განჩინება/გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100210118002447492
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
საქმე №2/ბ-1158-2018 26 თებერვალი, 2019 წელი
ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა
სხდომის მდივანი - ეკატერინე ქორიძე
აპელანტი - ე-–---- დ-------–---–ი
წარმომადგენელი - ლ-–--–------ე
მოწინააღმდეგე მხარე - ც---–- ფ---–--ე
წარმომადგენელი - ი---------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება
1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ე-–---- დ-------–---–ის სარჩელი ც---–- ფ---–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ დაადგინა: დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.1. 2012 წლის 13 მარტს გაფორმებული N7-- იპოთეკის ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------სა (იპოთეკარი) და ვ--–---- დ-------–---–ს (პ/ნ1----------) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N6-- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით და იპოთეკარსა და ე-–---- დ-------–---–ს (პ/ნ0----------) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N6-- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკარსა და ლ-–------------ეს (პ/ნ0----------) შორის 2012 წლის 07 მარტს გაფორმებული N6-- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, იპოთეკარსა და ბ------- დ----ეს (პ/ნ0----------) შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული N8-- საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, ე-–--- დ-------–---–მა იპოთეკით დატვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება-მდებარე ქ. თბილისი ქ--------–ის ქ.14 დაზუსტებული ფართობი 545 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0--------------- მომზადების თარიღი:02.05.2011წ. აღნიშნული ხელშეკრულებით დადგენილია, რომ იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია იპოთეკარსა და ბ------- დ----ეს შორის 2011 წლის 10 თებერვალს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება N8-- შემდეგი მოცულობით: ხელშეკრულების თანხა შეადგენს 6400 ევროს ხელშეკრულების ვადა შეადგენს 31 დღეს სარგებლის ოდენობა შეადგენს წლიურ 36 პროცენტს. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არსებულ ფაქტიურ ჯარიმა საურავებს, რაც მესაკუთრისათვის ცნობილია. მოცემული იპოთეკა ასევე უზრუნველყოფდა აღნიშნული საკრედიტო ხაზის მომსახურების ხელშეკრულებების ქვეშ გაფორმებულ ნებისმიერ საკრედიტო ხელშეკრულებებსაც. 2.2. 2012 წლის 05 ოქტომბერს ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ გაცემული იქნა N1-------4 სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებების შესაბამისად ვ--–---- დ-------–---–ს, ე-–--- დ-------–---–ს, ლ-–------------ეს, ბ------- დ----ეს დაეკისრათ გარკვეული თანხა მათ შორის ბ------- დ----ეს დაეკისრა გადასახდელად 17929.06 ევრო საიდანაც 5709 . 98 ევრო არის ძირითადი თანხა 3239.74 ევრო არის დარიცხული პროცენტი, 8979.34 ევრო არის დარიცხული ჯარიმა -საურავი. აღნიშნული დოკუმენტის შესაბამისად მოვალეებს ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე 2012 წლის 5 ოქტომბრიდან ძირითად თანხაზე ეკისრებათ საურავი 0,3 პროცენტი-ის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე, ასევე ერიცხება პროცენტი წლიური 36 პროცენტის ოდენობით აღსრულების დაწყებამდე და ასევე ერიცხება ადვოკატის ხარჯები. ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 2012 წლის 14 აპრილს. აღმასრულებლის მიერ ბ------- დ----ეს და სხვებს 2012 წლის 11 ოქტომბერს კერძო აღმასრულებლის-ნ-----------–---–ის მიერ გაეგზავნათ წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. 2.3. 2012 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0--------------- მესაკუთრე ე-–---- დ-------–---–მა გაყიდა 240000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტ ლარში და იყიდა შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ში. მოსარჩელის განმარტებით იმისათვის , რომ აღნიშნული ქონება დაბალ ფასად არ გაყიდულიყო აუქციონზე, ამიტომ გაყიდა კრედიტორზე კარგ ფასად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკა უქმდება თუ იგი საკუთრებასთან ერთად პირის ხელში აღმოჩნდება. აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომ მიღებული თანხით ე-–---- დ-------–---–ის მიერ გადახდილი იქნა ბ------- დ----ის დავალიანება შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ს მიმართ, რომელიც წარმოადგენდა 18316 .01 ევროს და რომელიც გამომდინარეობდა იპოთეკისა და სესხის ხსენებული ხელშეკრულებებიდან. მოცემული გარემოება დასტურდება 2012 წლის 22 ოქტომბრის N8 შემოსავლის ორდერით. მოწმეთა ჩვენებით და თვით მოსარჩელის განმარტებითაც დადგენილია, რომ მოსარჩელემ ბ------- დ----ის გარდაცვალება გაიგო მისი გარდაცვალებისთანავე . 2.4. აღსრულების ეროვნული ბიუროს წერილით დადგენილია, რომ კერძო აღმასრულებლის ნ-----------–---–ის წარმოებაში იყო სააღსრულებო საქმე ნოტარიუს ნ--------------------–ის მიერ 2012 წლის 05 ოქტომბერს გაცემული N1-------4 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც ვ--–---- დ-------–---–ს , ე-–---- დ-------–---–ს,, ლ-–------------ეს და ბ------- დ----ეს დაეკისრათ შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ს სასარგებლოდ ფულადი ვალდებულების შესრულება. სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა განხორციელებულიყო ე-–---- დ-------–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის-საკადასტრო კოდით 0--------------- რეალიზაცია. სააღსრულებო წარმოება დასრულებულია კრედიტორის განცხადების საფუძველზე. იპოთეკის საგნის რეალიზაცია არ განხორციელებულა. მოწმეთა ჩვენებით დადგენილია, რომ ჯერ კიდევ 2012 -2013 წლებში თხოვდა მოსარჩელე მოპასუხეს აღნიშნული თანხის დაბრუნებას. 2.5. 2017 წლის 8 ნოემბრის რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ საგნის-უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0--------------- რეგისტრირებულია შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ს სახელზე. 2018 წლის 10 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3----------- საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბ------- დ----ის სახელზე. 2018 წლის 10 მაისს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3----------- საჯარო რეესტრში აღრიცხულია ბ------- დ----ის სახელზე. 2.6. 2017 წლის 14 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ბ------- დ----ე გარდაიცვალა 2016 წლის 26 ოქტომბერს და შესაბამისად გაიხსნა სამკვიდრო აწ. გარდაცვლილი ბ------- დ----ის დანაშთი ქონება მათ შორის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------, საკადასტრო კოდით 3----------- მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღოს დედამ -ც---–- ფ---–--ემ, შესაბამისად იგი სამკვიდრო ქონების ფარგლებში ბ------- დ----ის გარდაცვალების შემდგომ ბ------- დ----ის უფლებამონაცვლეა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით 2.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის შესაბამისად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. 2.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. 2.9. მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ უკვე მოთხოვნა წარმოეშვა 2012 წლის 22 ოქტომბერს. 2.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის შესაბამისად გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის შესაბამისად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. 2.11. 2017 წლის 14 ივლისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დადგენილია, რომ ბ------- დ----ე გარდაიცვალა 2016 წლის 26 ოქტომბერს და შესაბამისად გაიხსნა სამკვიდრო აწ. გარდაცვლილი ბ------- დ----ის დანაშთი ქონება მათ შორის უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-----------, საკადასტრო კოდით 3----------- მემკვიდრეობით საკუთრებაში მიიღოს დედამ -ც---–- ფ---–--ემ, შესაბამისად იგი სამკვიდრო ქონების ფარგლებში ბ------- დ----ის გარდაცვალების შემდგომ ბ------- დ----ის უფლებამონაცვლეა მოცემულ სამართლებრივ ურთიერთობაში. 2.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის შესაბამისად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2.13. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის შესაბამისად მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. 2.14. სსკ-ის 1488-ე მუხლის შესაბამისად დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: # ას-143-136-2010, 07.10.2010წ; # ას- 968-1269-2007, 22.02.2008წ.). 2.15. ს.ს.კ.-ის 1488-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას; განსახილველ შემთხვევაში გამსესხებელი აცხადებს, რომ მისთვის ცნობილი იყო მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, აღნიშნულ ფაქტს მოწმეებიც ადასტურებენ. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაშიც, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორისათვის უცნობი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ, მოსარჩელეს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ვადა მაინც დარღვეული აქვს. მოსარჩელემ სესხის თანხა დაფარა 2012 წლის 22 ოქტომბერს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნა უფლება წარმოეშვა იმავე დღესვე. მამკვიდრებელი გარდაიცვალა 2016 წლის 26 ოქტომბერს, სამკვიდრო გაიხსნა იმ დღესვე, შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, მოთხოვნის წარდგენის ვადა 2017 წლის 26 ოქტომბრამდე ჰქონდა მოსარჩელეს. დადგენილია, რომ აღნიშნულ ვადაში პრეტენზიის წარდგენის თაობაზე კი მოსარჩელეს არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. 2.16. მოპასუხემ შესაგებელშიც და სასამართლო სხდომაზეც თავის პოზიციის დაფიქსირებისას განაცხადა მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე. 2.17. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის შესაბამისად სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. 2.18. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის შესაბამისად თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება,თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. 2.19. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის შესაბამისად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო.თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. 2.20. ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე და ბ------- დ----ე ვალდებულებით ურთიერთობაში (მოსარჩელის ქონება დატვირთული იყო იპოთეკით ბ------- დ----ის სესხის უზრუნველსაყოფად) იყვნენ და ბ------- დ----ის მიერ ვერ მოხდა ვალდებულების შესრულება ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, შესაბამისად დაირღვა ვალდებულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. 2.21. 2012 წლის 22 ოქტომბრის უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ში იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 0--------------- მესაკუთრე ე-–---- დ-------–---–მა გაყიდა 240000 ა.შ.შ. დოლარის ექვივალენტ ლარში და იყიდა შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ში. მოსარჩელის განმარტებით იმისათვის, რომ აღნიშნული ქონება დაბალ ფასად არ გაყიდულიყო აუქციონზე, ამიტომ გაყიდა კრედიტორზე კარგ ფასად. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ იპოთეკა უქმდება თუ იგი საკუთრებასთან ერთად პირის ხელში აღმოჩნდება. აღნიშნული ხელშეკრულების შემდგომ მიღებული თანხით ე-–---- დ-------–---–ის მიერ გადახდილი იქნა ბ------- დ----ის დავალიანება შ.პ.ს. ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ი--------- ჯ--------“-ს მიმართ, რომელიც წარმოადგენდა 18316 .01 ევროს და რომელიც გამომდინარეობდა იპოთეკისა და სესხის ხსენებული ხელშეკრულებებიდან. მოცემული გარემოება დასტურდება 2012 წლის 22 ოქტომბრის N8 შემოსავლის ორდერით. 2.22. სარჩელის შინაარსითა და წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებით სახეზეა დამდგარი ზიანი, რომლის მოთხოვნის უფლება წარმოიშვა 2012 წლის 22 ოქტომბერს მას შემდეგ, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სესხის თანხა. ბ------- დ----ე გარდაიცვალა 2016 წელში, სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 8 იანვარს. 2.23. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის შესაბამისად ხანდაზმულობის დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ხანდაზმულობის ვადა არის სამი წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ. მოცემულ სარჩელზე გასულია სასარჩელო ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, რაც ასევე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე-–---- დ-------–---–მა: ფაქტობრივი საფუძვლები 3.1. მოსარჩელე მხარემ დაასაბუთა, რომ გარდაცვალებამდე ბ------- დ----ე პირდებოდა ვალის გადახდას, გარდაცვალების შემდეგ მისი მეუღლე პირდებოდა ვალის დაფარვას წლისთავის გასვლის შემდეგ, რაც დაადასტურა მოწმემაც, რაზეც სასამართლომ საერთოდ არ გაამახვილა ყურადღება. ასევე საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბ------- დ----ის მეუღლემ სამკვიდროს მიღებაზე უარი თქვა, რის შესახებაც აპელანტისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის აღძვრის შემდეგ. ამდენად მოსარჩელე მხარეს თავისი ბრალეულობით ვადა არ აქვს გაშვებული და მასზე აპელირება გადაწყვეტილებაში არის უკანონო და უსაფუძლო. სამართლებრივი საფუძვლები 3.2. სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა. ასევე სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებებს არასწორი შეფასება მისცა, არ გაითვალისწინა აპელანტის მოსაზრება. სასამართლომ საერთოდ ყურადღება არ გაამახვილა და სათანადო შეფასება არ მისცა მოწმის ჩვენებას, რომელმაც განაცხადა, რომ მოსარჩელეს ეგონა ბ------- დ----ის მემკვიდრე იყო მისი მეუღლე და ისინი მოლაპარაკებას აწარმოებდნენ მასთან, რომელიც პირდებოდა მათ წლისთავის შემდეგ ამ ვალის გადახდაზე. სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ მათთვის გახდა ცნობილი, რომ გარდაცვლილი ბ------- დ----ის მეუღლეს სმკვიდროზე უარი უთქვამს ბ------- დ----ის დედის მოპასუხის სასარგებლოდ და ამის შემდეგ მათ მიაკითხეს მოპასუხეს, რომელმაც განუცხადათ რომ არაფერი იცის და ამ საკითხებს წყვეტს მისი შვილი ზვიადი დ----ე, რომელსაც არაერთხელ შეხვდნენ. თავიდან ზვიად დ----ემ განუცხადა, რომ ის გაერკვეოდა საკითხში და მერე უპასუხებდა ბოლოს კი უარი განაცხადა ვალის გადახდაზე. სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კანონმდებლობა და არასწორად შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულება.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს: ფაქტობრივი დასაბუთება 4.1. დადგენილია, რომ 2011 წლის 10 თებერვალს ბ------- დ----ემ (მოვალე) შპს მისო ი--------- ჯ--------საგან (კრედიტორი) 31 დღის ვადითა და წლიური 36% სარგებლით ისესხა 6400 ევრო. 4.2. გარდა ამისა, 2012 წლის 7 მარტს კრედიტორმა თანხა ასესხა სხვა პირებსაც, მათ შორის - აპელანტს. 4.3. ამ ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად 2012 წლის 13 მარტის ხელშეკრულებით კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა აპელანტის კუთვნილი უძრავი ქონება. 4.4. მოვალეებმა ვალდებულება ვერ შეასრულეს და, ამის გამო, 2012 წლის 5 ოქტომბერს ნოტარიუსმა იძულებით აღსასრულებლად სააღსრულებო ფურცელი გასცა. 4.5. სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალის ვალდებულება კრედიტორის წინაშე 17 929,06 ევროს შეადგენდა. 4.6. აღსრულების პროცესში კრედიტორი და აპელანტი მორიგდნენ. 4.6.1. აპელანტმა კუთვნილი უძრავი ქონება ნებაყოფლობით გაასხვისა და გასხვისების შედეგად მიღებული თანხით 2012 წლის 22 ოქტომბერს, სხვათა შორის, მოვალის ვალი, 18 316,01 ევრო გადაიხადა. 4.7. 2016 წლის 26 ოქტომბერს მოვალე გარდაიცვალა. 4.7.1. მისი სამკვიდრო დედამ, ც---–- ფ---–--ემ (მოპასუხე) მიიღო. 4.8. 2018 წლის 8 იანვარს აპელანტმა სარჩელი აღძრა თბილის საქალაქო სასამართლოში მოვალის მეუღლის, ნ-----------–---–ის წინააღმდეგ და მისთვის თანხის დაკისრება მოითხოვა, თუმცა მოგვიანებით მან ეს სარჩელი გამოიხმო. 4.8.1. ამის გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის განჩინებით აპელანტის სარჩელი ნ-----------–---–ის მიმართ განუხილველი დარჩა. 4.9. ამავდროულად, 2018 წლის 15 მარტს აპელანტმა სარჩელი მოპასუხის მიმართაც აღძრა. სამართლებრივი დასაბუთება 4.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 292-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრე უფლებამოსილია დააკმაყოფილოს კრედიტორი, როცა მოთხოვნის შესრულების ვადა უკვე დადგა, ან როცა პირადი მოვალე უფლებამოსილია შეასრულოს შესაბამისი მოქმედება. 4.10.1. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი თუ მესაკუთრე არ არის პირადი მოვალე, მოთხოვნა გადადის მასზე მაშინ, როცა მესაკუთრე კრედიტორს დააკმაყოფილებს. 4.11. დადგენილია, რომ აპელანტი იყო იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე. 4.11.1. კრედიტორის მიმართ მოთხოვნის შესრულების ვადა 2011 წლის მარტში დადგა. 4.11.2. მოვალემ ვალდებულება ვერ შეასრულა და ამის გამო, კრედიტორი აპელანტმა დააკმაყოფილა. 4.11.3. მოვალის მიმართ კრედიტორის მოთხოვნის მოცულობა მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია. 4.11.4. ამის შესაბამისად, კრედიტორის დაკმაყოფილების შემდეგ, ე.ი. 2012 წლის 22 ოქტომბრიდან აპელანტმა მოვალის მიმართ არსებულ სასესხო ურთიერთობაში დაიკავა კრედიტორის ადგილი და მოვალეს მის მიმართ 18 316,01 ევროს გადახდის ვალდებულება წარმოეშვა. 4.12. ამის მიუხედავად, პალატა ეთანხმება რაიონულ სასამართლოს, რომ აპელანტს მოსარჩელის მიმართ მოთხოვნის უფლება დაკარგული აქვს. 4.12.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად: 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. 2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. 3. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. 4.12.2. აპელანტი ადასტურებს, რომ მისთვის მოვალის გარდაცვალების თაობაზე იმთავითვე ცნობილი იყო. ეს დგინდება სარჩელითა და სააპელაციო საჩივრითაც, რომელშიც მითითებულია, რომ მოვალის გარდაცვალების შემდეგ, აპელანტს ვალის გადახდას მისი მეუღლე „წლისთავის გასვლის შემდეგ“ ჰპირდებოდა - აპელანტისათვის მოვალის გარდაცვალების ფაქტი უცნობი რომ ყოფილიყო, „წლისთავის გასვლის შემდეგ“ ვალის დაბრუნების დაპირებას ვერ მიიღებდა. 4.12.3. ამის შესაბამისად, მას მოვალის მემკვიდრისათვის მოთხოვნა 2016 წლის 26 ოქტომბრიდან ექვსი თვის ვადაში, ე.ი. 2017 წლის 26 აპრილამდე უნდა წარედგინა. 4.12.4. აპელანტს კი, არათუ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია, არამედ არც კი მიუთითებია, თუ როდის და რა ვითარებაში წარუდგინა პრეტენზია მოვალის მემკვიდრეს კანონით დადგენილ ვადაში. 4.13. ეს გარემოება არც რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებით დგინდება. 4.13.1. მოწმემ, აბესალომ ბიბიაშვილმა მის მიმართ მოვალის ვალდებულებებისა და სხვა სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე ისაუბრა და, ბოლოს, ისიც კი აღნიშნა, რომ მოვალის გარდაცვალების წლისთავამდე მის ოჯახში საკუთარი ვალის მოსათხოვადაც კი არ მისულა (რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს სხდომის ოქმი: 13:56:03-13:59:01). 4.13.2. მოწმის, ივანე ვარდიაშვილის ჩვენება კი დავის საგანთან კავშირში საერთოდ არ ყოფილა და მან პირდაპირაც განმარტა, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციისა და აქედან წამოშობილი ურთიერთობების შესახებ არაფერი იცოდა. 4.14. დადგენილია, რომ აპელანტის ოჯახის წევრებსა და მოვალეს იმდენად ახლო მეგობრული და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ, რომ აპელანტმა მისი ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით საკუთარი ქონებაც კი დატვირთა. 4.14.1. ეს გარემოება რაიონული სასამართლოს 2018 წლის 7 აგვისტოს სხდომაზე აპელანტის წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. იგივე დასტურდება მოწმის, აბესალომ ბიბიაშვილის ჩვენებითაც. 4.14.2. ამ ვითარებაში, პალატა არასარწმუნოდ მიაჩნია, რომ აპელანტისათვის მოვალის მემკვიდრეების თაობაზე ინფორმაცია უცნობი იყო. 4.14.3. თუმცა, ასეც რომ ყოფილიყო, როგორც მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა: „კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის #71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი)“ – (სუსგ - 18 აპრილი 2017 წელი, №ას-171-160-2017, პ. 19.2.). 4.14.4. უდავოდ არის დადგენილი, რომ აპელანტს არც ზემოხსენებული ქმედება განუხორციელებია. 4.14.5. ამრიგად, მისი მოთხოვნა უსაფუძვლოა. 4.15. პალატა ეთანხმება რაიონული სასამართლოს პოზიციას სასარჩელო ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუმცა რადგან აპელანტს მოთხოვნის უფლება დაკარგული აქვს, ამ საკითხის დამატებით კვლევას აუცილებლად აღარ მიიჩნევს.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელი.
6. საპროცესო ხარჯები სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე-–---- დ-------–---–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. დარჩეს უცვლელი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილება;
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ჩაბარებიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით;
5. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება განჩინების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია განჩინების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს განჩინების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება განჩინების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
თავმჯდომარე სიმონ ჩხაიძე
მოსამართლეები ნანა კალანდაძე
ლაურა მიქავა