განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 010210018001567832
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1210-2018 19 თებერვალი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე: მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - შპს ,,ა-----------ა+”
წარმომადგენელი - ა-----–------–-–---–ი
მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე წარმომადგენელი მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,D-- B-------” მ-------------ძე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------” ნ-----–----------–---–ი ნ------- გ------–-–---–ი, ს------- გ------–-–---–ი, ა-–------ გ------–-–---–ი, ნ---- ქ-------ე, ნ----------–- ც-----ე, ზ------ ბ-------ე, ს-----–--ა ჟ-------ა, ნ------- გ---------ე, გე----- მ--–--ე,დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს ,,ა-----------ა+”-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. შპს ,,ა-----------ა+” სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა 2008 წლის 21 თებერვალს. 2.2. 2008 წლის 25 თებერვალს შპს ,,ა-----------ა+”-მა, ნ------- გ------–-–---–მა, ს------- გ------–-–---–მა, ა-–------ გ------–-–---–მა, ნ---- ქ-------ემ, ნ----------–- ც-----ემ, ზ------ ბ-------ემ, ს-----–--ა ჟ-------ამ და ნ------- გ---------ემ დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------”. ამხანაგობის პარტნიორმა ფიზიკურმა პირებმა ამხანაგობაში შენატანი განახორციელეს კუთვნილი მიწის ნაკვეთების შენატანებით. შპს ,,ა-----------ა+”-ის შენატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება. 2.3. 2013 წლის 10 მაისს, შპს ,,ა-----------ა+”-მა განცხადებით მიმართა იბა ,,ე---------”-ს და განცხადებით მოითხოვა შპს ,,ა-----------ას” ნება დაერთოს გავიდეს ამხანაგობიდან. 2.4. 2013 წლის 20 მაისს შედგა იბა ,,ე---------”-ის წევრთა საერთო კრება, სადაც განხილულ იქნა სამი საკითხი: 1) ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრობიდან შპს ,,ა-----------ა+”-ის გასვლა; 2) ამხანაგობა ,,ე---------”-ში ახალი წევრის მიღება; 3) ამხანაგობა ,,ე---------”-ის დამფუძნებელ წევრთა შემადგენლობაში ცვლილების შეტანა. 2.4.1. ამხანაგობამ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ა-----------ა+”-ს ნება დაერთო გავიდეს ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრობიდან და შეუწყდეს შესაბამისი უფლებამოსილებები. ამავე გადაწყვეტილებით გადაწყდა, შპს ,,ა-----------ა+”-თან გაფორმდეს ამხანაგობიდან გასვლის ხელშეკრულება. ინვესტორის მოძიების მიზნით მიღებული იქნა ახალი წევრი გენად მ--–--ე, რომლის წევრად მიღებასთან დაკავშირებით ცვლილება შევიდა ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრთა შემადგენლობაში. 2.5. 2013 წლის 20 მაისს ამხანაგობა ,,ე---------”-ს და შპს ,,ა-----------ა+”-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------”-დან გასვლის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა-----------ა+”-ს შეუწყდა ამხანაგობა ე---------”-ის წევრის უფლებამოსილება და 2008 წლის 25 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები. ხელშეკრულების 1.2. პუნქტით მხარეებმა ერთმანეთის მიმართ დააფიქსირეს, რომ მათ ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ. 2.6. 2013 წლის 5 ივლისს, ჩატარდა ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრთა მორიგი კრება, სადაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება, გაიყიდოს ამხანაგობა ,,ე---------”-ის საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონებები; - ქ. ბათუმში, გ-------–--ის ქ. №---ში არსებული 1936 კვ.მ. ცარიელი მიწის ნაკვეთი - ღირებული 2 139342 ლარად. - მშენებარე სახლის პროექტი, დღგ-ს ღირებულების ჩათვლით - ღირებული 121 650 ლარად. - მშენებლობის ნებართვა დღგ-ს ჩათვლით - ღირებული 3000 ლარად. ოქმში მითითებულია, რომ დასაშვებია დასახელებული ქონებების ღირებულებების ანაზღაურება მოხდეს შერეულად. ქონებების ღირებულების ნაწილი 1 188 192 ლარი ანაზღაურებული იქნას ფულადი სახით ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების სახით. ხოლო ქონების ღირებულების დარჩენილი ნაწილის 1075 800 ლარის ანაზღაურება მოხდეს ნატურით და ამ მიზნით 2016 წლის 1 იანვრამდე შპს ,,D-- B-------”-მა ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრებს საკუთრებაში გადასცეს 1630 კვ.მ ფართი. ოქმში ასევე მითითებულია მიღებული თანხის განაწილების წესის შესახებ. 2.7. მხარეები ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ 2013 წლის 8 ივლისს ამხანაგობა ,,ე---------”-სა და შპს ,, D-- B-------”-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობა ,,ე---------”-მა შპს ,,D-- B-------”-ს 2 139 342 ლარად მიყიდა ქ. ბათუმში, გ-------–--ის ქ. №---ში არსებული 1936 კვ.მ ცარიელი მიწის ნაკვეთი, ღირებული 2 139342 ლარად, ხოლო 121 650 ლარად მშენებარე სახლის პროექტი და 3000 ლარად მშენებლობის ნებართვა. შპს ,,D-- B-------”-მა იკისრა ნასყიდობის საგნის ღირებულების ნაწილი 1 188 192 ლარი გადაეხადა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით, ხოლო დარჩენილი ნაწილის - 1 075 800 ლარის ანაზღაურება მოეხდინა ნატურით. 2.8. ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ იმავე დღეს 2013 წლის 8 ივლისს, ამხანაგობა ,,ე---------”-მა შპს ,,D-- B-------”-ს გადასცა ქ. ბათუმში, გ-------–--ის №---ში არსებული 1936 კვ.მ ცარიელი მიწის ნაკვეთი, ამავე მისამართზე მშენებარე სახლის პროექტი და ამავე სახლის მშენებლობის ნებართვა. თავის მხრივ შპს ,,D-- B-------”-მა ამხანაგობა ,,ე---------”-ს 2013 წლის 21 ოქტომბრიდან 2014 წლის 19 მაისამდე პერიოდში ჩაურიცხა 1 331 634 ლარი. 2.9. უდაოა, რომ 2008 წლის 21 თებერვალს დაფუძნდა შპს ,,ა-----------ა+”. მისი მიზანი იყო ქ. ბათუმში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა. 2008 წლის 25 თებერვალს შპს ,,ა-----------ა+”-მა და ფიზიკურმა პირებმა დააფუძნეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ე---------”. შპს ,,ა-----------ა+” ამხანაგობიდან გავიდა 2013 წლის 20 მაისს. ფაქტიურად 2013 წლის 20 მაისიდან ამხანაგობასა და შპს ,ა-----------ა+”-ს შორის ურთიერთობა დასრულდა და თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე გასარკვევი, გასაყოფი ან მოსათხოვი ჰქონდათ, მისი განხორციელება შეიძლებოდა 2013 წლის 20 მაისიდანვე. 2.9.1. შესაბამისად სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,ა-----------ა+”-ს შენატანის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 20 მაისიდან. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2016 წლის 24 ოქტომბერს. 2013 წლის 20 მაისიდან 2016 წლის 24 ოქტომბრამდე გასულია სამ წელი, 5 თვე და ოთხი დღე. 2.10. მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება არ აქვს. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.11. სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, დასახელებული ნორმით: ,,თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება)”. 2.12. სასამართლომ მიიჩნია, რომ წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულება შეწყდა თუ არა 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას, გაურკვეველია. ფაქტია, რომ მოსარჩელემ ფინანსური პრობლემების გამო მოითხოვა ხელშეკრულებიდან გასვლა და მისი წინადადება ამხანაგობის დანარჩენენმა წევრებმა მიიღეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერების საკითხზე მოპასუხეები მოსარჩელეს არ შედავებიან, სწორედ ამიტომაც სასამართლომ აღარ უნდა გამოიკვლიოს ხელშეკრულებიდან გასვლის მიზეზების სათანადოობა. 2.13. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა მოწესრიგებულია ხელშეკრულებით. 2008 წლის 25 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის გაფორმდა ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები, შენატანის ოდენობა და მისი შეტანის წესი, ერთობლივი საქმიანობის მიზანი, პარტნიორთა წილები და სხვა საკითხები, მათ შორის ამხანაგობიდან გასვლის საკითხი. 2.13.1. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლი არეგულირებს ამხანაგობდან გასვლის საკითხებს. დასახელებული მუხლის პირველმა ნაწილმა განსაზღვრა ამხანაგობიდან გასვლის შესაძლებლობა. თუ ამხანაგობის წევრის გასვლა არ იწვევს ამხანაგობის დაშლას, ნებისმიერ წევრს ნებისმიერ დროს შეუძლია გავიდეს ამხანაგობიდან, ამისათვის აუცილებელია გასვლის მსურველმა პარტნიორმა განცხადებით მიმართოს ამხანაგობას და აცნობოს ამხანაგობიდან გასვლის ინტერესის შესახებ. მის განცხადებასთან დაკავშირებით ამხანაგობას გადაწყვეტილება უნდა მიეღო 20 დღის ვადაში. 2.13.2. სწორედ ასე განვითარდა მოვლენები 2013 წელს. მოსარჩელემ 2013 წლის 10 მაისს განცხადებით მიმართა იბა ,,ე---------”-ს და განცხადებით მოითხოვა შპს ,,ა-----------ას” ნება დაერთო გასულიყო ამხანაგობიდან. მისი განცხადების საფუძველზე 2013 წლის 20 მაისს შედგა იბა ,,ერთობა”+-ის წევრთა საერთო კრება, სადაც განხილულ იქნა სამი საკითხი. მათ შორის ერთ-ერთი საკითხი იყო ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრობიდან შპს ,,ა-----------ა+”-ის გასვლა. ამხანაგობამ კრებაზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შპს ,,ა-----------ა+”-ს ნება დაერთო გასულიყო ამხანაგობა ,,ე---------”-ის წევრობიდან და შეწვეტოდა შესაბამისი უფლებამოსილებები. 2.14. ამდენად მოსარჩელის ამხანაგობაში გაწევრიანება და ამხანაგობიდან გასვლა განხორციელდა ხელშეკრულების მოთხოვნათა სრული დაცვით. მართალია მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნიათ, მაგრამ შემდგომში მოსარჩელეს შეეცვალა შეხედულებები და სასარჩელო წესით მოითხოვა შენატანის უკან დაბრუნება. 2.14.1. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის მესამე ნაწილით ,,წევრის გასვლისას მას უკან უნდა დაბრუნებოდა მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელი იქნებოდა გასვლის რეგისტრაციისათვის. ამხანაგობა უფლებამოსილი იყო დაეყოვნებინა დასაბრუნებელი თანხის გაცემა ამხანაგობის ყოფილ წევრზე თუ თანხის გაცემით საფრთხე დაემუქრებოდა ამხანაგობის რეალურ საქმიანობას. დაყოვნების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ კალენდარულ წელს წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელდეს ნაწილ-ნაწილ”. 2.15. ამდენად ამხანაგობიდან წევრის გასვლის შემთხვევაში, ამხანაგობაში განხორციელებული შენატანის უკან დაბრუნების რამდენიმე გზა განისაზღვრა: - მთლიანი შენატანის სრული დაბრუნება მოთხოვნისთანავე; - ერთი წლის განმავლობაში გასაცემი თანხის დაყოვნება; - ერთი წლის განმავლობაში ნაწილ-ნაწილ დაბრუნება. 2.16. თუ გადახდის რომელ გზას აირჩევს ამხანაგობა, ეს საკითხი არაა დამოკიდებული ამხანაგობიდან გამსვლელის ნებაზე. ხელშეკრულებით ამ საკითხის გადაწყვეტა ამხანაგობას აქვს მინიჭებული. იმისათვის, რომ ამხანაგობას მოსარჩელისათვის დაებრუნებინა თანხა, ამისათვის ერთი წლით დალოდება არ იყო დათქმული. ხელშეკრულებით ამხანაგობას მიენიჭა უფლება გადასახდელი თანხა გაენაწილებინა ერთ წელიწადზე და ნაწილ-ნაწილ გადაეხადა, ერთდროულად გადაეხადა ერთი წლის დაგვიანებით, ან კიდევ ერთდროულად გადაეხადა მოთხოვნისთანავე. ყველა შემთხვევაში ამხანაგობის ნების გამოვლენას წინ უნდა უსწრებდეს მოსარჩელის მოთხოვნა ამხანაგობამ დაუბრუნოს ის თანხა, რაც მას ამხანაგობის მიზნის მიღწევისათვის აქვს გადახდილი. 2.17. მოპასუხეები ამტკიცებენ, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეების არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. 2.17.1. მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებაა და სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა. 2.17.2. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. 2.17.3. მოსარჩელე ამხანაგობიდან გავიდა 2013 წლის 20 მაისს. მან გასვლისთანავე განმარტა, რომ ამხანაგობის მიმართ რაიმე ტიპის, მათ შორის ფინანსური ან ქონებრივი პრეტენზია არ გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია თანხის დაბრუნება და ამხანაგობასაც არ დაუგეგმავს მისთვის თანხის დაბრუნება. თავად მოსარჩელეს უნდა განეცხადებინა თანხის დაბრუნების პრეტენზია. მას პერეტენზია 2013 წლის 20 მაისს უნდა განეხორციელებინა. ხელშეკრულების შედგენისას უნდა დაეფიქსირებინა თანხის მოთხოვნის პრეტენზია. ბუნებრივია პრეტენზიის განუცხადებლობა არ იწვევს თანხის დაბრუნებაზე უარის თქმას, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთხოვნის უფლების წარმოშობის მომენტის განსაზღვრისათვის. მხარეებს შორის სადაოა როდის წარმოეშვა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება: - ხელშეკრულების დადებისთანავე, თუ ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ. 2.17.4. მოსარჩელეს ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ვერ წარმოეშობოდა იქედან გამომდინარე, რომ მას არავინ არ შეპირებია ერთი წლის შემდეგ თანხის გადაცემას და ამასთან ასეთი მოლოდინის ვარაუდს სპობს მხარეთა შეთანხმება მასზედ, რომ ერთმანეთის მიმართ ფინანსური და ქონებრივი პრეტენზიები არ აქვთ. სწორედ ამიტომ მას თანხის მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 20 მაისს და არა ერთი წლის შემდგ. ხელშეკრულებიდან გასვლისთანავე თუ ამხანაგობა არ აცნობებდა თანხის გადახდის გრაფიკს და წესს, მაშინ მოსარჩელეს გაუჩნდებოდა მოთხოვნის უფლება და მას თანხების მიღებისათვის დავის უფლება ექნებოდა მომდევნო სამი წლის განმავლობაში. ამხანაგობას მოსარჩელისათვის თანხის გადახდის პერიოდი არ უნდა ეცნობებინა, რადგანაც მისთვის 2013 წლის 20 მაისს უკვე ცნობილი იყო, რომ მოსარჩელე მისგან თანხას არ ითხოვდა. 2.18. სასამართლომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზით მიიჩნია, რომ არ არსებობდა ხანდაზმულობის ვადის შეჩერების და შეწყვეტის საფუძვლები. 2.19. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. 2.19.1. სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2013 წლის 20 მაისს. სარჩელი კი აღძრა 2016 წლის 24 ოქტომბერს. შესაბამისად მოთხოვნის უფლების წარმოშობიდან სარჩელის აღძვრამდე გავიდა 3 წელზე მეტი დრო. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა შპს ,,ა-----------ა+”-მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. აპელანტი სადავოდ ხდის გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1; 3.2.3; 3.2.4; 6.3; 6.6; 6.9 პუნქტებში მითითებულ სასამართლოს მსჯელობებს. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლოს შეხედულებით, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეების მხრიდან საქმის განხილვისას არ წარმოდგენილა, მოპასუხეებს მის მიმართ გადასახდელი აქვთ 338 250 აშშ დოლარი. ამხანაგობიდან გასვლის შემდეგ ამხანაგობის წევრები შენატანს არ აბრუნებენ. აღნიშნული უნდა შეფასებულიყო მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. 3.3. სასამართლომ ნამდვილად მიიჩნია მხარეთა შორის დადებული შეთანხმება და შეთანხმება ამხანაგობიდან მოსარჩელის გასვლის შესახებ. სასამართლოს ურყევი და ერთმნიშვნელოვანი დასკვნების მიუხედავად, საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლოს წარმოდგენილი აქვს მხარეთა შორის არსებული და დადგენილი სახელშეკრულებო და ვალდებულებითი ურთიერთობების არსიდან განსხვავებული შეფასება, როდესაც საკითხი ეხება მოთხოვნის წარმოშობის ფარგლებსა და სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის მომენტებს. 3.4. სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა არასწორად განმარტა კანონის ნორმატიული შინაარსი. სასამართლომ არასწორად განმარტა შპს „ა-----------ა+”-სა და ამხანაგობა „ე---------ს” შორის 2013 წლის 20 მაისის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობიდან გასვლის ხელშეკრულების 1.2. პუნქტის ჩანაწერი და 2008 წლის 25 თებერვალს მოსარჩელესა და მოპასუხე ფიზიკურ პირებს შორის ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, რის შედეგადაც საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. 3.5. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს და უსაფუძვლოდ მიუთითა, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სარჩელის ხანდაზმულობის გამომრიცხველი მტკიცების წარმოდგენა. არასწორად იქნა შეფასებული მოთხოვნის უფლების წარმოშობის ლეგიტიმურობა და სარჩელის აღძვრის თარიღების ნამდვილობა. 3.5.1. სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა სარჩელზე ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების თუ შეწყვეტის არსებული გარემოებები და დოკუმენტურად დადგენილი წინაპირობები. 3.5.2. ხელშეკრულების ჩანაწერი ,,ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნიათ” არ უნდა გაიგივდეს ერთობლივი საქმიანობის 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნაზე უარის თქმასთან. ამ ჩანაწერით, მოსარჩელემ მხოლოდ ხაზი გაუსვა იმას, რომ ერთობლივი საქმიანობის 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული მოთხოვნის გარდა, სხვა რაიმე დამატებითი პრეტენზია არ გააჩნია მხარის მიმართ. 3.5.3 სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, გონივრული განსჯა გულისხმობს იმას, რომ მოსარჩელეს არ შეიძლებოდა არ ჰქონოდა კუთვნილი შენატანის უკან დაბრუნების სურვილი. მითუმეტეს, როდესაც ასეთ სოლიდურ თანხაზეა საუბარი. ასევე, სიტყვა „პრეტენზია” თავისი არსით, არ გულისხმობს ისეთ მოთხოვნას, რომელზეც მხარეები ადრე უკვე შეთანხმდნენ. 3.6. არასწორია მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს არ მოუთხოვია მოპასუხეებისგან ვალდებულების შესრულება და ასეთი პრეტენზია მოსარჩელეს 2013 წლის 20 მაისს უნდა წარმოედგინა. იქედან გამომდინარე, რომ მხარეთა შორის 2008 წლის 25 თებერვლის ხელშეკრულების დათქმებზე სათანადოდ იყვნენ მოპასუხეები ინფორმირებული, მათ სწორედ ამ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში, სასამართლოს გარეშე, არ შეუსრულებიათ რესტიტუციიდან გამომდინარე ფინანსური ვალდებულება. შესაბამისად, მხარე იძულებული გახდა, აღეძრა სარჩელი და მოეთხოვა გაწეული ხარჯების ანაზღაურება. 3.6.1. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულების დადებიდან ერთი წლის შემდეგ ვერ წარმოეშობოდა მოთხოვნის უფლება, იქედან გამომდინარე, რომ მას არავინ არ შეპირებია ერთი წლის შემდეგ თანხის გადაცემას და ამასთან, ასეთი მოლოდინის ვარაუდს სპობდა მხარეთა შეთანხმება ერთმანეთის მიმართ ფინანსური და ქონებრივი პრეტენზიების არარსებობის შესახებ, სრულიად დაუსაბუთებელია. 3.7. არასწორია მსჯელობა იმის შესახებ, რომ “ამხანაგობას მოსარჩელისათვის თანხა რომ დაებრუნებინა, ამისთვის ერთი წლით დალოდება არ იყო დათქმული”. ასეთი დათქმული ვერ იქნებოდა 2013 წლის 20 მაისის შეთანხმებაში. ასეთი მხარეთა შორის დათქმული იქნა სწორედაც 2008 წლის 24 თებერვლის ხელშეკრულების საფუძველზე. 3.7.1. შესაბამისად, მხარის მოთხოვნის წარმოშობის, რესტიტუციის უზრუნველყოფის სწორი სამართლებრივი კვალიფიკაციისთვის, მნიშვნელოვანია კუმულაციურად შეფასდეს ზ/დასახელებული ორი ხელშეკრულების ფარგლები, რომელიც სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას, სწორად დაადგინოს მოთხოვნის წარმოშობის ვადები და განსაზღვროს, რამდენად ხანდაზმულია სარჩელი. 3.8. სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ შპს “ა-----------ა+”-ს შენატანის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2013 წლის 20 მაისიდან, ხოლო სარჩელის აღძვრის მომენტისთვის, გასული იქნა სამი წელი, 5 თვე და ოთხი დღე. სინამდვილეში, მოსარჩელეს მოთხოვნის წარმოშობის უფლება გაუჩნდა 2014 წლის 20 მაისიდან, სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2016 წლის 24 ოქტომბერს და მოსარჩელემ რესტიტუციის მოთხოვნისთვის დაიცვა კანონით დადგენილი ხანდაზმულობის 3-წლიანი ვადა და ამ ვადის გასვლამდე - 7 თვითა და დაახლოებით, 1 კვირით ადრე შეიტანა სარჩელი. 3.9. შპს „ა-----------ა+ის” განცხადებაში ამხანაგობა „ე---------დან” გასვლის შესახებ აღნიშნულია, რომ შპს „ა-----------ა+” სათანადო ფინანსების უქონლობის გამო, ვეღარ ახერხებდა ამხანაგობა „ე----------ის” წინაშე ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. შესაბამისად, სახეზეა გასვლის არსებითი მიზეზიც, რის გამოც მისთვის სსკ-ის 405-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი ვადის დაწესება საჭიროც აღარ იყო. 3.10. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანს სახელშეკრულებო ურთიერთობების გაუქმება წარმოადგენს. შესაბამისად, ხელშემკვრელი მხარეები სარგებლობენ რესტიტუციის უფლებით, მათ უნდა აღადგინონ ხელშეკრულებამდე არსებული მდგომარეობა და მიღებული სარგებელი დააბრუნონ ნატურით. 3.10.1. სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, მიუთითებს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლისას რესტიტუციის უფლება არ შეიძლება გამოირიცხოს თავად მხარეების სავარაუდო შეთანხმებითაც კი, ანუ მხარეების ხელშეკრულების თავისუფლად განსაზღვრის უფლება შებოჭილია კანონისმიერი იმპერატიული დანაწესებით, რომლებიც აგრეთვე ფართოდ რეგულირებადია სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-360-ე მუხლებში. 3.11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ის სამართლებრივი კავშირები, რომელიც ჯერ გამოდინარეობს მოსარჩელესა და ამხანაგობას, მის წევრებს შორის, შემდეგ ამხანაგობასა და “დარ ბილდინგს” შორის. იქედან გამომდინარე, რომ მოსარჩელესა და მოპასუხე ამხანაგობას შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობიდან გასვლის შეთანხმება, მოსარჩელის მხრიდან შესრულებული ნაკისრი ვალდებულებები (პროექტის მომზადება, მშენებლობის ნებართვა და მაცხოვრებელთა კომპენსაციები) გადავიდა ამხანაგობის უფლებამოსილებაში. ამხანაგობამ მხარისგან მიღებული სარგებელი (პროექტი, მშენებლობის ნებართვა და მაცხოვრებელთა კომპენსაციები) ისე გაასხვისა მოპასუხე “დარ ბილდინგის” მიმართ, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო ის სარგებელი, რომელიც კანონიერად და მართლზომიერად უნდა მიეღო და ფაქტობრივად, მის მიერ ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შედეგს წარმოადგენდა. 3.12. შპს „ა-----------ა+”-მ ჯეროვნად დაიწყო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულება. კომპანიამ უნაღდო ანგარიშსწორებით - 23,050 აშშ დოლარი, 2008 წლის 8 ოქტომბრიდან 2009 წლის 7 მაისის მდგომარეობით, გადაიხადა შემდეგი პირების მიმართ შემდეგი დანიშნულებისათვის: _ 16 000 აშშ დოლარი კომპანიის დირექტორმა გადასცა გელა კომახიძეს, რომელსაც ევალებოდა მობინადრეებთან მიმართებით, საორგანიზაციო საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა; _ 7050 აშშ დოლარი გადაეცა თ-----------------ეს, რომელსაც ევალებოდა მობინადრეების პირველადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და მათი ინტერესების დადგენის მიზნით, მობინადრეებთან მუდმივი კონტაქტი. გელა კომახიძე წარმოადგენდა თ-----------------ის ნდობით აღჭურვილ პირს, რომლებიც „ა-----------ა+”-სთან თანამშრომლობას ახორციელებდნენ ბიზნესს-საქმიანობის მომავალი ინტერესებიდან გამომდინარე. ამასთან, თ-----------------ეს „ა-----------ა+”-ის დირექტორთან და დირექტორთან საქმიან ურთიერთობებში მყოფ სხვა პირებთან ერთად, გააჩნდა იმავე პერიოდში სამშენებლო საქმიანობიდან წარმოშობილი და შეუსრულებელი სხვა ფინანსური ვალდებულებებიც, კერძოდ, 120 000 აშშ დოლარის სახით; _ პირველადი თანხების დასახელებული პირების მიმართ გადაცემის შემდეგ, ერთთვიანი პერიოდის მონაკვეთში, თ-----------------ე დაუკავშირდა კომპანიის დირექტორ რ----- ნ------ს და მიაწოდა ინფორმაცია, რომ საპროექტო ტერიტორიას უჩდებოდა პრობლემები, კერძოდ, ქ. ბათუმის მერიის მხრიდან ნავარაუდევი გახლდათ სატრანსპორტო გზის გაყვანა. შესაბამისად, დაწყებული საქმიანობის უფრო ინტენსიურ ფაზაში გადასასვლელად და აქტიური სამშენებლო პროცესის წარმოწყებისთვის, საჭირო გახლდათ დამატებით - 100 000 აშშ დოლარის მოძიება და განახლებული სამშენებლო სამუშაოების ფონზე, ადგილობრივი მთავრობის დარწმუნება, რომ ბიზნესს საფრთხე არ შექმნოდა. კომპანიამ რ----- ნ------ს ხელმძღვანელობით გაითავისა არსებული გამოწვევა, მისი მოგვარების შემჭიდროვებული ვადები და დასახელებული თანხის უზრუნველყოფის მიზნით, საკუთარი უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მი–------- ქუჩა №24, ბ. 23, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, დატვირთა. შესაბამისად, მიღებული თანხა - 100 000 აშშ დოლარი ქ. ბათუმში, სამშენებლო კომპანია „ორ---” ოფისში, ამავე კომპანიის ერთ-ერთი დირექტორ გი----–---ს თანდასწრებით, გადაეცა თ-----------------ეს. 3.13. აპელანტმა, აგრეთვე ჯეროვნად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებაც, როდესაც შეადგინა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი, რომლის ღირებულებამაც შეადგინა ასაშენებელი ფართის თითო კვ.მ -ზე 6 აშშ დოლარი. მთლიანმა საპროექტო ფართობმა შეადგინა 35,870 კვ.მ². აქედან გამომდინარე, საპროექტო სამუშაოების საერთო ღირებულება გახლდათ 215 220 აშშ დოლარი. ამასთან, კომპანიამ დაიწყო მშენებლობის ნებართვის მისაღებად კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელება. კერძოდ, მისმა დირექტორმა, რ----- ნ------მ, რომელიც იმავდროულად ხელმძღვანელობდა ამხანაგობა „ე---------”-ს, წარადგინა განცხადება და ყველა საჭირო დოკუმენტაცია გათვალისწინებული „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 მარტის N140 დადგენილების მე-9 მუხლით, ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურში და შედეგად დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალების გაცემის შესახებ ბათუმში, გ-------–--ის ქ.N94-ში მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და 2008 წლის 1 სექტემბერს მიღებულ იქნა ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის შესაბამისი ბრძანება №01-22/912. 3.14. აპელანტი აღნიშნავს, რომ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის N01-22/912 ბრძანების შემდგომ, ასევე გაიცა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება 206. ამასთან, უკვე შპს “ა-----------ა+”-მა რ----- ნ------ს წარმომადგენლობით, ხელშეკრულება გააფორმა შპს “არქიტექტურა 95”-თან, რომლის საფუძველზეც, უკვე მომზადდა არქიტექტურული პროექტი. ამ პროექტის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 215 220 აშშ დოლარი. შედგენილი პროექტი მასთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიაში, რომელმაც მოახდინა ადმინისტარციული წარმოება და ქ. ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის 01------- ბრძანების საფუძველზე, შეთანხმებული იქნა არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი ამხანაგობა „ე---------”-ის მიერ ქ. ბათუმში, გ-------–--ის ქ.N94-ში, საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე. 3.15. ამდენად, სასამართლოს მიერ მსჯელობის გარეშე აღნიშნული საკითხების დატოვება და მხოლოდ ხანდაზმულობის საკითხის კვლევა, არ წარმოადგენს დავის გადაწყვეტის კანონიერ საფუძვლებს. მიღებული გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისითაც დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. 2008 წლის 25 თებერვალს შპს „ა-----------ა+“-ს (აპელანტი), ნ------- გ------–-–---–ს, ს------- გ------–-–---–ს, ა-–------ გ------–-–---–ს, ნ---- ქ-------ეს, ნ----------–- ც-----ეს, ზ------ ბ-------ეს, ს-----–--ა ჟ-------ას და ნ------- გ---------ეს (მოწინააღმდეგე მხარე) შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულება. 4.1.1. ამხანაგობის მიზანი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იყო. 4.2. მხარეთა შორის ხელშეკრულებით განისაზღვრა მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები, შენატანის ოდენობა და მისი შეტანის წესი, ერთობლივი საქმიანობის მიზანი, პარტნიორთა წილები, მათ შორის - ამხანაგობიდან გასვლის საკითხი. 4.2.1. აპელანტის შესატანს წარმოადგენდა საცხოვრებელი კორპუსის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება/დამტკიცებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურების ვალდებულება, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის თავისი რესურსით აშენების ვალდებულება, ექსპლუატაციაში მიღების ყველა ორგანიზაციულ/ტექნიკური და ფინანსური საკითხის გადაწყვეტის ვალდებულება, ასევე საკომპენსაციო თანხის გაცემის ვალდებულება. 4.2.2. ხელშეკრულების მეშვიდე მუხლის მესამე პუნქტით წევრს გასვლისას უკან უნდა დაბრუნებოდა მის მიერ უკვე გადახდილი შენატანები იმ ხარჯების გამოკლებით, რაც აუცილებელი იქნებოდა გასვლის რეგისტრაციისათვის. 4.2.3. ამასთან, ამხანაგობას შეეძლო დაეყოვნებინა დასაბრუნებელი თანხის გაცემა, თუ თანხის გაცემით საფრთხე დაემუქრებოდა ამხანაგობის რეალურ საქმიანობას. 4.2.4. დაყოვნების ვადა არ უნდა ყოფილიყო ერთ კალენდარულ წელზე მეტი წევრის ამხანაგობიდან გასვლის დღიდან. გადახდა შეიძლება განხორციელებულიყო ნაწილ-ნაწილ. 4.3. ამხანაგობის თავმჯდომარედ აპელანტის დირექტორი, რ----- ნ------ აირჩიეს. 4.4. 2008 წლის 1 სექტემბერს ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურმა დააკმაყოფილა რ----- ნ------ს განცხადება საცხოვრებელი სახლის მშენებლობის თაობაზე და გასცა არქიტექტურულ-გეგმარებითი დავალება N206. 4.5. ქალაქ ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის 2009 წლის 19 ივნისის ბრძანებით კი შეთანხმებულ იქნა რ----- ნ------ს მიერ წარდგენილი არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტი. 4.5.1. საქმის მასალების თანახმად, აღნიშნული პროექტი რ----- ნ------მ შეადგინა. 4.5.2. შპს „დ-----------ის“ 2016 წლის 3 სექტემბრის დასკვნის თანახმად, საპროექტო სამუშაოების საერთო ღირებულება 160 022 აშშ დოლარი იყო. 4.6. 2013 წლის 20 მაისს ამხანაგობასა და აპელანტს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ამხანაგობიდან გასვლის შესახებ. 4.6.1. ამ ხელშეკრულების საფუძველზე აპელანტს შეუწყდა ამხანაგობის წევრის უფლებამოსილება და 2008 წლის 25 თებერვლის ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები. 4.6.2. მხარეებმა დააფიქსირეს, რომ წინამდებარე ხელშეკრულების ან/და ერთმანეთის მიმართ ფინანსური, ქონებრივი და ან სხვა რაიმე პრეტენზიები არ გააჩნდათ. 4.7. 2013 წლის 8 ივლისს ამხანაგობამ შპს „D-- B-------“-ს 2 263 992 ლარად მიჰყიდა კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მშენებარე სახლის პროექტი და მშენებლობის ნებართვა. 4.7.1. ამასთან, პროექტის ღირებულება განისაზღვრა 121 650 ლარით, ხოლო ნებართვის ღირებულება - 3000 ლარით. სამართლებრივი დასაბუთება 4.8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. 4.8.1. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის მიხედვით, კი გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. 4.9. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა მხოლოდ მოთხოვნის ხანდაზმულობის მოტივით. 4.9.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებებზე სასამართლოს არ უმსჯელია, რადგან მიიჩნია, რომ მათ შეფასებას საქმისათვის მნიშვნელობა არ ჰქონდა (გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). 4.10. პალატა საქალაქო სასამართლოს პოზიციას არ ეთანხმება. 4.11. პალატის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე მოპასუხეთათვის თანხის დაკისრებას ითხოვდა, სხვათა შორის, იმ საფუძვლებითაც, რომ: 4.11.1. ამხანაგობის ვალდებულების შესასარულებლად „საკუთარი უძრავი ქონება... სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით დატვირთა. შესაბამისად, მიღებული თანხა - 100 000 აშშ დოლარი... გადასცა თ-----------------ეს“ რ----- ნ------მ; 4.11.2. და მოსარჩელემ „რ----- ნ------ს წარმომადგენლობით ხელშეკრულება გააფორმა შპს „არქიტექტურა 95“-თან... რომლის საფუძველზეც, უკვე მომზადდა არქიტექტურული პროექტი. ამ პროექტის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 215 220 აშშ დოლარი“. 4.12. მოპასუხეებმა აღნიშნული ფაქტები სადავოდ გახადეს. 4.12.1. თუმცა, ამავდროულად, საქმის მასალებით უთუოდ დგინდება, რომ რ----- ნ------ ამხანაგობის წევრთა ანაგრიშებზე სხვადასხვა დროს ფულად თანხებს მართლაც რიცხავდა; 4.12.2. ამხანაგობას მშენებარე სახლის პროექტი და ნებართვა ჰქონდა და 2013 წლის 8 ივლისს ისინი გაასხვისა კიდეც. 4.12.3. საქალაქო სასამართლოს არ გამოუკვლევია, ზემოხსენებული გარიგების საგანი მართლაც ის ქონება იყო, რომელზეც მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებდა, თუ, ამის ნაცვლად, ამხანაგობამ სხვა პროექტი და ნებართვა განკარგა. 4.12.4. ამასთან, თუ გარიგების საგანი ის პროექტი იყო, რომელიც რ----- ნ------მ შეადგინა, იგი ამხანაგობაში, მართლაც, მოსარჩელის შენატანს წარმოადგენდა, თუ მასზე უფლებები შემდგენელს გააჩნდა. 4.12.5. საქალაქო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია, რ----- ნ------ ფულად ვალდებულებას მოსარჩელის, თუ საკუთარი სახელით ასრულებდა. 4.13. პალატის აზრით, აღნიშნული საკითხების გარკვევა, პირველ ყოვლისა, სათანადო მოსარჩელის საკითხის გადასაწყვეტად იყო მნიშვნელოვანი; 4.13.1. ე.ი. თუ დადგინდებოდა, რომ ამხანაგობის მიერ განკარგულ ქონებაზე უფლება არა მოსარჩელეს, არამედ მესამე პირს ჰქონდა და თანხასაც იგი იხდიდა, მოთხოვნის უფლების მქონე პირიც სწორედ ის იქნებოდა. 4.13.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, კი სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით. 4.14. პალატის აზრით, სააპელაციო სასამართლოში ამ საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი არ არის უფლებამოსილი მიიღოს ახალი მტკიცებულებები, რომლითაც ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევა იქნება შესაძლებელი. 4.14.1. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე-382-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვებიდან გამომდინარე, სააპელაციო წარმოების დროს პროცესში ახალი მხარის ჩართვა დაუშვებელია. 4.14.2. ამის შესაბამისად, პალატამ მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტი რომც დაადგინოს, მას პროცესში ვერ ჩართავს და მაინც საქმის ხელახლა გასახილველად დაბრუნება მოუწევს. 4.14.3. ეს კი საქმის განხილვას უსაფუძვლოდ გააჭიანურებს. 4.15. ამრიგად, პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დასაბუთებული არ არის და, ამასთან, აღნიშნული ხარვეზის გამოსწორება სააპელაციო სასამართლოში შეუძლებელია. 4.15.1. ამიტომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის 1 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმე საქალაქო სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს საქალაქო სასამართლოს.
6. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ა-----------ა+“-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს;
3. საპროცესო ხარჯის განაწილების საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის დროს;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე: მოსამართლეები: სიმონ ჩხაიძე ნანა კალანდაძე ლაურა მიქავა