განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2019
საქმის ნომერი
340100118002582220
ინსტანცია
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 340100118002582220

საქმე №1ბ/333-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

დი--------–-----–--ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი: 2----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე: ლ--------ის რაიონი სოფელი გ--–----, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენით:

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დი--------–-----–--ის დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 3 (სამი) წელი.

 

დი--------–-----–--ის მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა:

1) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სისტემატიური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.

2) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

3) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

4) ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

1) ლ--------ის რაიონის სოფელ გ--–---ში მცხოვრები დი--------–-----–--ი, ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს, რაც მას ხდიდა აგრესიულს. 2016 წლიდან 2018 წლის ივნისის თვემდე დროის შუალედში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფი დი--------–-----–--ი, თავისი ოჯახის წევრების, მეუღლის - ტა--------------------ას, დის - ნა----–---–-----–----ას და მამის - იუ----–-----–--ის მიმართ სისტემატიურად ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, კერძოდ, სისტემატიურად აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რითაც ლახავდა მათ პატივს და ღირსებას, რაც იწვევდა დაზარალებულთა ტანჯვას.

2) 2016 წლის 17 ივლისს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ--------ის რაიონის სოფელ გ--–---ში, დი--------–-----–--იმ არასრულწლოვანი ოჯახის წევრის ან--–-----–----ას თანდასწრებით სცემა მეუღლეს - ტა--------------------ას, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

3) 2017 წლის 14 აპრილს, ლ--------ის რაიონის სოფელ გ--–---ში, დი--------–-----–--იმ დას - ნა----–---–-----–----ას ყელში მოუჭირა ხელი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

4) 2018 წლის 27 ივნისს, ღამის საათებში, ლ--------ის რაიონის სოფელ გ--–---ში, დი--------–-----–--იმ დას - ნა----–---–-----–----ას ხელის არეში დაარტყა მუშტი, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-----------–---–მა და ითხოვა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და დი--------–-----–--ისათვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა თავისუფლების აღკვეთის სახით მისი პირობითად ჩათვლის გარეშე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, კერძოდ, მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული, ძალადობრივი დანაშაულის 4 ეპიზოდი, ჩადენილი ოჯახის წევრების მიმართ. ასევე საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულებს შორის, უთანხმოება და კონფლიქტი არ არის ახალი და იგი გრძელდება წლების განმავლობაში. მსჯავრდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან (მეუღლესთან და მამასთან), რის გამოც არსებობს მათ შორის ახალი კონფლიქტის რისკი, რასაც შესაძლოა მოჰყვეს უფრო მძიმე შედეგი, მოცემულ შემთხვევაში კი მსჯავრდებულის მიმართ, სასამართლოს მიერ სასჯელის სახედ 2 წელი პირობითი სასჯელის გამოყენება არ შეიძლება იყოს სამართლიანი, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება სასჯელის მიზნებს და შესაძლოა პირიქით წამახალისებელიც გახდეს, როგორც მსჯავრდებულის ასევე სხვა პირთათვის.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახური ძალადობის ოთხი ეპიზოდის ჩადენის ფაქტი, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულების: იუ----–-----–--ის, ტა--------------------ას, მოწმეების: ან--–-----–----ას, ან---------–-----–----ას, ზვ-----------–-–---–ის, მი----–--------–---–ის გამოკითხვის ოქმები და სხვა უდავო მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

პალატა აღნიშნავს, რომ დი--------–-----–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულის აღიარება და გულწრფელი მონანიება. ასევე ის გარემოება, რომ მან მტკიცებულებები არ გახადა სადავოდ, ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას; იგი ოჯახის ერთადერთი მარჩენალია. დაზარალებულებს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნიათ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ მსჯავრდებულმა პატიმრობაში გაატარა ხუთი თვე, რაც, პალატის აზრით, მისთვის დამაფიქრებელი იქნება.

პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, რომ დანიშნული სასჯელი ზედმეტად ლმობიერია და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების მიღწევას. პალატას მიაჩნია, რომ პირობითი მსჯავრი საკმარისი იქნება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციისათვის, სასჯელის გამკაცრება არ არის აუცილებელი და შესაბამისად განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-----------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

დი--------–-----–--ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2017 წლის 14 აპრილის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

დი--------–-----–--ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 27 ივნისის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 1 (ერთი) წელი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დი--------–-----–--ის დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წელი, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე შეეცვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 3 (სამი) წელი.

 

დი--------–-----–--ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 27 ივნისის 20:15 საათიდან 2018 წლის 27 ნოემბრის ჩათვლით.

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი დაევალოს კახეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე