განჩინება/გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2018
საქმის ნომერი
330310016001527949
ინსტანცია
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
31.01.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

საქმე №3ბ/1286-17 31 იანვარი, 2018 წელი

თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

 

მოსამართლე - მარიამ ცისკაძე

 

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

 

აპელანტი (მოსარჩელე) - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

 

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე)- ელ--------–-----ე

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება

 

აპელანტის მოთხოვნა - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

1.სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:

 

1.1. ელ--------–-----ემ 2016 წლის 4 ოქტომბერს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა: საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ელ--------–-----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება 2 627 (ორიათას ექვსასოცდაშვიდი) ლარის ოდენობით.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ელ--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოსარჩელე ელ--------–-----ის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის ანაზღაურება 2 627 (ორიათას ექვსასოცდაშვიდი) ლარის ოდენობით.

2. პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. 1975-1977 წლებში ელ--------–-----ემ გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური, უმცროსი სერჟანტის წოდებით. ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის პოლკის მეთაურის 1992 წლის 01 მაისის №- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, გვარდიელი ელ--------–-----ე დაინიშნა ოცმეთაურად პოლკში 1992 წლის 01 მაისიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე, ხოლო 1992 წლის 01 ოქტომბრის №6--- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ელ--------–-----ე გადაყვანილი იქნა ო–----------- თანამდებობიდან ა----------------- უფროსის თანამდებობაზე 1992 წლის 01 ოქტომბრიდან.

2.2. საქართველოს რესპუბლიკის I საარმიო კორპუსის ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 01 მაისის №5--- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ბრიგადის ჩამოყალიბების მიზნით მოხდა ბრიგადის მართვის დაკომპლექტება ოფიცრებით, I და II ბატალიონის ჩამოყალიბება 1993 წლის 01 მაისიდან, II ბატალიონის რიგითი გახდა ელ--------–-----ე.

2.3. საქართველოს რესპუბლიკის I საარმიო კორპუსის ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 01 აგვისტოს №---- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ელ--------–-----ე გადაყვანილი იქნა რიგითის თანამდებობიდან რეზერვში უხელფასოდ 1993 წლის 01 აგვისტოდან.

2.4. საქართველოს ე---------–------------ დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 19 ივნისს გაცემული №8----- საბრძოლო მოკვლევის ოქმის თანახმად, 1993 წლის 02 ივლისს საბრძოლო დავალების შესრულების დროს ო-------ის რაიონის სოფელ ლ------აში დესანტის გადმოსხმის დროს ელ--------–-----ემ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და მკურნალობას გადიოდა ე---------–------------ სამედიცინო ასეულში.

2.5.საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დადგენილებით (2000 წლის 21 ივნისი, №3----) დადგინდა, რომ ელ--------–-----ეს მიღებული აქვს სამხედრო ტრავმა.

2.6. საქართველოს ე---------–------------ 1992 წლის 17 დეკემბრის №- ბრძანების ასლის თანახმად, 1992 წლის 17 დეკემბრიდან მივლინებული იქნა ს------ში, საომარი მოქმედებების რაიონში ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის პოლკის პ/შემადგენლობა, მათ შორის, ელ--------–-----ე (ტ.1. ს.ფ. 12-22).

2.7. დადგენილია, რომ საქართველოს შიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მაისის №3---------- წერილით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა მის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის გაცემაზე, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ე---------–------------ საარქივო მასალების მიხედვით მის შესახებ დაცულ ბრძანებებს (01.10.92წ. №--, 01.08.93წ. №----, 01.05.92 №-) არ გააჩნდა შესაბამისი რეკვიზიტები.

2.8. საქართველოს შიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 04 ივლისის №3---------- წერილით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა მის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის გაცემაზე, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ე---------–------------ საარქივო მასალების მიხედვით მის შესახებ დაცულ ბრძანებებს (06.93 №---- და №5---) არ გააჩნდა შესაბამისი რეკვიზიტები.

2.9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №1--- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ელ--------–-----ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მაისის №3---------- და 2013 წლის 04 ივლისის №3---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა ერთი თვის ვადაში განეხილა ელ--------–-----ის 2013 წლის 01 მაისის და 2013 წლის 10 ივნისის განცხადებები 2013 წლის 02 სექტემბერს დაზუსტებული მოთხოვნების ფარგლებში და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2.10. საქართველოს შიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4---------- წერილით ელ--------–-----ეს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №1--- ბრძანების თანახმად ხელახლა იქნა განხილული მის შესახებ არსებული მასალები და შეიარაღებული ძალების საარქივო მასალებში, ყოფილი მოსამსახურეების შესახებ არსებულ დოკუმენტებში პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც განხილული იქნებოდა მის შესახებ ბრძანებებში არსებული ხარვეზების საკითხიც.

2.11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის MOD 8------------ ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ელ--------–-----ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა ერთი თვის ვადაში განეხილა ელ--------–-----ის მოთხოვნები და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

2.12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 მარტის MOD 6------------ წერილით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა მხარის მიერ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 02 მაისის MOD 5------------ ბრძანებით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

2.13. ელ--------–-----ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 02 მაისის MOD 5------------ ბრძანებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 მარტის MOD 6------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თავდაცვის სამინისტროსთვის ელ--------–-----ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

2.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 მარტის MOD 6------------ გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 02 მაისის MOD 5------------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ელ--------–-----ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტში წარსადგენად, სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

2.15. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დადგენილებით (2000 წლის 21 ივნისი №3----) დადგენილია, რომ ელ--------–-----ეს მიღებული აქვს სამხედრო ტრავმა. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 28 მაისის №0--------- წერილით დასტურდება, რომ ელ--------–-----ეს დანიშნული აქვს და იღებს სოციალურ პაკეტს (მეორე ჯგუფი) შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შემსაძლებლობის სტატუსის გამო თვეში 203 ლარის ოდენობით. აქედან 44 ლარს იღებს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაინვალიდებული პირი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოცემულ საქმეზე მოწმე ტა-----–------–---–ის ჩვენებით იგი 1991-1994 წლებში იყო ე---------–------------ მეთაური, ეროვნული გვარდიაში საერთოდ არ მსახურობდნენ სამოქალაქო პირები და შეუძლებელია, ელ--------–-----ე ყოფილიყო ოცმეთაური წოდების გარეშე, მითუმეტეს, რომ მას ჰქონდა ნამსახურეობა ყოფილი სსრ კავშირის ჯარში და ჰქონდა სერჟანტის წოდება, ამასთან განმარტა, რომ არსებობდა წესი, რომლის თანახმად, სსრ კავშირის ჯარში მინიჭებულ წოდებას ქართულ ჯარში შეესაბამებოდა ერთი საფეხურით მაღალი სამხედრო წოდება და იმის გათვალისწინებით, რომ იყო საომარი მდგომარეობა, თავდაცვის სამინისტროს თუ ე---------–------------ კადრების სამსახურის ბრალეულობით არ იძებნება რაიმე დოკუმენტი, ეს არ შეიძლება ელ--------–-----ის საზიანოდ იქნეს გამოყენებული, რადგან იგი იყო სამხედრო მოსამსახურე სამხედრო წოდებით.

2.16. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ელ--------–-----ემ იმსახურა საქართველოს ე---------–------------ ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის ბრიგადაში 1992 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 1 აგვისტომდე. აღნიშნულ პერიოდში მოუწესრიგებელია ნორმატიული აქტები და შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4---------- წერილით, რომ შეიარაღებული ძალების საარქივო მასალებში, ყოფილი მოსამსახურეების შესახებ არსებულ დოკუმენტებში პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც განხილული იქნებოდა ელ--------–-----ის შესახებ ბრძანებებში არსებული ხარვეზების საკითხიც.

2.17. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ბრძანებაში თუ არ არის მითითებული ელ--------–-----ის ნებისმიერი სამხედრო პირის წოდება, ეს ადასტურებს, რომ მას არ აქვს სამხედრო წოდება, რადგან საქმეში წარმოდგენილია 1992 წლის 17 დეკემბრის ბრძანება ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის პოლკის პირადი შემადგენლობის ს------ის საომარი მოქმედების რაიონში მივლინების შესახებ, სადაც არც ერთ პირს არ აქვს წოდება მინიშნებული, მათ შორის, ე---------–------------ მეთაური, მოწმე ტა-----–------–---–ი, სამხედრო წოდებით პ---–--------, არ არის მითითებული, ამდენად ბრძანებაში წოდების მიუთითებლობა არ შეიძლება იყოს წოდების არქონის დამადასტურებელი მტკიცებულება იმ პერიოდისათვის, როდესაც არის საომარი მდგომარეობა და დოკუმენტაციის მოწესრიგება ვერ ხერხდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

2.18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 14 ივნისის №04----------- ცნობის შესაბამისად, ელ--------–-----ე იღებს კომპენსაციას თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის გამო, 2016 წლის პირველი ივნისიდან თვეში 230 ლარს, საყოფაცხოვრებო სუბსიდიას 44 ლარის ოდენობით (უვადოდ) (ტ.1. ს.ფ. 23).

2.19. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 8 ივლისის №0------------ ცნობის შესაბამისად, ელ--------–-----ეს დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს. გასაცემლის ოდენობა შეადგენდა 203 ლარს (159+44), რომლის გაცემა შეუწყდა 2016 წლის პირველი ივნისიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის გამო (ტ.1. ს.ფ. 24).

3. პირველი ინსტანციის სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მეცხრე პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

3.1. პირველი ინსტანციის სასამართომ მიუთითა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილების განმარტებაზე საქმეზე №23/630, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

3.2. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

3.3. ასევე სასამართლომ იხელმძღვანელა უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაიულ საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

3.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ასევე 411-ე, 992-ე მუხლებზე.

3.5. სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული მუხლების თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი. ამასთან, მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად და ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ ფაქტობრივად მიყენებული ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც.

3.6. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მატერიალური ზიანის სახით 2 627 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მიერ დაკისრებული ვალდებულების ჯეროვანი და დროული შესრულების შედეგად, 2013 წლის მაისიდან მიიღებდა კუთვნილი ოდენობის კომპენსაციას, თუმცა მოპასუხის ქმედების გამო, მას სახელმწიფო პენსია შესაბამისი ოდენობით დაენიშნა მხოლოდ 2016 წლის ივნისიდან.

3.7. სადავო პერიოდში მოქმედი „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში. 2014 წლის 16 მაისიდან აღნიშნული ნორმა ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე შემდეგი პირები: ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში, ხოლო 2015 წლის პირველი აგვისტოდან მოქმედი ნორმის მიხედვით, ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურში და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატში.

3.8. იმავე კანონის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენა წარმოადგენს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების საფუძველს. მითითებული კანონის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად კი, სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც ამ კანონის თანახმად სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება აქვთ, სახელმწიფო კომპენსაცია მიეცემათ სამსახურიდან თადარიგში გასვლის ან სამსახურიდან გადადგომის შემდეგ. სამხედრო მოსამსახურეებს შესაძლებლობის შეზღუდვის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ სამსახურის ხანგრძლივობის მიუხედავად.

3.9. მითითებული კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს, რომ ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს შეზღუდული შესაძლებლობის გამო სახელმწიფო კომპენსაცია დაენიშნებათ, თუ მათ შესაძლებლობა შეეზღუდათ სამხედრო ან ოპერატიული სამსახურის პერიოდში, ან არა უგვიანეს სამი თვისა სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, ან ამ ვადაზე უფრო გვიან, მაგრამ სამსახურის დროს მიღებული ჭრილობის, კონტუზიის, დასახიჩრების ან დაავადების გამო.

3.10. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მეორე პუნქტით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლით.

3.11. სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს კანონიერ ძალაში გადაწყვეტილებით დასტურდება როგორც ელ--------–-----ის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა და შესაბამისი წოდების ქონა, ისე მის მიერ სამხედრო სამსახურისას ტრავმის მიღება. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ელ--------–-----ეს დაენიშნა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით თავდაცვის სამინისტროს ხაზით მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის გამო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მითითებულ კომპენსაციას ელ--------–-----ე იღებს 2016 წლის პირველი ივნისიდან, ხოლო სახელმწიფო პენსიის დანიშვნამდე მას დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს და გასაცემლის ოდენობა შეადგენდა 203 ლარს.

3.12. საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს არეგულირებს საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“. მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის ერთ-ერთი საფუძველია კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა. პირველი ინსტანციის სასამართლომ იხელმძღვანელა იმავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით, მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით, 23-ე მუხლის პირველი პუნქტით, 26-ე მუხლის პირველი და მესამე პუნქტებით. სასამართლომ მიუთითა, რომ „სახელმწიფო პენსიის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტის მხოლოდ ფულადი გასაცემლის (შემდგომში – პენსია) დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 10 თებერვლის №46/ნ ბრძანება „სახელმწიფო პენსიის/საპენსიო პაკეტისა და სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისა და გაცემის წესების დამტკიცების თაობაზე“. სადავო პერიოდში მოქმედი ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ადგენდა, რომ კომპენსაციას შესაბამისი განცხადების საფუძველზე ნიშნავს სააგენტო. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შესაბამისი უწყების წარდგინება, რომელიც მზადდება კანონით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების საფუძველზე და თან ერთვის ყველა საჭირო დოკუმენტი. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი, პირის მიერ ამ წესით განსაზღვრული კომპენსაციის დანიშვნის საფუძვლის წარმოშობისას განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტები: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირებზე ნამსახურობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციის დანიშვნისათვის – განცხადება, პირადობის მოწმობა, წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა; სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების, ფინანსური პოლიციის და სახელმწიფო დაცვის წელთა ნამსახურობის ნუსხა, ბრძანება სამხედრო ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ, ცნობა სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღისათვის მისი თანამდებობრივი სარგოს შესახებ ან ფულადი ატესტატი ან საფინანსო ცნობა, შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი.

3.13. სასამართლომ აღნიშნა, რომ ელ--------–-----ეს კომპენსაციის სათანადო ოდენობით მისაღებად უნდა წარედგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად მოპასუხისადმი 2013 წლის პირველ მაისს მიმართვისა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ თავდაცვის სამინისტროს უარი იყო უკანონო და მას თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

3.14. სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე და განმარტა, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს, სრულად შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დადგენილი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოიტანოს გადაწყვეტილება, რადგან მხოლოდ აღნიშნულითაა შესაძლებელი კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. აგრეთვე, ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება მოიცავს ადმინისტრაციული ორგანოს უმნიშვნელოვანეს პროცედურულ ვალდებულებას - გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა- კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა.

 

(საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის განჩინება საქმეზე №ბს246-243(კ-14)).

3.15. სასამართლომ აღნიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გამოუკვლევია საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.

3.16. სასამართლომ მიუთითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ელ--------–-----ის პირადი საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილად შესწავლის პირობებში ჰქონდა სრული საფუძველი და შესაძლებლობა, დროულად დაედგინა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, გამოეთხოვა ინფორმაცია სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისაგან. მოსარჩელის მიერ წარდგენილი და საჭიროების შემთხვევაში, გამოთხოვილი დოკუმენტაციის სრულყოფილად შემოწმების და ურთიერთშეჯერების შედეგად, არ მოხდებოდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მოსარჩელის განცხადების უარყოფა.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი ეფუძნება შემდეგ მოტივებს:

4.1. აპელანტი აღნიშნავს, რომ ჯ-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 03.03.2014 წლის N1----- წერილით ე. ლო----ს განემარტა, რომ ჯ-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის თაობაზე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მითითებული უარი ე. ლო---ის მიერ გასაჩივრდა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, რომლის დაკმაყოფილებაზე ე. ლო----ს 2014 წლის 2 მაისს თავდაცვის მინისტრის N1--- ბრძანებით უარი ეთქვა, რადგან თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოძიებული და მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ლო----ზე არც სამხედრო წოდების მინიჭების და არც სამხედრო მოსამსახურედ ყოფნის ფაქტები. აპელანტი მიუთითებს, რომ სახელფასო უწყისების თანახმად ლო----ს არ ერიცხებოდა წოდებრივი სარგო, რაც ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ იგი არ წარმოადგენდა სამხედრო მოსამსახურეს. აპელანტის მოსაზრებით ადმინისტრაციული საჩივრის ავტორზე გაიცა დასაბუთბული უარი ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

4.2. აპელანტის განმარტებით, მითითებული უარი და ჯ-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 03.03.2014 წლის N1----- წერილი ლო----მ გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში და მოითოხვა წელთა ნამსახურების დაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად.

4.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 08.10.2014 წლის (საქმეN3--------) გადაწყვეტილების თანახმად ელ--------–-----ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი გასაჩივრებული აქტები და დაევალა თავდაცვის სამინისტროს ლო---ის წელთა ნამსახურობის დაანგარიშება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

4.4. ჯ-- პირადი შემადგენლობის დეპარტამებტის 2016 წლის 28 აპრილის N3----- წერილით სოციალური მომსახურების სააგენტოში სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით გადაიგზავნა ლო---ის წელთა ნამსახურეობის გაანგარიშება სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. სააპელაციო საჩივარი დასაბუთებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით.

4.5. აპელანტი აღნიშნავს, უზენაესი სასამართლოს განმარტებით მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისთვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავლის სამართლებრივი წინაპირობა შემოიფარგლება კონკრეტული ვალდებულებითი ურთიერთობით და დამოკიდებულია ამ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შემოსავლის მიღების ალბათობაზე.

4.6. აპელანტი აღნიშნავს, რომ როცა ლო----ს წარმოეშვა სახელმწიფო კომპენსაციის გაცემის სამართლებრივი საფუძველი, თავდაცვის სამინისტრომ მაშინვე განახორციელა შესაბამისი ქმედება და წერილობითი მიმართვა წარდგენილ იქნა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში ლო---ისთვის სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

 

5. სააპელაციო პალატის მიერ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატა სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა-კანონიერების შეფასების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

5.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს იმავე კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

5.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია გაიზიაროს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგები მთლიანად ან ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ.

5.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალურ პასუხისგაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, #7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

6. სააპელაციო პალატა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის მოტივების შემოწმების მიზნით ყურადღებას ამახვილებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების შესახებ:

6.1. 1975-1977 წლებში ელ--------–-----ემ გაიარა სამხედრო სავალდებულო სამსახური, უმცროსი სერჟანტის წოდებით. ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის პოლკის მეთაურის 1992 წლის 01 მაისის №- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, გვარდიელი ელ--------–-----ე დაინიშნა ოცმეთაურად პოლკში 1992 წლის 01 მაისიდან და აყვანილი იქნა ყველა სახის კმაყოფაზე, ხოლო 1992 წლის 01 ოქტომბრის №6--- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ელ--------–-----ე გადაყვანილი იქნა ო–----------- თანამდებობიდან ა----------------- უფროსის თანამდებობაზე 1992 წლის 01 ოქტომბრიდან.

6.2. საქართველოს რესპუბლიკის I საარმიო კორპუსის ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 01 მაისის №5--- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ბრიგადის

ჩამოყალიბების მიზნით მოხდა ბრიგადის მართვის დაკომპლექტება ოფიცრებით, I და II ბატალიონის ჩამოყალიბება 1993 წლის 01 მაისიდან, II ბატალიონის რიგითი გახდა ელ--------–-----ე.

6.3. საქართველოს რესპუბლიკის I საარმიო კორპუსის ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის ბრიგადის მეთაურის 1993 წლის 01 აგვისტოს №---- ბრძანებიდან ამონაწერის თანახმად, ელ--------–-----ე გადაყვანილი იქნა რიგითის თანამდებობიდან რეზერვში უხელფასოდ 1993 წლის 01 აგვისტოდან.

6.4. საქართველოს ე---------–------------ დეპარტამენტის მიერ 2000 წლის 19 ივნისს გაცემული №8----- საბრძოლო მოკვლევის ოქმის თანახმად, 1993 წლის 02 ივლისს საბრძოლო დავალების შესრულების დროს ო-------ის რაიონის სოფელ ლ------აში დესანტის გადმოსხმის დროს ელ--------–-----ემ მიიღო ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და მკურნალობას გადიოდა ე---------–------------ სამედიცინო ასეულში.

6.5.საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დადგენილებით (2000 წლის 21 ივნისი, №3----) დადგინდა, რომ ელ--------–-----ეს მიღებული აქვს სამხედრო ტრავმა.

6.6. საქართველოს ე---------–------------ 1992 წლის 17 დეკემბრის №- ბრძანების ასლის თანახმად, 1992 წლის 17 დეკემბრიდან მივლინებული იქნა ს------ში, საომარი მოქმედებების რაიონში ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის პოლკის პ/შემადგენლობა, მათ შორის, ელ--------–-----ე (ტ.1. ს.ფ. 12-22).

6.7. დადგენილია, რომ საქართველოს შიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მაისის №3---------- წერილით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა მის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის გაცემაზე, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ე---------–------------ საარქივო მასალების მიხედვით მის შესახებ დაცულ ბრძანებებს (01.10.92წ. №--, 01.08.93წ. №----, 01.05.92 №-) არ გააჩნდა შესაბამისი რეკვიზიტები.

6.8. საქართველოს შიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 04 ივლისის №3---------- წერილით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა მის შესახებ ბრძანებიდან ამონაწერის გაცემაზე, რადგან საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ე---------–------------ საარქივო მასალების მიხედვით მის შესახებ დაცულ ბრძანებებს (06.93 №---- და №5---) არ გააჩნდა შესაბამისი რეკვიზიტები.

6.9. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №1--- ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ელ--------–-----ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 28 მაისის №3---------- და 2013 წლის 04 ივლისის №3---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები. საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა ერთი თვის ვადაში განეხილა ელ--------–-----ის 2013 წლის 01 მაისის და 2013 წლის 10 ივნისის განცხადებები 2013 წლის 02 სექტემბერს დაზუსტებული მოთხოვნების ფარგლებში და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.10. საქართველოს შიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4---------- წერილით ელ--------–-----ეს ეცნობა, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 19 სექტემბრის №1--- ბრძანების თანახმად ხელახლა იქნა განხილული მის შესახებ არსებული მასალები და შეიარაღებული ძალების საარქივო მასალებში, ყოფილი მოსამსახურეების შესახებ არსებულ დოკუმენტებში პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც განხილული იქნებოდა მის შესახებ ბრძანებებში არსებული ხარვეზების საკითხიც.

 

6.11. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 27 დეკემბრის MOD 8------------ ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ელ--------–-----ის საჩივარი, ბათილად იქნა ცნობილი J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტს დაევალა ერთი თვის ვადაში განეხილა ელ--------–-----ის მოთხოვნები და გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6.12. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 მარტის MOD 6------------ წერილით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა მხარის მიერ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 02 მაისის MOD 5------------ ბრძანებით ელ--------–-----ეს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

6.13. ელ--------–-----ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოითხოვა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 02 მაისის MOD 5------------ ბრძანებისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 მარტის MOD 6------------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და თავდაცვის სამინისტროსთვის ელ--------–-----ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშების დავალება სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში წარსადგენად, სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

6.14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2014 წლის 03 მარტის MOD 6------------ გადაწყვეტილება და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 02 მაისის MOD 5------------ ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაევალა მოსარჩელე ელ--------–-----ის წელთა ნამსახურობის გაანგარიშება, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტში წარსადგენად, სამხედრო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით.

6.15. სასამართლოს განმარტებით, საქმის მასალებით დასტურდება, საქართველოს სამხედრო ძალების ცენტრალური სამხედრო სამედიცინო საექსპერტო კომისიის დადგენილებით (2000 წლის 21 ივნისი №3----) დადგენილია, რომ ელ--------–-----ეს მიღებული აქვს სამხედრო ტრავმა. ასევე, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ისანი-სამგორის სოციალური მომსახურების ცენტრის 2014 წლის 28 მაისის №0--------- წერილით დასტურდება, რომ ელ--------–-----ეს დანიშნული აქვს და იღებს სოციალურ პაკეტს (მეორე ჯგუფი) შშმპ მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შემსაძლებლობის სტატუსის გამო თვეში 203 ლარის ოდენობით. აქედან 44 ლარს იღებს როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაინვალიდებული პირი. სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-ე მუხლის თანახმად, მოწმე შეიძლება იყოს ყოველი პირი, რომლისთვისაც ცნობილია რაიმე გარემოება საქმის შესახებ. მოცემულ საქმეზე მოწმე ტა-----–------–---–ის ჩვენებით იგი 1991-1994 წლებში იყო ე---------–------------ მეთაური, ეროვნული გვარდიაში საერთოდ არ მსახურობდნენ სამოქალაქო პირები და შეუძლებელია, ელ--------–-----ე ყოფილიყო ოცმეთაური წოდების გარეშე, მითუმეტეს, რომ მას ჰქონდა ნამსახურეობა ყოფილი სსრ კავშირის ჯარში და ჰქონდა სერჟანტის წოდება, ამასთან განმარტა, რომ არსებობდა წესი, რომლის თანახმად, სსრ კავშირის ჯარში მინიჭებულ წოდებას ქართულ ჯარში შეესაბამებოდა ერთი საფეხურით მაღალი სამხედრო წოდება და იმის გათვალისწინებით, რომ იყო საომარი მდგომარეობა, თავდაცვის სამინისტროს თუ ე---------–------------ კადრების სამსახურის ბრალეულობით არ იძებნება რაიმე დოკუმენტი, ეს არ შეიძლება ელ--------–-----ის საზიანოდ იქნეს გამოყენებული, რადგან იგი იყო სამხედრო მოსამსახურე სამხედრო წოდებით.

6.16. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ელ--------–-----ემ იმსახურა საქართველოს ე---------–------------ ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის ბრიგადაში 1992 წლის 1 მაისიდან 1993 წლის 1 აგვისტომდე. აღნიშნულ პერიოდში მოუწესრიგებელია ნორმატიული აქტები და შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც დასტურდება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის J-- პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის 2013 წლის 18 ოქტომბრის №4---------- წერილით, რომ შეიარაღებული ძალების საარქივო მასალებში, ყოფილი მოსამსახურეების შესახებ არსებულ დოკუმენტებში პრობლემატური საკითხების გადასაწყვეტად მიმდინარეობდა მუშაობა, სადაც განხილული იქნებოდა ელ--------–-----ის შესახებ ბრძანებებში არსებული ხარვეზების საკითხიც.

6.17. სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე თავდაცვის სამინისტროს განმარტება, რომ ბრძანებაში თუ არ არის მითითებული ელ--------–-----ის ნებისმიერი სამხედრო პირის წოდება, ეს ადასტურებს, რომ მას არ აქვს სამხედრო წოდება, რადგან საქმეში წარმოდგენილია 1992 წლის 17 დეკემბრის ბრძანება ქ. ჩო-–----–---–ის სახელობის პოლკის პირადი შემადგენლობის ს------ის საომარი მოქმედების რაიონში მივლინების შესახებ, სადაც არც ერთ პირს არ აქვს წოდება მინიშნებული, მათ შორის, ე---------–------------ მეთაური, მოწმე ტა-----–------–---–ი, სამხედრო წოდებით პ---–--------, არ არის მითითებული, ამდენად ბრძანებაში წოდების მიუთითებლობა არ შეიძლება იყოს წოდების არქონის დამადასტურებელი მტკიცებულება იმ პერიოდისათვის, როდესაც არის საომარი მდგომარეობა და დოკუმენტაციის მოწესრიგება ვერ ხერხდება. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

6.18. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 14 ივნისის №04----------- ცნობის შესაბამისად, ელ--------–-----ე იღებს კომპენსაციას თავდაცვის სამინისტროს ხაზით, მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის სტატუსის გამო, 2016 წლის პირველი ივნისიდან თვეში 230 ლარს, საყოფაცხოვრებო სუბსიდიას 44 ლარის ოდენობით (უვადოდ) (ტ.1. ს.ფ. 23).

6.19. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის 2016 წლის 8 ივლისის №0------------ ცნობის შესაბამისად, ელ--------–-----ეს დანიშნული ჰქონდა სოციალური პაკეტი როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს. გასაცემლის ოდენობა შეადგენდა 203 ლარს (159+44), რომლის გაცემა შეუწყდა 2016 წლის პირველი ივნისიდან სახელმწიფო პენსიის დანიშვნის გამო (ტ.1. ს.ფ. 24).

 

7.1. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მოცემული დავის გადასაწყვეტად სწორად იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით, რომელიც ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან.

7.2. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ განსაზღვრავს, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, იმავე კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

7.3. სააპელაციო პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების მიზნით ხელმძღვანელობს ასევე უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაიულ საქმეთა პალატის განმარტებით (საქმე #ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმად ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო."

7.4. სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები განმტკიცებულია სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით, რომლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

7.5. სააპელაციო პალატა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ელ--------–-----ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების კანონიერების შემოწმების მიზნით ხელმძღვანელობს ასევე სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

7.6. სააპელაციო პალატა თვლის, მოცემული დავის გადასაწყვეტად მნიშვნელოვანია ასევე სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ხოლო იმავე კოდექსის 411-ე მუხლში კი აღნიშნულია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

8.1. სააპელაციო პალატა თვლის, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ მიუხედავად ე. ლო---ის მიერ მოპასუხისადმი 2013 წლის პირველ მაისს მიმართვისა, სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ არ უზრუნველყო მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემა. ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებითაც დადგენილია, რომ თავდაცვის სამინისტროს უარი იყო უკანონო და მას თავიდანვე ჰქონდა შესაძლებლობა და ვალდებულება, რომ გაეცა მოთხოვნილი ინფორმაცია.

8.2. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას არ დაურღვევია კანონი, რის გამოც არ არსებობს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის სააპელაციო საჩივარი.

 

2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

 

4. სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული განჩინების მხარეთათვის გადაცემიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. N32), , თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი N7ა).

 

მოსამართლე მარიამ ცისკაძე