განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2ბ/676-18
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე - ანა გოგიშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
აპელანტები - ი----- ჯ-----–--ა, გ--- კ------ე
მოწინააღმდეგე მხარე - სს „თ-----------“
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების დასკვნებზე მითითება.
2.1. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება და სს „თ-----------ს'' სარჩელი დაკმაყოფილდა. ი----- ჯ---------- და გ--- კ------ეს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2----–-–-----------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 987.17 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2 878.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 49.75 აშშ დოლარი, ჯარიმა - 58.81 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. ი----- ჯ---------- და გ--- კ------ეს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 27 ივნისიდან 2----–-–------------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 878.61 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლი----- 11.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვი----ად შეადგენს - 26.91 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. ი----- ჯ---------- და გ--- კ------ეს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 2017 წლის 27 ივნისიდან 2----–-–------------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 878.61 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღი----- პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღი----ად შეადგენს – 14.39 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 დოლარისა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად. მოპასუხე გ------------- (თავდების) პასუხისმგებლობა თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემოიფარგლოს 5 000 აშშ დოლარით.
2.1.1. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ი----- ჯ---------- და გ------------- საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობისა და უსაფუძვლობის გამო. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
2.2. დასკვნები ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:
სს „ბ------------------“ და ი----- ჯ---------- შორის 2016 წლის 8 აპრილს დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N---------. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 3 750 აშშ დოლარის ოდენობით. წლი----- საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.22%-ით, კრედიტის ვადა - 42 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვი----ად ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს “ბ------------------ა’’და გ--- კ------ეს შორის 2----–-–------------–- დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა გ--- კ------ემ ძირითად მსესხებელ - ი----- ჯ----------თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 5 000 აშშ დოლარით.
ი----- ჯ-----–--ამ და გ--- კ------ემ 2----–-–-----------–-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს 2017 წლის 01 აპრილიდან. 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2----–-–------------–-- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2 987.17 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2 878.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 49.75 აშშ დოლარი, ჯარიმა - 58.81 აშშ დოლარი.
სს „ბ------------------“ და ი----- ჯ---------- შორის 2016 წლის 28 ივნისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. წლი----- საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 26 ივნისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.
ი----- ჯ-----–--ამ 2016 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 26 აპრილიდან. 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 28 ივნისის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 207.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 117.94 ლარი, პროცენტი - 11.16 ლარი, ჯარიმა -78.60 ლარი, დაზღვევა - 0.07 ლარი.
2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ-----------’’ წარმოადგენს სს ,,ბ-------------------’’ უფლებამონაცვლეს.
მოსარჩელე მოითხოვს ი----- ჯ---------- და გ--- კ------ეს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
- 2----–-–-----------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 987.17 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 878.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 49.75 აშშ დოლარი, ჯარიმა - 58.81 აშშ დოლარი.
- 2017 წლის 27 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2----–-–------------–-დ საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 878.61 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლი----- 11.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვი----ად შეადგენს - 26.91 აშშ დოლარი.
- 2017 წლის 27 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2----–-–------------–-დ საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 2 878.61 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღი----- პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღი----ად შეადგენს – 14.39 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 დოლარისა.
- ი----- ჯ---------- სს,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 ივნისის სანაკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 207.77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა -117.94 ლარი, პროცენტი - 11.16 ლარი, ჯარიმა - 78.60 ლარი, დაზღვევა - 0.07 ლარი.
სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე მუხლების თანახმად, ი-----დიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. ამასთან, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა. სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, ი-----დიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება
სააპელაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეისწავლა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების ნაცვლად უნდა შეიცავდეს მოკლე დასაბუთებას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ან უცვლელად დატოვების შესახებ. თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ საქმე განიხილა არსებითი ხასიათის საპროცესო დარღვევების გარეშე, ამასთან, არსებითად სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და არსებითად სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
4.1. წინამდებარე შემთხვევაში, მსჯელობის საგანს წარმოადგენს სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები, ი-----დიულად ამართლებენ თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები ი-----დიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები _ საქმის განხილვაში მიიღონ აქტი----- მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი ი-----დიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სსკ-ის 2321 მუხლი), სასამართლო სხდომაზე მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა უნდა განიმარტოს იმდაგვარად, რომ მხარეს სურვილი არ გააჩნია, უარყოს მოსარჩელის პრეტენზიები მის მიმართ და თანახმაა, სასამართლომ გაიზიაროს მისი მოთხოვნები. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება და დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების ი-----დიულ შეფასებას.
შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება ერთგვარ სასჯელს წარმოადგენს უპასუხისმგებლო მხარისათვის. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილების გამოტანა დასაშვებია მხოლოდ კანონით იმპერატიულად განსაზღვრული გარემოებებისა და პირობების აშკარად, ეჭვის გარეშე არსებობისას. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაირღვევა პირის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.
დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი საფუძვლები: 1) მოწინააღმდეგე მხარეს უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელის ასლი და იგი უნდა იყოს გაფრთხილებული შესაგებლის წარდგენის ვალდებულების ვადასა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით; 2) მოსარჩელის მოთხოვნას ი-----დიულად უნდა ამართლებდეს სარჩელში მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები. საპროცესო კოდექსის მითითებული ნორმების გათვალისწინებით, სასამართლოს საბანკო კრედიტის მარეგულირებელ ნორმებთან მიმართებით უნდა შეემოწმებინა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ი-----დიულად ამართლებდა თუ არა სასარჩელო მოთხოვნას, რაც განხორციელდა კიდეც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პალატა სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:
სს „ბ------------------“ და ი----- ჯ---------- შორის 2----–-–------------–- დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N---------. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 3 750 აშშ დოლარის ოდენობით. წლი----- საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11.22%-ით, კრედიტის ვადა - 42 თვე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვი----ად ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 10 აშშ დოლარი, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს “ბ------------------ა’’და გ--- კ------ეს შორის 2----–-–------------–- დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა გ--- კ------ემ ძირითად მსესხებელ - ი----- ჯ----------თან ერთად იკისრა ვალდებულება სოლიდარულად შეესრულებინა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 5 000 აშშ დოლარით.
ი----- ჯ-----–--ამ და გ--- კ------ემ 2----–-–------------–-- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვიეს 2017 წლის 01 აპრილიდან. 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეებს 2----–-–------------–-- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 2 987.17 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2 878.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 49.75 აშშ დოლარი, ჯარიმა - 58.81 აშშ დოლარი.
სს „ბ------------------“ და ი----- ჯ---------- შორის 2016 წლის 28 ივნისს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N---------------. მსესხებლზე გაიცა კრედიტი 400 ლარის ოდენობით. წლი----- საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 48%-ით, კრედიტის ვადა - 2017 წლის 26 ივნისამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიხვში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარის ოდენობით, ამას დამატებული 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა.
ი----- ჯ-----–--ამ 2016 წლის 28 ივნისის საბანკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაარღვია 2017 წლის 26 აპრილიდან. 2017 წლის 27 ივნისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 28 ივნისის N--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 207.77 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 117.94 ლარი, პროცენტი - 11.16 ლარი, ჯარიმა -78.60 ლარი, დაზღვევა - 0.07 ლარი.
2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ-----------’’ წარმოადგენს სს ,,ბ-------------------’’ უფლებამონაცვლეს.
მოსარჩელე მოითხოვს ი----- ჯ---------- და გ--- კ------ეს სს „თ-----------ს“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ:
- 2----–-–------------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2 987.17 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2 878.61 აშშ დოლარი, პროცენტი - 49.75 აშშ დოლარი, ჯარიმა - 58.81 აშშ დოლარი.
- 2017 წლის 27 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2----–-–-----------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 878.61 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლი----- 11.22% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვი----ად შეადგენს - 26.91 აშშ დოლარი.
- 2017 წლის 27 ივნისიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2----–-–------------–-- საკრედიტო N--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 2 878.61 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღი----- პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღი----ად შეადგენს – 14.39 აშშ დოლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1 000 დოლარისა.
- ი----- ჯ---------- სს,,თ-----------ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 28 ივნისის სანაკო კრედიტის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 207.77 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა -117.94 ლარი, პროცენტი - 11.16 ლარი, ჯარიმა - 78.60 ლარი, დაზღვევა - 0.07 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები როგორც მოვალის, ისე თავდები პირების მიერ სრულად არ შესრულებულა.
სამოქალაქო კოდექსის 404-ე მუხლით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოდასახელებული ნორმების გათვალისწინებით ცალსახაა, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ი-----დიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 27 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 ოქტომბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
6. საპროცესო ხარჯები
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, წინამდებარე გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი----- ჯ----------ა და გ------------- სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელი დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2017 წლის 18 დეკემბრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საკასაციო საჩივრის წარდგენის გზით.
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა გოგიშვილი