განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117001989059
საქმე №1/ბ-331-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების: მ-------–----ის
მსჯავრდებულების: ე--------------------ის, შ--------------ს, ხ------------ის, ე-–--------–----------ს
ადვოკატების: დ---------------–-–---–-ს, გ-------–-------–----ს, ზ------------ის, თ---------------ს
თარჯიმნების: გ-------–--------------ის, მ------------------ის
მონაწილეობით,საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მ-------–----ის, მსჯავრდებულ ე--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ----------------------, მსჯავრდებულ შ--------------ს და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ თ---------------ს, მსჯავრდებულ ე-–--------–----------ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ზ------------ის და მსჯავრდებულ ხ------------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ---------------–-–---–-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე: ე--------------------ის (პასპორტის #---------- - დაბადებულის 19---–-–------------, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ს-------------------–---–--------------------------------–----–--–---–-- ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით; შ--------------ს (პირადი #-----------) დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დასაოჯახებელის, მცხოვრები: ქ-----------–----------------------–-, ამჟამად პატიმარის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, ე-–--------–----------ს (პირადი #------------ - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: ჩ-------–----------------------–------–-, ამჟამად პატიმარის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხ------------ის დაბადებულის 1----–-–----------- (პასპორტის #---------),რუსეთის ფედერაციის მოქალაქის, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არმქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების: რუსეთის ფედერაციაში, მ-------------–----------–----------------------------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილებების თანახმად:
ე--------------------მა ჩაიდინა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა, მანვე ჩაიდინა საქართველოს საბაჟო საზღვარზე რადიოაქტიური ნივთიერების წესის დარღვევით გადმოტანა;
შ--------------მ ჩაიდინა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა;
ე-–--------–----------მ ჩაიდინა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა;
ხ------------ემ ჩაიდინა რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა, ფლობა და განკარგვის მცდელობა;
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 12 მაისს ე--------------------მა ქარხნული წესით დამზადებული კვამლის მაუწყებელი, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერციუმ 241-ს (Am241), მოათავსა ს-----–------------ის მართვის ქვეშ მყოფ ,,მ-----------‘-ს მარკის ავტომანქანაში (ს------------ და, დაახლოებით 05:00 საათზე, სომხეთიდან, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლო‘‘-ს გავლით, მალულად, წესის დარღვევით, გადმოიტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე.
ე--------------------მა, შ--------------მ, ე-–--------–----------მ და ხ------------ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინეს ქარხნული წესით დამზადებული კვამლის მაუწყებელი, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერციუმ 241-ს (Am241). 2017 წლის 19 მაისს შ--------------მ, ხ------------ემ, ე--------------------მა და ე-–--------–----------მ, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფ ,,მ-----------‘-ს მარკის ავტომანქანაში (ს------------, მოათავსეს ხსენებული რადიოაქტიური ნივთიერება და მისი შეძენით დაინტერესებულ პირებთან დასაკავშირებლად გადაადგილდებოდნენ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მდებარე ,,საქართველოს ბანკი‘‘-ს ცენტრალური შენობის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი დაკავებულ იქნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე--------------------მა, შ--------------მ, ე-–--------–----------მ და ხ------------ემ, დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, შეიძინეს ქარხნული წესით დამზადებული კვამლის მაუწყებელი, რომელიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერციუმ 241-ს (Am241). 2017 წლის 19 მაისს შ--------------, ხ------------ე, ე--------------------ი და ე-–--------–----------, ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ,,მ----------“-ს მარკის ავტომანქანით, ს----------, რომელშიც მოთავსებული იყო ხსენებული რადიოაქტიური ნივთიერება, გადაადგილდებოდნენ თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მდებარე ,,საქართველოს ბანკი“-ს ცენტრალური შენობის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი დაკავებულ იქნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით:
ე--------------------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ე--------------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
შ-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ე-–--------–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ხ------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორმა მ-------–----ემ, მსჯავრდებულ ე--------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ---------------------მ, მსჯავრდებულ შ--------------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ს----------თ---------------მ, მსჯავრდებულ ე-–--------–----------მ და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ზ------------ემ და მსჯავრდებულ ხ------------ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა დ---------------–-–---–მა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2019 წლის 25 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მ-------–----ის მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულებთან: ხ------------ესთან, შ--------------სთან, ე-–--------–----------სთან საპროცესო შეთანხმებების დამტკიცების თაობაზე, კერძოდ, პროკურორმა მოითხოვა:
ხ------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
შ-------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ე-–--------–---------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა მ-------–----ემ, მსჯავრდებულებმა ხ------------ემ, შ--------------მ და ე-–--------–----------მ და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა - თ---------------მ, ზ------------ემ და დ---------------–-–---–მა.
სახელმწიფო ბრალმდებელმა მ-------–----ემ მსჯავრდებულ ე--------------------თან მიმართებით მხარი დაუჭირა მის მიერ წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა: ე--------------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით (მათ შორის, რადიოაქტიური ნივთიერების განკარგვის მცდელობისათვის).
მსჯავრდებულ ე--------------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს, მოითხოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენის გაუქმება და ე--------------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებელ მ-------–----ის, მსჯავრდებულ ე--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ე--------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის ფაქტი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსგავსად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ე--------------------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის უ--------ს მოადგილის - თ----------------ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 19 მაისს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თბილისში ავტომანქანა J-------ით გადაადგილდებოდნენ იმ დროისათვის დაუდგენელი პირები და ავტომანქანაში ინახავდნენ რადიოაქტიურ ნივთიერებას. ავტომანქანაში აღმოჩენილ იქნა რადიოაქტიური ნივთიერება. მოწმე მ-------------მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2017 წლის 19 მაისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ოპერატიული დანაყოფიდან შევიდა ინფორმაცია იმის შესახებ,რომ თბილისის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა,,მ------------ს მარკის ავტომანქანა, რომელშიც შესაძლოა ყოფილიყო რადიოაქტიური ნივთიერება. იმავე დღეს დაიწყო გამოძიება. შედგა ჯგუფი, რომლის ერთ-ერთი წევრი თავადაც იყო. შემთხვევის ადგილზე, - მარჯვენა სანაპიროზე, ,,საქართველოს ბანკი‘‘-ს მოპირდაპირედ, ავტოსადგომის წინ, გავიდა თ------–--------–თან ერთად, ავტომანქანაში იმყოფებოდა ხუთი პიროვნება, მათ შორის ერთი ქალბატონი იყო. ი----------–-–---–მა უთხრა, რომ ამოღებულ იქნა ნივთიერება, რომელიც შემოწმდა სპეციალური აპარატით გარემოსა და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ და აღმოჩნდა რადიოაქტიური გამოსხივების მქონე ნივთიერება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს უ--------ს მოადგილის - გ---------------–---–ის სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, 2017 წლის 19 მაისს იმყოფებოდა სამსახურში, შევიდა შეტყობინება, რომ ,,მ-----------‘-ს მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით J------, მყოფ პიროვნებებს შესაძლოა ჰქონოდათ რადიოაქტიური ნივთიერება. გავიდნენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ,,საქართველოს ბანკი‘‘-ს ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე გაჩერებულ იქნა ზემოხსენებული ავტომანქანა. ი----------–-–---–მა, ოპერატიულ ჯგუფთან ერთად, მოახდინა აღნიშნული ავტომანქანის ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად დადგინდა, რომ ავტომანქანაში იყო რადიოაქტიური ნივთიერება. ამის შემდეგ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, მომხდარიყო ავტომანქანაში მსხდომი ყველა პირის დაკავება. იგივე გარემოებები დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ამავე სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა თ------–-------–-ა და განმარტა, რომ საღამოს საათებში აუცილებელი გახდა მისი შემთხვევის ადგილზე მისვლა, რადგან ავტომანქანაში მყოფ პირთაგან ერთი იყო ქალბატონი. ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ იქნა რადიოაქტიური ნივთიერება, რაც შემოწმდა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით, რამაც დააფიქსირა გამოსხივება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ავტომანქანაში მსხდომი პირების დაკავება. ერთ-ერთი პიროვნება იყო სომხეთის მოქალაქე და შემთხვევის ადგილზე მისულს ადგილზე დახვდა სომხური ენის თარჯიმანი. განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელმა, მოწმე რ---------–---–-ს განმარტებით, ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილ იქნა რადიოაქტიური წყარო, რაც დადგენილ იქნა სპეციალისტების მიერ, რომელთა მხრიდან ადგილზევე მოხდა შესაბამისი ხელსაწყოებით შემოწმება. ამის შემდეგ მის მიერ მოხდა ე--------------------ის დაკავება. ფაქტობრივი დაკავება განახორციელა ა-----–------–---–---–მა, რომელმაც დაკავებულ პირს, თარჯიმნის მეშვეობით, განუმარტა უფლებები. მოწმე ს---–---------–---–ის მის მიერ იქნა გამოთხოვილი ინფორმაცია მობილური ოპერატორებიდან, საიდანაც დადგინდა, რომ ბრალდებულებს ჰქონდათ სატელეფონო კავშირები.
გამომძიებელმა ა---------------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ ე-–--------–----------ს ავტომანქანიდან ამოღებული ცილინდრული ფორმის ნივთიერების შესამოწმებლად ადგილზე მოწვეულ იქნენ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების კონტროლის სამსახურის თანამშრომლები - ბ----–-----------------, რომლებმაც შესაბამისი ხელსაწყოთი შემოწმების შემდეგ განმარტეს, რომ მიახლოებისას დაფიქსირდა გამოსხივების წყარო და აღმოჩენილი ნივთიერება იყო ამერციუმ 241.
ე--------------------მა სასამართლო სხდომაზე თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.
2017 წლის 19 მაისის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 17:55 საათიდან 22:00 საათამდე პერიოდში, თბილისში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროსთან მდებარე ,,საქართველოს ბანკის‘‘ ცენტრალური შენობის ქვეშ განთავსებული ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე, გაიჩხრიკა მოქალაქე ე-–--------–----------ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა ,,მ--------------–-‘‘, ს------------ რომლის უკანა სავარძელზე აღმოჩენილ და ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პარკი, წარწერით ,,BLUE JEANS‘‘. ხსენებული პარკის გახსნისას მასში აღმოჩნდა გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოთავსებული, ცილინდრული ფორმის ობიექტი. გარეგნული დათვალიერებით გაირკვა, რომ ობიექტი სავარაუდოდ არის მეტალის, მოვერცხლისფრო შეფერილობით. გარე კორპუსზე ქარხნული წესით დატანილია რადიაციის აღმნიშვნელი ნიშანი, რომლის ქვეშაც რუსული ასოებით აწერია ,,ОСТОРОЖНО РАДИОАКТИВНОСТЬ!‘‘ აღნიშნულ ობიექტს ძირზე მიფარებული აქვს შავი ფერის პლასტმასის ხუფი. ხსენებულ ობიექტს ძირზე გაკეთებული აქვს ქარხნული წარწერა 11-75. ოქმს თან ერთვის ჩხრეკის პროცესის ამსახველი ფოტოსურათები. ვინაიდან არსებობდა ვარაუდი, რომ აღმოჩენილი ობიექტი იყო რადიოაქტიური, მისი დათვალიერება განხორციელდა სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, რის თაობაზეც აღნიშნული თანამშრომლების მიერ შედგა შესაბამისი ოქმი.
2017 წლის 19 მაისის შემოწმების #7 აქტის თანახმად, სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ინსპექტირებისა და რეაგირების სამსახურის უ-------- გ-------–------–--- და ამავე სამსახურის უ-------- სპეციალისტი თ------------------ გამოცხადდნენ პრეზიდენტ ალიევის სანაპიროზე, ,,საქართველოს ბანკის‘‘ ცენტრალური შენობის მიმდებარე ავტოსადგომთან, პირველადი რადიოლოგიური შემოწმების ჩასატარებლად გაზომილ იქნა ავტომანქანა ,,მ----------ში‘‘ არსებულ პოლიეთილენის პარკში მოთავსებული მეტალის ცილინდრული კონსტრუქცია. გამოსხივებული ზომის სიმძლავრე (გამა-გამოსხივება) შეადენდა 2.0-2.1 მკზვ/სთ-ს (კონსტრუქციის ზედაპირზე). 1 მ მანძილზე გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრე არ აღემატებოდა ფონს (0,10-0,12 მკზვ/სთ). ჩატარდა სპექტროსკოპიული კვლევა, რომელმაც დაადგინა, რომ აღნიშნული კონსტრუქცია შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება Am-241-ს. ამოღებული კონსტრუქცია არ წარმოდგენს საშიშროებას ჯანმრთელობისათვის მასთან რამდენიმე საათით მოპყრობის დროს.
რადიოლოგიური ექსპერტიზის #4------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოკვლეული, ქარხნული წესით დამზადებული კვამლის მაუწყებელი შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერება ამერციუმ 241-ს (Am241); რადიოაქტიურ ნივთიერებებთან და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროებთან მუშაობის ძირითადი სანიტარული წესების (,,რუნ 2000‘‘) საფუძველზე, დაფიქსირებული რადიოაქტიური y (გამა) გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და თვით წყაროს რაობის გათვალისწინებით, აღნიშნულ კვამლის მაუწყებელში მოთავსებულ რადიოაქტიურ წყაროსთან ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი საშიშია ადამიანის ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ჯ------–--------–---მა,ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის #3------------ დასკვნის თანახმად, გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე დაფიქსირებული პიროვნების გამოსახულება, რომელიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, ,,Photoshop GS5-ის‘‘ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილ ფოტოსურათებზე და ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათებზე დაფიქსირებული ობიექტის გამოსახულება, რომლებიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, ,,Photoshop GS5-ის‘‘ საშუალებით, ობიექტის ვიზუალურად იდენტურობის დასადგენად ვარგისია; ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ ს-----–---------------ის ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულება, რომელიც გაწმენდილი და დამუშავებულია სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით, ,,Photoshop GS5-ის‘‘ საშუალებით, პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია; გამოკვლევაზე წარდგენილი ვიდეოგრამიდან ამოღებულ ფოტოსურათზე და ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში რიცხულ ს-----–---------------ის ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებულია ერთიდაიგივე პიროვნების იერსახის გამოსახულება; გამოკვლევაზე წარდგენილ ვიდეოგრამაზე დაფიქსირებული ობიექტის გამოსახულება, რომელიც ამოღებულია ფოტოსურათის სახით, ვიზუალურად იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილ ფოტოსურათზე დაფიქსირებული ობიექტის გამოსახულების. დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ------------–---–მა.
დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 28x29მმ, გადატანილი (წარმოდგენილ CD დისკზე ჩაწერილი, ნომერი 0089 ფოტოსურათზე გამოსახული) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისი, ხელის თითის კვალი (კვალი #1) იდენტურია 2--------- წელს დაბადებულ ე-----------–----------------------ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული მარჯვენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის. ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ-------------–---–მა.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,ა/მ მ----------ს, ს------------ უკანა სავარძლიდან ამოღებულია ორი ცალი პოლიეთილენის პარკი, რომლებშიც იყო ცილინდრული ფორმის ლითონის საგანი, წარწერით: რუსულად: ,,осторожно радиактивность!..‘‘ მოთავსებულ პოლიეთილენის პარკზე არსებული ბიომასალის (ობ. #1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. #1-ის პროფილში ვლინდება ე--------------------ის, შ--------------ს და არ ვლინდება ხ------------ის, ს--–-----------------ს, ე-–--------–----------ს გენეტიკური თანამონაწილეობა; პაკეტი, წარწერით: ,,...6 (ექვსი) ც. (3 სველი, 3 მშრალი) სტერილურ ჩხირზე აღებული ანაწმენდი ლითონის საგნიდან, რომელზედაც აღინიშნება წარწერა რუსული ,,осторожно радиактивность‘‘..‘‘ მოთვსებულ ანაწმენდებზე - ობ. #3,4 (წარწერით: ,,ანაწმენდი ცილინდრული ფორმის, ლითონის საგნიდან, რომელზედაც აღინიშნება წარწერა რუსულად: ,,осторожно радиактивность!‘‘...‘‘ და 2 (ორი) ც. სტერილურ ჩხირზე აღებული ანაწმენდი პლასტმასის ჰუფიდან.‘‘) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. #3,4-ის პროფილების ძირითადი წილი და ე--------------------ის გენეტიკური პროფილი იდენტურია. არ ვლინდება ხ------------ის, ს--–-----------------ს, ე-–--------–----------ს და შ--------------ს გენეტიკური თანამონაწილეობა; ანაწმენდებზე - ობ. #2 (წარწერით: ,,... ანაწმენდი, ცილინდრული ფორმის ლითონის საგნიდან კერძოდ, ამავე საგანზე ჰუფის სახით მიფარებულ ოვალური ფორმის პლასტმასის ზედაპირიდან.‘‘) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-------–--------მ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის შინაარსი და სისწორე.
2017 წლის 22 მაისის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს უ--------ს - ლ------–---–---–ის წერილის თანახმად, 2017 წლის 12 მაისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 05:25 საათამდე პერიოდში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს“ გავლით, საქართველოში შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე--------------------ი (დაბადებული 2----------–--–-, პასპორტის #---------), რომელსაც თან ახლდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პ---------------–---- (დაბადებული 2--------- წელს, პასპორტის #A---------. ზემოთხსენებული პირები საქართველოში შემოვიდნენ რუხი ფერის მ--------------- მარკის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით 3--------- რომელსაც მართავდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს-----–------------ი (დაბადებული: 2--------- წელს, პასპორტის #----------- ს-----------------------------–----ა, საკონტროლო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს‘‘ გავლით, საქართველოს ტერიტორია დატოვეს 2017 წლის 20 მაისს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებრივი ინფორმაციის თანხმად, ე--------------------მა 2017 წლის 12 მაისს, 05:16:21 საათზე, საზღვარი გადაკვეთა შეუფერხებლად.
შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უ--------ს - ვ-–-----------------ის წერილის თანახმად, საქართველოში შემოსვლის დროს სომხეთის მოქალაქე ე--------------------ს (E-----------------------------------–--–----------------- საზღვრის კვეთისას რაიმე სახის ნივთის დეკლარირება არ განუხორციელებია.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 31 მაისის ოქმის თანახმად, დათვალიერდა ბრალდებულ ხ------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი. ერთ-ერთ ვიდეო ფაილში, რომლის ხანგრძლოვობაა 1:55 წუთი, ჩაწერილია ე-–--------–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული რადიოქტიური ნივთიერების შემცველი მოწყობილობის კადრები. ხსენებული რადიოქტიური ნივთიერების შემცველი მოწყობილობის ამსახველი კადრებია, ასევე, სხვა ფიდეო ფაილშიც, ხანგრძლივობით 0:59 წუთი. ორ ცალ ფოტოსურათზე, ასევე, ასახულია ზემოხსენებული რადიოქტიური ნივთიერების შემცველი მოწყობილობა. ხ------------ის მობილურ ტელეფონში არსებულ კონტაქტებში ფიქსირდება შ--------------ს მობილური ტელეფონის ნომერი 5------------, სახელწეოდებით ,,shadiman‘‘, ე-–--------–----------ს ტელეფონის ნომერი 5------------ სახელწოდებით ,,гужа-мегрел‘‘, ასევე, ფიქსირდება ს-----–---------------ის მობილური ტელეფონის ნომერი 5------------ სახელწოდებით ,,Тиотя Ася‘‘.
2017 წლის 31 მაისის DVD დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: ე-------------------ის, ს-----–------------ისა და პ---------------–----ს საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს‘‘ გავლით საქართველოში შემოსვლის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, რომელიც შედგება 14 ფოლდერისგან. #2 ფოლდერში 05:15:24 საათიდან 05:15:40 საათამდე კადრში ჩანს რუხი ფერის მ-------------–-ს ფირმის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდიან ე--------------------ი და პ---------------–---- და ფეხით შედიან საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობაში. #7 ფოლდერში 05:16:18 საათიდან 05:16:47 საათამდე კადრში ჩანს ე--------------------ი და პ---------------–----, რომლებიც გაივლიან საპასპორტო კონტროლს და განაგრძობენ ფეხით გადაადგილებას საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობის დარბაზში. #9 ფოლდერში 05:16:23 საათიდან 05:16:51 საათამდე კადრში ანალოგიურად ჩანს, როგორ გადიან საპასპორტო კონტროლს ე--------------------ი და პ---------------–----. #10 ფოლდერში 05:17:05 საათიდან 05:19:30 საათამდე კადრში ჩანს ე--------------------ი და პ---------------–----, რომლებიც გამოდიან საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,სადახლოს‘‘ შენობიდან, სხდებიან რუხი ფერის მ-------------–-ს ფირმის ავტომანქანაში და მიემართებიან საქართველოს მიმართულებით. #11 ფოლდერში 05:17:13 საათიდან 05:19:20 საათამდე კარდში ჩანს, რომ საკონტროლო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩერდება რუხი ფერის მ-------------–-ს ფირმის ავტომანქანა, ნომრით 3--------- სადაინაც გადმოდის ს-----–------------ი, ავტომანქანასთან შესამოწმებლად მიდის საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომელი და ათვალიერებს მანქანას. შემოწმების შემდეგ ს-----–------------ი ჯდება ავტომანქანაში და განაგრძობს მოძრაობას. ანალოგიური არის ასახული #14 ფოლდერში 05:17:13 საათიდან 05:19:08 საათამდე.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 1 ივნისის ოქმის თანახმად, დათვალიერდა ბრალდებულ შ--------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომელშიც შ--------------ს კონტაქტებში ჩაწერილი აქვს ე-–--------–----------ს მობილური ტელეფონის ნომერი 5------------ სახელით ,,G----‘, ს-----–---------------ის მობილური ტელეფონის ნომერი 5------------ სახელწოდებით ,,Georgia‘‘. 2017 წლის 19 მაისს, 04:05 საათზე, შ--------------ს დარეკილი აქვს ე-–--------–----------სთან. იმავე დღეს მას ორჯერ აქვს დარეკილი ს-----–---------------თან.
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 1 ივნისის ოქმის თანახმად, დათვალიერდა ბრალდებულ ე--------------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლეშიც დაფიქსირდა მიმოწერა 5----------- სატელეფონო ნომერზე, რომელიც ეკუთვნის ს-----–---------------ს, შემდეგი შინაარსით:
,,- აიღე ტელეფონი და სულ ყველაფერი წაშალე.
- ძმაო, ,,პგონა‘‘ ვარ, სად ხარ, სად დაიკარგე, მათი ტელეფონით დამირეკე. გავიგო, რას შვრებიან‘‘.
ტექსტი შესრულებულია ლათინური ასოებით სომხურ ენაზე 2017 წლის 19 მაისს.
2017 წლის 1 ივნისის CD დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შპს ,,მაგთიკომიდან‘‘ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით, შ--------------ს მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის 5----------- ნომრიდან კავშირი ჰქონდა ე-–--------–----------ს ტელეფონის 5----------- ნომერზე (ოთხმოცდაექვსი ზარი); ხ------------ეს მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის 5-------------ომრიდან კავშირი ჰქონდა ე-–--------–----------ს ტელეფონის ნომერზე 5----------- (სამი ზარი) და ს-----–--------------ის ტელეფონის ნომერზე 5----------- (ორი ზარი).
2017 წლის 1 ივნისის CD დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერდა შპს ,,ჯეოსელიდან‘‘ გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 1 აპრილიდან 2017 წლის 19 მაისის ჩათვლით, ე-–--------–----------ს მის სარგებლობაში არსებული ტელეფონის ნომრიდან 5----------- კავშირი ჰქონდა შ--------------ს ტელეფონის ნომერზე 5----------- (ოთხმოცდაექვსი ზარი); ხ------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5----------- (სამი ზარი), ს-----–---------------ის სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომერზე 5----------- (ორმოცდათხუთმეტი ზარი), ე--------------------ის ტელეფონის ნომერზე 5----------- (თერთმეტი ზარი).
ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2017 წლის 1 ივნისის ოქმის თანახმად, დათვალიერდა ბრალდებულ ე-–--------–----------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული მობილური ტელეფონი, რომლეშიც აღმოჩნდა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე 4 ცალი ვიდეოჩანაწერი და 2 ცალი ფოტოსურათი. ოთხივე ვიდეოჩანაწერში, რომელთა სახელწოდებებია VID-20170513-WA0005, VID-20170513-WA0013, VID-20170513-WA0014 და VID-20170513-WA0023, ჩანს ბრალდებულ ე-–--------–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული რადიოქტიური ნივთიერების შემცველი მოწყობილობის კადრები, VID-20170513-WA0013 ვიდეოჩანაწერში ჩანს ს-----–---------------ი. ორ ცალ ფოტოსურათზე გამოსახულია ე-–--------–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული რადიოქტიური ნივთიერების შემცველი მოწყობილობის ფოტოსურათები. ერთ-ერთ ფოტოსურათზე გამოსახულია მობილური ტელეფონი, რომელშიც ჩანს აპლიკაცია ,,VIBER-ში‘‘ ს-----–---------------ის მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- გადმოგზავნილი რუსული ტექსტი და ე-–--------–----------ს ავტომანქანის ჩხრეკის დროს ამოღებული რადიოაქტიური ნივთიერების შემცველი მოწყობილობის ფოტოსურათი. ბრალდებულ ე-–--------–----------ს კონტაქტებში ჩაწერილი აქვს შ--------------ს მობილური ტელეფონის ნომერი, სახელწეოდებით ,,Shadani ilo‘‘, ხ------------ის ტელეფონის ნომერი 5-----------, სახელწოდების გარეშე, ს-----–---------------ის მობილური ტელეფონის ნომერი 5------------ სახელწოდებით ,,Sveta Nana‘‘.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე დაცვის მხარის პოზიციას მსჯავრდებულ ე--------------------ის გამართლების თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება და საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ ე--------------------მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მსჯავრდებულ ე--------------------ის მიერ განხორციელებულ ქმედებას. საქმეში არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება მის მიერ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ოპერატიული სამმართველოს უ--------ს 2017 წლის 22 მაისის წერილის თანახმად, 2017 წლის 12 მაისს, დაახლოებით 05:00 საათიდან 05:25 საათამდე პერიოდში, საკნტროლო-გამშვებ პუნქტ ,,სადახლო‘‘-ს გავლით, საქართველოში შემოვიდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ე--------------------ი (დაბადებული 2----------–--–-, პასპორტის #---------), რომელსაც თან ახლდა სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე პ---------------–---- (დაბადებული 2--------- წელს, პასპორტის #A---------. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურებრივი ინფორმაციის თანახმად, ე--------------------მა 2017 წლის 12 მაისს, 05:16:21 საათზე, საზღვარი გადმოკვეთა შეუფერხებლად. პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა DVD დისკი, რომელზეც ასახულია სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების: ე--------------------ისა და პ---------------–----ს, ასევე, ს-----–------------ის საქართველოში შემოსვლის ფაქტი. კერძოდ, გამოკვლეული ვიდეოჩანაწერის თანახმად, კადრში ჩანს, საკონტროლო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე როგორ ჩერდება რუხი ფერის ,,მ-------------–-‘‘-ს ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 3--------- საიდანაც გადმოდიან სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: ე--------------------ი და პ---------------–----, რომლებიც ფეხით შედიან საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობაში. აღნიშნული პირები ფეხით გადაადგილდებიან საკონტროლო გამვები პუნქტის შენობის დარბაზში და მიემართებიან საპასპორტო კონტროლის ზონისკენ, გაივლიან საპასპორტო კონტროლს და განაგრძობენ გადაადგილებას საკონტროლო გამშვები პუნქტის შენობის დარბაზში. ე--------------------ი და პ---------------–---- გამოდიან საკონტროლო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო‘‘-ს შენობიდან და კვლავ სხდებიან რუხი ფერის ,,მ-------------–-‘‘-ს ფირმის ავტომანქანაში. ამ დროს ზემოაღნიშნულ პირებს თან არ აქვთ არანაირი ბარგი ან რაიმე სახის ხელსაწყო. ამავდროულად, როგორც 2017 წლის 31 მაისის DVD დისკის დათვალიერების ოქმით დგინდება, მოწმდება, აგრეთვე, ის ავტომანქანა, რომლითაც გადაადგილდება ე--------------------ი. კერძოდ, საკონტროლო გამშვები პუნქტის საპასპორტო კონტროლის ზონიდან გამოდის რუხი ფერის ,,მ-------------–-“-ს ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით 3--------- გაჩერების შემდეგ ავტომანქანიდან გადმოდის სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ს-----–------------ი, ავტომანქანასთან შესამოწმებლად მიდის საკონტროლო გამშვები პუნქტის თანამშრომელი და ათვალიერებს ავტომანქანას, შემოწმების შემდეგ ს-----–------------ი ჯდება ზემოხსენებულ ავტომანქანაში და განაგრძობს მოძრაობას.
ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ე--------------------მა და მისმა მეგობარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს ფეხით, ყველა წესის დაცვით, ბარგის გარეშე. სახელმწიფო საზღვარი შეუფერხებლად გადმოკვეთა, ასევე, ავტომანქანამ, რომლითაც ე--------------------ი მივიდა საკონტროლო გამშვებ პუნქტამდე და რომლითაც სახელმწიფო საზღვრის ფეხით გადმოკვეთის შემდგომ კვლავ გააგრძელა გადაადგილება საქართველოს მიმართულებით. სახელმწიფო საზღვარზე კონტროლის გავლისას კი ავტომანქანაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი უნახავთ.
რაც შეეხება მსჯავრდებულებს ხ------------ეს, შ--------------ს და ე-–--------–----------ს
და წარმოდგენილ შუამდგომლობებს, სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ისინი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი ნებაყოფლობით აღიარებენ. მსჯავრდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებენ დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ ზემოთგანხილულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადგენილია, რომ ხ------------ემ, შ--------------მ და ე-–--------–----------მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობები აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმებების დამტკიცებას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ხ------------ეს შორის.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ შ--------------ს შორის.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ე-–--------–----------ს შორის.
საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორ მ-------–----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
მსჯავრდებულ ე--------------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ---------------------- სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 თებერვლის განაჩენში;
ხ------------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისროს ჯარიმა 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით;
ხ------------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 19 მაისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ხ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
შ-------------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით;
შ--------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 19 მაისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ შ--------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
ე-–--------–---------- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით;
ე-–--------–----------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 19 მაისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ე-–--------–----------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ე--------------------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ე--------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ე--------------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყოს 2017 წლის 19 მაისიდან.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ე--------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები - რადიოაქტიური ნივთიერება ამერციუმ 241-ის (Am241) შემცველი კვამლის მაუწყებელი შენახულ იქნეს სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოში;
,,მ----------“-ს მარკის ავტომანქანა, ს----------, და მობილური ტელეფონები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს; პოლიეთილენის პარკი, დაქტილობარათები, სისხლის ნიმუშები და ანაწმენდები განადგურდეს, ხოლო ელექტრონული დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
ხ------------ის, შ--------------ს და ე-–--------–----------სთან მიმართებით განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მსჯავრდებულ ე--------------------თან მიმართებით განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი