განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 160100118002405704
საქმე № 1ბ/442-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე ნინო სანდოძე
ხდომის მდივნები ეკატერინე უკლება და ლელა ბახტაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზ-----–----------
დაზარალებულები: ს-----------------ი, ფ---------------ი.
დაზარალებულების ადვოკატი: დ-----------–--–-–---–ი.
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული: დ----------------ე, დაბადების თარიღი: 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: მარნეულის რაიონი სოფელი ო-----------ე.
ადვოკატი: ნ-----------–--ე.
თარჯიმნები: ა---------–--------ი, ზ---------------ა.
კვალიფიკაცია საბრალდებო დასკვნის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
კვალიფიკაცია განაჩენის მიხედვით:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
სასჯელი:
დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა დ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ-----------–--ემ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით აპელანტებმა მოითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად დ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო სხდომაზე დაკითხული არცერთი მოწმე არ ამხელს დ----------------ეს დანაშაულის ჩადენაში. მათ შორის არც დაზარალებულებს დაუდასტურებიათ დ----------------ის დანაშაულში მონაწილეობა. ბრალდების მხარე დ----------------ის ბრალეულობის დასადასტურებლად უთითებს დ----------------ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმს და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას. თუმცა აღნიშნული მტკიცებულებები პირის ბრალეულობის დასადასტურებლად არ არის საკმარისი. დ----------------ის გარეგნობა და ასაკი არ ემთხვევა დაზარალებულის მიერ აღწერილ დამნაშავის მონაცემებს, რაც გამორიცხავს დ----------------ის ბრალეულობას. აპელანტების განმარტებით, ის ფაქტი, რომ დ----------------ე არ ცხადდებოდა გამოძიებასა და სასამართლოში არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. 2018 წლის 19 მარტს, იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში და სურს დაამტკიცოს მისი უდანაშაულობა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტებმა მოითხოვეს დ----------------ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არ იქნა შესაგებელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულმა დ----------------ემ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ მხარი არი დაუჭირა დაცვის მხარის წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
წარდგენილი ბრალდება:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით დ----------------ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
უ-------- ლეიტენანტი დ------------------------------ 1999 წლის 5 თებერვლიდან მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო ბაზის სამხედრო ნაწილი 4-----ში დაცვის ას----–----------რად. 2002 წლის დეკემბრის თვის შუა რიცხვებში, გამოძიებით დაუდგენელ დროს, თავისი ძმის – გ--–------------ის მეშვეობით მას დაუკავშირდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს მარ-----–-------------–------------–--------------------------–ე, ვიცე-პოლკოვნიკი ი-----–-------------–------–--–---ი, რომელმაც შესთავაზა თავისი თანამშრომლის, უ-------- ლეიტენანტის ფ----------------–--------------ს გატაცება, შემდგომში ამ უკანასკნელის მამის ს-----------------ისაგან დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით. 2002 წლის 26 დეკემბერს, დაახლოებით 19:00 საათზე, სამუშაო საათების დამთავრების შემდეგ სუს-ის ოპერატიული თანამშრომელი ფ---------------ი თავისი ავტომანქანით მიემართებოდა სახლისაკენ, რა დროსაც მას იძულებით ჩაუსხდნენ დ----------------ე და ჯერჯერობით ძიებით დაუდგენელი პირი. დ----------------ემ ფ---------------ს მიადო დანა და აიძულა წაეყვანა ავტომანქანა მის მიერ მითითებული გზით. გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, გამტაცებლებმა ფ---------------ს შეუკრეს ხელები, თვალებზე ჩამოაფარეს ქუდი და გადაიყვანეს ავტომანქანის უკანა სავარძელზე. გადაყვანის დროს ფ---------------მა სცადა წინააღმდეგობის გაწევა, რა დროსაც დ----------------ემ მას რამდენჯერმე განზრახ დაარტყა დანა. ავტომანქანაში ხელების შეკვრის დროს, დ----------------ემ ფ---------------ს ჯიბეებიდან, მისაკუთრების მიზნით ამოაცალა „სამსუნგის“ ფირმის 600 მოდელის მობილური ტელეფონი და 40 ლარი, რითაც ჩაიდინა ძარცვა. გამტაცებლებმა ფ---------------ი მიიყვანეს მარნეულში დი--–--–--------–-----------ო ნაწილი 4-----ის ტერიტორიაზე არსებულ სამხედრო ქალაქში N-------–-------------, სადაც 2003 წლის 6 იანვრამდე, ფ---------------ს უკანონოდ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება 11 დღის განმავლობაში. დ----------------ე გატაცებულ ფ---------------ის მამასთან - ს-----------------თან აწარმოებდა მოლაპარაკებებს თანხის გამოძალვის მიზნით, ფ---------------ის მობილური ტელეფონიდან. მან ს-----------------ს მოთხოვა 80000 აშშ დოლარის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში დაემუქრა შვილის მოკვლით. 2003 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე ს-----------------მა გამტაცებლების მიერ მითითებულ ადგილზე, მარნეულის რაიონის სო----–---–----–ი მდებარე ყოფილი ავ--------------ს შესასვლელთან დატოვა 80000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც 6 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე ფ---------------ი იქნა გათავისუფლებული. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, 2003 წლის 6 იანვრიდან დ----------------ე აღარ გამოცხადებულა სამხედრო ნაწილში, რითაც ჩაიდინა დეზერტირობა. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს თანამშრომლების მიერ, 2003 წლის 15 იანვარს დ----------------ის საცხოვრებელ სახლში, მარნეულის რაიონის სოფელ ო-----------ეში და 16 იანვარს მისსავე საცხოვრებელ ბინაში, მისამართზე: ს--------------–------------–---------------ში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სხავადასხვა დასახელების და რაოდენობის საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები, რომლებიც დ----------------ემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა.
სასამართლომ დაადგინა:
პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ----------------ემ ჩაიდინა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით; გამოძალვა, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნა, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა; დეზერტირობა, ესე იგი სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენით დ----------------ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
დ----------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დ----------------ე გათავისუფლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ დ----------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლის ვადით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დ----------------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამანაშავედ ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, დეზერტირობაში თავი ცნო დამნაშავედ, ხოლო ბრალდების სხვა ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ იგი 2002 წელს მსახურობდა მარნეულში დი--–--–--------–-------------------–---------ში და იყო ას----–----------რი. მის მოვალეობაში შედიოდა აეროდრომის მთლიანი პერიმეტრის და საგუშაგოების დაცვა. ბაზა მდებარეობდა ქ. მარნეულის სა---------------–-თ ნაწილში და ესაზღვრებოდა ქალაქს. ბაზა მოიცავდა დაახლოებით 400 ჰექტარ ტერიტორიას. იმ დროისთვის მისი საზღვრები იყო მორღვეული, რის გამოც არც გამშვები პუნქტი კონტროლდებოდა კარგად. ამ ტერიორიაზე ცხოვრობდნენ, როგროც მოქალაქეები, ისე ოფიცრები, ამიტომ გამშვებ პუნქტზე საშვის შემოწმება არ ხდებოდა. თავისუფლად შეიძლებოდა ჯარისკაცს შეეტარებინა ბაზაში ვინმე. იმ პერიოდში გარეშე პირს თავისუფლად შეეძლო ბაზაზე მოხვედრა. თავად სამხედრო ნაწილში შედიოდა გამშვები პუნქტიდან. თუ ჯარისკაცი შენიშნავდა რამე სახიფათოს, ამ შემთხვევაში შეიძლებოდა მოეთხოვა პირადობის მოწმობა ან სხვა საბუთი. ვინაიდან ბაზა ესაზღვრებოდა სოფელს, მოქალაქეებიც ხვდებოდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, პოლიციის და უშიშროების თანამშრომლებს კი, თავისუფლად შეეძლოთ ნაწილში მოხვედრა. თუ პირს ექნებოდა სურვილი, სოფელ ყი----–----–------ შეეძლო გაევლო ბაზის ტერიტორია და გასულიყო ქალაქის ცენტრში. დ----------------ემ განმარტა, რომ მას საბინაო სამსახურმა შემთხვევამდე ერთი ან ორი წლით ადრე, საცხოვრებლად გადასცა სამხედრო ქალაქში, პი-----–----------–--ე მდებარე ორ ოთახიანი ბინა და მისი ერთი ცალი გასაღები. ამასთან, უთხრეს, რომ ხსენებული ბინის ლოჯში იყო იმ პირის ნივთები, ვინც მანამდე ცხოვრობდა ბინაში და მოგვიანებით წაიღებდა. მისი სამუშაო დღე იწყებოდა ცხრა საათზე და მთავრდებოდა ღამის საათებში ზამთარში 5 საათზე, ზაფხულში კი ექვს საათზე. დილის ცხრა საათზე ჯარისკაცები და ოფიცრები იკრიბებოდნენ ბაზაში არსებულ მოედანზე, სადაც მოწმდებოდა ჯარისკაცთა რაოდენობა, ისახებოდა გეგმები და ხდებოდა ე.წ. ,,რაზვოდი“. იგი იყო საყარაული დაცვის ას----–----------რი, შესაბამისად მას კავშირი ჰქონდა ჯართან. 2002 წლის შემოდგომაზე ან ზამთრის დაასაწყისში დედის ავადმყოფობის გამო სამხედრო ნაწილში დადიოდა სოფლიდან. ერთ დღეს მარ-----–--–---–------ს დამაკავშირებელ გზაზე, როდესაც აპირებდა სამხედრო ნაწილში წასვლას, მის ძმას გ--–------------ეს გაუჩერა ავტომანქანამ, რომლის მძღოლიც, როგორც ძმისგან შეიტყო იყო ამ უკანასკნელის ძველი ნაცნობი - ი-----–-----–--–---ი. გ--–------------ე ესაუბრა ი-----–-----–--–---ს, შემდეგ კი თხოვა, რომ თუ მარნეულისკენ მიდიოდა გზად გაეყოლებინა დ-----იც, რაზეც ი-----–-----–--–---ი დათანხმდა. მათ გზაში უკეთ გაიცნეს ერთმანეთი და ისაუბრეს სამსახურებრივ მოვალეობაზე, ი-----–მა უთხრა სად და რა თანამდებობაზე მუშაობდა, თავად კი უამბო თუ რატომ დადიოდა სოფლიდან. ასევე უთხრა, რომ სამხედრო ნაწილში ჰქონდა ბინა, რომლითაც იმ პერიოდში იშვიათად სარგებლობდა. ი-----–-----–--–---მა იგი მიიყვანა სახლთან. მან ი-----–ს დაანახა კუთვნილი ბინა. მათ გაცვალეს ტელეფონის ნომრები, რათა საჭიროების შემთხვევაში შეხმიანებოდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ მათ რამდენჯერმე დაურეკეს ერთმანეთს მოსაკითხად, ამასთან, ი-----–-----–--–---ი დაეხმარა იაფფასიანი ტელეფონის შეძენაში. ახალი წლის წინა დღეებში მას დაურეკა ი-----–-----–--–---მა და თხოვა რამდენიმე დღით ეთხოვებინა სამხედრო ნაწილში მდებარე ბინა, რაზეც იგი დათანხმდა, თუმცა არ უკითხავს რისთვის ჭირდებოდა მას ეს ბინა, ამასთან, უთხრა რომ ბინაში არ იყო კომფორტი. მან დილით სამხედრო ნაწილთან მისულ ი-----–-----–--–---ს გადასცა ბინის გასაღები, რის შემდეგაც ი-----–-----–--–---ი საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებით ურეკავდა ხშირად. ორი-სამი დღის შემდეგ მას სურდა ბინიდან ნივთების აღება, თუმცა ის----–-- უთხრა, რომ გასული იყო ქალაქიდან, ამასთან, კიდევ რამდენიმე დღით თხოვა ბინაში დარჩენის უფლება. ახალი წლის შემდეგ მან დაურეკა ი-----–-----–--–---ს, რომელმაც უთხრა, რომ ჰქონდა ოჯახური პრობლემები და რამდენიმე დღით დარჩებოდა კიდევ. 5 ან 6 იანვარს კი, მასთან ნაწილში მივიდა ი-----–-----–--–---ი, მოუხადა ბოდიში დაგვიანებისთვის და გადასცა ბინის გასაღები. მას, ახალი წლის პერიოდში, ყოველთვის უწევდა სამსახურში მორიგეობა, რადგან ახალი წლის დღეებში სამხედრო ნაწილს სჭირდებოდა მეტი ყურადღება. მას შემდეგ, რაც დასრულდა დღესასწაულები, მან აწ გარდაცვლილ გუ------------ შეათანხმა შვებულებაში გასვლის საკითხი და დაწერა პატაკი, ასევე სიტყვიერი თანხმობა მიიღო მეთაურისგან. ამის შემდეგ შვებულებით წავიდა სოფელში, თუმცა ზუსტი რიცხვი არ ახსოვს, იქნებოდა ხუთი ან ექვსი იანვარი. სოფელში ყოფნის პერიოდში, იგი დადიოდა სახლიდან 10 კილომეტრის მოშორებით არსებულ თ------ ბაღში. ასე იყო 2003 წლის 15 იანვარსაც, რა დროსაც დაურეკა შ------ უფროსმა მაიორმა კ-------ემ და უთხრა, რომ უნდა გამოცხადებულიყო სამხედრო ნაწილში, რაზეც უპასუხა, რომ მოსამზადებლად ჭირდებოდა დრო, ამიტომ ნაწილში მივიდოდა საღამოს. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ დაურეკა მაიორმა, თუმცა ამ დროს ტელეფონი გაეთიშა და ვერ ესაუბრა. მოგვიანებით იგი ნაკვეთიდან დაბრუნდა სოფლის სახლში, რა დროსაც შეიტყო, რომ სავარაუდოდ რუსთავის უშიშროების თანამშრომლებს მათ სახლში ჩაუტარებიათ ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღიათ ისეთი ნივთები, რომელიც მათ არ ჰქონდათ და დაუკავებიათ მისი ძმა - გ--–------------ე, რომელიც გაათავისუფლეს გვიან ღამით. გ--–------------ე იყო მძიმე მდგომარეობაში, უჭირდა საუბარი, რადგან მასზე განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და ეპყრობოდნენ არაადაამიანურად. მის ძმას განუმარტეს, რომ დ----------------ეს ბრალი ედებოდა ი-----–-----–--–---თან ერთად, რომელიც ჰყავდათ დაკავებული, ადამიანის გატაცებაში. ვინაიდან იმ პერიოდში სამართალდამცავ ორგანოებში იყო მძიმე სიტუაცია, მან არჩია დროებით არ გამოჩენილიყო არც სამხედრო ნაწილში და არც სამართალდამცავ ორგანოებში. იგი ელოდა იმ პერიოდს, როდესაც შეძლებდა საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. იგი სამართალდამცავ ორგანოში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც გაუჩნდა სამართლიანობის აღდგენის იმედი. იგი ამდენი ხნის განმავლობაში შრომობდა პატიოსნად და რაიმე სამართალდარღვევა არ ჩაუდენია. მანვე განმარტა, რომ იმის შესახებ, რომ ბინა ათხოვა უშიშროების თანამშრომელს ზეპირსიტყვიერად უთხრა გუ-------- და სხვა მეთაურებს. მისთვის უცნობია მის ბინაში მისასვლელად საიდან შედიოდა ბაზაზე ი-----–-----–--–---ი. გამშვებ პუნქტზე მანქანა შეუჩერებლად შედიოდა და გადიოდა, რადგან შლაგბაუმი იყო ღია. კადრების უფროსმა ც-----ემ და გ------–---–მა იცოდნენ, რომ ნაწილში დადიოდა სოფლიდან, რადგან როდესაც ოფიცერი ნაწილში არ ათევდა ღამეს ამის შესახებ უნდა ცოდნოდა ხელმძღვანელობას, რათა განგაშის შემთხვევში დროულად მომხდარიყო მისი გამოძახება.
სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი იქნა შემდეგი:
დაზარალებულ ს-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დაზარალებული ფ---------------ი არის მისი შვილი, ხოლო დ----------------ეს არ იცნობს, იგი არასდროს უნახავს. შემთხვევის დღეს მისი შვილი წავიდა სამსახურში, თუმცა საღამოს სახლში არ დაბრუნებულა. მას დაურეკა უცნობმა პირმა და უთხრა, რომ ფ---------------ი იყო მათთან, არ ენერვიულათ და პოლიციისთვის არ შეეტყობინებინათ. ასევე უთხრა, რომ მოგვიანებით დაურეკავდნენ და ეტყოდნენ რა უნდა გაეკეთებინა შვილის დასახსნელად და მიუთითა ფ---ის ავტომანქანის ადგილსამყოფელი. მას მეორე დღეს დაურეკეს ფ---------------ის ტელეფონით, შემდეგ კიდევ დაურეკეს და უთხრეს, რომ მოემზადებინა ფულადი თანხა ერთი მილიონის ოდენობით და გადაეცა მათთვის, რაზეც უპასუხა, რომ ამდენი ფულს ვერ გადაიხდიდა. შემდეგ კიდევ დაურეკეს და უთხრეს, რომ თანახმა იყვნენ მიეცა ნახევარი მილიონი დოლარი, რაზეც ისევ უარი უთხრა, რადგან ამდენის გადახდის შესაძლებლობა არ ჰქონდა. მოგვიანებით კიდევ დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ ფულს არ მისცემდა, მისი შვილის შინაგან ორგანოებს გაყიდდნენ. აღნიშნულიდან ორი დღის შემდეგ კვლავ დაურეკეს და ჰკითხეს იშოვა თუ არა ფული, რაზეც უპასუხა, რომ შეეძლო 80000 დოლარის გადახდა, რაზეც დათანხმდნენ და უთხრეს მისულიყო კონკრეტულ ადგილზე და დაედო ფული. გზად მიმავალს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისულიყო მარნეულის მოედანთან მდებარე ძ---–---- და იქ დალოდებოდა მათ, თუცა შემდეგ ისევ დაურეკეს და უთხრეს მისულიყო ლა---------–-. სად უნდა წასულიყო ამ მიმართულებებს ტელეფონით ეუბნებოდა მისთვის უცნობი ქლაბატონი. იგი მივიდა ლა---------–-, სადაც არსებული რკინის ქვეშ დადო ფული მისმა სიძემ. იმ ადგილზე მათ არავინ უნახავთ, მათი მითითებისამებრ განაგრძეს გზა. სახლში მივიდა დაახლოებით ხუთ საათზე. მეორე დღეს დაურეკეს გამტაცებლებმა და უთხრეს, რომ მისი შვილი იყო მარნეულში მდებარე ს-–-------- და წაეყვანა. ისინი მივიდნენ მითითებულ ადგილზე, სადაც მართლა დახვდათ ფ---ი და წაიყვანეს სახლში. მოგვიანებით მას გამოძიებამ დაუბრუნა 46000 დოლარი, რომელიც მათივე განმარტებით ამოღებული იყო უშიშროების უ-------------------–-ს - ი-----–-----–--–---ის ბინის ჩხრეკისას. ვინაიდან დიდი დროა გასული, მას დეტალები არ ახსოვს, ამიტომ არ შეუძლია ზუსტად მიუთითოს თუ რამდენჯერ დაურეკეს გამტაცებლებმა, თუმცა ახსოვს, რომ მისი შვილი დაახლოებით შვიდი დღე ჰყავდათ გატაცებული. ამ ხნის განმავლობაში მუდმივად ურეკავდა ერთი და იგივე მამაკაცი, რომელიც ქართული აქცენტით საუბრობდა რუსულად, ხოლო იმ დღეს, როდესაც მათთვის უნდა გადაეცა ფული ურეკავდა ქალბატონი, რომელიც გამართულად ესაუბრებოდა რუსულად. იყო შემთხვევა, როდესაც იგი ტელეფონით ესაუბრა შვილს, რომელმაც უთხრა, მიეცა რასაც თხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოკლავდნენ. მოგვიანებით შვილისგან შეიტყო, რომ იგი პირადად არ გასაუბრებია მას და მოასმენინეს მაგნიტოფონით ჩაწერილი ფ---------------ის სიტყვები, რომელიც ჩაიწერეს ცემის და იძულების შედეგად. მას, შვილის გატაცების შესახებ, პოლიციისთვის არ შეუტყობინებია, ამასთან როდესაც ფ---ის მოსაკითხად მათთან სახლში მივიდნენ ფ---ის თანამშრომლები, მან უთხრა, რომ ფ---ს ფეხი ჰქონდა ნაღრძობი და იმყოფებოდა ექიმთან, რის გამოც ვერ დადიოდა სამსახურში. მოგვიანებით კი, უშიშროების თანამშრომელ გ--–-სგან შეიტყო, რომ ფ---ი გატაცებული ჰყოლია მათ თანამშრომელს და საქმეს იძიებდა სამხედრო გამოძიება. დაზარალებულმა განმარტა, რომ იგი ითხოვს დარჩენილი თანხის სრულად დაბრუნებას.
დაზარალებულ ფ---------------ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი 2002 წელს მუშაობდა მარნეულის რაიონის უ---------------------------ს განყოფილების უფროსად. დაზარალებული ს-----------------ი არის მისი მამა. მას დ----------------ესთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონია, იცოდა, რომ იგი იყო დაცვის უ--------. 2002 წლის 22 დეკემბერს, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, ვინაიდან იყო თოვლი, უფროსმა - ი-----–-----–--–---მა უთხრა, რომ მდივანი წაეყვანა სახლში და დაბრუნებულიყო უკან, რადგან სამსახურში იყო ბევრი საქმე. მან ქალბატონი მიიყვანა სახლში და დაბრუნდა სამსახურში, სადაც იმყოფებოდა მხოლოდ ს-----------------ი და მოადგილე, ხოლო ი-----–-----–--–---ი ტელეფონით ესაუბრებოდა ვიღაცას. დაახლოებით 10-15 წუთის შემდეგ, ვინაიდან საქმე არაფერი იყო, ი-----–-----–--–---ს თხოვა სახლში წასვლის ნებართვა და გავიდა შენობიდან. როდესაც ჩაჯდა ავტომანქანაში და აპირებდა მის დაძვრას, ვიღაცამ გააღო მანქანის წინა კარი და ჩაჯდა მანქანაში, მეორე პირი კი ჩაჯდა უკანა სავარძელზე. მათ უკნიდან ყელზე გაუკეთეს ჯაჭვი და მოთხოვეს დაეძრა მანქანა. მან დაძრა მანქანა და რაიონულ პრეფექტურამდე მოუმატა სიჩქარეს, შემდეგ ხელი გაუშვა საჭეს, რათა ავტომობილი შეჯახებოდა რამეს და ხსენებულ პირებს თავი დაენებებინათ მისთვის. ამასთან, გვერდით მჯდომს დაარტყა წიხილი, რის შემდეგაც ამ პირმა მარჯვენა ფეხზე დანით მიაყენა რამდენიმე დარტყმა. იგი გადასვეს უკან, შეუკრეს ხელ-ფეხი, აუხვიეს თვალები და განაგრძეს მანქანით სვლა. დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ მანქანა გაჩერდა, იგი გადმოიყვანეს მანქანიდან და ფეხით განაგრძეს სიარული, კერძოდ ასფალტიანი გზიდან გადავიდნენ მიწაზე, შემდეგ კვლავ გადავიდნენ ასფალტზე და შევიდნენ სადარბაზოში, აიარეს ხუთი საფეხური და შეიყვანეს ოთახში, სადაც იატაკზე იყო ე.წ. ,,სეტკაზე“ დაგებული მატრასი და იქ დააწვინეს. როგორც მიხვდა ბინა მდებარეობდა პი-----–----------–--ე. იგი მიბმული ჰყავდათ რკინაზე, შეკრული ჰქონდა ხელები და თავზე ეფარა რაღაც, სახით იყო კედლისკენ. არ ახსოვს რამდენი დღე იმყოფებოდა იქ, მაგრამ იქ ყოფნის პერიოდში, იგი კედლიდან ხევდა ქაღალდებს და ყრიდა ძირს, ამასთან როგროც შეძლო, კედელზე ფრჩხილით ამოკაწრა მისი და მამამისის სახელების პირველი ასოები. ერთ დღეს მას უთხრეს, რომ მამამისს უნდა დალაპარაკებოდა და ეტირა, რაზეც უთხრა უარი. აღნიშნულის გამო მას მიაყენეს ფიზკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც მათ ჩაიწერეს მისი საუბარი, კერძოდ, იგი მამას აზერბაიჯანულ ენაზე თხოვდა მიეცა მათთვის რასაც თხოვდნენ. მთელი იქ ყოფნის პერიოდში მასთან ერთად იყო ორი პირი. იგი იმყოფებოდა არადამიანურ პირობებში. გარკვეული ხნის შემდეგ მივიდნენ მასთან, გაუხსნეს ხელ-ფეხი, წამოაყენეს და უთხრეს, რომ უნდა გაეშვათ, როდესაც ტანსაცმელი ჩაიცვა, ნახა რომ საფულე, რომელშიც ჰქონდა 100 ლარზე მეტი თანხა იყო ცარიელი, რაზეც უთხრეს, აქ რომ გვყავდი რა უნდა გვეჭამაო. შემდეგ კვლავ შეუკრეს ხელები, ორივე მხრიდან მოკიდეს ხელი, ჩაიყვანეს და დააწვინეს ავტომანქანის უკანა სავარძელთან ძირს. მან იგრძნო, რომ აღნიშნული არ იყო მისი ავტომობილი. იგი მიიყვანეს ერთ ადგილას, გადმოიყვანეს მანქანიდან, დასვეს ქვაზე და უთხრეს, რომ იმყოფებოდნენ ელ----------ს გზასთან ახლოს და დაახლოებით 5-10 წუთის შემდეგ თავად გაეხსნა ხელები. მან მართლაც გაიხსნა ხელები, მოიხადა ქუდი, ყურებიდან გამოიღო ბამბები და გაჩერდა გზაზე, რა დროსაც მივიდნენ მამამისის ავტომობილით და წაიყვანეს სახლში. მას ხსენებულ პირთა სახეები არ დაუნახავს, თუმცა იცის რომ იყვნენ ქართველები და რუსულად საუბრობდნენ აქცენტით. მას ხელმძღვანელობისთვის არ უთქვამს, რაც დაემართა, იცრუა და უთხრა, რომ ფეხი ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც ვერ დადიოდა სამსახურში, რისი დამადასტურებელი ცნობაც მოთხოვეს. მას ი-----–-----–--–---ი დაპირდა ცნობის გაკეთებას, თუმცა იმ დღეს ეს უკანასკნელი დააკავეს. შემდეგ კი იგი უფროსმა წაიყვანა ქალაქ რუსთავში მდებარე უსაფრთხოების რეგიონალურ განყოფილებაში, სადაც გამომძიებელმა უთხრა მოეყოლა ყველაფერი, რადგან მათთვის უკვე ყველაფერი იყო ცნობილი, საქმე იყო გახსნილი და დამალვას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ მან გამომძიებელს მისცა დეტალური ჩვენება.
დაცვის მხარის მოწმის ი-----–-----–--–---ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2002 წელს მუშაობდა უშ-–-------------------–---------------ს მოადგილედ მარნეულში. იგი ორივე დაზარალებულს იცნობს, ხოლო მსჯავრდებულ დ----------------ეს არ იცნობს. იგი მსჯავრდებულია ფ---------------ის გატაცების საქმეზე. თუმცა ამ საქმესთან დაკავშირებით მას დ----------------ესთან შეხება არ ჰქონია. იგი შორიდან იცნობდა დ----------------ის ძმას - გ--–------------ეს, რომელთანაც დარეკა რჩევის საკითხად, რადგან ეს უკანასკნელი იყო ადგილობრივი, თუმცა ტელეფონს უპასუხა დ----------------ემ, რომელმაც უთხრა, რომ იყო გ--–-ს ძმა და გადასცემდა დანაბარებს. ამ საქმეზე მისი დაკავების დღიდან საქმეში ფიგურირებდა დ----------------ის სახელი. პირველივე დღიდან დ----------------ის შესახებ ეკითხებოდა გამომძიებელი შ--–--. იგი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობდა, რადგან საქმე იყო შეკერილი, ვინაიდან კარგად მუშაობდა და ხელს უშლიდა კონტრაბანდას, ამიტომ ცდილობდნენ მის თავიდან მოშორებას. 2002 წელს, ახალი წლის წინა დღეებში მისთვის დ----------------ეს ბინა არ უთხოვებია, არც გასაღები მიუცია და არც მისი საცხოვრებელი ადგილი იცის. მისი ბინის ჩხრეკისას ამოღებული თანხა, მას არ ეკუთვნის, თანხა იყო ჩადებული. მოწმემ განმარტა, რომ რაც მის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში წერია არის არასწორი, რადგან მასზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლას. გატაცების დღეს რამდენჯერ შეხვდა ფ---------------ს და რომელ საათზე გაიტაცეს არ ახსოვს.
დაცვის მხარის მოწმის გ--–--–-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი 2002 წლის 5 დეკემბერს გაიწვიეს სამხედრო სავალდებულო სამსახურში. იგი იყო დ----------------ის ჯარისკაცი. ვინაიდან უწევდა სულ ბაზაზე ყოფნა, მას დ----------------ე დაპირდა, რომ ფიცის დადების შემდეგ დაელაპარაკებოდა უფროსს და ორი დღით დართავდნენ სახლში წასვლის ნებას. მან ფიცი დადო 2002 წლის 28 დეკემბერს, თუმცა ფიცის დადების შემდეგ დ----------------ე ვერ ნახა, ამიტომ 30 დეკემბერს დილის 11:00-12:00 საათამდე პერიოდში მიაკითხა სახლში, მაგრამ ბინის კარი არავინ გაუღო. მოგვიანებით მან ნახა დ----------------ე, რომელმაც უთხრა რომ დედის ავადმყოფობის გამო დადიოდა სოფლიდან, ამიტომ სამხედრო ქალაქში მდებარე ბინა მიქირავებული ან ნათხოვარი ჰქონდა ახლობლისთვის, თუმცა კონკრეტულად ვისთვის არ უთქვამს. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მის მოვალეობაში შედიოდა საგუშაგოზე გასვლა და ყარაულობა. იმ შემთხვევაში თუ საგუშაგოზე დაინახავდა უცხო პირს უნდა ესროლა ჰაერში და უნდა შეეტყობინებინა უცხო პირის შესვლა. ბაზას ჰქონდა ერთი საკონტროლო გამშვები პუნქტი, ხოლო საგუშაგო იყო რამდენიმე, ოთხი ან ხუთი და ყოველთვის ერთ საგუშაგოზე ყოფნა არ უწევდა. ზოგი საგუშაგო ერთმანეთისგან რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. მისთვის ცნობილია, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოწმდებოდა შემსვლელი მანქანა და ჩვეულებრივი მოქალაქე ბაზაზე შემოწმების გარეშე ვერ შევიდოდა, უნდა ჰქონოდა ე.წ. ,,ქსივა“, თუმცა ვინაიდან მას საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დგომა არ უწევდა დაზუსტებით არ იცის შესაძლებელი იყო თუ არა გამშვები პუნქტიდან ბაზაზე მანქანით თავისუფლად, შემოწმების გარეშე შესვლა. იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ მოქალაქეები, ამიტომ იქ სამხედრო პირების გარდა სხვა ადამიანებიც გადაადგილდებოდნენ. იმ დროს ტერიტორია იყო თუ არა შემოღობილი ზუსტად არ ახსოვს, ასევე არ იცის სხვა გზიდან ხომ არ ხვდებოდნენ უცხო პირები ბაზაზე. შემსვლელთა და გამომსვლელთა კონტროლი ხდებოდა გამშვები პუნქტიდან. საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან იმ კორპუსამდე, სადაც დ----------------ე ცხოვრობდა იყო დაახლოებით 300 მეტრი. ახალ წელს ის და დ----------------ე მორიგეობდნენ ერთად.
დაცვის მხარის მოწმე თ-------------–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2002 წლის დეკემბერში იგი მუშაობდა მარნეულის ავ--–---------–ი უზრუნველყოფის ბატალიონის შ------ უ--------------------------ე. ას----–----------რი იყო დ----------------ე, რომელიც ექვემდებარებოდა მას. მოწმის განმარტებით, ე.წ. ,,გარადოკში“ ოფიცრებს ჰქონდათ ბინები. მას ავადმყოფობის გამო, გარკვეული პერიოდი, კერძოდ დეკმებრის თვეში, ზუსტი რიცხვები არ ახსოვს მოუწია სახლში წოლა, მათ შორის ახალ წელსაც და როგორც ახსოვს ამ პერიოდამდე დ----------------ე დედის ავადმყოფობის გამო ბაზაზე დადიოდა სოფლიდან. მოწმის განამარტებით, სამხედრო ნაწილის ტერიტორია მოიცავდა სამხედრო ნაწილს, სამხედრო ქალაქს, მოხნულ ტერიტორიას და ასფრენ ბილიკს. სამხედრო ქალაქში უცხო პირისთვის მოხვედრა პრობლემას არ წარმოადგენდა, რადგან იქვე იყო სოფელი ყი----–----–--, საიდანაც ღობე იყო ღია, ამიტომ იმ მხრიდან უცხო პირს ადვილად შეეძლო ბაზაზე შესვლაც და დ----------------ის სახლთან მოხვედრაც. უცხო პირისთვის ბაზაზე შესვლა პრობლემას წარმოადგენდა საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან, თუმცა პირი ერთხელ თუ იყო ნამყოფი, უშვებდნენ თავისუფლად, რადგან იცოდნენ, რომ მიდიოდა სამხედრო ქალაქში. პირველი საკონტროლო გამშვები პუნქტის გარდა კიდევ იყო ერთი გამშვები პუნქტი სადაც ეყენა თვითმფრინავები, თუმცა იქ უცხო პირი ოფიციალური საშვის გარეშე ვერ შევიდოდა. სამხედრო ქალაქში თავისუფლად შესვლა იმიტომ შეეძლო უცხო პირს, რომ ღობეები იყო მორღვეული. შემდეგ კი, თურქებმა დაიწყეს ასაფრენ ბილიკზე მუშაობა და თავადვე აკეთებდნენ ღობეებსაც. დ----------------ე სამხედრო ქალაქიდან თუ გადიოდა საქმის ყურში აყენებდა ხელმძღვანელობას, რადგან განგაში რომ ყოფილიყო დროულად გამოეძახათ, პატაკის დაწერა საჭირო არ იყო. დ----------------ე იყო დისციპლინირებული და წარმატებული ოფიცერი და არასდროს მიუღია შენიშვნა ზემდგომისგან. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ჯარი ვერ იდგა მყარად ფეხზე, დ----------------ეს ჰქონდა რკინის დისციპლინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დ----------------ე იყო ას----–----------რი და ვინმეს თუ გადასცემდა კუთვნილ ბინას, შეეძლო გამშვებ პუნქტზე მყოფები გაეფრთხილებინა და ეთქვა ჩემთან არისო. ბაზის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ სხვა მოქალაქეებიც, კერძოდ, ლტოლვილები და აზერბაიჯანლები, რომლებიც ისე გადაადგილდებოდნენ, რომ პირადობის მოწმობები არ სჭირდებოდათ, რადგან ყველა ცნობდა მათ.
დაცვის მხარის მოწმე მ--–-----–-----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 1993 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. 2002 წლის დეკემბერში იყო კა-----------------–-----------–--–-ს უ--------. დ----------------ე იყო დაცვის ას----–----------რი. ხსენებული ასეული მის დაქვემდებარებაში არ შედიოდა, ისინი მსახურობდნენ ერთ ასეულში და მას ახასიათებს დადებითად. იცის, რომ დ----------------ეს სამხედრო ნაწილში ჰქონდა ბინა, თუმცა იმ ბინაში ნამყოფი არ არის. მისთვის უცნობია დ----------------ე ცხოვრობდა თუ არა სულ ნაწილში, რადგან აღნიშნულის კონტროლი მას არ ევალებოდა. სამხედრო ნაწილის ტერიტორია არის საკმაოდ დიდი. სამხედრო ტერიტორიაზე მოხვედრა შესაძლებელი იყო საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. სამხედრო ქალაქში მოხვედრა შეიძლებოდა სხვადასხვა ადგილიდან, რადგან მთელი ნაწილის ტერიტორია შემოღობილი არ იყო, მათ შორის არც სამხედრო ქალაქის ტერიტორია იყო შემოღობილი. შესვლაზე კონტროლი ხორციელდებოდა, თუმცა არა მკაცრი, რადგან ადამიანი თუ ერთხელ იყო შესული ტერიტორიაზე და ცნობდნენ უპრობლემოდ შეუშვებდნენ მეორედაც. მისთვის ცნობილია, რომ დ----------------ე დედის ავადმყოფობის გამო დადიოდა სოფლიდან, თუმცა რა სიხშირით ან რა პერიოდში მისთვის ცნობილი არ არის. მანვე განმარტა, რომ მოწყობა ხდებოდა ორშაბათობით, რა დროსაც კადრების განყოფილების თანამშრომელი აწარმოებდა გამოცხადებულ პირთა აღრიცხვას. თუმცა დ----------------ე რომ ორი სამი დღე არ გამოცხადებულიყო სამსახურში ამას გაიგებდნენ რადგან იყო ას----–----------რი.
დაცვის მხარის მოწმე ვ----–----------ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2002 წლის დეკემბერში მუშაობდა მარნეულის სა----–---------–ი, კერძოდ, სა------------–--–------–----------––---------------–-----------------–--–-დ და აკონტროლებდა თვითმფრინავთა გადაფრენას. დ----------------ე არის მისი თანასოფლელი და თანამშრომელი. იგი დ----------------ესთან ერთად დადიოდა სოფლიდან სამხედრო ნაწილში. თუ განწესი უწევდათ სხვადასხვა დროს, მაშინ ცალ-ცალკე მიდიოდნენ ნაწილში, ეს ხდებოდა კვირაში ერთ დღეს. დ----------------ე სოფლიდან დადიოდა დედის ავადმყოფობის გამო. ნაწილის ტერიტორია არ იყო კარგად დაცული და თავისუფლად შეიძლებოდა ბაზაზე შესვლა. მანქანით შესასვლელი იყო სამი გზა, ფეხით კი შესაძლებელი იყო ნებისმიერი მხრიდან შესვლა. როგორც მან დ----------------ისგან იცოდა, ამ უკანასკნელს სამხედრო ქალაქში არსებული ბინა ჰქონდა გაქირავებული, თუმცა ვისზე ჰქონდა გაქირავებული მისთვის უცნობია. მოგვიანებით შეიტყო, რომ დ----------------ეს ბრალი ედებოდა ადამიანის გატაცებაში.
დაცვის მხარის მოწმე გ--–------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ დ----------------ე არის მისი ძმა. იგი დაზარალებულებს არ იცნობს. 2002 წლის დეკემბერში მისი ძმა დედის ავადმყოფობის გამო ცხოვრობდა მასთან ერთად მარნეულის რაიონის სოფელ ო-----------ეში. ასევე იცის, რომ მისი ძმა მუშაობდა მარნეულის სამხედრო ბაზაზე, სადაც ასევე ჰქონდა საცხოვრებელი ბინა. იგი ი-----–-----–--–---ს იცნობს კომუნისტების პერიოდიდან. ზუსტი თარიღი არ ახოსვს, ის და მისი ძმა იდგნენ გზაზე, რა დროსაც გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც გადმოვიდა ი-----–-----–--–---ი, რომელმაც უთხრა, რომ მოდიოდა სადახლოდან. მან ი-----–-----–--–---ს თხოვა თუ მარნეულში მიდიოდა მისი ძმაც გაეყოლებინა სამსახურში, რაზეც ი-----–ი დათანხმდა და დ----------------ე თავისი ავტომანქანით წაიყვანა მარნეულში. 2003 წლის 15 იანვარს დ----------------ე მეგობრებთან ერთად იყო თ------ ბაღში. დაახლოებით შუა დღის შემდეგ, მათ სახლში მივიდნენ ნიღბიანი პირები და სახლში ჩაატარეს ჩხრეკა და თითქოსდა მათი სახლიდან ამოიღეს საბრძოლო მასალა, რაც მათ არ ეკუთვნოდა. ამის შემდეგ იგი დააკავეს და გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც ეკითხებოდნენ სად ცხოვრობდა მისი ძმა და ვინ ჰყავდა სამხედრო ქალაქის ბინაში. მან უპასუხა, რომ დ----------------ეს ბინა მიცემული ჰქონდა ვიღაცისთვის, რაზეც ჰკითხეს ი-----–-----–--–---ს ხომ არ ათხოვა ბინაო, რაზეც თანხმობა განუცხადა. ამის შემდეგ მის მიმართ განხორციელდა ზეწოლა, რომლის შესახებაც არ უთქვამს არაფერი, რადგან დაემუქრნენ ძმის მოკვლით. მან იცის, რომ ბინა იყო გაქირავებული, თუმცა არ იცის ვისზე იყო გაქირავებული, სავარაუდოდ ი----– ჯ--–--–ოვზე ჰქონდა გაქირავებული, რადგან დ------ უთხრა, რომ ბინაში შეშვებული ჰყავდა მათი ნაცნობი, რომელმაც თხოვა გასაღები.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ტ-----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 2002 წლის ოქტომბრიდან კი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სა-----------------------–-----------–-----------------------------–--------------–----------------ი პოლკოვნიკი. მის მოვალეობაში შედიოდა აეროდრომისა და თვითმფრინავების მომსახურება, ამიტომ მის დაქვემდებარებაში იყო სააეროდრომო და დაცვის ასეულები. სამხედრო ნაწილის მთელ ტერიტორიას იცავდა დაცვის ასეული, რომლის უ-------- იყო უ-------- ლეიტენანტი დ----------------ე, რომელიც ცხოვრობდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარე ორ ოთახიან ბინაში. მას უნახავს, რომ დ----------------ე რუსულად, ქართველისთვის დამახასიათებელი აქცენტით ესაუბრებოდა აზერბაიჯანელი ეროვნების მოსამსახურეებს. 2002 წლის 10 ან 15 დეკემბერს მასთან მივიდა დ----------------ე და დედის ავადმყოფობის გამო თხოვა გათავისუფლება, იგივე თხოვა იმავე წლის 25 დეკემებრს და მან ორივეჯერ გაათავისუფლა. 25 დეკემბრიდან 28 დეკემბრამდე დ----------------ე სამსახურში არ გამოცხადებულა. მან 29, 30 და 31 დეკემბერს, დღის განმავლობაში, დ----------------ე ნახა სამსახურში. ამასთან, 2002 წლის 30 დეკემბერს დ----------------ემ თხოვა შვებულებაში გაშვება, რაზეც უარი უთხრა, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელის მოადგილე იყო შვებულებაში და დაპირდა, რომ რ----------------ის სამსახურში დაბრუნების შემდეგ გაუშვებდა შვებულებაში. დ----------------ე შემდეგ დღეებში ყოველდღიურად დადიოდა სამასახურში. 2002 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათიდან 2003 წლის 01 იანვრის 18:00 საათამდე კი, დ----------------ე იყო განწესში და იმყოფებოდა ნაწილის ტერიტორიაზე, ამიტომ ორ იანავარს დ----------------ე სამსახურში არ იმყოფებოდა, ნაწილში გამოცხადდა 2003 წლის 03 იანვარს. დ----------------ეს შვებულებაში გასვლაზე დაწერილი ჰქონდა პატაკი, რაზეც მოუწერა ხელი, რის შემდეგაც პატაკზე ხელი უნდა მოეწერა ბაზის მეთაურს - მ-----–--------ეს. 2003 წლის 03 იანვრის შემდეგ მას დ----------------ე სამხედრო ნაწილში აღარ უნახავს და ეგონა რომ შვებულებაში იყო. მოგვიანებით სამხედრო ქალაქში მდებარე დ----------------ის ბინაში, უშიშროების სამინისტროს თანამშრომლებმა ჩაატარეს ჩხრეკა, რა დროსაც შეიტყო, რომ დ----------------ეს ჩაუდენია დანაშაული. მისთვის უცნობია განპიროვნებული იყო თუ არა დ----------------ეზე სამსახურებრივი იარაღი, რადგან როგორც წესი იარაღი რიგდებოდა განგაშის დროს, ასევე აძლევდნენ მორიგეს.
სააპელაციო სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე რ----------------ის ჩვენებით ირკვევა, რომ იგი მუშაობდა სა----–---------–ი, ხოლო 1996 წლიდან იყო საავიაციო ბაზის და–----------------ს მოადგილე, ხოლო ასმეთაური იყო დ----------------ე. 2002 წლის დეკემბერში იგი იმყოფებოდა შვებულებაში და სამსახურში დაბრუნდა 2002 წლის 26 დეკემბერს. ამ დღიდან ახალწლამდე პერიოდში იგი დ----------------ეს ხედავდა ხოლმე სამსახურში. ამასთან, 2002 წლის 31 დეკემბრის 16:00 საათიდან 2003 წლის 01 იანვრის 16:00 საათამდე პერიოდში ორივენი იყვნენ მორიგე, თუმცა მორიგეობდნენ ცალ-ცალკე შენობაში და მისთვის უცნობია რას აკეთებდა მორიგეობის დროს დ----------------ე, ასევე არ იცის დ----------------ე მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა თუ არა ვინმეს. 2003 წლის 3 იანვარის შემდეგ დ----------------ეს ხედავდა იშვიათად. მას ამ უკანსკნელმა უთხრა, რომ დედის ავადმყოფობის გამო აპირებდა შვებულებაში გასვლას. 2003 წლის 6 იანვრის შემდეგ მას დ----------------ე არ უნახავს, არც მისი ადგილსამყოფელი იცოდა და არც სამხედრო ნაწილის დატოვების მიზეზი. მოწმის ჩვენებით, მას და დ----------------ის ჰქონდათ ერთი და იგივე მოდელის მობილური ტელეფონი. ერთხელ მას დ----------------ემ თხოვა ტელეფონის ელემენტის ერთი დღით გაცვლა, რაზეც დათანხმდა და ნახა, რომ დ----------------ის ელემენტი მართლაც მალე ჯდებოდა. ახალ წლამდე პერიოდში კი, დ----------------ემ უთხრა, რომ იყიდა ახალი ელემენტი და მისი ტელეფონი აღარ ითიშებოდა.
ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2002 წლის 15 იანვარს 18:21-20:48 ჩატარდა მარნეულის რაიონის სოფელ ო-----------ეში მდებარე ც----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ერთი ცალი ვაზნა ,,Д---------“-ის ტიპის სანადირო გლუვლულიანი თოფი, ერთი ცალი 7,62 მმ ვაზნა, ერთი ცალი ა---- ტიპის ავტომატის მჭიდი, ერთი ცალი ,,П-“-ის ე.წ. ,,კაბურა“, კონუსის ფირმის სამხედრო ცილინდრი, რომელზედაც იკითხება N2--------------“ ტიპის ხელყუმბარა თავის დეტონატორით, წითელი ფერის ფხვნილი, მოთავსებული შავი ფერის ცელოფანში, ჯავშანჟილეტი.
ბინის ჩხრეკის ოქმით ირკვევა, რომ 2003 წლის 16 იანვარს 16:47-18:16 საათზე ჩატარდა ქ.მარნეულში, სამხედრო დასახლება N--------------------------ში მდებარე დ----------------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლეიბის პირის ლაქებიანი ამონაჭერი, ერთი ცალი ცხვირსახოცი, საწოლის გადასაფარებელი ლაქებით, ერთი ცალი ზეწარი ლაქებით, რუხი ფერის ფხვნილადი მასა, ავტომატის და საზენიტო დანადგარის ცამეტი ვაზნა, დ-----------ის პასპორტი, ზეწარი და გადასაფარებელი, ბლოკნოტის ფურცელი წარწერებით.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კრიმინალისტიკური სამსახურის 2003 წლის 28 თებერვლის ექსპერტის N2---------- დასკვნით დასტურდება, რომ:
▪ წარმოდგენილ საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალი 20 მმ და 30 მმ კალიბრის ორი ცალი ვაზნა გამოიყენება საზენიტო დანადგარებში, თავისი გარე მონაცემებიდან და შენახვის პირობებიდან გამომდინარე ვარგისი უნდა იყოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ გამოსაკვლევი ცხრა ცალი ვაზნა მარკირებით ქუდზე ,,2-----“ (რვაზე), ხოლო ,,2-----“ (რვაზე) წარმოადგენს სტანდარტულ (ქარხნული წესით დამზადებულ) სამხედო დანიშნულების 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1943 წლის ნიმუშის ვაზნებს. აღნიშნული ვაზნებიდან ოთხი ცალი ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამბერ გამოსაყენებლად, ხოლო დანარჩენი ხუთი ცალი გარე მონაცემებიდან და შენახვის პირობებიდან გამომდინარე ვარგისი უნდა იყოს სროლისათვის.
▪ გამოსკვლევი ხუთი ცალი ვაზნა წარმოადგენს, სტანდარტულ (ქარხნული წესით დამზადებულ) სამხედრო დანიშნულებისათვის 7,62 მმ. კალიბრის 18----- წლის ნიმუშის მოსინის კონსტრუქციის შაშხანებისათვის და 19------ წლების ნიმუშის კარაბინებისათვის, ასევე დექტიაროვის და კალაშნიკოვის კონსტრუქციის ტყიამფრქვევებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ 1098 წლის ნიმუშის ვაზნებს. რომელთაგნ ერთი ცალი ვაზნა თავისი გარე მონაცემებიდან და შენახვის პირობებიდან გამომდინარე ვარგისი უნდა იყოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად - სროლისათვის, ხოლო დანარჩენი ოთხი ვაზნა შენახვის პირობებიდან გამომდინარე, უვარგსი უნდა იყოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, მაგრამ ექსპერტი არ გამორიცხავს მათი გასროლის შესაძლებლობას.
▪ გამოსაკვლევი ერთი ცალი ვაზნა, სპეცდანიშნულებისაა. გარე მონაცემებისა და შენახვის პირობებიდან გამომდინარე ვარგისი უნდა იყოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ გამოსაკვლევი მუქი ფერის მჭიდი განკუთვნილია 7,62 მმ. კალიბრის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატებისათვის.
გამოსაკვლევი მოყვითალო-მოწითალო და რუხი ფერის მასა წარმოადგენს ასაფეთქებელ ნივთიერებას.
▪ გამოსაკვლევი ცილინდრული ფორმის საგანი, მარკირებით კორპუსზე ,,2-------“ სპეცდანიშნულების სამხედრო, სასიგნალო მოწყობილობაა, რომელიც ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ გამოსაკვლევი ,,Р----“ ტიპის ხელყუმბარის კორპუსი და მისთვის განკუთვნილი საშტატო „У----“ ტიპის საფალიე მოწყობილობა ერთობლიობაში წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების ასაფეთქებელ მოწყობილობათა კატეგორიაში შემავალ შემტევი ტიპის მსხვრევად ხელყუმბარას, რომელიც ვარგისი აღმოჩნდა დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად, ასაფეთქებლად.
▪ წარმოდგენილი ორი ცალი გრძივი ფორმის საგანი წარმოადგენს, სტანდარტულ ცეცხლგამტარ ზონარს (ე.წ „ბიგფორდის ზონარს“), ხოლო ერთი კი კაფსულ-დეტონატორს ელ.გამტარით. ზონარი ვარგისი აღმოჩნდა, ხოლო კაფსულ-დეტონატორი ვარგისი უნდა იყოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად.
▪ გამოსაკვლევი ხაკისფერი ჩასაცმელი კომპლექტი, წარმოადგენს ინდივიდუალური თავდაცვის სპეციალური დანიშნულების ჯავშან ჟილეტს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2003 წლის 12 მარტის ექსპერტის N2------- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ ფ---------------ის სისხლი მიეკუთვნება Aβ (II) ჯგუფს და არის A ანტიგენის გამომყოფი.
▪ ექსპერტიზაზე წარდგენილ ზეწრებზე, საბნის შალითაზე, ადიელაზე, ქსოვილის ნაჭერზე და ცხვირსახოცზე სისხლი არ აღმოჩნდა.
▪ ზეწარზე აღმოჩნდა განავლოვანი მასა.
▪ ზეწარზე აღმოჩნდა ადამიანის შარდი, რომელშიც ნანახი იქნა ანტიგენი A. იგი დატოვებულია პირის მიერ, რომელიც არის A ანტიგენის გამომყოფი, მათ შორის ფ------------ის.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის კრიმინალისტიკური სამსახურის 2003 წლის 01 აპრილის ექსპერტის N4---- დასკვნით ირკვევა, რომ:
▪ გამოსაკვლევად წარდგენილი მოყვითალო-მოწითალო ფხვნილი წარმოადგენს ფეთქებად ნივთიერებას - ამონიტს „6--“ რომელიც შედგება ამონიუმის გვარჯილისა და ტროტილისაგან.
▪ გამოსაკვლევად წარდგენილი რუხი მოლურჯო ფერის პატარა ცილინდრული ფორმის ნაწილაკები წარმოადგენს უკვამლო დენთს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის 1999 წლის 30 მარტის N370 ბრძანებით, ირკვევა, რომ უ-------- ლეიტენანტი დ------------------------------ - სა-----------------------–-----------–-------–---–ო ცენტრის დაცვის ასეულის ოცეულის მეთაური 1999 წლის 15 თებერვლიდან დაინიშნა სა------–-------–---–---–----------------------------------–-----------–-------–---–-------------–--ს ას----–----------რად.
N4---- სამხედრო ნაწილის მეთაურის 2003 წლის 27 თებერვლის N-----------ით დასტურდება, რომ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებმაც თვითნებურად მიატოვეს სამხედრო ნაწილი და არ ცხადდებოდნენ სამხედრო ნაწილში, შეუწყდათ ყველა სახის სარგოს გაცემა, მათ შორის დაცვის ას----–----------რს, უფროს ლეიტენანტს - დ------------------------------ს, 2003 წლის 6 იანვრიდან.
2003 წლის 5 მარტის ავიაციის მაიორის დ.გუ-----–-–---–-- მიერ შედგენილი ცნობით ირკვევა, რომ უ-------- ლეიტენანტი დ----------------ე, რომელიც ირიცხებოდა სამხედრო ნაწილში N4--------–--- ას----–----------რად არ ცხადდებოდა სამსახურში 2003 წლის 06 იანვრიდან. არ გამოცხადების მიზეზი გაურკვეველია.
შპს ,,მაგთიკომიდან“ ამოღებული დეტალური ინფორმაციით ირკვევა, რომ 2002 წლის 02 დეკემბრიდან, 2003 წლის 03 იანვრამდე პერიოდში ი-----–-----–--–---ის ტელეფონის ნომრიდან 89------- როგორც გამავალი, ისე შემავალი ზარებია განხორციელებული დ----------------ის ტელეფონის ნომერზე 89-------, ს.გუ---------- ტელეფონის ნომერზე 89------- და ფ------------ის ტელეფონის ნომერზე 87-------.
მსჯავრდებულის დაკავების ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 19 მარტს 22:12 საათზე დაკავებული იქნა დ------------------------------.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში“. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენი, გასაჩივრებულია მხოლოდ დაცვის მხარის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მსჯავრდების ნაწილში, შესაბამისად ბოლნისის რაიონული სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დ----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით ბრალეულობასთან დაკავშირებით, მიიჩნევა დადასტურებულად და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა იმსჯელებს მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობის შესახებ.
სააპელაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულ დ----------------ის გამართლების თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოში მტკიცებულებათა გამოკვლევისას, დაზარალებულებმა დეტალურად აღწერს ის გარემოება, თუ როგორ მოხდა ფ---------------ის გატაცება და შემდეგ მისი გათავისუფლების სანაცვლოდ ფულადი თანხის - 100000 აშშ დოლარის მოთხოვნა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ემუქრებოდნენ ფ---------------ის სიცოცხლის მოსპობით და მისი ორგანოების გაყიდვით. ს-----------------მა შეძლო მხოლოდ 80000 აშშ დოლარის შოვნა, რაზეც დათანხმდნენ გამტაცებლები. მას შემდეგ კი, რაც დაზარალებულმა ს-----------------ბა, ხსენებულ პირთა მითითებით თანხა დატოვა კონკრეტულ ადგილას, გაათავისუფლეს გატაცებული ფ---------------ი. დაზარალებულმა ფ---------------მა ასევე განმარტა, რომ მას გამტაცებლები ამყოფებდნენ არაადამიანურ პირობებში. ამასთან, ვერცერთმა დაზარალებულმა ვერ დაადასტურა დ----------------ის მოცემულ დანაშაულთან შემხებლობა. გარდა ამისა, ფ---------------მა განმარტა, რომ მას გამტაცებლების და იმ პირთა სახეები, რომლებიც იმყოფებოდნენ იმ სახლში სადაც ის ყავდათ განთავსებული არ დაუნახავს. გარდა ამისა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული არც სხვა რომელიმე მტკიცებულებით დადასტურებულა ფ---------------ისთვის თავისუფლების აღკვეთასა და გამოძალვაში დ----------------ის მონაწილეობა.
ამასთან, პალატა თვლის, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა დ----------------ის მიერ საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ფაქტს, კერძოდ: მართალია ბინის ჩხრეკის ოქმებით დადასტურებულია, ის გარემოება, რომ ამოღებული იქნა საბრძოლო მასალა, თუმცა აღნიშნული საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების დ----------------ისადმი კუთვნილება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურებულა. აღსანიშნავია, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ო-----------ეში მდებარე ც----------ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი დათარიღებულია 2002 წლის 15 იანვარით, ბრალდების მხარეს კი რაიმე მტკიცებულება იმის გასარკვევად აღნიშნული არის თუ არა ტექნიკური შეცდომა სასამართლოში არ წარმოუდგენია. გამოძიებამ უტყუარად ვერ დაადგინა, თუ ვის ეკუთვნოდა ხსენებული საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებული საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერება. დ----------------ემ განმარტა, რომ სამხედრო ქალაქში არსებული ბინის გასაღების გადაცემისას, მას უთხრეს, რომ ბინაში ელაგა წინა მფლობელის ნივთები და ყოფილი მეპატრონე ნივთებს გაიტანდა მოგვიანებით, რაც შეეხება სოფელში მდებარე სახლს, დ----------------ე იქ ცხოვრებდა დედის ავადმყოფობის და შვებულებაში გასვლის პერიოდში, შესაბამისად, მისთვის უცნობია ამ ორი ბინიდან ამოღებული ნივთების წარმომავლობა, ისინი მას და მის ოჯახის წევრებს არ ეკუთვნოდათ. ამის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
პალატა თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის ურთიერთშეთავსებად და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებს დ----------------ის ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 132-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით, საკმარისი უნდა იყოს პირის დამნაშავედ ცნობისათვის. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში კი, ბრალდების წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი დ----------------ის ფ---------------ისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, ასევე გამოძალვაში, ესე იგი სხვისი ქონებრივი სარგებლობის მოთხოვნაში, რასაც თან ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით და საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვაში დამნაშავედ ცნობისათვის, ვინაიდან არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი კი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდების მხარემ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს in dubio pro reo (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, § 77, Lavents v. Latvia, § 125, and Melich an Beck v. The Czech Republic, § 60). მტკიცებულებათა შეფასების პროცესში სასამართლო „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით ხელმძღვანელობს (Ireland v. The United Kingdom, § 161).
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ამდენად, პალატამ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ----------------ე ცნობილი უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლით კრიმინალიზებულია დეზერტირობა ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია სამხედრო სამსახურის კანონით დადგენილი წესი. სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის სუბიექტი არის სამხედრო მოსამსახურე.
მოცემულ შემთხვევაში პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ დ----------------ე იყო საავიაციო-სასწავლო ცენტრის სა-----------------------–-----------–-------–---–ო ბაზის დაცვის ას----–----------რი და სამხედრო სამსახური მიატოვა თვითნებურად სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით, რის გამოც სამხედრო ნაწილის მეთაურის 2003 წლის 27 თებერვლის N-----------ით, 2003 წლის 6 იანვრიდან შეუწყდა ყველა სახის სარგოს გაცემა, ვინაიდან მან თვითნებურად მიატოვა სამხედრო ნაწილი და არ ცხადდებოდა სამხედრო ნაწილში. ის გარემოება, რომ დ----------------ე შვებულებაში გასვლის შემდეგ არ გამოცხადებულა სამხედრო ნაწილში არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ. დ----------------ემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მისი ძმისგან შეიტყო, რომ მას ბრალი ედებოდა ი-----–-----–--–---თან ერთად ადამიანის გატაცებაში, იმ დროს ქვეყანაში და სამართალდამცავ ორგანოებში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, გადაწყვიტა არ გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში და სამხედრო ნაწილში და ელოდა ქვეყანაში არსებული სიტუაციის შეცვლას. შესაბამისად, პალატას ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდება დადასტურებულად მიაჩნია.
პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომლებიც განსაზღვრავენ ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს, უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
სააპელაციო პალატამ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, დ----------------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა თვლის, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ დ----------------ემ ჩაიდინა, დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო მოსამსახურის მიერ სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვება, სამხედრო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----------------ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნისას პალატა ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. ასევე გასათვალისწინებელია ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნის შესრულების საჭიროება სასჯელის პროპორციული და ეფექტური ღონისძიების გამოყენების გზით.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს“. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დ----------------ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლი 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, მისი ასაკი, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მისი განხორციელების სახე, ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, წარსული ცხოვრება და დამნაშავის რესოციალიზაციისა და სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, საქმეში არსებულ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებათა გათვალისწინებით, მსჯავრდებულს განუსაზღვრა შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით და მასზე, გაავრცელა 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეღავათი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მსჯავრდებულ დ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ნივთიერი მტკიცებულების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
„LG-ის“ და „SONY-ის“ ფირმის აუდიო კასეტები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ლეიბის პირის ლაქებიანი ამონაჭერი, 1 (ერთი) ცალი ცხვირსახოცი, საწოლის გადასაფარებელი ლაქებით, 1 (ერთი) ცალი ზეწარი ლაქებით, 1 (ერთი) ცალი ზეწარი და 1 (ერთი) ცალი გადასაფარებელი - განადგურდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია) 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, 547-ე მუხლის პირველი ნაწილით, 2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ დ----------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ნ-----------–--ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 29 დეკემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება.
დ----------------ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „თ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
დ----------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
2007 წლის 29 ნოემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დ----------------ე გათავისუფლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან.
დ----------------ე გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაწყდეს შემდეგნაირად:
„LG-ის“ და „SONY-ის“ ფირმის აუდიო კასეტები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
საბრძოლო მასალა და ფეთქებადი ნივთიერებები გადაეცეს საქართველოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
ლეიბის პირის ლაქებიანი ამონაჭერი, 1 (ერთი) ცალი ცხვირსახოცი, საწოლის გადასაფარებელი ლაქებით, 1 (ერთი) ცალი ზეწარი ლაქებით, 1 (ერთი) ცალი ზეწარი და 1 (ერთი) ცალი გადასაფარებელი - განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო სანდოძე