განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002237458
საქმე №1/ბ-391-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენის გარეშე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-----------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქის (პ--------------------), დაოჯახებულის, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, მცხოვრების: ქ------–--–-------------–------------------------–---------------------------- ბ-------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით; სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, ლ-----------მა ჩაიდინა -
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ტანჯვა;
მანვე ჩაიდინა, ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში (ორი ეპიზოდი).
აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის მაისში, თბილისში, ვ---------–---------------------------------------------------- ბ-------ში, ლ-----------მა თავის მეუღლეს - მ--------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, თავის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მ--------------მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2017 წლის 28 ოქტომბრიდან 20 ნოემბრის ჩათვლით, ლ-----------ი სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა მეუღლის - მ-------------ის მიმართ, კერძოდ, ლანძღავდა მას, მოიხსენიებდა უწმაწური სიტყვებით და აგინებდა მშობლების მისამართით, რის შედეგადაც მ-------------- განიცდიდა ტანჯვას.
2017 წლის 19 ნოემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე, ლ-----------ი, ტელეფონის საშუალებით, დაუკავშირდა თავის მეუღლეს - მ--------------ს, რომელიც იმყოფებოდა თბილისში, ვ---------–------------–----------------–---–----------------------–ი, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ლ-----------ი, ტელეფონის საშუალებით, კვლავ დაუკავშირდა თავის მეუღლეს - მ--------------ს, რომელიც იმყოფებოდა იმავე მისამართზე, და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობითა და ჯამრთელობის დაზიანებით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენით:
ლ-----------ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ი-----–-----------მ. წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელი ითხოვს ლ-----------ის მიმართ გამოტანილი ზემოაღნიშნული გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენას და ლ-----------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში, რადგან ლ-----------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი გამართლებულ ლ-----------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
აღნიშნული განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ლ-----------ის მიერ ხსენებული დანაშაულების ჩადენას.
სასამართლო პალატა, აღნიშნავს, რომ საქმის არსებითი განხილვისას, დაზარალებულმა მ--------------მ, გამართლებულ ლ-----------ის შვილებმა - გ--------------მა და გ-----------მა, ასევე, გამართლებულის მამამ - ნ--------------მა ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქ/პუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ლ----------–---–--ს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების თანახმად, მ-------------- არის მისი მეუღლის ბიძაშვილი. გვიან ღამით მ-------------- მივიდა მასთან სახლში, შვილთან - გ--------------თან ერთად, უთხრა, რომ მეუღლესთან მოუხდა უთანხმოება, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და დარჩა მასთან. მ--- და მისი შვილი მასთან დაახლოებით ხუთი-ექვსი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ, რა დროსაც მ---ს ურეკავდა ხოლმე ტელეფონი და ის გვერდით ოთახში გადიოდა სასაუბროდ. კონკრეტულად, რას ლაპარაკობდა და ვის ელაპარაკებოდა, არ იცის. როდესაც პასუხობდა ტელეფონს, მ--- აფორიაქებული, ემოციებში იყო, ნერვიულობდა ხოლმე, თუმცა ისე არა, რომ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნილიყო. ფიქრობს, ლ----- იყო, თუმცა დეტალებში არ ჩაძიებია. მოწმის განმარტებით, მას სმენია, რომ მ--------------სა და ლ-----------ს გარკვეული კონფლიქტი ჰქონდათ სახლში, კერძოდ, ლ----- მას სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, თუმცა თვითონ ისე ახლოს არ ყოფილა მ---სთან, რომ მასთან ოჯახის ამბებზე ესაუბრა, ცდილობდა, არ ჩარეულიყო. პირადად კონფლიქტს არასდროს შესწრებია. როგორც იცის, პოლიციაშიც ჰქონდა მ---ს განცხადება შეტანილი ოჯახურ უთანხმოებასთან დაკავშირებით. შემდეგ მ--- შეურიგდა ლ----ს, წავიდნენ მისი სახლიდან და კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თითქოს, საერთოდ არაფერი მომხდარა. მეუღლესთან ერთად, ორჯერ იყო მათ სანახავად მისული.
მოწმე ა------------–--ას განმარტებით, ლ-----------ის ბრალდებულის სახით დაკავება ღამის საათებში განხორციელდა. შეტყობინება შევიდა მ-------------ის მხრიდან, ამბობდა, რომ სახლში ვეღარ მივიდოდა, რადგან სისტემატური ხასიათი ჰქონდა ფიზიკურ ანგარიშსწორებას. შეადგინა მასთან გასაუბრების ოქმი. მ--------------მ მოითხოვა შემ---ვებელი ორდერის გამოცემა, რაც შეადგინა მისმა თანამშრომელმა.
თბილისის ისანი-სამგორის მე-10 განყოფილების გამომძიებელმა, მოწმე ნ-------–------მა სასამართლოში დაადასტურა მის მიერ დაზარალებულის განცხადების საფუძველზე გამოძიების დაწყების ფაქტი.
გამომძიებლებმა - ეთ-----–--–--–---–მა და მ----------------მა სასამართლოს ჩვენებები მისცეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ავთენტურობასთან დაკავშირებით.
მოწმე ი--------------–---–მა სასამართლოს ჩვენება მისცა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების შესახებ, მათ შორის, დაადასტურა, რომ დაათვალიერა დაზარალებულის ტელეფონი.
ინსპექტორ-გამომძიებელ ა------------–--ას მიერ შედგენილი, 2017 წლის 1 მაისის ოქმის თანახმად, მ--------------მ განაცხადა, რომ ათი წელია, ქორწინებაში იმყოფება ლ-----------თან, ბოლო პერიოდში ქმართან ჰქონდა უთანხმოება, რაც გადაიზრდა ოჯახურ კონფლიქტში და მიეცა სისტემატური ხასიათი. მითითებულ დღეს, 1 მაისს, დის სახლში ყოფნისას, მასთან მივიდა მეუღლე, რომელიც სთხოვდა შერიგებას და სახლში გაყოლას, უარის მიღების შემდეგ კი, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. მ--------------ს განემარტა შემ---ვებელი და დამცავი ორდერების შესახებ, რა დროსაც მან უარი განაცხადა დამცავ ორდერზე და მოითხოვა შემ---ვებელი ორდერის გამოყენება.
იგივე შინაარსისაა 2017 წლის 2 მაისს ეთ-----–--–--–---–ის მიერ შედგენილი ოქმი.
2017 წლის 2 მაისს გამოცემულია შემ---ვებელი ორდერი ლ-----------ის მიმართ მეუღლის - მ-------------ის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით დამტკიცებულია იმავე დღეს. ზემოაღნიშნული ორდერით მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება.
2017 წლის 22 ნოემბერს მ--------------მ განცხადებით მიმართა საგამოძიებო ორგანოს, რომ მეუღლე ლ-----------ი მის მიმართ ახორციელებს ოჯახურ ძალადობას და ემუქრება მოკვლით.
გამომძიებელ ი--------------–---–ის მიერ, დაზარალებულ მ--------------სთან ერთად, 2017 წლის 22 ნოემბერს დათვალიერდა დაზარალებულის მიერ წარდგენილი ,,LENOVO-ს‘‘ მარკის მობილური ტელეფონი. ოქმის თანახმად, მობილური ტელეფონის მენიუში ფიქსირდება კონტაქტი, სახელად ,---------- და მითითებულია ნომერი 5-----------. დაზარალებულის განმარტებით, აღნიშნული ნომერი ეკუთვნის მის მეუღლეს - ლ-----------ს. 2017 წლის 17 ნოემბერს ლ-----------ისგან შესულია 18 ზარი, კერძოდ, 14:37 სთ-ზე, 15-03 სთ-ზე, 17:59 სთ-ზე (2-ჯერ), 18:14 სთ-ზე, 18:15 სთ-ზე, 18:19 სთ-ზე (2-ჯერ), 18:21 სთ-ზე, 18:21 სთ-ზე (2-ჯერ), 18:22 სთ-ზე (2-ჯერ), 18:27 სთ-ზე, 18:28 სთ-ზე, 20:37 სთ-ზე, 20:38 სთ-ზე (2-ჯერ), 22:36 სთ-ზე. ამავე ნომრიდან 18 ნოემბერს შესულია 2 ზარი 09:29 სთ-ზე; 19 ნოემბერს დაფიქსირებულია 28 ზარი, 16:16 სთ-ზე (გამოტოვებული), 16:17 სთ-ზე (გამოტოვებული), 16:20 სთ-ზე, 16:24 სთ-ზე, 16:28 სთ-ზე, 18:28 სთ-ზე, 18:33 სთ-ზე, 18:34 სთ-ზე (2-ჯერ), 18:36 სთ-ზე (გამოტოვებული), 18:38 სთ-ზე (3-ჯერ), 18:39 სთ-ზე (2-ჯერ), 18:40 სთ-ზე (3-ჯერ), 18:46 სთ-ზე (2-ჯერ), 19:00 სთ-ზე, 19:07 სთ-ზე, 19:08 სთ-ზე, 19:09 სთ-ზე (3-ჯერ), 19:45 სთ-ზე, 20:45 სთ-ზე; 20 ნოემბერს დაფიქსირებულია 8 ზარი, კერძოდ: 11:32 სთ-ზე, 11:44 სთ-ზე, 13:00 სთ-ზე, 13:01 სთ-ზე, 13:02 სთ-ზე, 22:54 სთ-ზე, 22:56 სთ-ზე, 22:58 სთ-ზე. აღნიშნულის შემდეგ ზარი აღარ ფიქსირდება, ვინაიდან მ-------------ის განმარტებით, 20 ნოემბერს, საღამოს, დაახლოებით 23 საათზე, მან ტელეფონიდან ამოიღო სიმბარათი და გააქტიურა სხვა სიმბარათი.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) მე-20 და 24-ე მუხლების თანახმად, მოწმე არის პირი, რომელმაც შეიძლება იცოდეს სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, ხოლო მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილმა მ--------------მ (ლ-----------ის მეუღლე), გამართლებულ ლ-----------ის შვილებმა - გ--------------მა და გ-----------მა, ასევე, გამართლებულის მამამ - ნ--------------მა, რომლებიც ბრალდების მხარეს სასამართლოში დასაკითხ პირთა სიაში ჰყავდა შეყვანილი და მათი ჩვენებები სადავოდ იყო გამხდარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოიყენეს მათთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლება, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ასევე, საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის დანაწესი, რომ ბრალდებულის ახლო ნათესავი არ არის ვალდებული იყოს მოწმე. „ახლო ნათესავი“-ს დეფინიციას კი განსაზღვრავს საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის ჩამონათვალშიც სხვა პირებთან ერთად მითითებულია მეუღლე, შვილი და მამა. მ--------------, გ--------------ი, გ-----------ი და ნ--------------ი არიან ის პირები (გამართლებულის ოჯახის წევრები), რომლებსაც შესაძლოა სცოდნოდათ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა დასადგენად საჭირო მონაცემები, თუმცა არ არსებობს მათ მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია ლ-----------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის შესახებ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის - მუქარის საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, მუქარა, გულისხმობს მოქმედებას, როდესაც მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება ძალადობის ჩადენით, მუქარის ადრესატს კი ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება. მოცემული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით - ოჯახში ძალადობა, გათვალისწინებული, - კონკრეტული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება: ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობაში, სისტემატურ შეუარცხყოფაში, მართლსაწინააღმდეგო შედეგში, - ფიზიკური ტკივილი (რასაც არ მოჰყოლია სსკ 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი), დაზარალებულის ტანჯვა და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს შორის. განსახილველი დანაშაულის შედეგი არის ის, რომ მსხვერპლი ფიზიკურ ტკივილს, ტანჯვას განიცდის. ამდენად, დაზარალებული (ოჯახური ძალადობის მსხვერპლი) წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია დაადასტუროს მის მიმართ განხორციელებულმა სხვაგვარმა ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ, დამცირებამ მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი და ტანჯვა. კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეში არ არსებობს არც დაზარალებულის, არც ლ-----------ის ოჯახის სხვა რომელიმე წევრის ან/და სხვა პირის (მოწმის) სასამართლოში გაცხადებული ინფორმაცია აღნიშნული გარემოებების შესახებ.
რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის აპელირებას მოწმე ლ----------–---–--ს ჩვენებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბრალმდებელი მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ აღნიშნული მოწმის ჩვენება უნდა ყოფილიყო გაზიარებული, რადგან ოჯახური დანაშაულის სფეციფიკიდან გამომდინარე ყველა ჩვენებას, მათ შორის ირიბ ჩვენებასაც უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა. სააპელაციო პალატა სახელმწიფო ბრალმდებლის ხსენებულ პოზიციასთან დაკავშირებით აღნიშნავს, - მოწმე ლ----------–---–-- სასამართლოში მიცემულ ჩვენებაში განმარტავს, რომ დაზარალებული მ-------------- მასთან, სახლში მივიდა მეუღლესთან უთანხმოების გამო, თუმცა მოწმეს არ განუმარტავს როდის და რა სახის უთანხმოება მოხდა მეუღლეებს შორის. გარდა ამისა, ამავე მოწმის განმარტებით, იგი მეუღლეებს შორის კონფლიქტს არასდროს შესწრებია. უფრო მეტიც, მას შემდეგ რაც მ-------------- მისი (მოწმის) სახლიდან წავიდა ქმარს შეურიგდა, მ---ს ქმართან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, მეუღლეები ორჯერ იყვნენ მათ სახლში მისულები ერთად. პალატის შეფასებით, მოწმე ლ----------–---–--ს ჩვენება ვერ ადასტურებს ლ-----------ის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა რა გასაჩივრებული განაჩენი, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ-----------მა პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ქმედებები ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ-----------ის სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მეშვიდე ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი გამართლებულ ლ-----------ის მიმართ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ლ-----------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ი-----–-----------ს სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 იანვრის განაჩენი ლ-----------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;
ლ-----------ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) და 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორ ეპიზოდში) წარდგენილ ბრალდებებში.
მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ-----------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია და გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.
ლ-----------ს განემარტოს, რომ უფლება აქვს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი