განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
120100118002526502
ინსტანცია
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 120100118002526502

საქმე №1ბ/433-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

 

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

მოსამართლე: მაია თეთრაული

 

სხდომის მდივანი: ანა გოცირიძე

 

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი: ე-–------------------–-–---–ი

 

დაცვის მხარე:

მსჯავრდებული: მ-----–------------- (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–-------------ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ა---–---–------------–-----------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.

ადვოკატი: ვ-–---–----------ე

 

მსჯავრდებული: ა------------------ (პირადი ნომერი №0----------), დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული: ა---–---–------------–--------------.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1(ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.

ადვოკატი: კ---------------ე

 

თარჯიმანი: თ------------------ი

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა თ---------------–---–მა, მსჯავრდებულმა ა------------------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა კ---------------ემ და მსჯავრდებულმა მ-----–-------------მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ვ-–---–----------ემ.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე, სახელმწიფო ბრალმდების ე-–------------------–-–---–ის მიერ, ზემდგომი პროკურორის პ-------------–-–---–ის თანხმობით, წარმოდგენილი იქნა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის პროკურორ ე-–------------------–-–---–სა და მსჯავრდებულებს მ-----–-------------სა და ა------------------ს შორის 2019 წლის 22 მარტს მიღწეული საპროცესო შეთანხმების ოქმები და შუამდგომლობა.

 

მხარეებმა ითხოვეს საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ა------------------ი 2014 წლის 19 დეკემბრიდან მუშაობდა შპს „ა---–---–---------------–----------- დირექტორად, ხოლო მ-----–-------------ი 2017 წლის 1 ოქტომბრიდან მუშაობდა შპს „ა---–---–---------------–----------- უფროსი კონტროლიორის თანამდებობაზე. შპს „ა---–---–---------------–----------- დაფინანსების ერთ-ერთ წყაროს წარმოადგენდა ფიზიკური და იურიდიული პირის მიწოდებული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავალი და ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ 2015 წელს შპს „----–---–---------------–---------- დროებით სარგებლობაში გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კუთვნილი უძრავი ქონება - ქ------–---–----------------–------------ში მდებარე 1830 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (ს---------------), ქ------–---–----------------–------------ში მდებარე 122 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (საწყობი) (ს---------------) და ქ------–---–----------------–------------ში მდებარე 30 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი (სასწორის მეურნეობა) (ს---------------).

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N-- „აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაყიდვის მომსახურების ტარიფების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების თანახმად, ქ. ახალქალაქის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე სასაწყობო შენობებში პროდუქტების შენახვისთვის ერთი კვადრატული მეტრი ფართის დღიურად გაქირავების ფასი წარმოადგენდა ორ ლარს. ა------------------მა და მ-----–-------------მა განიზრახეს თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით ფინანსური სარგებლის მიღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მ-----–-------------ი, როგორც შპს „ა---–---–---------------–----------- თანამშრომელი, ხელმძღვანელ ა------------------თან შეთანხმებით 2018 წლის 11 მაისს შეხვდა სისხლის სამართლის საქმეზე ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებელ მ----------–-–---–ს სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ა---–---–---------------–----------- ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ, სისხლის სამართლის საქმეზე დაგეგმილ ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებელ მ----------–-–---–ს მოსთხოვა ფულადი თანხა, თუმცაღა რაოდენობა არ დაუკონკრეტებია, ვინაიდან არ ჰქონდა გარკვეული დირექტორთან მისაღები თანხის ოდენობა. მ-----–-------------ი 2018 წლის 14 მაისს, კვლავ, ა------------------თან შეთანხმებით, შეხვდა მ----------–-–---–ს და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ა---–---–---------------–----------- ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ მოსთხოვა 1000 ლარი. დამატებით პირობების შეთანხმებისა და დაზუსტების მიზნით 2018 წლის 15 მაისს ა------------------ი და მ-----–------------- შეხვდნენ მ----------–-–---–ს და სათანადო ხელშეკრულების გაფორმებისა და ოფიციალური ანგარიშსწორების გარეშე შპს „ა---–---–---------------–----------- ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრი შენობის ერთი თვით სარგებლობის სანაცვლოდ მოსთხოვეს შეთანხმებული ფულადი თანხა, ამასთან დირექტორის მითითებით მოთხოვნილი თანხა მ----------–-–---–ს უნდა გადაეცა მ-----–-------------ისათვის. 2018 წლის 16 მაისს მ-----–-------------მა ა------------------თან შეთანხმებით და დავალებით შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარს“ ტერიტორიაზე მდებარე დაახლოებით 50 კვადრატული მეტრის შენობის (საწყობის) მიქირავების სანაცვლოდ, აღნიშნული შენობის სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმების გარეშე, რათა ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N-- დადგენილებით დადგენილი ტარიფი, 3000 ლარი, არ შესულიყო შპს „ა---–---–---------------–----------- ანგარიშზე და არ მოხმარებოდა მისი ხარჯების ანაზღაურებას, სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, პირადი და სხვა პირის სასარგებლოდ მ----------–-–---–ისგან აიღო 1000 (ათასი) ლარი, ხოლო მან გადასაცა შენობის გასაღები.

 

საპროცესო შეთანხმების არსი:

 

წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმებით, მ-----–-------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

ა------------------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალოს პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გარდა მსჯავრდებულების მ-----–-------------ისა და ა------------------ის აღიარებებისა, საქმეზე შეკრებილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 19 დეკემბრის N--- ბრძანებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 19 დეკემბრის N6-- ბრძანებით, შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარი“-ს დირექტორის ა------------------ის 2017 წლის 1 ოქტომბრის ბრძანებით, შპს „ახალქალაქის აგრარული ბაზარი“-ს დებულებით, 2015 წლის უსასყიდლო უზურფუქტის ხელშეკრულებით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 26 თებერვლის N-- დადგენილებით, 2018 წლის 27 ივნისის დათვალიერების ოქმით, მოწმეების გ----------------–--ის, მ----------–-–---–ის, თ------–--–-----–---–ის, ვ-------------ის, შ--–------–----ის, მ----------–---–ის, ა----------------ის, ი----------–----ის, ი-----------------–---–ის, ა----–------ის, გ-----------------ის, რ----------------ის, პ-------------ის, პ--------------–---–ის ჩვენებებით ფარულის საგამოძიებო მოქმედების ამსხველი ჩანაწერით, სს „თიბისი ბანკის“ და სს „საქართველოს ბანკის“ ამონაწერებით, 2.07.2018წ. გადამხდელთა ერთიანი ელექტრონული ბაზის დათვალიერების ოქმით, მ-----–-------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ა------------------ის დაკავების ოქმით და სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად დასტურდება მსჯავრდებულების მ-----–-------------იდა და ა------------------ის მიერ მათზედ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

პალატამ მოუსმინა მხარეებს, იმსჯელა შუამდგომლობის საფუძვლიანობაზე და მივიდა დასკვნამდე, რომ პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა საფუძვლიანია, შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით და მისი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სასამართლო დარწმუნებულია, რომ საპროცესო შეთანხმების დადებისას ადგილი არ ჰქონია მსჯავრდებულთა მიმართ ძალადობას, დაშინებას, მოტყუებას ან რაიმე სხვა უკანონო დაპირებას, აღნიშნული შეთანხმება ნებაყოფლობითია და მიღწეულია მსჯავრდებულების მხრიდან მათ ადვოკატებთან შესაბამისი იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ.

 

სააპელაციო სასამართლო სხდომაზე დადგენილი იქნა, რომ მსჯავრდებულები მ-----–-------------ი და ა------------------ი სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მათ ედებათ ბრალი და ამ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს. მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მსჯავრდებულები აცნობიერებს, რომ სასამართლო უფლებამოსილია არ მიიღოს მხედველობაში შეთანხმების საფუძველზე პროკურორის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა, მათთვის ასევე ცნობილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ.

 

შუამდგომლობა სასამართლოში წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის XXI თავის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

შუამდგომლობა წარმოდგენილია საქართველოს სსსკ-ის 212-ე მუხლის მოთხოვნათა თანახმად და პალატა უფლებამოსილია იმსჯელოს მისი დამტკიცების თაობაზე.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

პალატამ მიიჩნია, რომ ა------------------მა ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც საწარმოში და ორგანიზაციაში მუშაობს ამ ორგანიზაციაში, ახორციელებს ხელმძღვანელობით უფლებამოსილებას პირდაპირ და არაპირდაპირ, თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის მოთხოვნა, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება და თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით; მ-----–-------------მა ჩაიდინა კომერციული მოსყიდვა - იმ პირის მიერ, რომელიც მუშაობს ამ ორგანიზაციაში, პირდაპირ თავის და სხვა პირის სასარგებლოდ ფულის გადაცემის მოთხოვნა და მიღება, რათა მან განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, თავისი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევით, მომსყიდველის ინტერესებისათვის, ჩადენილი ჯგუფურად, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 209-215-ე მუხლებით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 298-ე მუხლის მე-2 ნაწილით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

დამტკიცდეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი საპროცესო შეთანხმება პროკურორ ე-–------------------–-–---–სა და მსჯავრდებულებს მ-----–-------------სა და ა------------------ს შორის.

 

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 4 თებერვლის განაჩენში შევიდეს ცვლილება.

 

მ-----–-------------ი ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

მ-----–-------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია.

 

მ-----–-------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 16 მაისიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით.

 

მ-----–-------------ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ა------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშვედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალოს პირობითად, 1(ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000(ორიათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ა------------------ს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 21 მაისიდან 2018 წლის 22 ივნისის ჩათვლით, 2019 წლის 4 თებერვლიდან 2019 წლის 26 მარტის ჩათვლით და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

ა------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში ყადაღა მოეხსნას გირაოს უზრუნველსაყოფად 10000 ლარის ფარგლებში დაყადაღებულ ა------------------ის საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მდებარე ა---–---–-----------–--------------, საკადასტრო კოდი 6----------- ფართობი 4855.00 კვ.მ.

 

სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: 4 ცალი დისკი (ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩანაწერით), რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით; შენობის გასაღები, განადგურდეს; მ-----–-------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1000 ლარი - განთავსებულია 1 ფაილში, დაუბრუნდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშების სამმართველოს.

 

პირობით მსჯავრდებულების ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მსჯავრდებულებს დაევალოთ პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალონ საცხოვრებელი ადგილი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოსამართლე: /მ. თეთრაული/