განაჩენი

სისხლის სამართლის 01.03.2019
საქმის ნომერი
120100117002220481
ინსტანცია
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 120100117002220481

საქმე №1/ბ 1169-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ოთ-------------ს და კახ-------–---–---–-ს

ადვოკატის:ზუ--------------–-ს

მსჯავრდებულის: ზა-------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ზა-------------ს ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ზა-------------ს მიმართ, დაბადებული 1--------- წელს, საქართველოს მოქალაქე, პ-----------------–---------------------------–--------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტებით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით, ზა------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი)წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა ზა-------------ს მიმართ გორის რაიონული სასამართლო 2015 წლის 7 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოდ, ზ--------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ზა------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 ნოემბრიდან.

ამავე განაჩენით, ნუ-------------ა (პ/№1----------) ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ- ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ და ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის ვადით.

მსჯავრდებულ ნუ-------------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 ნოემბრიდან.

ზა------------ეს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ესეი იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: ზა--------------ე და ნუ---------------ა 2017 წლის 7 ნოემბერს, იმყოფებოდნენ ბ--------------------------------------ში, სადაც წინასწარი შეთანხმებით და სპეციალურად მომზადებული ძალაყინით, წ----ის ქუჩის მიმდებარედ არსებულ საცხოვრებელ კომპლექს მგზავრების საცხოვრებელ კოტეჯებში, ძალის გამოყენებით, ძალაყინით კარების და ფანჯრის დაზიანებით გააღეს და შეაღწიეს N3-4, N3-5, N3-6 და N3-7 კოტეჯებში საიდანაც ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლნენ სხვადასხვა სახის დასახელების ელექტრო-ტექნიკას, გენერატორებს, ხელსაწყოებს და ტანსაცმელს.

ზა-------------ს და ნუ-------------ას ქმედებით ნი-------------- მიადგა 930 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, ქე-----------------ს 4248 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, გრ-----–----–--ს 1200 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი, გი----------–--------ს 500 ლარის ზიანი, სულ 6878 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ზა-------------ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2019 წლის 27 თებერვალს, ახალციხის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------მ შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ზა------------ეს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ზა------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზა------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3(სამი)წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალოს პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ზა------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზ----------------–მა.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ზა-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ლ-–---------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმებით, ნუ-------------ას აღიარებითი ჩვენებით, დაზარალებულ ნ-------------------------------------- გრ-----–----–--ს და გი----------–--------ის გამოკითხვის ოქმებთ; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ავტომანქანის ჩხრეკისა და ნაქურდალი ნივთების ამოღების ოქმით, ნუ-------------ას და ზა-------------ს დაკავების ოქმებით, ნუ-------------ას ჩხრეკის ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ზა------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ ოთ-------------სა და მსჯავრდებულ ზა------------ეს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენში მსჯავრდებულ ზა-------------ს მიმართ შევიდეს ცვლილება;

3. ზა------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი ნაწილი - 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე ჩაეთვალოს პირობით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 3(სამი)წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ზა------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5(ხუთი)წლთ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალოს პირობით, და საქართელოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 3(სამი)წელი და 6(ექვსი)თვე.

4. მსჯავრდებულ ზა------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2017 წლის 8 ნოემბრიდან.

5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ზა-------------ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6.ნივთიერი მტკიცებულებები:

- 2 ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

- ავტომანქანა ტ--------- სახელმწიფო ნომრით I-------- და ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

-ქ-----------------ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ქე-----------------ს.

-ნ---------------ის ტანსაცმელი და ნივთები, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ნი--------------.

- გ-------–---–--ს ნივთები, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გ-------–---–--ს.

-გი----------–--------ის ნივთები, რომელიც ინახება შსს ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს გი----------–--------ს.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი