განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100117002853558
საქმე №1/ბ-268-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ნ-----------–--ს,მსჯავრდებულების: ვ----------–----–---–ის, გ---------------–---–ის,ადვოკატ: გ--–-------ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულების: ვ----------–----–---–ის და გ---------------–---–ის და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატის გ--–-------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ----------–----–---–ის მიმართ, დაბადებულის 19---–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #-----------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის: კ-----------------------–----------ში, მცხოვრების: თბილისში, მ----–------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით;
გ---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–--------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი #------------ ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: კა----------------------–-----–---–ი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენით ვ----------–----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით;
სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ვ----------–----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
გ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
ვ----------–----–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მანვე ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
გ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ჯგუფურად ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 28 ივლისს, დაახლოებით 10 საათზე, კ-----------------------–----------ში მდებარე ხ-------------------–---–ის საცხოვრებელი სახლის ეზოში, შელაპარაკების გამო ვ----------–----–---–მა და გ---------------–---–მა ხ-------------------–---–ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა სახისა და ტანის არეში ხელ-ფეხის რამდენჯერმე დარტყმით, რა დროსაც ხ-------------------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად. ამავე დროს, ვ----------–----–---–ი ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ხ-------------------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულებმა ვ----------–----–---–მა და გ---------------–---–მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–-------ემ, რომელთაც მოითხოვეს გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის დროს, 2019 წლის 22 მარტს, გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ნ-----------–--ს მიერ, ზემდგომი პროკურორის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა შუამდგომლობები სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და მსჯავრდებულებთან: ვ----------–----–---–თან და გ---------------–---–თან საპროცესო შეთანხმების დამტკიცების თაობაზე. კერძოდ, პროკურორმა საქმის განხილვისას დააზუსტა წარმოდგენილი შუამდგომლობა და მოითხოვა, რომ ვ----------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ვ----------–----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;
გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ შუამდგომლობას მხარი დაუჭირეს პროკურორმა ნ-----------–--მ, მსჯავრდებულებმა ვ----------–----–---–მა და გ---------------–---–მა და მათი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ--–-------ემ.
სააპელაციო პალატამ, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმებები მხარეთა შორის დადებულია ნებაყოფლობით, წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან სხვა რაიმე უკანონო დაპირების გარეშე, რომ მსჯავრდებულებს ჰქონდათ შესაძლებლობა, მიეღოთ კვალიფიციური იურიდიული დახმარება. ისინი სრულად აცნობიერებენ საპროცესო შეთანხმების, მათ შორის ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს, ასევე იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომელსაც ისინი ნებაყოფლობით აღიარებენ. მსჯავრდებულებისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ, აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნას ინფორმაცია, რომელსაც მიაწვდიან სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას. მსჯავრდებულები ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს, სრულად ცნობენ თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარებენ დანაშაულს. შეთანხმების ყველა პირობა ასახულია წერილობით საპროცესო შეთანხმებებში და დაზუსტებულია მხარეთა მიერ სასამართლო პროცესზე. მსჯავრდებულებს განემარტათ, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებს მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობისაგან.
საქმის მასალების შესწავლისა და განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, დაზარალებულ ხ-------------------–---–ის ჩვენებით, მოწმეების: ნ-----–-------------–---–ის შ--------------–--ის, გ-------------------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით, ტანსაცმლის ამოღების ოქმებით, ტრასოლოგიური, ქიმიური, ბიოლოგიური (გენეტიკური), სასამართლო-სამედიცნო ექსპერტიზის დასკვნებით, ნივთმტკიცებებით, დადგენილია, რომ ვ----------–----–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო გ---------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ამდენად, პალატა თვლის, რომ შუამდგომლობები აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი თავით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რის გამოც, საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას დაზუსტებული პირობებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 16 იანვრის განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება და დამტკიცდეს წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ ვ----------–----–---–ს შორის.
დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება დადებული პროკურორსა და მსჯავრდებულ გ---------------–---–ს შორის.
ცვლილება შევიდეს გორის რაიონული სასამართლოს სისხლის 2019 წლის 16 იანვრის განაჩენში.
ვ----------–----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედსაქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასჯელთა შთანთქმის წესის გამოყენებით, ვ----------–----–---–ს საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ვ----------–----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 იანვრიდან 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ 126-ე მუხლის 11-ლი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 1 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ გ---------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 16 იანვრიდან 2019 წლის 22 მარტის ჩათვლით და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მათი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ნივთიერი მტკიცებულებები - ავტომანქანა ,,ჰ----–--, სახ. № L--------- ცეცხლსასროლი იარაღი ,,ს----”, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და ტანსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს, ხოლო - ქვა, კენჭები, სისხლის კვლები, სისხლის და ნერწყვის ნიმუშები - განადგურდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შეიძლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი