განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100118002482054
საქმე №1/ბ-256-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------–----–----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------–--ს, საქართველოს მოქალაქის (----------------------, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, რეგისტრირებულის: თ--–----------------------–-----–----–-, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–--–-----------------–--–--------------–-- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ი----------–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ (ორი ეპიზოდი.
ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
შ----------–--–---–ი და ი----------–---–ი სამი წელია იმყოფებიან არარეგისტრირებულ ქორწინებაში და ეწევიან ერთიან სამეურნეო საქმიანობას. მათთან ერთად ასევე ცხოვრობენ შ----------–--–---–ის არასრულწლოვანი შვილები - 1--–-–------------–-----------–-–----–---------–----
2017 წლის 2 იანვარს, შუადღის საათებში, ქ--------–--–------–------------–-------------------–--–--------------ში, შ----------–--–---–ის მიერ ნაქირავებ საცხოვრებელ ბინაში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი----------–---–მა, შ----------–--–---–ის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - შ----------–--–---–ზე, კერძოდ, ი----------–---–მა მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის არეში შ----------–--–---–ს, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს, ღამის საათებში, ქ-------–--–-----–-----------–-------------------–--–-------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ი----------–---–მა, შ----------–--–---–ის არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ფიზიკური ძალადობა განახორციელა მეუღლეზე - შ----------–--–---–ზე, კერძოდ, გაშლილი ხელი დაარტყა სახეში, შემდეგ კი თმებში მოქაჩა, დააგდო იატაკზე, წაქცეულ შ----------–--–---–ს ფეხი დაარტყა ზურგის არეში, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
ასევე, თანაცხოვრების პერიოდში ი----------–---–ი თავის მეუღლეს - შ----------–--–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, რა დროსაც შ----------–--–---–ი განიცდიდა ტანჯვას.
2018 წლის აპრილის თვის ბოლოს, ღამის საათებში, ქ.------–--–-----–-----------–-------------------–--–--------------ში, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ი-----------–---–- გაშლილი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა შ----------–--–---–ს, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენით:
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა და ი----------–---–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–-----------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ი----------–---–ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ი----------–---–ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რადგან ი----------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ი----------–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი----------–---–ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა შ----------–--–---–მა ისარგებლა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა ლ---------–---მ განმარტა, რომ ი----------–---–ი არის მისი მამინაცვალი. იგი ხანდახან ეჩხუბებოდა დედამისს, - შ----------–--–---–ს და ერთი-ორჯერ ხელიც დაურტყამს მისთვის, თუმცა ეს მოხდა თუ არა 2017 წლის 2 იანვარს ან 2018 წლის აპრილის ბოლოს, - არ ახსოვს. მოწმემ ვერ გაიხსენა ი----------–---–ის მხრიდან შ----------–--–---–ის მიმართ მოკვლით დამუქრებისა და სიტყვიერი შეურაცხყოფების ფაქტებს. მოწმე ს--------–---ს, რომელმაც განმარტა, რომ ი----------–---–ი არის მისი მამინაცვალი. თანაცხოვრების პერიოდში იგი უყვიროდა ხოლმე დედამისს - შ----------–--–---–ს, თუმცა მისთვის ხელი არასდროს დაურტყამს. მისი მხრიდან შ----------–--–---–ის მისამართით ვერც მუქარისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს იხსენებს. მოწმის სახით დაკითხული ზ----------------ის განმარტებით, მისი სახლის პირველი სართული გაქირავებული აქვს ი----------–---–ზე და შ----------–--–---–ზე, რომლებიც ცხოვრობენ შ----------–--–---–ის ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად. აღნიშნული ბინიდან მას ყვირილისა და ჩხუბის ხმა ხშირად გაუგია, თუმცა ი----------–---–ის მხრიდან შ----------–--–---–ის ცემის ფაქტს არასდროს შესწრებია.
მოწმის სახით დაკითხულმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი---------------------------------–------------------–----–-- პატრულ-ინსპექტორი - გ----------–---, რომელმაც განმარტა, რომ 2018 წლის 30 აპრილს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც დაახლოებით 18:40 საათზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით 112-ზე გაკეთებული გამოძახების საფუძველზე, მეწყვილესთან ერთად გავიდა ქ-------–-------------------–--–--------------ში, სადაც დახვდნენ შ----------–--–---–ი და ი----------–---–ი. როგორც შ----------–--–---–მა მათ განუმარტა მისი მეუღლე იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ხოლო რამდენიმე დღით ადრე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შ-----------–--–---–ის თხოვნით მის მიერ გამოცემულ იქნა შემაკავებელი ორდერი, რის საფუძველზეც ი----------–---–ს აეკრძალა მეუღლესთან მიახლოება, ხოლო ცემის ფაქტთან დაკავშირებით, შემდგომი რეაგირების მიზნით, ინფორმაცია გადასცა კრიმინალური პოლიციის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-11 განყოფილებას.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, შ----------–--–---–ი მეუღლის - ი----------–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული შეურაცხყოფების გამო, განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------–---–მა დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.
2018 წლის 1 მაისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--------–--–-------------------–---–--------------ის პირველ სართულზე მდებარე საძინებელ ოთახში. დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა ქმარმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის 2 იანვარს და 2018 წლის აპრილის თვის ბოლოს.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა შ----------–--–---–მა (ი----------–---–ის მეუღლე) რომელიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მისი ჩვენება სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე. შ----------–--–---–ი არის ის პირი, რომელსაც შესაძლოა სცოდნოდა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ი----------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა სხვაგვარმა ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და ტანჯვა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს დაზარალებულის სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ი----------–---–მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ი----------–---–ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი გამართლებულ ი----------–---–ის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ი----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 17 დეკემბრის განაჩენი ი----------–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2017 წლის 2 იანვრის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (2018 წლის აპრილის თვის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში (სისტემატური შეურაცხყოფის ეპიზოდი) ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
ი----------–---–ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 მაისის განჩინებით გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათები, განთავსებული 1 (ერთი) ცალ დისკზე, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად, საქმის შენახვის ვადით.
ი----------–---–ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი