განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100113002418441
საქმე №1ბ/171-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლელა ბახტაძის და სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ-------------–--ის
მსჯავრდებულის: ი------------–-–---–ის
ადვოკატის: ი-----–---------ას
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–---------ას სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №09----------) ი------------–-–---–ის მიმართ.
იო---------------------------–-–---–ი დაბადებულია 1967 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოს მოქალაქე, (პ/ნ №------------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ა-–-------------------------------------------------------------–--
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით: ი------------–-–---–ი „საჯარო სამართლის იურიდიული პირთან - ,,ს---------------------–-----------სთან“ 2011 წლის 11 ნოემბერს გაფორმებული N9-- და 2011 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული N9-- შრომითი ხელშეკრულებების საფუძველზე 2013 წლის 01 აპრილამდე მუშაობდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს ვ------------------------------------------ის მოადგილის თანამდებობაზე.
ი------------–-–---–ი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს ვ------------------------------------------ის მოადგილე, ახორციელებდა საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ევალებოდა დაკისრებული უფლებამოსილების ჯეროვნად, დროულად, ხარისხიანად და კეთილსინდისიერად შესრულება, საქართველოს კონსტიტუციისა და კანონების უზენაესობის დაცვა, ხოლო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N2-- ბრძანებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად, სხვა ფუნქციებთან ერთად, ევალებოდა ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის შენარჩუნება და კონტროლი, ეპიზოოტიური მდგომარეობის რისკის ანალიზი, ცხოველთა სნეულებების ვეტერინარული დიაგნოსტიკა და ბიზნეს ოპერატორების ვეტერინარული მომსახურება. კერძოდ, ვეტერინარული საქმიანობის კოორდინაცია, ზედამხედველობა, ნებართვებისა და სერთიფიკატების გაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით. აღნიშნულის მიუხედავად, ი------------–-–---–მა არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N4-- დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმები და მათი გაცემის წესი, რომლის მე-3 მუხლით დადგენილია ვ--------------–-----------------ის სახეები და მათი გაცემის წესი. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით იმპერატიულად დადგენილია, რომ საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვ--------------–----------------ი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N7-ის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავისა და ტყავნედლეულის თურქეთის რესპუბლიკაში გაგზავნისათვის. ამავე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად კი, საქართველოდან სხვა დანარჩენ ქვეყნებში ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე ვ--------------–----------------ი უნდა გაიცეს ამავე წესით დადგენილი დანართი N4-ის შესაბამისად, რომელიც განკუთვნილია არა სასაკლაოზე დაკლული, არამედ სხვა წყაროდან მიღებული ცხოველური წარმოშობის ნედლეულის ექსპორტისათვის. ი------------–-–---–ისათვის კ---------–---–ისაგან ცნობილი გახდა, რომ შპს„ა-–---ს“ დირექტორს ნ----- ე------ს სხვადასხვა პირებისაგან შეძენილი ჰქონდა არასასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებული ტყავი და ვერ ახერხებდა თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი საქონლის ტყავისათვის საჭირო ვ--------------–----------------ის აღებას, რადგან ეს უკანასკნელი გაიცემოდა მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული საქონლისაგან მიღებულ ტყავზე.
ი------------–-–---–ისათვის კარგად იყო ცნობილი საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N4-- დადგენილებით დამტკიცებული ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვ--------------–----------------ების ფორმებისა და მათი გაცემის წესი და იცოდა რა, რომ ამ წესის შესაბამისად არ შეიძლებოდა შპს „ა-–---“-სთვის ზემოთაღნიშნული ვ--------------–----------------ის გაცემა, კ---------–---–თან შეთანხმებით შპს „ა-–---ს“ მიანიჭა უპირატესობა და მისდამი დაქვემდებარებულ სსიპ „ს---------------------–------------ს“ მ–----------------ს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსს ზ---------------ეს უშუალოდ დაავალა შპს „ა-–---ზე“ ვ--------------–-----------------ის გაცემა არა დანართი N7-ის მოთხოვნათა დაცვით, არამედ - დანართი N4-ის შესაბამისად.
აღნიშნულის საფუძველზე სსიპ ,,ს---------------------–------------ს“ მ–----------------ს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსის ზ---------------ის მიერ 2013 წლის 26 თებერვალს შპს „ა-–---ს“ სახელზე გაიცა ორი ვ--------------–----------------ი N1----- და N1-----. აღნიშნული ვ--------------–----------------ების საფუძველზე შპს „ა-–---მ“ განახორციელა თურქეთის რესპუბლიკაში საქონლის ტყავის ექსპორტი, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. ესე იგი ი------------–-–---–მა ჩაიდინა მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, სხვისთვის რაიმე უპირატესობის მისაღებად, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით:
ი------------–-–---–ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ი------------–-–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5200 (ხუთი ათას ორასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისდ (პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით 2013 წლის 4 აპრილიდან 2013 წლის 6 აპრილის ჩათვლით) შეუმსუბუქდა და საბოლოოდ, ი------------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ი------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით ი------------–-–---–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა, ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ი------------–-–---–მა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–---------ამ.
წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით დაცვის მხარემ მოითხოვა ი------------–-–---–ის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ არსებობს და პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამოკვლეულა ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რითიც დადასტურდებოდა ი------------–-–---–ის ბრალეულობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო მსჯავრდებულის და მისი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს - ი------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ი------------–-–---–ი უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მსჯავრდებაში შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–5 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ“. ამავე კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „...გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. აგრეთვე, ამავე კოდექსის 82–ე მუხლის მე–3 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. 269–ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი „არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. როგორც უკვე აღინიშნა, ი------------–-–---–ს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის განაჩენით მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სამსახურებრივი გულგრილობა - ესე იგი მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე ბრალდების მხარის მიერ შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების ზ--------------–-----ის, კ---------–---–ის, ზ----------------ის ჩვენებებით, მოწმე ზ---------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებით, რაც ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სსკ-ის 243-ე მუხლის საფუძველზე იქნა გამოქვეყნებული, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ამოღების ოქმებით, შრომითი ხელშეკრულებებით, მთავრობის დადგენილებებით, ბრალდებულ ი------------–-–---–ის ჩვენებით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით არ დასტურდება ი------------–-–---–ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342–ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ--------------–-----ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობდა თ---–---------------------–-------------ის უფროსად, ხოლო ი--------------–-–---–ი - სამმართველოს უფროსად. მოგვიანებით ეს უკანასკნელი დაინიშნა ვ--------------–-----------------------------ის მოადგილედ. 2004 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდნენ ერთად. შპს ,,ა-–---სთან“ დააკავშირა მეგობარმა, რომელმაც უთხრა, რომ ჭიანურდებოდა ტყავის გატანასთან დაკავშირებული სერთიფიკატის გაცემა და სთხოვა დახმარება. აღნიშნული საკითხის გასარკვევად მივიდა ს----------------------– სააგენტოში, სადაც შეხვდა უფროსს კ---------–---–ს, რომელმაც აუხსნა, რომ ტყავის გასატანი სერთიფიკატის გასაცემად აუცილებელი პირობა იყო ტყავის შეგროვება სასაკლაოზე. სერთიფიკატი უნდა გაეცა მ–-----------------ის სპეციალისტს ზ---------------ეს, რომელიც ესწრებოდა მოსახლეობისაგან შეძენილი ტყავის ნიმუშების აღებას, რადგან მისი მონაწილეობის გარეშე არ გაიცემოდა სერთიფიკატი. ზ---------------ესთან ერთად, აღნიშნულ პროცესში მონაწილეობდა ი------------–-–---–იც, რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ტვირთი. ზ---------------ემ და ი------------–-–---–მა შეამოწმეს საბუთები. კერძოდ, დამარილების აქტი, ნიმუშების აღების აქტი და ლაბორატორიის დასკვნა. შემოწმების დასრულების შემდგომ ი------------–-–---–მა უთხრა ზ---------------ეს, რომ ყველა საბუთი წესრიგში იყო და ექვემდებარებოდა სერთიფიცირებას, რის საფუძველზეც მცხეთის სამმართველოში ზ---------------ემ გასცა სერთიფიკატი და მოსახლეობისაგან შეგროვილი ტყავი გავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული კ---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს ს----------------------– სააგენტოში შტატგარეშე მოსამსახურედ, ხოლო ფაქტის დროს მუშაობდა ს----------------------–ი სააგენტოს ვ--------------–--------------------------------ს თანამდებობაზე. მის უფლება- მოვალეობებში შედიოდა ქვეყანაში ინფექციური დაავადებების პრევენცია, აღმოფხვრა. საქართველოს მთავრობის N4-- დადგენილების დანართით შემუშავებულია ვ--------------–----------------ის დანართის ფორმები N4 და N7, რომელიც ეხება საექსპორტო ტყავსა და ტყავის ნედლეულს. ერთი ფორმა არის ქართულ-თურქული, ანუ ორ ქვეყანას შორის შეთანხმება ითვალისწინებს სასაკლაოზე დაკლული ცხოველებისგან მიღებულ ტყავს და ტყავნედლეულს, ხოლო მეორე არის საერთაშორისო ქართულ-ინგლისური ფორმა, რომელიც ითვალისწინებს არასასაკლაოზე დაკლული ცხოველების ტყავსა და ტყავნედლეულს. შპს ,,ა-–---ს“ ადმინისტრაციას თუკი ექნებოდა სასაკლაოზე დაკლული ცხოველების ტყავი, შეეძლო, აეღო სერთიფიკატი და პირდაპირ გაეტანა ექსპორტზე. შპს ,,ა-–---ს“ ასეთი ტყავი არ ჰქონია. მისი წარმომადგენლები მასთან გადიოდნენ კონსულტაციას. მათ უხსნიდა, რომ აუცილებელი იყო დამატებითი ნებართვა. სერთიფიკატის გაცემა ხდებოდა ადგილობრივ - რაიონულ დონეზე. ტვირთის ადგილსამყოფელის მიხედვით რაიონის ვეტერინარული სამსახური გასცემდა ვეტერინარულ სერთიფიკატებს. 2013 წლის თებერვალში არ იმყოფებოდა სამსახურში და ზ----------------ის მიერ გაცემულ სერთიფიკატთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. მისი მივლინებაში ყოფნის დროს მოვალეობას ასრულებდა მოადგილე - ი------------–-–---–ი. მივლინებაში ყოფნის დროს სერთიფიკატების გაცემის თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ. გადმოცემით იცის, რომ ი------------–-–---–ი მივიდა ადგილზე, შეამოწმა ტვირთი და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო სერთიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზ----------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 20---------–-–--–----უშაობდა ს----------------------–ი სააგენტოს ვ--------------–--------------–--ს სპეციალისტის თანამდებობაზე. მის უფლება-მოვალეობებში შედიოდა ვეტერინარული ღონისძიებების განხორციელება, სახელმწიფო პროგრამი ფარგლებში აცრების გაკეთება, კურირებას უწევდა სპეციალისტებს, რომლებიც სოფლების მიხედვით ატარებენ ვეტერინარულ ღონისძიებებს. 2----------–-–--–------------------–------------------ის ხელმძღვანელი იყო კ---------–---–ი, რომელსაც უკავშირდებოდნენ და უთანხმებდნენ სერთიფიკატის გაცემას. კ---------–---–ის არყოფნის შემთხვევაშიყველასაკითხითანხმდებოდა ი----- მ-----–-–---–თან. მას უშუალო კავშირი ჰქონდა კ---------–---–თან, რომლის ნებართვითაც მოსახლეობაში შეგროვილ ტყავზე გაიცემოდა თურქეთის რესპუბლიკაში ტრანსპორტირებისათვის საჭირო სერთიფიკატები. გარკვეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა იგივე კ. ძ---–---–-ს გადაწყვეტილებით უკვე გაცემული სერთიფიკატების გაუქმებას.
ბრალდების მხარის შუამდგომლობით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე (მოწმის გარდაცვალების გამო), პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე ზ---------------ის 2013 წლის 3 აპრილის დაკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც იგი 2008 წლიდან დაკითხვის დღემდე მუშაობდა სსიპ „ს---------------------–-----------–-“ მ–----------------ს სამმართველოს უფროსად. მის მოვალეობაში შედიოდა განცხადებისა და სათანადო დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე სერთიფიკატების გაცემა. 2013 წლის თებერვალში შპს „ა-–---ს“ დირექტორმა ნ---------------მა მიმართა წერილობითი განცხადებით და მოითხოვა მისი კუთვნილი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავზე საერთაშორისო სერთიფიკატების გაცემა თურქეთის რესპუბლიკაში წასაღებად. რადგან იმ დროისათვის კ---------–---–ი არ იმყოფებოდა საქართველოში, დარეკა სააგენტოში და აღნიშნულის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სააგენტოში უთხრეს, რომ მათი წარმომადგენლის გარეშე არაფერი მოემოქმედებინა. 2013 წლის 26 თებერვალს მ–------------------------–-–--------ში, სადაც დასაწყობებული იყო შპს „ა-–---ს“ კუთვნილი საქონელი, ჩავიდა კ---------–---–ის მოადგილე ი------------–-–---–ი. მან გადაამოწმა შეკრებილი დოკუმენტაცია და ნება დართო, დაეტვირთათ საქონელი და გაეცა სერთიფიკატი. აღნიშნულის შემდგომ ი--------------–-–---–ი დაბრუნდა თბილისში, ხოლო თავად სპეციალისტ ვ--–------ ჩ--------თან ერთად დაესწრო ტყავის ტრანსპორტზე დატვირთვას. აღნიშნული ქმედებით დარღვეული იქნა საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N4-- დადგენილებით გათვალისწინებული ნორმები. სერთიფიკატებზე ხელმოწერები შესრულებულია მის მიერ. ისინი გადასცა შპს „ა-–---ს“ წარმომადგენელს. სსიპ „ს---------------------–------------ს“ უფროსის მოადგილე და იმ დროისათვის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ი------------–-–---–ი საქმის კურსში იყო და მან მისცა თანხმობა, რათა დანართი N4-ის მიხედვით გაეცა სერთიფიკატი.
2011 წლის 11 ნოემბრის N9-- შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს უფროსსა და ი------------–-–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი------------–-–---–ი დაინიშნა ვ------------------------------------------------ის მოადგილის თანამდებობაზე.
2011 წლის 30 დეკემბრის N9-- შრომითი ხელშეკრულებით დგინდება, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს უფროსსა და ი------------–-–---–ს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება, რომლითაც ი------------–-–---–ი დაინიშნა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს ვ------------------------------------------ის მოადგილის თანამდებობაზე.
2012 წლის 25 ივნისის N179 შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დგინდება, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის N9-- შრომით ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების ვადა გაიზარდა 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
2012 წლის 31 დეკემბრის N1327 შეთანხმებით შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დგინდება, რომ 2011 წლის 30 დეკემბრის N9-- შრომით ხელშეკრულების ვადა გაგრძელდა 2013 წლის 31 მარტის ჩათვლით.
საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის N4-- დადგენილებით დამტკიცებულია ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვეტერინალური სერთიფიკატების ფორმები და მათი გაცემის წესი. დადგენილების მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საქართველოდან ექსპორტირებულ ცხოველური წარმოშობის ნედლეულზე გაიცემა დანართი N4-ის ტიპის სერთიფიკატი. ამავე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულია საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გასაგზავნი ძუძუმწოვარი ცხოველების ახალ და გაყინულ ტყავსა და ტყავნედლეულზე ვ--------------–----------------ი დანართი N7-ის გამოყენება.
2013 წლის 26 თებერვლის ცხოველური წარმოშობის ნედლეულის საქართველოდან ექსპორტის თაობაზე გაცემული N1----- სერთიფიკატით დგინდება, რომ მ–----------------ს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის - ზ---------------ის მიერ შპს „ა-–---ზე“ გაცემული იქნა ვ--------------–----------------ი N1-----.
2013 წლის 26 თებერვლის ცხოველური წარმოშობის ნედლეულის საქართველოდან ექსპორტის თაობაზე გაცემული N1----- სერთიფიკატით დგინდება, რომ მ–----------------ს რეგიონული დეპარტამენტის უფროსის - ზ---------------ის მიერ შპს „ა-–---ზე“ გაცემული იქნა ვ--------------–----------------ი N1-----.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკითხულმა ი------------–-–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ 2000 წლიდან მუშაობს სსიპ „ს----------------------–-------------------------------–----------------------------------------------–ის თანამდებობაზე. მისი საქმიანობა რეგულირდება საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის N2-- ბრძანებით, რომელშიც გაწერილია მისი უფლება- მოვალეობები. მას არ ევალებოდა სერთიფიკატების გაცემა და გაცემული სერთიფიკატების კონტროლი. დეპარტამენტის უფროსის კ---------–---–ის არ ყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებდა მოადგილე. ფაქტის დროს კ---------–---–ი არ იმყოფებოდა საქართველოში და სააგენტოს უფროსის მოადგილის ნ-------- ფ------–---–ის დავალებით ჩავიდა მ–-----ში, სადაც დახვდა რეგიონალური სამმართველოს უფროსი ზ---------------ე, რომელთან ერთადაც შეისწავლა შპს ,,ა-–---ზე“ სერთიფიკატის გასაცემად წარდგენილი დოკუმენტაცია და ვიზუალურად დაათვალიერა ტყავი. ვინაიდან, ტყავი ჯანმრთელი იყო, განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო მისი სერთიფიცირება, თუმცა მას არც მითითება მიუცია სერთიფიკატის გაცემაზე და არც დანართი N4 და N7 გაუცია.
დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებული მსჯელობის საფუძვლიანობის შეფასებამდე პალატა, პირველ რიგში, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება ბრალდების წარდგენის შესახებ დადგენილებაში მითითებული და პირველი ინტანციის სასამართლოს განაჩენით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სწორედ ი------------–-–---–ის თანხმობითა და მითითებით დანართი 4-ის მიხედვით გაიცა საერთაშორისო სერთიფიკატი თურქეთის რესპუბლიკაში გასატანად მოსახლეობისაგან შეძენილ და არა სასაკლაოზე დაკლულ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავზე. დაუსაბუთებელია ი------------–-–---–ის ჩვენების შინაარსი იმის შესახებ, რომ თითქოს მისი მ–-----ში ჩასვლის მიზანი იყო მხოლოდამხოლოდ სერთიფიკატის გასაცემად წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და ტყავის ვიზუალური დათვალიერებით დაავადების კვალის აღმოჩენა. როდესაც დარწმუნდა, რომ ტყავი ჯანმრთელი იყო, განაცხადა, რომ შესაძლებელი იყო მისი სერთიფიცირება, თუმცა არ გაუცია მითითება სერტიფიკატის გაცემაზე კონკრეტული დანართით.
პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკითხული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმის დაკითხვის ოქმით, რომელთა შინაარსიც ზემოთ იქნა სრულად მოყვანილი, დგინდება საპირისპირო, კერძოდ: თ---–--------------------–------------ის იმდროინდელმა უფროსმა ზ--------------–-–---–მა აჩვენა, რომ ი------------–-–---–მა მცხეთის ვ--------------–--------------–--ს უფროსთან ზ---------------ესთან ერთად შეამოწმა შეგროვილი ტყავის საბუთები - დამარილების აქტი, ნიმუშების აღების აქტი, ლაბორატორიის დასკვნა, რის შემდეგაც ზ---------------ეს მისცა სერტიფიკატების გაცემის მითითება. ს---------------------–------------ს ვეტერინარული დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა კ---------–---–მა აჩვენა, რომ ი------------–-–---–ი მისი მოადგილე იყო და მისი მივლინებაში ყოფნის გამო ასრულდებდა უფროსის მოვალეობას. სწორედ მან შეამოწმა ტვირთი და დადებითი გადაწყვეტილება მიიღო სერთიფიკატის გაცემასთან დაკავშირებით. 2012-2013 წლებში ს---------------------–-----------------------------–--------------–--ს სპეციალსტმა ზ------------------მ დაადასტურა, რომ სერთიფიკატის გაცემის საკითხი თანხმდებოდა დეპარტამენტის ხელმძღვანელთან კ---------–---–თან, მისი ადგილზე არყოფნის დროს კი - მის მოადგილესთან ი----- მ-----–-–---–თან. მათი მითითებით შესაძლებელი იყო უკვე გაცემული სერთიფიკატების გაუქმებაც, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა კიდეც ადგილი. სერთიფიკატის უშუალოდ გამცემმა - მ–----------------ს სამმართველოს იმდროინდელმა უფროსმა ზ---------------ემ, რომლის დაკითხვის ოქმიც გარდაცვალების გამო გამოქვეყნდა სასამართლოს სხდომაზე, ასევე დაადასტურა, რომ ი------------–-–---–ის უშუალო თანხმობით საქარველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #4-- დადგენილების საწინააღმდეგოდ შპს ,,ა-–---ს“ წარმომადგენელს გადასცა საქონლის ტყავზე სერთიფიკატი დანართი #4-ის მიხედვით.
ამდენად, მითითებული მოწმეების ჩვენებებით უტყუარად დგინდება, რომ 2012 -2013 წლებში დადგენილი პრაქტიკის თანახმად საზღვარგარეთ გასატან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავზე საერთაშორისო სერთიფიკატის გაცემის საკითხზე უშუალო კონტროლს ახორცილებდა და ფაქტობრივად გადაწყვეტილებას იღებდა ს---------------------–------------ს ვ--------------–-----------------------------ი, სერთიფიკატი გაიცემოდა მხოლოდ მისი თანხმობით. როდესაც დეპარტამენტის უფროსის კ---------–---–ის ადგილზე არყოფნის გამო ზ---------------ემ მიმართა სურსათის ეროვნულ სააგენტოს, მიიღო მითითება, რომ მათი წარმომადგენლის გარეშე არ მიეღო გადაწყვეტილება სერთიფიკატის გაცემის შესახებ. შემდეგ კი ადგილზე ჩავიდა დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე და იმ დროისთვის მისი მოვალეობის შემსრულებელი ი------------–-–---–ი. თვით ი------------–-–---–მაც დაადასტურა, რომ მ–-----ში ჩავიდა სააგენტოს უფროსის მოადგილის ნ-------- ფ------–---–ის დავალებით.
პალატა მიიჩნევს, რომ ი------------–-–---–ისთვის წარდგენილი თავდაპირველი ბრალდება მართებულად ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ ი------------–-–---–ს, როგორც ს---------------------–------------ს ვ--------------–------------------------------------ს მოვალეობის შემსრულებელს, გააჩნდა ფაქტობრივი სამსახურებრივი უფლებამოსილება, რომლის გამოყენებითაც შპს ,,ა-–---ს“ მიანიჭა უპირატესობა და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 31 დეკემბრის #4-- დადგენილებით დამტკიცებული ცხოველთა, მეცხოველეობის ნედლეულისა და პროდუქტების ექსპორტის დროს გამოსაყენებელი ვ--------------–----------------ების ფორმებისა და მათი გაცემის წესი გამორიცხავდა შპს ,,ა-–---სთვის“ მოსახლეობიდან შესყიდული საქონლის ტყავზე თურქეთის რესპუბლიკაში გასატანად #4 დანართით სერტიფიკატის მიცემის შესაძლებლობას, ასეთი სერთიფიკატის გაცემის მითითება მისცა მ–----------------ს რეგიონალური დეპარტამენტის უფროსს. ბრალდების წარდგენის შესახებ დადგენილებით მიჩნეულია, რომ ი------------–-–---–ს გააჩნდა ამგვარი ფაქტობრივი უფლებამოსილება, თანახმად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვარის №2-- ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს დებულების მე-2 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა, რომლითაც დადგენილია, რომ სააგენტო უფლებამოსილია, გასცეს სერთიფიკატი კანონმდებლობით დადგენილი წესით. მე-3 მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილების საფუძველზე კი სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც ჰყავს სამი მოადგილე. იმავე დებულების მე-3 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილია, რომ სააგენტოს უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე.
პალატა უთითებს, რომ აღნიშნული დებულების მუხლებით განსაზღვრულია სააგენტოს და არა დეპარტამენტის უფროსის უფლებამოსილება, თუმცა მიუხედავად ამისა არ უნდა იქნას გაზიარებული დაცვის მხარის არგუმენტი, რომლის თანახმადაც მოხელე სამსახურებრივ უფლებოსილებას ვერ გამოიყენებდა ბოროტად, თუკი მას ასეთი უფლებამოსილება არ გააჩნდა ს---------------------–------------ს დებულების შესაბამისად. როგორც ზემოთ უკვე ითქვა, მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს ს---------------------–------------ს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულის - ვ------------------------------------------ის ფაქტობრივ უფლებოსილებას, რომლის მეშვეობითაც იგი ახორციელებს რეალურ კონტროლს სააგენტოს ისეთ სფეროზე, რომელიც დებულების თანახმად მის უშუალო დაქვემდებარებაში არ შედის.
პალატა არ ეთახმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას ი------------–-–---–ის ქმედების თავდაპირველი კვალიფიკაციის შეცვლის შესახებ, ვიანიდან სახეზეა საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ნიშნები - სუბიექტური მხარე - პირდაპირი განზრახვის მუხლში მითითებული მიზნის არსებობა - სხვისთვის ე.ი. შპს ,,ა-–---სთვის“ უპირატესობის მიღება. აქვე პალატა განმარტავს, რომ უპირატესობის მიღებისთვის არ არის აუცილებელი კონკურენტების არსებობა, როგორც ამას დაცვის მხარე მიუთითებს. უპირატესობის მინიჭებად უნდა იქნას განხილული მოცემული შემთხვევა, ვინაიდან რომ არა ი------------–-–---–ის უკანონო მითითება, შპს ,,ა-–---“ ვერ მოიპოვებდა მოსახლეობაში შეგროვილი საქონლის ტყავის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტირების უფლებას. რაც შეეხება ობიექტურ მხარეს, სახეზეა ქმედების ჩადენა საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ - საფრთხე შეექმნა საქართველი-თურქეთის სავაჭრო ურთიერთობას; სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატა საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო საჩივრის (საჩივრების) ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში კი სახეზე არ არის ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი, რის გამოც პალატა მსჯელობას მხოლოდ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში იქონიებს - შეამოწმებს განაჩენის დასაბუთებულობას იმის შესახებ, ჩაიდინა თუ არა ი------------–-–---–მა საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალსწინებული ქმედებისაგან (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალსწინებული დანაშაული - სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება - გაუფრთხილებელი დანაშაულია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლით დაცულია ის საზოგადოებრივი ურთიერთობა, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლებისა და მმართველობის ორგანოების ნორმალურ საქმიანობას. დანაშაულის შემადგენლობა მატერიალურია და მისი დამთავრებულად ცნობისათვის აუცილებელია ფიზიკური და იურიდიული პირის უფლების ან სხვა კანონერი ინტერესის არსებითი დარღვევა. ამასთან, აუცილებელია, პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობდეს პირდაპირი მიზეზობრივი/შედეგობრივი კავშირი. ობიექტური მხრივ კი დანაშაული გამოიხატება სახელმწიფო მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებაში მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო. როგორც აღინიშნა, საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული მხოლოდ გაუფრთხილებლობით შეიძლება იქნას ჩადენილი. ამასთან, კანონმდებელი ერთამანეთისგან მიჯნავს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას და სამსახურებრივ გულგრილობას. არაჯეროვანი შესრულება მოხელის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულების არასრულყოფილად შესრულებაა, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის დროს მნიშვნელობა ენიჭება მოხელის უფლება-მოვალეობათა სამართლებრივ რეგლამენტაციას. მოხელის ვალდებულება განისაზღვრება კანონით, კანონქვემდებარე აქტით, შრომის ხელშეკრულებით ან ზემდგომი მოხელის ბრძანებით. ამიტომ საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისას კონკრეტულად უნდა დადგინდეს მისთვის მინიჭებული უფლება-მოსილებიდან რა არ შეასრულა მოხელემ ან რა შეასრულა არაჯეროვნად. ამასთან, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის ანუ ,,არსებითი დარღვევისთვის“ აუცილებელია ფიზიკური თუ იურიდიული პირის კანონიერი ინტერესების დარღვევა, რაც ხშირად მატერიალური ზიანის მიყენებაში გამოიხატება. თუმცა, შესაძლებელია დარღვეული იქნას ასევე მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებები და თავისუფლებები, ან დარღვევა გამოიხატოს ხელისუფლების ორგანოების საქმიანობისათვის ხელის შეშლაში და ა.შ.. მოცემულ შემთხვევაში ზიანი გამოიხატება საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობისათვის საფრთხის შექმნაში.
ი------------–-–---–ის ბრალეულობის დასადგენად, ე.ი. იმის გასარკვევად, ჩაიდინა თუ არა მან სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება, მნიშვნელოვანია, შეფასდეს ქმედების ჩადენის მომენტისათვის მისი ამგვარი უფლებამოსილების ფარგლები. ამ შემთხვევაში პალატა მთლიანად იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტს და მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2011 წლის 14 იანვრის #2-- ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ს---------------------–------------ს დებულების თავდაპირველი რედაქციის თანახმად ვეტერინარიის დეპარტამენტის ფუნქციებში არ შედიოდა ვ--------------–----------------ის გაცემა და გაცემაზე კონტროლი. ასეთი ფუნქცია ვეტერინარიის დეპარტამენტს დაემატა მითითებულ დებულებაში 2015 წლის 23 დეკემბრის #2--67 ბრძანებით შეტანილი ცვლილებებით. ეს კი პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ი------------–-–---–ი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ტყავის საზღვარგარეთ გასატანად საერთაშორისო სერთიფიკატის გაცემისა და გაცემაზე კონტროლის განხორცილებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების არაჯეროვან შესრულებას ვერ ჩაიდენდა ვინაიდან ასეთი ფუნქციების განხორცილება არ შედიოდა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა შეფასება გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:
„ა) გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნას დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაცა და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში“.
გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არ არის გამყარებული ერთმანეთთან შეთანხმებულ, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მიუთითებენ მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის მიერ დანაშაულის – სამსახურებრივი გულგრილობის ჩადენაზე, რის გამოც პალატას მიაჩნია, რომ ი------------–-–---–ი ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ი------------–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბერს გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 303-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ი------------–-–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–---------ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 19 დეკემბრის
გამამტყუნებელი განაჩენი ი------------–-–---–ის მიმართ და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი;
ი------------–-–---–ი ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ი------------–-–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო, გაუქმებულია; გირაოს შემტანს განაჩენის არსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა;
გამართლებულ ი------------–-–---–ს განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე