განაჩენი

სისხლის სამართლის 26.03.2019
საქმის ნომერი
330100117001967969
ინსტანცია
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100117001967969

საქმე №1ბ/383-18წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მზია ლომთათიძე

მოსამართლეები: მარინა ხოლოაშვილი

გერონტი კახეთელიძე

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით

 

სახელმწიფო ბრალმდებელ - ან-------ას

ადვოკატ - სო----------------ის, ედ-–-----------ას

მსჯავრდებულ - ლე---------–---–--ას, ბე--------------ას,ლა–----------–---ის, გი------------–---იას

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ალ---------------–------–---–ის, მსჯავრდებულ ბე--------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯო---------–-ას და მსჯავრდებულ ლე---------–---–--ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სო----------------ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ლე---------–---–--ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლევის, რეგისტრირებულის მ--------–--------------------–-----------ში, ფაქტობრივად მცხოვრების ქ. თბილისში, წ-----------–---–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

ბე--------------ას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 2- იანვარს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მ--------–--------------------–------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით;

ლა–----------–---ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 29 აპრილს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №2----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების მ--------–--------------------–-----------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით;

გი------------–---იას მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 20 დეკემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №6----------, ნასამართლობის არმქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ს----–---------------–-----------------------ში, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენით:

ლე---------–---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ლე---------–---–--ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით;

ბე--------------ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა, გათვალისწინებულ იქნა ბე--------------ას დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ, ბე--------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

ლა–----------–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა, გათვალისწინებულ იქნა ლა–----------–---ის დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ, ლა–----------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;

 

გი------------–---იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე.

გი------------–---ია ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდა, გათვალისწინებულ იქნა გი------------–---იას დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ, გი------------–---იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლე---------–---–--ას მსჯავრი დაედო მასზედ /ასევე ლე-----------ას, რომლის მიმართაც პალატა არ მსჯელობს/, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, არაერთგზის.

 

ბე--------------ას, ლა–----------–---ს და გი------------–---იას მსჯავრი დაედოთ მასზედ, რომ მათ ჩაიდინეს დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული.

 

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, შემდეგი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით ლე---------–---–--ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის.

2017 წლის 02 მაისს, დაახლოებით 03:30 საათზე, ქ. თბილისი, ჯ--------- ქუჩაზე, ლე---------–---–--ამ, გი------------–---იამ, ლე-----------ამ, ლა–----------–---მა და ბე--------------ამ გააჩერეს და----------------–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ტაქსი და მძღოლს ქ. თბილისი, ა----------------–---–ი არსებულ სუპერმარკეტ „ზ-----------“ მიყვანაზე მოელაპარაკნენ. ლე---------–---–--ა მოთავსდა მძღოლის გვერდით, ხოლო მისი თანმხლები პირები - უკანა სავარძელზე. გზაში, ქ. თბილისი, ქ-------------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ლე---------–---–--ამ მძღოლს ავტომანქანა გააჩერებინა და მისი ძრავი გამოურთო. ამის შემდგომ ლე-----------ამ და----------------–---–ს ყელზე მიაბჯინა თანნაქონი პისტოლეტისმაგვარი საგანი, მოსთხოვა ფულადი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ამით ისარგებლა ლე---------–---–--ამ და და----------------–---–ის კუთვნილ 200 ლარად ღირებულ ,,სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილურ ტელეფონს, 50 ლარამდე ფულად თანხასა და 20 ლარად ღირებულ ,,როლექსის“ ფირმის მაჯის საათს დაეუფლა.

მათი დანაშაულებრივი ქმედებით დაზარალებულს მორალური და 270 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი მიადგა.

 

იმავე ავტომანქანის უკანა სავარძელზე მყოფ ლა–----------–---სა და ბე--------------ას ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღიათ, თუმცა აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს პირადად შეესწრნენ. მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს განზრახ არ შეატყობინეს.

 

ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე ვერ იქნა წარმოდგენილი საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა ბრალდებულ გი------------–---იას მიმართ ჯგუფის მიერ ჩადენილ ყაჩაღობაში წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად, თუმცა იგივე მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლომ საკმარისად მიიჩნია გი------------–---იას დანაშაულის შეუტყობინებლობაში მსჯავრდებისათვის. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ ბე--------------ა პირადად შეესწრო რა აღნიშნული დანაშაულის ჩადენის ფაქტს და ჰქონდა შესაძლებლობა, მძიმე დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს განზრახ არ შეატყობინა.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ალ---------------–------–---–მა, მსჯავრდებულ ბე--------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯო---------–-ამ და მსჯავრდებულმა ლე---------–---–--ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სო----------------ემ.

 

მსჯავრდებულ ლე-----------ას განაჩენი სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა, კერძოდ, გი------------–---იას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და შესაბამისი სასჯელის განსაზღვრა, რაც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, ხოლო ბე--------------ას და ლა–----------–---ისათვის მათი ქმედების ადეკვატური სასჯელის შეფარდება, რაც ასევე დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

აპელანტის განმარტებით, დაზარალებულმა სასამართლოში ჩვენების მიცემისას ხაზი გაუსვა იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ გი------------–---ია მაშინ გადავიდა გაჩერებული ავტომანქანიდან, მოუარა სატრანსპორტო საშუალებას წინიდან და გაჩერდა მის კარებთან, სანამ ლე---------–---–--ა და ლე-----------ა მასზე ძალადობის მუქარას განახორციელებდნენ. იგი ყაჩაღური თავდასხმის განმავლობაში აღნიშნულ ადგილზე იდგა, მძღოლს მანქანიდან გადმოსვლისა და გაქცევის საშუალებას არ აძლევდა, ხოლო მას შემდგომ, რაც თავდამსხმელებმა თავისი საქმე დაასრულეს, მან მათთან ერთად შემთხვევის ადგილი დატოვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილე პირები, მათ შორის გი------------–---ია, წინასწარ იყვნენ მოლაპარაკებულნი დანაშაულის ჩადენის დროს მათ მიერ შესასრულებელი როლების თაობაზე. ტაქსის მძღოლზე ყაჩაღური თავდასხმის სპეციფიკიდან გამომდინარე, სავალდებულო არ არის ყველა თავდამსხმელმა უშუალოდ განახორციელოს სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა ანდა ამგვარი ძალადობის მუქარა, ანდა დაეუფლოს სხვის მოძრავ ნივთს. აპელანტის აზრით, გი------------–---იამ პირნათლად შეასრულა მისთვის განაწილებული როლი, რამაც განაპირობა ყაჩაღური თავდასხმის სრულფასოვნად განხორციელება, ვინაიდან მის გარეშე, შესაძლებელია ლე---------–---–--ასა და ლე-----------ას ვერ მოეხერხებინათ სხვისი მოძრავი ნივთების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. გი------------–---იას ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა დადასტურებულია დაზარალებულის ჩვენებით, გი------------–---იას ამოცნობის ოქმით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და სხვა მტკიცებულებებით.

აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან, მათ შორის სადღეღამისო ლომბარდის ვიდეოჩანაწერიდან, ნათლად ჩანს, რომ მსჯავრდებულები, რომელთაც სასჯელი განესაზღვრათ დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის, არ ყოფილან დანაშაულის მხოლოდ პასიური თვითმხილველები, რომელთაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ყაჩაღურ თავდასხმასთან და მის ჩამდენ პირებთან. ისინი დანაშაულის ჩადენის შემდგომაც დაინტერესებული იყვნენ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთების რეალიზაციით. სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ არც ერთმა დანაშაული არ აღიარა და არ ითანამშრომლა გამოძიებასთან. სახელმწიფო ბრალმდებელმა ასევე მიუთითა, რომ აღნიშნული პირები ვერ შეძლებდნენ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის თანხის გადახდას, ვინაიდან მათ ვერ შეძლეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ბევრად ნაკლები ოდენობის გირაოს თანხის დაფარვა.

 

მსჯავრდებულმა ლე---------–---–--ამ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა სო----------------ემ თავიანთი სააპელაციო საჩვრით მოითხოვეს, გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ლე---------–---–--ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ საქმეში მოიპოვება რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც არ ადასტურებს ლე---------–---–--ას მხრიდან ყაჩაღობის ჩადენას, კერძოდ, მოწმეების: ოლ-----–--–--–---–ისა და თა----------–--ას ჩვენებები. ისინი არიან იმ ლომბარდის თანამშრომლები, სადაც ლე-----------ამ ჩააბარა და----------------–---–ის მობილური ტელეფონი. აღნიშნული მოწმეებისათვის არ იყო ცნობილი, თუ რა მოხდა ლე---------–---–--ას, ლე-----------ასა და და----------------–---–ს შორის. შესაბამისად, ბრალის დასადასტურებლად ვერ გამოდგებოდა ლომბარდიდან ამოღებული 2017 წლის 02 მაისის მობილური ტელეფონისა და სალომბარდო ხელშეკრულების ამოღების ოქმიც, ისევე, როგორც და----------------–---–ის ავტომანქანის დათვალიერების ოქმი. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად მიუთითა, რომ გამომძიებლებმა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული მოქმედებების კანონიერება, როდესაც მსჯავრდებულები ეჭვქვეშ აყენებდნენ სწორედ ამ მოქმედებების კანონიერებასა და ავთენტურობის საკითხს, კერძოდ, მათი დაკავებისას არსებითად დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი მოთხოვნები, რის გამოც დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები, როგორც დაუშვებელი მტკიცებულებები, არ უნდა გაეზიარებინა სასამართლოს. აპელანტის აზრით, სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელშიც გამომძიებელმა ოლ-----------–---–მა მონაწილეობა მიაღებინა გი------------–---იას ჩანაწერებში გამოსახული პირების ამოცნობის მიზნით. აღნიშნული ოქმი შინაარსობრივად მოიცავს სამ სხვადასხვა, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელ საგამოძიებო მოქმედებას - ამოცნობას, დათვალიერებასა და ფაქტობრივად დაკითხვას, რაც დაუშვებელია. ვლ---------------------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას აღმოჩენილი პნევმატური იარაღის შემთხვევის ადგილზე არსებობა ლე---------–---–--ას ხელში, წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს და ეჭვს, რაც ბრალდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყვეტილიყო. წინააღმდეგობრივია დაზარალებულის ჩვენება თუნდაც იმ ნაწილში, რომ მან სამჯერ სხვადასხვა ნივთი დაასახელა მის გვერდით მჯდომ ლე---------–---–--ას ხელში, მან ასევე ვერ გაიხსენა ბევრი დეტალი თავდამსხმელების აღნაგობასა და ჩაცმულობასთან დაკავშირებით. აპელანტის აზრით, სასამართლოს ასევე არ უნდა გაეზიარებინა და----------------–---–ის მიერ 2017 წლის 04 მაისის ბრალდებულთა ამოცნობის ოქმები. სასამართლოს მსჯელობა, რომ მსჯავრდებულთა ჩვენება არ არის დამაჯერებელი, ვინაიდან მათ დაზარალებულთან არ ჰქონიათ მანამდე ნაცნობობა, რომელიც გააჩენდა ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლოა დაზარალებულმა ამ ურთიერთობიდან გამომდინარე გადასცა საკუთარი ნივთები ბრალდებულებს, მის ხელთ არსებულ მთლიან თანხასთან ერთად, არის მცდარი, ვინაიდან ლე---------–---–--ას განმარტებით, გზაში საუბრისას, როდესაც ის იჯდა მძღოლის სავარძლის გვერდით, მას და და----------------–---–ს აღმოაჩნდათ საერთო ნაცნობები, ჩამოუყალიბდათ ნორმალური ურთიერთობა და მათ შორის საუბარი წარიმართა მეგობრულ, მშვიდ ვითარებაში. ამასთან, როდესაც და----------------–---–მა მას გადასცა ფულადი თანხა და ნივთები, 10-1- ლარი დაუბრუნა საწვავისათვის. ის, რომ დაზარალებულს ფული ჰქონდა მათი დაშორების შემდეგ, დასტურდება თავად დაზარალებულის ჩვენებით, როდესაც განმარტა, რომ სახლში მისვლამდე შევიდა მაღაზიაში, სადაც იყიდა არაყი და საჭმელი.

 

წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით, მსჯავრდებულ ბე--------------ას ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და ბე--------------ას მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, იმ საფუძვლით, რომ ბე--------------ას ამოცნობის ოქმით, ოდოროლოგიური და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნებით დასტურდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბე--------------ა იმყოფებოდა და მგზავრობდა დაზარალებულის ტაქსით, რასაც სადავოდ არც დაცვის მხარე ხდის, მაგრამ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება ის ფაქტი, რომ ბე--------------ამ ჩაიდინა რაიმე სახის დანაშაული. რაც შეეხება სასამართლო გამოძიების დროს მოწმის სახით დაკითხულ პირებს, არც ერთი მათგანის ჩვენება ამხელს ბე--------------ას რაიმე სახის დანაშაულის ჩადენაში. ამდენად, სასამართლომ არ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება გამოკვლეულ მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატის სხდომაზე საქმის განხილვისას აპელანტებმა მხარი დაუჭირეს თავიანთი სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას და მათი დაკმაყოფილება მოითხოვეს.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატამ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

თავდაპირველად პალატა იმსჯელებს სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნაზე გი------------–---იას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მსჯავრდების თაობაზე და მიუთითებს თუ რატომ არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში მითითებულ არგუმენტებს, კერძოდ:

სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას სააპელაციო პალატა არ იზიარებს, ვინაიდან, მიაჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა გი------------–---იას მონაწილეობა და----------------–---–ზე ყაჩაღური თავდასხმის მომენტში.

გი------------–---იას ქმედების შეფასებისას, პალატა ყურადღებას ამახვილებს დაზარალებულ და----------------–---–ის ჩვენებაზე, რომლის თანახმად დასტურდება, რომ გი------------–---ია შემთხვევის დროს გადავიდა ავტომანქანიდან და მძღოლის მხარეს კართან იდგა, თავდასხმის პროცესში მას მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, დაზარალებულმა დამატებით დასმულ შეკითხვაზე განმარტა, რომ იგი ფიქრობდა, მძღოლის კარებთან მდგომი პიროვნება /გი------------–---ია/ მას კარების გაღების საშუალებას არ აძლევდა, რაც მხოლოდ მისი ვარაუდია, რადგან იმ პიროვნებას მისთვის არაფერი უთქვამს. საქმეში წარმოდგენილი არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება გი------------–---იას მიერ ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობის ფაქტი. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს გი------------–---იას მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ჩადენას. ვინაიდან, მართალია მას რაიმე ქმედება დაზარალებულის მიმართ არ განუხორციელებია, მაგრამ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ გი------------–---ია და----------------–---–ზე ჯგუფურად ყაჩაღური თავდასხმის განხორციელებისას იქ იმყოფებოდა, ხედავდა ყველაფერს და მან სხვა პირებთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

პალატა დამატებით განმარტავს, რომ დანაშაულის შეუტყობინებლობის ობიექტური მხარე გამოიხატება დამნაშავის პასიურ ქცევაში, უმოქმედობაში, კერძოდ, კომპეტენტური ორგანოებისთვის შეუტყობინებლობაში, რომ მზადდება ან ჩადენილია მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

შესაბამისად პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ ბე--------------ას და მისი დამცველის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას გამამართლებელი განაჩენის დადგენის თაობაზე.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ლე---------–---–--ას უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან, მის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი უტყუარად არის დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ანდა ეჭვქვეშ დადგებოდა მის მიმართ გასაჩივრებული განაჩენით შერაცხული ბრალდება, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს მსჯავრდებულ ლე---------–---–--ას და მისი ინტერესების დამცვლი ადვოკატის მსჯელობაზე დაზარალებულის მიერ მიცემული წინააღმდეგობრივი ჩვენების, ასევე სასამართლოს მიერ მოწმე გამომძიებლებისა და ლომბარდის თანამშრომლების ჩვენებების არასათანადოდ შეფასების თაობაზე და განმარტავს, რომ დაცვის მხარის მოსაზრება უსაფუძვლოა, არ გამომდინარეობს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან. უპირველეს ყოვლისა პალატა მხედველობაში იღებს, რომ მსჯავრდებულები არ უარყოფენ დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანით მგზავრობის ფაქტს, ლე---------–---–--ა უარყოფს დაზარალებულისათვის ყაჩაღური თავდასხმის გზით ფულის და ნივთების წართმევის ფაქტს და განმარტავს, რომ დაზარალებულთან მგზავრობის პერიოდში ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა და ამ უკანასკნელმა ფულიც და ნივთების საკუთარი სურვილით გადასცა მას.

 

ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულები ნამდვილად იმყოფებოდნენ და----------------–---–ის კუთვნილ ავტომანქანაში, დაზარალებულის ჩვენების გარდა, დასტურდება შემდეგი მტკიცებულებებით:

2017 წლის 02 მაისის ავტომანქანის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა და----------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახელმწიფო ნომრით R--------, რის შედეგადაც ამოღებული იქნა სუნის კვლები, თითის კვლები, ანაწმენდები სველ და მშრალ სტერილურ ჩხირებზე და დაქტილოფირები.

 

2017 წლის 02 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა და----------------–---–მა ქ. თბილისში, ჯ--------- ქუჩა №4-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ სარკინიგზო ხიდთან გამოძიებას მიუთითა ის ადგილი, სადაც იგი გააჩერეს და მანქანაში ჩაუჯდა 5 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებმაც შემდეგში იგი დააყაჩაღეს. დაზარალებულმა ასევე ქ. თბილისი, ქ------------------ში მდებარე კორპუსის პირველი სადარბაზოს წინ არსებულ ეზოს მონაკვეთზე გამოძიებას მიუთითა ადგილი, სადაც იგი დააყაჩაღეს და წაართვეს ფულადი თანხა, მობილური ტელეფონი და მაჯის საათი. და----------------–---–მა ხსენებული კორპუსის ხელმარცხნივ მიუთითა ადგილი, სადაც მან იპოვა ყაჩაღების მიერ გადაგდებული მისი ავტომანქანის გასაღები.

 

2017 წლის 11 მაისის ოდოროლოგიური ექსპერტიზის №4-------- დასკვნით დასტურდება, რომ 2017 წლის 02 მაისს, ქ. თბილისში, ქ---------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე დ----- ა---------–ის ძე ქ----------–---–ის მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, ავტომანქანა ,,მერსედესი“ სახ. ნომერი R---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების ლ---- მ-------ის ძე ს-------სგან, ლ---- ა-----ის ძე ფ---–---–---სგან, ბერიკა ჯ----–-ს ძე ს--------სგან, ლ-–- ე-----ის ძე კ-------–---ისგან და გ------- გ--ს ძე ს----–-----სგან აღებული სუნის კვალის ნიმუშების.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მა---------------ემ.

 

2017 წლის 1- მაისის ქიმიური ექსპერტიზის №2----- დასკვნით დასტურდება, რომ ა/მანქანა ,,MERSEDES BENZ” სახ. ,,#R--------”-ის უკანა მარცხენა სავარძლის საზურგედან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ ხაკისფერ პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და გი------------–---იას ქურთუკის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ხაკისფერ პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება. ა/მანქანა ,,MERSEDES BENZ” სახ. ,,#R--------”-ის უკანა მარჯვენა სავარძლის საზურგედან დაქტილოფირით ამოღებულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს შორის აღმოჩენილ ლურჯი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოს მიკრონაწილაკებს და ბე--------------ას სპორტული პულოვერის ქსოვილის შემადგენლობაში შემავალ ლურჯი ფერის პოლიეთერულ ბოჭკოებს გააჩნიათ საერთო გვარობრივი კუთვნილება.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თე-------ემ.

 

2017 წლის 11 მაისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის №1------ დასკვნით დასტურდება, რომ ხელის თითის კვალი №16 (ამოღებული ა/მანქანის უკანა მარცხენა კარის მცირე ზომის მინის გარეთა ზედაპირიდან) იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ლ---- ა-----ის ძე ფ---–---–---ს მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდის ნიმუშის; ხელის გულის კვალი №17 (ამოღებული ა/მანქანის წინა მარცხენა კარის ზემოთ სახურავის ზედაპირიდან) იდენტურია ლ---- ა-----ის ძე ფ---–---–---ს მარცხენა ხელის გულის ანაბეჭდის ნიმუშის.

დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა ეკ--------------–--–---–მა.

 

ამასთან, დაზარალებული და----------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ სწორედ ყაჩაღური თავდასხმის გზით მოხდა მისი კუთვნილი თანხის და ნივთების დაუფლება, კერძოდ, დაზარალებულმა განმარტა, რომ მას ჰყავს ავტომანქანა ,,მერსედესი 210 ე კლასი“ და იგი არის ტაქსის მძღოლი. 2017 წლის 2 მაისს, დაახლოებით 03:40 საათზე ვარკეთილის ხიდებთან, ჯ--------- ქუჩაზე გააჩერა ორმა პიროვნებამ, რომლებსაც დაემატათ კიდევ სამნი. ისინი ჩაუსხდნენ მანქანაში და უთხრეს, რომ ა----------------–---–ი, სუპერმარკეტ ,,ზ-----------“ წაეყვანათ, რაზეც დაზარალებული დათანხმდა. მგზავრები ავტომანქანაში მეგრულად საუბრობდნენ. გზაში, ქ-----------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, მძღოლის გვერდით მჯდომმა, რომელიც იყო ლე---------–---–--ა, და----------------–---–ს მანქანა გააჩერებინა და ძრავი გამოურთო. უკან მჯდომი ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც იყო გი------------–---ია, გადმოვიდა მანქანიდან და მძღოლის მხარეს, კართან დადგა. შემდეგ მანქანაში უკან მჯდომმა ერთ-ერთმა მგზავრმა, რომელიც იყო ლე-----------ა, პისტოლეტისმაგვარი საგანი მიადო უკნიდან, გადაუტენა და ფული სთხოვა. ლე---------–---–--ას ხელკეტის მსგავსი ნივთი ეჭირა ხელში და დაზარალებულს ისიც ემუქრებოდა. დაზარალებულის განმარტებით, მას გაუჩნდა ძლიერი შიშის გრძნობა და ლე---------–---–--ამ მას წაართვა 200 ლარად ღირებული ,,სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონი, 50 ლარამდე ფულადი თანხა და 20 ლარად ღირებული ,,როლექსის“ ფირმის მაჯის საათი. ამის შემდეგ ხუთივე პირი გადავიდა მანქანიდან, ხოლო ს------- მძღოლს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და უთხრა, 10-1- წუთის განმავლობაში მანქანიდან არ გადმოსულიყო და მანქანის გასაღებს იქვე დაუგდებდნენ, რის შემდეგაც ისინი წავიდნენ. ქ----------–---–ი დაემორჩილა და 10-1- წუთის განმავლობაში არ გადასულა მანქანიდან, რადგან იგი ძალიან შეშინებული იყო. დაზარალებულის განმარტებით, მანქანაში მყოფი დანარჩენი ორი პირი - ლა–----------–---ი და ბე--------------ა აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ და თავდასხმის დროს მანქანაში ჩუმად ისხდნენ, ასევე არაფერი მოუმოქმედებია გი------------–---იას, რომელიც მანქანიდან გადავიდა და იქვე გაჩერდა.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ლე---------–---–--ასა და მისი ადვოკატის მოსაზრებას, თითოს ლომბარდის თანამშრომლების ჩვენებები ადასტურებს ლე---------–---–--ას უდანაშაულობას, კერძოდ, პალატა ითვალისწინებს, რომ აღნიშნული პირები აღწერენ მათი საქმიანობის ფარგლებში განსახილველ შემთხვევასთან დაკავშირებით მათთვის ცნობილ ინფორმაციას და ის ფაქტი, რომ ლომბარდში ნივთები ლე---------–---–--ას არ ჩაუბარებია, არ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ და----------------–---–ზე მომხდარი ყაჩაღურ თავდასხმაში მას მონაწილეობა არ მიუღია, კერძოდ:

მოწმე ოლ-----–--–--–---–ის ჩვენებით დასტურდება, რომ იგი არის კ--------------------ში მდებარე ლომბარდის დირექტორი. 2017 წლის მაისის თვეში მოწმეს დაურეკეს სამართალდამცავებმა და უთხრეს, რომ მისი ლომბარდიდან უნდა ამოეღოთ მობილური ტელეფონი. მოწმე მივიდა ლომბარდში, საიდანაც გამომძიებლებმა ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელიც დალუქეს. ხსენებული მობილური ტელეფონი ჩაბარებული ჰქონდა ლომბარდის მოლარე-ოპერატორს თა----------–--ას. სამართალდამცავებმა ლომბარდიდან ასევე ამოიღეს ვიდეოკამერების მიერ დაფიქსირებული ვიდეოჩანაწერები.

მოწმე თა----------–--ამ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ იგი არის ქ. თბილისში, კ--------------------ში მდებარე ლომბარდის მოლარე-ოპერატორი. 2017 წლის 02 მაისს, დაახლოებით 05:00 საათზე, ლომბარდში მივიდა დაახლოებით ხუთი ახალგაზრდა ბიჭი, თავიდან ორნი მივიდნენ, შემდეგ მათთან მესამეც მივიდა, ხოლო ორი ახალგაზრდა ბიჭი გარეთ ელოდებოდა მათ. ბიჭებმა მოწმეს სთხოვეს ,,სამსუნგ გალაქსის“ ფირმის მობილური ტელეფონის შეფასება და დალომბარდება. მათ მოწმეს მიაწოდეს აღნიშნული ტელეფონი, ა---–---მ შეამოწმა მისი ღირებულება და ბიჭებს შესთავაზა 60 ლარი, რაზეც ისინი დათანხმდნენ. ამის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა - ლე-----------ამ მოწმეს მიაწოდა თავისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და თავისი სახელით გააფორმა სალომბარდე ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ლომბარდმა ჩაიბარა ხსენებული მობილური ტელეფონი, ხოლო ლე-----------ას გადაეცა 60 ლარი. ბიჭებმა მოწმეს ასევე შესთავაზეს საათის დალომბარდებაც, თუმცა თა----------–--ამ საათის დალომბარდებაზე უარი უთხრა, რადგან ლომბარდი საათებს არ იბარებდა. იმავე დღეს, შუადღეზე მოწმეს დაურეკა ლომბარდის ოპერატორმა და უთხრა, რომ აღნიშნული მობილური ტელეფონი, რომელიც მან ლე-----------ასგან ჩაიბარა, იყო პრობლემური, სამართალდამცავებს ჰქონდათ შეკითხვები და სთხოვა მისულიყო ლომბარდში. მოწმე მივიდა ლომბარდში, რის შემდეგაც გამომძიებელმა სათანადო წესით ამოიღო მობილური ტელეფონი.

 

მოწმეთა ჩვენებები დასტურდება ამოღების ოქმით, კერძოდ:

2017 წლის 02 მაისის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, კ--------------------ში მდებარე ინდ. მეწარმე ოლ-----–--–--–---–ის კუთვნილ ლომბარდში, თა----------–--ასგან ამოღებული იქნა ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 3-------------- და იმეი კოდით 3-------------- და ლე-----------ასთან გაფორმებული სალომბარდო ხელშეკრულება №8---, რომელიც გაფორმებულია 2017 წლის 02 მაისს, სადაც მითითებულია დალომბარდებული ტელეფონის მოდელი, იმეი კოდი, სესხის ოდენობა 60 ლარი, ლე-----------ას პირადი მონაცემები და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

 

2017 წლის 28 ივლისის ჰაბიტოსკოპიური და ფოტო-ვიდეო ტექნიკური ექსპერტიზის №3------------ დასკვნით დგინდება, რომ სს №0----------- საქმესთან დაკავშირებით, ექსპერტიზაზე წარდგენილ დისკზე (ლომბარდის ვიდეოჩანაწერი) არსებული ვიდეოგრამიდან სახელწოდებით: ,,03“ ამოღებულ ფოტოსურათზე და ექსპერტიზის მონაცემთა ბაზიდან ამოღებული ბ------ ჯ----–-ს ძე ს--------ს სახელზე შევსებულ ელექტრონულ საინფორმაციო ბარათზე დაფიქსირებული პიროვნების იერსახის გამოსახულებაზე დაფიქსირებულია ერთი და იგივე პიროვნება.

სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გი----------------ემ დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე.

 

მსჯავრდებულ ლე---------–---–--ას დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ კანონით დადგენილი წესის დარღვევით ჩატარდა ამოცნობა, რაც ასევე პალატის მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ვინაიდან, ამოცნობის ჩატარების დროს კანონის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, კერძოდ:

2017 წლის 04 მაისის პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულმა და----------------–---–მა ამოიცნო ლე---------–---–--ა. დაზარალებულის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილი პიროვნება იჯდა ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე, რომელმაც მას გაუჩხრიკა ტანისამოსი, წაართვა მობილური ტელეფონი, ,,როლექსის“ ფირმის მაჯის საათი და 50 ლარის ოდენობის ფულადი თანხა. დაზარალებულის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილ პიროვნებას შემთხვევის დროს ხელში ეკავა გასაშლელი მეტალის ხელკეტი. და----------------–---–ის განმარტებით, მის მიერ ამოცნობილმა პიროვნებამ იმის შემდეგ წაართვა ნივთები, როდესაც დაინახა, რომ მისმა თანმხლებმა წვერიანმა მამაკაცმა მას ყელის არეში მიაბჯინა პისტოლეტის მაგვარი იარაღი.

გასათვალისწინებელია, რომ ლე---------–---–--ას შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს, არც ეს უკანასკნელი ხდის სადავოდ.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის პოზიცია ლე---------–---–--ას უდანაშაულობის შესახებ გამყარებული არ არის რაიმე სახის მტკიცებულებებით ან სარწმუნო არგუმენტებით და ეწინააღმდეგება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე სისხლის სამართლის საპროცესო კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოკვლეულ, ურთიერთშეჯერებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რის გამოც გაზიარებული ვერ იქნება სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას ბე--------------ასა და ლა–----------–---ისათვის დანიშნული სასჯელების გამკაცრების ნაწილში, პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. ვინაიდან თავისუფლების აღკვეთა წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით მისი გამოყენება უნდა მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, როდესაც თუ არა საზოგადოებისაგან პირის იზოლირება, შეუძლებელი იქნება მისგან პოტენციურად მომდინარე სხვა საფრთხეების განეიტრალება და სასჯელის მიზნების მიღწევა და თუ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის მიზნის მისაღწევად ობიექტურად საკმარისი არ არის პასუხისმგებლობის სხვა, არასაპატიმრო ალტერნატივები. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ ბე--------------ას და ლა–----------–---ის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათსა და სიმძიმეს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, მიზანშეუწონლად მიიჩნევს მათთვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას, ვინაიდან, თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ბე--------------ას და ლა–----------–---ის მიმართ დანიშნული სასჯელები სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულების პიროვნებას, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი უტყუარობის, თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი ლე---------–---–--ას, ბე--------------ას, ლა–----------–---ის და გი------------–---იას მიმართ უცვლელად უნდა იქნეს დატოვებული, ხოლო სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურორის მოადგილე ალ---------------–------–---–ის, მსჯავრდებულ ბე--------------ას ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯო---------–-ას და მსჯავრდებულ ლე---------–---–--ას და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სო----------------ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომის და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელი.

 

ლე---------–---–--ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 და მე-3 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 ივლისის განაჩენით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელის მოუხდელი ნაწილი, თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით და ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით. საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლე---------–---–--ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

 

ლე---------–---–--ას სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან - 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 11 მაისიდან.

 

ლე---------–---–--ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა, გაუქმებულია.

 

ბე--------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდეს, გათვალისწინებულ იქნეს ბე--------------ას დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ ბე--------------ას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ბე--------------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

ლა–----------–---ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდეს, გათვალისწინებულ იქნეს ლა–----------–---ის დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ ლა–----------–---ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

ლა–----------–---ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო, გაუქმებულია.

 

გი------------–---იას მიმართ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლზე.

გი------------–---ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე შეუმსუბუქდეს, გათვალისწინებულ იქნეს გი------------–---იას დაკავებაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 03 მაისიდან 2017 წლის 06 მაისის ჩათვლით (4 დღე) და საბოლოოდ გი------------–---იას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 9 800 (ცხრა ათას რვაასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, გირაოს პირობების დარღვევის გამო, გი------------–---იას მიმართ გირაოს სახით შეფარდებული ფულადი თანხის ამოღების მიზნით ,,სააღსრულებო წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით აღსასრულებლად (სარეალიზაციოდ) მიქცეულ იქნეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 25 მაისის განჩინებით ყადაღადადებული ქონება - ბე--------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ს------------------------–----------–------ში, საკადასტრო კოდით 4-.1-.2-.3--, 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების პროპორციული წილი.

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ლე-----------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული: როლექსის ფირმის მექანიკური საათი ტყავის შავი ფერის სამაჯურით - ინახება ქ. თბილისის ისანი- სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, მუქი ფერის სპორტული ზედა ელვაშესაკრავით და მოთეთრო ფერის მაისური - ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ბრალდებული ლე---------–---–--ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მოთეთრო ფერის მაისური ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე- 7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ბრალდებული გი------------–---იას პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მომწვანო შეფერილობის ქურთუკი ელვაშესაკრავით, მუქი შეფერილობის ჯინსის შარვალი - ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ბრალდებული ლა–----------–---ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი ელვაშესაკრავით, ნაცრისფერი მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს ლათინური ასოებით აწერია “N----------------------” - ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ბრალდებული ბე--------------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული: მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი და მოლურჯო ფერის კაპიუშონიანი ზედა რომლის წინა მხარეს იკითხება ლათინურ ენოვანი წარწერები - ინახება ქ. თბილისის ისანი- სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ვლ---------------------ას ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული შავი ფერის ყავისფერტარიანი პისტოლეტი წარწერით “MAKAROV” გადაეგზავნოს შსს შეიარაღების სამსახურს შემდგომი რეაგირებისთვის, ხოლო ლურჯი ფერის პოლიეთილენის პაკეტი მასში მოთავსებული ტანსაცმელი, ყავისფერი მაისური, ნაცრისფერი ჯინსის შარვალი, შავი ნაჭრის სპორტული შარვალი გვერდებზე ზოლით, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი მუხლებზე დაზიანებით, შავი ფერის დუტის მოკლემკლავიანი პერანგი, შავი ფერის ნაჭრის სპორტული შარვალი გვერდებზე თეთრი ზოლით, ღია ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის მაისური - ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ინდ. მეწარმე ,,ოლ-----–--–--–---–ის“ ლომბარდიდან ამოღებული სამსუნგ გალაქსის ფირმის მოდელი J1, იმეი კოდით 3-------------- და 3-------------- ინახება ქ. თბილისის ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან სათანადო ნდობით აღჭურვილ პირს;

 

ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული: ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის წინ ჩასაფენი რეზინიდან, უკანა მარჯვენა სავარძლის წინ ჩასაფენი რეზინიდან და უკანა მარცხენა სავარძლის წინ ჩასაფენი რეზინიდან აღებული სუნის კვალის ნიმუშები, ინახება ქ. თბილისის ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული: ავტომანქანის ოთხივე კარების გარე გასაღები სახელურის ზედა პირიდან და ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის საწვიმარის გარეთა ზედაპირიდან ამოღებული ანაწმენდები სველ და მშრალ სტერილურ ჩხირებზე - სულ 10 ცალი სტერილური ჩხირი, ავტომანქანის კარის შიდა გამღები ბერკეტიდან უკანა მარჯვენა და მარცხენა კარის შიდა გამღები ბერკეტიდან აღებული ანაწმენდები, სველ და მშრალ სტერილურ ჩხირებზე, ასევე მარჯვენა და მარცხენა სამზეურებიდან აღებული ანაწმენდები სიჩქარის გადართვის კოლოფის წინ არსებული უჯრის თავსახურიდან, სალონის ეგრეთ წოდებული ,,ბარდაჩოკიდან“ წინა მარცხენა გასაღების შიდა გამღები ბერკეტიდან აღებული ანაწმენდები სველ და მშრალ სტერილურ ჩხირებზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული: ნაწილაკები დაქტილოფირზე აღებული ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძლის, უკანა მარჯვენა და მარცხენა სავარძლის საჯდომიდან, საზურგიდან და თავის მისაყუდებლიდან, ინახება ქ. თბილისის ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ავტომანქანის დათვალიერების დროს ამოღებული: თითის კვალის ნიმუშები 18 ცალ დაქტილო ფირზე, კერძოდ: ერთი ცალი მანქანის წინა მარჯვენა კარის საყრდენის გარეთა ზედაპირიდან, სამი ცალი მანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს გარეთა ზედაპირიდან, ერთი ცალი მანქანის წინა მარჯვენა კარის ჩარჩოს გარეთა ზედაპირიდან, 1 ცალი მანქანის უკანა მარჯვენა კარის შიდა გამღები ბერკეტის შიდა ზედაპირიდან, ორი ცალი დაქტილო ფირი მანქანის წინა მარცხენა კარის ზემო სახურავის ზედაპირიდან, სამი ცალი დაქტილო ფირი მანქანის წინა მარჯვენა მხარის წვიმის დამცავი ფარის გარეთა ზედაპირიდან, 1 ცალი დაქტილო ფირი მანქანის უკანა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან, ერთი ცალი დაქტილო ფირი უკანა მარჯვენა კარის მინის გარე ზედაპირიდან, 1 ცალი დაქტილო ფირი მანქანის უკანა მარცხენა კარის შიდა გამღები ბერკეტის შიდა ზედაპირიდან, 1 ცალი დაქტილო ფირი მანქანის მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან, 1 ცალი დაქტილო ფირი მანქანის უკანა მარხენა კარის ჩარჩოს გარე ზედაპირიდან, 1 ცალი დაქტილო ფირი მანქანის უკანა მარცხენა კარის მცირე ზომის მინის გარე ზედაპირიდან, 1 ცალი დაქტილო ფირი მანქანის წინა მარჯვენა კარის შიდა გამღები ბერკეტის შიდა ზედაპირიდან - ინახება ქ. თბილისის ისან-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ლე---------–---–--ას სუნის ნიმუში, ინახება ქ. თბილისის ისან- სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ გი------------–---იას სუნის ნიმუში, ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ლა–----------–---ის სუნის ნიმუში, ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ბე--------------ას სუნის ნიმუში, ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ლე-----------ას სუნის ნიმუში, ინახება ქ. თბილისის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ლე---------–---–--ას ნერწყვის ნიმუში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ გი------------–---იას ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ლა–----------–---ის ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ბე--------------ას ნერწყვის ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ბრალდებულ ლე-----------ას ნერწყვის ნიმუშ, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;

 

ინდ მეწარმე ,,ოლ-----–--–--–---–ისგან“ ამოღებული 1 ცალი DVD დისკი გარე და შიდა სათვალთვალო ვიდეო-კამერების ჩანაწერებით, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

1 ცალი DVD დისკი მანქანის დათვალიერების სურათებით ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

1 ცალი DVD დისკი ბინის ჩხრეკის სურათებით, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: მ. ლომთათიძე

 

მოსამართლეები: მ. ხოლოაშვილი

 

გ. კახეთელიძე