განაჩენი

სისხლის სამართლის 02.04.2019
საქმის ნომერი
330100117001956053
ინსტანცია
თარიღი
02.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001956053

საქმე #1ბ/419-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

21 მარტი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მ-------- კაპანაძე

 

ნანა გიგიტაშვილის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ------ კ-------–--ის

ადვოკატის: მ------ გ-------ას

მსჯავრდებულის: შ----- დ---–--ის (მონაწილეობის გარეშე)

 

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ შ----- დ---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ხ------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------): შ----- ლ--------- დ---–--ის,დაბადებულის 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქის (საქართველოს მოქალაქის პირადი №-----------), რეგისტრირებულის: ქ--------–-------------–---–-----------------------ში, ნასამართლევის, არასრული საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, ამჟამად პატიმრობაში მყოფის მიმართ, დანაშაულისათვის,რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ემუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ექვსი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შ----- დ---–--ემ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; მანვე ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (ექვსი ეპიზოდი).

 

შ----- დ---–--ის მიერ დანაშაულების ჩადენა გამოიხატა შემდეგში:

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2012 წლის 23 აპრილის განაჩენით შ----- დ---–--ე მსჯავრდებულ იქნა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის – განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის.

 

სასჯელის მოხდის პერიოდში – 2014 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 13:21 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №- დაწესებულების ს----–---------------ს პირველ სართულზე კორპუსის გამოსასვლელ კარებთან, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად განახორციელა თავდასხმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე, კერძოდ, მან სახის არეში დაარტყა ხელი ამავე დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–-----------------------------–----- ლ-–- ყ----–------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2015 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:28 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების ს----–---------------ს პირველ სართულზე განთავსებული №--- საკნის მიმდებარედ დერეფანში, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად სახის არეში ხელი, ხოლო მუცლის არეში ფეხი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–------------------------------–----- მ--------- ი-------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2015 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 22:59 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების ს----–---------------ს მეორე სართულზე განთავსებულ №--- უსაფრთხო (დეესკალაციის) ოთახში, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების უ--------------------------–----------------- კ---- გ---------ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2015 წლის 25 დეკემბერს, დაახლოებით 16:25 საათზე, ქ--------–----------------------–-------------ში მდებარე პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების ს----–--------------–---------------–---------–------------–------------–---------–------------------------–-----------ში, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად სახის არეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–---------------------- შ------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე, გ----------------–----–----------------–----------–--------------------–-------------------------------–-------–ების მეორე ს----–---------------ს პირველ სართულზე განთავსებულ აბანოს მიმდებარედ საუბრის დროს, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–-------------------------------- დ---–---ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15:35 საათზე, გ----------------–----–----------------–----------–--------------------–-------------------------------–-------–ების მეორე ს----–---------------ს მეორე დანაყოფის №-- საკნის მიმდებარედ დერეფანში საუბრის დროს, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–-------------------------------- დ---–---ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

 

2016 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, გ----------------–----–----------------–-----------–----------------------–----------------------------------–-------–---- პირველი ს----–---------------ს მ-----------------–---------------------------------------–----- საუბრის დროს, შ----- დ---–--ემ მოულოდნელად სახის არეში ხელი დაარტყა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რ-–---------------–------------------------------–----- ა-–---------- ო------–---–ს, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენით:

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 აგვისტოს, ბ---- დ---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 26 სექტემბრის, ბ---- დ---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 26 ნოემბრის, ა-–---------- ო------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 25 დეკემბრის, დ----- შ------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 20 ოქტომბრის, კ---- გ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 20 ოქტომბრის, მ--------- ი------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2014 წლის 13 ნოემბრის, ლ-–- ყ----–-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 აგვისტოს, ბ---- დ---–--ის ეპიზოდი) განსაზღვრულ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა დანარჩენი ექვსი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელებიდან 1-1(ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ----- დ---–--ეს მოსახდელად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- დ---–--ეს მოსახდელად განესაზღვრა 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო - 2017 წლის 27 ივნისიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა შ----- დ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა თ------ ხ------–---–მა. სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 28 თებერვლის თარიღით გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად მსჯავრდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა;

 

აპელანტის განმარტებით არ დასტურდება მსჯავრდებულ შ----- დ---–--ის მხრიდან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ; ასევე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ (ექვსი ეპიზოდი); ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა უტყუარი დამამტკიცებელი საბუთები, განაჩენი დამყარებულია მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული პირთა ჩვენებებზე ;

 

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ შ----- დ---–--ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მ------ გ-------ამ მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება;

 

ბრალდების მხარემ, პროკურორმა ზ------ კ-------–--ემ მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, რადგან მან კანონიერად და დასაბუთებულად მიიჩნია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კო-–--იის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება;

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ, შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გასაჩივრებული განაჩენი შ----- დ---–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები წარდგენილი ბრალდების ნაწილში შ----- დ---–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ - შ----- დ---–--ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შ----- დ---–--ის მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია საქმეში არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით:

 

ლ-–- ყ----–-----ის ეპიზოდი (2014 წლის 13 ნოემბერი):

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ლ-–- ყ----–-----ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2014 წელს იგი მსახურობდა №- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების რ-–---------------–-----------------------------–-----ის პოზიციაზე. 2014 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 13:20 საათზე, იგი თავის თანამშრომლებთან ერთად მივიდა №--------------------თან, რათა იქ მყოფი პატიმარი შ----- დ---–--ე გაეყვანათ გასასეირნებელ ოთახში. თავად დაზარალებული იდგა საკნის კართან და კარები ეჭირა მარჯვენა ხელით. როდესაც შ----- დ---–--ემ გადმოლახა საკნის კარის ზღურბლი, თავს დაესხა მას, მარცხენა ხელით წვდა ქურთუკში და დაქაჩა მისკენ, ხოლო მარჯვენა ხელი მოუქნია და დაარტყა სახის არეში, რის გამოც განიცადა ფიზიკური ტკივილი;

 

მოწმე ა-----– ჭ-----–---მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ბრალდებულ შ----- დ---–--ის მიერ დაზარალებულ ლ-–- ყ----–------ზე თავდასხმის ფაქტი და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ჩვეულებისამებრ ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ხოლო შ----- დ---–--ე ი-----–- ხ--–--–ს და ლ-–- ყ----–------ს უნდა გაეყვანათ სასეირნოდ. ამ დროს მას შემოესმა ხმაური, მივიდა ადგილზე და ნახა, რომ მათ უკვე დაკავებული ჰყავდათ შ----- დ---–--ე. ლ-–- ყ----–------მ განუცხადა, რომ პატიმარი შ----- დ---–--ე თავს დაესხა მას და დაარტყა ხელი სახეში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულებიდან მიღებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულ ლ-–- ყ----–------ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2014 წლის 13 ნოემბერს, 13:21 საათზე, საკანთან, რომელშიც განთასებულია შ----- დ---–--ე, მიდის №- დაწესებულების თანამშრომელი ლ-–- ყ----–------, რომელიც აღებს საკნის კარს და მარჯვენა ხელით აჩერებს ღია მდგომარეობაში, საიდანაც რამდენიმე წამში გამოდის მსჯავრდებული შ----- დ---–--ე, იგი გამოსვლისთანავე უახლოვდება ლ-–- ყ----–------ს და ხელით ურტყამს სახის არეში.

 

მ--------- ი------ის ეპიზოდი (2015 წლის 20 ოქტომბერი):

 

დაზარალებულ მ--------- ი------ის ჩვენების თანახმად, 2015 წელს სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა №- პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მას ევალებოდა სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფა, მსჯავრდებულებზე მეთვალყურეობა და წესრიგის დაცვა. 2015 წლის 20 ოქტომბერს, №--- საკნიდან მომდინარე ხმაურის შესახებ აცნობეს რაციით. იგი ა-----– ჭ-----–---სთან და ლ---- კ----------სთან ერთად მივიდა ხსენებულ საკანთან. შიგნით შესვლისას დაზარალებულმა შენიშნა, რომ პატიმარ შ----- დ---–--ეს სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები და იდგა მაგიდასთან, ხოლო დანარჩენი მსჯავრდებულები იყვნენ წამოწოლილები. ერთ-ერთმა თ----------მ – ვ-–-------- გ---------მ განუმარტა, რომ მეგობრული ჭიდაობის დროს მიიღო შ----- დ---–--ემ დაზიანება. დაახლოებით 1-2 წუთის შემდეგ შევიდნენ საკანში დ----- შ------–---–ი, ნ------- ჟ------ი, ჟ------ გ------ და ი-----–- ხ--–--–ი. უ--------------------------------------მა ბ--- გ------მ შ----- დ---–--ეს განუმარტა, რომ რადგან სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, უნდა გადაეყვანათ სამედიცინო ნაწილში, სადაც მას უნდა აღმოჩენოდა სამედიცინო დახმარება, შემდეგ კი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე სხვა საკანში უნდა გადაყვანილიყო. ამ მიზნით მ--------- ი-------მ თანამშრომელთან ერთად საკნიდან გამოიყვანა შ----- დ---–--ე. რა დროსაც ბრალდებული თავს დაესხა დაზარალებულს, კერძოდ, დაარტყა ხელი სახის არეში და ფეხი მუცელში, რის გამოც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. ამის შემდეგ ბრალდებული შეაკავეს ციხის სხვა თანამშრომლებმა. დაზარალებულს თავდასხმის შედეგად ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი და აწუხებდა ტკივილი. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება.

 

მოწმე ა-----– ჭ-----–---მ პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ბრალდებულ შ----- დ---–--ის მიერ მ--------- ი------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რაციით მიიღო ინფორმაცია №--- საკნიდან მომდინარე ხმაურის შესახებ. ადგილზე მივიდნენ მ--------- ი-------, თავად მოწმე და ლ---- კ----------. მათ შენიშნეს, რომ შ----- დ---–--ეს აღნიშნებოდა სიწითლე, რაც თ----------თა განმარტებით ჭიდაობისას მიიღო. ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ბრალდებული უნდა გადაეყვანათ სხვა საკანში და თან სამედიცინო შემოწმება უნდა გაევლო. ამ მიზნით მ--------- ი-------მ თანამშრომელთან ერთად საკნიდან გამოიყვანა შ----- დ---–--ე. რა დროსაც იგი მოულოდნელად შემოტრიალდა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მ--------- ი-------ს.

 

მოწმე ნ------- ჟ------ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს საკნიდან გამოსვლისას შ----- დ---–--ეს უთხრა მ--------- ი-------მ, რომ უნდა ჩაეტარებინა დათვალიერება. აღნიშნულზე ბრალდებული მოულოდნელად გახდა აგრესიული და დაარტყა ხელი სახის არეში და ფეხი მუცელში, რის გამოც ბრალდებული გადაყვანილ იქნა დ------–-–---------ში.

 

მოწმე დ----- შ------–---–მა ასევე დადასტურა მ--------- ი------ის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტი. მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა ბრალდებულმა დაზარალებულ მ--------- ი-------ს.

 

დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანების ხასიათსა და ხარისხზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის 2015 წლის 26 ოქტომბრით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, პირადი შემოწმების მონაცემებით მ--------- ი-------ს აღენიშნებოდა დაზიანება სისხლნაჟღენთის სახით მარცხენა ზედა ქუთუთოზე. დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანების ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი მ------ მ---------–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების №--- საკნის მიმდებარედ დერეფანში განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული დაზიანებას დაზარალებულ მ--------- ი-------ს. ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს, 18:28 საათზე, საკანიდან გამოჰყავთ მსჯავრდებული შ----- დ---–--ე და გადაადგილდებიან დერეფანში, რა დროსაც იგი მოულოდნელად თავს ესხმის მ--------- ი-------ს და ურტყამს მას ხელებს და ფეხებს სხეულის სხვადასხვა მიდამოში.

 

გარდა სამედიცინო ექსპერტიზისა, მ--------- ი------ის სხეულის დაზიანების თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 20 ოქტომბრით დათარიღებული ოქმი, რომლის თანახმად, 2015 წლის 20 ოქტომბერს, დაახლოებით 18:28 წუთზე, №- პენიტენციური და–-------–------------–- ს----–---------------ს №--- საკანში განთავსებული მსჯავრდებული შ----- დ---–--ე, რომელსაც აღენიშნებოდა წინა მხრის არეში ნაკაწრები და სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით გაყვანილ იქნა საკნიდან, დერეფანში თავს დაესხა ინ----------------------–----- მ--------- ი-------ს და მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, მუშტი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ი-----------------------–----- მ-------- ი-------ს მიადგა დაზიანება ცხვირისა და თვალის არეში, ცხვირიდან აღენიშნებოდა საშუალო ინტენსივობის სისხლდენა და შეშუპება მარცხენა ქვედა ქუთუთოზე.

 

კ---- გ--------ის ეპიზოდი (2015 წლის 20 ოქტომბერი):

 

დაზარალებულ კ---- გ--------ის ჩვენების თანახმად, 2015 წლის 20 ოქტომბერს, №- პენიტენციური დაწესებულების №--- საკანში განვითარებული მოვლენებისა და დაზარალებულ მ--------- ი------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, პატიმარი შ----- დ---–--ე გადაყვანილ იქნა №--- უსაფრთხო საკანში, სადაც თავად დაზარალებული მივიდა ოქმის შესადგენად. ამ დროს ბრალდებული იყო აგრესიული, წინააღმდეგობას უწევდა ციხის თანამშრომლებს და აყენებდა მათ შეურაცხყოფას. მოგვიანებით დაზარალებული დაბრუნდა ექიმთან ერთად და ბრალდებულმა კვლავ უარი განაცხადა ოქმის შედგენაზე. ამის შემდეგ ოქმი შედგა საკნის გარეთ, სამორიგეო ოთახში, ვინაიდან ბრალდებულის თანდასწრებით შეუძლებელი იყო ამის გაკეთება. დაახლოებით 22 საათსა და 55 წუთზე, ი-----–- ხ--–--–მა აცნობა დაზარალებულს, რომ შ----- დ---–--ეს სურდა მასთან შეხვედრა. იგი მივიდა ხსენებულ საკანში, სადაც დახვდნენ მ-------- ზ-------- და ნ------- ჟ------ი. ბრალდებულმა დაზარალებულის მიმართ გამოხატა აგრესია და მოითხოვდა განმარტებას, თუ რატომ იყო განთავსებული დ------–-–---------ში. მოწმემ განუმარტა, რომ ეს საჭირო იყო უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ბრალდებული ითხოვდა, რომ დაებრუნებინათ №--- საკანში, რაზედაც კ---- გ---------მ უარი განუცხადა კვლავ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. ამის გამო ბრალდებული გახდა აგრესიული, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა დაზარალებულს, დაარტყა ხელი სახეში, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება მარცხენა ყვრიმალის არეში და აღენიშნებოდა სიწითლე.

 

მოწმე ნ------- ჟ------მა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა ბრალდებულ შ----- დ---–--ის მიერ დაზარალებულ კ---- გ--------ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მისი თქმით, შემთხვევის დღეს დ------–-–---------ში მყოფმა შ----- დ---–--ემ მოითხოვა უ----------------------–-------–თან საუბარი. მასთან მივიდა კ---- გ---------, ბრალდებული ითხოვდა №--- საკანში დაბრუნებას. დაზარალებულმა აუხსნა, რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, საკანში დროებით ვერ დაბრუნდებოდა. აღნიშნულის გამო ბრალდებულმა აგრესია გამოხატა კ---- გ--------ის მიმართ და დაარტყა ხელი მას სახის არეში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების №--- უსაფრთხო საკანში განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულ კ---- გ---------ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2015 წლის 20 ოქტომბერს, 22:59 საათზე, საკანში მყოფი მსჯავრდებული შ----- დ---–--ე საუბრის დროს უახლოვდება ასევე საკანში მყოფ კ---- გ---------ს და მის თანმხლებ პირს და ბრალდებული მოულოდნელად სახეში ურტყამს ორივე ხელს დაზარალებულს.

 

დ----- შ------–---–ის ეპიზოდი (2015 წლის 25 დეკემბერი):

 

დაზარალებულ დ----- შ------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2015-2016 წლებში იგი მუშაობდა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულებაში სამართლებრივი რ-–---------------–---------------ს პოზიციაზე. შემთხვევის დღეს დაწესებულებაში მივიდა ე-----------------ი ს------ ც-----ა და სურდა შეხვედრა მსჯავრდებულ შ----- დ---–--ესთან. სწორედ აღნიშნული საკითხის შესათანხმებლად მივიდა იგი შ----- დ---–--ის საკანთან. ამ დროს შ----- დ---–--ემ ითხოვა, რომ დაზარალებული პირადად შესულიყო მასთან საკანში სასაუბროდ. მ--------- ი-------მ და ო-–-- ტ------–--ემ გახსნეს საკანი და შევიდა დაზარალებული. ის და ბრალდებული დასხდნენ სასაუბროდ. საუბრისას შ----- დ---–--ემ მოითხოვა განმარტება, რატომ იმყოფებოდა იმ კონკრეტულ საკანში. ბრალდებული იყო აგრესიული და დაზარალებულმა მოუწოდა დამშვიდებისკენ, თუმცა შ----- დ---–--ე წამოხტა მოულოდნელად და სახის არეში დაარტყა ხელი დ----- შ------–---–ს, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე ო-–-- ტ------–--ის ჩვენების თანახმად, შემთხვევის დღეს მსჯავრდებული შ----- დ---–--ე მოთავსებული იყო №--- საკანში. მასთან შევიდა დ----- შ------–---–ი იმის საკითხავად – შეხვდებოდა თუ არა ფ---------ს. თავად მოწმე იდგა საკნის გარეთ, სადაც გაიგონა შ----- დ---–--ის ყვირილი და გინება. საკანში შესულმა მოწმემ დაინახა, რომ იგი დ----- შ------–---–ს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულების №--- საკანში განთავსებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულ დ----- შ------–---–ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2015 წლის 25 დეკემბერს, 16:25 საათზე, საკანში მყოფი მსჯავრდებული შ----- დ---–--ე, საუბრის დროს თავს ესხმის ასევე საკანში მყოფ დ----- შ------–---–ს, კერძოდ, ბრალდებული მარცხენა ხელს ჰკიდებს ქურთუკის საყელოში, ხოლო მარჯვენა ხელით რამდენჯერმე ურტყამს მას სახისა და თავის არეში.

 

ბ---- დ---–--ის პირველი ეპიზოდი (2016 წლის 1 აგვისტო):

 

დაზარალებულ ბ---- დ---–--ის ჩვენების თანახმად, 2016 წელს იგი მუშაობდა №- პე------–----------–-------–--------------–-----------–---------------–----------------------------- პოზიციაზე. 2016 წლის 1 აგვისტოს რაციის საშუალებით მიიღო შეტყობინება, რომ მსჯავრდებულებს უნდოდათ ასვლა აბანოდან საკანში. შ----- დ---–--ე მოითხოვდა, რომ სხვა მსჯავრდებულებს არ დალოდებოდნენ და მხოლოდ ის აეყვანათ საკანში. დაზარალებულმა აუხსნა, რომ შინაგანაწესის თანახმად, თ-------------ან ერთად უნდა დაებრუნებინათ უკან. ამაზე ბრალდებული გახდა აგრესიული. მოგვიანებით კი, როდესაც ბრალდებულის თ----------ც მზად იყო საკანში დასაბრუნებლად, გააღეს აბანოს კარი. გამოსვლისას შ----- დ---–--ე მივიდა დაზარალებულთან ახლოს და ხელი დაარტყა სახის არეში.

 

დაადასტურა შ----- დ---–--ის მიერ 2016 წლის 1 აგვისტოს ბ---- დ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ პირადად დაინახა, თუ როგორ დაარტყა ხელი სახის არეში ბრალდებულმა დაზარალებულს აბანოდან გამოსვლის დროს.

 

მოწმე თ----- რ------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს, შინაგანაწესის შესაბამისად ჩაიყვანეს შ----- დ---–--ე და მისი თ---------- აბანოში. გარკვეული ხნის შემდეგ დ---–--ემ მოითხოვა, რომ მხოლოდ იგი აეყვანათ უკან. მოწმემ ფაქტის თაობაზე აცნობა კ----------------–-რ ბ---- დ---–---ს. ეს უკანასკნელი ჩამოვიდა და აუხსნა ბრალდებულს, რომ შინაგანაწესის შესაბამისად საკანში მხოლოდ მას ვერ დააბრუნებდნენ და ცოტახანს მოეცადა თ----------სათვის. ბრალდებული კვლავ აგრესიულად მოითხოვდა მხოლოდ მის დაბრუნებას. ამასობაში მეორე პატიმარიც გაემზადა და გამოვიდა. აბანოს კარი რომ გააღეს, ბრალდებულმა მოულოდნელად დაარტყა ხელი ბ---- დ---–---ს.

 

მოწმე ლ----- ქ---------ის ჩვენების თანახმად, იგი ბ---- დ---–---სთან და თ----- რ-------სთან ერთად ჩავიდა აბანოსთან, რათა საკანში ამოეყვანათ შ----- დ---–--ე და მისი თ----------. აბანოს კარის გახსნისთანავე შ----- დ---–--ემ დაარტყა ხელი ბ---- დ---–---ს სახის არეში.

 

მოწმე ზ------ რ-------ს ჩვენების თანახმად, მან თავდასხმის შემდეგ შეამოწმა ბ---- დ---–--- და გასცა შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბ---- დ---–---ს აღენიშნებოდა შეშუპება სახის არეში. 2016 წლის 1 აგვისტოთი დათარიღებული აღნიშნული ცნობა წარმოდგენილია სისხლის სამართლის საქმეში.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულებიდან მიღებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულ ბ---- დ---–---ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე, მსჯავრდებული შ----- დ---–--ე მიდის დაზარალებულ ბ---- დ---–---სთან, ხელების ჟესტიკულაციით ესაუბრება მას და მოულოდნელად მარცხენა ხელს ურტყამს მას სახის არეში.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 1 აგვისტოთი დათარიღებული ოქმი ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, რომლის თანახმად, 2016 წლის 1 აგვისტოს, დაახლოებით 19:50 საათზე, №- პენიტენციური დაწესებულების მეორე ს----–---------------ს მეორე დანაყოფის №-- საკანში ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა შ----- დ---–--ემ ინ----------------------–----- ბ---- დ---–---ს დაარტყა მუშტი სახის არეში, რის შედეგადაც ი-----------------------–----- ბ---- დ---–---ს გარეგნული დათვალიერებით აღენიშნებოდა სიწითლე და შეშუპება მარცხენა ყვრიმალის და მარცხენა თვალბუდის არეში. მსჯავრდებულმა შ----- დ---–--ემ არ განმარტა ზემოაღნიშნული ქმედების მიზეზი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული, ასევე მოწმეები თ----- რ------- და ლ----- ქ---------ე.

 

ბ---- დ---–--ის მეორე ეპიზოდი (2016 წლის 26 სექტემბერი):

 

დაზარალებულ ბ---- დ---–--ის ჩვენების თანახმად, 2016 წლის 26 სექტემბერს კვლავ აბანოში გაჰყავდათ შ----- დ---–--ე, რა დროსაც შინაგანაწესის თანახმად ხდება პატიმრის შემოწმება არასრულად. ბრალდებულს საკნიდან გამოსვლისას ხელში ეჭირა პოლიეთილენის პარკი, რომელზეც განუცხადეს, რომ უნდა შეემოწმებინათ. ამაზე პატიმარმა უარი განაცხადა და მიუახლოვდა დაზარალებულს. მან მოუწოდა ბრალდებულს სიმშვიდისაკენ. ამაზე შ----- დ---–--ე გახდა აგრესიული, დაიწყო გინება და დაარტყა ხელი თავის არეში. შემდეგ მეორედაც მოუქნია ხელი, მაგრამ დაზარალებულმა შეძლო ხელის დაჭერა. დარტყმის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

მოწმე თ----- რ-------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა 2016 წლის 26 სექტემბერს შ----- დ---–--ის მიერ ბ---- დ---–--ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი. მისი თქმით, №-- საკნიდან გამოსვლისას ბ---- დ---–---მ მოსთხოვა პატიმარს თანნაქონი ნივთების შემოწმება, რაზედაც ბრალდებულმა უარი განაცხადა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, შემდეგ კი ხელი დაარტყა თავის არეში. ეს ფაქტი დაადასტურეს ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმეებმა ა-–---- ლ-----მ და გ------- ბ-------–---–მა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ზ------ რ------მა განმარტა, რომ 2016 წლის 26 სექტემბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ შეამოწმა ბ---- დ---–--- და გასცა შესაბამისი ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. მას სიწითლე აღენიშნებოდა მარცხენა ყურის არეში. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია ხსენებული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- დაწესებულებიდან მიღებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულ ბ---- დ---–---ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2016 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15:35 საათზე, №-- საკნიდან გამოსული მსჯავრდებული შ----- დ---–--ე მოულოდნელად თავს ესხმის ბ---- დ---–---ს და ხელს ურტყამს სახეში.

 

სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 26 სექტემბრით დათარიღებული ოქმი ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, რომლის თანახმად, 2016 წლის 26 სექტემბერს, დაახლოებით 15:35 საათზე, №- პენიტენციური დაწესებულების მეორე ს----–---------------ს მეორე დანაყოფის №-- საკანში, ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა შ----- დ---–--ემ ინ----------------------–----- ბ---- დ---–---ს დაარტყა მუშტი თავის არეში, რის შედეგადაც ი-----------------------–----- ბ---- დ---–---ს გარეგნული დათვალიერებით მარცხენა ყურის გარეთა ნიჟარაზე და მის უკან მდებარე რბილ ქსოვილზე აღენიშნება დაჟეჟილობა და სიწითლე. მსჯავრდებულმა შ----- დ---–--ემ არ განმარტა ზემოაღნიშნული ქმედების მიზეზი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული, ასევე მოწმეები თ----- რ------- და ა-–---- ლ-----.

ა-–---------- ო------–---–ის ეპიზოდი (2016 წლის 26 ნოემბერი):

 

დაზარალებულ ა-–---------- ო------–---–ის ჩვენების მიხედვით, 2016 წლის 26 ნოემბერს იგი მუშაობდა №- პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის ინ----------------------–-----ის პოზიციაზე. შემთხვევის დღეს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, კერძოდ, სამეურნეო ნაწილის პატიმართან – გ------- ბ------თან ერთად არიგებდა საკვებს. როდესაც იმყოფებოდა №--------------------- საკნიდან პატიმარმა შ----- დ---–--ემ მოითხოვა სინათლის ანთება, რაც მან შეასრულა. შემდეგ ბრალდებულმა მოითხოვა კარზე არსებული ღიობის გახსნა, რაზედაც დაზარალებულისაგან უარი მიიღო, ვინაიდან მას შინაგანაწესის მიხედვით არ ჰქონდა უფლება ერთდროულად ორი საკნის კარის ღიობი გაეხსნა. როდესაც დასრულდა 43-ე საკანში საკვების მიწოდება, დაზარალებული მივიდა 42-ე საკანთან და გახსნა ღიობი. ამ დროს შ----- დ---–--ემ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა იმის გამო, თუ რატომ არ გაუხსნა კარები მოთხოვნისთანავე. აღნიშნულზე დაზარალებულმა აუხსნა, რომ არ ჰქონდა ამის უფლება. ბრალდებულმა განაგრძო ლანძღვა და მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, საკნის კარის ღიობიდან თვალის არეში დაარტყა მას ხელი, რის შედეგადაც მან მიიღო დაზიანება.

 

მოწმე გ------- თ-------–--ლმა დაადასტურა ა-–---------- ო------–---–ზე შ----- დ---–--ის მხრიდან თავდასხმის ფაქტი და განმარტა, რომ შ----- დ---–--ემ საჭმლის დარიგებისას საკნის კარების ღიობიდან ხელი დაარტყა სახეში ა-–---------- ო------–---–ს და ამის შემდეგ კიდევ იქნევდა ხელს, მაგრამ ჩაერივნენ ციხის თანამშრომლები, მათ შორის თავად მოწმე და დაუკეტეს საკვებურის კარი. დარტყმის შედეგად ა-–---------- ო------–---–ს სახეზე სიწითლე და შესიება აღენიშნებოდა. მათ გამოიძახეს ექიმი, ვინაიდან დარტყმა საკმაოდ ძლიერი იყო.

 

მოწმემ თ------ ღ------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა შ----- დ---–--ის მიერ ა-–---------- ო------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და განმარტა, რომ ამ ფაქტს პირადად შეესწრო.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ასევე დაიკითხა მოწმე გ------- ბ------ი, რომელიც ირიცხებოდა მ------------–------ დაწესებულების სამეურნეო ნაწილში. იგი უშუალოდ არიგებდა საკვებს. საკვების დარიგებისას ყოველთვის დაჰყვებოდა პენიტენციური დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი. უშუალოდ თანამშრომელი აღებდა კარის ღიობს (ე.წ საკვებურს), საიდანაც აწვდიდნენ პატიმრებს საკვებს. შემთხვევის დღეს 4----------ში მყოფი შ----- დ---–--ე მოითხოვდა საკვებურის გახსნას 43-ე საკნის პარალელურად, რაზედაც უარი მიიღო. აღნიშნულით განაწყენებულმა შ----- დ---–--ემ თავისი საკნის კარის ღობის გახსნისას, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ა-–---------- ო------–---–ს. შემდეგ დაუძახა დაზარალებულს და უთხრა, ახლოს მიწეულიყო სარკმელთან რაღაცის სათქმელად, რა დროსაც ხელი მოიქნია და დაარტყა სახეში ა-–---------- ო------–---–ს.

 

2017 წლის 9 იანვრით დათარიღებული სამედიცინო ექსპერტიზის №--------- დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვის მონაცემებით, 27.11.2016 წ. ა-–---------- ო------–---–ს აღენიშნება სისხლჩაქცევა მარცხენა ყვრიმალის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი გ------- ო------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა პენიტენციური დეპარტამენტის №- და–-------–------------–- ს----–---------------ს მ---------------ს №-- საკანში და აღნიშნული საკნის მიმდებარედ დერეფანში დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, სადაც ასახულია, თუ როგორ აყენებს ბრალდებული დაზიანებას დაზარალებულ ა-–---------- ო------–---–ს, კერძოდ, ვიდეოჩანაწერის გამოკვლევისას მკაფიოდ ჩანს, რომ 2016 წლის 26 ნოემბერს, 13:29 საათზე, №-- საკანთან ა-–---------- ო------–---–ი მიდის სამეურნეო ნაწილის პატიმართან ერთად და აღებს კარის სარკმელს და ორივე ესაუბრება საკანში მყოფ პატიმარს. 13:30 საათზე საკნის სარკმლიდან საკანში მყოფი პირი მოულოდნელად ყოფს ხელს და არტყამს ა-–---------- ო------–---–ს. ვიდეოჩანაწერში ასევე აშკარად ჩანს, რომ №-- საკანში 2016 წლის 26 ნოემბერს 14:02 საათამდე მოთავსებულია პატიმარი შ----- დ---–--ე; ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია შ----- დ---–--ის მიერ ლ-–- ყ----–-----ისათვის, მ--------- ი------ისათვის, კ---- გ--------ისათვის, დ----- შ------–---–ისათვის, ბ---- დ---–--ისათვის და ა-–---------- ო------–---–ისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტები და აღნიშნული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა არამარტო დაზარალებულების ჩვენებები, არამედ დანაშაულის თვითმხილველი პირების ჩვენებები, რომლებიც პირადად შეესწრნენ ფიზიკური ძალადობის ფაქტს. მათი ჩვენებები სრულ თანხვედრაშია ვიდეოჩანაწერში ასახულ ინფორმაციასთან, სადაც მკვეთრად და გარკვევით არის ნაჩვენები მომხდარი ძალადობის ფაქტები. ამასთან მ--------- ი------ისა და ა-–---------- ო------–---–ის შემთხვევაში, რომელთაც შ----- დ---–--ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მსუბუქად დაუზიანდათ ჯანმრთელობა, ძალადობის შედეგად მიყენებული დაზიანებების არსებობა დადასტურებულია სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით. ყოველივე აღნიშნული ერთობლიობაში სასამართლოს უქმნის ნათელ წარმოდგენას მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლომ განიხილა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება, შეაფასა მათი სანდოობა და რელ----ტურობა და ყველა მათგანის ერთობლიობაში შეფასებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მივიდა დასკვნამდე, რომ შ----- დ---–--ემ 2014 წლის 13 ნოემბერს ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციაზე თავდასხმა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ, მანვე 2015 წლის 20 ოქტომბერს, 2015 წლის 25 დეკემბერს, 2016 წლის 1 აგვისტოს, 2016 წლის 26 სექტემბერს და 2016 წლის 26 ნოემბერს ჩაიდინა პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის ფიზიკური შეურაცხყოფა, ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ.

 

გარდა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, ა-–---------- ო------–---–ის სხეულის დაზიანების თაობაზე სასამართლოს ინფორმაციას აწვდის სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 26 ნოემბრით დათარიღებული ოქმი ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, რომლის თანახმად, 2016 წლის 26 ნოემბერს, დაახლოებით 13:30 საათზე, №- პენიტენციური და–-------–------------–- ს----–---------------ს მეორე დანაყოფის №-- საკანში ელექტრონული და ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ განთავსებულმა მსჯავრდებულმა შ----- დ---–--ემ ი-----------------------–----- ა-–---------- ო------–---–ს საკნის კარზე არსებული სარკმლიდან მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც ი-----------------------–----- ა-–---------- ო------–---–ს გარეგნული დათვალიერებით მარცხენა ყვრიმალის მიდამოში აღენიშნებოდა შეშუპება. მსჯავრდებულმა შ----- დ---–--ემ არ განმარტა ზემოაღნიშნული ქმედების მიზეზი. ოქმს ხელმოწერით ადასტურებენ როგორც დაზარალებული, ასევე მოწმე გ------- თ-------–--ლი.

 

პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დენის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ზემოაღნიშნული შეფასებით და გაანალიზებით ნათელია, რომ კონკრეტული გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით. ამასთან, აღნიშნული მტკიცებულებები სასამართლოს უნდა აძლევდეს მაღალ სტანდარტს დამაჯერებლობის კუთხით რათა ეჭვგარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტისათვის საკმარისობის მიხედვით დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების უტყუარობა, რის საფუძველზედაც უარყოფილი იქნება მეორე მხარის არგუმენტები მოცემულ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით.

 

პალატა ყურადღება ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოცემულ საქმეში არ იკვეთება რაიმე გარემოება, რაც ობიექტურად წარმოშობდა ეჭვს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების მიუკერძოებლობასა და რაიმე პირადი ინტერესის თაობაზე მისცენ მსჯავრდებულის მამხილებელი ჩვენებები. მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობასა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია, აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს. არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. გარდა ამისა, მოწმეების მიერ საქმის გარემოებათა შესახებ არსებული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას, რის გამოც პალატა უთითებს, რომ საქმის განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით საკმარისია პირველი ინტანციის მიერ დადგენილი ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის, შესაბამისად, დაცვის მხარის პოზიცია მსჯავრდებულის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ არადამაჯერებელი და დაუსაბუთებელია, რის გამოც აღნიშნულ პოზიციას პალატა ვერ გაიზიარებს.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და თვლის, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება შ----- დ---–--ის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ შ----- დ---–--ის დანიშნულ სასჯელს, აღნიშნულს პალატა სამართლიანად მიიჩნევს და ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახეს და ზომას. პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მის პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების კერძო და ზოგად პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს, უსაფრთხოებას და ახალ დანაშაულთა თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ შ----- დ---–--ის მიმართ დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი ქმედების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. დანაშაულის მოტივისა და მიზნის თვალსაზრისით სასჯელის დანიშვნისას, პალატა ამავდროულად ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შინაარსს, ხასიათს, მის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებას და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნის დროს მას განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი; კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მოქმედი რედაქციით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ემუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (ექვსი ეპიზოდი)გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, რასაც პალატა ეთანხმება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი შ----- დ---–--ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ შ----- დ---–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის თ------ ხ------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–--იის 2018 წლის 28 თებერვლის განაჩენი შ----- დ---–--ის მიმართ, დარჩეს უცვლელად;

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 აგვისტოს, ბ---- დ---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 26 სექტემბრის, ბ---- დ---–--ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 26 ნოემბრის, ა-–---------- ო------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 25 დეკემბრის, დ----- შ------–---–ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 20 ოქტომბრის, კ---- გ--------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2015 წლის 20 ოქტომბრის, მ--------- ი------ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით (2015 წლის 1 ივლისამდე მოქმედი რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2014 წლის 13 ნოემბრის, ლ-–- ყ----–-----ის ეპიზოდი) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 378-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2016 წლის 1 აგვისტოს, ბ---- დ---–--ის ეპიზოდი) განსაზღვრულ 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატოს დანარჩენი ექვსი ეპიზოდისათვის დანიშნული სასჯელებიდან 1-1 (ერთ-ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, შ----- დ---–--ეს მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ახლად დანიშნულმა სასჯელმა - 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, შ----- დ---–--ეს მოსახდელად განესაზღვროს 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

შ----- დ---–--ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2017 წლის 27 ივნისიდან.

 

ნივთმტკიცების ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

17 (ჩვიდმეტი) ცალი DVD დისკი, შენახულ იქნეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან ერთად საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№-2ა), მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მურმან ისაევი

 

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

 

მ-------- კაპანაძე