განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 33-100118002711347
საქმე #1/ბ-13-19 გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
მოსამართლე: ლევან თევზაძე
სხდომის მდივანი: გიორგი სვანიძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ირ---–------–------ვა, ინ----------–--ლი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - სო------------------–----------ძე, დაბადებული 1--- წლის 2--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №5----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული: ჭ----------------–---–-----------; ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------------------------------–---------------------------.
კვალიფიკაცია:
1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტები (თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - სამი ეპიზოდი).
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია).
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი (ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გამოყენების მიზნით -სამი ეპიზოდი).
სასჯელი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა, საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით სო---------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, სო---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა პოზიციები:
სახელმწიფო ბრალმდებელმა (აპელანტი) მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა და სო---------------ისთვის უფრო მკაცრი სასჯელის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ დანიშნული სასჯელი აშკარად არ შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და საზოგადოებრივ საშიშროებას. სო---------------ის მიერ არ არის ანაზღაურებული მიყენებული მატერიალური ზიანი და კვლავ ფულადი სანქციის დაკისრება ნიშნავს, რომ დანიშნული სასჯელი ვერ მიაღწევს საქართველოს სისხლის სამართლის კდოექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნებს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
მსჯავრდებულმა სო---------------ემ მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება, ვინაიდან მიყენებული ზიანის ნაწილი, 850 ლარი აანაზღაურა და დარჩენილ თანხასაც გადაიხდის. არის მარტოხელა დედა, ყავს პენსიონერი მშობლები, მუშაობა დაიწყო ლომბარდში და სრულად აანაზღაურებს მიყენებულ ზიანს.
სასამართლომ დაადგინა:
2018 წლის აპრილის თვიდან სო---------------ე მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- ქუჩა №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოვებით 19:37 საათზე, სო---------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე გი-----------------მა თავის სახელით ჩააბარა „აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი, ამავე ხელშეკრულებაზე, იმავე დღეს დაახლოებით 19:44 საათზე, ვითომდა გასცა კიდევ 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი და 2018 წლის 22 აგვისტოს, 01:55 სათზე, ასევე, ვითომდა გასცა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობის თანხა, რამაც ჯამში შეადგინა 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარი. რეალურად სო---------------ეს, აღნიშნული თანხა არავისზე არ გაუცია და მოტყებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 650 (ექვსას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის აპრილის თვიდან სო---------------ე მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 23:47 საათზე, სო---------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე კა-----------ემ თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო 3-0 (სამასი) ლარი, ამავე ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით 12:07 საათზე, ვითომდა გასცა 400 (ოთხასი) ლარი, ხოლო 10 სექტემბერს, დაახლოებით 14:02 საათზე, ვითომდა მიიღო 70 (სამოცდაათი) ლარი პროცენტის დაფარვის თანხა კა-----------ისგან, რეალურად სო---------------ეს აღნიშნული თანხა არავისზე არ გაუცია და მოტყუებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 63- (ექვსას ოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის აპრილის თვიდან სო---------------ე მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 სექტემბერს დაახლოებით 18:21 საათზე სო---------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე ელ----------–---ამ თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო 400 (ოთხასი) ლარის ოდენობის თანხა, რეალურად სო---------------ეს აღნიშნული თანხა არავისზე არ გაუცია და მოტყუებით დაეუფლა, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 400 (ოთხასი ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2018 წლის აპრილის თვიდან სო---------------ე მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 17 აგვისტოს, დაახლოებით 19:37 საათზე, სო---------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შემდგომში გამოყენების მიზნით შეადგინა სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ვითომდა ლომბარდში ვინმე გი-----------------მა, თავის სახელით ჩააბარა „აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და არაერთხელ მიიღო ფულადი თანხა.
2018 წლის აპრილის თვიდან სო---------------ე მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 23 აგვისტოს, დაახლოებით 21:47 საათზე სო---------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შემდგომში გამოყენების მიზნით, შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე კა-----------ემ თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ისს ფირმის მობილური ტელეფონი და არაერთხელ მიიღო ფულადი თანხა.
2018 წლის აპრილის თვიდან სო---------------ე მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე. 2018 წლის 16 სექტემბერს, დაახლოებით 18:21 საათზე, სო---------------ე იმყოფებოდა თავის სამუშაო ადგილას, რა დროსაც ყალბად შემდგომში გამოყენების მიზნით შეადგინა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ვითომდა ლომბარდში ვინმე ელ----------–---ამ თავის სახელით ჩააბარა „სამსუნგ S 8“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და მიიღო ფულადი თანხა.
2018 წლის აგვისტოს თვეში, ზუსტი რიცხვი დაუდგენელია, სო---------------ე რომელიც მუშაობდა ქ.თბილისი, გლდანი, ო--------–---–-- №3--–- მდებარე შპს „ჯ--------------“ ლომბარდში მოლარე-ოპერატორის თანამდებობაზე, ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ლომბარდის საკუთრებაში გადასულ და გასაყიდად მოქცეულ „აიფონ 7“-ის ფირმის მობილურ ტელეფონს, რითიც დაზარალებულ კომპანიას მიაყენა 600 (ექვსასი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. ვინაიდან, მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ გასაჩივრებულია განაჩენი მხოლოდ სასჯელის ნაწილში, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლოს დასკვნები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სო---------------ის ბრალეულობასთან დაკავშირებით მიიჩნევა დადასტურებულად.
განაჩენით დანიშნული სასჯელის უცვლელად დატოვების დასაბუთება:
პალატა გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–------–------ვას სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო განაჩენი უცვლელად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედება ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ბრალდების მხარის მოთხოვნას მსჯავრდებულ სო---------------ისათვის სასჯელის დამძიმების თაობაზე პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრის დროს გაითვალისწინა დანაშაულის მოტივი და მიზანი, ხასიათი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რომ სო---------------ე გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, აანაზღაურა მიყენებული ზიანის ნაწილი, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია და განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი სასჯელის მიზნები, მოემსახურება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.
საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა განზრახი ნაკლებად მძიმე ან გაუფრთხილებელი დანაშაული და იგი აღიარებს დანაშაულს, ან/და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე ან განზრახი მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.
მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს, რომ სო---------------ე აღიარებს და ინანიებს დანაშაულების ჩადენას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია და მიიჩნევს, რომ არსებობს საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის გამოყენების კანონით გათვალისწინებული საფუძველი. პირობითი მსჯავრის გამოყენებით, 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, მსჯავრდებული გააცნობიერებს ჩადენილ ქმედებას, გამოიტანს სათანადო დასკვნას და მოახდენს საკუთარი თავის რეაბილიტაციას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმისა და პიროვნების შეუსაბამოდ ითვლება სასჯელი, რომელიც, თუმცა არ სცილდება კანონით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებს, მაგრამ თავისი სახითა და ზომით, მეტისმეტი სიმკაცრის ან სიმსუბუქის გამო, აშკარად უსამართლოა.
მსჯავრდებულ სო---------------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სააპელაციო პალატა საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მან აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაულები, ნაწილობრივ აანაზღაურა დაზარალებულებისთვის მიყენებული ზიანი - 150 ლარის და 700 ლარის ოდენობით, რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერები, გამოთქვამს მზადყოფნასა და სურვილს, რომ მომავალშიც აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, სადავოდ არ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები (წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა) არ გააჩნია და ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისთვის განსაზღვრული სასჯელი სამართლიანია და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. შესაბამისად, სასჯელის ნაწილში დამძიმების კუთხით ცვლილების შეტანის საფუძველი არ არსებობს.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას, რომ მსჯავრდებულს ზიანი არ აუნაზღაურებია, აღნიშნული არ შეიძლება შეფასდეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად და წარმოადგენს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველ საკითხს. პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებებზე, რომ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურება პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა და ამ წამახალისებელი ნორმის შეუსაბამო ქმედება პასუხისმგებლობის დამამძიმებლად ვერ მიიჩნევა (იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის N1019აპ-09 და N611აპ-10 განჩინებები). პალატა სრულად იზიარებს საკასაციო პალატის მოცემულ განმარტებას და მიიჩნია, რომ ზიანის აუნაზღაურებლობა არ შეიძლება ჩაითვალოს სო---------------ისთვის შეფარდებული სასჯელის გამკაცრების საფუძვლად. ამასთან, ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო პალატის წინაშე მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოების დამადასტურებელი რაიმე სხვა მტკიცებულება არ ყოფილა წარმოდგენილი, რაც სასამართლოს შესაძლებლობას მისცემდა ემსჯელა მისთვის დანიშნული სასჯელის დამძიმებაზე.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მე-3 ნაწილში განსაზღვრულია, რომ ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს არა მძიმე სახის სასჯელის დანიშვნის სიმკაცრეში, არამედ მის გარდაუვალობაში. მოცემულ საქმეში, ინდივიდუალიზაციის პრინციპის გამოყენებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლიანად დანიშნა სასჯელი და საქმის სრულყოფილი განხილვის შედეგად უზრუნველყო პასუხისმგებლობის დაკისრების გარდაუვალობაც. ამდენად, სახელმწიფო ბრალდების პოზიცია სასჯელის დამძიმების ნაწილში უსაფუძვლოა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სო---------------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურის პროკურორ ირ---–------–------ვას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სო---------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
სო---------------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 23 აგვისტოს ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 სექტემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2018 წლის აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, სო---------------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სო---------------ეს საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
სო---------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ სო---------------ის ყოფაქცევაზე კონტროლი გამოსაცდელი ვადის პერიოდში განახორციელოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს - სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მსჯავრდებულ სო---------------ეს დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს - პრობაციის ბიუროს.
ნივთიერი მტკიცებულება:
„აიფონ 7“ მობილური ტელეფონი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
2 (ორი) ცალი დისკი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ლევან თევზაძე