განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
160100112002741763
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 160100112002741763

საქმე № 1538-18

g ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

12 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: კახაბერ მაჭავარიანმა

სოფიკო კაპანაძის და მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,პროკურორის: გი-----------------ს

ადვოკატის: აი--------------ს

მსჯავრდებულის: ემ------------–----ს

თარჯიმნის: ზა---------------ს

მონაწილეობით,მსჯავრდებულ ემ------------–----ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ემ------------–----ს მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------- მცხ: დ----------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ’ ქვეპუნქტით.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენით, ემ------------–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4(ოთხი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ ემ------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა განესაზღვრა განაჩენის აღსრულების მიზნით დაკავების მომენტიდან.

ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 თებერვლის განჩინებით, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ემ------------–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 3(სამი)წელი 6(ექვსი)თვე და 22(ოცდაორი)დღე.

2018 წლის 29 აგვისტოს, ძებნილი ემ------------–---- დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ხოლო შემდეგ ექსტრადირებული იქნა საქართველოში და 2018 წლის 2 ნოემბერს შესახლდა N8 პენიტენციურ დაწესებულებაში.

ამავე განაჩენით, პროკურორსა და ბრალდებულ ის----–-----------ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ის----–-----------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 6(ექვსი)წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 88-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა ¼-ით და მოსახდელად განესაზღვრა 4(ოთხი)წელი და 6(ექვსი)თვე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი)წელი და 6(ექვსი)თვე განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 4(ოთხი)წელი.

ემ------------–---ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობა ესეი იგი, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სადგომში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში: 2012 წლის 12 თებერვალს რუ--–----------------, ემ------------–---- და არასრულწლოვანი ის----–-----------ი შეთანხმდნენ ფარულად შესულიყვნენ ბ---–----- რაიონის სოფელ ჯ--–-----–- მცხოვრები მ----–----------- საქონლის სადგომში, ორი სული მსხვილფეხა საქონლის ქურდობის მიზნით. 2012 წლის 13 თებერვალს, დაახლოებით 02 საათზე რუ--–----------------ს „ვაზ-2106“ მარკის ავტომობილით ისინი მივიდნენ სოფლის შესასვლელში არსებულ ხიდთან, სადაც გააჩერეს ავტომობილი, ხოლო თვითონ ფეხით მივიდნენ მ----–----------- სახლთან. რუ--–---------------- დარჩა ჭიშკართან, ხოლო ემ------------–---- და ის----–-----------ი შვიდნენ საქონლის სადგომში, საიდანაც გამოიყვანეს ორი სული მსხვილფეხა საქონელი, რომელიც მოათავსეს რუ--–----------------ს ავტომანქანის საბარგულში და სალონში. მათ ნაქურდალი საქონელი გადაიყვანეს ბ---–-----------------------–-–--------–-- სადაც მიჰყიდეს ფა------------------ს და ლაჩ-----------, რითაც 650 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენეს დაზარალებულს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ემ------------–---მა, რომელმაც მოითხოვა პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, 2019 წლის 12 მარტს, ბ---–----- რაიონული პროკურატურის პროკურორმა გი----------------მა შუამდგომლობით მომართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, მსჯავრდებულ ემ------------–----ს მიერ ბრალის აღიარებისა და სასჯელზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცების და მის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა იშუამდგომლა, რომ ემ------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ემ------------–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წელი 6(ექვსი)თვე და 22(ოცდაორი)დღე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2(ორი)წელი, 22(ოცდაორი)დღე ჩეთვალოს პირობით და საქრთველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი და 22(ოცდაორი)დღე.

საპროცესო შეთანხმების პირობებს მხარი დაუჭირეს მსჯავრდებულმა ემ------------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა.

სააპელაციო პალატამ განიხილა წარმოდგენილი შუამდგომლობა, მოუსმინა მხარეებს, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება, ის სრულად აცნობიერებს და აღიარებს იმ დანაშაულს, რომლის ჩადენაშიც მას ედება ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაცის ეთანხმება. მსჯავრდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების და სასჯელზე შეთანხმების შესახებ. ის აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობს თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებს დანაშაულს, შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებაში. ამასთან, მსჯავრდებულს განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ემ------------–----ს მიმართ წარდგენილი ბრალდება, გარდა მისი აღიარებისა, დადასტურებულია სასამართლოში გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმეების: ის----–-----------ის, მ----–-------------------–-------------–--------------,ფა------------------სი, რუ--–----------------ს ჩვენებებით დათვალიერების ოქმით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

პალატა აღნიშნავს, რომ შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 209-212-ე მუხლებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ პროკურორს და მსჯავრდებულ ემ------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 209-213-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. პროკურორ გი----------------სა და მსჯავრდებულ ემ------------–---ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდეს;

2. ბ---–----- რაიონული სასამართლოს 2012 წლის 10 აპრილის განაჩენში მსჯავრდებულ ემ------------–----ს მიმართ შევიდეს ცვლილება;

3. ემ------------–---- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით, იმავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 4(ოთხი)წლით და 9(ცხრა)თვით თავისუფლების აღკვეთა. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მსჯავრდებულ ემ------------–---ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდეს ¼-ით და მოსახდელად განესაზღვროს 3(სამი)წელი 6(ექვსი)თვე და 22(ოცდაორი)დღე, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 2(ორი)წელი, 22(ოცდაორი)დღე ჩეთვალოს პირობით და საქრთველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2(ორი)წელი და 22(ოცდაორი)დღე.

4. მსჯავრდებულ ემ------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2018 წლის 29 აგვისტოდან.

5. პირობითი მსჯავრის მოხდის განმავლობაში მსჯავრდებულ ემ------------–----ს ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

6.ნივთიერი მტკიცებულებები:

- ქსოვილის ნაწილაკები (ინახება ბ---–----- რაიონულ სამმართველოში) დაეთოს სისხლის სამართლის საქმეს მისი შენახვის ვადით.

7. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

8. პალატის განაჩენის გასაჩივრება მხარეებს შეუძლიათ საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი