განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330100115002838956--1ბ/225-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
25 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
მოსამართლე: გოჩა ჯეირანაშვილი
სხდომის მდივანი: გ------- სვანიძე
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ნ----------------
დაცვის მხარე:
გამართლებული: არ---------------------------------–--------–-–--------------------------–----------–--------------------------, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისში, ფ-------–-----------------------------ში.
ადვოკატები - ვა--------------
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.
ადვოკატი - ვა--------------
გამართლებული: ფ--–------------, დაბადებული 1----–-–-----------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №----------9, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული თბ--–--–------------–------------------------------–---------------------–-------------------–--–------------–-----------------------------–--
ადვოკატი - ვა--------------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილი.
დისპოზიცია: პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.
თარჯიმანი - მ----- კ------–--ე
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიცია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი, სააპელაციო წესით გაასაჩივრა ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ----------------მ და ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ახალი გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა ფ--–------------სა და არ-------------------ს მიმართ.
დაცვის მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ფ--–--------------------------------------- ბრალი ედებოდათ მასზედ, რომ რომ მათ ჩაიდინეს:
2015 წლის 5 აპრილს, დაახლოებით 01:20 საათზე, თბილისის შს სამმართველოს პირველ განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე, ამავე განყოფილების თანამშრომლები - მ-----–---------–-----------------–------------------–---------–--------------------–--–-- ევროპის მოედანზე არსებულ კლუბ ,--------‘ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც არტ-----------------------–------------- და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირებს შორის მიმდინარეობდა ჩხუბი. პოლიციის თანამშრომლებმა - მ-----–---------–----------------–---------–----------------------–----------–------------ შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება და დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი. თუმცა, მიუხედავად მოწოდებისა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა არ-----------------------------–------------- პოლიციის თანამშრომლებს - გ---------–---------–------------–---------–----------------------–---- გაუწიეს წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის ხელშეშლისა და შეწყვეტის მიზნით, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, მოჩხუბართა გაშველების, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლისა და მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, წინააღმდეგობის გაწევის პროცესში, ა---------------------------------–---------–----------–-------–--------------------–---------–---- ხელი და ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში და დაუზიანა სამსახურებრივი ტანსაცმელი. გაწეული წინააღმდეგობის გამო, გამოძახებულ იქნა დამხმარე პოლიციის ჯგუფი, რომლის მიერაც ადგილზე დაკავებულ იქნენ არ------------------- და ფ--–------------, რითაც აღკვეთილ იქნა მათი დანაშაულებრივი ქმედება. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა:
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა არ-------------------სა და ფ--–------------ს მხრიდან, ჯგუფურად, ძალადობით, პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მათი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულმა მ-----–---------–---მ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დ----------–-----------------------–---------–------- ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ღამით ახდენდნენ შემოვლას ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც რადიოსადგურით შეატყობინეს, რომ ჩხუბი იყო კლუბ ,----------‘. გამოცხადდნენ ადგილზე, სადაც 5-6 ადამიანს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა. სამივეს პოლიციის უნიფორმები ეცვათ. მიმართეს, რომ იყვნენ პოლიციის თანმაშრომლები და შეეწყვიტათ ჩხუბი. ერთი ნაწილი გაიქცა, ხოლო ერთ-ერთმა პირმა, ფ--–------------- მუჭი დაარტყა შუბლის არეში, ქურთუკი დაუზიანა და მარჯვენა ჯიბე ჩამოახია. რადიოსადგურის მეშვეობით დახმარება ითხოვა მისმა მეწყვილემ დ----------–----, რის შემდეგაც ადგილზე გამოცხადდნენ განყოფილების თანამშრომლები. ფ--–------------, როგორც ახსოვს დააკავა შა-–--------–--ლმა, ალ---------------------------------------მა. ხოლო, არ------------------- - დ----- პა---–---–----------------------------–--ლმა. მათი თანამშრომლების მხრიდან არავითარ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. თუმცა გამართლებულებს სახეზე დაზიანებები აღენიშნებოდათ. მას და გ---------–---------–---- ჩამოახიეს ქურთუკი. განყოფილებაში კი გამართლებულები ცალ-ცალკე იყვნენ მოთავსებულები და არ გაუგია ცემის, ყვირილის და შეურაცხყოფის გამომხატველი სიტყვები.
დაზარალებულმა გი--------–---------–----- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე მისულებმა იქ შეკრებილებს მოუწოდეს დამშვიდებისკენ, თუმცა მოჩხუბრებს გამოეყო ორი პიროვნება და დაუწყეს შეურაცხყოფის მიყენება და გინება, ეკითხებოდნენ, ვინ დაუძახათ და რატომ მივიდნენ, თვითონ გაერკვეოდნენ. არ-------------------- ამ დროს ხელი დაარტყა კისრის, ყელისა და მკერდის არეში, შემდეგ ფეხიც მოხვდა ფეხში. გადაწყვიტა მოეგერიებინა, პარალელურად ცდილობდა შეკავებას, რა დროსაც დ----------–---- გამოიძახა დახმარება. მალევე მივიდა მათი თანამშრომლებისგან შემდგარი დამხმარე ჯგუფი, რა დროსაც ო---------ი ისევ აგრძელებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას და ჩამოახია ფორმის მარცხენა საყელო. მაგრამ გაიქცნენ, ვერ მიაქცია ყურადღება, რადგან ხელს უშლიდა ფიზიკური დაპირისპირება. და----------–---–----------------–------------------------------–---–-- დააკავეს არ-------------------, ადგილზევე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკაც, ამ დროს აგინებდა მათ, აფურთხებდა, ეწინააღმდეგებოდა ფეხებით და ყვიროდა. თავისი ფეხით მიიყვანეს ავტომანქანასთან და ჩასვეს, რის შემდეგაც გადაიყვანეს ძველი თბილისის სამმართველოში. პოლიციის მხრიდან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურცხყოფას ადგილი არ ჰქონია. განყოფილებაში არ------------------- და ფ--–------------ გვერდიგვერდ ოთახებში ისხდნენ. თუმცა მათთან არანაირი ურთიერთობა აღარ ჰქონია. ა--------------------- თავის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები, სახეც აწითლებული ჰქონდა, რაც შესაძლოა მანამდე მომხდარი ჩხუბისას მიადგა, თან თავიც გადაპარსული ჰქონდა.
დაზარალებულმა დ----------–---- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ, რადიოსადგურით მოწოდებისთანავე, მ-----–---------–---სა და გ---------–---------–------- ერთად, გამოცხადდა ევროპის მოედანზე. 5-6 ახალგაზრდა ჩხუბობდა, მივიდნენ და მოუწოდეს, დამშვიდებულიყვნენ, მაგრამ არ ითვალისწინებდნენ, რატომ ერევით ჩვენს საქმეშიო. ცდილობდნენ მათ შეჩერებას, მაგრამ ბევრნი იყვნენ, ერთმანეთში ჩხუბობდნენ, თან მათაც უწევდნენ წინააღმდეგობას, განსაკუთრებით ორნი გამოირჩეოდნენ აგრესიულობით მათ მიმართ და გამოიძახა დახმარება, მივიდა რამდენიმე მათი თანამშრომელი. ორი პირი შეურაცხყოფას აყენებდა მათ, არ-------------------- ხელი დაარტყა და ფორმა ჩამოახია მის თანამშრომელს. დააკავეს, ჩასვეს ავტომანქანაში და გადაიყვანეს განყოფილებაში. ფ--–------------ ძალიან დიდი წინააღმდეგობის ფონზე დააკავეს, რაშიც იგულისხმება როგორც ფიზიკური შეჩერება, ისე - ბორკილის დადება და ავტომანქანაში ჩასმა. არ------------------- წაიყვნა, სალონში უკან, შუაში ეჯდა თანამშრომლებს. იქ შეადგინეს დაკავების ოქმი. განყოფილებაში ფ--–------------ და არ------------------- სხვადასხვა ოთახებში ისხდნენ.
კლუბ ,--------‘ უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა რ----–--------------- სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 4 აპრილს კლუბის ქვედა ნაწილში რამდენიმე ადამიანს შეხლა-შემოხლა მოუხდა გამართლებულებთან. თანამშრომელთან ერთად, ამოიყვანა ზედა სართულზე პირველი ჯგუფი და მოუწოდა, დაეტოვებინათ იქაურობა. შედეგად, გაქრნენ მისი თვალთახედვის არედან. შემდეგ არ------------------- და ფ--–------------ ამოიყვანა და სთხოვა კლუბიდან წასვლა, ისინიც უპრობლემოდ გავიდნენ. საიდანაღაც ის სამი ადამიანი გამოჩნდა, პირველად რომ გაუშვა, და დაიწყეს მათთან შეხლა-შემოხლა და გინება. ვინაიდან დაცვის თანამშრომლები იყვნენ ორინი, ხოლო ისინი 5-6, ვერ მოერივნენ მოჩხუბრებს, რის გამოც გამოიძახეს პოლიცია. მოწმეს არ ახსოვს 112-ში დარეკა თუ დაცვის პოლიციაში. პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ დაახლოებით 5-7 წუთში, ხოლო, თვითონ დაუბრუნდნენ თავიან სამუშაო ადგილს კლუბის შესავლელში. პოლიციის თანამშრომლებს ეცვათ ქურთუკები, წარწერით ,,პოლიცია‘‘. კლუბიდან დაახლოებით 25-30 მეტრში იყვნენ და კარგად ვერ ხედავდა, თუმცა არჩევდა. პოლიციის მხრიდან იყო წესრიგისკენ მოწოდება, სავარაუდოდ, ბრალდებულებს მოუწოდებდნენ, რადგან მხარე, რომელიც პირველად გამოუშვა კლუბიდან, ადგილზე აღარ იყო. ხელის დარტყმა არ დაუნახავს, რადგან იქ განათება არ მუშაობდა მაგ დროს, თუმცა გაიგო გახევის ხმა, პოლიციის ჟილეტის გახევის ხმა იყო, როგორც გაიგო და დაინახა, მხრის არეში იყო გახეული. კლუბის წინ ნათურები ირთვება და ქრება, თუმცა ზუსტად იმ მომენტში, როცა ხმა გაიგო, არ ახსოვს, ანათებდა თუ არა. პირველად მოსულ პოლიციელებს დაემატნენ სხვა პოლიციელები. წინააღმდეგობის გაწევა და ჩხუბი არ ყოფილა, ალბათ, პირველი მხარის მიმართ რომ იყვნენ გაბრაზებული, ამის ბრალი იყო. ბ---------------------ა და პოლიციას შორის ჩხუბი არ ყოფილა. ფიზიკური წინააღმდეგობის დროს არ ახსოვს ზევით იყო, თუ დაბლა, ასევე, არ ახსოვს, როგორ ჩასვეს მანქანაში ისინი, არ დაუნახავს არც ბორკილების დადება, მანძილიდან გამომდინარე. შემთხვევამდე იცნობდა ფ--–------------, რადგან მათ კლუბში დადიოდა ხოლმე, ყოველთვის ზრდილობიანად იქცეოდა.
ღამის კლუბ „------- თანამშრომლმა მოწმე და------------------ გაამარტა, რომ შემთხვევის ღამეს მიმტანმა უთხრა, რომ რაღაც გაურკვევლობა, ჩხუბი იყო საპირფარეშოში. სანამ მივიდა, ერთი მხარე უკვე აყვანილი ჰყავდა ზემოთ რ----–-- ბ--------ს. თვითონაც აბრუნდა, რ----–--მა გათვალა ისე, რომ ჯერ პირველი მხარე გაუშვა კლუბიდან, შემდეგ - მეორე მხარე, რომ აღარ გაგრძელებულიყო კონფლიქტი, თუმცა პატარა შელაპარაკება იქაც მოხდა. ამასობაში უკვე პოლიციაში დარეკილი ჰქონდა რ----–--ს. სანამ პოლიცია მივიდოდა, ისევ შეკამათდნენ, რაშიც დაცვის წევრებიც ჩაერივნენ, რათა ცუდი არაფერი მომხდარიყო. არ გაუგია, რომ დაპირისპირებული მხარიდან რომელიმე პოლიციელი ყოფილიყო. პოლიციის მისვლის შემდეგ ერთი მხარე სადღაც გაქრა. დარჩენილებს (როგორც შემდეგ გაარკვია, ერთი იყო ბ------ი) პოლიციამ მოუწოდა დამშვიდებისკენ, მაგრამ ისინი ნასვამები იყვნენ და პოლიციასა და მათ შორის შელაპარაკება, გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და გინება იყო, რასაც მათი დაკავება მოჰყვა. მანქანაში ჩასმის დროს არ ემორჩილებოდნენ, ფეხების ქნევა და აგრესია იყო. თან კამათობდნენ და მიდიოდნენ პოლიციასთან ერთად. თვითონ ამ დროს, ე.წ. ფეისკონტროლ რ---------------თან ერთად, თავის ადგილზე იდგა.
მოწმე რ------------------ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ როდესაც ცენტრალური კარი გაიღო, დაინახა, რომ დაცვის უფროსს - რ----–--ს ნასვამი 2-3 ბიჭი ამოჰყავდა, ამის შემდეგ ის ჩაბრუნდა და სხვები ამოიყვანა. როგორც გაიგო, მათ შორის შელაპაკება მოხდა. შემდეგ მათ ისევ დაინახეს ერთმანეთი და შელაპარაკდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. რ----–--მა გამოიძახა პოლიცია, რომელიც დაახლოებით 5 წუთში მივიდა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩხუბის გამო პოლიცია გამოიძახეს კლუბის თანამშრომლებმა. მართალია, მოცემულ შემთხვევაში, მოჩხუბრების ორივე მხარე კლუბის გარეთ იმყოფებოდა, თუმცა ჩაერივნენ, რომ მძიმე შედეგი არ დამდგარიყო. ამის გამო გამოიძახეს პოლიციაც, რომლის მისვლის შემდეგ დატოვეს ის ადგილი და მიუბრუნდნენ სამუშაოს. ამ დროს კონფლიქტის მონაწილეთა პირველი ჯგუფი გაიქცა, თუმცა დაედევნა თუ არა მათ რომელიმე პოლიციელი, არ დაუნახავს. მისი ადგილიდან ჩანდა კლუბიდან გასული პირების პოლიციასთან ურთიერთობა, ნასვამები იყვნენ, იგინებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ, თუმცა ხელის დარტყმა პირადად მას არ დაუნახავს არც მათი და არც პოლიციის მხრიდან. პოლიციის ფორმა გახეული დაინახა, თუმცა არ იცის, რა დროს გახიეს. ვერც სახეებს არჩევდა, რადგან სადაც იდგნენ, იქაური ლამპიონების სინათლე ადგილამდე მკვეთრად არ აღწევდა. ბოლოს ახსოვს, ფ--–------------ ბორკილი ედო, მის მეგობარს ედო თუ არა ბორკილი, არ ახსოვს. ასევე, დაინახა, მანქანაში როგორ ჩასვეს. ფ--–--- ბ------თან ერთად იყო თავგადაპარსული პირი, თუმცა ვარცხნილობის გამო გაუჭირდება დაადასტუროს, იყო თუ არა ის არ-------------------.
მოწმე შა-–--------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ და---------------- ერთად, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, როდესაც რადიოსადგურით დაიძახა თანამშრომელმა, რომ კლუბ ,----------‘ დახმარება სჭირდებოდა. ახლოს იყვნენ და 2-3 წუთში მივიდნენ, დაინახეს ორი ნასვამი პიროვნება სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მათ თანამშრომლებს - მ-----–--------–--ეს, გ---------–---------–----ა და დ----------–----- მიახლოებისას დაინახა, ერთ-ერთმა როგორ დაარტყა მ-----–---------–---ს შუბლში, უქნევდა ხელებს და ჩამოახია მაისურის/ქურთუკის მარჯვენა ჯიბე. დ--------------ა, ა-–-----------------ემ და თვითონ დააკავეს ეს პირი, რომელიც აღმოჩნდა ფ--–------------. დაკავებულს ადგილზევე ჩაუტარეს ჩხრეკა და წარადგინეს პოლიციის განყოფილებაში. მ-----–---------–--- დარტყმის შედეგად თავს ცუდად გრძნობდა, შოკში იყო. ფ--–------------ დაკავების მომენტშიც უწევდა მათ წინააღმდეგობას, ასევე, ხელ-ფეხით დარტყმას აგრძელებდა მანქანაშიც, თან იგინებოდა. მისთვის არცერთ პოლიციელს შეურაცხყოფა არ მიუყენებია. შექმნილი ვითარების გამო, ადგილზე ვერ მოახერხეს ოქმის შედგენა, რომელიც შემდეგ ს-----ემ შეადგინა განყოფილებაში. იქ დაინახა ფ--–------------ს სახეზე სისხლნაჟღენთები, სიწითლეები ჰქონდა ცხვირზე, ყურზე, შუბლზე და ტუჩზე. ჰკითხა - საიდან ჰქონდა, რაზეც დაკავებულმა უპასუხა, რომ კლუბთან მათ მისვლამდე კამათი მოუვიდა უცნობ პიროვნებასთან. სამედიცინო დახმარებაზე უარი განაცხადა, სკამზე დაჯდა, რაღაც მომენტში გადაწვასავით და სკამიდან გადავარდა. წამოაყენეს, იატაკზე წამოწოლის მომენტიც ახსოვს, თითქოს, ცდილობდა თავის იატაკისთვის დარტყმას, მაგიდისთვისაც უნდოდა თავის დარტყმა, მაგრამ ცდილობდნენ შეეკავებინათ, რომ თვითდაზიანებები არ მიეყენებინა. მან გვერდზე ოთახში მყოფ ა--------------------- არაქართულ ენაზე გადასძახა, რის შემდგომაც ორივემ დაიწყო ყვირილი. პოლიციის მხრიდან ფ--–------------ს მიმართ არავითარ შეურაცხყოფას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება ა---------------------, მისი დაკავების მომენტი არ ახსოვს, არ იცის, ვინ დააკავა.
მოწმე დ--------------ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ, შა-–--------–--ლთან ერთად, გამოძახებაზე მისულმა შენიშნა, რომ მათ თანამშრომლებთან - მ-----–---------–---სთან და დ----------–-------- ორ პირს ჰქონდა კონფლიქტი, ადგილზე იყო ბევრი უცხო ადამიანიც. ჩანდა, რომ ის ორნი ნასვამები იყვნენ და საკმაოდ აგრესიულად იქცეოდნენ, როგორც გაიგო, სხვა პირებთან ჰქონდათ კონფლიქტი მათ მისვლამდე, რასაც გაგრძელება მოჰყვა. ფ--–------------ იყო საკმაოდ აგრესიული და პოლიციელებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა, როგორც ახსოვს, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-----–---------–---ს, თან უნიფორმა დაუზიანა. მოუწოდებდნენ, დამშვიდებულიყვნენ, დაეცვათ საზოგადოებრივი წესრიგი და დამორჩილებოდნენ, მაგრამ ისინი აგრძელებდნენ წინააღმდეგობას. იქ მყოფი მათი ყველა თანამშრომელი შემოსილი იყო სამსახურებრივი ფორმით. შედეგად, ა-–-----------------ესთან და შა-–--------–--ლთან ერთად, დააკავა ფ--–------------, რა დროსაც განუმარტეს უფლებები, თუმცა ვინ განუმარტა, არ ახსოვს. ფ--–------------ დაკავების დროსაც აგრესიულად უწევდა წინააღმდეგობას და ცდილობდა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, ასევე, ცდილობდა თვითდაზიანებას, მაგრამ არ აძლევდნენ ამის საშუალებას. ჩხრეკა დაკავების შემდგომ ჩაუტარდა. ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა პოლიციის მხრიდან არ ყოფილა, ასეთი არ ახსენდება. რაც შეეხება ა---------------------, მისი დაკავება ვინ მოახდინა, არ ახსოვს. რამდენადაც ახსოვს, ფ--–------------ დაკავების დროს სახეზე ეტყობოდა დაზიანებები, რომლებზეც განმარტავდა, რომ პოლიციასთან შეხებამდე კონფლიქტი ჰქონდა უცნობ პიროვნებასთან, იჩხუბა და დაზიანებები მაშინ მიიღო.
მოწმე ა-–-----------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 02:00 საათიდან 03:00 საათამდე შემთხვევის ადგილზე, კლუბ ,----------‘, მივიდა გ--------------------–---–----------------------–---–---- ერთად. დაინახა მათი თანამშრომლები. როდესაც მიუახლოვდნენ, მ-----–---------–---ს, ერთი მოქალაქე აყენებდა შეურაცხყოფას, გამოხატავდა მისდამი დაუმორჩოლებლობას, ა-------–--ე აკავებდა, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას, მუშტი დაარტყა სახეში და თან ფორმა დაუზიანა. დაინახეს ისიც, როგორ გაიქცა 3-4 ადამიანი, მაგრამ მათი დადევნების დრო არ იყო. და---------------- და შა-–--------–--ლთან ერთად დააკავა ეს პირი, რომელიც აღმოჩნდა ფ--–------------. ჩაუტარეს ჩხრეკაც, თუმცა ოქმი ადგილზე ვერ შედგა. ალკოჰოლის სუნი ჰქონდა, ფიზიკურ შეურაცხყოფას აღარ აყენებდათ, რადგან ამის საშუალება არ ჰქონდა, შესაბამისად, სიტყვიერად გამოხატავდა აგრესიას. საჭესთან თვითონ დაჯდა, ბრალდებული კი უკან დ----- მ------სა და შა-–--------–--ლს ეჯდათ შუაში, ის აპროტესტებდა დაკავებას და შეურაცხყოფდა მათ. განყოფილებაში ბრალდებულს ვიზუალური დათვალიერებისას შეამჩნიეს, რომ სახეზე ძველი ნაიარევი ჰქონდა, ოქმში აღნიშნა ყველა სხვა დაზიანებაც. ოქმი გადასცა დაკავებულს, მაგრამ მან ხელი არ მოაწერა. შემდეგ მივიდა ადვოკატი. როდესაც ოთახში აიყვანეს, ბრალდებული უკვე მშვიდად იჯდა სკამზე, მეორე ბრალდებული გვერდით ოთახში იყო, რომლის ვინაობა იმ დროისთვის მისთვის უცნობი იყო. ბრალდებულებისგან მოდიოდა აგრესიული შეძახილები, თუმცა რას იძახდნენ, არ იცის, რადგან არ ფლობს შესაბამის ენას. ამჩნევდა, რომ, შეძახილებთან ერთად, მათი მხრიდან აგრესია იმატებდა და ფ--–------------ თვითდაზიანებას იყენებდა, ცდილობდა, კედლისთვის მიერტყა თავი, რასაც არ ანებებდნენ. კედლის მხრიდან ოთახის შუაგულში, მაგიდისკენ, გადაიყვანეს. პირადად მისთვის ბ------ს შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც აგრესია გამოუჩენია. რაც შეეხება ო---------ს, მას რამდენი პოლიციელი აკავებდა, არ იცის, ასევე, არ იცის, რა დაზიანებები ჰქონდა მას.
მოწმე გ--------------------–--ლმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ დ-----------–---–-----------–----------------- ერთად, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, როდესაც მათმა თანამშრომელმა დ----------–---- რადიოსადგურის მეშვეობით დახმარება ითხოვა. დაახლოებით 5 წუთში მივიდნენ ადგილზე, დაინახეს ორი ნასვამი პიროვნება აგინებდა და ხელ-ფეხს ურტყამდა მათ თანამშრომლებს - მ-----–--------–--ესა და გ---------–---------–----. როგორც შემდეგ დაზუსტდა ვინაობა, არ-------------------- გ---------–---------–---- ჩამოახია სამსახურებრივი ქურთუკი და კიდევ საცემად იწევდა. ამ დროს მათ მიერ მოხდა ამ პირის დაკავება. მათი ადგილზე მისვლისას ფ--–------------ იყო მ-----–--------–--ესთან, ხოლო არ------------------- - გ---------–---------–-------. ჩაუტარეს ჩხრეკა და დააკავეს ორივე პიროვნება, უფლებებიც განუმარტეს, თუმცა ოქმები ადგილზე ვერ შედგა, რადგან ფიზიკურად არ იყო ამის საშუალება. როგორც გაიგეს, მათ მისვლამდე კლუბში უჩხუბიათ ვიღაცეებთან და ამიტომ აგრესიულები იყვნენ, თან ამბობდნენ რომ, მათთან მოჩხუბრებიც პოლიციელები იყვნენ და ამიტომ ვეღარ არჩევდნენ, ვინ ვინ იყო. პოლიციელების მხრიდან არცერთის მიმართ არც სიტყვიერ და არც ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. არც თვითონ შეხებია ო---------ს. რა დაზიანებებიც ჰქონდა მას, დ-----------–---–-ა ყველაფერი აღწერა ოქმში. დაზიანებებთან დაკავშირებით არ-------------------- რა განმარტა, არ იცის. ბ------ი განყოფილებაშიც ნახა, სკამზე იჯდა, როგორც ახსოვს.
მოწმე დ-----------–---–-ა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ა-–-----------------ესთან და დ----------–-------- ერთად, შემთხვევის ადგილზე მისულთ დახვდათ ნასვამი მყოფი ორი მოქალაქე, რომლებიც მათ თანამშრომლებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ამ დროს გ---------–---------–---- პოლიციის ჟილეტი შემოახია პირმა, რომელიც მათ შემდეგ დააკავეს. თანამშრომლები მოუწოდებდნენ წესრიგისკენ, არაერთხელ მოუწოდეს მათაც, მაგრამ შეურაცხყოფას აყენებდა მათ ორივე, აგინებდნენ და ცემდნენ. არაადეკვატურად იქცეოდნენ დაკავების შემდეგ პოლიციის განყოფილებაშიც. პროპორციული ძალით ამშვიდებდნენ, ცდილობდნენ, თვითდაზიანებები არ მიეყენებინათ, მაგრამ მაინც არ არის გამორიცხული, თვითდაზიანება მიეყენებინათ. პოლიციის თანამშრომელთაგან არავის დაურტყამს არცერთი მათგანისთვის.
კლუბ ,----------‘ პოლიციის მიმართ გაწეული წინააღმდეგობის ფაქტზე, თანამშრომლის პატაკის საფუძველზე, გამოძიების დაწყება და გამოძიების ბოლომდე წარმოება დაადასტურა მოწმე გ----------–---–---–--- ამასთან, განმარტა, რომ არ ახსოვს, დაათვალიერა თუ არა კლუბის კამერების ჩანაწერები, აღნიშნა, რომ დაათვალიერებდა, თუ ასეთი იარსებებდა. თვითონ განყოფილებაში იყო, როდესაც ბრალდებულები მიიყვნეს. ამასთან, არ შეუმჩნევია, რომ არ-------------------სა და ფ--–------------სთვის განყოფილებაში ვინმეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.
მოწმე მ------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გამოძიების პროცესში ჩატარებული საპროცესო მოქმედება - ბრალდებულების მიმართ ნასამართლობის ცნობების მოპოვება.
მოწმე ვ-------------------- ჩვენებით, ძველი თბილისის სამმართველოს პირველ განყოფილებაში წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე გამოკითხა სამი პოლიციელი - ს-----ე, ა-------–---------–---------–----- რომელთაც დაზიანებები ჰქონდათ თუ არა, არ ახსოვს. ასევე, ამოიღო მათ მიერ წარდგენილი, როგორც ახსოვს, ორი გახეული უნიფორმის მაისური. დაათვალიერა წარდგენილი ნივთები, დალუქა და შეადგინა შესაბამისი ოქმი.
პატრულ-ინსპექტორ ი-----–--------–-–---–-- ჩვენების მიხედვით, მეწყვილე ს--–----------------- ერთად, გამოძახების საფუძველზე, პოლიციის 1-ელ განყოფილებაში ალკოტესტით შესამოწმებლად. პირველი ფ--–------------ შეამოწმა, განუმარტა, რომ შეეძლო უარი ეთქვა შემოწმებაზე, ის იჯდა წყნარად, ვიზუალურადაც ეტყობოდა და ალკოტესტმაც დაადასტურა სიმთვრალე. რაც შეეხება ო---------ს, სხვა ოთახში იყო, აგრესია გამოხატა, რომ დაინახა, ზოგადად პოლიციელების მიმართ აგრესიულად იქცეოდა და იგინებოდა, უარი განაცხადა შემოწმებაზე. რაც შეეხება სახეს, ჰქონდათ თუ არა დაზიანებები, არ შეუნიშნავს, რადგან მისი საქმე მხოლოდ ტესტის ჩატარება იყო. ნაცემი რომ ყოფილიყო, შეამჩნევდა. დაკავებულების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას მისი იქ ყოფნის პერიოდში ადგილი არ ჰქონია.
მოწმე რ------------------ ასევე, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებათა ავთენტურობა, მათ შორის, ელექტრონული საშუალებით ექსპერტიზის დანიშვნა და განმარტა, რომ, ადვოკატ ვ----– ო-----–---–თან ერთად, განყოფილებაში, ერთ-ერთ ოთახში, ნახა ფ--–------------ და არ-------------------, თუმცა ჰქონდათ თუ არა მათ დაზიანებები, ვერ გაიხსენა.
მოწმე არ-–----------------ა სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ სპეციალისტად მუშაობს პოლიციის დეპარტამენტში. დაკავებულების იზოლატორში შეყვანის შემთხვევაში ევალება დათვალიერება. 2015 წლის 5 აპრილის, მორიგეობისას, მიიღო დაახლოებით 20-25 დაკავებული, ამიტომ ყველას სათითაოდ ვერ დაიმახსოვრებდა. ზოგადად დათვალიერებისას დგება ოქმი, რომელშიც იწერება ყველანაირი დაზიანება, თუკი ასეთი გააჩნია, ამასთან, ეკითხებიან, რა დროს აქვს მიღებული, თუკი დაკავებული მედიკამენტს ითხოვს, აძლევენ, თუ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა საჭირო, ან სიცოცხლისთვის საზიანო დაზიანებაა, იქცევიან შესაბამისად. ფ--–------------- და არ-------------------- დაზიანებებთან დაკავშირებით, როგორც ახსოვს, განაცხადეს, რომ დაკავებამდე ჰქონდათ მიღებული, რაც აისახა შესაბამის ოქმში.
მოწმე ზ----------–---–---–-ს ჩვენების თანახმად, მუშაობს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორში, უმცროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. ა--------------------- იზოლატორში შეყვანისას პოლიციის მიმართ პრეტენზია არ ჰქონია, დაზიანებების შესახებ განაცხადა, რომ ჩხუბში მიიღო დაკავებამდე, ხოლო ფ--–------------- განაცხადა, რომ კიბეზე დაგორებისას მიიღო. მათ პოლიციის თანამშრომლების მიმართ, როგორც ახსოვს, პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ოქმს ადგენდა ინსპექტორი კ------- ს-----–---–ი, რომელშიც შეტანილია ყველა დაზიანება, რასაც ექიმი ამბობდა, პირადად დათვალიერების პროცესს არ ესწრებოდა, რადგან ექიმი საამისოდ გამოყოფილ ადგილზე ათვალიერებს, თუმცა იმ სამორიგეო ოთახში იმყოფებოდა, სადაც ოქმი დგებოდა. არ-------------------- ოქმზე ჯვარი დასვა, ბ------მა კი ხელი მოაწერა, თვითონ არ შესწრებია ხელმოწერას, იცის იმ ინსპექტორისგან, ვინც ოქმი შეადგინა. ამასთან, ჰყავდათ გარეშე პირი, რადგან დაკავებულებმა არ იცოდნენ წერა-კითხვა.
ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს თბილისის დროებითი მოთავსების იზოლატორის ინსპექტორმა კ--------------–---–--- ამასთან, განმარტა, რომ ფ--–--------------------------------------- დამკავებელი პირების მიმართ პრეტენზიები არ ჰქონიათ, არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით არ-------------------- განაცხადა, რომ დაკავებამდე მიიღო, უცხო პირებთან ჩხუბის დროს. ფ--–------------- კი განაცხადა, რომ კიბეზე დაგორდა.
ბრალდებულმა ფ--–------------- თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში განმარტა, რომ 2015 წლის 4 აპრილს, ა-------- ო---------თან ერთად, იმყოფებოდა კლუბ ,,----–---. საპირფარეშოში, ხელების დაბანის დროს, უცხო პირთან მოუვიდა შელაპარაკება ეთნიკურ ნიადაგზე. სიტყვებზე, ,,როგორ მეზიზღება თქვენი ჯიშიო‘‘, ვერ მოითმინა და სილა გაარტყა. აღნიშნული პირი, რომელსაც ხალხი ეკითხებოდა, სამსახურებრივ მოვალეობას ხომ არ ასრულებდა, დაემუქრა სამუდამოდ ციხეში ამოლპობით და ისევ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, თან გვერდიდან, მარჯვენა მხრიდან, ვიღაცამ გაარტყა. გააშველეს და დარბაზში ავიდნენ, თუმცა აღნიშნულმა პირმა უთხრა, რომ გარეთ გავიდოდა და ნახავდა, რისთვისაც ყურადღება არ მიუქცევია. ამ პირმა სუფრიდან ისევ დაუძახა, ერთი დაგვილიეო, იწვევდა, მაგრამ არ მივიდა. რამდენიმე ხანში მასთან მივიდა დაცვის წევრი რ----–--ი, რომელსაც კლუბიდან იცნობდა, და უთხრა, რომ პოლიცია ეძახდა გარეთ. გავიდა, იქ მდგომმა პოლიციის თანამშრომლებმა ჰკითხეს, რატომ ამოხვედიო. გაუკვირდა, რატომ ეძახდნენ, თუ არაფერი უნდოდათ. ამ დროს კლუბიდან ის მამაკაცი გავიდა, ვისთანაც ცოტა ხნის წინ კონფლიქტი მოუხდა, და სიტყვებით - ,,შენ იყავიო‘‘, ეგრევე წავიდა მისკენ. უპასუხა, რომ გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ისევ დაიწყო შეხლა-შემოხლა, შეურაცხყოფდნენ ერთმანეთს, დაცვამ გააშველა და ისევ დარბაზში ჩაიყვანა. რამდენიმე წუთში დაცვის თანამშრომელმა მკლავში ხელი გაუყარა და უთხრა, რომ უნდა დაეტოვებინათ კლუბი. კლუბიდან ამოსვლისთანავე დახვდათ პოლიცია და ისევ ის ადამიანი, ვისთანაც კონფლიქტი მოუხდა. დაუწყეს შეურაცხყოფა, ერთ-ერთმა კისერში სტაცა ხელი, მეორემ - უკნიდან ქამარში და ძირს დაახეთქეს. წიხლებს ურტყამდნენ, გონება დაკარგა, რომ მოიხედა, არ------------------- ფაქტობრივად დაუხეთქეს იქვე, უგონოდ იყო, საერთოდ არ მოძრაობდა. კარგი განათება იყო და ყველაფერს ხედავდა. იგივე ხდებოდა მასთანაც. უფლებები არ განუმარტავთ, არც ჩხრეკა ჩაუტარებიათ, მხოლოდ ურტყამდნენ, ასე ხოხიალით შეათრიეს მანქანაში, ა--------ი მასთან ერთად არ ყოფილა მანქანაში. მერე ისევ გადმოათრიეს მანქანიდან, ახოხიალებდნენ, ურტყამდნენ, თვითონ მხოლოდ აგინებდა, არ შეეძლო დარტყმა, რადგან შეზღუდული ჰყავდათ და წინააღმდეგობას ვერ უწევდა, არც ტანსაცმელი შემოუხევია პოლიციის თანამშრომლისთვის. მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, ისევ სცემეს, ძირს დაგდებულს ურტყამდნენ, მუცელზე აგდებდნენ. იკითხა, სად იყო, რაზეც ცუდი სიტყვებით უპასუხეს, აფურთხებდნენ და შეურაცხყოფდნენ. არანაირი რეაქცია არ ჰქონია არავის არც იქ და არც დროებითი მოთავსების იზოლატორში, იგნორირებას უკეთებდნენ ყველაფერს, არადა ეუბნებოდა, რომ მათი კოლეგები მოექცნენ ასე. ჩამწერი საათი ჰქონდა, რომელიც დასატენი იყო და შიგადაშიგ ითიშებოდა, თუმცა ჩანაწერებშიც ისმის, შა-–--------–--ლი პოლიციის შენობაში როგორ ეუბნება, არარაობა ხარო, ასევე, ისმის ფურთხების და დარტყმის ხმები. არ------------------- ცალკე იყო, პირდაპირ ვერ ხედავდა, თუმცა დარტყმის ხმები და გინება ესმოდა მისი მისამართით. ჩანაწერი კლუბშიც გააკეთა, მამაკაცმა მისი პროვოცირება რომ დაიწყო, თუმცა გარკევული ხარვეზებით ჩაიწერა.
ბრალდებულმა არ-------------------- გამოიყენა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება და უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე.
ფ--–------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, დაკავებულია ევროპის მოედანზე მდებარე, ღამის კლუბ ,--------‘ მიმდებარე ტეროტორიაზე, 2015 წლის 5 აპრილს, 01:26 საათზე. დაკავების მომენტში უკანა წელის არეში აღენიშნება სიწითლეები, მარჯვენა მხარეს გვერდით სიწითლე, ასევე, აღენიშნება ძველი ნაიარევი ორივე თვალის არეში და ცხვირზე სისხლნაჟღენთები, მარჯვენა შუბლზე და ყურის არეში სისხლნაჟღენთი. ასევე, ხელის იდაყვებზე სიწითლეები, ორივე მუხლზე სისხლნაჟღენთები და ნაკაწრები. ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელმოწერაზე.
არ-------------------ს დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით, დაკავებულია ევროპის მოედანზე მდებარე ღამის კლუბ ,--------‘ მიმდებარე ტეროტორიაზე 2015 წლის 5 აპრილს, 01:25 საათზე. დაკავების მომენტში ვიზუალური დათვალიერებისას ა--------------------- სახის მარცხენა თვალთან აღენიშნება სისხლნაჟღენთი, ასევე, სახისა და თვალის არეში სიწითლეები. ოქმს ხელს აწერს გარეშე პირი, ვინაიდან დაკავებულმა არ იცის წერა-კითხვა.
შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულ ფ--–------------ს გარეგნული დათვალიერების ოქმის თანახმად, ფ--–------------ ორივე თვალის არეში აქვს სისხლნაჟღენთი მოლურჯო-მოწითალო ფერის და შეშუპებული უბანი ცხვირზე, არასისხლმდენი ნაკაწრი ჭრილობა. მარჯვენა გვერდზე მცირე ზომის სისხლნაჟღენთი მოლურჯო ფერის და ორივე ქვედა კიდურზე მრავლობითი ექსკორიაციები. მისი გადმოცემით, დაზიანება მიიღო დაკავებამდე.
დაკავებულ არ-------------------ს გარეგნული დათვალიერების ოქმის მიხედვით, ა--------------------- აქვს სახის კანი ჰიპერემიული, მარცხენა მხარზე, მარჯვენა ქვედა კიდურის ტერფზე ექსკორიაცია. ორივე ზედა კიდურზე არასისხლმდენი ნაკაწრი ჭრილობები. მარჯვენა ქვედა კიდურზე სისხლნაჟღენთი მოწითალო ფერის. მისი გადმოცემით, დაზიანება მიიღო დაკავებამდე.
2015 წლის დათვალიერების ოქმის მიხედვით, გი--------–---------–----- გამომძიებელს წარუდგინა სამსახურებრივი უნიფორმის ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელზეც მარცხენა მხარეს გულის ჯიბესთან და ზურგზე იკითხება წარწერა ,,პოლიცია‘‘, რომელსაც მარცხენა მკლავის ბოლოში აღენიშნება დაზიანება.
2015 წლის 5 აპრილის დათვალიერების ოქმის თანახმად, მ-----–---------–---მ გამომძიებელს წარუდგინა სამსახურებრივი უნიფორმის ლურჯი ფერის ქურთუკი, რომელზეც მარჯვენა მკლავზე აქვს პოლიციის ლოგო, ხოლო მარცხენა მხარეს გულის ჯიბესთან და ზურგზე იკითხება წარწერა ,,პოლიცია‘‘, რომელსაც მარჯვენა ჯიბესთან აღენიშნება დაზიანება.
2015 წლის 6 აპრილის ტრასოლოგიური ექსპერტიზის #-------- დასკვნით, გამოკვლევაზე წარდგენილ, გ------- ლ---------–---ის პოლიციის ფორმის ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები, ნაკერის განარღვევის და მარცხენა სამხრის განცალკევების სახით ნაკერის განარღვევის შედეგად, ასევე, მ-----– ა-------–--ის პოლიციის ფორმის ქურთუკის ზედაპირზე არსებული დაზიანებები, გახევის, ნაკერის განარღვევის და ელვაშესაკრავის ჩამკეტის ამოგლეჯის სახით, წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად. გ------- ლ---------–---ის ქურთუკს მარცხენა სახელოზე არ გააჩნია ემბლემა. ვინაიდან ემბლემის დამაგრების ადგილზე არ არის დარჩენილი ძაფები. იმის დადგენა, თუ რის შედეგად არის ის განცალკევებული, შეუძლებელია.
ექსპერტმა რ------------------მა დაადასტურა მის მიერ გაცემული ტრასოლოგიური #-------- ექსპერტიზის დასკვნა. ამასთან, განმარტა, რომ ტრასოლოგ-ექსპერტის კომპეტენციაში არ შედის პირის დადგენა, თუ ვის მიერ არის დაზიანებული ქურთუკი. ასევე, შეუძლებელია ხანდაზმულობის, ანუ დაზიანების წარმოქმნის დროის დადგენა.
საპროცესო ნორმათა დაცულობა.
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. გამამართლებელ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განაჩენის დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით.
საქართველოს კონსტიტუციის მ----------–------- პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში №1/1/548 - ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ‘‘ განმარტა, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე, ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ასევე, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება.
სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებული და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ჯერ ფაქტის არსებობა და შემდეგ - ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის სისხლისამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტს წარმოადგენს ხელისუფლების წარმომადგენლების კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტია პირის პირადი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, ხელშეუხებლობა, პირადი თავისუფლება. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის მიზნით ან მისი საქმიანობის შეწვეტის მიზნით შეიძლება გამოიხატოს კანონიერი საფუძვლით დაკავებისას გაქცევის ცდაში ძალადობით, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთაში ხელის შეშლაში, და ა.შ. ამასთან, აღნიშნული მუხლის დისპოზიციაში დაკონკრეტებული არ არის ძალადობის და ძალადობის მუქარის შინაარსი, რაშიც შეიძლება ვიგულისხმოთ ცემა, ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ., მაგრამ თუ ძალადობა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში ან მკვლელობაში გამოიხატა, მაშინ პირის ქმედების კვალიფიკაცია უნდა მოხდეს დანაშაულთა ერთობლიობით, ვინაიდან, ასეთი ძალადობა უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ თავისი კონსტრუქციით მოცემული დანაშაულის შემადგენლობა ფორმალური ხასიათისაა და იგი დამთავრებულად ჩაითვლება ქმედების ჩადენისთანავე, ხოლო ქმედების სუბიექტური შემადგენლობის კუთხით იგი პირდაპირი განზრახვით ხასიათდება/გამოიხატება, რა დროსაც პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინაარმდეგობა, ითვალისწინებს მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურს ეს შედეგი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილში მოცემულია აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშულებრივი ქმედების ჩადება ჯგუფის მიერ, რომელიც წარმოადგენს აღნიშნული მუხლის ერთ-ერთ დამამძიმებელ გარემოებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლში მოცემულია ჯგუფურობის განმარტება, რომელიც, თავის მხრივ, შეიძლება იყოს როგორც წინასწარ შეთანხმებული ან წინასწარ შეუთანხმებელი, ისე ორგანიზებული ჯგუფის ფორმით გამოვლენილი. საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილში არსებული დამამძიმებელი გარემოება ჯგუფურობა, განსხვავებით სხვა დელიქტებში მოცემული ამ გარემოებისა (ასე მაგ. ქურდობის ან ძარცვის შემთხვევაში კანონმდებელს დაკონკრეტებული აქვს ჯგუფურობის ერთ-ერთი სახე - წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორგანიზებული ჯგუფის მიერ), გულისხმობს ყველა ზემოაღნიშნული ფორმით დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან კანონმდებლის მიერ არაა დაკონკრეტებული ჯგუფურობის რომელი სახით შეიძლება ამ ქმედების ჩადენა. ამასთან, საქართველოს სსკ-ის 22-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში/
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. იგივე შინაარსს შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილი და 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, რომელთა თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.
აღსანიშნავია, ასევე, რომ ბრალდების მტკიცების ტვირთის პროკურორის მოვალეობად გამოცხადება, ისევე, როგორც ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით აღიარებული დებულება, არამედ - ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით აღიარებული პრინციპი, რომელსაც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით რელევანტური სამართლებრივი ნორმების მოყვანის შემდეგ უნდა მოხდეს მათი მისადაგება იმ მტკიცებულებებთან, რომლებიც პროკურორმა წარმოადგინა ფ--–------------სა და არ-------------------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებების დასადასტურებლად.
პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის საფუძველზე უტყუარად ვერ იქნა დადგენილი ფ--–------------სა და არ-------------------ს მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ ჩადენა.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა, ასევე, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები, როგორც დაზარალებულთა, ასევე, ბრალდებულთა სხეულზე დაზიანებების არსებობის ფაქტთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულ დასკვნებს სასამართლო მხედველობაში ვერ მიიღებს, ვინაიდან ბრალდების მხარის მხრიდან სასამართლოში არ ყოფილან წარმოდგენილი ექსპერტიზის ჩამტარებელი პირები და საქმის არსებითი განხილვისას არ მომხდარა დასკვნების გამცემ ექსპერტთა მხრიდან მათ მიერ გაცემული დასკვნების შინაარსისა და სისწორის დადასტურება, იმ დროს, როდესაც აღნიშნული დასკვნები მხარეთა მიერ სადავოდ იყო გამხდარი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებითა და დაზარალებულთა ჩვენებებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ფ--–------------- და არ-------------------- აგრესია გამოხატეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ასევე, დაუზიანეს სამსახურებრივი ქურთუკები შემთხვევის ადგილზე მისვლისთანავე, კერძოდ, დაზარალებული მ-----–---------–--- ხაზგასმით აღნიშნავს თავის ჩვენებაში, რომ მან დახმარება გამოიძახა მას შემდეგ, რაც მას ფ--–------------- დაარტყა და ქურთუკის ჯიბე ჩამოახია. ხოლო, გამოძახების შემდგომ მისულმა პოლიციის თანამშრომლებმა შა-–--------–--ლმა, დ--------------ა და ა-–-----------------ემ, აღწერეს ქურთუკის დაზიანების, ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი, რასაც ადგილი ჰქონდა მათ მისვლამდე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სასამართლოს აძლევს საფუძველს, ეჭვქვეშ დააყენოს მითითებულ პოლიციის თანამშრომელთა მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებები, მათი სანდოობის კუთხით.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გარდა პოლიციის ტანამშრომლებისა საქმის არსებითი განხილვისას დაკითხული ვერცერთი სხვა მოწმე ვერ აღწერს და ვერ ადასტურებს ბრალდებულთა მხრიდან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისას განხორციელებულ კონკრეტულად ქმედებებს. მართალია, ღამის კლუბ ,--------‘ დაცვის წევრებმა სასამართლოში დაადასტურეს, რომ დაკავებული პირები ეწინააღმდეგებოდნენ ადგილზე მისულ პოლიციის თანამშრომლებს, თუმცა ვერცერთმა მათგანმა ვერ მიუთითა ფ--–------------სა და არ-------------------ს მიერ ინდივიდულაურად განხორციელებულ ქმედებებზე, რა დროს და რომელმა მათგანმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა პოლიციის თანამშრომლებს - მ-----–---------–---სა და გ---------–---------–----, ასევე, ვერ აღწერეს, რა ვითარებაში დააზიანეს ბრალდებულებმა პოლიცილეთა სამსახურებრივი ქურთუკები.
მოწმე რ----–-- ბ--------მ განაცხადა, რომ გაიგო პოლიციის ქურთუკის გახევის ხმა, თუმცა ვერ დაინახა, ვინ გახია, ასევე, არ ახსოვს, იმ მომენტში, როცა გახევის ხმა გაიგო, ანათებდა იყო არა ლამპიონი. მანვე განაცხადა, წინააღმდეგობის ამბავი და ჩხუბი არ ყოფილაო, თუმცა იქვე დააფიქსირა, რომ ფიზიკური წინააღმდეგობის დროს, არ ახსოვს, ზევით იყო, თუ დაბლა, ასევე, არ ახსოვს, როგორ ჩასვეს მანქანაში ფ--–------------ და არ-------------------, არ დაუნახავს არც ბორკილების დადება, მანძილიდან გამომდინარე.
პალატა არ გამორიცხავს ბრალდებულთა მხრიდან პოლიციის თანამშრომლებისთვის გარკვეული სახის შეწინააღმდეგებას, თუმცა ხაზს უსვამს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად ვერ დგინდება ის ფაქტი, რომ ფ--–------------სა და არ-------------------ს მიერ ეს იყო უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტისკენ მიმართული ქმედებები და არა დაკავების დროს წინააღმდეგობა, რომელსაც განსახილველ შემთხვევაში დროში უნდა უსწრებდეს მათი მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაკავების საფუძველი არ იარსებებდა და ბრალდებაც სწორედ მათ დაკავებამდე განხორციელებულ ქმედებას ეხება.
ფ--–------------ს მაჯის საათის ჩანაწერებში, რაც მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი განხილვისას, ისმის ხმა - ,,პოლიციას ხედავ? კი, ვხედავ. ხოდა მერე რო ხედავ, გამოგვიძახეს, რა გინდა, რატო მოდიხარ?‘‘. სწორედ აქვე ხდება ფ--–------------სა და არ-------------------სთვის ბორკილების დადების გადაწყვეტილების მიღება - ,,ბორკილი მანქანაში არ დევს? მოიტანე მერე!‘‘ ავალებს ერთი პოლიციელი სხვას. აღნიშნულით დგინდება, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან არ მომხდარა მათი დაკავების შესახებ გადაწყვეტილების მიღება ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენისას.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები სადავოდაა გამხდარი მხარეთა მიერ, რამდენადაც თითოეული მათგანი შეიცავს დაცვის და ბრალდების პოზიციების გამამყარებელ ინფორმაციებს, და, შესაბამისად, მითითებულ სამედიცინო დასკვნებს სასამართლო ვერ გაიზიარებს და ვერ გამოიყენებს მტკიცებულების სახით, როდესაც საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე ვერ იქნა დადგენილი მათი წარმომავლობა და ავთენტიკურობა.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი პირები - მ-----–---------–---, გ------- ლ---------–---ი და დ----- ს---–--ე არიან იმ ორგანოს თანამშრომლები, რომელმაც მოცემულ საქმეზე აწარმოეს გამოძიება.
სასამართლო ამასთანავე არ გამორიცხავს გარკვეული სახის დაზიანებების არსებობას გამართლებულების სხეულზე პოლიციასთან მათ შეხებამდე, უცხო პირებთან განვითარებული კონფლიქტისას.
ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ იქნა დადასტურებული ფ--–------------სა და არ-------------------ს მიერ პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტისა და შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, ჯგუფის მიერ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით, გამოკვლეული მტკიცებულებების სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ფ--–------------ და არ------------------- უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ფ--–------------სა და არ-------------------ს მიმართ წარდგენილ ზემოაღნიშნულ ბრალდებებს.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მინიმუმ ორი მტკიცებულების არსებობას, რომლებიც ობიექტურ, ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენაში. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ, ზემოაღნიშნულ სტანდარტს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი, ფ--–------------სა და არ-------------------ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია. ამავე მუხლის ,,გ‘‘ ქვეპუნქტის მიხედვით, სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება. ამავე მუხლის ,,ე‘‘ ქვეპუნქტის თანახმად, დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ზემოაღნიშნული მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულებების სახით არსებული მ-----–---------–--------------------–---------–----ს სამსახურებრივი ქურთუკები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო 1 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ნ-------- ჭ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 21 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
არ------------------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ--–------------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ფ--–------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ნივთიერი მტკიცებულებები: მ-----–---------–--------------------–---------–----ს სამსახურებრივი ქურთუკები დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს, ხოლო 1 ცალი CD დისკი შენახულ იქნეს საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გამართლებულებს - ა---------------------ა და ფ--–------------ უფლება აქვთ, მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გ. ჯეირანაშვილი