განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2019
საქმის ნომერი
140100119002793919
ინსტანცია
თარიღი
03.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 140100119002793919

საქმე №1ბ/406-19 წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

03 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მზია ლომთათიძემ

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორ ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ლე----------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი ნომერი №-----------, საშუალო განათლებით, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების გორის რაიონის ს------–------–--–---ში, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენით ლე----------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, 2018 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, 2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

 

ლე----------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე, 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი);

მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2018 წლის სექტემბრის თვეში, საღამოს საათებში, გორის რაიონის ს------–------–--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ლე----------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლის - გვ--–--------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი და მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც გვ--–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 17 დეკემბერს, დღის საათებში, გორის რაიონის ს------–------–--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ლე----------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლის - გვ--–--------–---–ის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, მარჯვენა მკლავის არეში მიაყენა დაზიანება, რის შედეგადაც გვ--–--------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

2018 წლის 19 დეკემბერს, დღის საათებში, გორის რაიონის ს------–------–--–---ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, ლე----------–---–მა, საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი შელაპარაკებისას, მეუღლის - გვ--–--------–---–ის მიმართ განახორციელა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც გვ--–--------–---–ს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ოთ-------------–---–მა, რომელმაც წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში და ლე----------–---–ისათვის მკაცრი სასჯელის განსაზღვრა მუხლის სანქციის ფარგლებში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განაჩენი სასჯელის ნაწილში არ არის სამართლიანი, აშკარად ლმობიერია, არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მასალებიდან, დანაშაულის ხასიათიდან, ბრალდებულის პიროვნებიდან, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებიდან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი ნაწილის პრინციპებიდან. ლე----------–---–ის დანაშაულის ჩადენისაკენ აშკარა მიდრეკილებაზე მიუთითებს საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სახე, ხერხი, მოტივი და სხვა გარემოებები. მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ ლე----------–---–მა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობრივი ქმედებები განახორციელა არაერთხელ. პირველი ინსტანციის სასამართლომ სრულიად არ გაითვალისწინა ლე----------–---–ის პიროვნება და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მაშინ, როდესაც მას ჩადენილი აქვს ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი დანაშაული, ასევე ადამიანის ფსიქიკური ხელშეუხებლობის, მისი სიმშვიდისა და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. აპელანტის აზრით, ლე----------–---–ისათვის შეფარდებული მსუბუქი სასჯელი ვერ გახდება შემაკავებელი ხასიათის და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

მსჯავრდებულ ლე----------–---–ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გი----------------–---–მა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის შესაგებელით მხარი არ დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და კვალიფიკაციას არც აპელანტი ხდის სადავოდ. მსჯავრდებულის მიერ ოჯახში ძალადობის ჩადენის ორი ეპიზოდისა და ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ჩადენის ფაქტი, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენების გარდა, დადასტურებულია საქმეში არსებული უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით, კერძოდ: მოწმეების - გუ------------–--–ის, ნი----–--------–---ის, იზ---–----------–---–ის, გვ--–--------–---–ის, ლე----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით და ფოტოცხრილით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

პალატა მხედველობაში იღებს, რომ ლე----------–---–ს პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხიმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ იგი აღიარებს და ინანიებს დანაშაულს, ჰყავს მეუღლე და სამი არასრულწლოვანი შვილი, დაზარალებულთან შერიგებულია, რომელსაც მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვს კანონით გათვალისწინებული შეღავათების გავრცელებას. ამასთან, ლე----------–---–ი დაკავებამდე დასაქმებული იყო სს „------------------ დაცვის თანამშრომლად, მისი ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში და ისინი იღებენ საარსებო შემწეობას. ამდენად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განაჩენით ლე----------–---–ისათვის დანიშნული სასჯელი წარმოადგენს სამართლიან სასჯელს და სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. შესაბამისად, არ არსებობს სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი ლე----------–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და მე-2 ნაწილით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

გორის რაიონული პროკურატურის პროკურორის ოთ-------------–---–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 23 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

 

ლე----------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, ორი ეპიზოდი) და 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, 2018 წლის სექტემბრის თვის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 30 მაისის რედაქციით, 2018 წლის 17 დეკემბრის ეპიზოდისათვის) - თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111;151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ლე----------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

 

მსჯავრდებულ ლე----------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 19 დეკემბრიდან 2018 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე და 66ე მუხლებისა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლისა და დახმარების განხორციელება დაევალოს სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს.

 

მსჯავრდებულ ლე----------–---–ს დაევალოს, შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

მსჯავრდებულ ლე----------–---–ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით, გაქუმებულია. გირაოს შემტანს - ხვ----------–---–ს (პ--------------) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით).

 

მსჯავრდებულ ლე----------–---–ის მიმართ დაწესებული აკრძალვა იმ ადგილებთან მიახლოების შესახებ, სადაც დაზარალებული - გვ--–--------–---–ი იმყოფება, გაუქმდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მ. ლომთათიძე