განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2ბ/867-17 21 ნოემბერი 2017 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე, მომხსენებელი - ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები – მაია სულხანიშვილი, ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი – მაკა ბუიღლიშვილი
აპელანტი – ს---–----------–---–ი
წარმომადგენელი – ა-–-----------–-–---ე
მოწინააღმდეგე მხარე – მ--------------–---–ი (გ----–---–ი), გ------------–--–---–ი
წარმომადგენლები – ი-------–-----ი, ლ--–----------ე
დავის საგანი – დადგენილების ბათილად ცნობა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, მესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლა და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
სასარჩელო მოთხოვნა:
2016 წლის 15 აგვისტოს მოსარჩელე ს---–----------–---–ის წარმომადგენელმა გ-----------------ემ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ნოტარიუს გ------------–--–---–ისა და მ--------------–---–ის (გ----–---–ის) მიმართ და მოითხოვა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს გ------------–--–---–ის მიერ 2016 წლის 27 იანვარს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (სანოტარო აქტი №1--------), რომლის საფუძველზეც მ-----------–---–ი ცნობილი არის მამკვიდრებლის დ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების 1/3 წილის მესაკუთრედ;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს გ-------------–--–---–-- მიერ 2016 წლის 19 თებერვალს გამოცემული დადგენილება №1--------) სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი ნოტარიუს გ-------------–--–---–-- მიერ 2016 წლის 22 თებერვალს გამოცემული დადგენილება №1--------) სანოტარო მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ;
1.4. მოსარჩელე ს---–----------–---–ი ცნობილი იქნეს მამკვიდრებლის ლ------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ¾ -ის მესაკუთრედ;
1.5. მოსარჩელე ს---–----------–---–ი ცნობილი იქნას მამკვიდრებლის დ-----------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების მესაკუთრედ სრულად.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ს---–----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
2.1. მამკვიდრებელი ლ------------–---–ი გარდაიცვალა 2013 წლის 1 აპრილს და გაიხსნა სამკვიდრო.
2.2. 2016 წელის 15 თებერვალს ს---–----------–---–მა მიმართა ნოტარიუსს, მამკვიდრებლის - ლ------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ¾ წილზე ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
2.3. 2016 წლის 22 თებერვალს ნოტარიუსმა - გ------------–--–---–მა - გამოსცა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ, რომლითაც უარი ეთქვა ს---–----------–---–ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მამკვიდრებლის - ლ------------–---–ის დანაშთი სამკვიდრო ქონების ¾ წილზე.
2.4. 2015 წლის 10 ივლისს გარდაიცვალა მოსარჩელის მამა - დ-----------–---–ი.
2.5. მამკვიდრებელმა დ-----------–---–მა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე თავისი კუთვნილი ქონების ½ წილი საჩუქრად გადასცა თავის შვილს - მ-----------–---–ს.
2.6. ნოტარიუს გ------------–--–---–ის მიერ 2016 წლის 27 იანვარს მ-----------–---–ზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა №1-------- მამკვიდრებლის - დ-----------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონების 1/3 წილზე.
2.7. 2016 წლის 15 თებერვალს ს---–----------–---–მა მიმართა ნოტარიუსს გ------------–--–---–ს მამკვიდრებლის - დ-----------–---–ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სრულად ზოგადი სახის სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით.
2.8. 2016 წლის 22 თებერვალს ნოტარიუსმა გ------------–--–---–მა გამოსცა დადგენილება სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ - რითაც უარი ეთქვა ს---–----------–---–ს სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მამკვიდრებლის დ-----------–---–ის დანაშთ ქონებაზე სრულად.
დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.9. სამკვიდროს მისაღებად კანონით დადგენილ ვადაში განცხადება წარდგენილი აქვს მხოლოდ მამკვიდრებლის ერთ პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილს - ს---–----------–---–ს, რომელიც ასევე ფაქტობრივი ფლობითაც დაეუფლა მამკვიდრებლი დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მოპასუხე გ------------–--–---–ი ნაწილობრივ ეთანხმება აღნიშნულ გარემოებას და განმარტავს, რომ ს---–----------–---–მა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების შესხებ განცხადებით მიმართა 2013 წლის 06 სექტემბერს, ხოლო განმეორებითი განცხადებით 2016 წლის 15 თებერვალს. ორივე განცხადებაში უთითებს, რომ აწ გარდაცვლილი ლ------------–---–ს მის გარდა კიდევ ჰყავს 2 პირველი რიგის მემკიდრე - მ-------------- გ----–---–ები. მოპასუხე მ-----------–---–ი განმარტავს, რომ მოსარჩელემ მამკვიდრებელ ლ------------–---–ის სამკვიდრო ქონების მიღებაზე კანონით დადგენილ ვადაში შეიტანა განცხადება. იგი არ ეთანხმება იმ გარემოებას, რომ ს---–----------–---–ის გარდაცვალების შემდგომ არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას, რადგან დ-----------–---–თან ჰქონდა ცუდი ურთიერთობა, იმყოფებოდა კონფლიქტში. ლ------------–---–ის სიცოცხლეში მ-----------–---–ი ფლობდა და სარგებლობდა დანაშთი ქონებით.
2.10. ს---–----------–---–თან ერთად ლ------------–---–ის დანაშთ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა მამკვიდრებლის მეუღლე დ-----------–---–ი, რომელზედაც გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა დანაშთი ქონების ¼ წილზე. რასაც მოპასუხე მ-----------–---–ი არ ეთანხმება და განმარტავს, რომ მ-----------–---–ი დაეუფლა დედის დანაშთ ქონებას და ასევე წარმოადგენს ქონების მესაკუთრეს.
2.11. სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მისაღებად განცხადება წარდგენილი აქვს მამკვიდრებლის ორ პირველი რიგის მემკვიდრეს, შვილებს - ს---–---- და მ-----------–---–ებს, ამასთანავე, ს---–----------–---–ი ფაქტობრივი ფლობითაც დაეუფლა მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდრო ქონებას. მამკვიდრებლის მესამე შვილი ნ---------–---–ი, სამკვიდროს მიღებისთვის კანონით დადგენილ ვადაში არც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებია მამკვიდრებლის დანაშთ სამკვიდროს ქონებას და არც განცხადება წარუდგენია ნოტარიუსთან სამკვიდროს მიღების შესახებ. მოპასუხე მ-----------–---–ი განამრტავს, რომ განცხადებით, სამკვიდროს მიღების თაობაზე მიმართულ აქვთ კანონით დადგენილი წესით. შემდგომში მოსარჩელემ სრულიად უკანონოდ დაიწყო მთლიანი ქონების ფლობა არამარტო სამკვიდრო დანაშთი ქონების, არამედ მ-----------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონების, რომელიც ჩუქებითა და მემკიდრეობით ჰქონდა მიღებული.
გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები ). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც მამკვიდრებლის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, და თანასწორად იღებენ იმ წილს, რომელიც კანონით მემკვიდრეობის დროს მათ გარდაცვლილ მშობელს ერგებოდა. შვილიშვილები, შვილიშვილის შვილებისა და ამ უკანასკნელთა შვილები ვერ გახდებიან მემკვიდრეები, თუ მათმა მშობლებმა უარი თქვეს სამკვიდროს მიღებაზე. მშვილებელი და მისი ნათესავები, როგორც ნაშვილებისა და მისი შთამომავლობის მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან ნაშვილების მშობლებსა და სხვა ბიოლოგიურ ნათესავებთან. ნაშვილების მშობლებს, აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიურ ნათესავებსა და და-ძმებს აღარ ეკუთვნით კანონით მემკვიდრეობა ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ.
2.13. .საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. 2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. 3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. 4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.
2.14. ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად კი, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლომ განმარტა, რომ სამკვიდროს მიღება არის მემკვიდრის უფლება და მისი რეალიზაციისათვის მემკვიდრემ უნდა შეასრულოს გარკვეული მოქმედებები - სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვსი თვის განმავლობაში ფაქტობრივად უნდა დაეუფლოს სამკვიდრო ქონებას ან ამავე ვადაში განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ბიუროს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამკვიდრო კანონით დადგენილი წესით მიიღო მხოლოდ ლ------------–---–ის მეუღლემ - დ-----------–---–მა და მოსარჩელე - ს---–----------–---–მა. დანარჩენ მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისთვის, თუმცა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო, თუ არა საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ იკვეთება.
2.15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას უფლებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების არსებობა-არარსებობის დადგენის, დოკუმენტების ნამდვილობის აღიარების ან დოკუმენტების სიყალბის დადგენის შესახებ, თუ მოსარჩელეს აქვს იმის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს.
2.16. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 88-ე მუხლის თანახმად, თუ მემკვიდრე აცხადებს, რომ არსებობენ იგივე რიგის სხვა მემკვიდრეები, რომლებსაც არ მიუმართავთ განცხადებით ნოტარიუსისთვის, ნოტარიუსი სამკვიდრო მოწმობას არ გასცემს სამკვიდრო მასის იმ ნაწილზე, რომელიც ეკუთვნის სხვა მემკვიდრეებს და რომლებსაც არ მიუმართავთ სანოტარო ბიუროსთვის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადებით.
2.17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად, მხარეები თავად არიან ვალდებული წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება პირველი ინსტნაციის სასამართლოში. სააპელაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები:
4.1. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლომ სრულყოფილად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რამაც საბოლოოდ საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების გამოტანა განაპირობა. სასამართლომ ისე გამოიტანა ს---–----------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში საერთოდ არ უმსჯელია მე-2 და მე-5 სასარჩელო მოთხოვნებზე. კერძოდ, სასამართლოს არ უმსჯელია ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებზე, როგორიცაა ნაჩუქარი ქონების სამკვიდროს წილში ჩათვლა და სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლება-არდაუფლების საკითხი.
4.2. სასამართლომ არასწორად განმარტა „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 88-ე მუხლი.
5. აპელანტმა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დააზუსტა სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად,გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთება
6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ პუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და უბრუნებს საქმეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს ამავე კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს.
8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული.
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც საქმე ხელმეორედ არ წყდება არსებითად, მიიღება განჩინების ფორმით. განჩინება სამოტივაციო ნაწილის ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.
ფაქტობრივ/სამართლებრივი დასაბუთება
10. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაუბრუნების ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
10.1. აპელანტმა დაზუსტებული სააპელაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის დაბრუნება ხელახლა განსახილველად, რასაც მოპასუხე მხარეც დაეთანხმა.
10.2. სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას საფუძვლად დაედო მოპასუხე - ნოტარიუს გ------------–--–---–ის განმარტება იმის შესახებ, რომ 2017 წლის 3 აპრილს ნოტარიუსს განცხადებით მიმართა აწ გარდაცვლილი დ-----------–------------–---–ების შვილმა ნ--------------ამ (ქორწინებამდელი გვარი გ----–---–ი) და დ-----------–------------–---–ების დანაშთი ქონებიდან წილის მიღება მოითხოვა (რაც დასტურდება წარმოდგენილი მტკიცებულებით).
10.3. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც აპელანტი, ისე მოწინააღმდეგე მხარე აცხადებს, რომ საქმეში ნ--------------ა უნდა ჩაებას მოპასუხე მხარედ (იხ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი), რასაც სააპელაციო პალატაც იზიარებს.
10.4. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსაზღვრავს რა სააპელაციო წარმოების წესსა და ფარგლებს, ამავდროულად იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, სააპელაციო საჩივრის დასაბუთება შეამოწმოს მხოლოდ იმ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებებისა მიხედვით, რომლებიც წარდგენილი იყო და შემოწმდა პირველი ინსტანციის სასამართლოში. ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენა სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განმარტების თანახმად: „..მხარეთა აქტიურობა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად უზრუნველყოფილი და ეფექტურია საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განხილვის დროს, ხოლო სააპელაციო სასამართლოში მხარეთა აქტიურობა შეზღუდულია თვით სააპელაციო სამართალწარმოების შეზღუდვის გამო. ამ მოსაზრების ნათელ დადასტურებას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე, 380-ე, 381-ე, 382-ე, 384-ე მუხლები, რომლებიც ფაქტობრივად გამორიცხავს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელმეორედ განხილვის შესაძლებლობას და ადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მკაცრად შეზღუდულ ფარგლებს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის განჩინება საქმეზე # ას-121-117-2016, 17 მარტი 2016).
10.5. ამდენად, საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს წარმოადგენს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ის ფაქტობრივი გარემოებები, რომელზედაც დამყარებულია გასაჩივრებული გადაწყვეტილება, ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები და მათი სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასების სისწორე. აღნიშნულით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დამკვიდრებულია არასრული (შეზღუდული) აპელაციის სახე, რა დროსაც სააპელაციო საჩივარი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების ფარგლებში უნდა შემოწმდეს. საქმის წარმოების ამ ეტაპზე ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების წარდგენას კანონი მხოლოდ განსაზღვრული პირობების არსებობისას უშვებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლი), შესაბამისად, კანონის ეს დანაწესი განაპირობებს სააპელაციო სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებს, რაც არ მოიცავს გადაწყვეტილი დავის ხელახალი განხილვის შესაძლებლობას.
10.6. პალატა განმარტავს, რომ სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის მატერიალურ-სამართლებრივი და ქედან გამომდინარე, საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დასაცავად. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი პროცესში იმითაა უზრუნველყოფილი, რომ მოპასუხეს კანონი აძლევს უფლებას დაიცვას თავი სარჩელისაგან. შესაბამისად, მხარის უფლება გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, ვინაიდან გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს.
მოცემულ შემთხვევაში, პალატას მიაჩნია, რომ ნ--------------ა, რომელიც წარმოადგენს პირველი რიგის მემკვიდრეს და სამკვიდრო ქონების მიმართ გააჩნია პრეტენზია, საქმეში მოპასუხე მხარედ უნდა იქნეს ჩაბმული. ნ--------------ა არის ის პირი, რომლის უფლებებსა და კანონით დაცულ ინტერებსაც შესაძლოა შეეხოს გადაწყვეტილება და შესაბამისად ის პირი, ვინც უნდა შეეცილოს მოსარჩელეს უფლებაში.
ამდენად, სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე დადგენილია ნ----–--------ას საპროცესო დაინტერესება, თუმცა მხარის უფლება გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, უზრუნველყოფილი არ არის. ასეთ პირობებში საქმეზე გადაწყვეტილების მიღება გამოიწვევს მემკვიდრის უფლებების დარღვევას, რაც დაუშვებელია საპროცესო თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე.
აღნიშნული გარემოება კი მიზანშეწონილს ხდის საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში განსახილველად დაბრუნებას, რათა გათვალისწინებული იქნას მისი, როგორც მოპასუხე მხარის მატერიალურ სამართლებრივი პოზიცია, რადგან მას არ შეეზღუდოს შეჯიბრებითობის პრინციპით გათვალისწინებული უფლებამოსილების რეალიზაციის შესაძლებლობა.
10.7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რუსთავის საქალაქო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვისას უნდა უზრუნველყოს ნ--------------ას პროცესში მოპასუხის სტატუსით მონაწილეობა. ასევე, საქმის განხილვისას დასადგენი გარემოებაა მამკვიდრებლების - ლ------------–---–ისა და დ-----------–---–ის - სამკვიდრო ქონება (სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი).
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
11. სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საპროცესო ხარჯები
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ამ ეტაპზე არ მსჯელობს მხარეთა შორის ხარჯების განაწილების საკითხზე.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ს---–----------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: ნატალია ნაზღაიძე
მოსამართლეები: მაია სულხანიშვილი
ირაკლი ბონდარენკო