განაჩენი

სისხლის სამართლის 16.04.2019
საქმის ნომერი
330100118002599241
ინსტანცია
თარიღი
16.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1ბ/1462-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის, ანა გოცირიძის ოთარ ჯუგაშვილის მდივნობით,პროკურორების - თ------------–---–ის, თ---------------–--ის, ი-----–----------ას,ადვოკატ - ნ------------–ის,მსჯავრდებულ - გ--------–-------–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ გ--------–-------–ის და მისი ადვოკატის ნ------------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

გ--------------------–-------–-ს მიმართ - დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 3----------, ნასამართლევი, მცხოვრები მისამართზე: ქ------–--------–----------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით;

 

აღწერილობითი-სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენით:

 

გ--------–--------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------–--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

გ--------–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან -

2018 წლის 06 ივლისიდან.

 

გ--------–--------–ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად, ავტოსანტრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2014 წლის 05 სექტემბრის თბილისის საქალაქო სასამართლს განაჩენით გ--------–--------–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის.

 

2018 წლის 06 ივლისს დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-------------ი, ზემო პლატოს მე-2 მ/რ-ნი, №---ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, გ--------–--------–- გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ცდილობდა ფარულად, მართლსააწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზ----------–----ის კუთვნილი „მერსედეს ბენც W----ის“ ფირმის ავტომბილიდან (სახელმწიფო ნომრებით „A--------“) დიზელის ტიპის საწვავს. აღნიშნული ქმედების შედეგად, ზ-------------ეს შესაძლოა მისდგომოდა 23,90 ლარის მატერიალური ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა გ--------–--------–მა და მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ნ------------–მა, რომლებმაც ითხოვეს პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

აპელანტის მითითებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი ემყარება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოპოვებულ მტკიცებულებებს. კერძოდ, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი ეწინააღმდეგება საქართველოს სსსკ-ის 175-ე მუხლის მოთხოვნებს და შედგენილია მისი არსებითი დარღვევით. გ--------–-------–ის დაკავება განხორციელდა ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც დანაშაულის ჩადენის შესახებ 112-ში შესულ შეტყობინებას რეზოლუცია არ ჰქონდა დადებული და საქმეზე გამოძება არ იყო დაწყებული. ამასთანავე, დაკავების ოქმის თანახმად, დაკავებულის პირადი ჩხრეკა დაიწყო დაკავებიდან ზუსტად ერთ წუთში, რაც იმას მოწმობს, რომ პოლიციის თანამშრომლები ვერ მოასწრებდნენ მისთვის უფლებების განმარტებას. ადვოკატი საეჭვოს ხდის იმ გარემოებასაც, თუ რეალურად სად შედგა დაკავების ოქმი და როდის გადაეცა მისი ასლი ბრალდებულს. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, მასში მითითებულია, რომ საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 03:55 საათზე. ხოლო საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 02:50 საათიდან, მას შემდეგ, რაც ბრალდებული წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, 03:55 საათამდე შემთხვევის ადგილი იყო დაცული. შესაბამისად, უარყოფილი ვერ იქნება ვარაუდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების გამოცვლის შესახებ. გარდა ამისა, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილი ინფორმაცია ეწინააღმდეგება პოლიციელების სანთელაძისა და ლეკაშვილის გამოკითხვის ოქმებს, ვინაიდან მათ დაინახეს, რომ დამნაშავე პირებს ხელში ეჭირათ 2 ცალი 3 ლიტრიანი ბოთლი, შემთხვევის ადგილზე კი ნანახი იქნა ერთი 3 ლიტრიანი და ერთი 6 ლიტრიანი ბოთლები.

 

ადვოკატის შეფასებით, დამაჯერებლობას მოკლებულია მოწმე ლ-----------–---–ის ჩვენებაც, ვინაიდან მან ერთის მხრივ, თითქოს დაინახა რეზინის მილითა და ბოთლების საშუალებით როგორ ეუფლებიდა სამი პირი საწვავს; 112-ში კი დარეკა, რომ თითქოს ადგილი ქონდა ავტომანქანის სარკეების მოპარვას. მას არ შეუძლია მიუთითოს ამ პირთა ჩაცმულობა და გარეგნობა. რაც შეეხება გ--------–-------–ის მიერ დანაშაულის აღიარებასა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობას, ეს გამოწვეული იყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის შედეგად. მას ემუქრებოდნენ მეგობრების დაჭერით, ასევე ეუბნებოდნენ, რომ მიაწერდნენ განყოფილებაში არსებულ გაუხსნებლ საქმეებს, მას როგორც ნასამათლევ პირს, არავინ დაუჯერებდა და თავის სიმართლეს ვერ დაამტკციებდა. აღიარების შემთხვევაში კი შეპირდნენ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა და გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას. აპელანტის მითითებით, აღნიშნული გარემოებებიც რომც არ იყოს სახეზე, სასამართლოს არ უნდა გაეთვალსწინებინა მხოლოდ მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენება, ვინდაიდან იგი არ დასტურდება საქმეზე წარმდგენული სხვა სახის მტკიცებულბებით.

 

ყოველივე აღნიშნულთან ერთად აპელანტმა მიუთითა საქმეზე მტკიცებულებათა უდავოდ ცნობისას სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნების დარღვევაზე, იმ ზიანის მცირე მნიშვნელობაზე, რაც დანაშაულებრივი ქმედებით შესაძლოა მისდგომოდა დაზარალებულს და ყველა ზემოთგანხილული არგუმენტის გათვალისწინებით, ითხოვა გ--------–-------–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--------–--------–მა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მოითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სააპელაციო პალატამ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. გ--------–-------–ის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებული იქნა სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ მოწმეების: ლ-----------–---–ის, ი-–----–---–---–------–------------------------–--------–-ს გამოკითხვის ოქმებით; დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით; ამოღებული ნივთმტკიცებით; დათვალიერების ოქმით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

პირველ რიგში პალატა წარმოაჩენს იმ მტკიცებულებებს, რომლებიც წარდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ და რომლებიც წინასასამართლო სხდომაზე უდავოდ მიიჩნია დაცვის მხარემ, შემდეგ კი დეტალურად შეაფასებს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებებს, მიმოიხილავს თითოეულ მათგანს მათი უტყუარობისა და საკმარისობის თვალსაზრისით და იმსჯელებს, თუ რატომ არ იზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს.

 

მოწმე ი-–----–---–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი მუშაობს ქ------–---------–-–---------------------------------------------------–-----------–------------–-----------------------------------------------–-- თანამდებობაზე. 2018 წლის 06 ივლისს მეწყვილე ლ------------–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ქ.თბილისში ვ---------–-------------ის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონში, რა დროსაც ხელის რადიოსადგურზე გავიდა შეტყობინება, რომ მის მიერ ხსენებულ მისამართზე, 27-ე კორპუსთან ავტონამქანიდან სამი პიროვნება სავარაუდოდ ხსნიდა სარკეებს. მისთვის გახდა ცნობილი, რომ აღნიშნულ შეტყობინებაზე განყოფილებაში დაიწყო გამოძიება, რის საფუძველზეც, მოწმე და ლ------------–--ე გაემართნენ ქ.თბილისში, ვ---------–-------------ის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე მისულებმა შეამჩნიეს სამი პიროვნება, რომლებიც ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ (სახ. ნომრებით A--------) ავზიდან, რეზინის მილის მეშვეობით, სამ ლიტრიან ორ ცალ პოლიეთილენის ბოთლში ასხავდნენ დიზელის საწვავს. ერთ-ერთ პიროვნებას ხელში ეჭირა რეზინის მილი, რომელიც მოთავსებული ჰქონდათ მანქანის საწვავის ავზში, მას გვერდით ედგა ორი პიროვნება, რომელბსაც ხელში ეჭირათ ორი ცალი პლასმასის პოლიეთილენის ბოთლები, რომელშიც ესხა საწვავი. აღნიშნული პიროვნებები მათგან იდგნენ დაახლოებით ხუთი მეტრის მოშორებით. მათ მოწოდებაზე, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და შეჩერებულიყვნენ, ორი პიროვნება გაიქცა, ხოლო მათ მიერ დაკავებული იქნა გ--------------------–--------–ი. დაკავებულს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ხელებიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანები. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილი არ არის ჩაბნელებული, იგი განათებულია ლამპიონებით. ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ გვერდით დაახლოებით 2 მეტრში გაჩერებული იყო ამტომანქანა „მიცუბიშ აერტეკი“, სახ. ნომრებით Q--------, რომელზეც დაკავებულმა გ--------–--------–მა აღნიშნა, რომ ამ ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ავტომანქანიდან გადმოვიდა ვ-–- კ------, რომელიც გამოკითხვის მიზნით დაბარებული იქნა პოლიციის განყოფილებაში. მოწმე ადასტურებს, რომ ადგილზე ჰქონდა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება მოწმე ლ------------–--ის გამოკითხვის ოქმით.

 

მოწმე ზ----------–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, საკუთრებაში ყავს 2001 წელს გამოშვებული დიზელის ძრავის, მუქი ლურჯი ფერის „მერსედეს ბენც W---“-ის ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრებით A--------. 2018 წლის 5 ივლისს დაახლოებით 20:00 საათზე ავტომანქანა გააჩერა თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, კერძოდ, ქ.თბილისში, ვ---------–-------------ის ზემო პლატოს მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. იმ პერიოდისათვის მასში ესხა 10 ლიტრი, ანუ 23.90 ლარის ღირებულების საწვავი. 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 03:00 საათზე, პოლიციის თანამშრომლები დაუკავშირდნენ და უთხრეს მისულიყო ავტომობილთან. ადგილზე მისვლისას ნახა, რომ ავტომობილის გვერდით იდო ორი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, ერთი ცალი იყო სავსე, ხოლო მეორე - ცარიელი. შეამოწმა ავტომანქანის ავზი, საიდანაც ამოღებული აღმოჩნდა დაახლოებით 9 ლიტრი დიზელის საწვავი. ასევე, საწვავი დაქცეული იყო ასფალტიან ზედაპირზე. პოლიციას დაკავებული ჰყავდა პიროვნება, რომელიც მისი ავტომანქანიდან რეზინის მილის და ბოთლის მეშვეობით იპარავდა საწვავს.

 

მოწმე ვ-–---------ს გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2018 წლის 5 ივლისს ღამის საათებში იმყოფებოდა ქ.თბილისიში, გ---–-–---–-ს ქუჩაზე, სადაც „მიცუბიშ აერტეკის“ ფირმის ავტომანქანით მასთან მივიდა გ--------–--------–-. ეს უკანასკნელი იჯდა საჭესთან, ხოლო ავტომანქანაში ასევე იჯდა მოწმისათვის უცნობი ორი პიროვნება, რომელთა სახელები და გვარებიც არ იცის. იგი ამ დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში, ჩაჯდა გ--------–-------–ის მართვის ქვეში მყოფ ავტომანქანაში და დაეძინა. გვიან ღამით, უკვე 6 ივლისს, როდესაც გამოეღვიძა, დაინახა, რომ პოლიციის თანამშრომლებს დაკავებული ყავდათ გ--------–--------–-. მან თანამშრომლებისაგან შეიტყო, რომ მისმა მეგობარმა გ--------–--------–მა ავტომანქანიდან მოიპარა საწვავი. თვითონ არ დაუნახავს და არ შესწრებია ქურდობის ფაქტს, ვიანიდან ეძინა. არც გ--------–-------–ის დანაშაულებრივი განზრახვის შესახებ იყო მისთვის ცნობილი. მოწმემ ასევე განმარტა, რომ სამართალდამცავებმა, შემთხვევის ადგილზე მდგომი მუქი ფერის „მერსედეს ბენცის“ ავტომობილის გვერდიდან ამოიღეს რეზინის მილი და ორი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, რომელშიც მოთავსებული იყო საწვავი.

 

მოწმე ლ-----------–---–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ცხოვრობს ქ------–---–------------–-------------------------–------------------–---------------------------------–--------------ში. 2018 წლის 06 ივლისს იმყოფებოდა სახლში და გვიან ღამით, დაახლოებით 02:00 სააათზე იხედებოდა აივნიდან. მისი ბინის აივანი უყურებს N-- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც არის ლამპიონებით განათებული. ამ დროს შეამჩნია მისთვის უცნობი სამი პიროვნება, რომლებიც გადმოვიდნენ ვერცხლისფერი „მიცუბიშის“ ფირმის ავტომანქანიდან, მიუახლოვდნენ მუქი ფერის მერსედესის ფირმის ავტომანქანას და მისი ავზიდან რეზინის მილის და ბოთლების მეშვეობით იღებდნენ საწვავს. ვიანიდან აღნიშნული პიროვნებები მანქანის ირგვლივ მოძრაობდნენ საეჭვოდ, მოწმემ ივარაუდა, რომ ისინი შესაძლოა სხნიდნენ სარკეებს და დარეკა 112-ში. მოწმემ ასევე განმარტა, რომ დამნაშავე პირების ამოცნობა და მათი ჩაცმულობის აღწერა არ შეუძლია.

 

ბრალდებულ გ--------–-------–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, იგი ადასტურებს, რომ 2018 წლის 6 ივლისს ქ.თბილისში ვ---------–-------------ის ზემო პლატოს 27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანიდან მოიპარა საწვავი, რის გამოც დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რის შედეგადაც ამოღებული იქნა მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანები. ბრალდებული არ ასახელებს მასთან ერთად მყოფ ორ პიროვნებას, რომლებიც გაიქცნენ. მის მიერ ჩადენილ ქმედებას კი აღიარებს, ინანიებს და ითხოვს აღნიშნული გათავლისწინებული იქნეს გამოძიების მიმდინარეობისას და სასამართლოში.

 

2018 წლის 6 ივლისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ი-–----–---–---–მა ქ.თბილისში ვარკეთილის მასივის მეორე მიკრორაიონის 27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე 02:24 საათზე ბრალდებულის სახით დააკავა გ--------------------–--------–ი. დაკავების საფუძვლები არის ის რომ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისთანავე, დანაშაულის ჩადენის ადგილას და იგი შესაძლოა მიიმალოს. მითითებულია რომ ოქმი შედგა დაკავების ადგილზე, გ--------–--------–ს განემარტა ბრალდებულის უფლებები. ოქმის შედეგნის დაწყების დრო არის 02:25 საათი და დასრულების დრო - 02:54 საათი. 02:25 საათიდან, 02:35 საათამდე განხორციელდა გ--------–-------–ის პირადი ჩხრეკა. მისი ორივე ხელიდან ამოღებული იქნა შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანები, რომლებიც დაილუქა სათანადო წესით. ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პირველი განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში გ--------–--------–- მიყვანილი იქნა 02:50 საათზე, რის შემდეგაც, 02:53 საათზე დაკავების ოქმი ხელმოწერით დაადასტურა განყოფილების უფროსის მოადგილე ზ------------–--ლმა, ხოლო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი დაკავებულმა გ--------–--------–მა ჩაიბარა 2018 წლის 6 ივლისს, 03:00 საათზე.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ------–--–--------------------- მკ/რ. ზემო პლატოს 27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული კორპუსი არის 9 სართულიანი. კორპუსის მე-4 სადარბაზოს მიმდებარედ, ეზოში დგანან ავტომანქანები, მათ შორის მუქი ფერის „მერსედეს ბენც W---“-ის ფირმის ავტომანქანა, სახ. ნომრებით A--------, რომელიც არის დაკეტილ მდგომარეობაში. ავტომანქანის მარჯვენა უკანა მხარეს არსებული საწვავის ავზი არის ღია მდგომარეობაში. ავზის ქვედა მხარეს ასფალტის ზედაპირზე არის მუქი ფერის ლაქა, რომელსაც აქვს სპეციფიკური სუნი. ავზში განთავსებული იყო რეზინის მილი, ხოლო ავზის მიმდებარედ ასფალტზე იდო ერთი ცალი პოლიეთილენის სამ ლიტრიანი ბოთლი, მასში არსებული სითხით და ასევე 6 ლიტირანი პოლიეთილენის ბოთლი, მასში ასრებული მცირე სითხით. აღნიშნული ავტომანქანის გვერდით დგას „მიცუბიშ აერტეკის“, ფირმის ავტომანქანა სახ. ნომრებით Q--------, რომლის საბარგული არის ღია მდგომარეობაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 5 სექტემბრის განაჩენით, გ--------–--------–- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 1 წელი და 6 თვე, ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 წელი და 6 თვე. გ--------–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2014 წლის 27 აპრილიდან.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მსჯავრდებულმა გ--------–--------–მა განმარტა, რომ 2018 წლის 5 იანვარს მეგობარს სთხოვა „მიცუბიშ აერტეკის“ ფირმის ავტომანქანა და ახორციელებდა მგზავრთა გადაყვანას, ანაზღურების სანაცვლოდ. საღამოს საათებში ორი კლიენტი წაიყვანა ორთაჭალაში, ამასთან, გზაში ავტომანქანაში ჩაისვა მეგობარი ვ-–- კ------, რომელიც იყო ნასვამ მდგომარეობაში და ჩაეძინა. ორთაჭალაში მგზავრების დატოვების შემდეგ წავიდა ვარკეთილში მეგობართან; გზაში გაუფუჭდა ავტომანქანა; გადმოვიდა, მანქანას ახადა საბარგული და ცდილობდა მის შეკეთებას, ვ-–-ს კი კვლავ ეძინა. დაინახა, რომ იქვე ახლოს იდგა ორი პიროვნება. დაახლოებით 10 წუთში გაიგო პოლიციელების ხმა - „არ გაინძრე“. ამ დროს ეს ორი პირი გაიქცა, ხოლო პოლიციელები მასთან მივიდნენ და ეკითხებოდნენ - სად წაიღე სარკეებიო, ვინ იყვნენ ის პირები, ვინც გაიქცნენო. მან უპასუხა, რომ არაფერი იცოდა და ამ ფაქტთან არაფერი აკავშირებდა. მალე ადგილზე მოვიდნენ სხვა თანამშრომლებიც, რომელბმაც დაათვალიერეს იქურობა, ხოლო მას ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა და წაიყვანეს განყოფილებაში. პოლიციის თანამშორმლების მხრიდან მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ზეწოლა, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა, სხვადასხვა გზებით აიძულებდნენ, რომ ეღიარებინა მანქანიდან საწვავის ქურდობის მცდელობის ფაქტი. მსჯავრდებულმა დაადასტურა, რომ მას შეპირდნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას და სწორედ ეს გახდა მისი მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების უდავოდ მიჩნევის საფუძველი.

 

პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი აშკარად არასარწმუნოა და წარმოადგენს მცდელობას, როგორმე გამორიცხონ თავის ქმედებებში ბრალად წარდგენილი დანაშაულის ნიშნები. მისი განმარტებები აშკარად წინააღმდეგობაშია საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან, რომელთა საერთო ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ გ--------–-------–ის მიერ ნამდვილად იქნა ჩადენილი ბრალად წარდგენილი დანაშაული და მის მიერ განხორციელებულ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია.

 

სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი ეფუძნება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას და იგი არ არის გამყარებული საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. მსჯავრდებულის დაკავებასა და პირად ჩხრეკაში მონაწილე პოლიციის თანამშრომლები საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავენ სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მათი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; სამართალდამცავების მიერ დეტალურად იქნა აღწერილი, რომ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მას შემდეგ, რაც ხელის რადიოსადგურზე გავიდა შეტყობინება დანაშაულის შესაძლო ჩადენასთან დაკავშირებით, რეაგირების მიზნით გაემართნენ შემთხვევის ადგილზე. შეამჩნიეს სამი პიროვნება, რომლებიც ავტომანქანა „მერსედეს ბენცის“ ავზიდან, რეზინის მილის მეშვეობით, სამ ლიტრიან ორ ცალ პოლიეთილენის ბოთლში ასხავდნენ დიზელის საწვავს. მათ მოწოდებაზე, რომ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები და შეჩერებულიყვნენ, ორი პიროვნება გაიქცა, ხოლო მათ მიერ დაკავებული იქნა მესამე პირი - გ--------–--------–-. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები დამაჯერებელი და სარწმუნოა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობების გარეშე, ურთიერთთანხვედრილად და თანმიმდევრულად განმარტეს მათთვის ცნობილი ფაქტების და მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით არ ვლინდება და დაცვის მხარის მიერაც ვერ იქნა დასაბუთებული სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მსჯავრდებულების მიმართ რაიმე დაინტერესების არსებობა.

 

დაცვის მხარე სადავო ხდის საქმეზე გამოძიების დაწყების პროცედურებს, დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ ინფორმაციას შემთხვევის ადგილზე გამოცხადების, დაკავების დაწყებისა და დასრულების დროსთან დაკავშირებით. აღნიშნულის თაობაზე პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას დეტალურად განმარტა დანაშაულის შესახებ შეტყობინების მიღების და მასზე რეაგირების პროცედურები. კერძოდ მიუთითა, რომ შეტყობინება ეგზავნება როგორც განყოფილების უფროსს, ასევე შესაბამის მორიგე ჯგუფს, ხოლო საქმეზე გამოძიების დასაწყებად, განყოფილების უფროსის რეზოლუცია არ არის სავალდებულო. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყება და საქმისათვის ნომრის მინიჭება ნამდვილად საჭიროებს გარკვეული პროგრამული ეტაპების გავლას, თუმცა აღნიშნული არ აბრკოლებს შესაბამისი შეტყობინების მიმღებ ჯგუფს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება შესაძლო დანაშუალი ჩადენის ფაქტზე. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს დანაშაულზე წასწრებას, რომელსაც რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე ვერ დატოვებენ იმის გამო, რომ საქმეზე გამოძიება არ არის დაწყებული, ან შეტყობინება არ მიუღიათ განყოფილებაში, რომელსაც უფროსმა უნდა დაადოს რეზოლუცია. სამართალდამცავებმა ნათლად დაადასუტრეს, რომ ისინი რადიოსადგურზე ინფორმაციის გასვლისთანავე გაემართნენ შემთხვევის ადგილისაკენ, რაც პალატის შეფასებით, გამომდინარეობდა დანაშაულზე ადეკვატური, სწრაფი რეაგირების მიზნებიდან. ხოლო დაცვის მხარემ შესაბამისი ნორმატიული მასალისა და მტკიცებულებების საფუძველზე ვერ დაასაბუთა, თუ რაში მდგომარეობდა სამართალდამცავების მოქმედების შეუსაბამობა კანონთან.

 

ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილია ზედმიწევნით და სრულყოფილად, მასში მითითებულია თითოეული ქმედების განხორციელების დრო და ვითარება. აღნიშნულია რომ ბრალდებულს განემარტა თავისი უფლებები, ასევე ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე; დეტალურადაა მითითებული პირადი ჩხრეკის დაწყების და დასრულების დრო და შედეგები, ასევე როდის მოხდა დაკავებული პირის გადაყვანა შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ადმინისტრაციულ შენობაში (02:50სთ.). აღნიშნულს ქრონოლოგიურად მოყვება ის ფაქტი, რომ შემთხვევის ადგილზე შედგენილი ოქმის სისწორე ხელმოწერით დაადასტურა განყოფილების უფროსის მოადგილემ 02:53 საათზე. დაკავების ოქმის შედგენა სწორედ მას შემდეგ ითვლება დასრულებულად, რომდესაც მას ბრალდებულის პოლიციის დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში მიყვანისთანავე ხელს მოაწერს ამ ორგანოს უფლებამოსილი პირი. ამდენად სრულიად ლოგიკურია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაკავების ოქმის შედგენის დასრულების დროდ მითითებულია 02:54 საათი. აღნიშნულის შემდეგ კი დაკავებულს გადაეცემა სრულყოფილად შევსებული და ხელმძღვანელის მიერ დამოწმებული დაკავების ოქმის ასლი, რაც განხორციელდა კიდეც და გ--------–--------–მა ოქმის შედგენის დასრულებიდან 6 წუთში, 03:00 საათზე ჩაიბარა მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი, რაც დაადასტურა ხელისმოწერით, ხოლო მასზე რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ განუცხადებია. სასამართლო განმარტავს, რომ თუ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირი არ ეთანხმება შესაბამისი ოქმის სისწორეს, შეუძლია შეიტანოს მასში შენიშვნა - რა გარემოებებს არ ეთანხმება და რა საფუძვლით აცხადებს მის ხელმოწერაზე უარს. იმ პირობებში, როდესაც გ--------–--------–ს არ გაუკეთებიათ მსგავსი სახის განმარტება, პალატას არ გააჩნია საფუძველი, რომ ეჭვი შეიტანოს კანონის სრული დაცვით შედეგნილი და საქმეზე დამაგრებული გ--------–-------–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორესა და კანონიერებაში.

 

პალატას ასევე არ გააჩნია საფუძველი, რომ არ გაიზიაროს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე. პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მასალებთან დაკავშირებით მოქმედებს ერთგვარი პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, საქმეში წარმდგენილ და შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირების მიერ შედგენილ მასალებზე მიიჩნევა, რომ მათი შექმნა და საქმეზე დამაგრება განხორციელებულია კანონის სრული დაცვით, ვიდრე არ დადასტურდება საპირისპირო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი შედგენილია სრულყოფილად, მას ხელმოწერით ადასტურებენ შემდგენი გამომძიებელი და მასში მონაწილე ექსპერტები, ოქმის შინაარსი შეესაბამება საქმეზე წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს. პალატას მიაჩნია, რომ იგი გაზიარებული უნდა იქნას მსჯავრდებულ გ--------–-------–ის ქმედების შეფასებისას. რაც შეეხება იმ გარემოებებს, თუ რა ვითარებაში წარიმართა დათვალირება და საგამოძიებო მოქმედების დაწყებამდე ვინ იცავდა შემთხვევის ადგილს, მასში მონაწილე პირებს შეეძლოთ განმარტებები გაეკეთებინათ სასამართლოს წინაშე და ეპასუხათ დაცვის მხარის შეკითხვებზე, თუმცა დაცვის მხარემ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი არ გახადა სადავოდ და არ მოითხოვა ხსენებული პირების დაკითხვა.

 

რაც შეეხება ადვოკატის აპელირებას, რომ სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე მისვლისას, სამი პირის ხელში დაინახეს ორი ცალი სამ ლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი, ხოლო ადგილზე ნანახი იქნა ერთი სამ ლიტრიანი და ერთი ექვს ლიტრიანი ბოთლი, აღნიშნულს პალატა ვერ მიიჩნევს ურთიერთსაწინააღმდეგო ფაქტებად. ი-–----–---–---–ის და ლ------------–--ის განმარტებით, შემთხვევის ადგილიდან ორი პირი გაიქცა, ერთ-ერთ მათგანს ხელში არაფერი არ ეჭირა, თუმცა მეორეს ეჭირა თუ არა რაიმე, ვერ უთითებენ სამართალდამცავები. ამდენად, შესაძლოა მეორე პირი ბოთლით ხელშიც გაქცეულიყო. ამასთან, მათი ჩვენებებით არ დგინდება, რომ მათი თვალთახედვის არეში სრულად მოხვდა შემთხვევის ადგილი და იქ ნამდვილად არ იყო ექვს ლიტრიანი პლასმასის ბოთლი. მხოლოდ ის გარემეობა, რომ სამართალდამცავების მიერ მითითებული და რეალურად შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პოლიეთილენის ბოთლების მოცულობა არ ემთხვევა ერთმანეთს, ვერ გახდება ამ მტკიცებულებების გაზიარებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

პალატა ყურადღებას გაამახვილებს მოწმე ლ-----------–---–ის ჩვენებაზეც, რომელმაც საკმაოდ გულწრფელად მოახსენა გამოძიებას, რომ შემთხვევის ღამეს აივნიდან დაინახა, როგორ ცდილობდა სამი მისთვის უცნობი პიროვნება მუქი ფერის „მერსედესის“ ავტომანქანის ავზიდან საწვავის დაუფლებას. თუმცა მოწმემ განმარტა, რომ მისთვის უცნაური იყო ამ პერიოდში ხსენებული სამი პიროვნების საეჭვო ქცევა, რამაც აფიქრებინა მათ მიერ სარკეების შესაძლო მოპარვაზე. მოცემულ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება იმ გარეოებას, რომ მოწმის მიერ შეტყობინებაში მითითებულ მისამართზე მისულ სამართალდამცავებს ნამდვილად დახვდათ სამი პიროვნება მუქი ფერის „მერსედესის“ მარკის ავტომანქანასთან, რომელთაგან ორი სამართალდამცავების მოწოდებაზე გაიქცა. ხოლო მესამე მათგანი აღმოჩნდა გ--------–--------–-. ამასთან, პალატა მიუთითებს, რომ საქმის არსებით განხილვისას ლ-----------–---–ს შესაძლოა განემარტა, მისთვის უცნობი პირების მიერ უცხო მანქანიდან საწვავის ამოღება რატომ არ აღიქვა დანაშაულად და რატომ ივარაუდა, რომ სარკეების მოხსნას ჰქონდა ადგილი, რისი სურვილიც თავად დაცვის მხარემ არ გამოთქვა. ლ-----------–---–მა, ი-–----–---–---–მა და ლ------------–--ემ დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილი განათებული იყო ლამპიონებით, ამიტომ ხილვადობა არ ჭირდა. თუმცა ის გარემოება, რომ ლ-----------–---–მა უშუალოდ დამნაშავეთა მოქმედებაზე გააკეთა აქცენტი და გარეგნულად კარგად არ დააკვირდა მათ, ვერ გახდება მის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი. პალატის წინაშე ვერ იქნა დასაბუთებული, თუ რა დაინტერესება უნდა გააჩნდეს ლ-----------–---–ს დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ და რატომ უნდა მიეწოდებინა გამოძებისათვის ცრუ ინფორმაცია.

 

პალატის შეფასებით, აშკარად უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული სააპელაციო საჩივარში განვითარებული მსჯელობა იმის შესახებაც, რომ გ--------–-------–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული აღიარებით ჩვენება განპირობებული იყო სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მხრიდან მასზე განხორციელებული ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შედეგად. იმ პირობებეში, როდესაც ბრლადებულის უფლებების რაიმე ფორმით დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია, შეუძლებელია საფუძვლიანად მივიჩნიოთ მისი განმარტება პოლიციის თანაშრომლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ გ--------–--------–მა ქ.თბილისში, ვ---------–-------------ის ზემო პლატოს 27-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომანქანიდან საწვავის მოპარვის ფაქტი აღიარა არა მხოლოდ გამომძიებლის მიერ გამოკითხვისას, არამედ სასამართლოს სხდომებზეც. 2018 წლის 07 ივლისს გ--------–--------–- წარდგენილი იქნა სასამართლოში - მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნით, რა დროსაც იგი ნაწილობრივ დაეთანხმა პროკურორის შუამდგომლობას და ითხოვა მხოლოდ ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის ნაცვლად, გირაოს გამოყენება. 2018 წლის 29 აგვისტოს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე გ--------–--------–მა სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და უდავოდ მიიჩნია სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებები. ანალოგიურ გარემოებას ჰქონდა ადგილი 2018 წლის 19 სექტემბერს და 09 ოქტომბერს საქმის არსებითი განხილვის სხდომებზე, როდესაც გ--------–--------–- აცხადებდა, რომ აღიარებდა და ინანიებდა ბრალად წარდგენილ ქმედებას. ამასთან, 09 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე პროკურორმა ნათლად განმარტა, რომ გ--------–--------–ს უარი ეთქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე, ვინაიდან მან არ ითანამშრომლა გამოძიებასთან და არ დაასახელა მასთან ერთად დანაშაულში მონაწილე ორი პირის ვინაობა. მიუხედავად ამისა, დასკვნითი სიტყვების წარმოთქმის ეტაპზე დაცვის მხარემ ითხოვა სასამართლოს გაეზიარებინა ბრალდებულის მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება და მის მიმართ დაენიშნა შეძლებისდაგვარად ნაკლები ზომის სასჯელი. ამ შემთხვევაშიც კი გ--------–--------–მა განმარტა, რომ არაფერი ქონდა სათქმელი საბოლოო სიტყვაში და დაეთანხმა ადვოკატის მოთხოვნას.

 

გარდა ამისა, მსჯავრდებულ გ--------–--------–ს არ მიუმართავს შესაბამისი ორგანოებისათვის და არ გაუკეთებია განმარტება, თუ რამ განაპირობა მისი, როგორც „უდანაშალო პირის“ მხრიდან აღიარებითი ჩვენების მიცემა. აღნიშნული მსჯავრდებულმა განაცხადა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე და ამ შემთხვევაშიც, დაცვის მხარის მიერ გაჟღერებული პოზიციის გასამყარებლად არ მომხდარა არგუმენტირებული მსჯელობის წარმოდგენა. იმ პირობებშიც კი, თუ მივიჩნევთ, რომ გამოკითხვის დროს გ--------–--------–ზე პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან ადგილი ქონდა ძალადობას და მუქარას, მას აღნიშნულის შესახებ შეეძლო განეცხადებინა აღკვეთის ღონისძების შერჩევის შესახებ შუამდგომლობის, წინასასამართლო სხდომის ან საქმის არსებითად განმხილველი მოსამართლის წინაშე. თითოეულ შემთხვევაში იგი წარედგინა მიუკერძოებელ და ობიექტურ სასამართლოს, სხდომები მიმდინარეობდა საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ბრალდებულს სრულყოფილად განემარტა უფლებები და მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, სარგებლობდა დამცველის უფლებით, რა პირობებშიც მან დაადასტურა, რომ თავს სრულად ცნობდა დამნაშავედ და მტკიცებულებებს არ ხდიდა სადავოდ.

 

ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას და სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მიერ საპროცესო შეთანხმებისა და მტკიცებულებათა უდავოდ ცნობის შესახებ მხარეთა შეთანხმების ერთმანეთთან გაიგივება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომლეზედაც მხარეები შეთანხმდებიან. ამდენად, გამოკვლევის გარეშე ფაქტის მტკიცებულებად მიჩნევა არის საპროცესო კანონმდებლობით ცალკე დარეგულირებული საკითხი, აღნიშნულის შესახებ განცხადებას მხარეები აკეთებენ სასამართლოს წინაშე და მას არანაირი კავშირი არ აქვს ბრალდებისა და დაცვის მხარეს შორის რაიმე ფორმის შეთანხების ან გარიგების დადებასთან.

 

ამდენად, პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის მსჯელობას, თითქოსდა საქმეზე არ მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც მიუთითებდა გ--------–-------–ის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაზე. ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე პალატამ იქონია ამომწურავი მსჯელობა, რის საფუძველზეც დადგინდა, რომ მოწმეთა გამოკითხვის ოქმებსა და სხვა სახის წერილობით მტკიცებულებებს შორის არ იკვეთება რაიმე სახის წინააღმეგობები და შეუსაბამო გარემოებები. მათი საერთო ანალიზი პალატას აძლევს დასკვნის საფუძველს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი გ--------–--------–-, 2018 წლის 06 ივლისს დაახლოებით 02:00 საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–-------------ი, ზემო პლატოს მე-2 მ/რ-ნი, №---ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცდილობდა ჯგუფურად, გამოძიებით დაუდგენელ პირებთან ერთად ფარულად, მართლსააწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ზ----------–----ის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებდან დაუფლებოდა დიზელის ტიპის საწვავს.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ გ--------–--------–-ს ქმედებაში იქნებოდა დანაშაულის შემადგენელი ნიშნები, საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგი არ წამოადგენს დანაშაულს, ვინაიდან მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რაც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ ქმედების მცირე მნიშვნელობის დასადგენად საკმარისი არ არის აპელირება მხოლოდ მატერიალური ზიანის ოდენობაზე. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში გააკეთა განმარტება და მიიჩნია, რომ მხოლოდ მატერიალურ ზიანზე აპელირება არ გამომდინარეობს საქართველოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან. იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნული მახასიათებლებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2017 წლის 7 მარტის №---------------–-–------------------------ გადაწყვეტილებები). განსახილველ შემთხვევაში, აღსანიშნავია, რომ სახეზე გავქვს დანაშაულის მცდელობდა და გაურკვეველია, რა ღირებულების ქონების დაუფლებისაკენ იყო მიმართული ბრალდებულის განზრახვა. ამასათან, გ--------–-------–ის მიერ ჩადენილი დანაშაულის ვითარების, მისი საზოგადოებრივად საშიში ხასიათის, დანაშაულის ჩადენის ხერხის და მისი მონაწილეობის ხარისხის გათვალისწინებით, პალატა ვერ შეაფასებს მსჯავრდებულ გ--------–-------–ის ქმედებას ისეთი მცირე მნიშვნელობის მქონედ, რომ მის მიმართ გავრცელდეს საქართევლოს სსკ-ის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი.

 

პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში; აღნიშნულ პროცესში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ქონდათ სრული შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები; სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას. სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლომ სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).

 

ბრალდების მხარის მიერ წაროდგენილ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის საფუძველზე, პალატა აღნიშნავს, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ გ--------–-------–ის ბრალეულობას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, ჯგუფურად, ავტოსანტრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით. რაც შეეხება მსჯავრდებულ გ--------–-------–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მსჯავრდებულის პიროვნება, მისი წარსული ცხოვრება, ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროება და განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი, რისი შეცვლის საფუძველიც არ არსებობს.

 

შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი გ--------–-------–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი - სამართლიანი, რის გამოც სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ გ--------–-------–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივარის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 09 ოქტომბრის განაჩენი;

 

გ--------–--------–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“, „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 05 სექტემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------–--------–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

გ--------–--------–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან -

2018 წლის 06 ივლისიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკი - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2.

„მიცუბიშ აირტრეკის“ ფირმის ავტომანქანა, 2 ცალი სამსუნგის ფირმის და ერთი ცალი აიფონის ფირმის მობილური ტელეფონი - დაუბრუნდეთ მესაკუთრეებს. 3. მუქი ფერის ნაჭრის ხელთათმანები და ორი ცალი სამ ლიტრიანი, ექვს ლიტრიანი ბოთლი და შლანგი

- განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე