განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 330210017002017349
N2ბ/7362-17
თბილისის სააპელაციო სასამართლო
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18 დეკემბერი, 2018 წელი ქალაქ თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
თავმჯდომარე, მომხსენებელი _ მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები _ ნატალია ნაზღაიძე
- ირაკლი ბონდარენკო
სხდომის მდივანი - მარინე თათრიაშვილი
საჩივრის ავტორი - (მოწინააღმდეგე მხარე) სს ,,კ------- ბ----“
წარმომადგენელი - ლ------------ე
მოწინააღმდეგე მხარე (აპელანტები) - ე-–----------–---–ი, გ-------ი ხ---–---–ი, ნ------------–---–ი, გ------ი ხ---–---–ი
წარმომადგენელი – ც---------------ე
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია
დავის საგანი საჩივარში - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება
1. საჩივრის ავტორის მოთხოვნა - დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება.
2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ის წარმომადგენელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს „კ------- ბ----ს“ მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო. ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარგებლისა და დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ისთვის 2015 წლის 25 ივნისის N 2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან სარგებლის 5764.31 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის 1026.48 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ასევე 2016 წლის 18 ნოემბრის N1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების პროცენტის 5837.50 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის 895.84 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 თებერვლის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას, რომელიც დანიშნული იყო 2018 წლის 20 მარტს 13:00 საათზე, არ გამოცხადა მოწინააღმდეგე მხარე - სს „კ------- ბ----ს“ წარმომადგენელი, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტების წარმომადგენელმა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო ვალდებულია შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. უპირველესად, სასამართლო უნდა დარწმუნდეს, რომ გამოუცხადებელი მხარე მოწვეული იყო საქმის განხილვაში და მას დროულად და კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დღის შესახებ (სსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). მოწვეულად ითვლება მხარე, რომელსაც სასამართლო უწყება გაეგზავნა და ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით. ამასთან, სასამართლო გამოცხადებული მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიტანს, თუ დაადგენს, რომ მხარისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შეტყობინების მიუხედავად, მხარე სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით – სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება და დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ასევე ვალდებულია უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაბარება ჩაითვლება უწყების ადრესატისათვის ჩაბარებად, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს სს „კ------- ბ---ს“ სასამართლო უწყება გაეგზავნა მისამართზე თბილისი, რ- თ------–---–-ს ქ. N-- და უწყება 2018 წლის 15 თებერვალს ჩაჰბარდა ორგანიზაციის წარმომადგენელს, ოფის მენეჯერს - ჯ----–---–----ს. აღსანიშნავია, რომ გამოუცხადებელ მხარეს, სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (მოპასუხის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, აპელანტების მოწინაღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დადგენილად იქნა მიჩნეული მიჩნეული აპელანტების სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში და აპელანტის წარმომადგენელის ახსნა–განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო ჩაითვალა დამტკიცებულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე. შესაბამისად, ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.
3. საჩივრის საფუძვლები
საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განხილვის განახლება იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი წარმომადგენლის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ, კი შვილის ავადმყოფობით. საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი იმყოფებოდა სააპელაციო სასამართლოში და აპირებდა სააპელაციო საჩივრის განხილვის გამო დანიშნულ სხდომაზე დასწრებას, თუმცა მოულოდნელად მას შეატყობინეს, რომ ბავშვს ჰქონდა მუხლის ძლიერი ტკივილი და მაღალი სიცხე, რის გამოც სასწრაფოდ მოუხდა სახლში დაბრუნება. ამასთან, აპელანტის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტთა მოთხოვნა.
4. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების დასაბუთება
დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტს, 13:00 საათზე, დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენელი - ლ------------ე.
დადგენილია ასევე, რომ ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ის წარმომადგენელის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სს „კ------- ბ----ს“ მიმართ გამოტანილი იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის გამო. ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარგებლისა და დაზღვევის თანხის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. სს „კ------- ბ----ს“ სარჩელი ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ისთვის 2015 წლის 25 ივნისის N 2------------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებიდან სარგებლის 5764.31 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის 1026.48 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ასევე 2016 წლის 18 ნოემბრის N1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების პროცენტის 5837.50 აშშ დოლარის და დაზღვევის თანხის 895.84 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განხილვის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქლაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა დაუშვებელია, თუ: ა) გამოუცხადებელი მხარე მოწვეული არ იყო ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით; ბ) სასამართლოსათვის ცნობილი გახდა, რომ ადგილი ჰქონდა დაუძლეველ ძალას ან სხვა მოვლენებს, რომელსაც (რომლებსაც) შეეძლო ხელი შეეშალა სასამართლოში მხარის დროულად გამოცხადებისათვის; გ) გამოუცხადებელ მხარეს დროულად არ ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები; დ) არ არსებობს სარჩელის აღძვრის წინაპირობები.
ამასთან, პალატა განმარტავს, რომ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობის და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინება სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო მომჩივნის მიერ მითითებული გარემოებების შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა, სასამართლოს უფლებამოსილებაა.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლო პროცესზე მისი გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, კერძოდ კი, შვილის ავადმყოფობით, საჩივრის ავტორი ასევე მიუთითებს მასზედ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებას.
პალატა განმარტავს, რომ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი, რომელიც ადგენს, რომ ასეთ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარმოდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული „საპატიო მიზეზის“ მტკიცების ტვირთი, ამავე კოდექსის 102–ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება საჩივრის ავტორს. ამასთან, ისეთ დროს, როდესაც საპატიო მიზეზად აპელანტი უთითებს შვილის ავადმყოფობაზე, მან ეს გარემოება უნდა დაადასტუროს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საჩივრის ავტორის მიერ საქმის მასალებში წარმოდგენილია მტკიცებულება - 2018 წლის 09 მარტის პაციენტის გასინჯვის ფურცელი და ინტერნეტიდან ამობეჭდილი ინფორმაცია პაციენტის დაავადების შესახებ, რომლებიც პირდაპირ არ მიუთითებენ სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე. პალატა აღნიშნავს, რომ მართალია წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლის შვილი 2018 წლის 09 მარტის მდგომარეობით იყო შეუძლოდ, კერძოდ, აღენიშნებოდა ინფექციური მონონუკლეოზი, თუმცა ამ მტკიცებულებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის მომენტისათვის (2018 წლის 20 მარტი) ლ------------ის შვილი იმყოფებოდა ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი ავადმყოფობის გამო ლ------------ე 2018 წლის 20 მარტს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე ვერ შეძლებდა სასამართლოში გამოცხადებას. პალატა ყურადღებას გაამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილ ცნობაში აღნიშნული ინფორმაციიდან, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ასევე არ დასტურდება სასამართლო პროცესზე აპელანტის გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ ინფორმაცია, ხოლო საჩივარზე თანდართულ წერილობით ახსნა-განმარტებებს პალატა ვერ გაიზიარებს იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან, კონკრეტულ შემთხვევაში მხარის ოჯახის წევრთა ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს სსსკ-ის 102.3. მუხლით გათვალისიწნებულ ისეთ მტკიცებულებას, რაც საფუძვლად დაედება სადავო ფაქტის დადგენილად ცნობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საქმეთა პალატა სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზს - შვილის ავადმყოფობას საჩივარში მითითებული საფუძვლით, ვერ მიიჩნევს საპატიოდ. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
რაც შეეხება საჩივრის ავტორის მითითებას მასზედ, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებას. უპ.ყ. პალატა მითითებულ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ აღნიშულის თაობაზე აპელანტს სასამართლოს სხდომაზე პრეტენზიები არ წამოუყენებია. მიუხედავად ამისა, პალატა განმარტავს, ამ საკითხთან დაკავშირებულ პოზიციას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 229-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამავე კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
პალატა მიუთითებს, რომ, ზოგადად, მოწინააღმდეგე მხარის (სააპელაციო მოპასუხის) გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭიროა კიდევ ერთი პირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტის (მოპასუხის) მიერ მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს (ასაბუთებდეს) აპელანტის მოთხოვნას. განხილულ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მოწინაღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დადგენილად იქნა მიჩნეული აპელანტების სააპელაციო საჩივარში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ აპელანტებმა სესხის ვადის გასვლისთანავე განცხადებით მიმართეს სს „კ------- ბ---ს“ ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე და განმარტეს, რომ დავალიანება გამოწვეული იყო მოპასუხეების ბრალისგან დამოუკიდებლად ფორსმაჟორული მდგომარეობით და ამიტომ შეწყვიტეს სს „კ------- ბ---სთან“ ხელშეკრულებები, მეტიც - მხარეებს შორის აღარ არსებობდა ვალდებულებითი ურთიერთობა და აღარ უნდა მომხდარიყო სარგებლის დარიცხვა, ხოლო მოსარჩელეს ზიანის შესახებ მოთხოვნა სარჩელით არ დაუყენებია, რაც შეეხება სიცოცხლის დაზღვევას, აპელანტთა მითითებით, აღნიშნული ნებაყოფლობითია და აპელანტების მხრიდან მის გადახდაზე უარის თქმას გამორიცხავდა მათზე დაზღვევის თანხების დაკისრების შესაძლებლობას. ხსენებულის საწინააღმდეგოდ, საჩივრის ფარგლებში ლ------------ემ განმარტა, რომ ზიანის თაობაზე მოთხოვნა სარჩელით დაყენებული იყო სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე, ამასთან, მოთხოვნა მოიცავდა მთლიანი დავალიანების თანხას და ცალკე არ ყოფილა გამოყოფილი დავალიანების ოდენობა მიუღებელი შემოსავლისათვის, შესაბამისად, აპელანტთა მითითება, რომ ზიანი სარჩელით არ იყო მოთხოვნილი, საჩივრის ავტორის შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა ჩაეთვალა დადგენილად.
სააპელაციო პალატას მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში და აპელანტის წარმომადგენელის ახსნა–განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო ჩაითვალა დამტკიცებულად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, პალატის შეფასებით, სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის ნაწილში დავალიანების ოდენობა ცალკე გამოყოფილი არ ყოფილა და მისი მხოლოდ დავის არსის მოკლე მიმოხილვასა და ფაქტობრივი გარემოებების გრაფაში მითითება შეუძლებელს ხდის მოთხოვნის ჯამური ოდენობიდან სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე ზიანის ოდენობის დადგენის შესაძლებლობას, სწორედ აღნიშნულის გამო მიიჩნევს პალატა, რომ მოსარჩელეს ზიანის შესახებ მოთხოვნა სარჩელით არ დაუყენებია. შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართებულად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი იურიდიულად ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და შესაბამისად, ე-–----------–---–ის, გ-------ი ხ---–---–ის, ნ------------–---–ისა და გ------ი ხ---–---–ის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მართებულად დაკმაყოფილდა.
იმ პირობებში, როდესაც მხარის მიერ ვერ იქნა სათანადოდ დადასტურებული მისი სხდომაზე დაუსწრებლობის საპატიოობა, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, სასამართლოს გამოაქვს განჩინება საჩივრის დაუკმაყოფილებლობისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენლის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ძალაში უნდა დარჩეს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,კ------- ბ----ს“ წარმომადგენლის - ლ------------ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ძალაში დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
3. ეს განჩინება, დაუსწრებელ გადაწყვეტილებასთან ერთად, შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისიწნებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით;
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მაია სულხანიშვილი
მოსამართლეები: ნატალია ნაზღაიძე
ირაკლი ბონდარენკო