განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002476068
საქმე №1ბ/1706-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ს--–----------–---–ის
ადვოკატის: ნ----------–---–ის
მსჯავრდებულის: დ------------–---–ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ დ------------–---–ის, დაბადებულის 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი #5----------), საშუალო განათლების მქონის, განქორწინებულის, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის: გ------------------------–-----–-----ში, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–------------------------------------ში, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით; საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, დ------------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; მანვე ჩაიდინა მუქარა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მანვე ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
დ------------–---–ი და ნ-----–------–--ე 2012 წლიდან 2018 წლის 8 აპრილამდე იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის აპრილამდე პერიოდში, ყოველ დღე, სატელეფონო ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობითა და ქ-------–--–---------------------------ში მდებარე ნ-----–------–--ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დ------------–---–ი ყოფილ მეუღლეს, ნ-----–------–--ეს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას. დ------------–---–ს სტერეოტიპული დამოკიდებულების გამო მიაჩნდა, რომ თუკი ქალი თავს მოიწესრიგებს და ლამაზად გამოიყურება, ასევე თუ არ დასთანხმდება მეუღლეს სქესობრივ კავშირზე, ის აუცილებლად ღალატობს მას. აღნიშნულის გამო დ------------–---–ი ღირსების შემლახავი სიტყვებით აგინებდა, ლანძღავდა და მსუბუქი ყოფაქცევის ქალად მოიხსენიებდა ნ-----–------–--ეს. დ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ-----–------–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:00 საათზე, ქ-------–--–---------------------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, დ------------–---–ის კუთვნილ ,,სუბარუ ფორესტერის’’ ფირმის ავტომანქანაში ყოფნისას და იმავე დღეს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ-------–--–---------------------------ში მდებარე ნ-----–------–--ის ფაქტობრივ საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, დ------------–---–ი ნ-----–------–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ნ-----–------–--ეს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. დ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ნ-----–------–--ეს მიადგა მორალური სახის ზიანი.
2018 წლის 22 აპრილს, დაახლოებით 14:30 საათზე, ქ-------–--–---------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დ------------–---–ი ორივე ხელით წვდა ყელში ც----------–--ეს და სცადა დახრჩობა. ც----------–--ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, უჰაერობა და სახლში მყოფი ახლობლების დასახმარებლად მოხმობის მიზნით შეეცადა ეყვირა. სწორედ ამ დროს, ოთახში შემოსული მ-----------–---–---–ის დანახვაზე, დ----- ს-----–---–მა გაუშვა ხელი ც----------–--ეს და დატოვა შემთხვევის ადგილი. დ------------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით ც----------–--ეს მიადგა ფიზიკური სახის ზიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენით:
დ------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
დ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.
დ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2018 წლის 22 აპრილიდან.
პირველი ინსტანციის სასამართლომ განაჩენით დადგენილ ფაქტად არ მიიჩნია დ------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა (დაზარალებულ ც----------–--ის მიმართ ფიზიკური ძალადობა).
აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ს--–----------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს დ------------–---–ის მიმართ გამოტანილ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას იმ მიმართებით, რომ დ------------–---–ი ასევე დამნაშავედ იქნას ცნობილი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დ------------–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს კონსტიტუციის 62–ე მუხლის მე–5 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“. აღნიშნული კონსტიტუც------ დებულებები წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებენ უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - ,,in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. გარდა აღნიშნულისა, მტკიცებულებათა უტყუარობის კონსტიტუც------ სტანდარტი მოიცავს არა მხოლოდ საეჭვო მტკიცებულების დაუშვებლობის მითითებას, არამედ ასევე მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების წარდგენის მიზანს საქმისათვის რელევანტური ფაქტებისა და გარემოებების დადასტურება წარმოადგენს, რაც საბოლოო ჯამში პირის ბრალეულობაზე მიუთითებს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ყოველი ბრალდებული უდანაშაულოდ მიიჩნევა, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: „ელ-მასრი ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის წინააღმდეგ“ (El-Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia) [დიდი პალატა], №39630/09, პარაგრ. 151, 13.12.2012, „ჰასანი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (Hassan v The UK) [დიდი პალატა], №29750/09, პარაგრ.48, 16.09.2014).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“, ხოლო ამავე კოდექსის 269–ე მუხლის მე–2 ნაწილის თანახმად, „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77) განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს. რაიმე სადავო მტკიცებულების შემთხვევაში საკითხი ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაიჭრას. აგრეთვე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასკვნით (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15), უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება.
წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარში სახელმწიფო ბრალმდებელი არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენს გამამართლებელ ნაწილში და მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით - დაზარალებულების: ნ-----–------–--ისა და ც----------–--ის, მოწმე მ----------–---–---–ის ჩვენებებით, ექსპერტიზის დასკვნით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება დ------------–---–ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება).
სააპელაციო პალატა მოცემულ შემთხვევაში ყურადღებას გაამახვილებს იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც უშუალოდ შემხებლობაშია დაზარალებულ ც----------–--ეზე სავარაუდოდ განხორციელებულ სხვაგვარი ძალადობის ფაქტთან.
დაზარალებულმა ც----------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის დაზარალებულ ნ-----–------–--ის და. 2018 წლის 22 აპრილს, დეიდამისმა, მ----------–---–---–მა დაურეკა და უთხრა, სასწრაფოდ მოსულიყო სახლში. სახლში შესულმა დაინახა, რომ დ------------–---–ს ნ-----–--ს ტელეფონი ეჭირა ხელში და ამბობდა, რომ ნ-----–-- თბილისში ვერ იცხოვრებდა, რომ მოკლავდა მას ან მის თანამშრომელ დ----------–--ეს. დაზარალებულის განმარტებით, ამ დროს ნ-----–-- გახდა ცუდად და თავად (ც----------–--ე) სამზარეულოსკენ წავიდა წყლის მოსატანად, დ-----ი მას უკან გაჰყვა, კედელთან მიაყენა და ყელში ხელი წაუჭირა. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ ამის გამო ძალიან შეეშინდა, დ-----ს სახეში წყალი შეასხა და დაემუქრა პატრულის გამოძახებით. ამ დროს სამზარეულოში შევიდა მ----------–---–---–ი და დ-----მა სახლი დატოვა.
დაზარალებულმა ნ-----–------–--ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას სხვა გარემოებებთან ერთად განმარტა, რომ 2018 წლის 22 აპრილს სახლში იმყოფებოდა დეიდა - მ----------–---–---–ი და მისი პატარა დისშვილი. დეიდამისი ცდილობდა დ-----ის დაწყნარებას, თუმცა უშედეგოდ. დ-----ი კვლავ განაგრძობდა მუქარას. კონფლიქტისას დეიდამისმა დაურეკა ც----------–--ეს (ნ-----–--ს დას), რომელიც მალევე მივიდა მათთან სახლში. ც----------–--ემ დ-----ი ხელით გაიყვანა გარეთ, ხოლო დეიდამისი მას ასულიერებდა, რადგან ჩხუბის დროს ცუდად გახდა. მისივე განმარტებით, ამ დროს გვერდითა ოთახიდან ხმა გაიგო, ოთახში შესვლის შემდგომ ც------მ უთხრა, რომ დ-----მა ყელში წაუჭირა.
მოწმე მ----------–---–---–მა სასამართლოში აჩვენა, რომ არის ნ-----–------–--ისა და ც----------–--ის დეიდა. ნ-----–------–--ე ბოლო ერთი კვირა მასთან ცხოვრობდა. 2018 წლის 22 აპრილს, ნ-----–--ს დ------------–---–ი დილიდან ურეკავდა და შეხვედრას სთხოვდა. ნ-----–-- დ-----ს შეხვდა, ხოლო შეხვედრიდან დაბრუნებულს დ-----ი სახლში შეჰყვა. სახლში შემოსვლისას აიღო ნ-----–--ს ტელეფონი და მაკას ეუბნებოდა, ნ-----–--ს თბილისში არ გააჩერებდა, არ მისცემდა მუშაობის, ცხოვრების უფლებას და თუ არ შეურიგდებოდა, მაშინ რაიონში უნდა დაბრუნებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდა ნ-----–--ს. ამ დროს მან (მოწმემ) დაურეკა ც----------–--ეს, რომ მასთან მისულიყო. დ-----ის და ნ-----–--ს კამათისას ნ-----–-- ცუდად გახდა, ც------ სამზარეულოში გავიდა წყლის მოსატანად, რომელსაც უკან გაჰყვა დ-----ი. სამზარეულოში შესვლისას დაინახა (მ----------–---–---–მა), რომ დ-----ი ძალიან ახლოს იდგა ც------სთან, დ-----მა ხელი ძირს დაუშვა, ხოლო ც------მ წყალი შეასხა დ-----ს. ამის შემდეგ ამ უკანასკნელმა საცხოვრებელი სახლი დატოვა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 3 ივლისის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი სადავო ჩანაწერი გაშიფრულია ტექსტობრივად და წარმოდგენილია ცალკე დანართის სახით. ამავე დასკვნის თანახმად, სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისათვის. ექსპერტიზაზე დართული დანართი ერთის თანახმად, ჩანაწერში საუბრობს ორი ქალბატონი. ქალბატონი ლ--–-----–--ე, 112-ში რეკავს და ქ-------–--–----------------------ში ოჯახური კონფლიქტის გამო ითხოვს საპატრულო პოლიციის მისვლას. ,,112-ის’’ ოპერატორის კითხვაზე თუ რა ხდება? ქალბატონი პასუხობს - ,,დიახ. ოჯახური კონფლიქტია. ყოფილი ქმარი გვივარდება და მე ცოლის და ვარ და მახრჩობდა. ამ წუთში სახლიდან გავარდა პატრულით რო, როცა გაიგო, რომ პატრულში ვრეკავდით.’’ აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ე------------–-–---–მა.
სასამართლო პალატა აანალიზებს რა საქმეში არსებულ, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს, მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდება) დ------------–---–ის მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
სააპელაციო პალატა, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანაშაულებრივ და შესაბამისად, დასჯად ქმედებად ცხადდება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სსკ–ის 126-ე მუხლის დისპოზიციის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ აქტში. მოცემული დანაშაული შედეგით დაფუძნებული დელიქტია და დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია ფიზიკური ტკივილის გამოწვევა, ამასთან, სავალდებულოა მიზეზობრივი კავშირის დადგენა ძალადობრივ მოქმედებასა და დამდგარ შედეგს - ფიზიკურ ტკივილს შორის. საპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს, მის მიმართ განხორციელდა თუ არა სხვაგვარი ძალადობა და განხორციელებულმა სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ფიზიკური ტკივილი. პალატა აღნიშნავს, რომ ტკივილი სუბიექტური განცდაა, შესაბამისად, დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, მის მიმართ განხორციელებულმა სხვაგვარმა ძალადობამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი. მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულ ც----------–--ეს სასამართლოსთვის ინფორმაციის მიწოდების დროს არ განუცხადებია, განხორციელებული ძალადობის შედეგად განიცადა თუ არა ტკივილი. ამასთან, საქმეში არ არსებობს მის მიმართ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა.
გარდა აღნიშნულისა, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსჯელობას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდებაში დ------------–---–ის მიმართ საქმეში წარმოდგენილია მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება - დაზარალებულ ც----------–--ის ჩვენება, ხოლო ნ-----–------–--ისა და მ----------–---–---–ის ჩვენებები ბრალდების ამ ეპიზოდში ირიბ ჩვენებებს წარმოადგენს. აღნიშნული მოწმეების ჩვენებების შეფასებისას სააპელაციო პალატა, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მსგავსად, მიიჩნევს, რომ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია ირიბ ჩვენებას წარმოადგენს, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და არ დასტურდება დ------------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით (საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით) დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი სხვა რაიმე პირდაპირი, უტყუარი და დამაჯერებლი მტკიცებულებით. სააპელაციო პალატა მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. ამრიგად, ზემოხსენებულ მოწმეთა ირიბი ჩვენებები კონსტიტუციით გარანტირებულ მტკიცებულებათა უტყუარობის სტანდარტს მოკლებულია და ვერ დაედება საფუძვლად დ------------–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული პირდაპირი, უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ დ------------–---–მა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა დ------------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე–7 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დ------------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ს--–----------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 ნოემბრის განაჩენი დ------------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
დ------------–---–ი ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
დ------------–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - 7 (შვიდი) თვით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დ------------–---–ს, დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8 (რვა) თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 22 აპრილიდან, რაც დღეის მდგომარეობით მოხდილი აქვს;
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ დ------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები:
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
1 (ერთი) დისკი შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. კახეთელიძე