განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100115782719
ინსტანცია
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100115782719

საქმე №1ბ/1418-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე: ვეფხია ლომიძემ

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

ლელა ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: მ-----–------ის

ადვოკატის: ნ--------------ის

დაზარალებულის უფლებამონაცვლის: ს----------------ანის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ-----–------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0------) გამართლებულის რ-------–---------------ს მიმართ (მონაწილეობის გარეშე). რ-------–-----------–------------------ დაბადებულია 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თ---–------–-----------------ში.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით რ-------–---------------მ ჩაიდინა განზრახ მკვლელობა.

 

საბრალდებო დასკვნის თანახმად: რ-------–---------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა რ------–-----------ის განზრახ მკვლელობა. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2003 წლის 21 ივლისს რ-------–---------------მ გააჩერა კერძო ტაქსი - ,,ტოიოტა ქრაუნი“, სახელმწიფო ნომრით - A------, რომელსაც მართავდა რ------–-----------ი და თბილისში, წ------- და მ------–---–-------ების მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას იქვე არსებულ ტყე-პარკში დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა რ------–-----------ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რ------–-----------ი ქალაქის N1----------------–- მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით:

რ-------–--------------- უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორმა მ-----–------ემ.

 

სააპელაციო საჩივრით აპელანტმა მოითხოვა რ-------–---------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა, რადგან ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სასამართლოს წარუდგინა ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა შეფასების შედეგად ობიექტური პირი დარწმუნდებოდა იმაში, რომ რ-------–---------------მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული. შესაბამისად, იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით. 2007 წლის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე დანიშნული სასჯელი ¼-ით უნდა შეუმცირდეს და მოსახდელად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რ-------–---------------ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროკურორ მ-----–------ის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ რ-------–---------------ს მიმართ უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს კონსტიტუციის 85–ე მუხლის მე–3 ნაწილის შესაბამისად, „სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე“.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამომძიებელი, პროკურორი, მოსამართლე და სასამართლო მტკიცებულებებს აფასებენ თავიანთი შინაგანი რწმენით“. მე–3 ნაწილის თანახმად, „განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას“. ამავე კოდექსის მე–20 მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით“.

 

საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 132–ე მუხლის თანახმად, „თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით – დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. გამომძიებელი, პროკურორი და მოსამართლე მტკიცებულებას აფასებენ თავისუფლად, შინაგანი რწმენით. ეჭვი დამნაშავეს პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. ამავე კოდექსის 503–ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, „გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლოს განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე“.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეში არსებული მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ რ-------–---------------ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ რ-------–---------------ს დანაშაულებრივი ქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ–ის 108–ე მუხლით, დადასტურებულია სასამართლო გამოძიების დროს დაკითხული ბრალდების მოწმეების ჩვენებებით და გამოკვლეული მტკიცებულებებით.

 

პალატა აანალიზებს როგორც პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე, ისე სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე წარმოდგენილ და გამოკვლეულ მტკიცებულებებს, რომელთა ურთიერთშეჯერებით დგინდება, რომ მოცემული შემთხვევის დროს გამართლებულსა და დაზარალებულს (გარდაცვლილ რ------–-----------ს) შორის მომხდარი ინციდენტის შემსწრე არავინაა. პირები, რომლებიც დაიკითხნენ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპელაციო სასამართლოში, ფაქტობრივ გარემოებას ვერ აღწერენ. გარდა ამისა, საქმეზე მხარეთა შეჯიბრობითობის პრიციპის დაცვით გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები, რომელთა საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებთან ურთიერთშეჯერებით უტყუარად ვერ დასტურდება ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით რ-------–---------------ს მიერ განსახილველი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი, ხოლო აღნიშნული დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას პალატას აძლევს შემდეგი მტკიცებულებები:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს-----------------ანმა დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ გარდაცვლილი რ------–-----------ი იყო მისი უფროსი ძმა. შემთხვევის ღამეს დაურეკეს და აცნობეს, რომ მისი ძმა იყო სავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში. საავადმყოფოში თავის დეიდაშვილთან ერთად მივიდა. იქ შეიტყო, რომ რ------–ს ჰქონდა 4 თუ 5 ჭრილობა და ოპერაციის ჩატარების მიუხედავად გარდაიცვალა. მოწმემ განმარტა, რომ მისი ძმა ,,ტაქსაობდა“- სამუშაოდ გადიოდა ღამით 11:00 - 12:00 საათიდან და მუშაობდა დილამდე, სანამ ავტობუსები დაიწყებდნენ მოძრაობას. როგორც მისთვის ცნობილია, შემთხვევამდე რ------–-----------ი რამდენჯერმე დააყაჩაღეს, რის გამოც ტაქსით მუშაობას უშლიდა, რადგან მიაჩნდა, რომ საშიში იყო ღამის საათებში გარეთ ყოფნა. რ-------–---------------ს არ იცნობს და დანაშაულთან მისი შესაძლო კავშირის შესახებ პოლიციისგან შეიტყო.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაზარალებულის უფლებამონაცვლე ს-----------------ანმა დაადასტურა გამოძიების დროს და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენებები.

 

სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხულმა მოწმე რ------------–--ამ დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში და პირველი ინსტანციის სასამართლოში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მისთვის უცნობია, ვინ მიაყენა ჭრილობა გარდაცვლილს. შემთხვევის ღამეს იმყოფებოდა სახლში - მ------–---–----------ე დედასთან ე--------------–---სთან ერთად, რა დროსაც სამზარეულოს ფანჯრიდან დაინახა, როგორ გადაადგილდებოდა ეზოში მამაკაცი, რომელსაც ხელები მიფარებული ჰქონდა ყელზე და ითხოვდა შველას. იგი გავიდა ეზოში, გაუტანა თეთრი ნაჭერი და პლედი და დაუძახა მეზობლებს მისახმარებლად. დაჭრილმა უთხრა, რომ ,,მანქანა აყენია ზევით“, ,,ყელი გამომჭრეს“, ,,მუცელი მებერება, სისხლს ვყლაპავო“. ადგილზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარება და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს შს სამძებრო განყოფილების ინსპექტორმა მ------------–-------ძემ როგორც პირველი ინსტანციის, ისე სააპალაციო სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ 2003 წელს 21 ივლისს ღამე შეტობინების საფუძველზე დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების სისხლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებთან მ----------–---სთან, ჯ----–-–-----–-ასთან და პ---–------------თან ერთად მივიდა მ------–---–----------ე, სადაც რ------------–--ასგან გაიგო, რომ დაჭრილმა უთხრა, ,,მანქანა ზევით აყენიაო“. გარდაცვლილი ნახა საავადმყოფოში.

 

სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემ წარმოადგინა წერილობითი შუამდგომლობა ბრალდების მხარის მოწმეების ე--------------–---ს, ჯ-----------------ას, ლ--–--------ის და ა--------------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნების შესახებ. დასახლებული პირთა ჩვენები გამოქვეყნებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოშიც. 1998 წლის რედაქციის საქართველოს სსსკ-ის 481-ე მუხლის საფუძველზე შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.

 

მოწმე ე--------------–---ს გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად 2003 წლის 20 ივლისს, გვიან ღამით ეზოდან შემოესმა ხმაური, ქალიშვილი - რ------------–--ა ეძახდა. ეზოში დაინახა 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც შველას ითხოვდა და ხელები ჰქონდა ყელზე მოჭერილი, ყელიდან კი სისხლის სდიოდა. მამაკაცი დაეცა მიწაზე, ზურგის მხარეს პერანგი ჰქონდა დასისხლიანებული. მამაკაცმა კითხვაზე უპასუხა, რომ ტაქსის მძღოლი იყო, სცემეს და დაჭრეს, ვინ დაჭრა, არ უთქვამს. მანვე უპასუხა, რომ ,,ისანში’’ ცხოვრობდა. მეზობელმა გამოიძახა სასწრაფო დახმარება. მათი მისვლისას უცნობი გონებაზე იყო, თუმცა თქვა, რომ ძალა აღარ ჰქონდა და ბევრს ვერ ილაპარაკებდა. იგი დაახლოებით 03:00 საათზე წაიყვანა სასწრაფო დახმარებამ საავადმყოფოში.

 

მოწმე ა--------------------ის გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად 2003 წლის 10 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე ტუ--------–---------------–-------------------------------–ი ცენტრიდან, სადაც იწვა სამკურნალოდ, გავიდა საავადმყოფოს შემოსასვლელთან - მ------–---–----------ე მდებარე სავაჭრო ჯიხურთან. ცოტა ხანში დაინახა, რომ მ------–---–-------იდან მოდიოდა მისთვის უცნობი ორი ახალგაზრდა მამაკაცი. ერთ-ერთმა მიმართა მეორეს: ,,წამო დროზე, წავიდეთ აქედან, ძალიან ბევრი ,,ძაღლი“ ტრიალებს აქ, რაც რ----მ ტაქსისტი მოკლა“. შემხვედრ კითხვაზე, თუ ვისზე იყო საუბარი, უპასუხა : ,,ე-----------მ, ციხიდან რომ არის გაქცეული“. მოსაუბრემ კი უპასუხა: ,,მაგას სულ ტაქსისტებთან აქვს კონფლიქტი“. ა--------------------მა განმარტა, რომ მოსაუბრეთა ამოცნობას ვერ შეძლებს.

 

მოწმე ჯ-----------------ას გამოძიებაში მიცემული ჩვენების თანახმად 2003 წელს მკურნალობდა ტუ--------–----------------–-------------------------------– ცენტრში. ივლისის მეორე ნახევარში, დაახლოებით 00:30-01:00 საათებს შორის შუალედში ბრუნდებოდა საავადმყოფოში, რა დროსაც შეჩერდა სავაჭრო ჯიხურთან. გაჩერდა შავი ფერის, სავარაუდოდ, იაპონური წარმოების ავტომანქანა - ტაქსი და ავტომანქანიდან გადმოვიდა უცნობი ახალგაზრდა მამაკაცი, შევიდა ჯიხურში და გამოვიდა ლუდის ბოთლით ხელში და მიუხედავად იმისა, რომ ავტომანქანაში მძღოლის გარდა არავინ იჯდა, დაჯდა უკან სავარძელზე. ჯ-----------------ამ გააგრძელა გზა და დაინახა, როგორ აუხვია ავტომანქანამ მო------ს ქუჩაზე. მეორე დღეს ჯ-----------------ამ გაიგო, რომ გასულ ღამით საავადმყოფოს გვერდით მდებარე ტყე-პარკში მოკლეს ტაქსის მძღოლი. მოწმემ განმარტა, რომ კარგად დაამაახსოვრდა ახალგაზრდა მამაკაცი, რადგან მისი ქცევა მოეჩვენა საეჭვოდ. ის იყო დაახლოებით 20-25 წლის, სუსტი აღნაგობის, მაღალი, მოკლედ შეკრეჭილი ქერა თმით, რუსის ტიპის, აპრეხილი ცხვირით, მოგრძო სახით, ეცვა ღია ფერის პერანგი და მუქი ფერის შარვალი. მისი ამოცნობა შეუძლია.

 

მოწმე ლ--–--------ის გამოძიებისათვის მიცემული ჩვენების თანახმად, სამ–---–----------ს შესახვევში საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას შემოესმა ნაბიჯების ხმა. ქუჩა განათებული იყო ერთ-ერთი სახლის ეზოში ანთებული ნათურით. სამ–---–----------ს ზედა მხრიდან მისკენ მოძრაობდა უცნობი პიროვნება. ლ--–--------ე შიშის გამო ინსტიქტურად გაჩერდა და ხელები აწია ჰაერში. უცხო ახალგაზრდამ უთხრა, გაწეულიყო და ჩაურბინა გვერდზე ისე, რომ მარცხენა ხელი ჰკრა მარჯვენა მხარზე და სირბილით გააგრძელა გზა სავაჭრო ჯიხურისაკენ. ის იყო სუსტი, მაღალი ახალგაზრდა მამაკაცი. ეცვა შავი შარვალი, სახე და პერანგი წინიდან ჰქონდა დასისხლიანებული, ჰქონდა მოკლედ შეჭრილი ქერა თმა, ხელში არაფერი ეკავა. მოწმემ განმარტა, რომ, სავარაუდოდ, შეუძლია აღნიშნული პიროვნების ამოცნობა.

 

ბრალდების მხარის ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე, მოხსნილი იქნა საბრალდებო დასკვნაში მითითებული სხვა მოწმეების დაკითხვა და არ მომხდარა მათი წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენებების გამოქვეყნება. საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებები მხარეთა თანხმობით ჩაითვალა გამოქვეყნებულად.

 

საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ 2003 წლის 21 ივლისის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს თბილისში, წ------- ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. ,,ხუ---------------–ი“ არსებულ მოასფალტებულ გზაზე, სადაც გაჩერებულია ,,ტოიოტას’’ ფირმის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით A------. ავტომანქანის საჭეზე აღინიშნება მუქი მოწითალო ფერის ლაქები. უკანა მხარეს რეზინის საფენზე დევს 0,5 ლიტრის ტევადობის შუშის ბოთლი, წარწერით - ,,KAZBEGI”. ავტომანქანის წინ, მოპირდაპირე მხარეს გზასთან 18 მეტრში ნაპოვნი იქნა მოწითალო ფერის ხის ტარიანი დანა, ზომით 28 სმ (დანის პირი 17 სმ, ტარის ზომა 11 სმ). ავტომანქანის წინა მარჯვენა კარის სახელურიდან და საჭიდან აღებული იქნა მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების ნიმუშები. ავტომანქანაში აღმოჩენილი ლუდის ბოთლიდან აღებული იქნა 1 ცალი თითის კვალი, ასევე 1 ცალი დაქტილოფირი - დანის ზედაპირიდან.

 

დაზარალებულად ცნობის 2003 წლის 31 ივლისის დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი რ------------ის დედა ე-----------–---–-, რომელსაც მიადგა მორალური სახის ზიანი.

 

დაზარალებულად ცნობის შესახებ 2015 წლის 16 აპრილის დადგენილების თანახმად, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ე-----------–---–-ს გარდაცვალების გამო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი გარდაცვლილ რ------------ის ძმა ს----------------ანი.

 

2003 წლის 21 ივლისის საქართველოს რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს N----–-----------------------–-------ის ავადმყოფის სამედიცინო რუქა N5---ის თანახმად რ------------ს დაუფიქსირდა დიაგნოზი - ნაკვეთი ჭრილობა კისრის არეში. კლინიკის საბოლოო დიაგნოზი - ნაკვეთი ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე, ტრაქეას დაზიანება, გულმკერდის მარჯვენა ნახევრის შემავალი ჭრილობა, ქვედა წილის გამჭოლი ჭრილობა, დიაფრაგმის ჭრილობა, მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, ჰემორაგიული შოკი IV.

 

პირის ფოტოსურათით ამოსაცნობად წარდგენის 2003 წლის 24 სექტემბრის ოქმის თანახმად ლ--–--------ემ ამოიცნო რ-------–--------------- და განმარტა, რომ იგი 2003 წლის ივლისში, დაახლოებით ღამის 0100 საათზე სამ–---–--------------------------------კენ მოძრაობისას გარბოდა და შეეფეთა. მას სახე და პერანგი ჰქონდა სისხლიანი. ამოსაცნობი პირი ამოიცნო ვარცხნილობით და დამახასიათებელი გარეგნობით, პატარა აპრეხილი ცხვირითა და განიერი ნესტოებით.

 

პირის ფოტოსურათით ამოსაცნობად წარდგენის 2003 წლის 29 სექტემბრის ოქმის თანახმად ჯ-----------------ამ ამოიცნო რ-------–--------------- და განმარტა, რომ იგი 2003 წლის ივლისის მეორე ნახევარში, დაახლოებით ღამის 01:00 საათზე ქუჩის ასახვევთან გადმოვიდა შავი ფერის უცხოური მარკის კერძო ტაქსიდან, სავაჭრო ჯიხურში იყიდა ლუდი და კვლავ ჩაჯდა ავტომანქანის უკანა სავარძელზე, ტაქსი დაიძრა და აუხვია ქუჩაზე. მოწმემ განმარტა, რომ რ-------–--------------- ამოიცნო ვარცხნილობით, სახის მოყვანილობით, დამახასიათებელი გამოხედვით და რუსული აპრეხილი ცხვირით.

 

მიმალული ბრალდებულის ძებნის გამოცხადების 2003 წლის 02 ოქტომბრის დადგენილების თანახმად რ-------–---------------ს მიმართ გამოცხადდა ძებნა.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 2003 წლის 12 აგვისტოს დასკვნის თანახმად: ექსპერტიზაზე წარმოდგენილი დანის პირზე აღინიშნება ბაცი მოყვითალო და მუქი მოიისფრო-ლურჯი ფერის პოლიეთილენის ბოჭკოები საერთო გვარობრივი კუთვნილებისა რ------------ის წარმოდგენილი პერანგის ქსოვილის შემადგენელ ბოჭკოებთან.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 2003 წლის 29 აგვისტოს დასკვნის თანახმად: რ------------ის სისხლი მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს. წარმოდგენილი გ---------ის ზედა ჩასაცმელზე, შარვალზე, ქსოვილის ნაჭერზე, ფეხსაცმელზე (1 ცალი) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი, რომელიც მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს. წარმოდგენილ ხის ტარიან დანაზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლის, რომელიც მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს. ავტომანქანიდან ამოღებული 2 ცალ ბამბის ტამპონზე აღმოჩნდა ადამიანის სისხლის, რომელიც მიეკუთვნება AB(IV) ჯგუფს.

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალური გამოკვლევათა ცენტრის 2003 წლის 18 სექტემბრის დასკვნის თანახმად: წარმოდგენილ ტანსაცმელზე (მაისური) დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულ ლოკალიზებულ მონაკვეთებში არსებული დაზიანებები განვითარებულია ჭრით, ბრტყელი, ცალმხრივლესილი პირის მქონე საგნით, რაც არ გამორიცხავს მისი განვითარების შესაძლებლობას წარმოდგენილი დანით, ხოლო შარვალზე, ქსოვილის ნაჭერზე და ქოშზე რაიმე დაზიანება არ აღინიშნება. მაისურზე არსებული დაზიანებები ლოკალიზაციის არით ძირითადად შეესაბამება სამედიცინო დასკვნა N4---ში მითითებულ სხეულზე შესაბამის მიდამოში არსებულ დაზიანებებს. რაც შეეხება სამედიცინო დასკვნა N4---ში მითითებულ სხეულზე კისრის წინა ზედაპირზე არსებულ დაზიანებას, იგი ასახვას არ პოულობს ტანსაცმელზე.

 

სასამართლო ექსპერტიზის კრიმინალური სამსახურის 2003 წლის 20 აგვისტოს დასკვნის თანახმად: ხელის კვალი, ამოღებული რ------------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და გადაღებული დაქტილოფირზე ზომით 23X27 მმ არ არის დატოვებული ნიმუშის სახით წარმოდგენილ დაქტილობარათებში მითითებული პირებისაგან (გ. სო-------------–-----------–-------------------).

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2003 წლის 28 ივლისის დასკვნით დადგენილია, რომ ხელის ორი კვალი ამოღებული რ------------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე და გადაღებული გამჭვირვალე დაქტილოფირზე (ზომებით 23X29 მმ, 23X27 მმ) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია და არ არის დატოვებული რ------------ის მიერ. ხელის კვლები გადაღებული გამჭვირვალე დაქტილოფირზე (20X31 მმ, 23X28 მმ და 18X26 მმ) პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2003 წლის 21 ივლისის N4-- დასკვნის თანახმად, რ------–-----------ის სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული კისრის, გულმკერდის მარჯვენა და მარცხენა ნახევრის ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობების შედეგად, შინაგანი ორგანოების დაზიანებით.

 

პალატა მხარეთა მიერ კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად დადგენის კუთხით წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/გაანალიზებამდე მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებიდან სამართალწარმოების ყველა ეტაპზე (მათ შორის საქმის არსებითი განხილვა) სისხლის სამართლის საქმისწარმოება მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს. სასამართლო კი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს, არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას. ამასთან, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ მხარეთა არგუმენტების დაფიქსირება სასამართლო სხდომაზე, არამედ მათ მიერ გაცხადებული არგუმენტები/პოზიციები უნდა იყოს დადასტურებული კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით უშუალოდ და ზეპირად გამოკვლეული ერთმანეთან შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, რომელიც საკმარისობის და უტყუარობის თვალსაზრისით სასამართლოს მისცემს საფუძველს დადასტურებულად მიიჩნიოს ერთი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოების არსებობა და აღნიშნულთან დაკავშირებით უარყოს მეორე მხარის საწინააღმდეგო არგუმენტები.

 

გამოკვლეული მტკიცებულებების შედეგად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ მტკიცებულებებით, რომელიც წარმოდგენილი იქნა ბრალდების მხარის მიერ, უტყუარად ვერ დასტურდება გამართლებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების შეფასებით პალატას დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 21 ივლისს კერძო ტაქსის (,,ტოიოტა ქრაუნი“, სახელმწიფო ნომრით - A------) მძღოლ რ------– გ---------ს თბილისში, წ------- და მ------–---–-------ების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ტყე-პარკში, დაუდგენელმა პირმა/პირებმა დანით მიაყენა/მიაყენეს რამდენიმე ჭრილობა, რის შემდეგაც თავდამსხმელი/თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან მიიმალა/მიიმალნენ. რ------–-----------ი კი ქალაქის N1----------------–- მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

 

საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის (ძვ.რედ.) პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. რ-------–---------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მისი დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, არ ემყარება უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, იგი მხოლოდ ვარაუდებზე და ვერსიებზეა დაფუძნებული, რაც გაბათილებული ვერ იქნა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. კერძოდ, საქმის სასამართლო განხილვისას დაკითხულმა მოწმეებმა ვერ დაადასტურეს და პირდაპირ ვერ მიუთითეს, რომ აღნიშნული დანაშაული ნამდვილად ჩადენილია რ-------–---------------ს მიერ. ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ ბრალად შერაცხული ქმედება შესაძლოა, ჩაიდინა სწორედ რ-------–---------------მ.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას მართალია დასაშვებ მტკიცებულებად მიიჩნევს, თუმცა პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას(ებს).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით დღეისთვის მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს იმავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას. თუმცა იმავე გადაწყვეტილების თანახმად - ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.

 

დღეისათვის მოქმედი 2009 წლის 09 ოქტომბრის რედაქციის საქართველოს სსსკ-ის 329-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ,,ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს სსკ-ის 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით“. აღნიშნული ნორმის შესაბამისად მოცემული სისხლის სმართლის საქმეზეც პროცესი მიმდინარეობს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სმართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. თუმცა მტკიცებულებების შეფასებისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული მიდგომა ირიბი ჩვენებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესძლებლობასთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, რომ მითითებულ გადაწყვეტილებაში საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობდა არა 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის, არამედ დღეისათვის მოქმედი 2009 წლის 09 ოქტომბრის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შებამისი ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე.

 

ირიბი ჩვენების პრაქტიკული მაგალითების წარმოსაჩენად საინტერესოა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნას დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, თუ ნეგატიური ფაქტორები, რომლებიც ირიბი ჩვენების გამოყენების შედეგად დაცვის მხარისთვის წარმოიშვება, სათანადოდ არის დაბალანსებული” (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე: ალ-ხავაია და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ და სხვა არაერთი გადაწყვეტილება).

 

გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პირის მსჯავრდება დაუშვებელია და გამამტყუნებელი განაჩენი არ შეიძლება გამოტანილ იქნას მხოლოდ ირიბი ჩვენებებისა ან/და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ირიბი მტკიცებულების გამოყენებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულ შემთხვევაში დგას საკითხი, არსებობდა თუ არა საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ღონისძიებები, რომელიც ასეთი მოწმის ჩვენების სანდოობის სამართლიანი და სათანადო შეფასების საშუალებას იძლევა. მსჯავრდება შეიძლება დაფუძნებული იყოს ამგვარ მტკიცებულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისთვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა (იხილეთ Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom [GC], cited above, § 147). სხვა საქმეზე სასამართლო განმარტავს, რომ ირიბი მოწმის ჩვენება არ უნდა იყოს არც ერთადერთი და არც გადამწყვეტი მსჯავრდებისათვის, 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაში საქმე - ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ (SCHATSCHASCHWILI v. GERMANY) სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი მოწმეების მტკიცებულება არ უნდა იყოს ,,გადამწყვეტი” და არ უნდა განაპირობებდეს განმცხადებლის მსჯავრდებას. იმავე გადაწყვეტილებით ეროვნული სასამართლო ვალდებული იყო განსაკუთრებული სიფრთხილე გამოეჩინა მოწმეთა სანდოობის შეფასებისას, ვინაიდან არც დაცვის მხარეს და არც სასამართლოს შეეძლო მოწმეთათვის სასამართლო სხდომაზე დაესვათ კითხვები და დაკვირვებოდნენ მათ ქცევას. სასამართლო აღნიშნავს - რომ ,,ერთადერთი” მტკიცებულება გაგებულ უნდა იქნას, როგორც ბრალდებულის წინააღმდეგ არსებული მხოლოდ ერთი მტკიცებულება (იხილეთ ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaja and Tahery), ციტირება მაღლა, § 131). ,,გადამწყვეტი” მტკიცებულება ვიწროდ უნდა განიმარტოს, რადგანაც ამგვარი მასშტაბისა და მნიშვნელოვნების მტკიცებულება მაღალი ალბათობით საქმის შედეგის განმაპირობებელია. როდესაც მოწმის გადაუმოწმებელი მტკიცებულება გამყარებულია ბრალდების სხვა მტკიცებულებით, იმის შეფასება, გადამწყვეტი იყო თუ არა ის, დამოკიდებული იქნება მხარდამჭერი მტკიცებულების ძალაზე.

 

გარდა ამისა, ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობა არის ეროვნული კანონმდებლობისა და ეროვნული სასამართლოების რეგულირების საგანი და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ფუნქციას წარმოადგენს იმის შეფასება, ჩატარდა თუ არა სამართალწარმოება სამართლიანად (იხილეთ Gäfgen, cited above, § 162). მე-6 მუხლის მე-3 პარაგრაფის „დ“ ქვეპუნქტი მოიცავს პრინციპს, რომ მანამ, სანამ ბრალდებულს დაედება მსჯავრი, მის წინააღმდეგ ყველა მტკიცებულება, როგორც წესი, საქმის საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი უნდა იყოს მისი თანდასწრებით იმ მიზნით, რომ მას ჰქონდეს საპირისპირო არგუმენტის წარმოდგენის საშუალება.

 

მოცემულ შემთხვევაში კი, როგორც აღინიშნა, ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია თუნდაც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა რ------–-----------ის განზრახ მკვლელობის ჩადენა რ-------–---------------ს მიერ. ვერ იქნა დადგენილი და დაკითხული უშუალოდ ფაქტის შემსწრე პირები. ერთადერთი პირი, ვინც ასახელებს რ-------–---------------ს ვინაობას, ა--------------------ია, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა უცნობებისგან შემთხვევით გაგონილი ინფორმაცია შესაძლო მკვლელის ვინაობის შესახებ, თუმცა როგორც მოწმე აცხადებს, ამ უცნობთა ამოცნობას ვერ შეძლებს. ფოტოსურათების ამოცნობის ოქმებით კი დგინდება მხოლოდ ის, რომ რ-------–--------------- შემთხვევამდე და შემთხვევის შემდეგ შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახა ორმა მოწმემ, თუმცა როგორც აღინიშნა, ამ მოწმეთა ჩვენებები არ შეიცავს ცნობებს იმის შესახებ, რომ მკვლელობა სწორედ მათ მიერ ნანახმა პირმა ჩაიდინა.

ყოველივე აღნიშნული პალატას აძლევს საფუძველს დასკვნის გამოსატანად, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად და რ-------–---------------ს მიმართ წარმოშობილი ეჭვი დანაშაულის ჩადენის შესახებ ვერ იქნა დადასტურებული საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის (ძვ.რედ.) მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის და ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის 503-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.

 

სასამართლომ შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, გააანალიზა ისინი სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული შეაფასა სისხლის სამართლის საქმეზე მისი საქმესთან დამოკიდებულების, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მიიჩნია, რომ რ-------–---------------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის, რომ მან ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, არ არის წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა და წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა გამართლებულის წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნობის საფუძველს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს პირის მსჯავრდებას უტყუარი და გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ამა თუ იმ ფაქტის უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ მტკიცებულებებზე და, შესაბამისად, სწორედ მხარეთა მომზადებაზე, მათ მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე, ამასთანავე, მათი საქმისადმი შემხებლობაზე და დასაშვებობაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ პირის ბრალეულობის უტყუარად დადგენა.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად. პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიებისა და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და წარმოდგენილი უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ რ-------–---------------მ ბრალად წარდგენილი დანაშაული ჩაიდინა. შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალდების მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, იგი აგებულია ეჭვებსა და ვარაუდებზე. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა რ-------–---------------ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში კი არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ რ-------–---------------მ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ რ-------–---------------ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა 1998 წლის 20 თებერვლის რედაქციის საქართველოს სსსკ-ის 535-ე მუხლით, 536-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, 547-ე, 549-ე, 552-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ქ. თბილისის პროკურატურის პროკურორის მ-----–------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის განაჩენი გამართლებულ რ-------–---------------ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

 

რ-------–--------------- საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ რ-------–---------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა გაუქმებულია.

 

გამართლებულს უფლება აქვს, მოითხოვოს მიყენებული ქონებრივი ან მატერიალური ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული