განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100118002282415
საქმე N 1ბ/980-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატა შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ხ-------------–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: გ------------–---ი, დაბადების თარიღი: 1----–-–---------–--ი, საქართველოს მოქალაქე, პირადი N0----------, არასრული უმაღლესი განათლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, გ-–-------------------------------------------.
ადვოკატი: დ-------------ე.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილი.
სასჯელი:
თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ------------–---ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------ემ, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, იმ საფუძვლით, რომ განაჩენი არის დაუსაბუთებელი, ეწინააღმდეგება როგორც ქვეყნის შიდა კანონმდებლობას ასევე საერთაშორისო აქტებს. აპელანტს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ გ------------–---ის ბრალდებას. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მოწმეების ჩვენებები არათანმიმდევრული და არასარწმუნოა. დაზარალებულმა განმარატა, რომ მას ესმოდა მათ მიერ დაკავებული სხვა პირების ყვირილის ხმა, რაც არცერთ სხვა მოწმეს, კერძოდ: ი-----–----–----–---–ს, ვ------------------ეს, ა-–---------- ო-------–-–---–ს, მ--–-----------–---–ს და ს---–---–---------–---ს არ გაუგონიათ, ხოლო ა-–---------- ო-------–-–---–მა და მ--–-----------–---–მა მხოლოდ გ------------–---ის გინება გაიგეს და შეესწრნენ ზუსტად იმ მომენტს როცა მან თავი ჩაარტყა შ----------–----ს. ვ------------------ემ კი დაკითხვისას განმარტა, რომ გ------------–---მა შუბლი ჩაარტყა შ----------–----ს სახეში. მტკიცებულებების გამოკვლევის დროს, ვ------------------ემ, შ----------–----მა და ი-----–----–----–---–მა დაადასტურეს, რომ გ------------–---ს ჩხრეკა გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, ჩაუტარდა ადგილზე (რაც გ------------–---მაც დაადასტურა), თუმცა აღნიშნული ოქმები სისხლის სამართლის საქმეში არ დევს. სასამართლო-სამედიცინო ესპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა კატეგორიულად განაცხადა, რომ გ------------–---ს თავის არეში დაზიანება აღენიშნებოდა მხოლოდ მარჯვენა საფეთქლის არეში, ხოლო შ----------–----ს ზედა ტუჩის მარცხენა მხარეს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მოწმეთა ჩვენებებს, ვინაიდან ყველა მოწმემ სასამართლოს განუცხადა, რომ გ------------–---მა შ----------–----ს შუბლი ჩაარტყა სახეში. რაც არ ემთხვევა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულ გარემოებებს. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა გ------------–---ის ჩვენება რაც სრულ თანხვედრაშია ექსპერტიზის დასკვნასთან. ჩვენებაში გ------------–---მა განმრატა, რომ მას შემთხვევით მოუხვდა თავი მის უკან მყოფ პოლიციელზე. აპელატს მიაჩნია, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა არათუ ერთობლიობა, არამედ ერთი უტყუარი მტკიცებულებაც კი, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა გ------------–---ის ბრალეულობას, ხოლო დაინეტრესებულ მოწმეთა არათანმიმდევრული, არადამაჯერებელი და ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებები არ შეიძლება გახდეს პირის მსჯავრდების საფუძველი.
ბრალდების მხარეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარმოუდგენია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, მსჯავრდებულმა გ------------–---მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა დ-------------ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ბრალდების მხარემ ითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
სასამართლომ დაადგინა:
გ------------–---მა, ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისში, ლ---------------- ა-ში მდებარე შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის დაკავებული გ------------–---ი თავს დაესხა გ-–-----------–-----ის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების გამომძიებელს შ----------–----ს, რა დროსაც ძლიერად დაარტყა თავი სახეში და მიაყენა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მსჯავრდებულმა გ------------–---მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს, მეგობრებთან - ნ---------–--ესთან და გ-----------------სთან ერთად ნ---------–--ის მართვის ქვეშ მყოფი „Honda Fit“-ის მარკის თეთრი ფერის ავტომანქანით იმყოფებოდა გ-–----ის ტერიტორიაზე. გვიან ღამე მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციელები და სამივეს ადგილზე ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ჩხრეკის შედეგად მისგან კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, ხოლო მისი მეგობრებისგან ამოიღეს თუ არა რამე მან არ იცის. ამის შემდეგ ისინი დააკავეს და გადაიყვანეს ა----–ის პოლიციაში. დაკავებისას, მას არ გაუწევია წინააღმდეგობა და არც შეუგინებია. პოლიცილებს ადგილზე დაკავების ოქმი არ შეუდგენიათ. პოლიციაში მისვლისას, მას სცემდნენ, რის გამოც თავი ვეღარ შეიკავა და დაიწყო გინება და ყვირილი. იგი აიყვანეს შენობის მე-2 სართულზე, ერთ-ერთ ოთახში, სადაც იყო რამდენიმე მისთვის უცნობი პოლიციელი. ოთახში ყოფნისას, იგი იჯდა დივანზე, ხელები ჰქონდა უკან, ორივე ხელზე ედო ხელბორკილი და თავი ჰქონდა დახრილი. რამდენიმე პოლიციელმა ხელებისა და ფეხების გამოყენებით სცემა ისეთ ადგილებზე, სადაც არაფერი დაემჩნეოდა, კერძოდ, თავის, წელისა და ფეხების არეში. ვინაიდან იგი ცემის დროს ხელბორკილდადებული იყო დარტყმების მოსაგერიებლად თავს იქნევდა, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს შემთხვევით მოარტყა თავი, მაგრამ არ დაუნახავს რომელს. რის შემდეგაც ის დააკავეს პოლიციელზე თავდასხმისათვის. დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, არც შეუგინებია, შედგენილ ოქმზე კი მოაწერა ხელი, ასევე გადაეცა დაკავების ოქმის ასლი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ შ----------–----ის ჩვენებით დადგენილია, რომ 18 წელია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. დღეის მდგომარეობით, ისევე როგორც 2017 წლის 19 დეკემბერს, მუშაობდა საქართველოს შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გ-–-----------–-----ის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. მისი ფუნქციური მოვალეობაა ტერიტორიის მთლიან ნაწილზე დახმარება აღმოუჩინოს განყოფილებებს საქმის ვითარებიდან გამომდინარე. დეკემბრის თვეში, ხელმძღვანელობის დავალებით, იგი იმყოფებოდა გ-–-----------–-----ის მ--------------–--აში, „ნიკორას“ ფირმის მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე პიროვნებების დასაკავებლად. სამოქმედო ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ ვ------------------ე და ი-----–----–----–---–ი. მათ ხ------–---–ის ქუჩაზე დაინახეს ავტომანქანა - თეთრი ფერის ,,Honda Fit“, რომელშიც სავარაუდო დამნაშავეები უნდა ყოფილიყვნენ და გააჩერეს. მანქანაში იყო სამი პიროვნება, რომლებსაც განუმარტეს, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და წარუდგინეს საბუთები. აღნიშნულზე მათი მხრიდან წამოვიდა აგრესია. პოლიციის თანამშრომლებმა დაიწყეს აღნიშნული სამი პირის პირადი ჩხრეკა, გადაუდებელი აუცილებლობის გამო დადგენილების წარდგენის შემდეგ. ჩხრეკის შედეგად გ------------–---ისაგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა, მასთან ერთად მყოფი პირებისგან კი ამოღებულ იქნა ხელთათმანები და იარაღი. ჩხრეკა მიმდინარეობდა სიტყვიერი შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის ფონზე, რის გამოც გ------------–---ს ადგილზე დაადეს ხელბორკილები, იძულების წესით დააკავეს ადმინისტრაციულად და გადაიყვანეს გ-–-----------–-----ის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში. საგამოძიებო მოქმედებაში მასთან ერთად მონაწილეობდა ვ------------------ე და ი-----–----–----–---–ი. ჩხრეკის ოქმის შედგენა მოხდა ადგილზე, ხოლო ადმინისტრაციული დაკავების ოქმი შედგენილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. პოლიციის შენობაში მისვლის შემდგომ, დაკავებულ პირებს ერთმანეთთან კონტაქტი, რომ არ ჰქონოდათ მოათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში. ვინაიდან, ადმინისტრაციული დაკავების ოქმი არ იყო შედგენილი, გ------------–---ი დროებითი მოთავსების იზოლატორში არ გადაუყვანიათ და პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში მე-2 სართულზე, პოლიციის უფროსის მოადგილის ოთახში იმყოფებოდა. აღნიშნულ ოთახში ასევე იმყოფებოდნენ ვ------------------ე და ი-----–----–----–---–ი. გ------------–---ი კვლავ განაგრძობდა სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. მათ ა---–---ს არაერთხელ მოუწოდეს შეეწყვიტა ამგვარი ქცევა, თუმცა, მათ შენიშვნებს რეაგირება არ მოჰყოლია. ა---–---ი ცდილობდა როგორც საკუთარი თავის, ისე სხვის დაზიანებას, რის საშუალებასაც ისინი არ აძლევდნენ. გვერდით ოთახებიდანაც გამოდიოდა დაკავებულების ხმა, რომლებიც ა---–---ის მსგავსად სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და ითხოვდნენ გათავისუფლებას. ოთახში მყოფი პოლიციის სხვა თანამშრომლები, იქვე არსებულ სკამებსა და დივანზე ისხდნენ. ი-----–----–----–---–ი ავსებდა ოქმებს. გ------------–---ი წამოდგა და დაიწყო კვლავ უშვერი სიტყვებით ლანძღვა და მას გამიზნულად თავი ჩაარტყა სახის არეში, რის გამოც გაუსკდა ზედა ტუჩი მარცხენა მხარეს. აღნიშნულის გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მიერ გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც დაადეს ექვსი ნაკერი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ოთახი, სადაც აღნიშნული ფაქტი მოხდა, მდებარეობს პოლიციის შენობის შესასვლელიდან მეორე სართულზე, ხელმარცხნივ, ზომით არ არის დიდი, დგას ხელმძღვანელის სამუშაო მაგიდა თავისი სკამებით, დივანი, სეიფები. გ------------–---ის მიმართ არც დაკავების ადგილზე და არც შენობაში პოლიციელების მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. რაც შეეხება დაკავებას, აღნიშნულ დროს მათ გამოიყენეს ფიზიკური პროპორციული ძალა. აღნიშნულ შემთხვევამდე იგი გ------------–---ს არ იცნობდა და არ ჰქონია მოტივი რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფა მიეყენებინა.
მოწმე ი-----–----–----–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ დაახლოებით ერთი წელია, რაც მუშაობს გ-–-----------–-----ის პოლიციის მ--------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 18 დეკემბერს გ-–-----------–-----ის განყოფილებაში დაიწყო გამოძიება ს-------–---–ის გამზირზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიის დაყაჩაღების ფაქტზე. მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რაიონული პროკურორის მითითებით, შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი გ-–-----------–-----ის მ--------------–--ისა და გ-–-----------–-----ის სამმართველოს დეტექტივ თანამშრომლების შემადგენლობით. მის ჯგუფში იყვნენ შ----------–----ი და ვ----–----------ე. შექმნილი ოპერატიული ჯგუფები გაემართნენ გ-–----ში, სადაც გაჩერებული იქნა თეთრი ფერის ავტომანქანა ,,Honda Fit“. აღნიშნულ ავტომანქანასთან მიახლოებისას, დაინახეს, რომ მასში იჯდა სამი პიროვნება. მიახლოვებისთანავე ისინი წარუდგნენ როგორც პოლიციელები, ამასთან ატარებდნენ სამსახურებრივ უნიფორმას და მოუწოდეს, რომ დაედასტურებინათ თავიანთი ვინაობები, ასევე გადმოსულიყვნენ მანქანიდან, რაზეც ისინი დაემორჩილნენ. გ------------–---ი ავტომობილშივე იყო გაღიზიანებული და უწმაწური სიტყვებით მიმართავდა მათ. პოლიციელებს ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ხსენებულმა პირებმა დააყაჩაღეს „ნიკორას“ მაღაზია და თან უნდა ჰქონოდათ კანონსაწინააღმდეგო ნივთები, რომელიც ყაჩაღობის ჩადენისას გამოიყენეს, სავარაუდოდ - ცეცხლსასროლი იარაღი, დანა და ხელთათმანები. მათ ხსენებულ პირებს წარუდგინეს გადაუდებელი აუცილებლობით პირადი ჩხრეკის ჩატარების შესახებ დადგენილება და დაიწყეს ჩხრეკა. ჩხრეკის მიმდინარეობისას, ა---–---ი ილანძღებოდა და გამოხატავდა აგრესიას. პირადი ჩხრეკის შედეგად მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, რაზეც ოქმში მან თავად მოაწერა ხელი. ა---–---ის ემოციური მდგომარეობა ცვალებადი იყო - ხან წყნარდებოდა, ხან კი კვლავ აგრესიული ხდებოდა. დანარჩენი ორი პიროვნებისგან ამოღებული იქნა იარაღის მსგავსი საგანი, ხელთათმანები და დანა, რისი დანახვის შემდეგ გ------------–---მა კვლავ დაიწყო ლანძღვა და ცდილობდა ხელი ეკრა პოლიციელებისთვის. მათ რამდენჯერმე მოუწოდეს მას სიმშვიდისკენ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ მოუწიათ მისი ადმინისტრაციული წესით დაკავება და დაადეს ხელბორკილები. თუმცა, მისი ქცევიდან გამომდინარე, ოქმის შედგენა ადგილზე ვერ მოხერხდა და იგი გადაიყვანეს გ-–-----------–-----ის მ--------------–--აში. ავტომობილში გ------------–---ი იჯდა უკან, ი-----–----–----–---–თან ერთად. დაკავებული იყო აგრესიული, ცდილობდა მათთვის დაერტყა და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას. განყოფილებაში მისი აგრესიულობიდან გამომდინარე, იგი განათავსეს მეორე სართულზე პოლიციის უფროსის მოადგილის ოთახში განცალკევებით, სადაც ასევე იმყოფებოდნენ თვითონ, შ----------–----ი და ვ----–----------ე. აღნიშნული ოთახში დგას მაგიდა, კომპიუტერი, ერთი დივანი და სკამები. იგი ავსებდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმს, ხოლო შ----------–----ი და ვ----–----------ე ცდილობდნენ გ------------–---ის დაწყნარებას, რადგან იგი კვლავ იგინებოდა, ილანძღებოდა და ფეხებს იქნევდა, რომ მათთვის მოეხვედრებინა. ოქმის შედგენის დასრულების შემდეგ, ა---–---მა მასზე ხელი მოაწერა, რა დროსაც ბორკილები გახსნილი ჰქონდა და იყო მშვიდ მდგომარეობაში, თუმცა, შემდეგ კვლავ განაგრძო არაადეკვატურად მოქცევა, რა დროსაც წამოდგა, გაუსწორდა მის სიახლოვეს მყოფ შ----------–----ს და თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც შ----------–----ს გაუსკდა ტუჩი და წამოუვიდა სისხლი. მისთვის უცნობია დარტყმა ა---–---მა განზრახ განახორციელა თუ შემთხვევით. ყვირილის დროს, ოთახში შემოვიდა მათი ორი თანამშრომელიც, რომლებმაც ოთახიდან გაიყვანეს შ----------–----ი, ხოლო ოთახში ა---–---თან დარჩნენ იგი და ვ------------------ე. მოგვიანებით მისთვის ცნობილი გახდა, რომ შ----------–----ი სასწრაფო დახმარებამ გადაიყვანა საავადმყოფოში, სადაც მას დაადეს ნაკერები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, მან პატაკით მიმართა ხელმძღვანელობას და მოახსენა მომხდარი ფაქტის შესახებ. მან ასევე სისხლის სამართლის წესით დააკავა გ------------–---ი, შეადგინა დაკავების ოქმი, განუმარტა უფლებები და გააცნო დაკავების ოქმი, რაც ა---–---მა ხელის მოწერით დაადასტურა. აღნიშნულის შემდეგ გ------------–---ი გადაყვანილ იქნა წინასწარი დაკავების იზოლატორში და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მოწმის განმარტებით, ვინაიდან გ------------–---ი ხშირად იყო აგრესიული, პოლიციის თანამშრომლებს უწევდათ პროპორციული ძალის გამოყენება, რასაც შესაძლოა გამოეწვია დაზიანებები.
მოწმე ვ------------------ის ჩვენებით დგინდება, იგი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამჟამად იგი არის თბილისის ძ---–-------–--ის სამმართველოს 1--–------------–--ის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი, ხოლო 2017 წლის 04 მარტიდან 2018 წლის 26 აპრილამდე მუშაობდა თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს დეტექტივების განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მიღებული იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომ დანაშაულის ჩამდენი სამი პირი გადაადგილდებოდა ავტომანქანით და თან ჰქონდათ ცეცხლსასროლი იარაღი. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები, მათ შორის ერთ-ერთი ჯგუფი იყო მისი, შ----------–----ისა და ი-----–----–----–---–ის შემადგენლობით. ისინი პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციული შენობიდან გავიდნენ პატაკში მითითებულ მისამართზე, კერძოდ გ-–----ის მ-----------------------------ბს შორის გზაზე ,,Honda Fit“-ის ავტომობილის გასაჩერებლად. ადგილზე მისულს ავტომანქანა გაჩერებული დახვდა. მან, შ----------–----მა და ი-----–----–----–---–მა დაადგინეს ავტომანქანაში მყოფი სამი პირის ვინაობა და გ------------–---ს ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, რა დროსაც პოლიციელებს იგი უწევდა წინააღმდეგობას, ხოლო როდესაც განუმარტეს, რომ მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა, იგი დაწყნარდა და ოქმი ხელმოწერით დაადასტურა. გ------------–---ს ხელბორკილი პირადი ჩხრეკისას არ ჰქონია დადებული, ის ადმინისტრაციული წესით დაკავების შემდეგ დაადეს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა დანარჩენი ორი პირის პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი და სხვა ნივთები. აღნიშნული პირები იყვნენ აგრესიულები და აყენებდნენ შეურაცხყოფას პოლიციელებს. ვინაიდან გ------------–---ი იყო აგრესიული, უწევდა წინააღმდეგობას პოლიცილებს და აყენებდა მათ შეურაცხყოფას დაკავებული იქნა ადმინისტრაციული წესით. მისი ქცევის გამო, ადმინისტრაციული დაკავების ოქმის შედგენა ადგილზე ვერ მოხდა. აღნიშნული ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში. გ------------–---ი მოათავსეს მეორე სართულზე პოლიციის უფროსის მოადგილის ოთახში. გ------------–---ის ემოციური მდგომარეობა ცვალებადი იყო - მომენტებში იგი იყო აგრესიული, ხან კი მშვიდდებოდა. მას სხვა ოთახებიდან ხმაური დაყვირილი არ გაუგონია. მოწმის განმარტებით, ოთახში გ------------–---თან იმყოფებოდა თვითონ, ი-----–----–----–---–ი და შ----------–----ი. ი-----–----–----–---–ი ავსებდა ადმინისტრაციული დაკავების ოქმს. ამასთან, მას უნდა დაეწერა პატაკი და მიემართა ხელმძღვანელობისთვის და წინასწარი დაკავების იზოლატორისთვის. როდესაც გ------------–---ისთვის ცნობილი გახდა, რომ უნდა გადაეყვანათ დროებითი მოთავსების იზოლატორში, ის გახდა აგრესიული, რა დროსაც მის სიახლოვეს, დაახლოებით ერთ ნაბიჯში მყოფ შ----------–----ს მიზანმიმართულად თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა ზედა ტუჩის არეში მიიღო ნახეთქი ჭრილობა. ამ დროს გ------------–---ი იჯდა მაგიდის გვერდით სკამზე, რომელიც მაგიდიდან ცოტა დაშორებული იყო, მაგიდის თავში იჯდა ი-----–----–----–---–ი, თვითონ კი მაგიდის მეორე მხარეს, ხოლო გ------------–---ის გვერდით იყო შ----------–----ი. გარდა დასახელებული პიროვნებებისა, შ----------–----ისთვის გ------------–---ის მიერ შეურაცხყოფის მიყენებისას ოთახში იმყოფებოდა მ--–-----------–---–ი და ა-–---------- ო-------–-–---–ი, რომლებიც ოთახში ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე ხმაურზე შევიდნენ. მან შებოჭა ა---–---ი, ხოლო ქ-----–---–მა და ო-------–-–---–მა ოთახიდან გაიყვანეს შ----------–----ი, რომელსაც ტუჩიდან მოსდიოდა სისხლი. გ------------–---თან დარჩნენ იგი და ი-----–----–----–---–ი. მან გ------------–---ი იმავე ოთახში, სავარძელზე გადაიყვანა, ვინაიდან არ ჰქონოდათ კონტაქტი შემთხვევის ადგილზე არსებულ სისხლის გუბეებთან და არ დაეზიანებინათ იგი. აღნიშნული ქმედების გამო, გ------------–---ი იქნა დაკავებული საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულისთვის, რაც პატაკით აცნობეს ხელმძღვანელობას. სადაც აღწერილი იყო შ----------–----ისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. მოწმის განმარტებით, გ------------–---ისთვის დაზიანებები არ მიუყენებიათ. პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას, ა---–---ის მიმართ გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა. რაც შეეხება გ------------–---ის შუბლზე არსებულ დაზიანებას, შესაძლოა მიეღო შ----------–----ისთვის შუბლის სახის არეში ჩაარტყმის შედეგად.
მოწმე ა-–---------- ო-------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 5 წელია მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, ხოლო 4 წელზე მეტია რაც არის გ-–-----------–-----ის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი. 2017 წლის 18 დეკემბერს მოხდა ა----–ის განყოფილების ტერიტორიაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიის დაყაჩაღება, რისთვისაც გ-–-----------–-----ის სამმართველოში შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი ა----–ის მ--------------–--ის დასახმარებლად. იგი მის თანამშრომელ მ--–-----------–---–თან ერთად გაემართა მ--------------–--აში საჭიროებისამებრ დახმარების გასაწევად. განყოფილების ადმინისტარციული შენობის პირველ სართულზე ყოფნისას, მისმა თანამშრომლებმა შენობაში შემოიყვანეს სამი პირი, რომლებიც იგინებოდნენ პოლიციელების მიმართ და ამბობდნენ უწმაწურ სიტყვებს. დაკავებულები ოთახებში ცალ-ცალკე გაანაწილეს, ისე რომ ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონოდათ. რამდენიმე ხანში მან გაიგონა ხმამაღალი საუბრისა და ყვირილის ხმა, დაინტერესდნენ რა ხდებოდა და ავიდნენ მეორე სართულზე ხელმარცხნივ ოთახში, რომელიც არ არის დიდი და სადაც იდგა სამუშაო მაგიდა და დივანი. მან დაინახა, რომ უკან ხელბორკილდადებული გ------------–---ი ყვიროდა, ითხოვდა ბორკილების გახსნას, იგინებოდა და ფეხებს იქნევდა, ხოლო შ----------–----ი იდგა მის წინ და ცდილობდა დაეწყნარებინა, რა დროსაც გ------------–---ი ადგა, გაუსწორდა შ----------–----ს და თავი ჩაარტყა სახეში, რის შედეგადაც შ----------–----ს გაუსკდა ტუჩი, წამოუვიდა სისხლი და გახდა ცუდად. აღნიშნული შემთხვევის დროს ოთახში მათ გარდა, იმყოფებოდა ვ------------------ე და ი-----–----–----–---–ი. მან და მ--–-----------–---–მა პ----–----- გამოიყვანეს ოთახიდან, რის შემდეგაც გამოძახებულმა სასწრაფო დახბარებამ იგი გადაიყვანა საავადმყოფოში. გარკვეული პროცედურების ჩატარების შემდეგ, მათ შ----------–----ი საავადმყოფოდან უკან წამოიყვანეს.
მოწმე მ--–-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 1996 წლიდან მუშაობს გ-–-----------–-----ის სამმართველოს დეტექტივების განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის პოზიციაზე. 2017 წლის 19 დეკემბერს, იმყოფებოდა ა----–ის პოლიციაში, წინა დღეს ა----–აში „ნიკორას“ ფირმის მაღაზიის დაყაჩაღებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პროკურორის მიერ შექმნილი იყო ოპერატიული ჯგუფი, რომლებიც გასულები იყვნენ დავალებაზე. ა----–აში მომხდარ ყაჩაღობაზე მას ინფორმაცია ჰქონდა, ვინაიდან როდესაც სამმართველოს ტერიტორიაზე ხდება მძიმე დანაშაული, ისინი გადიან შემთხვევის ადგილზე. ის და ა-–---------- ო-------–-–---–ი, ხელმძღვანელის - მ-----–-------–---–ის მითითებით, წავიდნენ ა----–ის განყოფილებაში. ის და მისი თანამშრომელი ა-–---------- ო-------–-–---–ი დატოვეს ა----–ის განყოფილებაში და ელოდებოდნენ ხელმძღვანელობის მითითებს, რათა საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გაეწიათ საგამოძიებო მოქმედებებში. საღამოს საათებში, პოლიციაში შემოიყვანეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მოთავსებული იქნენ ცალ-ცალკე ოთახებში. მათი მოყვანიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ, ერთ-ერთი ოთახიდან გაიგო ხმაური, რის გამოც ის და ა-–---------- ო-------–-–---–ი გაემართნენ აღნიშნული ოთახისკენ, რომელიც მდებარეობს მეორე სართულზე მარცხენა მხარეს. მისვლისას, მათ დაინახეს ხელბორკილდადებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც აგინებდა პოლიციელებს, იქნევდა ფეხებს და ცდილობდა წამოხტომას. მას აწყნარებდა მის სიახლოვეს მყოფი შ----------–----ი. დაკავებული პირი, როგორც მან გაიგო გვარად ა---–---ი, წამოხტა და შ----------–----ს თავი ჩაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც პ----–----ს ტუჩიდან წამოუვიდა სისხლი და გახდა ცუდად. მან და ა-–---------- ო-------–-–---–მა იგი გამოიყვანეს ოთხიდან, ჩაიყვანეს სამორიგეო ნაწილში და გამოძახებული სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც მას დაადეს ნაკერები. როდესაც მათ შ----------–----ი ოთახიდან გამოიყვანეს, გ------------–---თან ოთახში დარჩა ვ------------------ე და ა----–ის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომლის გვარიც არ ახსოვს.
მოწმე ს---–---–---------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2005 წლიდან მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--------------–--ის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 19 დეკემბერს იყო ოპერატიული მორიგე გ-–-----------–-----ის მ--------------–--აში. ღამის საათებში, გ-–-----------–-----ის სამმართველოს დეტექტივების თანამშრომლებმა განყოფილებაში შემოიყვანეს სამი დაკავებული პირი, რომლებიც აიყვანეს მეორე სართულზე, სადაც არის სამი ოთახი: უფროსის მოადგილის კაბინეტი, ე.წ. ამოსაცნობი ოთახი და სათათბირო ოთახი. დაკავებულები ცალ-ცალკე განათავსეს, მათ შორის გ------------–---ი იმყოფებოდა უფროსის მოადგილის კაბინეტში. იგი დაბლა მორიგეობდა, როცა გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, შემოესმა ხმაური, რის გამოც ავიდა მეორე სართულზე. მას შეხვდა შ----------–----ი, რომელსაც სახეზე ხელი ჰქონდა მოკიდებული და სისხლი მოსდიოდა. შემდეგ იგი შევიდა უფროსის მოადგილის კაბინეტში, სადაც დახვდა გ------------–---ი და ორი თანამშრომელი. მათგან ერთი იყო ი-----–----–----–---–ი, რომელიც იმყოფებოდა დაკავებულთან, ხოლო მეორე თანამშრომლის ვინაობას ვერ იხსენებს. მას ი-----–ი ი--–----–---–მა უთხრა, რომ დაკავებულმა სახის არეში თავი ჩაარტყა შ----------–----ს, რომელსაც წამოუვიდა სისხლი. იგი გამოვიდა კაბინეტიდან, ჩავიდა დაბლა სართულზე და გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რომელმაც შ----------–----ი დახმარების აღმოსაჩენად გადაიყვანა სტაციონარში.
მოწმე ნ-----–-------–----ემ განმარტა, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის გ-–-----------–-----ის მ--------------–--აში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2017 წლის 19 დეკემბერს ი-----–----–----–---–ის პატაკის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტზე. მომხდარი ყაჩაღობის შემთხვევაზე მუშაობდნენ როგორც გ-–-----------–-----ის მ--------------–--ის გამომძიებლები, ისე დეტექტივების განყოფილების გამომძიებლები. განყოფილებაში მიიყვანეს ადმინისტრაციულად დაკავებული სამი პირი. აქედან ერთ-ერთმა - გ------------–---მა თავი ჩაარტყა შ----------–----ს, რის შესახებაც ი-----–----–----–---–მა შეადგინა პატაკი, მოახსენა ხელმძღვანელობას, რაზეც დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილი იყო დაცული, იმ ტერიტორიაზე, სადაც მოხდა გ------------–---ის მიერ შ----------–----ზე თავდასხმა, არავის უშვებდნენ. იგი პირადად აკონტროლებდა შემთხვევის ადგილს ექსპერტების მოსვლამდე, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, დაათვალიერა შემთხვევის ადგილი - უფროსის მოადგილის კაბინეტი, დერეფანი და კანცელარიის ოთახი, სადაც აღინიშნებოდა სისხლის ლაქები, სამი ადგილიდან ამოიღო სისხლის ანაწმენდები - ერთი კაბინეტის იატაკიდან, მეორე დერეფნის იატაკიდან, მესამე კი კანცელარიის ოთახის იატაკიდან. ამოღებული ნიმუშები შეიფუთა, დაილუქა და გადასცა გამომძიებელს შემდგომში საექსპერტო კვლევისთვის. მან ასევე შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნენ მონაწილეები და მოაწერეს ხელი. გ------------–---ისაგან გადაუდებელი აუცილებლობის საფუძველზე, ამოიღო ჟილეტი, რათა არ დაზიანებულიყო მასზე არსებული შესაძლო კვალი. მანვე, გ------------–---ის მიმართ დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. მოწმემ განმარტა, რომ გ------------–---ი მის მიმართ აგრესიული არ ყოფილა.
მოწმე ზ--------------–---–მა განმარტა, რომ 2013 წლიდან მუშაობს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში მ--------------–--ის უფროს ექსპერტად. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მას მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მეწყვილე ზ---------–----ესთან ერთად. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ლ-----------------ში, გ-–-----------–-----ის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში. ადგილზე მათ დახვდათ გამომძიებელი, რომელმაც უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში ადგილი ჰქონდა პოლიციელზე თავდასხმას. მათ დათვალიერება დაიწყეს შესასვლელიდან, რა დროსაც მოახდინეს შემთხვევის ადგილზე არსებული მოწითალო ფერის ლაქების ფოტოგადაღება. შენობის მეორე სართულზე კანცელარიის წინ კორიდორიდან და ერთ-ერთი სამუშაო ოთახიდან, ამოღებული იქნა სისხლის ლაქის ნიმუშები და საკონტროლო ანაწმენდები, რაც ადგილზე შეიფუთა და დაილუქა შესაბამისი წესით, ასევე დაილუქა შესაბამისი ფოტომასალა. აღნიშნული მასალები მათ გადასცეს გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა ოქმი. ოქმის შედგენის დასრულების შემდეგ ისინი გაეცნენ ოქმს და მოაწერეს ხელი. შემთხვევის ადგილი დაცული იქნა შესაბამისი ლენტით.
მოწმე ი-----------ემ განმარტა, რომ 5 წელია რაც მუშაობს თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამმართველოში 1--–------------–--ის უფროს ექსპერტად. 2018 წლის 08 იანვარს შ----------–----ის პირის ღრუდან აიღო ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე, რაც დაილუქა და შეიფუთა დადგენილი წესით. მოწმე გაეცნო გამომძიებლის მიერ შედგენილ ოქმს და მოაწერა ხელი. ასევე, მან გადაიღო სამი ფოტოსურათი.
ბრალდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, 02:06 საათზე, თბილისში, გ-–-----------–-----ის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში გ------------–---ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით. მის მიმართ დაკავებისას გამოყენებული იქნა შესაბამისი პროპორციული ძალა.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2017 წლის 19 დეკემბრს დათვალიერებული იქნა შემთხვევის ადგილი, რომელიც მდებარეობს შსს გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობში. შენობის მეორე სართულზე განთავსებულია კანცელარიის ოთახი, რომელიც პირველ და მესამე სართულებთან დაკავშირებულია კიბეებით, კანცელარიის ოთახში კიბიდან მარჯვნივ დგას ლურჯი ფერის მაგიდა, რომელზეც არის კომპიუტერები და სკანერი, მარცხნივ კედელთან დგას ორადგილიანი სკამი, კანცელარიის ოთახში მეტლახის ზედაპირზე კაბინეტში გამავალ კორიდორის კარებთან და წინ აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები, ასევე მოწითალო ფერის ლაქები აღინიშნება დერეფანში მეტლახის ზედაპირზე. დერეფნიდან შევდივართ კაბინეტში, სადაც დგას თეთრი ხის მაგიდა, ორი ცალი ტახტი, ოთხი სკამი. კარსა და შავი ფერის ტახტს შორის მეტლახის იატაკზე აღინიშნება მოწითალო ფერის ლაქები. ექსპერტ- კრიმინალისტების მიერ შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ, კანცელარიის მისაღები ოთახის იატაკის მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქები N1; დერეფნის მეტლახის ზედაპირიდან ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქები N2 და ასევე ამოღებული იქნა მოწითალო ფერის ლაქები კაბინეტში არსებული იატაკის მეტლახის ზედაპირიდან ობიექტი N3. აღნიშნული შეიფუთა ცალ-ცალკე საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად და დაილუქა ერთ პაკეტად. მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, რაც განთავსებულ იქნა ერთ ცალ ელექტრონულ დისკზე და დაილუქა.
2017 წლის 19 დეკემბრის ამოღების ოქმით დგინდება, რომ გ------------–---ისგან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის უმკლავებო ჟილეტი, რომელსაც აღენიშნება მუქი ფერის ლაქები, შიდა მხარეს ზედა ნაწილში ჩამოსაკიდი თასმის ქვეშ აქვს საფირმო ნიშანი და ლათინური წარწერა (GIORDANO) – M - და ციფრები 170/96 A. ქვედა მარცხენა მხარეს ასევე აქვს მარკა, სადაც აწერია ზომის განმსაზღვრელი ლათინური ასო „M“. ჟილეტს აქვს ორი გარეთა ჯიბე. აღნიშნული დალუქულ იქნა ერთ პაკეტად.
2018 წლის 08 იანვრის ნერწყვის ნიმუშის აღების ოქმით დგინდება, რომ გამომძიებლის მონაწილეობით დაზარალებულ შ----------–----ისგან მისივე თანხმობითა და ნებაყოფლობით ექსპერტების მიერ აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში სპეციალური სტერილური ჩხირის გამოყენებით.
2016 წლის 22 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით დგინდება, რომ გ------------–---ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით. გ------------–---ი ასევე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (9 ეპიზოდი) და თითოეული ეპიზოდისთვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 250 (ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით. გ------------–---ს საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 27 დეკემბრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით ირკვევა, რომ: სს „სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N------დან, შ----------–----ი აღნიშნულ კლინიკაში მოუთავსებიათ 19.12.2017წ, სადაც დაესვა დიაგნოზი: ტუჩის და პირის ღრუს ღია ჭრილობა, ნახეთქი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში. 19.12.2017 წ. მოქ. შ----------–----ის პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ აღინიშნებოდა დაზიანება ზედა ტუჩის მიდამოში ერთი გაკერილი, ქირურგიულად დამუშავებული უსწოროკიდეებიანი ჭრილობის სახით /სამედიცინო დოკუმენტაციით ნახეთქი ჭრილობა/. დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 04 იანვრის სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: 21.12.2017 წელს მოქალაქე გ------------–---ის პირადი შემოწმებისას სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების, ნაჭდევის და სისხლჩაქცევის სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და ცალ-ცალკე და ერთად აღებული მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით, დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა გ---–----ი ტ------–---–მა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 09 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის მიხედვით: პაკეტში, წარწერით: „...ობიექტი N1, N2 და N3 მოწითალო ფერის ლაქის ნიმუშები საკონტროლო ანაწმენდებთან ერთად...“ მოთავსებულ დოლბანდის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1-3) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის შ----------–----ს (ობ. N6; პაკეტი წარწერით: „... 1 (ერთ) ც. სტერილურ ჩხირზე პირის ღრუდან ამოღებული ნერწყვის ნიმუში შ---- ა-–----------ს ძე პ----–-----სგან დაბ. 1---------...“); პაკეტში, წარწერით: „...გ------------–---ის ჟილეტი“, მოთავსებულ ჟილეტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N4,5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის შ----------–----ს (ობ.N6).
ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
სააპელაციო პალატამ, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულის ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას გ------------–---ის უდანაშაულობის შესახებ შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. აღნიშნული ნორმის განმარტებიდან აშკარაა, რომ განაჩენის, როგორც სასამართლოს მიერ საბოლოოდ მიღებული საპროცესო აქტის საფუძველი მტკიცებულებათა უტყუარობაა. ამასთან არცერთ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, ვინაიდან განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას. ამავე კოდექსის მიხედვით, საქმის გარემოებათა გამოკვლევა უნდა იყოს ყოველმხრივი, ობიექტური და სრული. ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გაირკვეს როგორც მამხილებელი, ისე გამამართლებელი გარემოებანი. პალატა გაეცნო და შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა პოზიციები და გამოკვლეულ მტკიცებულებათა სათანადო შეფასების და ანალიზის, ასევე მხარეთა პოზიციების მოსმენის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ გ------------–---მა ჩაიდინა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა, რომ არასწორად იქნა შეფასებული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და რომ პირველი ინსტანციის სასამართლო განაჩენის გამოტანის დროს დაეყრდნო მხოლოდ მოწმე პოლიციელების ჩვენებებს, რომლებიც იყვნენ სუბიექტურნი და დაინტერესებულნი, ამასთან, პოლიციელთა ჩვენებები წინააღმდეგობაშია ერთმანეთთან და საქმის გარემოებებთან, ასევე არის ურთიერთგამომრიცხავი, პალატის მიერ ვერ იქნება გაზირებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით დასჯად ქმედებადაა მიჩნეული პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაზარალებული შ----------–----ი არის პოლიციის თანამშრომელი, რაც ასევე ცნობილი იყო მსჯავრდებულისთვის.
ასევე დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, შ----------–----ი ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას. ხსენებულ დღეს, დაახლოებით 02:00 საათზე, თბილისის გ-–-----------–-----ის სამმართველოს მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე განყოფილების უფროსის მოადგილის ოთახში პოლიციის თანამშრომლებთან, მათ შორის შ----------–----თან ერთად იმყოფებოდა ადმინისტრაციულად დაკავებული გ------------–---ი.
აღსანიშნავია, რომ დაზარალებული შ----------–----ი და მოწმეები ი-----–----–----–---–ი, ვ------------------ე, ა-–---------- ო-------–-–---–ი და მ--–-----------–---–ი ადასტურებენ, რომ გ------------–---ი თავს დაესხა დაზარალებულ შ---- პ----–----ს და მიაყენა დაზიანება. პალატას მიაჩნია, რომ მოწმეთა ჩვენებები თანხვედრაშია, როგორც ერთმანეთთან, ასევე სხვა მტკიცებულებებთან. მოწმეები დეტალურად და თანმიმდევრულად აღწერენ, რომ იმყოფებოდნენ ერთად, პოლიციის უფროსის მოადგილის ოთახში, სადაც გ------------–---ი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციის თანამშრომლებს. მათ ა---–---ს მოუწოდეს შეეწყვიტა ამგვარი ქცევა, თუმცა იგი არ დაემორჩილა მათ კანონიერ მითითებას და შ----------–----ს გამიზნულად ჩაარტყა თავი სახის არეში.
დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, ასევე, რომ შ----------–----ს ჰქონდა ტუჩის და პირის ღრუს ღია ჭრილობა, ნახეთქი ჭრილობა ზედა ტუჩის არეში, რაც განვითარებულია მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, ხოლო ხანდაზმულობით, დაზიანების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.
პალატა არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი დაეყრდნო დაინტერესებულ პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს, რომლებიც წინააღმდეგობაშია გ------------–---ის ჩვენებასთან და გამყარებული არ არის სხვა მტკიცებულებით, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ დადასტურებულა რაიმე დაინტერესების არსებობა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან.
პალატა განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც საკმარისია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად. წარმოდგენილი მტკიცებულებები ამყარებს დაზარალებულის ჩვენებას, რომელიც არის ურთიერთშეჯერებული - ექსპერტიზის დასკვნასთან და მოწმეთა ჩვენებებთან. მსჯავრდებულის განზრახვას ადასტურებს მის მიერ პოლიციის თანამშრომლისთვის თავის ჩარტყმა მაშინ, როდესაც შ----------–----ი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მოწმე პოლიციელების ჩვენებებზე და მიუთითებს, რომ არავითარი ეჭვის შეტანის საფუძველი მათი ჩვენებების სანდოობაში არ გააჩნია, ვინაიდან პოლიციელთა ჩვენებები არის თანმიმდევრული, სარწმუნო და როგორც ერთმანეთთან, ისე საქმის სხვა მტკიცებულებებთან სრულად თანხვდენილი. არანაირი წინააღმდეგობა მათ ჩვენებებს შორის არ არსებობს. ამასთან, მათი ჩვენებები გამყარებულია გ. ვ-ს პირადი ჩხრეკის ოქმითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით. ყურადსაღებია ის ფაქტიც, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა გ. ვ-ს პირადი ჩხრეკისა და სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას არ გამოვლენილა. საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცირე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე, როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამდენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება“ (იხ. 2017 წლის 10 მაისის № 96აპ-17 გადაწყვეტილება, პარ. 11).
პალატა განმარტავს, რომ მსჯავრდებულის მიერ მითითებული გარემოებები, კერძოდ, რომ მას ურტყამდნენ პოლიციის თანამშრომლები და მან მხოლოდ შემთხვევით მოარტყა თავი შ----------–----ს არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით, არადამაჯერებელია და ვერ გახდება პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების რელევანტურობასა და უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
მოცემულ შემთხვევაში შემთხვევის ადგილზე მყოფი თვითმხილველი მოწმეები, დაზარალებულისთვის მიყენებული დაზიანების ლოკაცია და ხარისხი, გ------------–---ის ჟილეტზე არსებული სისხლის კვალი, ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენენ ერთიან, სწორ, დამაჯერებელ და საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობას გ------------–---ის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად.
აღსანიშნავია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას; აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (ვრცლად იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland), განაცხადი N49684/99; 25.12.2001, §30).
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ იმსჯელა დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი გ------------–---ის მიმართ არის კანონიერი, სამართლიანი და დასაბუთებული. გამამტყუნებელი განაჩენი ეფუძნება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მის ბრალეულობას. მსჯავრდებულის ქმედებით, რაც გამოიხატა პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფით, მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, განხორციელდა სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლის მე-2 ნაწილის ობიექტური შემადგენლობა.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ------------–---ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა რა მსჯავდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით. პალატა თვლის, რომ გ------------–---ს პირველი ინსტანციის სასამართლომ განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მართალია, საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათავალისიწნებული დანაშაულის ჩადენის დროს გ------------–---ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა და სახეზეა რეციდივის შემთხვევა, თუმცა, აღნიშნული გარემოება სასჯელის კონკრეტულ სახეზე და ზომაზე გავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან წინათ ჩადენილი დანაშაულის დროს გ------------–---ი იყო არასრულწლოვანი. საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, „დანაშაულის რეციდივის დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი დანაშაულისათვის.“ ამდენად, სასამართლო გ------------–---ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას ვერ გამოიყენებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლით დადგენილ წესს.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ნიმუშები და საკონტროლო ანაწმენდები, შ----------–----ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გ------------–---ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ გ------------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სასჯელის ნაწილში ასევე სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ გ------------–---ის ინტერესების დამცველი ადვოკატის დ-------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 11 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
გ------------–---ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
გ------------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.
მსჯავრდებულ გ------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 დეკემბრიდან.
საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სისხლის ნიმუშები და საკონტროლო ანაწმენდები, შ----------–----ის ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი ფოტოსურათები ერთ დისკად, შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
გ------------–---ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე ნინო სანდოძე
მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე
ვეფხია ლომიძე