განაჩენი

სისხლის სამართლის 15.03.2019
საქმის ნომერი
330100118002596103
ინსტანცია
თარიღი
15.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100118002596103

საქმე №1ბ/1532-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: თ------------------–---ს

ადვოკატის: შ--–---------–---–ის

მსჯავრდებულის: დ-------–--–-–---–ის

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ--–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის, დაბადებულის 1----–-–-----------–-, საქართველოს მოქალაქის (პირადი №0----------), საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლობის მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ-------–--–-------------------ში, მიმართ, დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ-------–--–-–---–მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 7 ივლისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქ-------–--–-------–-----–-------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, დ-------–--–-–---–მა ოჯახური ძალადობა განახორციელა ყოფილი მეუღლის - მ----------–-–-----–---–ის მიმართ, კერძოდ, თმაში რამდენჯერმე მოქაჩა ხელი და საწოლზე მიარტყმევინა თავი, რა დროსაც მ----------–-–-----–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

დ-------–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე და მერვე ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმდა და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან.

 

აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ--–---------–---–მა. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის თავდაპირველი მოთხოვნა იყო დ-------–--–-–---–ის მიმართ გამოტანილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა. სააპელაციო პალატის სხდომაზე შესავალ, დასკვნით და საბოლოო სიტყვაში დაცვის მხარემ შეცვალა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა და მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქების თვალსაზრისით, კერძოდ, სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით თ/აღკვეთის სახით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - 8 (თვის) ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის დაზუსტებულ მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დ-------–--–-–---–ის მიმართ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

საქმეში არსებული, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული, აგრეთვე, მხარეთა შეთანხმებით, საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ’’ პუნქტის საფუძველზე, პრეიუდიციად მიღებული მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების - გ-----–-–-----–---–ის, ს--–------–--–-–---–ის, გ---------------–---–ის, გ-------------–-–---–ის გამოკითხვის ოქმების, ექსპერტ გ---–--------------–---–ის ჩვენების, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის (თანდართული ფოტოცხრილით), შემაკავებელი ორდერის, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ-------–--–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

რაც შეეხება სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ისა და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის შ--–---------–---–ის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში - 8 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ, აღნიშნულს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულსა და მას შორის არსებული კონფლიქტი აღმოფხვრილია, მსჯავრდებულს აქვს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ დ-------–--–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით ნასამართლევია მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დ-------–--–-–---–ს დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით. საქმეში არსებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 18 ივლისის წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, დ-------–--–-–---–ს დაეკისრა ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, საიდანაც გადახდილია თანხა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და დარჩენილი დავალიანების ამოღების მიზნით დ-------–--–-–---–ი რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში. ამრიგად, მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ს მოცემული დანაშაულის (მხედველობაშია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება) ჩადენის დროისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია (საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებულს ნასამართლობა გაუქარწყლდება სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ).

 

ამდენად, მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის ქმედებაში სახეზეა საქართველოს სსკ–ის მე–17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი, ანუ წინათ განზრახი დანაშაულისათვის (საქართველოს სსკ–ის 260–ე მუხლის პირველი ნაწილი) ნასამართლევმა დ-------–--–-–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ–ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული – ოჯახში ძალადობა, ხოლო, როგორც ზემოთ აღინიშნა, მას ნასამართლობა კანონით გათვალისწინებული წესით, მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა აცხადებს, რომ მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ისთვის საქართველოს სსკ-ის 58–ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესით სასჯელის დანიშვნა (სასჯელის ზომა) სრულად კანონიერია იმ თვალსაზრისით, რომ დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას, ხოლო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაშიც მსჯავრი დაედო დ-------–--–-–---–ს, თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელს ითვალისწინებს ერთ წლამდე ვადით (2018 წლის 28 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა, აგრეთვე აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახე სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების თავიდან არიდებას. კერძო პრევენციის კუთხით პალატას საყურადღებოდ მიაჩნია ის გარემოება, რომ, როგორც აღინიშნა, დ-------–--–-–---–ი ნასამართლევია განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენისათვის, რომლისთვისაც დანიშნული სასჯელი ვერ აღმოჩნდა ეფექტური და შემაკავებელი ახალი დანაშაულის თავიდან ასაცილებლად და მან ჩაიდინა ახალი განზრახი დანაშაული. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ისთვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის დაზუსტებული სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი დ-------–--–-–---–ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, –

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ შ--–---------–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დ-------–--–-–---–ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

დ-------–--–-–---–ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-8 ნაწილების თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, დ-------–--–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით;

 

მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 16 ივლისიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ დ-------–--–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია;

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

შემთხვევის ადგილის ამსახველი ფოტოილუსტრაცია, დატანილი 1 (ერთ) ცალ სიდი დისკზე, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გ. კახეთელიძე