განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002352673
საქმე №1ბ/1357-18წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე: მზია ლომთათიძემ
ელენე ომანიძის, ზაზა ჭანტურიძის მდივნობით
სახელმწიფო ბრალმდებელ - გუ------------ის
ადვოკატ - ტა-----–----–-----–---–ის
მონაწილეობით,მსჯავრდებულ არ----------------ის მონაწილეობის გარეშე
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
არ----------------ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №3----------), ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ. ნ----–------–--------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენით არ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
არ----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით და 13 (ცამეტი) დღის ვადით.
ბრალდების შესახებ დადგენილებით არ----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათისათვის, ქ. ნ----–------–------------ ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში არ----------------მა არასრულწლოვანი ძმისშვილის, გუ---------------ის თანდასწრებით, დედამისს - სუ---------------ს, რძალს - მა-----------------სა და არასრულწლოვან ძმისშვილს - კრ-----------------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სუ---------------ს თავი მიარტყმევინა კარზე, შეაფურთხა და სახეში რამდენჯერმე გაარტყა ხელი, რის შედეგადაც იგი გახდა შეუძლოდ. მა-----------------ს თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, ასევე პოლიციელების თანდასწრებით ხელი დაარტყა ზურგის არეში, ხოლო კრ-----------------ს თმაში ჩაავლო ხელი და მოქაჩა, ასევე ხელი მოუჭირა ყელში. არ----------------ის ქმედებების შედეგად სუ---------------მა, მა-----------------მა და კრ-----------------მა მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
აღნიშნული ქმედებებისათვის არ----------------ს ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
არ----------------ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:
საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად იქნა დადასტურებული არ----------------ის მიერ მა-----------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის განხორციელების შედეგად ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ფაქტი, ხოლო არ----------------ის მიერ მა-----------------ის მიმართ, არასრულწლოვან გუ---------------ის თანდასწრებით ფიზიკური ძალადობის მიყენების ფაქტი და ასევე, სუ---------------ის და არასრულწლოვან კრ-----------------ის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტი იმავე არასრულწოვან გუ---------------ის თანდასწრებით ვერ იქნა დადგენილი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა არ----------------ის ბრალდებას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, და „გ“ ქვეპუნქტებით. შესაბამისად, მისი ქმედება უნდა გადაკვალიფიცირებულიყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილზე.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გუ------------ემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, არ----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით და მის მიმართ სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემსწრემ და ერთ-ერთმა დაზარალებულმა მა-----------------მა პირდაპირ მიუთითა არ----------------ის მიერ მის, სუ---------------ისა და კრ-----------------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, რომელსაც ესწრებოდა არასრულწლოვანი გუ---------------ი, პოლიციელებსა და სი--------------ს შემთხვევის ადგილზე მისვლისას ჰქონდათ იმწუთიერი კონტაქტი, რომლებმაც დაადასტურეს, რომ სახლში იყვნენ ზემოთ ჩამოთვლილი პირები, მათ შორის არასრულწლოვნები, ამასთან, 112-ში შეტყობინება გადაცემული აქვს კრ-----------------ს, რომელიც უთითებს კონფლიქტის შესახებ და საქმეზე დაკითხული ყველა სხვა მოწმე მხოლოდ ამყარებს ზემოაღნიშნული პირების მიერ გადმოცემულ ინფორმაციას და ამის საწინააღმდეგო სასამართლოში არაფერი გამოკვლეულა, ბრალდებულსაც კი არ მიუცია რაიმე სახის ჩვენება, სასამართლომ მაინც ეჭვად შეაფასა, რაც აპელანტს უსამართლოდ მიაჩნია. სასამართლოს, მა-----------------ის ჩვენებაზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია მხოლოდ ის ფაქტი, რომ არ----------------მა მას მიაყენა შეურაცხყოფა, კერძოდ, მოქაჩა თმებში. ჩვენების დანარჩენი ნაწილი სასამართლომ რატომღაც არ გაიზიარა. არ----------------ის ბრალდების ის ნაწილი, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა, დადასტურებულია პირდაპირი მოწმის მა-----------------ის ჩვენებით, ასევე აღნიშნული გამყარებულია ირიბი ჩვენებებით, როგორებიცაა საქმეში არსებული პოლიციელების, სი--------------ის და ტ------ა ჰ---------ის ჩვენებები და სამედიცინო დოკუმენტაცია. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ როგორც პოლიციის თანამშრომლებს, ასევე სხვა პირებს, რომლებიც დაკითხულნი იყვნენ პროცესზე, აღნიშნულ შემთხვევასთან ჰქონდათ მყისიერი შემხებლობა, მათ დეტალურად გადმოსცეს დაზარალებულების ფიზიკური და ფსიქოემოციური მდგომარეობა, რის გამოც მათი ჩვენებები განხილული უნდა იქნეს, როგორც პირდაპირი მტკიცებულება.
აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულწლოვანი კრ-----------------ი და გუ---------------ი ვალდებულნი იყვნენ მიეცათ ჩვენება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან ისინი არიან არ----------------ის ძმისშვილები და არ წარმოადგენენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მესამე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ახლო ნათესავებს. ამით, პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება და ბრალდების მხარეს არ მისცა შესაძლებლობა დაეკითხა საქმის დაზარალებული და ერთ-ერთი თვითმხილველი მოწმე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტმა მხარი დაუჭირა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო მსჯავრდებულ არ----------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ტა-----–----–-----–---–მა სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის ”ზ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებელის ფარგლებში. პალატა მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფო ბრალმდებელმა საჩივარი წარადგინა კვალიფიკაციის შეცვლის, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში არ----------------ის დამნაშავედ ცნობის კუთხით, რასაც სააპელაციო პალატა არ იზიარებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტს მიაჩნია, რომ არ----------------ის ბრალეულობა საქართველოს 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულში დასტურდება მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულებით, რომელთა ნაწილი პირველი ინსტანციის სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა, ხოლო დაზარალებულ მა-----------------ის ჩვენება სარწმუნოდ მიიჩნია მხოლოდ ნაწილობრივ. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს:
დაზარალებულ მა-----------------ის ჩვენებით დადასტურებულია, რომ 17 წელია ცხოვრობს ქ.ნ----–------–------------ ქუჩა №---ში თავის ოჯახის წევრებთან: მეუღლესთან არ--------------თან, ორ არასრულწლოვან შვილთან, კრ------- და გუ---------------ებთან, დედამთილთან - სუ---------------თან და მაზლთან - არ----------------თან. არ----------------ი ცხოვრობს მეორე სართულზე, მას აქვს თავისი ოთახი. 2018 წლის 11 იანვარს არ----------------ი ნასვამ მდგომარეობაში მივიდა სახლში და შეეკამათა დედამისს სუ---------------ს სახლის თაობაზე. ბრალდებული აგრესიულად უყვიროდა დედამისს, რომელიც თრევით გამოიყვანა სამზარეულოდან, მიაყუდა კარებზე და ეუბნებოდა, რომ დაინვალიდებამდე უნდა ეცემა, თუმცა დედამისისთვის არ დაურტყამს. ამ დროს, სუ---------------მა გონება დაკარგა. არ----------------მა აიყვანა დედამისი ხელში, დივანზე დასვა და სახეში შეაფურთხა. როცა მა-----------------მა არ----------------ს შენიშვნა მისცა, არ----------------მა ის თმებიდან გაათრია და წააქცია. მის დასახმარებლად მისი ქალიშვილი არასრულწლოვანი კრ-----------------ი მივიდა, რა დროსაც მასაც მოქაჩა თმები და ხელი მოხვია ყელზე, რათა გვერდზე გაეწია მისი ქალიშვილი, რომ არ დახმარებოდა მას. მა-----------------მა ტელეფონი მისცა მის პატარა ბიჭს არასრულწლოვან გუ---------------ს, რათა მას ეცნობებინა პოლიციისათვის, რის შემდეგაც ბავშვი გარეთ გავიდა თუმცა პოლიციისთვის არ დაურეკავს. შემდეგ მა-----------------მა არ----------------ი ხელის კვრით, გაიყვანა გვერდზე სხვა ოთახში და პოლიციას დაურეკა მისი გოგოს ტელეფონით, როდესაც პოლიციელები მივიდნენ სახლში, პოლიციელების თანდასწრებით არ----------------მა მას უკნიდან თმები მოქაჩა და ზურგზე დაარტყა ხელი, რის გამოც მან განიცადა ტკივილი. ამ ინცინდენტის შემდეგ პოლიციელებმა წაიყვანეს არ----------------ი.
არ----------------ის დედამ - დაზარალებულმა სუ---------------მა და მოწმემ არ--------------მა, რომელიც არის არ----------------ის ძმა, ისარგებლეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის მინიჭებული უფლებით, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს და უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე.
აპელანტის ერთ-ერთი მოთხოვნა, რომ მას არ მიეცა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ----------------ის ძმის შვილების, არასრულწლოვანი მოწმისა და დაზარალებულის დაკითხვის უფლება, დაკმაყოფილებულ იქნა სააპელაციო პალატაში საქმის განხილვის დროს, თუმცა მან ვერ უზრუნველყო არასრულწლოვნების - დაზარალებულ კრ-----------------ისა და მოწმე გუ---------------ის სასამართლო პროცესზე წარმოდგენა, რის გამოც, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მათი ჩვენებები. აღნიშნული ჩვენებების თანახმად ირკვევა, რომ 2018 წლის 11 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე კრ-----------------ი და გუ---------------ი სახლში იმყოფებოდნენ მა-----------------თან, სუ---------------თან და არ----------------თან ერთად. არ----------------ი, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში, ჩავიდა მათთან მესამე სართულიდან და შესვლისთანავე დაიწყო სუ---------------ის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ეძახდა უწმაწურ სიტყვებს. სუ---------------ი შევიდა სამზარეულოში, სადაც შეჰყვა არ----------------ი, მოჰკიდა ხელებზე ხელები და სამზარეულოდან გაათრია დერეფანში, მიაყუდა კარებზე და დაუწყო ცემა, თმებში სწვდა და თავი არტყმევინა კარებზე. არ----------------ი მას ურტყამდა გაშლილი ხელით სახის არეში, რა დროსაც სუ---------------ს წაუვიდა გული. ამ დროს გულწასულ სუ---------------ისათვის წყლის მიწოდების მიზნით მასთან მისვლა დააპირა მა-----------------მა, მაგრამ არ----------------მა ხელი ჰკრა და არ მისცა წყლის მიწოდების საშუალება, ყვიროდა - მინდა დაინვალიდდესო. მა-----------------მა მაინც შეძლო ს-------ს მოსულიერება, მაგრამ ა--------ი კვლავ სწვდა სუ---------------ს თმებში, გაათრია ზალაში და მიაგდო დივანზე, შეაფურთხა სახეში და დაუწყო სახეში ხელების დარტყმა. კრ-----------------ი და გუ---------------ი ოთახის კარებთან იდგნენ და აღნიშნულს უყურებდნენ. ამ დროს არ----------------ი წავიდა ბავშვების ოთახისკენ, რის გამოც მათ ძალიან შეეშინდათ. ოთახში შესვლისას კრ-----------------ს დაუწყო ხელებით და თმებით თრევა, სწვდა ყელში და ახრჩობდა, რის გამოც გაკაწრა ხელის ფრჩხილებით კისერთან, რათა მოეცილებინა. ამ დროს ოთახში შევიდა ბავშვების დედა - მა-----------------ი. ა--------ამ მაგიდიდან აიღო მაკრატელი და გაიწია კრ-----------------ისაკენ დასარტყმელად, თუმცა მა-----------------მა მოჰკიდა მას ქურთუკში ხელი და გამოათრია. მ------იამ შეძლო გ-------ისა და ს-------ს გაპარება გარეთ, რათა ვინმესთვის საშველად დაეძახებინათ, მ------ია კი სახლის ტელეფონით აპირებდა პოლიციაში დარეკვას. თუმცა ა--------მა ტელეფონის სადენები გადაჭრა, ხოლო აპარატი დაამტვრია. კრ-------მ დედამისს უთხრა, რომ მან შეძლო 112-ის სამსახურში დარეკვა. ამ დროს მათთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და როდესაც ერკვეოდნენ სიტუაციაში, არ----------------მა ზურგის არეში დაარტყა მუშტი მა-----------------ს და პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მაშინვე გაარიდა არ----------------ი.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ არ----------------ისათვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტს ადასტურებს მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მოწმე მა-----------------ი, რომლის ჩვენება სუ---------------ისა და კრ-----------------ის მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე, ასევე მის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელება არასრულწლოვანთა თანდასწრებით არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებებით, კერძოდ: მსჯავრდებულის დედამ - სუ---------------მა უარი განაცხადა შვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. რაც შეეხება კრ-----------------ისა და გუ---------------ის სააპელაციო პალატის სხდომაზე გამოქვეყნებული ჩვენებებს, პალატა ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს მხოლოდ საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წაკითხული გამოძიების დროს მიცემული ჩვენება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სასამართლოში დაკითხულ მა-----------------ის ჩვენება გარკვეულწილად წინააღმდეგობაში მოდის სააპელაციო სასამართლოში გამოკვლეულ კრ-----------------ისა და გუ---------------ის ჩვენებებთან. სხვა პირდაპირი მტკიცებულება კი, რომელიც უდავოდ დაადასტურებდა არ----------------ის მხრიდან მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია.
სააპელაციო პალატა არ იზიარებს აპელანტის მოსაზრებას, პირველი ინსტანციის სასამართლოს მხრიდან დაზარალებულ მა-----------------ის ჩვენების მხოლოდ ნაწილობრივ გაზიარებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მა-----------------ის ჩვენების ის ნაწილი, რომლითაც ის ამხელს არ----------------ს სუ---------------ისა და არასრულწლოვან კრ-----------------ის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი პირდაპირი მტკიცებულებებით. რაც შეეხება მოწმე სი--------------ის, ტ------ა ჰ---------ის, კ------ ე------ის ჩვენებებს, ისინი არ არიან ფაქტის თვითმხილველები და გადმოსცემენ მხოლოდ მესამე პირების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ბრალდების დასადასტურებლად აპელანტი მტკიცებულებად მოიხმობს დაზარალებულ სუ---------------ისა და კრ-----------------ის მიმართ ჩატარებულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებს, რომელთა თანახმად, მოქალაქე სუ---------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით სახისა და მარჯვენა თვალბუდის არეში, გულმკერდის უკანა კედლის მარჯვენა არეში შესიება, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო კრ-----------------ის კისრის წინა ზედაპირზე მარცხნივ სისხლნაჟღენთი, განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედების შედეგად, მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. პალატა განმარტავს, რომ ობიექტურად შეუძლებელია, ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტიზის დასკვნით იმის მტკიცება, რომ სუ---------------სა და კრ-----------------ს დაზიანებები მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვარაუდი საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ არ----------------მა განახორციელა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ორი ან მეტი პირისა და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ასევე არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება დანაშაულის ფაქტის არსებობა და ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ამ ფაქტთან.
პალატა აღნიშნავს, რომ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იძლევა იმგვარი დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ არ----------------ის მიერ ჩადენილია ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ასეთი ძალადობა მან განახორციელა თავისი რძლის - მა-----------------ის მიმართ, რაც უტყუარად დასტურდება არა მხოლოდ ზემოთ განხილული მტკიცებულებებით, ასევე თვითმხილველი მოწმეების - არ-----------–---ისა და ზო--------------ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, სამედიცინო ექსპერტიზის №3-------- დასკვნით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით.
შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ არ----------------ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.
რაც შეეხება სასჯელს სააპელაციო პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ----------------ისთვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ასევე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეს, რის გამოც არ არსებობს აღნიშნული სასჯელის შეცვლის საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი არ----------------ის მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გუ------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 24 სექტემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.
არ----------------ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
არ----------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვით და 13 (ცამეტი) დღის ვადით.
მსჯავრდებულ არ----------------ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 11 იანვრიდან, რაც უკვე მოხდილია.
ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი ვერცხლისფერი მწვანე ტარიანი მაკრატელი და „პანასონიკის“ მარკის სახლის ყურმილიანი ტელეფონის ნამსხვრევები, რომელიც ინახება ნინოწმინდის რაიონულ სამმართველოში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ლომთათიძე