განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002726166
საქმე №1ბ/277-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მზია ლომთათიძემ
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
გი-------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, პირადი №-----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ. გორი, ლ--------------------------------, ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, დ-----------------------------–------------------------------ში, დანაშაულებისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენით:
გი-------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გი-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 02 (ორი) წელი.
გი-------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ ჩაიდინა:
1) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
2) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
2018 წლის 10 ოქტომბერს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. გორში, ლ---------------------------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გი-------------–---–მა განახორციელა ოჯახში ძალადობა მეუღლის - ლი---------–---–ის მიმართ. კერძოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას გი-------------–---–მა ორივე ხელით ორჯერ ძლიერად მოქაჩა თმაზე ლი---------–---–ს, რის შედეგადაც ლი---------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. იმავე დღეს, გი-------------–---–ი სოციალური ქსელ ,,მესინჯერით“ ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა მეუღლეს - ლი---------–---–ს, რა დროსაც მას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------–---–მა და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და გი-------------–---–ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უსამართლო, აშკარად ლმობიერია, არ გამომდინარეობს დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის პრინციპებიდან. კერძოდ, მსჯავრდებულ გი-------------–---–სა და დაზარალებულს შორის არის დაძაბული ურთიერთობა, გი-------------–---–ის მუდმივი ეჭვიანობიდან გამომდინარე. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა, ბრალდებულს მის მიმართ წარსულში არაერთხელ განუხორცილებია, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობა. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ საერთო საცხოვრებელი სახლი, ამასთან დაზარალებული არ შერიგებია მეუღლეს და მის მიმართ გააჩნია პრეტენზია.
აპელანტს მიაჩნია, რომ თუ ბრალდებულის მიმართ სასჯელის სახით გამოყენებული არ იქნება თავისუფლების აღკვეთა, გი-------------–---–ი კვლავ განაგრძობს დაზარალებულზე ძალადობას, რითაც ჩაიდენს ახალ დანაშაულს. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ასევე ის გარემოება, რომ ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად გი-------------–---–ს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების - ტეტრაჰიდროკანაბინოლის მოხმარების ფაქტი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გი-------------–---–ი მიდრეკილია ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისაკენ, რის გამოც არსებობს ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.
ამასთან, დაზარალებულმა გამოკითხვისას განმარტა, რომ ბრალდებული მასზე როგორც წესი ძალადობრივ ქმედებებს ახორციელებს სიმთვრალეში, ხოლო მსჯავრდებულის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისადმი მიდრეკილება ზრდის მისი მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს.
მსჯავრდებულის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი განზრახი ძალადობრივი ქმედებების გათვალისწინებით სასჯელის მიზნები ვერ იქნება უზრუნველყოფილი არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებით. გი-------------–---–ი წარმოადგენს სოციალურ საშიშროებას და მის მიმართ აუცილებელია კანონით გათვალისწინებული მკაცრი მიდგომის გამოყენება.
მსჯავრდებულ გი-------------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის და მუქარის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ლი---------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმეების: ბე-----------–---–ის, ლა-------------–---–ის, გი-------------–---–ის, გი--------------ის, ბე-------------ის გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების ოქმი, ლი---------–---–ის კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმი, გი-------------–---–ის დაკავების ოქმი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, გი-------------–---–ის მიმართ გაცემული შემაკავებელი ორდერი და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
პალატა აღნიშნავს, რომ გი-------------–---–ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას.
აპელანტი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის თავისუფლებაში ყოფნა შესაძლებელია ახალი დანაშაულის ჩადენის მიზეზი გახდეს, ვინაიდან მსჯავრდებულსა და დაზარალებულს აქვთ დაძაბული ურთიერთობა და ისინი ერთ სახლში ცხოვრობენ. აღნიშნულის საპირისპიროდ დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრის შესაგებელში მიუთითებს, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული ერთად აღარ ცხოვრობენ და სასამართლოს წესით აპირებენ განქორწინებას. პალატა ასევე მხედველობაში იღებს, რომ შემთხვევიდან გასულია ოთხ თვეზე მეტი და მსჯავრდებულის მხრიდან რაიმე გადაცდომის ფაქტზე ბრალდების მხარე არ მიუთითებს.
შესაბამისად, პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს დანაშაულის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 03 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
გი-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 111, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) თვის ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, გი-------------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 02 (ორი) წელი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის საფუძველზე, დაევალოს მსჯავრდებულ გი-------------–---–ს პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, არ დაამყაროს ურთიერთობა იმასთან, ვინც შეიძლება ჩააბას იგი ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში.
პირობით მსჯავრდებულ გი-------------–---–ის ყოფა-ქცევაზე კონტროლი და მისადმი დახმარება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის საფუძველზე, განახორციელოს პრობაციის ბიურომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
გიორგი მამნიაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. გირაოს სახით შეტანილი თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, დაუბრუნდეს მის შემტანს.
გი-------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი, 2018 წლის 11 ოქტომბრიდან 2018 წლის 13 ოქტომბრის ჩათვლით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ. ლომთათიძე