოგათავსებთ და ეგ იქნება, თუ მეტი ენდომებათ არც ეგ არ არის პრობლემა. მეტი უფრო კარგი იქნება იმათთვის რომ ცხვარი გავა უმაღლესი აქედან“. ნ--- ც------–---–ი - ,,ეხლა ამდენი რა უნდა მოძოვოს იმ ათას ორასმა ცხვარმა, სურათებს ვანახებ ეხლა მე გადავუგზავნი დღესვე, მეილზე მიიღებენ ნახავენ“. შემდეგ ნ--- ც------–---–ს, გ--- რ------–---–სა და ვ-–- ა---------–---–ს შორის საუბარი ხელშეკრულების დადებაზე და მიწის ფართობზე წარიმართა. ნ--- ც------–---–ი - ,,ფ-----მ აუხსენი სიტუაციაო, ანუ ეს რომ 100 ჰექტარზე მეტია, 50 კერძო პირის არის და დანარჩენი სახელმწიფო და 10 000-ში ყველაფერი, ანუ პრობლემა არ არის რა, საბუთზე ჩვენ როგორ ვქნათ, კერძო პირის რაც არის გავაკეთოთ ვითომ გ---ია ხო?“ გ--- რ------–---–ი - ,,ხო, მაგას მე გავაკეთებ კაცო“, ,,დავდებთ ხელშეკრულებას, დაუდებს ხელშეკრულებას, თავის საძოვრები 15 აგვისტომდე მიაქირავა, ვსიო დამთავრებულია“. ნ--- ც------–---–ი - ,,ის 50 ჰექტარი, დანარჩენზე?“, გ--- რ------–---–ი - დანარჩენი არაფერი პრობლემა არ არის“, ვ-–- ა---------–---–- - ,,ვინმეს ის ექნება გაფორმებული, დანარჩენზე კიდე იაროს“. გ--- რ------–---–ი - ,,ვინ უშლის, თუ დამშლელია ჩვენ უნდა დავუშალოთ. ნ--- ც------–---–ი - ,,ანუ მე რა მაინტერესებს რა, ამას როგორ უთხრა მეთქი ეხლა ი------–თან რა. რა არი ჩვენი, რამდენია, რაში იხდიან?“ გ--- რ------–---–ი - ,,100 ჰექტარი რა“. ნ--- ც------–---–ი - ,,100 ჰექტარია ჩვენი“. შემდეგ ნ--- ც------–---–ს, გ--- რ------–---–სა და ვ-–- ა---------–---–ს შორის საუბარი მიმდინარეობს თანხის თაობაზე. გ--- რ------–---–ი - ,,ნ---, ბოლოს როგორ ჩამოვყალიბდით ჩვენ, ვთქვით 10 00 დოლარი ხო?“ ნ--- ც------–---–ი - ,,10 000 ლარი ჯერ, ანუ ის 100 ჰექტარზე რაც იყო“. გ--- რ------–---–ი - ,,თქვენ მერე მითხარით რომ 10 000 დოლარიაო და“, ,,ჰექტრები გავზარდოთო და გავზარდეთ მაგის გულისთვის“. ნ--- ც------–---–ი - ,,ანუ ჩვენ ეხლა 10 000 ლარს ვეტყვი რომ შენ იხდი 100 ჰექტარში, ხო ეგრეა?“ ვ-–- ა---------–---–- - ,,კი“ ნ--- ც------–---–ი - ,,100 ჰექტარში კი არ იხდი, 50 ჰექტარში იხდის“, ,,ეგ იხდის 50 ჰექტარში მაგას“. გ--- რ------–---–ი - ,,არა, 100 ჰექტარში ხო“. ვ-–- ა---------–---–- - ,, 50 -ს ვუფორმებთ და 50 ვაძლევთ სარგებლობის”. ნ--- ც------–---–ი - ,,ვსიო ეგ მაინტერესებს, ეგ რო ვუთხრა 50 ჰექტარში ამდენს იხდი მეთქი შეიძლება ეძვიროს მერე და”. ვ-–- ა----------–---–ი - ,,მწყემსებს მოვუხაზავ რომ საიდან სადამდე უნდა იაროს და მაგ 100 ჰექტარში ჩავტევ, ცოტა მეტი იქნება მაგრამ მაგისთვის კარგი იქნება” გ--- რ------–---–ი - ,,არც გ---თან ხელშეკრულების გაფორმება არ უნდა, იმიტომ რომ ის კაცი ვისაც კერძო საკუთრებაში აქ მიწა, საქმის კურსშია და ფულს ის იღებს“, ნ--- ც------–---–ი - ,,ანუ რაღაც ნაწილი იქიდან მაგისია“. გ--- რ------–---–ი - ,,შვილებს გეფიცები რაზეა ლაპარაკი აბა“. ნ--- ც------–---–ი - ,,ანუ მთავარი არ არის რა რომ ამას წილი აქ მაინც უცხოელი რომ არის, რომ“ გ--- რ------–---–ი - ,,ნ---, დაუშვათ რისკის ფაქტორია რამე თუ გამოჩნდა იქა რა, ის მეპატრონე მივა და ეტყვის, რაზეა ლაპარაკი“, ნ--- ც------–---–ი ,,იმ თავის 50 ჰექტარზე და დანარჩენზე?“, გ--- რ------–---–ი - ,,დანარჩენზე არ არის პრობლემა კაცო, ვინმე ხო არ გიკონტროლებს სად გადახვედი“, ,,ეგ როცა ფერმები იქნებოდა გვერძე სხვა არის, თავისუფალია მთელი ტერიტორიები“.

 

პალატა გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილ ფაქტობივ გარემოებათა სამართლებრივ შეფასებამდე, ყურადღებას ამახვილებს გამართლებულების მიმართ საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით (გამართლებულების მიმართ წარდგენილი ბრალდებების შესაბამისი ნაწილების და ქ/პუნქტების) კანონმდებილს მიერ მოცემული ნორმის შინაარსობრივ მხარეზე და განმარტავს, რომ მითითებული მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქრთამის აღებისთვის. ამ დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოთა პრესტიჟი და მათი ნორმალური ფუნქციონირება. აღნიშნულ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, კერძოდ: მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი, ხოლო დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება ქრთამის აღებაში. სახელმწიფო მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი ქრთამს იღებს ან ითხოვს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებისა ან შეუსრულებლობისათვის. ამასთან, განხორციელებული მოქმედება შეიძლება 4 სახის იყოს: 1) იგი შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში; 2) არ შედიოდეს სახელმწიფო მოხელის უშუალო უფლებამოსილებაში, მაგრამ მისი თანამდებობრივი ავტორიტეტისა და გავლენის გამოყენებით შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებას ან შეუსრულებლობას; 3) სახელმწიფო მოხელემ სამსახურებრივი მფარველობა გაუწიოს ქრთამის მიმცემს და 4) დაფაროს ქრთამის მიმცემის მიერ დაშვებული შეცდომები და არაკვალიფიციური მუშაობა. დანაშაული - ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. რაც შეეხება აღნიშნული დანაშაულის ჩადენას სამსახურებრივი ავტორიტეტის გამოყენებით, ამ შემთხვევაში დანაშაულის სუბიექტი არის ის საჯარო მოხელე, რომელსაც მართალია არ აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელოს სათანადო მოქმედება ქრთამის მიმცემის ინტერესებიდან გამომდინარე, მაგრამ სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე შეუძლია მიიღოს ზომები სხვა მოხელის მიერ კონკრეტული მოქმედების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ქრთამის ამღებ მოხელესა და იმ მოხელეს შორის, ვისზეც დამოკიდებულია ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ საკითხის გადაწყვეტა, ურთიერთობა ქრთამის ამღების სამსახურებრივი მდგომარეობით იყოს განპირობებული (მაგ, მაღალი პოსტი მთავრობაში, პარლამენტში). პირადი ურთიერთობის გამოყენება (მაგ. მეგობრობა, ნათესაური დამოკიდებულება), რასაც მოხელის სამსახურებრივ მდგომარეობასთან (ავტორიტეტთან) არანაირი კავშირი არ აქვს ან მოხელეს არ შეუძლია შეასრულოს დაპირებული ქმედება (არ შედის მის სამსახურებრივ კომპეტენციაში და არც საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილ პირებზე აქვს თანამდებობრივი გავლენა), გამორიცხავს ქრთამის აღების შემადგენლობას და ასეთი ქმედება მოტყუების კომპონენტის არსებობის შემთხვევაში შესაძლოა დაკვალიფიცირდეს თაღლითობად.

 

ამასთანავე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ განმარტებულია, რომ ქრთამის ობიექტურად შერაცხვისათვის აუცილებელია დადგინდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ელემენტი. ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება არ შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში, მაგრამ მის თანამდებობრივ ავტორიტეტს შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლო მოქმედების შესრულებას/შეუსრულებლობას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია იმის დადგენა, რომ მოხელე სწორედ თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით აპირებს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებას. (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 25 იანვრის №497აპ-17 გადაწყვეტილება).

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

აღნიშნული გარემოებების გაანალიზების შემდეგ პალატა ყურადღებას ამახვილებს აპელანტის მიერ სააპელაციო საჩივარში დაფიქსირებულ იმ გარემოებაზე, სადაც იგი აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ვერც იქნებოდა საუბარი იმიტომ, რომ გეოგრაფიული მდებარეობა და საძოვრების/ნაკვეთების რაოდენობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დგინდება, რომ გამართლებულების და დაინტერესებული პირების (ფ---------ს ა-–----------ვსა და ნ--- ც------–---–ის) მონაწილეობით შედგა შეხვედრები, რა დროსაც საუბარი შეეხებოდა ცხვრისთვის საძოვრების სარგებლობის საკითხს, რის შემდეგაც როგორც ზემოაღნიშნილი პირების ჩვენებებით, ასევე ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებით და სხვა მტკიცებულებებით დგინდება, რომ მხარეებს შორის 10000 ლარის სანაცვლოდ მოხდა კონკრეტული საძოვრების შეთავაზება, ხოლო შემდეგ კი მოხდა კონკრეტული საძოვრების დათვალიერება მოლაპარაკებაში მონაწილე პირების მონაწილეობით, რა დროსაც ფარულად განხორციელებული ჩანაწერების შეფასება (სადაც ნ--- ც------–---–ის შეკითხვაზე გამართლებულები პასუხობენ, რომ გარიგების საფუძველზე გადაცემული საძოვრები იქნება კერძო მესაკუთრეების) ცხადყოფს, რომ გამართლებულების მიერ ნ--- ც------–---–ისთვის შეთავაზებული იქნა კერძო მესკუთრების (და არა სახელმწიფოს) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები.

 

მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, გარდა დაცვის მხარის პოზიციისა და ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებისა, ასევე დადასტურებულია ჯ----– შ--–--–---–ის და ა---- ო---–---–ის ჩვენებებით, კერძოდ, ჯ----– შ--–--–---–მა თავის ჩვენებაში მკაფიო ფორმით განაცხადა, რომ მან დახმარე აღმოუჩინა სამართალდამცავ ორგანოებს, რა დროსაც მან დაათვალიერა ადგილი, ,,ჯიპიესით“ აიღეს წერტილები, რომლითაც დადგინდა, რომ საძოვრები იყო კერძო პირების საკუთრებაში. დიდი ფართობების ერთი ნაწილი ე-------- ეკუთვნოდა, ხოლო მეორე ვინმე კ----–------–---–ს. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადასტურა ა---- ო---–---–მა. ზემოაღნიშნული ჩვენებების, ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასება ნათლად მიუთითებს მასზედ, რომ გამართლებულების მიერ დაინტერესებული პირებისთვის შეთავაზებული საძოვრების წარმოადგენდნენ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, შესაბამისად იმის მტკიცება, რომ მოცემულ შემთხვევაში კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე ვერც იქნებოდა საუბარი იმიტომ, რომ გეოგრაფიული მდებარეობა და საძოვრების/ნაკვეთების რაოდენობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას გაუზიარებელია.

 

მოცემულ ფაქტობრივ გარემოებათა დადგენის შემდეგ პალატა ყურადღებას იმ დროისთვის გ---------ის მ----–--–------------------–-ს თანამდებობაზე მომუშავე ა---- ო---–---–ის ჩვენების იმ ნაწილზე მიაპყრობს, სადაც იგი მკაფიო ფორმით უთითებს, რომ ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე გამგეობას არ გააჩნდა ისეთი ტერიტორია, რომლის განკარგვის უფლება შეეძლოთ რ–---------–ებს. გარდა ამისა, გამართლებულების და მოწმეების - შ----- ო-----–-–---–ის და კ--- ო-----–-–---–ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიწოდებული ინფორმაციით ნათელია, რომ დაინტერესებული პირებისათვის კონკრეტული მიწის ნაკვეთის სარგებლობაში გადაცემის თხოვნით მითითებულ პირებთან მისულები იყვნენ გამართლებულები, რა დროსაც გაიმართა საუბრები მასზედ, რომ კონკრეტული თანხის სანაცვლოდ საძოვრების მესაკუთრეების უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები მწყემსებს გადასცემდა საძოვრებს, რომელიც ეკუთვნოდა ე-------- და ვ-–- კ----–------–---–ს. გარდა ამისა, მითითებული უფლებამოსილების გამცემი (საძოვრებით სარგებლობის უფლების გამცემი) პირების და გამართლებულების ინფორმაციით ნათლად იკვეთება, რომ მოლაპარაკების პროცესში გამართლებულებთან ურთიერთობა ხორციელდებოდა არა სამსახურეობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, არამედ ურთიერთმეგობრული დამოკიდებულების გათვალისწინებით, ხოლო სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ გამართლებულებმა სამსახურეობრივი ავტორიტეტი გამოიყენეს (რაც წარმოადგენს გამართლებულების მიმართ წარდგენილი ბრალდების დისპოზიციის შემადგენელ პირობას) საძოვრების მესაკუთრეების ნდობის აღნიშნულ პირებთან არ დგინდება, რაც გამორიცხავს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით პირის ქმედებით კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას.

 

პალატა აღნიშნული გარემოებების გაანალიზების შემდეგ ყურადღებას მიაქცევს აპელანტის მიერ გაჟღერებულ არგუმენტებზე იმის შესახებ, რომ ვ-–- კ----–------–---–ს არც არავისთვის და მით უმეტეს გამართლებულებისთვის არ მიუცია რაიმე ნებართვა მის უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და არც მათ არ მოუთხოვიათ მისგან ასეთი. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ვ-–- კ----–------–---–ის ჩვენების თანახმად, მის საკუთრებაში ირიცხება გ---------ის მ----–----–-------ს სოფელ ზ-------------ში მდებარე 51 ჰა მიწის ფართობი, რომელიც წარმოადგენს საძოვრებს. მან მიწის ნაკვეთი შეისყიდა 2008 წლის ნოემბრის თვეში, გ---------ის მუ--–----–------ში მცხოვრები დ-------- ბ-----–---–--გან, რასთან დაკავშირებითაც მათ შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება. მის მიერ დარეგისტრირებული იქნა აღნიშნული მიწის ფართობი საჯარო რეესტრში, სადაც მიწის ფართობს მიენიჭა საკადასტრო კოდი 5------------ მისი კუთვნილი მიწის ფართობის გვერდით მდებარეობს გ---------ისა და ვ--–--–---ს ე------ის საკუთრებაში არსებული 50 ჰა მიწის ნაკვეთი. მისი და ე------ის კუთვნილი მიწის ნაკვეთების მიმდებარედ განთავსებულია ტყის მასივი. მას ვ-–- ა---------–---–თან და გ--- რ------–---–თან არ ჰქონია მოლაპარაკებები მისი კუთვნილი მიწის ფართობის სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით. მას ასევე სხვა რომელიმე პირთანაც არ ჰქონია საუბარი აღნიშნულ საკითხზე.

 

მოცემული მოწმის ჩვენების შეფასებისას უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ მითითებული მოწმის დაკითხვის შესაძლებლობა მხარეს სასამართლო სხდომაზე არ ჰქონია. გარდა ამისა, გამოძიების ეტაპზე მიცემული ვ-–- კ----–------–---–ის ჩვენება, მასში ასახული ინფორმაციის ნამდვილობის დადასტურების კუთხით არ არის დადასტურებული არცერთი სხვა მტკიცებულებით (უფრო მეტიც, აღნიშნულ ჩვენებაში ასახული ინფორმაცია ეწინააღმდეგა კ--- ო-----–-–---–ის ჩვენების იმ ნაწილს, სადაც იგი უთითებს, რომ ვ-–- კ----–------–---–ის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი მას ჰქონდა ჩაბარებული, კერძოდ, ვ-–- კ----–------–---–მა მას უთხრა, რომ ნაკვეთისთვის მიეხედა), რის გამოც და საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით ვ-–- კ----–------–---–ის ჩვენება არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტობრივ გარემოებათა შეფასებით ნათელია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამართლებულების მიერ საძოვრების მესაკუთრეების მიერ ნდობით აღჭურვილ პირებთან ურთიერთობებისას არ ყოფილა გამოყენებული სამსახურეობრივი ავტორიტეტი (რასაც ედავება გამართლებულებს ბრალდების მხარე). გარდა ამისა, დგინდება ის გარემოებაც, რომ გამართლებულებმა საძოვრების მესაკუთრეების მიერ ნდობით აღჭურვილ პირებთან აწარმოეს მოლაპარაკებები მწყებსებისთვის გარკვეული თანხის სანაცვლოდ საძოვრებით სარგებლობის შესახებ, ხოლო მითითებული მოლაპარაკებებით გამართლებულების შეგნებული მდგომარეობით ნათელია იყო, რომ მათი მონაწილეობით მოხდება კონკრეტული პირებისთვის საძოვრებით სარგებლობის შესაძლებლობა (სულ მციერ აღნიშნული მათ საფუძლიანად უნდა ევარაუდათ), რაც გამორიცხავს გამართლებულების მიერ მოტყუებით სხვისი ნივთის მოტყუებით მიღების განზრახვის შესაძლებლობასაც. ყოველივე აღნიშნულით და საქმეში არსებული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების შედეგად, მოცემული შემთხვევის დროს გ--- რ------–---–ის და ვ-–- ა---------–---–-ს მიერ განხორციელებული მოქედებებით გონივრულ ჭვს მიღმა სტანდარტით არ არის დადგენილი საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით, პირის ქმედებით კვალიფიკაციისათვის საჭირო ობიექტური და სუბიექტური გარემოებების ერთობლივად არსებობის ფაქტი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზ------ მ----ე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს.

 

„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.

 

ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

პალატა აღნიშნავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობისათვის მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს მის მიმართ ბრალად წარდგენილი დანაშაულის რომელიმე ნიშნის არსებობაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. ამასთან, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც ეჭვის გამომრიცხავად დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება პირის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.

 

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები გამართლებულების უდანაშაულობის შესახებ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებით და ანალიზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც ეჭვის გამომრიცხავად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის ობიექტური პირისათვის დამაჯერებლობის კუთხით, ურთიერთშეთანხმებულად დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ გ--- რ------–---–მა და ვ-–- ა---------–---–მა ჩაიდინეს მათ მიმართ წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, შესაბამისად, სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, რადგან იგი წინააღმდეგობრივია საქმეში არსებულ მტკიცებულებთან, ეფუძვნება სავარაუდო და ურთიერთგამომრიცხავ მოსაზრებებს.

 

ამდენად პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა გამართლებულების სასარგებლოდ, საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ გ--- რ------–---–მა და ვ-–- ა---------–---–მა ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ - მ-----– ს-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 15 მარტის განაჩენი გ--- რ------–---–ის და ვ-–- ა---------–---–-ს მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

ვ-–- ა---------–---–- ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ვ-–- ა---------–---–-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. ვ-–- ა---------–---–-ს სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

გ--- რ------–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

გ--- რ------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს. გ--- რ------–---–ის სასარგებლოდ გირაოს სახით შეტანილი თანხა განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის გადამხდელს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გამართლებულებს უფლება აქვთ მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება;

 

ნივთმტკიცება:

 

01 ცალი CD დისკი, 01 ცალი DVD დისკი - დარჩეს საქმეში, საქმის შენახვის ვადით.

 

პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ოპერატიული თანხა 10 000 ლარის ოდენობით (ინახება საგამოძიებო სამსახურში)-გადაეცეს საგამოძიებო სამსახურს.

 

სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: გოჩა ჯეირანაშვილი

 

ვეფხია ლომიძე