განაჩენი

სისხლის სამართლის 18.03.2019
საქმის ნომერი
340100118002658643
ინსტანცია
თარიღი
18.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002658643

საქმე №1ბ/320-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

18 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მსჯავრდებულ ვ---------–---ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ვ---------–---ის, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №2----------), ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ლ----------------------------–--------–-ში, მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ---------–---მა ოჯახის წევრის მიმართ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო არ არის და არ გამოუწვევია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან.

 

აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 23 აგვისტოს, დილის საათებში, ლ----------------------------–--------–-ში, საცხოვრებელ სახლთან დაკავშირებული დავის გამო, ვ---------–---ს კამათი მოუხდა მამასთან, ვ--–-----–---თან, რა დროსაც ამ უკანასკნელს თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რასაც მოჰყვა ამ უკანასკნელის ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენით:

 

ვ---------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

მსჯავრდებულ ვ---------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 აგვისტოს 13:45 საათიდან.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ვ---------–---მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტი ითხოვს გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანას მისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით თ/აღკვეთის სახით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნას.

 

საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, „სააპელაციო საჩივრის განმხილველი სასამართლო უფლებამოსილია საჩივრის დასაშვებად ცნობიდან ორი კვირის ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილოს მხარის საჩივარი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულთა საქმეებზე, ასევე საჩივარი მხოლოდ სასჯელის შემცირების თაობაზე“.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულ ვ---------–---ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი ვ---------–---ის მიმართ, უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ვ---------–---ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და პრეიუდიციად იქნა მიჩნეული, კერძოდ, დაზარალებულ - ვ--–-----–---ის, მოწმეების – ნ--------–----ს, ნ-----–-----------ს, მ-----------–---ას, ნ---------–---ას გამოკითხვის ოქმების, ბრალდებულ ვ---------–---ის გამოკითხვის ოქმის და მის მიერ დანაშაულის აღიარების, სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის, ვ--–-----–---ის კომპიუტერული ტომოგრაფიული კვლევის ასლის, სტაციონარული პაციენტის ვ--–-----–---ის სამედიცინო ბარათის და სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ვ---------–---მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ვ---------–---ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის მინიმუმის - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ვ---------–---ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენით ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 16 (თექვსმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 29 იანვრის განჩინებით 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, მსჯავრდებულ ვ---------–---ს ერთი მეოთხედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლის სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 12 სექტემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქციით) დანიშნული სასჯელი - 16 (თექვსმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და აღნიშნული მუხლით მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით, რაც მოიხადა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კალენდარულად გათავისუფლდა 2017 წლის 4 აგვისტოს. მას მოცემული დანაშაულის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება) ჩადენის დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია (საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან რვა წლის შემდეგ).

 

ამდენად, მსჯავრდებულ ვ---------–---ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ანუ წინათ განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები, 2006 წლის 31 მაისამდე მოქმედი რედაქცია) ნასამართლევმა ვ---------–---მა ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული – ოჯახის წევრის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ნასამართლობა კანონით გათვალისწინებული წესით, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ ვ---------–---ისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა (სასჯელის ზომა) სრულიად კანონიერია იმ თვალსაზრისით, რომ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 111, 118-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაშიც მსჯავრი დაედო ვ---------–---ს, თავისუფლების აღკვეთის სახით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალური ვადა ერთი წელია.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ვ---------–---ისთვის დანიშნული სასჯელის სახე სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავიდან არიდებას. კერძო პრევენციის კუთხით პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ ვ---------–---ი ნასამართლევია განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ვ---------–---ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ---------–---ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ვ---------–---ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ ვ---------–---ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 30 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ვ---------–---ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ვ---------–---ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111,118-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

ვ---------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 23 აგვისტოს 13:45 საათიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ვ---------–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულება:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

ამოღებული პისტოლეტი, რომელიც ინახება საქართველოს შს სამინისტროს ლაგოდეხის რაიონულ სამმართველოში -გადაეცეს სახელმწიფოს საკუთრებაში;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოტანისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე